Quantcast
Channel: www.medgeo.net
Viewing all articles
Browse latest Browse all 4381

როგორ შევარჩიოთ შამპუნი

$
0
0
ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ შამპუნები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

♦♦♦ გთავაზობთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” შამპუნების ფილტრირებულ ლინკს; დასათვალიერებლად და შესაძენად შებრძანდით მითითებული ლინკიდან  >>>>>

როგორ შევარჩიოთ შამპუნი

მისათვის, რომ სწორად შევარჩიოთ შამპუნი, აუცილებელია ყურადღებით წავიკითხოთ ინფორმაცია ეტიკეტზე. გამოიყენეთ მხოლოდ ის შამპუნი, რომელიც განკუთვნილია თქვენი თმის ტიპისათვის. უნივერსალური შამპუნი, რომელიც განკუთვნილია ყველა ტიპის თმისათვის არ არსებობს. ბევრი ადამიანი მოიხმარს შამპუნს ნორმალური თმისათვის, მაგრამ პრაქტიკულად ნორმალური თმა ძალიან იშვიათად გვხვდება.

ხარისხიანი შამპუნის რეზულტატია:

კარგად დაბანილი თმა;
თმაზე ცხიმის არ არსებობა;
თმის ბზინვარება;
თმა კარგად ივარცხნება და დამყოლია;
თავის კანი არ არის დაზიანებული.

კარგი შამპუნი არ აცლის თმას ცილებს, ტენიანობას და საკვებ ნივთიერებას; ზრდის თმის ელასტიურობას; იცავს თმის კუტიკულას და კუტიკულას ქერცლებს გლუვს ხდის; არ ამძიმებს თმას; იცავს თმას დამუხტვისაგან; აძლევს თმას აბრეშუმისებრ შესახედავობას; უნდა ჰქონდეს ულტრაიისფერი ფილტრები.

იმისათვის, რომ მიხვდეთ შამპუნი გიხდებათ თუ არა, საკმარისია მისი ერთჯერადი ან ორჯერადი გამოყენება. თუ გინდათ გაიგოთ, რომ შამპუნი თქვენი თმის ტიპისთვისაა, აუცილებელია რეგულარულად გამოიყენოთ რამოდენიმე კვირის განმავლობაში. თუ თქვენ სწორად შეარჩევთ შამპუნს, არ ღირს ხშირად ცვალოთ ის.

არსებობს შამპუნის შემდეგი სახეობები:

ჩვეულებრივი ნეიტრალური – განკუთვნილია მხოლოდ თმის დასაბანად;
თმის მოვლისათვის ან მკურნალობისათვის;
შეფერილობის მიმცემი, რომელიც უნდა წაისვათ თმაზე და არა თავის კანზე;
ღრმა გასუფთავებისთვის;
ახალი არომათერაპიული შამპუნები – შეიცავს ნატურალურ ეთერზეთებს, შემდეგი ეფექტებით: ანტიოქსიდანტები; სისხლისმიმოქცევის გასაუმჯობესებელი; ქერტლის საწინააღმდეგო; მასტიმულირებელი.

შამპუნების კლასიფიკაცია თანამედროვე კოსმეტოლოგიაში

შამპუნი ცხიმიანი თმისათვის – შეიცავს დიდი რაოდენობით დასაბან ნივთიერებებს, წმენდავს კანს და თმას ზედმეტი ცხიმისაგან;
შამპუნი ნორმალური თმისათვის – შეიცავს ნაკლებ დასაბან ნივთიერებებს, ის ასუფთავებს თმას;
შამპუნი მშრალი თმისათვის – შეიცავს ნაკლებ დასაბან ნივთიერებებს, მას დამატებული აქვს დამატენიანებელიც, რომელიც იცავს თმას და კანს გამოშრობისაგან;
რბილი შამპუნი ხშირი დაბნვისათვის – ძალიან სუსტია, არ აღიზიანებს კანს და არ აშრობს თმას;
ქერტლის საწინაამღდეგო შამპუნი – შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც ანელებს კანის უჯრედების დაყოფას და აშორებს მკვდარი კანის ფანტელებს. მისი ხშირი გამოყენება ხდის თმას მშრალს და უსიცოცხლოს.

იმისათვის, რომ განსაზღვროთ შამპუნის ხარისხი გააკეთეთ შემდეგი სინჯი: შეურიეთ ჭიქაში შამპუნი და წყალი, დადგით ნარევი და დააკვირდით, თუ წარმოიქმნა ხაჭოსებრი ნალექი ამ შამპუნის გამოყენება არაა სასურველი.

არ არის რეკომენდებული შამპუნები, რომლებშიც გამოყენებულია ქაფწარმომქმნელი ნივთიერებები - ნატრიუმის სულფატი და ამონიუმი. ქაფს, რომელსაც ისინი წარმოქმნიან არ აქვს კარგი გამწმენდი ეფექტი.

_____________________________________

>>>>> კოსმეტოლოგიაინტერნეტ-მაღაზია

..


Viewing all articles
Browse latest Browse all 4381

Trending Articles