Quantcast
Channel: www.medgeo.net
Viewing all articles
Browse latest Browse all 4381

თანდაყოლილი წილოვანი ემფიზემა

$
0
0

თანდაყოლილი წილოვანი ემფიზემა

 არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

თანდაყოლილი წილოვანი ემფიზემა,  თანდაყოლილი წილოვანი ემფიზემის მიზეზები, თანდაყოლილი წილოვანი ემფიზემის სიმპტომები, თანდაყოლილი წილოვანი ემფიზემის დიაგნოსტიკა, თანდაყოლილი წილოვანი ემფიზემის მკურნალობა >>> 

რას წარმოადგენს თანდაყოლილი წილოვანი ემფიზემა

დაავადება გვხვდება უპირატესად  ადრეული ასაკის ბავშვებში და ხასიათდება ფილტვის ქსოვილის წილის, იშვიათად სეგმენტის მოცულობის მნიშვნელოვანი გაზრდით, რაც ვითარდება რესპირაციულ ნაწილში  წნევის მომატების შედეგად.

დაავადებას რამდენიმე სინონიმი გააჩნია: წილოვანი, ობსტრუქციული, ჰიპერტროფიული,  გიგანტური ემფიზემა, ზეგამჭვირვალე ფილტვები და ა.შ. 

რა ახდენს თანდაყოლილი წილოვანი  ემფიზემის  პროვოცირებას?

თანდაყოლილი ემფიზემის განვითარების მიზეზები არაა საბოლოოდ დადგენილი. მკვლევარების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საფუძვლად უდევს  მე-3-5 გენერაციის ბრონქების ხრტილების განვითარების დეფექტები, რაც იწვევს ბრონქების გამავლობის დარღვევასა და სარქვლოვანი მექანიზმის განვითარებას, რაც თავის მხრივ განაპირობებს შესაბამისი  წილის მკვეთრ გადაბერვას. 

თანდაყოლილი წილოვანი  ემფიზემის სიმპტომები

თანდაყოლილი ემფიზემის პირველი ნიშნები შესაძლოა გამოვლინდეს უკვე სიცოცხლის პირველივე დღეებში. ახალშობილს აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, დისპნოე, მშრალი ხველა, კანისა ლორწოვანი საფარველის ციანოზი. ძუძუთი კვების დროს ვითარდება ასფიქსიის შეტევები. სუნთქვითი უკმარისობა პროგრესირებადია. გულმკერდის შესაბამისი ნაწილი კასრის მსგავსადაა შებერილი, სუნთქვითი მოძრაობები მკვეთრად შესუსტებულია, დაზიანების მხარეს აღინიშნება ტიმპანიტი, გულის მოყრუების საზღვრები გადანაცვლებულია ჯანმრთელ მხარეს. თუ ფილტვის დაზიანებული უბანი მცირეა და არ იწვევეს ჰაერგამტარი გზებსა და ფილტვის პარენქიმაზე ზეწოლას, სუნთქვითი უკმარისობაც შედარებით სუსტადაა გამოხატული, ვლინდება მხოლოდ დატვირთვისას და არ იქცევს მშობლებისა და ექიმების ყურადღებას. ასეთ შემთხვევბში თანდაყოლილი ემფიზემის დიაგნოსტირება შედარებით მოგვიანებით ხდება, ზოგ შემთხვევაში უკვე მოზრდილ ასაკში.

რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს აღინიშნება მომატებული გამჭვირვალობა,  ემფიზემის უბანში ფილტვის სურათის გაღარიბება. ცვლილებები უხშირესად ვითარდება ზემო ნაწილში ან მოიცავს ფილტვის ნახევარს. კოლაბირებული მეზობელი უბნები წარმოქმნის შუასაყარში სოლისებრ ჩრდილს. აღინიშნება შუასაყრის  ორგანოების ცდომა ჯანმრთელ მხარეს, დაზიანების მხარეს დიაფრაგმა გამსხვილებულია და სუნთქვაში არ მონაწილეობს. 

თანდაყოლილი წილოვანი ემფიზემის დიაგნოსტიკა

თანდაყოლილი წილოვანი ემფიზემის დიფერენციალური დიაგნოსტიკა უნდა გატარდეს ისეთ  დაავადებებთან, რომლებიც მსგავს კლინიკური სურათსა და რენტგენოლოგიურ  ნიშნებს  გვაძლევენ, კერძოდ კი გიგანტური კისტები, მაკლეოდის სინდრომი, სარქვლოვანი პნევმოთორაქსი და დიაფრაგმის თიაქარი. 

თანდაყოლილი წილოვანი ემფიზემის მკურნლობა

თანდაყოლილი წილოვანი ემფიზემის ყველა ფორმის ერთადერთ რადიკალურ და ეფექტურ მკურნალობის მეთოდს წარმოადგენს  დაზიანებული წილის ან მთლიანად ფილტვის რეზექცია.

….

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

პედიატრიული დაავადებები

Viewed 242 times by 102 viewers


Viewing all articles
Browse latest Browse all 4381

Trending Articles