· სასტუმროები, სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები ლიბანში
· გასაქირავებელი კერძო ბინები ლიბანში
ლიბანის სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ადმინისტრაციული მდებარეობა – ბორჯომის რაიონი. გეოგრაფიული მდებარეობა – თრიალეთის ქედის ჩრდილოეთი ფერდობი. სიმაღლე ზღვის დონიდან – 1370 მ. რელიეფი – წიწვოვანი ტყეებით დაფარული პლატო
კლიმატი – საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ცივი, თოვლიანი
იანვრის საშუალო ტემპერატურაა – 4,50C. ზაფხული ზომიერად თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 16,20C. ნალექების წლიური რაოდენობა – 826 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 77%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2200საათი
ფლორა – წიწვოვანი (ნაძვი, ფიჭვი, სოჭი) ტყეები
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული, კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 3,5-4,5 გ/დმ3, კაჟმჟავას (150 მგ/დმ3) და მცირე რაოდენობით დარიშხანის, ფოსფორის შემცველობით
მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია და მინერალური წყლის მიღება (დალევა)
ლიტერატურა (წყარო):
1. ნ. სააკაშვილი, ი. თარხან-მოურავი, მ. ტაბიძე, ნ. ქუთათელაძე. საქართველოს კურორტოგრაფია და საკურორტო თერაპია. გამომცემლობა ,,საქართველოს მაცნე”. თბილისი 2011
Viewed 431 times by 179 viewers