სექსი პირველ პაემანზე
თანამედროვე ქალებმა მიაღწიეს დიდ პროგრესს სექსუალურობის გამოვლინებაში. თუმცა ბევრი მათგანი განიცდის სიძნელეებს, როდესაც ურთიერტობის დასაწყისში საქმე მიდის სექსამდე. ნაუცბადევმა სექსმა შეიძლება დატოვოს უსუსურობის განცდა.
მაგრამ ეს სტატია არის იმათთვის, ვისაც არ უნდა იგრძნოს თავი დამნაშავედ იმისათვის, თუ სად და როდის გამოვლინდება მათი სექსუალურობა. ქალების უმეტესობა თვლის, რომ სექსი პირველ პაემანზე აქრობს ლტოლვის ცეცხლს შორეულ პერსპექტივაში. დანაშაულისა და სირცხვილის შეგრძნება ქალისათვის შეიძლება იყოს დამღუპველი და გამანადგურებელი.
როგორ უნდა მოიქცეს ქალი ასეთ სიტუაციაში? მან პოზიტიურად უნდა განიხილოს საკუთარი თავი და შეეცადოს განიცადოს ის გრძნობები, რაც იყო ურთიერთობების დროს.
მიუხედავად ოჯახური ტრადიციებისა, საზოგადოებრივი აზრისა, რელიგიური შეხედულებებისა, არ არის მართებული დაიდანაშაულოთ თავი იმისათვის, რომ მიეცით საშუალება საკუთარ თავს ეგრძნო კმაყოფილება. გახსოვდეთ, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი სექსისა პირველი პაემანის დროს, თქვენ მოიქეცით ასე იმიტომ, რომ გრძნობდით თავს კარგად, იყავით გულახდილი, ღია, ცოცხალი და ნამდვილი.
პირველი წესი კი არის – მიანიჭოთ მამაკაცს სიამოვნება სექსის დროს, და ამავდროულად ისიამოვნოთ თქვენც. იფიქრეთ იმაზეც, რომ მოახდინეთ რა ინტიმური კავშირი პირველი პაემანის დროს, თქვენ უფრო კარგად გაიცანით პარტნიორი, საკუთარი თავი და მოთხოვნილებები, გახდით უფრო თავისუფალი.
თუ ქალი მოსაწონია კაცისათვის, და სექსი გამოვიდა კარგი, არ აქვს მნიშვნელობა შეხვედრის რიგითობას.
მაგრამ, უნდა იცოდეთ, რომ მამაკაცებს მარტო სექსი არ სჭირდებათ!
იყავით ქალურები, გულახდილები, ყურადღებიანი პარტნიორის გრძნობებისა და საკუთარი შეგრძნებების მიმართ. გიყვარდეთ საკუთარი თავი და იყავით ბედნიერი!
მოამზადა რუსუდან მაჩალაძემ http://yaroslav-samoylov.com/seks/seks-na-pervom-svidanii-ne-stydno.html_____________________________________
..