Quantcast
Channel: www.medgeo.net
Viewing all articles
Browse latest Browse all 4381

როგორ შევარჩიოთ სწორად სუნამო

$
0
0
ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ სუნამოები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

♦♦♦ გთავაზობთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” სუნამოების  ფილტრირებულ ლინკს; დასათვალიერებლად და შესაძენად შებრძანდით მითითებული ლინკიდან  >>>>>

სხეულის არომატი – როგორ შევარჩიოთ სწორად სუნამო

სხეულის მუსიკა… ასე ამბობენ სუნამოს შესახებ პარფიუმერები. როგორ ვიპოვოთ საკუთარი „მელოდია“ და მივაღწიოთ იმას, რომ სუფთად ჟღერდეს?

არომატის შერჩევა – ფაქიზი საქმეა. ეს თავისებური თამაშია განწყობასთან, შეგრძნებებთან, მოგონებებთან, იმედებთან… და როგორც ნებისმიერ თამაშს მას აქვს თავისი წესები. სუნამოს არჩევისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ:

წელიწადის დრო – ნემისმიერი არომატი უნდა შეესაბამებოდეს სეზონს. ცივ თვეებს უხდება ვანილის, სანდალის, ხეებისა და ხავსების ნოტები. ზაფხულში კარგია ახალი ხილის სურნელი (ლიმონი, გრეიფრუტი, მანდარინი და სხვ.), ასევე მსუბუქი მცენარეული (რეჰანი, გვირილა, პიტნა, როზმარინი).

მოქმედების ადგილი – სამსახურში უნდა „ვატაროთ“ მხოლოდ მსუბუქი არომატები – ბრიზი. საღამოს, თუკი აპირებთ თეატრში წასვლას, უმჯობესია გამოიყენოთ მსუბუქი შეუმჩნეველი პარფიუმი, თბილი ხილ-ყვავილოვანი ნოტები. რესტორნისთვის ძალიან კარგია არომატები აღმოსავლური მოტივებით. მთავარია, რომ მათში არსებობდეს კვებითი „მინიშნებები“ – ეს შეიძლება იყოს ვანილის, შოკოლადის, იის, მუშკის ნოტები.

  • ლიმნის პარფიუმი
  • ფორთოხლის პარფიუმი
  • პიტნის პარფიუმი
  • ღვიის პარფიუმი
  • ვანილის პარფიუმი
  • სანდალის ხის პარფიუმი
  • მანდარინის პარფიუმი
  • რეჰანის პარფიუმი
  • გვირილის პარფიუმი
  • როზმარინის პარფიუმი
  • გრეიფრუტის პარფიუმი
  • შოკოლადის პარფიუმი
  • იის პარფიუმი
  • სალბის პარფიუმი
  • ბამბუკის პარფიუმი
  • ბაზილიკის პარფიუმი
  • ვარდის პარფიუმი
  • პაჩულის პარფიუმი
  • ილანგ-ილანგის პარფიუმი
  • დარიჩინის პარფიუმი
  • ჟასმინის პარფიუმი
  • ლავანდის პარფიუმი

ჩაცმის სტილი – უპირატესობას ანიჭებთ კლასიკას? გამოიყენეთ ცივი სურნელი. თუ თქვენი სტილი არის სპორტული, საუკეთესო ვარიანტია – ტუალეტის წყალი სიახლის არომატით (მწვანილის, ზღვის ბრიზის). თუ გიყვართ მკვეთრი ფერები, ეთნიკური ტანსაცმელი, მიმართეთ ყვავილოვან და ბალახოვან არომატებს სალბის, ბამბუკის, ბაზილიკის და ცხარე როზმარინის ნოტებით.

პირადი მახასიათებლები – ექსტრავერტებისთვის კარგია ლიმნის, ფორთოხლის, პიტნის, ღვიის არომატები; ინტრავერტებისთვის კი აღმოსავლური ცხარე არომატები: სანდალი, პაჩული, ვარდი, ვანილი, დარიჩინი, ილანგ-ილანგი, ჟასმინი. როგორც ხედავთ, ერთის არომატი არ არის საკმარისი. როგორც ამბობენ, ყოველი შემთხვევისთვის,  აუცილებელია სხვდასხვა არომატის მქონე პარფიუმის ქონა.

რაშია განსხვავება?

ქალების უმრავლესობა, სუნამოს შეძენის დროს, ვერც კი ხვდებიან, რომ სოლიდური ფასის მიუხედავად, ეს არ არის ნამდვილი სუნამო და არის ტუალეტის ანუ პარფიუმერული წყალი. სუნამოებში პარფიუმერული კომპონენტის (თხევადი აქროლადი არომატული ნივთიერება) შემადგენლობა არის 15-30% (დანარჩენი არის სპირტი). პარფიუმერულ წყალში (Еau de parfum) არომატების წილი არის 12-15%. ტუალეტის წყალში (Eau De Toilette) პარფიუმერული კომპონენტი არის მაქსიმუმ 10%.

საერთოდ, უშუალოდ სუნამოს არ იყენებენ ყოველდღიურად, ხოლო ტუალეტის წყალი კარგად აკავებს არომატებს და ამიტომაც არის ყველაზე პოპულარული პარფიუმის ვარიანტი.

შერჩევა

თუკი თქვენ უკევე იცით რომელი არომატი გჭირდებათ, მაღაზიაში მისი შერჩევა არ ისე ადვილია ვარიანტების სიუხვის გამო. როგორც წესი, გამყიდველ-კონსულტანტი გთავაზობთ სურნელის შეფასებას ფლაკონი-ტესტერიდან სპეციალურ ქაღალდის ფირფიტაზე დაწვეთებით.

საქმე იმაშია, რომ პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის მაცდურია: პარფიუმების უმრავლესობას გააჩნია არომატის ე.წ მაღალი, საშუალო და დაბალი ნოტები. პირველი შესუნთქვისას შეუძლებელია ნამდვილი სურნელის გაგება – ის აუცილებლად შეიცვლება აქროლადი ნივთიერების აორთქლების შემდეგ. ამიტომ არ იჩქაროთ. თან წამოიღეთ საცდელი ფირფიტები და საათნახევრის შემდეგ შეისუნთქეთ, რომ გაიგოთ როგორია ღრმა არომატი.

უფრო კარგია სუნამოს მაჯაზე დაპკურება: კანის რეაქცია შეგვიქმნის უფრო ზუსტ წარმოდგენას.

სუნამოს გამოყენებისას უნდა გვახსოვდეს, რომ:

1. პარფიუმი ყოველთვის უნდა იპკუროთ ჩაცმამდე და არა ჩაცმის შემდეგ.

2. კლასიკური ადგილები შესაპკურებლად არის – მაჯა, იდაყვის ღრმული, კისერი (საძილე არტერიასთან). ყურებს უკან დაპკურება არ ღირს – ჯირკვლების მიერ გამოყოფილი ნივთიერებები კარდინალურად შეცვლის სურნელს.

3. სურნელი ყოველთვის ადის ზევით, ამიტომ ცოტა შეიპკურეთ მუხლის ღრმულში ან ტერფის მიდამოში.

4. არასოდეს შეიზილოთ კანზე სუნამო ან ტუალეტის წყალი – ეს არღვევს არომატს.

5. არ გამოიყენოთ პარფიუმი სინთეტიკურ ქსოვილზე – ისინი არ აკავებენ არომატს.

_____________________________________

>>>>> კოსმეტოლოგიაინტერნეტ-მაღაზია

..


Viewing all articles
Browse latest Browse all 4381

Trending Articles