Quantcast
Channel: www.medgeo.net
Viewing all 4386 articles
Browse latest View live

შინაური ცხოველები და ბავშვი

$
0
0

ოთხფეხა მეგობრები

სპეციალისტების მიერ დადგენილია, რომ ცხოველებთან კონტაქტი ბავშვებისთვის ძალიან სასარგებლოა. ისინი, ვინც ბავშვობიდან შინაური ცხოველების გარემოცვაში იზრდებოდნენ, დიდობაში კეთილ, ჰუმანურ, ჭკვიან და წარმატებულ ადამიანებად ყალიბდებიან. გარდა ამისა, ბრიტანელი მენიერების დასკვნით, ცხოველებთან ხშირი ურთიერთობა ოჯახის წევრებს ასთმის, ალერგიის, ვირუსებისა და სხვა მსგავსი ტიპის დაავადებებისადმი ერთგვარ იმუნიტეტს უმუშავებს.

საკუთარ დასკვნებს გვთავაზობენ გერმანელი მეცნიერებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ცხოველებთან ერთად გაზრდილი ადამიანი გარე სამყაროსთან ადაპრიტებას გაცილებით იოლად ახერხებს, უფრო კომუნიკაბელურია, სირთულეებს იოლად უმკლავდება და სხვა. მეტიც, შინაურ ცხოველს ბავშვისთვის ფსიქოლოგის როლის შესრულებაც კი შეუძლია, რადგან მოყვარულ ძაღლთან ცოტა ხნით თამაში ან უბრალოდ მისი მოფერება ყველაზე აგრესიულ და ნერვიულ ბავშვსაც აწყნარებს, გულჩათხრობილ ბავშვს კომუნიკაციისკენ უბიძგებს, თანატოლებთან გართობას ანდომებს და სხვა. სწორედ ამიტომაა, რომ გერმანელი სპეციალისტები ბავშვში მსგავსი ტიპის პრობლემების შემჩნევის შემთხვევაში შინ შინაური ცხოველის მოყვანს გვირჩევენ.

მათი გამოკვლევების თანახმად, ყველა ტიპის ბავშვს განსხვავებული ცხოველი სჭირდება. მაგალითად, თუ პატარა ძალიან აგრესიულია, მაშინ აკვარიუმის თევზები შეიძინეთ. წყალში მოლივლივე თევზები ყველა ასაკის ადამიანს ამშვიდებს, ადუნებს რეაქციას და ადეკვატურს ხდის. ასევე ფსიქიკაზე კარგად მოქმედებს კუ, რომელიც სრულიად უწყინარია, არ ხმაურობს და კოკერსპანიელის ლეკვისგან განსხვავებით ალიაქოთის გამოწვევაც არ შეუძლია.

თუ ბავშვი ზედმეტად მშვიდია, საკუთარ თავშია ჩაკეტილი, მშიშარაცაა, მაშინ აქტიური ცხოველის შეძენას გვირჩევენ. ასეთია ზღვის გოჭი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მოძრაობს, სასაცილოდ ხტუნავს, ბორბალს ატრიალებს – ანუ კარგად შეუძლია ადამიანი გაართოს. ასევე კარგი ვარიანტია ფრინველი, უფრო თუთიყუში, კატა, რომელიც მუდმივად თამაშის ხასიათზეა, ძაღლებიდან პუდელი, კოკერსპანიელი ან სხვა პატარა ჯიშის ძაღლი.

თუ ბავშვი ზედმეტად აქტიურია, მაშინ დიდი ზომის ძაღლის მოყვანა სჯობს, რომელიც სიდინჯითაც ხასიათდება. ლაბრადორი და გერმანული ნაგაზი იდეალური ვარიანტებია, ასევე კარგია ნიუფაუნდლენდი. ამ ჯიშის ძაღლებს ძალიან უყვართ ადამიანები, განსაკუთრებით ბავშვები და გართობისთვის მუდამ მზად არიან. ამრიგად ჰიპერაქტიურ ბავშვს ყველთვის ეყოლება მეგობარი, რომელთანაც მოჭარბებულ ენერგიასაც დახარჯავს და კარგ ღირსებებსაც შეიძენს.

ერთ-ერთი ღირსება უდავოდ იქნება ის, რომ ბავშვი (მოზარდი) ცხოველებთან ურთიერთობის გარდა მათზე მზრუნველობასაც ისწავლის. ამ პროცესში კი თქვენი მონაწილეობა აუცილებელია. სწორედ თქვენ უნდა აუხსნათ და ასწავლოთ, რომ ძაღლი ან კატა არ არის მხოლოდ გასართობი, რომ მასაც სჭირდება მზრუნველობა, მოვლა, ეზოში გასეირნება, თამაში და სხვა. ასევე არ დაგავიწყდეთ ცხოველის აცრა, ვეტკლინიკაში დარეგისტრირება, ვეტექიმთან კონსულტაცია და სხვა. მართალია, სახლში ცხოველის ყოლა დამატებით საზრუნავს გიჩენთ, ყოველთვის იფიქრეთ იმაზე, რომ მისი არსებობა თქვენი ოჯახის ყველაზე მნიშვნელოვანი წევრის კეთილდღეობისთვისაა აუცილებელი. ესეც რომ არ იყოს, ცხოველები ძალიან საყვარლები და ერთგულები არიან, ზოგჯერ ადამიანებზე მეტადაც, ამიტომ მათთან ურთიერთობის სიამოვნებას ნურც საკუთარ თავს მოაკლებთ.

აღებულია: http://skolebi.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/news/1381754337

____________________________________

გადასვლა>>> ,,ბავშვი”


გარდატეხის ასაკი

$
0
0

გარდატეხის ასაკი

ერთია, როდესაც შინ პატარა ბავშვი გვყავს, რომელიც ჩვენგან მაქსიმალურ ყურადღებას, გამუდმებულ მზრუნველობასა და ფიქრს მოითხოვს, მაგრამ მეორეა, როდესაც ეს ბავშვი იზრდება, მოზარდად ყალიბდება და სულ უფრო მეტ საზრუნავს გვიმატებს. ყველა დროის მოზარდს საკუთარი პრობლემები და სირთულეები აქვს. ასეა თანამედროვე მოზარდის ცხოვრებაშიც – ტელეეკრანიდან, ინტერნეტიდან, ქუჩიდან, სკოლიდან შესრუტული ინფორმაცია მის გონებაში სხვა და სხვა გვარად ილექება და ზოგჯერ ნეგატიურ შედეგამდეც მივყავართ. სწორედ ამიტომ, ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ჩვენი შვილების ამ მეტად საპასუხისმგებლო პერიოდში განსაკუთრებით ყურადღებით ვიყოთ, რათა აუცილებლობის შემთხვევაში სათანადო რეაგირება შევძლოთ.

იმის მიხვედრა, რომ ბავშვი მოზარდად იქცა, ადვილია: შედარებით გულჩათხრობილია, ხშირად ღიზიანდება, აგრესიულია, უმიზეზოდ ტირის, საკუთარ ოთახში იკეტება და ასე შემდეგ. ასეთ დროს მისდამი დიდი ყურადღება გმართებთ, რათა ზედმეტად არ გააღიზიანოთ, არ შეაწუხოთ კითხვებით, მით უმეტეს, აგრესიაზე აგრესიით არ უპასუხოთ. უნდა გახსოვდეთ, რომ მოზარდიც პიროვნებაა, რომელიც უფროსების სამყაროში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას იწყებს.

ამბოხი ნებისმიერი მოზარდისთვის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. აქვთ სურვილი ყველაფერზე საკუთარი აზრი იქონიონ და ის დაუფარავად გამოთქვან. უჩნდებათ ნონკონფორმიზმის დაუშრეტელი სურვილი, არ მოსწონთ საზოგადოების წყობა, წესები, არ მოსწონთ სხვების ჩაცმულობა, მუსიკალური გემოვნება, ამერიკული ფილმები, სახლში არსებული ავეჯი, არაფრით გამორჩეული მშობლები, მუდამ დამრიგებლური ტონის მქონე მასწავლებლები და ასე შემდეგ.

ასეთ დროს მშობელმა საღად უნდა შეაფასოს ვითარება. ბოლოს და ბოლოს განსხვავებულად მოაზროვნე და საკუთარი პოზიციების დამცველი ახალგაზრდა საკმაოდ სასიამოვნო მოსაუბრეც შეიძლება იყოს, მისგანაც შეიძლება რამის სწავლა. მშობლის მხრიდან მხარდაჭერა მოზარდს თვითდაჯერებას განუმტკიცებს, რაც ძალიან კარგია.

გარდატეხის ასაკის კიდევ ერთი დამახასიათებელია არასტაბილურობა და არაორგანიზებულობა. მოზარდი საკუთარ ოთახს აღარ ალაგებს, არ უფრთხილდება ნივთებს, ზოგჯერ პირად ჰიგიენასაც ივიწყებს. ხშირად იცვლის პრიორიტეტებს. მაგალითად თუ თვის დასაწყისში ცეკვის წრეზე მოისურვებს შესვლას, თვის ბოლოს ხატვის შესწავლა უნდება. არასტაბილური ხდება პირად ფრონტზეც. შეიძლება ყოველ კვირას ახალი შეყვარებული გაიჩინოს და სხვა. სპეციალისტები ამ მდგომარეობას დროებითად აფასებენ და გვამშვიდებენ, რომ ის ზედმეტი ჩარევის გარეშეც გაივლის.

თუ ატყობთ, რომ მოზარდს რაღაცის გაკეთების ფიზიკური ან გონებრივი შესაძლებლობა აქვს, ნუ შეზღუდავთ და ნუ აიძულებთ, მხოლოდ მისი ასაკისთვის შესაფერისი საქმიანობით დაკავდეს. მსგავსი წინააღმდეგობა მასში სიახლისკენ სწრაფვის სურვილს ჩაკლავს, რაც, შეიძლება, შეუქცევად პროცესად იქცეს.

გარდატეხის ასაკის პრობლემათა შორისაა სიმორცხვე და გაუბედავობა, რასაც საკუთარ თავში თავდაჯერების სიმცირე იწვევს. ასეთ ასაკში ადამიანს ფანტაზიის განსაკუთრებული შემოტევა აქვს, რასაც განხორციელებაც სჭირდება, ამიტომ ნუ შეზღუდავთ, თუ ის უჩუმრად მოთხობებს წერს, ხატავს, მღერის ან სამოყვარულო ფილმებს იღებს.

სირცხვილის მიზეზი ხდება გარეგნობაც, რაც გარდატეხის ასაკში განსაკუთრებით მწვავე პრობლემაა. სახე მუწუკებით იფარება, რამდენადმე დეფორმირდება, სხეული ახალ ფორმებს იძენს – ან ძალიან მალე მაღლდება ან, პირიქით, კლასში ყველაზე დაბალია, მალე იმატებს წონაში, გოგონებს ეზრდებათ მკერდი. ასეთ დროს მის გარეგნობაზე ყურადღების გამახვილება არაფრით შეიძლება – არაფერი მოქმედებს მოზარდ გოგონებზე იმაზე მეტად, ვიდრე მათ წამოზრდილ მკერდზე საუბარი (დედები, ბებიები ხშირად ამ საკითხს საკმაოდ ხმამაღლა, უტაქტოდ განიხილავენ). ფიზიკური გარდატეხის პერიოდი მალე გაივლის, მუწუკებსაც ეშველება, ასე რომ არ ღირს მათ გამო შვილის განაწყენება, პირიქით, საკუთარი მაგალითით დაუმტკიცეთ, რომ ეს ცვლილებები ყველას გადაუტანია და რომ დიდების ლიგაში გადასასვლელად ამ \”გამოცდის\” ჩაბარება აუცილებელი პირობაა.

საქართველოში მშობლიური სახლის დატოვება დიდობაშიც იშვიათი შემთხვევაა, თუმცა მოზარდებს სახლიდან გაქცევა ძალიან უნდებათ. ასეთ დროს, მათთვის ყველაზე დიდი მტერი მშობელია, რომელიც ვერ უგებს, მის დამოუკიდებლობას პატივს არ სცემს. სახლიდან წასვლის მიზეზად შეიძლება ამავე დამოუკიდებლობის დამტკიცების სურვილიც იყოს, ამიტომ მოზარდის მშობელი გამუდმებით საქმის კურსში უნდა იყოს, აკონტროლოს შვილის ყოველი წამი და ნაბიჯი, მაგრამ არამც და არამც მისი შეწუხების, მისი მყუდროებისა და პირადი სივრცის დარღვევის ხარჯზე. მისი პატივისცემა თქვენი უმთავრესი მისიაა, პატივისცემას კი აუცილებლად მოჰყვება ადეკვატური პასუხი.

აღებულია: http://skolebi.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/news/1382094061

_______________________________________

გადასვლა>>> ,,ბავშვი”

მსხვილი ნაწლავის რენტგენოლოგიური გამოვლევა

$
0
0

მსხვილი ნაწლავის რენტგენოლოგიური გამოვლევა

პროქტოლოგიური ავადმყოფის გამოკვლევაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია  რენტგენოლოგიური მეთოდით მთელი მსხვილი ნაწლავის შესწავლას. >>>>

ყველაზე  დიდ  დიაგნოსტიკურ ღირებულებას ირიგოსკოპია წარმოადგენს. მსხვილი ნაწლავის რენტგენოლოგიური გამოკვლევა ზუსტად ირიგოსკოპიით უნდა დაიწყოს. იხილეთ ირიგოსკოპია

ფისტულოგრაფია

ფისტულოგრაფიაფისტულების კანზე არსებობისას, ანორექტალური და გავა-კუდუსუნის მიდამოს დაავადებების გამოსაცნობად და დიფერნციალური დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება.

ფისტულოგრაფიის მთავარი ამოცანა ფისტულის არხის მიმართულების, მდებარეობის, განტოტვილობის, ღრუების წარმოქმნის, მეზობელ ორგანოებთან და ქსოვილებთან კავშირის გამოვლინებაა.

ფისტულის არხში საკონტრასტო ნივთიერების უშუალოდ შეყვანა, კოლოპროქტოლოგის მიერ რენტგენოლოგიურ კაბინეტში  ხორციელდება. სურათებს  პირდაპირ და გვერდით პროექციაში იღებენ. ფისტულოგრაფიის მონაცემების შეფასებას რენტგენოლოგი აწარმოებს.

სხვა რენტგენოლოგიური მეთოდები (პარიეტოგრაფია, ლიმფოგრაფია, ანგიოგრაფია) კოლოპროქტოლოგიაში იშვიათად და სპეციალური ჩვენებების შემთხვევაში გამოიყენება.

________________________________________

გადასვლა >>> ,,კოლოპროქტოლოგია

.

ანალური ნაპრალი

$
0
0

ანალური ნაპრალი

ნეტკლინიკა. დისტანციური სამედიცინო კონსულტაციები პროქტოლოგიაში >>>

კითხვა:

გამარჯობათ, მაინტერესებს ანალური ნაპრალი მხოლოდ სწორ ნაწლავზე ჩნდება თუ მსხვილ ნაწლავზეც? თუ ვერ ხერხდება ანოსკოპია და კოლონოსკოპია ულტრასონოგრაფიით ან სხვა მეთოდებით შეიძლება კოლიტის, მსხვილი ნაწლავის ანთების ტიპების დადგენა? და კიდევ 1 თუ შეიძლება– ანალური ნაპრალი 1თვეზე მეტხანს თუ არსებობს და სისხლდენა არაა, შეიძლება უოპერაციოდ შეხორცდეს თურმანიძის მალამოთი და რამდენ ხანს შეიძლება მაქსიმუმ მისი გამოყენება. გმადლობთ

პასუხი:

საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრი. დირექტორის მოადგილე, მედ. მეცნ. დოქტორი მაია ქარაბაკი

მოგესალმებით,

(1) ანალური ნაპრალი სახელწოდებიდან გამომდინარე და პათოგენეზური მექანიზმების გათვალისწინებითაც მხოლოდ ანალური არხში (ანუსიდან 2-3 სმ მონაკვეთი) ყალიბდება.

(2) ანალური ნაპრალისა და სფინქტერის სპაზმის დროსაც, დასაშვებია დაიგეგმოს  (გარკვეული ღონისძიებების ფონზე) ენდოსკოპიური კვლევა (ამგვარი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას ექიმის და კლინიკის შესაბამისი პროფესიონალური დონე ესაჭიროება); ულტარბგერითი კვლევა არ არის ინფორმაციული ნაწლავის სანათურში პათოლოგიის გამოსავლენად.

(3) ნაპრალის არსებობა სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის; შესაბამისად, კეთილსინდისიერი ექიმი ყოველთვის ზრუნავს კონსერვატიული მეთოდებით მის შეხორცებაზე, პაციენტს  რეციდივის საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ღონისძიებებისაც  ასწავლის და არ ჩქარობს ოპერაციის გაკეთებას!!! თუ საქმისადმი ამგვარი პროფესიონალური მიდგომის ფონზე დაავადება მაინც ხშირად (მაგ. წელიწადში >3-4) მწვავდება და/ან პაციენტს აქვს დეფეკაციის შემდგომი შეუპოვარი ხანგრძლივი ტკივილი, სრული გამოჯანმრთელებისთვის მიზანშეწონილია ქირურგიული ჩარევა.  იშვიათად სისხლის და/ან ტკივილის ეპიზოდები (თუ დიაგნოზი სწორად გაქვთ დადგენილი) საშიში არ არის და მოსალოდნელიც არის მომავალში. ეს არ წარმოადგენს ოპერაციის ჩვენებას.

(4) თუ ოპერაცია ჩატარდა, ის უნდა გაკეთდეს ერთჯერ და სწორად; ოპ/შ ნებისმიერი საკვების, ალკოჰოლის  მიღების, ორსულობის, ფიზიკური დატვირთვის და ა.შ. შემთხვევაშიც რეციდივი არ უნდა განვითარდეს (არაპროფესიონალი ექიმები ოპ/შ დაავადების რეციდივს საკუთარ თავს და/ან არასათანადო მასშტაბის ოპერაციას  კი არა, ისევ პაციენტს აბრალებენ –  ხელი ვერ შეუწყვე საკუთარ თავსო (?!).

(5) ადგილობრივად რექტალური მალამოების და/ან სანთლების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი >20 დღის ვადით. თუ დიაგნოზი სწორად გაქვთ დადგენილი და მალამოც ადეკვატურად არის შერჩეული, 10 დღიანი შუალედით დასაშვებია 20-20 დღე გამოიყენოთ თქვენს მიერ დასახელებული მალამო წელიწადში 2-3-ჯერ.

საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრი

მედ. მეცნ. დოქტორი მაია ქარაბაკი

_________________________________________________

გადასვლა >>> ,,კოლოპროქტოლოგია

.

კართაგენერის სინდრომი

$
0
0

კართაგენერის სინდრომი

სტატიაში მოცემულია მასალა იშვიათი გენეტიკური დაავადების – კართაგენერის სინდრომის მექანიზმის, გართულებებისა და მკურნალობის შესახებ. >>>>

ავტორი: დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ http://www.medgeo.net/2013/12/09/consultacia-10/

კართაგენერის სინდრომი,  პირველადი ცილიარული დისკინეზია,  Situs Inversus

კართაგენერის სინდრომი,  პირველადი ცილიარული დისკინეზია, სპეციალური უჯრედების– ცილიის (წამწამების) მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომელიც 1933 წელს აღწერა შვეიცარიელმა  ექიმმა მანეს კართაგენერმა.

მიზეზი

კართაგენერის დაავადება ავტოსომურ რეცესიული გენეტიკური დაავადებაა, პროცესში ჩართულია ორი გენი DNAI1 და DNAH5, რომელთა პათოლოგიურობა განაპირობებს დიენენის განუვითარებლობას და წამწამების მოძრაობის დეფექტს. ეს პათოლოგია ხშირად ემართებათ, ხელოვნურად გაჩენილ ბავშვებს.

პათოფიზიოლოგია

ადამიანის სასუნთქი სისტემა მოიცავს ცხვირს, სინუსებს, შუა ყურს, ევსტაქის მილებს, ყელსა და სასუნთქ მილებს  (ტრაქეა, ბრონქები, და ბრონქიოლები). სასუნთქი ტრაქტი  მთლიანი ტრაქტი მოფენილია სპეციალური ეპითელური უჯრედებით, რომელსაც აქვს წამწამების ფორმა. „წამწამები“ ჩვეულებრივად ასრულებს ცოცხის როლს, რომელიც  ასუფთავებს ორგანიზმის მიერ შესუნთქულ მტვრის მოლეკულებს, კვამლს, ტოქსინებს და ბაქტერიებს რესპირატორული ტრაქტიდან.  ეპითელური უჯრედის დაზიანებული წამწამოვანი კომპონენეტი (რაც თავის მხრივ გამოწვეულია ნივთიერება დინეინის დეფექტით) იწვევს არანორმალურ წამწამოვან მოძრაობას, რასაც მოჰყვება სინუსურ წიაღებში და ბრონქებში ლორწოს არასათანადო გამოსუფთავება, რაც თავის მხრივ იწვევს სხვადასხვა პრობლემებთან ერთად გამუდმებით ან განმეორებით სინო–პულმონარულ ინფექციებს. „წამწამები“არის აგრეთვე თავის ტვინის პარკუჭებში  და რეპროდუქციუულ (გამრავლებით) სისტემაში. კართაგენერის სინდრომით დაავადებულ პაციენტებს შეიძლება შეექმნას თავის ტკივილი და უშვილობასთან დაკავშირებული პრობლემები.

ეპიდემიოლოგია

კართაგენერის  სინდრომი უვითარდებათ დაახლოებით ერთ ახალშობილს 32000 ახალშობილიდან და ემართებათ როგორც მამრობით ასევე მდედრობითი სქესის ბავშვებს.

სინდრომი არ არის დამოკიდებული რასაზე  და შეიძლება ადამიანს გამოუვლინდეთ ნებისმიერ ასაკში. კართაგენერის სინდრომით დაავადებული ადამიანები საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა დადგენილი არ არის, სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თუ რამდენად რეგულარულად და ეფექტურად ხდება სინდრომის გართულებების მკურნალობა. განსაკუთრებით საფრთხილოა პირველი 20 წელი. გულმოდგინე ზრუნვის შემთხვევებში კართაგენერის სინდომით დაავადებული პაციენეტების სიცოცხლის ხანგრძლივობა უტოლდება საერთო სტატისტიკურ მონაცემებს.

სიმპტომები

კართაგენერის სინდრომის სიმპტომთა უმეტესობა    განპირობებულია ზემოთ აღნიშნული „წამწამების“ ფუნქციის შეფერხებით და სხვადასხვაა

ყური, ცხვირი და ცხვირის ირგვლივი სინუსები (წიაღები)

  • ქრონიკული დენა ცხვირიდან (რინორეა), ცხვირის გამოვსებულების შეგრძნება, წიაღების (სინუსების) ტკივილი, ცხვირის პოლიპები. ზოგჯერ ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენი.
  •  სუნის უგრძნობლობა (ანოსმია), ცხვირში ლაპარაკი, ცუდი სუნი პირიდან (ჰალიტოზი), ხმის დაკარგვა.
  •  ქრონიკული ან ხშირად განმეორებადი შუა ყურის ანთება (ოტიტი), ზოგჯერ ჩირქოვანი გამონადენით.
  • განმეორებადი სინუსიტები

ცენტრალურის ნერვული სისტემა

გამრავლების სისტემა
  • მამაკაცთა უნაყოფობა ხშირად  როდესაც სპერმატოზოიდები მოკლებულნი არიან გადაადგილების უნარს, და ქალებში ზოგჯერ,  როდესაც დაზიანებულია ფალოპის მილების ეპითელური უჯრედების წამწამოვანი სისტემა. იმის გამო რომ ქალებში გაძნელებულია კვერცხუჯრედის გადმოსროლა საშვილოსნოში – ხშირია  ექტოპიური (საშვილოსნოსგარეშე) ორსულობები.

ქვედა რესპირატორული ტრაქტი 

  • ქრონიკული პროდუქტიული ხველება და რესპირატორული დისტრესი, განსაკუთრებით ბავშვებში;
  • ბრონქოსპასტიკური სიმპტომები (ხველა და ქშინვა), ჰიპოქსია, გულმკერდის დეფორმაციები;
  • ქრონიკული ან რეკურენტული (განმეორებადი) ფილტვის ატელექტაზი  ან პნევმონია.
  • გულის მწვერვალი გადანაცვლებულია მარჯვნივ, ხოლო ღვიძლი და ელენთა მარცხნივ;
  • ქრონიკული პნევმონიების და ბრონქიტების დროს აღინიშნება „ბარაბანისბური“ თითები;
  • ინტოქსიკაციის სიმპტომები (თავის ტკივილი, გულის რევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, პირღებინება, ოფლიანობა)
  • ჩამორჩენა ფიზიკურ გარნვითარებაში;

ასპლენია, ანუ ელენთის უქონლობა ან პოლისპლენია (ელენთის არსებობა ორივე მხარეს). ასპლენია აძლიერებს ინფექციის განვითრების რისკის,  ხოლო პოლისპლენია საშიშია ელენთის გახეთქვის რისკით, რასაც მოჰყვება სიცოცხლისათვის საშიში შინაგანი სისხლდენა.

დიფერენციალური დიაგნოზი

ძირითადად ტარდება ცისტურ ფიბროზთან. კართაგენერის სინდომი შესაძლებელია შეცდომით მიიღონ როგორც ასთმად ან ალერგიად.

დიაგნოზი

კართაგენერის სინდრომი დიაგნოზი ისმება 3 ძირითადი სიმპტომით ქრონიკული სინუსიტით, ქრონიკული ბრონქოექტაზიით და Situs Inversus (შინაგანი ორგანოების შებრუნებითი მდებარეობა). გულმკერდის რენტგენის და კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით შეიძლება აღმოჩენილი იქნას ფილტვის ამ სინდრომისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური     ცვლილებები. კართაგენერის სინდრომის უტყუარი დადასტურება ხდება ბიოფსიით. მატერიალს იღებენ ტრაქეის ფილტვის  სინუსის წიაღის ზედაპირიდან და მიკროსკოპის საშუალებით ადგენენ დეფექტური „წამწამების“ არსებობას. ამ სინდრომის 100% იანი დიაგნოსტირება შესაძლებელია კომერციული გენეტიკური ტესტის ჩატარებით, ზემოთ აღნიშნული გენების მუტაციის დადასტურებით. კართაგენერის სინდრომი ხშირად თან ერთვის სხვადასხვა თანდაყოლილ ანომალიებს: შუბლის წიაღების  ჰიპო- ან აგენეზია, პოლიდაქტილია (მრავალთითიანობა), საშარდე გზების, ხერხემლის, ნეკნების, გულის განვითარების მანკები, ენდოკრინული ჯირკვლების ჰიპოფუნქცია,(თირკმელზედა ჯირკვალი, ფარისებრი ჯირკვალი), ბადურას დაზიანება (ბადურას სისხლძარღვების გაფართოება, პიგმენტური რეტინიტი.

კართაგენერის სინდრომის გართულებებს მიეკუთვნება

კართაგენერის სინდრომის დამახასიათებელი სიმპტომებისა და გართულებების გარჩევა ხშირ  შემთხვევაში გაძნელებულია. აღნიშნული სინდრომის ყველაზე საშიში გართულებაა გულ –ფილტვის უკმარისობა რომელსაც შემდგომ ლეტალური შედეგი მოჰყვება.

კონსულტაცია: კარათაგენერის სინდრომის მკურნალობა უნდა მოხდეს  ზოგადი თერაპევტის, პულმონოლოგის  და ოტოლარინგოლოგის მჭიდრო კავშირში. დექსტროკარდიისა და გულის დეფექტების არსებობის შემთხვევებში აუცილებელია კარდიოლოგის პერიოდული კონსულტაციები.

ზოგჯერ საჭირო ხდება გენეტიკის სპეციალისტთან, კონსულტაცია ოჯახის დაგეგმვის ან დაავადებული პიროვნების დედმამიშვილების გენეტიკური გამოკვლევის მიზნით.

კართაგენერის სინდრომის მკურნალობა

ფოკუსირებულია სასუნთქი სისტემის ინფექციის პროფილაქტიკაში, და თუ ასეთი მოხდა მის სწრაფ აღმოფხვრაში. ანტიბიოტიკები წარმატებით გამოიყენება სინუსიტების მკურნალობაში. ფილტვების მკურნალობაში ჩვეულებრივ ანტიბიოტიკებთან ერთად გამოიყენება ჩასასასუნთქი ანტიბიოტიკები, ფიზიოლოგიური პროცედურები,  მუკოლიტიკური საშუალებები, იმუნიტეტის ამწევი საშუალებები, კორტიკოსტეროიდები და ახალი საშუალება რეკომბინირებული დნმ.  ყოველ წელს უტარებენ გრიპის და პნევმოკოკურ ვაქცინაციას.

შორსწასულ შემთხვევებში, როდესაც რაციონალური ანტიბიოტიკები აღარ მოქმედებს – მიმართავენ ქირურგიულ მანიპულაციებს ახდენენ დაზიანებული ფილტვის წილების რეზექციას. გამტარებლობითი სიყრუის შემთხვევაში ახდენენ ტიმპანოსტომიას (შუა ყურის მემბრანის კვეთას) შუა ყურიდან ჩირქის დრენირებისთვის.  ფუნქციური ენდოსკოპური – სინუსების ან/და ცხვირის ღრუს პოლიპების ამოკვეთა ხელს უწყობს ღრუების დრენირებას, აუმჯობესებს ცხვირით სუნთქვას, მუდმივი სიმპტომური სინუსიტებისა და ცხვირის ღრუების ობსტრუქციის დროს.

უნაყოფობის  შემთხვევაში მიმართავენ ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტს.

კართაგენერის სინდრომის დროს ფიზიკური ან გონებრივი აქტივობა შეზღუდული არ არის, სანამ რჩება ადეკვატური სატურაცია (ჟანგბადის რაოდენობა სისხლში).

ანტიბიოტიკებით მკურნალობა, ფიზიოთერაპია,  და შესაბამისი ქირურგიული ჩარევა აუმჯობესებს პაციენტის პროგნოზს ბევრ შემთხვევაში. ამ სინდრომით დაავადებული პაციენტები უნდა მოერიდონ სიგარეტის მოხმარებას, ალერგენებს, ჭუჭყიან გარემოს.

საქართველოში კართაგენერის სინდრომის ეპიდემიოლოგიური და მკურნალობითი სტატისტიკის მოპოვება ვერ შევძელი. საზღვარგარეთ აღნიშნულ სინდრომს კომპლექსურად და ეფექტურად მკურნალობენ ისრაელში და გერმანიაში, აგრეთვე აშშ–ში, სადაც როჩესტერში, მეიოს კლინიკაში შექმნილია კართაგენერის სინდრომის სამეცნიერო – კვლევითი ცენტრი.

ავტორი: დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ http://www.medgeo.net/2013/12/09/consultacia-10/

______________________________________________

გადასვლა >>>> ,,კარდიოლოგია/ანგიოლოგია” 

.

გულის ფრიალი

$
0
0

გულის   ფრიალი 

სტატიაში მოცემულია მასალა მოსახლეობაში  ფართოდ გავრცელებული სიმპტომის გულის ფრიალის გამოვლენის, მიზეზების და თავიდან აცილების შესახებ. განხილულია ის მდგომარეობები, თუ როდის უნდა ჩაითვალოს გულის ფრიალი საშიშ მდგომარეობად, როდესაც სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელია სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება, როდის უნდა  მივმართოთ ექიმს და როდის არ უნდა მივაქციოთ ყურადღება მას >>>

ავტორი: დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ http://www.medgeo.net/2013/12/09/consultacia-10/

გულის ფრიალი,  არის გულის შეგრძნების გრძნობა, რომელიც წააგავს ბაგა–ბუგის ან ცხენის ჭენების ხმიანობას. ეს შეგრძნება შეიძლება აღინიშნოს გულმკერდის, ყელის ან კისრის მიდამოში >>>

თქვენ შეიძლება გქონდეთ საკუთარი გულის გაძლიერებული ძგერის შეცნობის უსიამოვნო გრძნობა

-         გულის მკერდიდან ამოვარდნის ან საერთოდ გაჩერების გრძნობა როდესაც 

 თქვენ გაქვთ გულის ფრიალი,   გულის რითმი  შეიძლება იყოს ნორმალური ან გახშირებული და იშვიათ შემთხვევებში გაიშვიათებულიც.  ნორმალურად ითვლება გულის  ცემის სიხშირე 60–100 წუთში. იმ პირებში რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ ფიზიკურად ან იღებენ გულის რითმის შემამცირებელ მედიკამენტებს – გულის ცემის სიხშირე შეიძლება დავარდეს 55 შეკუმშვა წუთში და უფრო მეტად.

თუ თქვენი გულის ცემის სიხშირე სწრაფია (მეტია 100 შეკუმშვა წუთში), საქმე  გვაქვს ტაქიკარდიასთან,  არარეგულარული  დამატებითი გულის შეკუმშვების დროს,  პაციენტს აქვს ექსტრასისტოლია.  გულის ფრიალი ჩვეულებრივად საშიში არ არის. მაგრამ თუ  ის წარმოადგენს არანორმალური გულის რითმის (არითმიის) გამოვლინებას, მაშინ საჭიროა  შესაბამისი ღონისძიებების მიღება. გულის არანორმალური რითმი შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი მდგომარეობებით:

  • გულის დაავადები მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორების არსებობა (შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერქოლესტერინემია და სხვა..)
  • გულის სარქველების დაავადება (მაგ.  მიტრალური პროლაფსი)
  • ელექტროლიტების (კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი) დისბალანსი სისხლში– მაგალითად კალიუმის დაბალი დონე
  • ორგანიზმის ინტოქსიკაცია;

 მიზეზები:

გულის ფრიალი ხშირად არ არის საშიში  სიცოცხლესთვის.  ისინი შეიძლება განპირობებული იყოს, შემდეგი მიზეზებით:

  • შფოთვა, სტრესი, პანიკური შიში, ან ისტერიკა ნეიროცირკულატორული დისტონია;
  • კოფეინის და ნიკოტინის მოხმარება ზედმეტი მოხმარება, კოკაინის ან სხვა არალეგალური წამლების მოხმარება;
  • დიეტაზე დაჯდომა, ზედმეტი ვარჯიში;
  •  ცხელება;
  • ანომალური ვისცერალური რეფლექსებით მუცლის ღრუდან (ქოლეცისტიტის, გასტრიტის, პანკრეატიტის და სხვ. დროს);
  • ხერხემლის პათოლოგია (სკოლიოზი, ჰერნია, ოსტეოქონდროზი, მალის გამოვარდნა ხერხემლის სვეტიდან)

ზოგჯერ გულის ფრიალი წარმოადგენს გულის არანორმალური რითმის (არითმია) გამოვლინებას რომელიც შეიძლება      გამოწვეული იყოს:

  • გულის დაავადებით  (იხ. ზემოთ);
  • გულის სარქველის დაზიანებით, მაგალითად მიტრალური პროლაფსი;
  • კალიუმის არანორმალური დონის რაოდენობით სისხლში;
  • ზოგიერთი მედიკამენტის მიღებით, რომელიც იხმარება სხვა დაავადების სამკურნალოდ, მაგ; ასთმის, არტერიული ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის ან გულის სხვა დაავადებისთვის;
  • ჰიპერთირეოზით;
  • ჟანგბადის დაბალი შემცველობით სისხლში, მაგ. ანემიის დროს;
  • ალკოჰოლიზმით.

სახლში შეიძლება მიიღოთ შემდეგი ზომები

  • შეამციროთ კოფეინის და ნიკოტინის მიღება. ეს ხშირად ამცირებს გულის ფრიალს;
  • ისწავლეთ თუ როგორ არეგულიროთ სტრესი და შფოთვა;
  • ისწვლეთ სუნთქვითი ვარჯიშები ან კუნთების ღრმა მოდუნება;
  • შეასრილეთ იოგას ვარჯშები, გააკათეთ მედიტაცია;
  • ივარჯიშეთ რეგულარულად.

როდესაც გულის ფრიალის სერიოზული მიზეზი გამორიცხული იქნება, ყურადღება აღარ უნდა მიაქციოთ გულის ფრიალს!!!

შემდეგი სიმპტომების არსებობის დროს აუცილებლად აკრიფეთ 112 და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა:

  • გონების ნაწილობრივ ან სრული დაკარგვა;
  • ტკივილი გულმკერის მიდამოში;
  • ქოშინი, სუნთქვის გაძნელება;
  • პროფუზული ოფლიანობა;
  • თავბუსხვევა და გულისწასვლის შეგრძნება.

დაუკავშირდით თქვენს ოჯახის ექიმს ან კარდიოლოგს თუ თქვენ გაქვთ შემდეგი ნიშნები

  • თუ თქვენ ადრე, არასდროს არ გქონიათ გულის ფრიალი ან გულის ფრიალმა ხასიათი შეიცვალა;
  • თქვენ გრძნობთ ხშირ ექსტრა გულის შეკუმშვებს (6 ზე მეტი 1 წუთის განმავლობაში ან ჯგუფურ ექსტრასისტოლებს 3 –ს და მეტს  ჯგუფში);
  • თუ თქვენ გაქვთ გულის დაავადების რისკ ფაქტორები, როგორიცაა დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინი, მაღალი არტერიული წნევა;
  • თუ თქვენი პულსი მეტია 100 შეკუმშვა წუთში (ფიზიკური დატვირთვის, სტრესის ან ცხელების გარეშე);

დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა გაიცეს პასუხი შემდეგ კითხვებზე

  • გულის ფრიალის დროს თქვენ გაქვთ აჩქარებული თუ შენელებული პულსი?
  • თქვენ გრძნოთ დარტყმით, ჭენები თუ მთრთოლავ რითმს?
  • როდის ხდება გულის ფრიალი? როდესაც იხსენებთ სულიერი ტრავმის მომყენებელ ამბებს? როდესაც წევხართ ან ისვენებთ?, როდესაც იცვლით სხეულის მდგომარეობას/როდესაც ემოციურად აღგზნებული ხართ?

თუ გაქვთ არიტმიის ნიშნები, თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი კვლევები, ექიმის დანიშნულების მიხედვით

ექიმ-კოლოპროქტოლოგის მიერ ზოგადი დათვალიერება

$
0
0

ექიმ-კოლოპროქტოლოგის მიერ ზოგადი დათვალიერება

პატივცემულო პაციენტო, ვფიქრობთ, ექიმ პროქტოლოგთან მიღებაზე თქვენ უფრო მშვიდად და კომფორტულად იგრძნობთ თავს, თუ მის მიერ ჩატარებული ან დანიშნული გამოკვლევების  თავისებურებებს და მიზნებს გაიგებთ და გეცოდინებათ. >>>

დღეისათვის, ექიმ-პროქტოლოგს დიაგნოსტიკური მეთოდების საკმაოდ დიდი არსენალი გააჩნია, რომლებიც მსხვილი ნაწლავის, ანალური არხისა და შორისის პათოლოგიების ზუსტი დიაგნოსტიკის ჩატარების საშუალებას იძლევა.

________________________________________

გადასვლა >>> ,,კოლოპროქტოლოგია

.

 

უახლესი კორონარული სტენტები


წინაგულთა ფიბრილაცია და თავის ტვინის ინსულტი

ისლა-მოოსი

$
0
0

ისლა-მოოსი

ამ პრეპარატის შესახებ შეკითხვის გასაგზავნად  დააკლიკეთ აქ  >>>

ისლა-მოოსის ზოგადი ინფორმაცია
ისლა-მოოსისშემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ისლა-მოოსისფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე
ისლა-მოოსისაქტიური ნივთიერებები
ისლა-მოოსისგამოყენების ძირითადი მიმართულებებია
ისლა-მოოსისჩვენებები
ისლა-მოოსისუკუჩვენებები
ისლა-მოოსისსხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ისლა-მოოსისჭარბი დოზირება
ისლა-მოოსისშენახვის პირობები და ვადები
ისლა-მოოსისვარგისობის ვადა
ისლა-მოოსისაფთიაქში გაცემის წესი

__________________________________________________

გადასვლა >>> ,,ჰომეოპათიური საშუალებები“;.. ,,ალპენფარმა

.

კინდინორმი

$
0
0

კინდინორმი

ამ პრეპარატის შესახებ შეკითხვის გასაგზავნად  დააკლიკეთ აქ  >>>

კინდინორმის ზოგადი ინფორმაცია
კინდინორმის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
კინდინორმის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე
კინდინორმის აქტიური ნივთიერებები
კინდინორმის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია
კინდინორმის ჩვენებები
კინდინორმის უკუჩვენებები
კინდინორმის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კინდინორმის ჭარბი დოზირება
კინდინორმის შენახვის პირობები და ვადები
კინდინორმის ვარგისობის ვადა
კინდინორმის აფთიაქში გაცემის წესი

__________________________________________________

გადასვლა >>> ,,ჰომეოპათიური საშუალებები“;.. ,,ალპენფარმა

.

კლიმაქტოპლანი

$
0
0

კლიმაქტოპლანი

ამ პრეპარატის შესახებ შეკითხვის გასაგზავნად  დააკლიკეთ აქ  >>>

კლიმაქტოპლანის ზოგადი ინფორმაცია
კლიმაქტოპლანის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
კლიმაქტოპლანის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე
კლიმაქტოპლანის აქტიური ნივთიერებები
კლიმაქტოპლანის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია
კლიმაქტოპლანის ჩვენებები
კლიმაქტოპლანის უკუჩვენებები
კლიმაქტოპლანის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კლიმაქტოპლანის ჭარბი დოზირება
კლიმაქტოპლანის შენახვის პირობები და ვადები
კლიმაქტოპლანის ვარგისობის ვადა
კლიმაქტოპლანის აფთიაქში გაცემის წესი

__________________________________________________

გადასვლა >>> ,,ჰომეოპათიური საშუალებები“;.. ,,ალპენფარმა

.

პროსპანი

$
0
0

პროსპანი

ამ პრეპარატის შესახებ შეკითხვის გასაგზავნად  დააკლიკეთ აქ  >>>

პროსპანის ზოგადი ინფორმაცია
პროსპანის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
პროსპანის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე
პროსპანის აქტიური ნივთიერებები
პროსპანის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია
პროსპანის ჩვენებები
პროსპანის უკუჩვენებები
პროსპანის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პროსპანის ჭარბი დოზირება
პროსპანის შენახვის პირობები და ვადები
პროსპანის ვარგისობის ვადა
პროსპანის აფთიაქში გაცემის წესი

__________________________________________________

გადასვლა >>> ,,ჰომეოპათიური საშუალებები“;.. ,,ალპენფარმა

.

ტონზილოტრენი

$
0
0

ტონზილოტრენი

ამ პრეპარატის შესახებ შეკითხვის გასაგზავნად  დააკლიკეთ აქ  >>>

ტონზილოტრენის  ზოგადი ინფორმაცია
ტონზილოტრენის  შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტონზილოტრენის  ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე
ტონზილოტრენის  აქტიური ნივთიერებები
ტონზილოტრენის  გამოყენების ძირითადი მიმართულებებია
ტონზილოტრენის  ჩვენებები
ტონზილოტრენის  უკუჩვენებები
ტონზილოტრენის  სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ტონზილოტრენის  ჭარბი დოზირება
ტონზილოტრენის  შენახვის პირობები და ვადები
ტონზილოტრენის  ვარგისობის ვადა
ტონზილოტრენის  აფთიაქში გაცემის წესი

__________________________________________________

გადასვლა >>> ,,ჰომეოპათიური საშუალებები“;.. ,,ალპენფარმა

.

ტრახისანი

$
0
0

ტრახისანი

ამ პრეპარატის შესახებ შეკითხვის გასაგზავნად  დააკლიკეთ აქ  >>>

ტრახისანის ზოგადი ინფორმაცია
ტრახისანის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტრახისანის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე
ტრახისანის აქტიური ნივთიერებები
ტრახისანის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია
ტრახისანის ჩვენებები
ტრახისანის უკუჩვენებები
ტრახისანის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ტრახისანის ჭარბი დოზირება
ტრახისანის შენახვის პირობები და ვადები
ტრახისანის ვარგისობის ვადა
ტრახისანის აფთიაქში გაცემის წესი

__________________________________________________

გადასვლა >>> ,,ჰომეოპათიური საშუალებები“;.. ,,ალპენფარმა

.


ცინაბსინი

$
0
0

ცინაბსინი

ამ პრეპარატის შესახებ შეკითხვის გასაგზავნად  დააკლიკეთ აქ  >>>

ცინაბსინის ზოგადი ინფორმაცია
ცინაბსინის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ცინაბსინის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე
ცინაბსინის აქტიური ნივთიერებები
ცინაბსინის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია
ცინაბსინის ჩვენებები
ცინაბსინის უკუჩვენებები
ცინაბსინის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ცინაბსინის ჭარბი დოზირება
ცინაბსინის შენახვის პირობები და ვადები
ცინაბსინის ვარგისობის ვადა
ცინაბსინის აფთიაქში გაცემის წესი

__________________________________________________

გადასვლა >>> ,,ჰომეოპათიური საშუალებები“;.. ,,ალპენფარმა

.

არა ინფარქტ–გამომწვევი კორონარული სისხლძარღვის სტენტირება

$
0
0

მიოკარდიუმის ინფარქტი, კორონარული სტენტირება, PRAMI

 

ავტორი :დოქტორი დავით მალიძე . საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ http://www.medgeo.net/2013/12/09/consultacia-10/

PRAMI- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს პროფილაქტიკური კორონარული ინტერვენციის ჩატარება შევიწროებულ, მაგრამ არა ინფარქტ -გამომწვევი კორონარულ არტერიაზე, იძლევა უკეთეს შედეგებს, ვიდრე მხოლოდ ინფაქტისგამომწვევი კორონარული არტერიის ანგიოპლასტიკა>>>  მიოკარდიუმის ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის (STEMI) თანამედროვე    გაიდლაინში, რეკომენდირებულია პერკუტანეული კორონარული ინტერვენციის (PCI) ჩატარება მხოლოდ ინფარქტის გამომწვევ კორონარულ არტერიაზე.
“PRAMI” კვლევის მონაცემებით PCI –ის ჩატარება დაზიანებულ, არა ინფარქტ – გამომწვევ არტერიაზე, ინფარქტის გამომწვევ არტერიის გახსნის პარალელურად – იძლევა გულ–სისხლძარღვთა სისტემის მთავარი, არაკეთილსაიმედო მოვლენების განვითარების რისკის სარწმუნო შემცირებას, STEMI–ის მქონე პაციენტებში. მკვლევარების თქმით, რისკის 65%–ით შემცირება, ძირითადად განპირობებული იყო არაფატალური ინფარქტის და რეფრაქტერული სტენოკარდიის განვითარების სტატისტიკურად სარწმუნო შემცირებით. აგრეთვე ადგილი ჰქონდა კარდიალური სიკვდილიანობის შემცირებას, ოღონდ სტატისტიკურად არასარწმუნოს.
23 თვით შემდეგ, არაინფარქტ გამომწვევი კორონაული არტერიაზე, დამატებით PCI –ის ჩატარებას იმდენად დიდი უპირატესობა ჰქონდა რომ, კვლევა დროზე ადრე იქნა შეწყვეტილი. “PRAMI” მონაცემები საშუალებას მისცემენ კარდიოლოგებს შეიტანონ ცვლილებები ამჟამად არსებულ გაიდლაინში.ავტორი :დოქტორი დავით მალიძე . საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ http://www.medgeo.net/2013/12/09/consultacia-10/

კორონარული თრომბის ასპირაცია

$
0
0

TASTE      კვლევა

  TASTE, კორონარული თრომბის ასპირაცია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი,  კორონარული სტენტირება

ავტორი :დოქტორი დავით მალიძე . საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ http://www.medgeo.net/2013/12/09/consultacia-10/

სასარგებლოა თუ არა პაციენტისთვის მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემთხვევაში კორონარული სტენტირების წინ თრომბის ასპირაცია (ამოწოვა)სპეციალური კორონარული ასპირაციული კათეტერით? >>>

TASTE: Does Thrombus Aspiration Before PCI Reduce 30-Day Mortality in STEMI Patients?
„Taste” კვლევა ეხებოდაST სეგმენტის ელევაციის მქონე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს, კორონარული არტერიიდან თრომბის ასპირაციის ეფექტურობას, მასზე კანქვეშა კორონარული ინტერვენციის( PCI) განხორციელებამდე. 2008 წელს ჩატარებულმა კვლევამ “TAPAS”-მა გამოავლინა თრომბის ასპირაციის ეფექტურობა და მოიპოვა უდიდესი პოპულარობა ინტერვენციონისტებს შორის, თუმცა “TASTE” კვლევამ, რომელიც თავისი მაშტაბებით და პაციენტთა რაოდენობით მნიშვნელოვნად აღემატებოდა “TAPAS”, გააქარწყლა ეს იმედები. კვლევამ აჩვენა, რომ PCI ჩატარებიდან 30 დღის შემდეგ თრომბის წინასწარ ასპირაციას არავითარი უპირატესობა არ ჰქონდა, იმ ჯგუფის პაციენტებთან, რომლებსაც აღნიშნული პროცედურა არ ჩაუტარდათ. ეს გამოიხატებოდა, საერთო სიკვდილიანობაში, განმეორებით ჰოსპიტალიზაციაში, სტენტის თრომბიზში და პროცედურის შემდგომ განვითარებულ ინსულტების რაოდენობაში. აღნიშნულმა კვლევამ მნიშვნელოვნად შეამცირა PCI წინ თრომბის ასპირაციის პროცედურის სტანდარტულად ჩატარების მართებულობის საკითხი.

შეიძლება ითქვს, რომ საქართველოში არც ჩატარებულა კორონარული თრომბის ასპირაცია მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს და ალბათ არც არასოდეს ჩატარდება ამ კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ.

ისლა-მოოსი

$
0
0

ისლა-მოოსი

ამ პრეპარატის შესახებ შეკითხვის გასაგზავნად  დააკლიკეთ აქ  >>>

ისლა-მოოსის ზოგადი ინფორმაცია
ისლა-მოოსისშემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ისლა-მოოსისფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე
ისლა-მოოსისაქტიური ნივთიერებები
ისლა-მოოსისგამოყენების ძირითადი მიმართულებებია
ისლა-მოოსისჩვენებები
ისლა-მოოსისუკუჩვენებები
ისლა-მოოსისსხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ისლა-მოოსისჭარბი დოზირება
ისლა-მოოსისშენახვის პირობები და ვადები
ისლა-მოოსისვარგისობის ვადა
ისლა-მოოსისაფთიაქში გაცემის წესი

__________________________________________________

გადასვლა >>> ,,ჰომეოპათიური საშუალებები“;.. ,,ალპენფარმა

.

მსხვილი ნაწლავის კიბოსადმი გენეტიკური მიდრეკილების დნმ –დიაგნოსტიკა

$
0
0

მსხვილი ნაწლავის კიბოსადმი გენეტიკური მიდრეკილების დნმდიაგნოსტიკა 

მსხვილი ნაწლავის კიბოს დროული დიაგნოსტიკისა და  პროფილაქტიკის ახალი შესაძლებობები მოლეკულური  გენეტიკის ამ დაავადებისადმი გენეტიკური მიდრეკილების შესწავლის მიღწევებთანაა დაკავშირებული >>>

მსხვილ ნაწლავში პოლიპების გაზრდა თავისთავად უსიამოვნებებს იწვევს. ამას გარდა, პოლიპოზის მაღალი დონე, მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების მომატებული  რისკის მაჩვენებელია. კიბოთი დაავადება პოლიპოზის გარეშეც შესაძლოა. თანამედროვე მეთოდები, აღნიშნული დაავადებების განვითარებისადმი  გენეტიკური მიდრეკილების დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა.

მსხვილი ნაწლავის კიბოს დროს, როგორც წესი, მძიმე შედეგები -  დაგვიანებული დიაგნოზის გამო ვითარდება, როდესაც დაავადება უკვე შორს წასულ სტადიაზეა. დაავადების საწყის სტადიაზე გამოვლენა, მინიმალური მკურნალობით ჯანმრთელობის შენარჩუნების საშუალებას იძლევა.

მსხვილი ნაწლავის კიბოს დროული დიაგნოსტიკისა და  პროფილაქტიკის ახალი შესაძლებობები მოლეკულური გენეტიკის ამ დაავადებისადმი გენეტიკური მიდრეკილების შესწავლის მიღწევებთანაა დაკავშირებული. დნმ (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა)- დიაგნოსტიკა  ეფუძნება, მსხვილი ნაწლავის კიბოსადმი გენეტიკურ მიდრეკილების, პასუხისმგებელ გენებში მემკვიდრეობითი მუტაციების განსაზღვრას.

თუ ნათესავებს შორის  იყო მსხვილი ნაწლავის კიბოს შემთხვევები, ეს მდგომარეობა შეიძლება გენეტიკური მიდრეკილების არსებობაზე მიუთითებდეს. ამავე დროს, თუ ოჯახში გადაეცემა მემკვიდრეობითი მუტაცია, ეს არ ნიშნავს რომ ის აქვს ოჯახის ყველა წევრს. მუტაციების არსებობის განსაზღვრა შეიძლება დნმ- დიაგნოსტიკის საშუალებით.

მსხვილი ნაწლავის კიბოსადმი გენეტიკური მიდრეკილების არარსებობა დაავადების განვითარების მომატებული რისკის საფრთხეს მოხსნის. მაგრამ, თუ მიდრეკილება არსებობს, ამის ცოდნა აუცილებელია. პერიოდული გადამოწმებები, დაავადების განვითარების შემთხვევაში, მის ადრეულ გამოვლენას და  ეფექტურ მკურნალობას უზრუნველყოფს. პირიქით,მსხვილი ნაწლავის კიბოსადმი გენეტიკური მიდრეკილების არსებობის არცოდნა, მაღალი ალბათობით, სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს, რადგანაც დაავადების რისკი მემკვიდრეობითი მუტაციის დროს 100% უახლოვდება.

________________________________________

გადასვლა >>> ,,კოლოპროქტოლოგია

.

Viewing all 4386 articles
Browse latest View live