გვესაჭიროება დისტანციური საკონსულტაციო ცენტრის (ნეტკლინიკის) მენეჯერი
ნეტკლინიკად მოიხსენიება დისტანციური კონსულტირების (ტელემედიცინის) სისტემა. ამ სისტემის მეშვეობით ქართველი ექიმები და უცხოური კლინიკები კონსულტირებებს უწევენ პაციენტებს. ცხადია, კონსულტირება ყველა საკითხზე ვერ ხერხდება და საჭირო ხდება ექიმთან პირადი შეხვედრა. კონსულტაციები შეიძლება იყოს ფასიანი ან უფასო. ამ საკითხს განსაზღვრავს ექიმი. (იხ. გაფრთხილება). შესაძლებელია ნეტკლინიკა ნაწილობრივ ფუნქციონირებდეს რომელიმე კლინიკის ბაზაზე.
1. მოთხოვნები:
1.1. კომპიუტერთან მუშაობის უნარები
1.2. ვარიანტი 1. სრული სამედიცინო განათლება
ვარიანტი 2. შეიძლება იყოს არამედიკოსი, მაგრამ ეს შექმნის დამატებით ვალდებულებებს
1.3. უნდა გქონდეთ გამართული ინტერნეტი და უვირუსო კომპიუტერი, სკაიპი და მიკროფონი
1.4. წერის უნარი და ენების ცოდნა შექმნის საფუძველს თანამშრომლობის გაღრმავებისა და ანაზღაურების გაზრდისათვის.
2. სამუშაოს შინაარსი:
2.1. კონტაქტი ექიმებთან და საკონსულტაციო სამუშაოებში ახალი ექიმების მოზიდვა. ექიმების შრომა ანაზღაურებადია;
2.2 შემოსული კითხვების დახარისხება, გადახდების მოგვარება, ექიმებისათვის კითხვების გაგზავნა, თვალყურის მიდევნება საკონსულტაციო დიალოგისათვის;
2.3 შეკითხვის სოც.ქსელებში გაჟღერება;
2.2 თავიდან მუშაობა დაიწყება რამდენიმე ექიმთან. სათანადო უნარების შემთხვევაში სამუშაოს შინაარსი და ანაზღაურება გაფართოვდება.
3. სამუშაო რეჟიმი:
3.1. დისტანციურად,. ანგარიშგება ხდება შესრულებული სამუშაოთი;
3.2. არ არის რაიმე ტერიტორიული ან ასაკობრივი შეზღუდვები;
3.3 დასაშვებია შეთავსება.
4. ანაზღაურება:
4.1. ყველა კონკრეტული დავალებისათვის დადგენილია კონკრეტული ანაზღაურება დავალების სირთულისა და ხარისხის მიხედვით. გათვლილია თვეში 500-800 ლარის სამუშაოს მოწოდება.
4.2. თანხას მიიღებთ წინასწარ.
5. მომართვა:
5.1 დაინტერესებულმა პირებმა ძალიან მოკლე ინფორმაცია თავიანთ შესახებ უნდა მოგვაწოდონ სკაიპზე. სკაიპის ნიკია – medgeo.net წერილში აუცილებლად მიუთითეთ პასუხები ამ პოსტის 1.1-1.4 მუხლებზე
6. უპირატესობები
6.1 უპირატესობა მიეცემა პირებს, სადაც გამოიკვეთება ხანგძლივი თანამშრომლობის პერსპექტივა
6.2 ტერიტორიული ან ასაკობრივი შეზღუდვები არა გვაქვს. შეგიძლიათ გამოგვეხმაუროთ ნებისმიერი პუნქტიდან, თუკი ინტერნეტი გაქვთ. მივესალმებით სამუშაოებში მონაწილეობას არათბილისიდან.
___________________________________
გადასვლა >>>> ვაკანსიები სამედიცინო დაწესებულებებში
..