კისრის ოსტეოქონდროზი.
კისრის ოსტეოქონდროზი – არის ხერხემლის კისრის ნაწილის მალთაშუა დისკის დეგენერაციულ-დისტროფიული დაზიანება. ის არის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადება, რომელიც თანდათან უფრო ახალგაზრდავდება (25-40წ.); არის თავის ტკივილის მიზეზი 30%-ში. შორსწასულ შემთხვევებში დაავადებას მივყავართ მალთაშუა დისკების პროტრუზიამდე ან თიაქრამდე.
კისრის ოსტეოქონდროზის განვითრება.
კისერი ხერხემლის ყველაზე მოძრავი ნაწილია, შედგება 7 მალისგან, რომელთა შორის არის ელასტიური მალთშუა დისკები, რაც ხდის ხერხემალს დრეკადს და გამძლეს; თითოეული დისკი შედგება ფიბროზული რგოლისგან, რომლის შიგნითაც არის პულპოზური ბირთვი. ოსტეოქონდროზის დროს ირღვევა ნივთიერებათა ცვლა ხერხემალში, დისკი კარგავს დრეკადობას და ელასტიურობას. ზეწოლის გამო ფიბროზული რგოლი გამოიბერება.
კისრის ისტეოქონდროზის განვითარების მიზეზები.
- ხანგრძლივი მდებარეობა ერთ არასწორ, დაძაბულ პოზაში
- დღის განმავლობაში კომპიუტერთან მუშაობა
- მუდმივად ავტომობილის მართვა
- კისრის ნაწილში მარილების დაგროვება
- არაკომფორტული საწოლი
- ცხოვრების ნაკლებმოძრავი წესი
- გენეტიკური წინასწარგანწყობა და სხვ.
კისრის ოსტეოქონდროზის განვითარების რისკ-ფაქტორები.
- მემკვიდრული წინასწარგანწყობა
- კისრის ნაწილის დაზიანება
- გადაცივება
- ჰორმონული დარღვევები
- რევმატიზმი
- სისტემური წითელი მგლურა და სხვ.
კისრის ოსტეოქონდროზის სიმპტომები.
- ტკივილი კისერში, კეფაზე, მხრებში და ხელებში ძლიერდება ხელის მინიმალური დატვირთვის, ხველის, ცემინების დროს.
- ხრაშუნი და ტკივილი კისრის მოდუნების და თავის დახრის დროს.
- დაბუჟება ხელებსა და ფეხებში.
- თავის ტკივილი, რომელიც ჩვეულებრივ იწყება კეფიდან და ვრცელდება თხემსა დასაფეთქლებში.
- თვბრუხვევა და ზოგჯერ გონების დაკარგვა თავის მკვეთრი მოძრაობის დროს.
- სისუსტის და დაღლილობის შეგრძნება
- ხმაური ყურებში
- მხედველობის სიმახვილისა და სმენის დაქვეითება.
- ზოგჯერ მჭიმავი ხასიათის ტკივილი გულის არეში.
კისრის ოსტეოქონდროზის საფრთხეები.
კისრის ნაწილში გადის მრავალი ნერვული არხი და სისხლძარღვები, რომლებიც კვებავენ თავის ტვინს; აქ მალები მჭიდროდ არიან განლაგებულნი, ამიტომ მცირე ცვლილებაც კი ერთ მალაში იწვევს მათზე ზეწოლას. თავის ტვინის სისხლისმიმოქცევის დარღვევის გამო აღმოცენდება შაკიკი, სისხლძარღვოვანი დისტონია და ჰიპერტონული დაავადება, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების პრობლემები, კოორდინაციის დარღვევა.
კისრის ოსტეოქონდროზი იწვევს ნერვული ფესვების დაზიანებებს – რადიკულოპათიებს, მალებზე სხვადსხვა წანაზარდების წარმოქმნას, მოძრაობის ნაწილობრივ ან სრულ დაკარგვას. ყველაზე საშიშია ზეწოლა ზურგის ტვინზე, რამაც შეიძლება ლეტალური გამოსავალიც იქონიოს. სერიოზული გართულებების თავიდან აცილება შეიძლება დაავადების დროული მკურნალობით.
კისრის ოსტეოქონდროზის დიაგნოსტიკა.
პირველივე სიმპტომების გაჩენიდან მიმართეთ სპეციალისტს, რომელიც ჩაატარებს კომპლექსუე გამოკვლევას და დასვამს სწორ დიაგნოზს. დიაგნოსტიკის მეთოდებია: მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ულტრაბგერითი გამოკვლევა, ლაბორატორიული კვლევები.
კისრის ოსტეოქონდროზის მკურნალობა.
კონსერვატიული მეთოდები:
- სპეციალური საყელოების ტარება
- ფიზიოთერაპია
- მასაჟები
- სამკურნალო ფიზკულტურა
მედიკამენტოზური მკურნალობა:
- ანალგეტიკები
- სპაზმოლიტიკები
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
- ქონდროპროტექტორები
- B ჯგუფის ვიტამინები
- ასევე გარეგანი გამოყენების მაზები, გელები, კრემები
კისრის ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკა.
- აქტიური ცხოვრების წესი
- დილის ვარჯიშები
- ბალანსირებული დიეტა
- მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება
- მძიმე საგნების აწევისგან თავის შეკავება
- ძილის მოწესრიგება
_________________________________________
გადასვლა >>>>> ნერვული სისტემის დაავადებები
..