Quantcast
Channel: www.medgeo.net
Viewing all articles
Browse latest Browse all 4381

როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ? –მომხმარებლის რეგისტრაცია

$
0
0

როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ? - მომხმარებლის რეგისტრაცია

გაიარეთ რეგისტრაცია ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონის” - ის ვებ-გვერდზე; საამისოდ:

1. შედით ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონის” ვებ-გვერდზე >>>>

2. მაუსი მიახლოვეთ მარჯვნივ წარწერას Your Account

3. ჩამოშლილ ფანჯარაში დააკლიკეთ Start here -ზე:

4. გამოსულ ფანჯარაში მიუთითეთ:

- თქვენი სახელი,  გვარი (როგორც პირადობაში გიწერიათ)
- ფოსტის მისამართი
- შეიყვანეთ პაროლი (არანაკლებ 6 სიმბოლიანი)
- განმეორებით ჩაწერეთ პაროლი
- დააკლიკეთ ღილაკზე Creat  your Amazon account

ამით რეგისტრაცია დასრულებულია და თქვენ უკვე დარეგისტრირებული ხართ ამაზონზე.
რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენ უკვე შეგიძლიათ შეხვიდეთ სისტემაში (რეგისტრაციის დროს მითითებული ფოსტითა და პაროლით).

შემდეგი ეტაპზე, რაც აუცილებელია უკვე ნივთის შესაძენად, მოგიწევთ შეავსოთ:

 - საკრედიტო ბარათის მონაცემები,
- საკრედიტო ბარათის რეგისტრაციის მისამართი – Billing address (მისამართი, რომელიც თქვენ გაქვთ მითითებული ბანკში პლასტიკური ბარათის მიღებისას.)
- ამანათის მიღების მისამართი – Shipping Address (გადამზიდი კომპანიის  მიერ გამოყოფილი საწყობის მისამართი ამერიკაში და თქვენი ,,ოთახის“ უნიკალური კოდი, რომელსაც მოგანიჭებთ გადამზიდი კომპანია  მათთან დარეგისტრირებისას.)

საამისოდ: 1. აკლიკებთ მარჯვენა ზედა კუთხეში Your Account-ზე

 

2. შედიხართ Manage Payment Options და ავსებთ:

- საკრედიტო ბარათის მონაცემებს

- საკრედიტო ბარათის რეგისტრაციის მონაცემებს -  Billing address (მისამართი, რომელიც მითითებული გაქვთ ბანკში პლასტიკური ბარათის მიღებისას)

- ამანათის მიმღების მისამართს Shipping Address (მისამართი, სადაც გსურთ, რომ მოხდეს თქვენს მიერ შეძენილი  ნივთის მიტანა, ანუ თქვენს მიერ შერჩეული გადამზიდი კომპანიის  მიერ გამოყოფილი საწყობის მისამართი ამერიკაში, საიდანაც უკვე გადამზიდი მოახდენს ამანათის ტრანსპორტირებას თქვენამდე).

აქვე  მიუთითებთ:

-  Card numberბარათის ნომერს
-  Name on cardბარათის მფლობელის სახელსა და გვარს
-  Expiration Dateბარათის ვადას (მოქმედების ამოწურვის თარიღს)

3. ამანათის მიმღების მისამართი Shipping Address – უნდა მიუთითოთ თქვენს მიერ შერჩეული გადამზიდი კომპანიის მისამართი, თქვენი ,,ოთახის“ უნიკალური კოდით, რომელსაც მოგანიჭებთ გადამზიდი კომპანია  მათთან დარეგისტრირებისას. ამაზონს შეკვეთა მიაქვს გადამზიდი კომპანიის ამერიკულ მისამართზე და შემდეგ უკვე გადამზიდს ჩამოაქვს საქართველოში, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ – ამანათის წონის ან მოცულობის მიხედვით.

ამისათვის, გადახვალთ ბმულზე Manage Address Book და აქ ჩაწერთ გადამზიდი კომპანიის მისამართს, ოთახის ინდივიდუალური ნომრით.

 

რაც შეეხება გადამზიდ  კომპანიებს, შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენვე. ქვემოთ  რამდენიმე გადამზიდავის ჩამონათვალია:

-         http://www.a-manati.com/
-         http://www.bestex.ge/
-         http://www.get.ge/
-         http://www.gzavnili.com/
-         http://www.getit.ge/
-         http://www.els.ge/
-         http://exp96.com/
-         http://www.inex.ge/
-         http://www.usa2georgia.com/
-         http://www.camex.ge/
-         http://linoni.ge/
-         http://onex.ge/onex/
-         http://www.usshop.ge/
-         https://www.vovovo.ge/

აქვე ავღნიშნავთ, რომ მეტი დაცულობისათვის, სასურველია აიღოთ ცალკე ბარათი ონლაინ შესყიდვებისათვის

____________________________________

გადასვლა >>>> როგორ შევარჩიოთ და შევიძინოთ ნივთი ამაზონზე?

..


Viewing all articles
Browse latest Browse all 4381

Trending Articles