ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ხელოვნური წამწამები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ, სტატიის ბოლოს ამ ფერის ტექსტები.
..
♦♦♦ გთავაზობთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” ხელოვნური წამწამების ფილტრირებულ ლინკებს. დასათვალიერებლად და შესაძენად შებრძანდით მითითებული ლინკებიდან:
..
ხელოვნური წამწამები. გამოყენების წესები
ყველა ქალს როდი შეუძლია დაიტრაბახოს გრძელი და ხშირი წამწამებით. მომხიბვლელ წამწამთა ჯადოსნური ციმიციმით მამაკაცთა ცდუნება ყველა ქალისთვის სასურველია…
თანამედროვე კოსმეტიკაც ყოველთვის ვერ გვეხმარება სასურველი შედეგის მიღწევაში. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია ხელოვნური წამწამების გამოყენება, სწორი გამოყენებისას მათი ნატურალურისგან გარჩევა ახლო მანძილიდანაც რთულია. ხელოვნური წამწამების დახმარებით შეიძლება განსაკუთრებული ხიბლი შემატოთ თქვენს იერს, წამწამები უფრო გრძელი და ხშირი გახდება, ხოლო გამოხედვა- უფრო მეტყველი.
ვირჩევთ ხელოვნურ წამწამებს
დღეისათვის ბაზარზე ხელოვნური წამწამების უზომოდ დიდ რაოდენობას და სახეობას გვთავაზობენ. მოდის ტენდეციები ყოველ სეზონზე იცვლება. შედარებით თავმდაბალ ლამაზმანებს შეუძლიათ უბრალოდ გრძელ და ხშირ წამწამებს დასჯერდნენ. საკუთარი ინდივიდუალიზმის ხაზგასასმელად კი შეიძლება ავირჩიოთ წამწამები ბეწვისგან ან უმცირესი სტრაზებით.
არსებობს ხშირი და მეჩხერი, ერთნაირი ან განსხვავებული სიგრძის ხელოვნური წამწამები, მათი დახმარებით შესაძლებელია შემოქმედებითად მიუდგეთ საკუთარი იერის შექმნას. ასევე შესაძლებელია ნებისმიერი სიგრძის, მოხრილობის, ფერის და სტილის ხელოვნური წამწამის არჩევა და მომხიბლველ, ნატიფ ლამაზმანად ან ექსტრავაგანტულ ქალბატონად გადაქცევა. წამწამებს შეუძლიათ ვიზუალურად შეცვალონ სახის მოცულობა და თვალების ზომა. მაგალითად, თუ გრძელ წამწამებს დაიმაგრებთ თვალის მხოლოდ შიდა კუთხეში, ამით ვიზუალურად გაიფართოვებთ სახის მოცულობას.
ბუნებრივი დღის მაკიაჟისთვის არ ღირს ზედმეტად ხშირი და გრძელი წამწამების გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ თოჯინას დაემსგავსებით. ხშირი, თვალში საცემი წამწამები შესაფერისია თეატრალური ეფქტის შესაქმნელად.
როგორ ავირჩიოთ ფერი
წამწამების არჩევისას აუცილებლად გასათვალისწინებელია მათი ფერი. შავი ფერი მოუხდება ცივი ტიპის კანის მქონე ქალბატონებს. თუ თქვენი თმა და კანი მოყვითალო ან ბრინჯაოსფერია, აირჩიეთ მუქი ყავისფერი ხელოვნური წამწამები. მკვეთრი, ფერადი წამწამები დეკორატიული ჩადგმებით , მხოლოდ საღამოს მაკიაჟისთვისაა შესაფერისი.
ვისთვის არ შეიძლება ხელოვნური წამწამების ტარება
სანამ ხელოვნურ წამწამებს გამოიყენებთ, დარწმუნდით, რომ არ გაქვთ მათზე უკუჩვენება. ხელოვნური წამწამების ტარება არ შეიძლება ალერგიული ქალბატონებისთვის. ასევე თუ თქვენ იყენებთ კონტაქტურ ლინზებს ან გაქვთ ზედმეტად მგრძნობიარე თვალები, ხელოვნური წამწამები თქვენთვის დიდი დატვირთვა იქნება.
ხელოვნური წამწამები არ მოუხდება სახის მკვეთრი ნაკვთების მქონე ქალბატონებსაც, ამით ვიზუალურად უფრო გაადიდებთ ნაკვთებს და გამოხედვაც არაბუნებრვი, თოჯინას მსგავსი გაგიხდებათ.
_____________________________________
>>>>> კოსმეტოლოგია
..