ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
შემადგენლობა
10 გ შეიცავს:
აქტიური სუბსტანციები: ფუტკრის (Apis mellifica) ნაყენი 0,1 გ / შმაგას (Belladona) ნაყენი 0,002 გ / ევკალიპტის (Eucalyptus) ნაყენი 0,1 გ / თეთრი თიხა 9,97-10 გ.
ჩვენებები
პირ-ხახის ლორწოვანი გარსის ანთებები, ანგინა.
მიღების წესები და დოზები
1 ჩაის კოვზი /2,5 გ/ ფხვნილი 1/2 ჭიქა წყალზე პირის ღრუში გამოსავლებლად ან დანის წვერზე /0,1 გ/ გასაწუწნად 3-5-ჯერ დღეში. ბავშვები იყენებენ იგივე დოზას (გამოვლება 3-5-ჯერ დღეში), თუ გამოვლება შეუძლიათ. გამოიყენება ანთებითი პროცესის სრულ ალაგებამდე.
გამოშვების ფორმა: 50 გ ფხვნილი ადგილობრივად გამოყენების ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია: ველედა. გერმანია