Quantcast
Channel: www.medgeo.net
Viewing all articles
Browse latest Browse all 4381

ორგაზმი ეაკულაციის გარეშე

$
0
0

http://www.medgeo.net/2018/05/14/ორგაზმი-ეაკულაციის-გარეშ/

ამ პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ უსაფრთხო სექსის საშუალებები (პრეზერვატივები, ლუბრიკანტები, კონტრაცეპტივები, სპერვიციდები,  სხვადასხვა ინტიმური ნივთები და ა. შ.), ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

ორგაზმი ეაკულაციის გარეშე

  1. ეაკულაციის გარეშე ორგაზმის დადებითი ეფექტები
  2. ეაკულაციის გარეშე ორგაზმის უარყოფითი ეფექტები
  3. როგორ მიიღწევა ორგაზმი ეაკულაციის გარეშე?

სქესობრივი აქტი მამაკაცებში, როგორც წესი, სრულდება ეაკულაციით. მომდევნო სქესობრივი აქტის განხორციელება, მამაკაცს შეუძლია გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. ზოგჯერ ორგაზმს ეაკულაცია თან არ ახლავს. სათესლე სითხე არ გამოიყოფა და რჩება ორგანიზმში, მამაკაცი ინარჩუნებს ძალებს და შეუძლია, მომდევნო ორგაზმის მიღწევა ნებისმიერ დროს.

ორგაზმი სპერმის ამონთხევის გარეშე სავსებით შესაძლებელია, ზოგიერთი მამაკაცი მიიჩნევს, რომ ის უფრო სასიამოვნოა, ვიდრე სქესობრივი აქტის ჩვეულებრივი კულმინაცია. ამიტომ სპეციალური ვარჯიშებით შესაძლებელია ამ პრაქტიკის ათვისება.

არსებობს სხვა პრობლემაც: როცა ეაკულაცია არ არის, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცს უნდა ჩვეულებრივი სქესობრივი აქტი, ხოლო ორგაზმი უპრობლემოდ დგება. ასეთ მდგომარეობას ეწოდება ანეაკულაცია და შეიძლება მიუთითებდეს რომელიმე დაავადების არსებობაზე ან დარღვევაზე.

ეაკულაციის გარეშე ორგაზმის დადებითი ეფექტები:

მამაკაცები, რომლებიც აღწევენ ეაკულაციის გარეშე ორგაზმს, აღნიშნავენ ამ ქცევის დადებით მხარეებს:

  1. „მშრალი“ ორგაზმის შემდეგ, მეორე სქესობრივი აქტის განხორციელება შესაძლებელია მაშინვე ანუ ძალების აღდგენისათვის პერიოდი საჭირო არ არის, რაც დამახასიათებელია ჩვეულებრივი სქესობრივი აქტისათვის;
  2. ეაკულაციის რეგულირების წყალობით, მამაკაცი პარტნიორს უფრო ხანგრძლივ სიამოვნებას ანიჭებს;
  3. მრავლობითი ორგაზმების მიღწევა ერთი ღამის განმავლობაში დამოკიდებულია მამაკაცის სურვილზე;
  4. ძალების შენარჩუნება ერთი ან რამდენიმე ორგაზმის მიღწევის შემდეგ;
  5. ჩვეულებრივი სქესობრივი აქტისაგან განსხვავებით, დაღლილობის არარსებობა;
  6. სპერმაში არსებული ნივთიერებების შენარჩუნება.

ეაკულაციის გარეშე ორგაზმის უარყოფითი ეფექტები:

  1. მიჩვევის ეფექტის განვითარება. მამაკაცები ნაწილი, განსაკუთრებით არამდგრადი ფსიქიკის მქონენი, რომლებმაც ისწავლეს აღნიშნული სქესობრივი ქცევა, იწყებენ მის აქტიურ გამოყენებას. ერთი ღამის განმავლობაში ისინი ორგაზმს ორგაზმზე განიცდიან, შედეგად კი ფსიქიკური გამოფიტვის და აპათიის მდგომარეობაში ვარდებიან. ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმი მიდრეკილია სიამოვნებისაკენ, მაგრამ ყველა სახის სიამოვნება ზომიერად უნდა მიიღოს, ეს ეხება არა მარტო სექსს;
  2. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეაკულაციის არარსებობა, იწვევს ისეთ უარყოფით მოვლენას როგორიც არის სექსზე საერთოდ უარის თქმა. ამიტომ თუნდაც დროდადრო საჭიროა სპერმისგან გათავისუფლება. მამაკაცის ორგანიზმში სპერმის შეკავებამ შეიძლება რეპროდუქციული ორგანოების ანთებითი პროცესები გამოიწვიოს.

გარდა ამისა, მამაკაცებმა, რომლებმაც ცხოვრების წესად დანერგეს ეაკულაციის გარეშე ორგაზმის პრაქტიკა, ხშირად არ იყენებენ პრეზერვატივს. ამ შემთხვევაში შესაძლებელია პარტნიორის დაორსულება, რადგან ეაკულატში სპერმატოზოიდების გარკვეული რაოდენობა მაინც გვხვდება. მეორე მხრივ ადამიანი დაცული არ არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებისაგან.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>


როგორ მიიღწევა ორგაზმი ეაკულაციის გარეშე?

სპერმის შენარჩუნების მიზნით შესაძლებელია რამდენიმე მეთოდის გამოყენება:

  1. დამუხრუჭების მეთოდი: სქესობრივი აქტის დროს, როგორც კი მამაკაცი იგრძნობს ეაკულაციას, მან საშოს უნდა მოაცილოს პენისი (10-დან 30 წამამდე) რაც აქვეითებს აღგზნებას;
  2. ზეწოლის მეთოდი: მისი გამოყენება უკეთესია, როცა მამაკაცი ზურგზე წევს, ხოლო პარტნიორი ზემოდან ახორციელებს სქესობრივ აქტს. ეაკულაციის მოახლოებისას მამაკაცის ნიშანზე ქალი სწრაფად ათავისუფლებს პენისს, მამაკაცი კი იწყებს ზეწოლას თითებით ასოს თავზე ან ოდნავ ქვემოთ 3-4 წამის მანძილზე. შედეგად ეაკულაცია წყდება, ხოლო 10-15 წამის შემდეგ შესაძლებელია სქესობრივი აქტის განახლება;
  3. ეაკულაციის კონტროლი. ფინალის მოახლოებასთან ერთად მამაკაცმა ძლიერად უნდა მოუჭიროს ბარძაყის და დუნდულოების კუნთებს და დაძაბოს გენიტალიის კუნთები. ასეთ მდგომარეობაში ეაკულაცია არ ხდება და შესაძლებელია სქესობრივი აქტის გაგრძელება. აღნიშნული ქცევის ათვისებამდე კარგია კეგელის ვარჯიშების ჩატარება.

აღნიშნული ტექნიკის გამოყენებისას, აუცილებელია სუნთქვის პროცესზე ყურადღების მიდევნება. ორგაზმის მოახლოვებასთან და მისი პიკის პერიოდში სუნთქვის სიხშირე იზრდება. შესაბამისად სპერმის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სუნთქვის შენელება, რეკომენდირებულია ცხვირით სუნთქვა, ამოსუნთქვა-ჩასუნთქვაზე ყურადღების კონცენტრირება. სუნთქვის კონტროლი თუ მოხდება პარტნიორთან შეთანხმებულად, ეფექტურობა ძლიერ მოიმატებს. ამასთან საჭიროა, როცა მამაკაცი ამოისუთქავს, ქალმა ჩაისუნთქოს და პირიქით. აღმოსავლურ პრაქტიკაში ითვლება, რომ ამ დროს პარტნიორები ერთმანეთში ენერგიას ცვლიან.

მამაკაცებს უნდა ახსოვდეთ, რომ ეაკულაცია თუ დაიწყო, მაშინ აღნიშნული ტექნიკა არ გამოიყენება. ის მხოლოდ პროცესი დაწყებამდეა გამოსაყენებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია უარყოფითი შედეგები, მათ შორის რეპროდუქციული სფეროს დაავადებების განვითარებაც.

თუ მამაკაცი ეაკულაციის გარეშე სქესობრივი აქტის დროს, განიცდის ერექციის სიძლიერესთან  დაკავშირებულ სირთულეებს, მაშინ შესაძლებელია პრეპარატების გამოყენება. ერთ-ერთ ასეთი პრეპარატია დაპოქსეტინი ვარდენაფილთან ერთად. ვარდენაფილი აძლიერებს ერექციას, ხოლო დაპოქსეტინი სქესობრივ აქტის ხანგრძლივობას 3-4-ჯერ ზრდის.

როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზია ,,ამაზონიდან” >>
სექსოლოგიური კულტურა და სამედიცინო სექსოლოგია >>

წყარო: http://kamatab.ru/kblog/orgazm-bez-semyaizverzheniya/


 


Viewing all articles
Browse latest Browse all 4381

Trending Articles