Quantcast
Channel: www.medgeo.net
Viewing all 4381 articles
Browse latest View live

პერიანალური აბსცესი

$
0
0

პერიანალური აბსცესი – ინფიცირებული ღრუ, რომელიც ამოვსებულია ჩირქით და მდებარეობს სწორ ნაწლავთან ახლოს ან უკანა გასასვლელთან. უმეტეს შემთხვევაში, გადატანილი პერიანალური აბსცესი სწორი ნაწლავის ფისტულის (ან პერიანალური ფისტულის) განვითარების მიზეზს წარმოადგენს. უკანა გასასვლელის (ანუსის) შიგნით მდებარეობენ პატარა ანალური ჯირკვლები. როდესაც ეს ჯირკვლები იჭედებიან, მაშინ ისინი შეიძლება დაინფიცირდნენ და წარმოიქმნას პერიანალური აბსცესი.

პერიანალური აბსცესიფისტულა – ეს არის შესასვლელი, რომელიც ვითარდება კანის ქვეშ და აკავშირებს ანთებით ანალურ ჯირკვალსა და დუნდულოების კანს, გარეთა გამოსასვლელის გარეთ. პერიანალური აბსცესი ვითარდება ანალური ჯირკვლების მწვავე ინფექციური ანთების დროს, მის ქსოვილში ბაქტერიებისა და სხვა ნივთიერებების მოხვედრის შედეგად. ზოგიერთი დაავადებებისას, მაგალითად, კოლიტის, ან ნაწლავების სხვა ანთებითი დაავადების დროს, ინფექციები შესაძლოა განვითარდეს უფრო ხშირად.

პერიანალური აბსცესის დრენირების შემდეგ, შესაძლოა წარმოიქმნას შესასვლელი კანსა და ანალურ ჯირკვლებს შორის, და ამასთან, ხელი შეუწყოს პარაპროქტიტის განვითარებას. თუ ფისტულის გარეთა ხვრელიდან კვლავ გრძელდება ჩირქის გამოყოფა, ამან შეიძლება მიუთითოს ფისტულის ფუნქციონირებაზე. მაშინაც კი, თუ ფისტულის გარეთა გამოსასვლელი შეხორცდა, ეს არ იძლევა იმის გარანტიას, რომ პარაპროქტიტი ხელმეორედ (რეციდივი) არ განვითარდება.

პერიანალური აბსცესის სიმპტომები

პარაპროქტიტის გამოვლინებებს წარმოადგენს ტკივილი, შესიება და შეშუპება უკანა გამოსასვლელის არეში. ამასთან, ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს სისუსტე, ცხელება და შემცივნება. დამატებით ჩივილებს, რომლებიც დამახასიათებელია ფისტულისათვის, შეიძლება მივაკუთვნოთ ანუსის გარშემო კანის გაღიზიანება, ჩირქის გამოსვლა (რასაც უკავშირდება პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება), ცხელება და ზოგადი სისუსტე.

სწორი ნაწლავის ფისტულები ვითარდება მხოლოდ პარაპროქტიტით დაავადებულების ნახევარში და სადღეისოდ არ არსებობს მეთოდი, რომლითაც შესაძლებელია განვსაზღვროთ, განვითარდება თუ არა ფისტულა. მწვავე პერიანალური აბსცესის სიმპტომები ნათელია და ჩნდებიან ერთდროულად, ზოგჯერ 2-3 დღიანი უმნიშვნელო სისუსტისა და ტემპერატურის 37 °С-მდე მატების შემდეგ.

პერიანალური აბსცესი ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: სხეულის ტემპერატურის მატება (38-39°С); შემცივნება; ძლიერი ტკივილების სწორი ნაწლავის არეში, დეფეკაციასთან კავშირის გარეშე. ხშირი სიმპტომებია: შარდვის დარღვევები; უშედეგო დეფეკაციის სურვილი; შეკრულობა.

პერანალური აბსცესის მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს უკანა გასასვლელის ახლოს კანის გაკვეთას დაზიანებული არიდან ჩირქის მოსაცილებლად და მასში წნევის შესამცირებლად. საკმაოდ ხშირად ეს შეიძლება შესრულდეს ამბულატორიულ პირობებში, ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით.

დიდი და ღრმა აბსცესების სამკურნალოდ შესაძლოა საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია სპეციალიზირებულ სტაციონარში. ჰოსპიტალიზაცია ნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომლებიც წინასწარგანწყობილნი არიან სერიოზული ინფექციური გართულებებისაკენ (შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები და პაციენტები დაქვეითებული იმუნიტეტით).

კონსერვატიული (არაქირურგიული) მკურნალობა მხოლოდ ანტიბიოტიკების დახმარებით არ წარმოადგენს ისეთივე ეფექტურს, როგორც დრენირება (ჩირქის მოცილება). ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ანტიბიოტიკებს არ შეუძლიათ შეაღწიონ აბსცესის ღრუში და იმოქმედონ იქ არსებულ ჩირქოვან შიგთავსზე.

სწორი ნაწლავის ფისტული მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია. მიუხედავად იმისა, რომ შემუშავებულია სწორი ნაწლავის ფისტულის ქირურგიული მკურნალობის ბევრი ვარიანტი, გართულებების განვითარების ალბათობა კვლავ მაღალია. აქედან გამომდინარე, სასურველია რომ ოპერაცია შესრულდეს ექიმი-კოლოპროქტოლოგის მიერ (კოლორექტალური ქირურგი). შესაძლებელია ფისტულისა და პარაპროქტიტის ერთმომენტიანი მკურნალობა, თუმცა ჩვეულებრივ ფისტულა ვითარდება 4-დან 6 კვირამდე ვადაში, აბსცესის დრენირების შემდეგ; ზოგიერთ შემთხვევაში ის შეიძლება განვითარდეს თვეებისა და წლების შემდეგ.

სწორი ნაწლავის ფისტულის ქირურგიული მკურნალობის მთავარი პრინციპია შეხორცებული შესავლის გახსნა. ხშირად ამას თან ახლავს ანალური სფინქტერის მცირე ნაწილის მოკვეთაც. შიდა და გარე ხვრელების შემაერთებელი, შეხორცებული შესავლის გახსნა და მისი ღია მდგომარეობაში გადაყვანა, საშუალებას იძლევა მიღებული ჭრილობის სწრაფად შეხორცებისა, სიღრმიდან კიდეებამდე. ხშირად სწორი ნაწლავის ფისტულის ქირურგიული მკურნალობა შესაძლებელია ჩატარდეს ამბულატორიულ პირობებში. თუმცა, ღრმა და გავრცელებული ფისტულების მკურნალობა შესაძლოა საჭიროებდეს ჰოსპიტალიზაციას სტაციონარში.

პერიანალური აბსცესი ოპერაციის შემდეგ

ფისტულის ქირურგიული მკურნალობიდან პირველ კვირაში პაციენტს შესაძლოა აწუხებდეს ზომიერი ტკივილის სინდრომი, რომელიც შესაძლოა გაკონტროლდეს გამაყუჩებელი ტაბლეტებით. იძულებითი შრომისუნარიანობის პერიოდი მინიმალურია. ფისტულის ან პარაპროქტიტის ქირურგიული მკურნალობის შემდეგ აუცილებელია სახლის პირობებში მკურნალობის გაგრძელება ჯდომითი აბაზანების გამოყენებით, 3-4-ჯერ დღეში. სასურველია კვებაში დაემატოს საკვები ბოჭკოები და საფაღარათოები. საცვლების დაბინძურების თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია დოლბანდის ნახვევებისა და საფენების გამოყენება. ნორმალური კუჭის მოქმედება არანაირად არ მოქმედებს ჭრილობის შეხორცებაზე.

სწორი შეხორცების შემთხვევაში დაავადების რეციდივის რისკი მინიმალურია. მიუხედავად ამისა, აუცილებელია ექიმი-კოლოპროქტოლოგის (კოლორექტალური ქირურგი) რეკომენდაციების დაცვა.

ვინ მკურნალობს პერიანალურ აბსცესს

ქირურგი-კოლოპროქტოლოგები – ესენი არიან მსხვილი და სწორი ნაწლავის დაავადებების ქირურგიული და არაქირურგიული მკურნალობის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. ქირურგ-კოლოპროქტოლოგს შეუძლია უმკურნალოს კეთილთვისებიან და ავთვისებიან წარმონაქმნებს, ჩაატაროს პაციენტის გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში, ქირურგიული მკურნალობაც.


ბმებიკოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი, ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი, პარარექტალური ფლეგმონა, პერიანალური აბსცესი, პროქტალგია, ანალური პოლიპი,  სწორი ნაწლავის ტრავმა

.


პროქტალგია

$
0
0

პროქტალგია, ანალური ნევრალგია  – უკანა გასავლისა და სწორი ნაწლავის არეში ტკივილის სინდრომი, რომელიც გამოწვეულია კუნთოვანი სპაზმით. ხასიათდება მკვეთრი ტკივილის შეტევებით, ირადიაციით მუცელში, შორისში. ტკივილმა შესაძლოა გაიაროს თავისით დეფეკაციის შემდეგ, თბილი მჯდომარე აბაზანების შემდეგ. დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს ხანგრძლივად, დამღლელად, კანცეროფობიის განვითარებით. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნაწლავებისა და საშარდე სისტემის სხვა დაავადებების გამოვლენასა და მკურნალობას, ფსიქოპროფილაქტიკას.

პროქტალგია, ანალური ნევრალგიასწორი ნაწლავის ბევრი დაავადებები ვლინდება ტკივილის სინდრომით. ტკივილი შეიძლება იყოს სხვადასხვა ხასიათისა და ინტენსივობის, ქონდეს კავშირი დეფეკაციასთან (ჩნდებოდეს მის დროს, ან მის შემდეგ). თუ სწორი ნაწლავის ტკივილის ორგანული მიზეზის დადგენა ვერ ხდება, ექიმი ადგენს პროქტალგიის (გაურკვეველი ეტიოლოგიის ტკივილი სწორ ნაწლავში) სინდრომის არსებობას. პროქტალგია შესაძლოა გამოწვეული იყოს ფსიქო-ემოციური განცდებით, სწორი ნაწლავის ნევროლოგიური ხასიათის სპაზმებით.

პროქტალგია უფრო დამახასიათებელია შუა ხნის ასაკის მამაკაცებისათვის. როგორც წესი, ვლინდება უეცრად განვითარებული, სხვადასხვა ინტენსივობისა და ხანგრძლივობის (რამდენიმე წუთიდან ნახევარ საათამდე) ტკივილის შეტევებით. ტკივილის შეტევები შესაძლებელია  განმეორდეს ღამეში რამდენჯერმე და გამოიწვიოს უძილობა. სწორი ნაწლავის ტკივილისას აუცილებელია მიმართვა სპეციალისტთან, საფუძვლიანი გამოკვლევისა და პროქტოლოგიური პათოლოგიის დროული გამოვლენისათვის.

პროქტალგიის ტიპები

პროქტალგიას შესაძლოა ქონდეს მფრინავი ხასიათი (ტკივილი მოულოდნელად გამოჩნდება და მოულოდნელად გაივლის), და ასე გრძელდება რამდენიმე საათი, არ ექვემდებარება ტკივილგამაყუჩებლების მოქმედებას. ტკივილს შესაძლოა ქონდეს მჩხვლეტავი, ან სპასტიური ხასიათი. პროქტალგიის მიზეზი ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს სწორი ნაწლავის ლევატორის კუნთების ნეიროგენური სპაზმი, ასევე შეიძლება იყოს სტრესი, ფსიქოლოგიური განცდები, მძიმე ფიზიკური გადატვირთვა.

მეორადი პროქტალგია წარმოადგენს პროქტოლოგიური დაავადებების შედეგს (ანალური არხის ნახეთქები, მწვავე ჰემოროი, პარაპროქტიტი, ანალური არხის სიმსივნეები, გართულებული კაუდალური ტერატომები, კრონის დაავადების დროს პერიანალური ლოკალიზაციის დაზიანებები). გარდა ამისა, პროქტალგია შეიძლება იყოს ტკივილის სინდრომის იდიოპათიკური გამოვლინებაც. ზოგჯერ ტკივილი ირადირებს სწორი ნაწლავის არეში.

პროქტალგიის კლინიკური სურათი

სწრაფად მიმდინარე, ან გარდამავალი პროქტალგია, წარმოიქმნება უეცრად და გადაივლის რამდენიმე წუთში; აქვს მჩხვლეტავი ხასიათი და სუბიექტურად იგრძნობა როგორც მტკივნეული კრუნჩხვითი სპაზმი. ტკივილი შეიძლება ირადირდებოდეს უკანა გასავალში, შორისში, მენჯ-ბარძაყის სახსრებში.

ტკივილი არ არის დაკავშირებული დეფეკაციასთან. ხანდახან ტკივილის შეტევები შეიძლება აღინიშნებოდეს დიდი სიხშირითა და საგრძნობლად აუარესებდეს პაციენტის ცხოვრების ხარისხს. ხშირად პროქტალგიას თან ახლავს დისკომფორტის შეგრძნებები შორისის არეში, რომლებიც პაციენტს აეჭვებს საშარდე გზების პათოლოგიის არსებობაზე.

პროქტალგია გრძელდება ხანგრძლივად, ტალღისებურად, სიმშვიდისა და გამწვავებების მონაცვლეობით. დროთა განმავლობაში, გამწვავებების სიხშირე მატულობს. გამწვავების მაპროვოცირებელი ფაქტორები, ბოლომდე არ არის გამოვლენილი და უფრო ხშირად აქვთ ფსიქო-ნერვული ხასიათი.

პროქტალგიის დიაგნოსტირება

ხშირად ანამნეზში აღინიშნება საშარდე გზების, სასქესო სისტემის გადატანილი დაავადებები, ასევე პროქტოლოგიური პათოლოგიები. თუმცა, პირველადი პროქტალგია ჩვეულებრივ წინ უსწრებს ამ პათოლოგიებს (ავადმყოფები აღნიშნავენ, რომ  ტკივილი სწორ ნაწლავში ქონდათ ადრეც) და ხშირად წარმოადგენენ პაციენტების გინეკოლოგთან, ან უროლოგთან მიმართვის მიზეზს.

„პროქტალგიის სინდრომის“ დიაგნოზის დასადგენად აუცილებელია სრული გამოკვლევის ჩატარება დაავადების გამოსავლენად, რომლებიც შესაძლოა კლინიკურად ვლინდებოდეს სწორი ნაწლავის ტკივილით. ასეთი პაციენტების ფიზიკური გამოკვლევა ტარდება უკანა გასასვლელის არის დათვალიერებით და ანალური არხის თითით გამოკვლევით. თითით გამოკვლევა უმტკივნეულოა. ხადახან შესაძლოა აღინიშნოს ლევატორის სპაზმი.

სფინქტერომანომეტრია პროქტალგიის დროს ჩვეულებრივ არ ავლენს ტონუსის პათოლოგიურ ცვლილებებს. სწორი ნაწლავის კედლების დეტალური გამოკვლევისათვის ტარდება რექტომანოსკოპია. საჭიროების შემთხვევაში, ნაწლავის ზედა ნაწილების დათვალიერება ტარდება კოლონოსკოპიით ან ირიგოსკოპიით. სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევა საშუალებას იძლევა შეფასდეს ანთებითი პროცესების ნიშნები.  შარდ-სასქესო სისტემის პათოლოგიის გამოსარიცხად ინიშნება გინეკოლოგისა და უროლოგის კონსულტაცია, ტარდება შარდის ბუშტისა და მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა.

ორგანული და ფუნქციური დარღვევების არარსებობისას და ტკივილის არსებობისას, ადგენენ პირველად პროქტალგიას. პროქტალგიის დიფერენციალური დიაგნოსტიკა ტარდება მსხლისებრი კუნთისა და კოკციგოდინების სინდრომთან. ჩვეულებრივი პაციენტები აღნიშნული პათოლოგიით უკვე მკურნალობდნენ სხვადასხვა გზებით, ამიტომ აუცილებელია ჩატარებული პროცედურებისა და მათი შედეგების ანალიზი.

პროქტალგიის მკურნალობის ძირითადი პრინციპები

პროქტალგიისას ტკივილის შეტევების შესამსუბუქებლად გამოიყენება შემდეგი სამკურნალო პროცედურები:

  • ფიზიოთერაპიის მეთოდები (UHF, ინფრაწითელი ნახევარგამტარული ლაზერული დასხივება ინტრარექტალურად, დიათერმია, ტალახის თერაპია, ელექტრული სტიმულაცია და ა.შ.);
  • ნოვოკაინის ბლოკადები (პერისაკრალური, ეპიდურალური-საკრალური და რეტრორექტარული);
  • კუნთებისა და უკანა გასავლელის ლევატორის მასაჟი მათი სპაზმის დროს;
  • მიკროოყნები ნოვოკაინით, ქაცვის ზეთითა და კოლარგოლით;
  • დამამშვიდებელი საშუალებები (დამამშვიდებელი, საძილე, მსუბუქი ტრანკვილიზატორები).

ჩვეულებრივ, მკურნალობის კურსს იწყებენ სწორი ნაწლავის სანაციით ანტიბაქტერიული პრეპარატებით, როგორც შესაძლო ფარული პროქტოსიგმოიდიტის მკურნალობის საშუალება. ვინაიდან პირველად პროქტალგიას გააჩნია გარკვეული დამოკიდებულება პაციენტის ფსიქოემოციურ მდგომარეობასთან, აუცილებელია პაციენტისათვის ფსიქოლოგიურად კომფორტული გარემოს შექმნა, სტრესებისგან და გადაღლისგან დაცვა. ხშირად იყენებენ რელაქსაციის ფსიქოთერაპიულ მეთოდებს, ასევე ფსიქოლოგის კონსულტაციასაც.

სამკურნალო დანიშნულებების შესრულების გარდა, პაციენტებისთვის რეკომენდებულია დიეტის დაცვა, რომელიც მიმართულია კუჭ-ნაწლავის მოქმედების ნორმალიზაციისაკენ. მეორადი პათოლოგია იკურნება ძირითადი პათოლოგიის განკურნებით, რამაც გამოიწვია მტკივნეულობა. ხშირად პროქტალგია თავისით გაივლის, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ხშირი მტკივნეული შეტევები ხელს უწყობს პაციენტთა ცხოვრების ხარისხის შესამჩნევად გაუარესებასა და მათი შრომისუნარიანობის შემცირებას.


ბმებიკოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი, ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი, პარარექტალური ფლეგმონა, პერიანალური აბსცესი, პროქტალგია, ანალური პოლიპი,  სწორი ნაწლავის ტრავმა

.

ანალური პოლიპი

$
0
0

ანალური პოლიპი – სწორი ნაწლავის კეთილთვისებიანი სიმსივნე. ასევე შეიძლება შევხვდეთ ისეთ დასახელებებს, როგორიცაა სწორი ნაწლავის პოლიპი ან ანალური არხის პოლიპი. ანალური პოლიპი წარმოადგენს სოკოს სახის წანაზარდს. დაავადება შესაძლოა განვითარდეს როგორც ზრდასრულ ადამიანში, ასევე პატარა ბავშვშიც. ანალური პოლიპი მამაკაცებში დიაგნოსტირდება უფრო ხშირად, ვიდრე ქალებში.

ანალური პოლიპი – დაავადების აღწერა

ანალური პოლიპიანალური პოლიპი მოგვაგონებს სოკოს, ან ბუშტს, ფეხით ან უფეხოდ. შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომის: ყველაზე პატარა მოგვაგონებს ალუბლის ყუნწს, ხოლო დიდი კი გავს ბერძნულ კაკალს. რაც უფრო დიდია პოლიპი, მით უფრო მაღალია სიმსივნის განვითარების ალბათობა. სწორი ნაწლავის კედელთან პოლიპს აკავშირებს ფართე ფუძე ან სპეციალური ფეხი, რომელმაც სიგრძეში შესაძლოა მიაღწიოს 2 სმ. ფეხის ხარჯზე პოლიპებს შეუძლიათ იმოძრაონ და ანალური არხიდანაც კი გამოვარდნენ.

პოლიპები არსებობენ როგორც ერთეული, ასევე ჯგუფური, ან მრავლობითი. მრავლობითი პოლიპები (დიფუზური პოლიპოზი) წარმოადგენს დამოუკიდებელ დაავადებას, რომლის დროსაც მსხვილი ნაწლავის მთლიანი ლორწოვანი გარსი იფარება სხვადასხვა ფორმის და ზომის პოლიპებით. ჯგუფური პოლიპოზის შემთხვევაში სიმსივნური წარმონაქმნი სწორ ნაწლავში ჯგუფდება ანალური არხის ლორწოვანის პატარა მონაკვეთზე.

ერთეული ანალური პოლიპი პრაქტიკულად არ მოქმედებს პაციენტის თვითშეგრძნებაზე და ნაწლავის ფუქნციონირებაზე. თუმცა, თუ დაავადებას დიდ ხანს არ უმკურნალე, მაშინ არსებული სიმსივნური წარმონაქმნი კეთილთვისებიანიდან შესაძლოა გადაიზარდოს ავთვისებიანში. სინამდვილეში, ანალური არხის პოლიპები კიბოსწინარე მდგომარეობაა, რომელიც შესაძლოა გადავიდეს კოლორექტალურ კიბოში.

ანალური პოლიპის განვითარების მიზეზები

მიზეზები, რის გამოც მსხვილ ნაწლავში ვითარდება პოლიპები, დღემდე უცნობია. თუმცა, ექიმები ამტკიცებენ, რომ ჯასაღ ქსოვილებში ისინი არ ვითარდებიან. აქედან გამომდინარე, ანალური პოლიპები წარმოადგენენ ქრონიკული ანთებითი დაავადებების შედეგს: კოლიტი, ენტერიტი, დიზენტერია, მუცლის ტიფი, პროქტოსიგმოიდიტის წყლული და ა.შ. პოლიპების განვითარებას ხელს უწყობს შეკრულობა. პატარა ბავშვებში პოლიპები ვითარდება, მაშინაც კი თუ ორგანიზმი სრულიად ჯანმრთელია. ეს იხსნება ემბრიოგენეზის დარღვევით (ანალური პოლიპები წარმოიქმნება იმ მონაკვეთებში, რომლებიც გენეტიკურად იყვნენ არასწორად დაპროგრამებულნი).

ანალური პოლიპის სიმპტომები

ავადმყოფების უმეტესობაში ანალური პოლიპი შეიძლება დიდხანს არ გამოვლინდეს. დაავადება ვლინდება ჩვეულებრივ პროქტოლოგთან ვიზიტოსას. თუმცა გარკვეული სიმპტომების არსებობა შესაძლოა მიუთითებდეს სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსზე პოლიპების არსებობაზე, კერძოდ:

  • სისხლდენა;
  • მუცლის შებერვა;
  • კუჭის მოქმედების დარღვევა;
  • ტკივილი უკანა გასასვლელში;
  • ლორწოს გამოყოფა (ლორწოს არსებობა განავალში);
  • მომატებული მეტეორიზმი;
  • დისკომფორტი

დაავადების გამოვლინება უფრო ადვილია, როცა პოლიპოზი პროგრესირებს. ამასთან, განავალი ხდება თხევადი, ხოლო სისხლის დანაკარგის გამო აღინიშნება უღონობისა და ანემიის ნიშნები.

ანალური პოლიპის ტრადიციული თერაპიის მეთოდები

დაავადების დიაგნოსტიკა ხორციელდება ისეთი მეთოდებით, როგორიცაა: სწორი ნაწლავის თითით გამოკვლევა, ანოსკოპია, რექტორომანოსკოპია, კოლონოსკოპია, მსხვილი ნაწლავის რენტგენოლოგიური გამოკვლევა და მორფოლოგიური მეთოდები (ჰისტოლოგია და ციტოლოგია).

თერაპის შესაძლო მეთოდის შერჩევამდე აუცილებელია პოლიპის ბუნების და ხასიათის გაგება. ამისათვის ტარდება ბიოფსია. თუმცა როდესაც ანალურ პოლიპს აქვს გლუვი ზედაპირი, ბიოფსიაში გადაუდებელი საჭიროება არ არის. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ე.წ. წვეტიან სიმსივნეებს.

დაავადების მკურნალობის ქირურგიულ მეთოდებს მიმართავენ მხოლოდ ანთების საწინააღმდეგო თერაპიის ჩატარების შემდეგ. ანალური არხის ერთეული, ან მცირე რაოდენობის პატარა პოლიპები შეიძლება მოიკვეთოს სამედიცინო სკალპელით. ამასთან, თავდაპირველად ხდება ტკივილგამაყუჩებლების შეყვანა. რის შემდეგაც სწორი ნაწლავი ფართოვდება რექტალური სარკეებით. თუმცა ასეთ ოპერაციებს აქვთ გარკვეული მინუსი:

  • სკალპელით შეიძლება მივაღწიოთ პოლიპამდე, რომელიც მდებარეობს ძალიან მაღლა;
  • მოკვეთა არ იძლევა საშუალებას ანალური პოლიპის სრულად მოცილების. ფეხის ნარჩენებისაგან შემდგომში შეიძლება განვითარდეს ახალი სიმსივნე.

ანალური არხის პოლიპის ენდოსკოპიური მოკვეთა ითვლება დაავადების მკურნალობის ყველაზე უფრო რადიკალურ მეთოდად. მეთოდიკა მოიცავს სწორ ნაწლავში პროქტოსკოპის (ინსტრუმენტი კამერითა და განათებით) შეყვანას. პროქტოსკოპის საშუალებით იკვეთება პოლიპი, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ სიღრმეზე მდებარეობდეს. მოკვეთილი მასალა აუცილებლად იგზავნება სპეციალურ ჰისტოლოგიურ კვლევაზე. მძიმე შემთხვევებში ნაწლავის დაზიანებული ნაწილი იკვეთება.

დაავადებისგან გათავისუფლება ბევრად უფრო ადვილია ადრეულ ვადებზე. ანალური პოლიპების დიაგნოსტიკა და მოცილება – ეს არის მსხვილი ნაწლავის კიბოს პრევენციის ძირითადი ღონისძიება.


ბმებიკოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი, ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი, პარარექტალური ფლეგმონა, პერიანალური აბსცესიპროქტალგია, ანალური პოლიპი,  სწორი ნაწლავის ტრავმა

.

სწორი ნაწლავის ტრავმები

$
0
0

სწორი ნაწლავის ტრავმები – სწორი ნაწლავის დაზიანებების მიზეზი შეიძლება იყოს მძიმეს აწევა, ქრონიკული შეკრულობა, მშობიარობები, გართულებული შორისის ჩახევით, წვეტიან საგანზე დაცემა, ძვლის ნამტვრევებით დაზიანება მენჯის ძვლის მოტეხილობის დროს, მანიპულაციის ტექნიკის დარღვევა რექტოსკოპიის დროს, ანოსკოპიისას, რექტალური ტემპერატურის გაზომვისას, ოყნის გაკეთებისას და სხვა., ასევე ცეცხლსასროლი დაზიანებები.

სწორი ნაწლავის ტრავმებისწორი ნაწლავის ტრავმის თავისებურებაა ჭრილობის ხშირი დაინფიცირება;  ამ ტრავმას ხშირად თან ახლავს ახლოს მდებარე ქსოვილებისა და ორგანოების დაზიანება, სფინქტერის დაზიანების საფრთხე.

კლინიკურად, სწორი ნაწლავის ტრავმისას აღინიშნება ტკივილი უკანა გასავლის არეში, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს გულის წასვლა, გულისრევა და პირღებინება, სისხლდენა და შესაძლო ნაწლავის კვანძის გამოვარდნა ხვრელიდან. გარეგანი დათვალიერებისას შეიძლება აღინიშნოს ანუსის დაზიანება.

სწორი ნაწლავის გახევის დროს ავადმყოფები უჩივიან ტკივილს მუცლის არეში. ეს ხდება პნევმოპერიტონეუმის – მუცლის ღრუში ჰაერის მოხვედრის გამო, რომელიც ბერავს მუცელს. გასინჯვისას მუცელი ამ დროს გაბერილია. ამასთან ჰაერი ხელს უშლის დიაფრაგმის მოძრაობას და ჩნდება ჩივილები სუნთქვის გაძნელებაზე.

ნაწლავის შიგთავსი ხვდება მუცლის ღრუში და ვლინდება პერიტონიტის სიმპტომები. მუცლის ღრუში სისხლდენა იწვევს შოკის განვითარებას. ავადმყოფის მდგომარეობა სწრაფად უარესდება.

შოკისა და პერიტონიტის გარდა, სწორი ნაწლავის ნახევები რთულდება მწვავე ქირურგიული ინფექციის განვითარებით: ფლეგმონა, სეფსისი, ანაერობული ინფექცია.

სწორი ნაწლავის ტრავმის დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება თითით გამოკვლევა, ანოსკოპია (სწორი ნაწლავის დათვალიერება რექტალური სარკის საშუალებით), რექტოსკოპია.

აუცილებელია პაციენტის მომზადება დიაგნოსტიკური კვლევის ჩასატარებლად. გამოკვლევები ტარდება საოპერაციოში, ძლიერი სისხლდენის განვითარების  ალბათობის გამო.


ბმებიკოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი, ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი, პარარექტალური ფლეგმონა, პერიანალური აბსცესიპროქტალგია, ანალური პოლიპი,  სწორი ნაწლავის ტრავმა

.

სამედიცინო სექსოლოგიის საიტები

$
0
0

ტიკი, ტიკები

$
0
0

ნერვული ტიკები

ტიკი  სხეულის სხვადასხვა ჯგუფის კუნთების სწრაფი, უნებლიე, განმეორებითი მოძრაობაა. ისინი  სხეულის სხვადასხვა ნაწილში ადამიანისაგან დამოუკიდებლად,  უნებლიედ აღმოცენდება.
ემოციურად მგრძნობიარე ბავშვებს, სხვადასხვა სტრესულ სიტუაციაზე რეაგირებისას ხშირად ეწყებათ უნებლიე მოძრაობები, ანუ ტიკები – თვალების ხამხამი, მხრების აჩეჩვა, კისრის მოძრაობები და ა.შ. სკოლამდელი ასაკის ბავშვების 25%-ს სხვადასხვა პერიოდში აღენიშნება ტიკები.
უმეტესად ბავშვები გამოდიან ამ მდგომარეობიდან და ტიკები უკვალოდ ქრება.


.
.

ყუმისთავი

$
0
0

ყუმისთავი – სპელეოთერაპიული კურორტი

.
.
.

უმადობა ბავშვებში

$
0
0

საკვებისადმი გულგრილი დამოკიდებულება შესაძლოა ბავშვის პიროვნული თავისებურება იყოს, მაგრამ ზოგჯერ ორგანიზმში არსებულ დისბალანსზე მიუთითებს ხოლმე. ბავშვის მადაზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, განსაკუთრებით კი ნერვული და კუჭ-ნაწლავის სისტემები. ცენტრალური ნერვული სისტემა გახლავთ შიმშილის და დანაყრების პროცესების მთავარი მარეგულებელი, გარდა ამისა ის გასტრონომიულ გემოვნებაზეც ახდენს გავლენას. ასე მაგალითად, ნახშირწყლებით მდიდარი საკვები ორგანიზმში სეროტონინის (ნივთიერება, რომელიც ამაღლებს გამძლეობას სტრესისადმი) რაოდენობას ზრდის, ამიტომაცაა, რომ აღგზნებად ბავშვებს უყვართ ცომეული და ტკბილეული. მათთვის საფუძვლიანი კვების ორგანიზება ხშირად რთულია, რადგან ნებისმიერი წვრილმანი იპყრობს მათ ყურადღებას და არღვევს ჭამის პროცესზე კონცენტრაციას (თუმცა ნებისმიერი ბავშვი, დაღლილობის, ან აღგზნების შემთხვევაში, შესაძლებელია უარს ამბობდეს ჭამაზე, ზურგს აქცევდეს თეფშს).

ნერვული სისტემა მჭიდროდაა დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის სისტემასთან, გავლენას ახდენს მონელებისათვის საჭირო ნივთიერებების გამოყოფაზე – საკვები, რომელსაც სიამოვნებით მიირთმევთ, უკეთ აითვისება. და პირიქით, საჭმლის მომნელებელი სისტემის ბალანსის დარღვევა ან დაავადება, იწვევს მადის დაქვეითებას. შესაძლოა, ბავშვი უარს ამბობდეს რომელიმე პროდუქტზე, თუ მისი მონელების სისტემა მას ვერ ერევა (ხშირად რძე არ უყვართ, ორგანიზმის მიერ მისი აუთვისებლობის შემთხვევაში). უმადობა ჩნდება, ავადმყოფობის დროსაც, როდესაც ორგანიზმის მთელი ძალისხმევა მიმართულია გამომწვევთან ბრძოლაზე.

უმადობის პრობლემა, პედიატრთან ერთად უნდა გადაწყვიტოთ. ექიმთან ვიზიტამდე, ეცადეთ რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩაიწეროთ, რას და რა რაოდენობით მიირთმევს თქვენი პატარა. ექიმი შეაფასებს რაციონს და გირჩევთ, საჭიროების შემთხვევაში, როგორ გამოასწოროთ ის. ხშირად ისეც ხდება, რომ პატარას უმადობას დაუმსახურებლად აბრალებენ.

ბავშვის მადას უმეტესწილად მშობლები აყალიბებენ, ამიტომ დაეხმარეთ მას სწორად განეწყოს საკვებისადმი. დააწესეთ კვების რეჟიმი, მაგრამ ბავშვის არჩევანიც გაითვალისწინეთ, მაგ.: ნუ დააძალებთ მსუყე სადილს, თუ მას ხშირად და მცირე პორციებით უყვარს ჭამა. გაითვალისწინეთ, ბავშვის ნერვული სისტემის თავისებურებები. აღგზნებულ ბავშვს მიეცით საშუალება დამშვიდდეს და მხოლოდ შემდეგ დასვით მაგიდასთან. ეცადეთ სუფრასთან რამით დააინტერესოთ: ფერადი ჭურჭლით, კერძების ლამაზად გაფორმებით, ახალი გემოებით. არ გამოიყენოთ ტკბილეული წახალისების მიზნით (“მიირთვი სუპი – მიიღებ კანფეტს”). ბავშვის თვალში ტკბილეულს არ უნდა ენიჭებოდეს, მთავარ კერძზე დიდი მნიშვნელობა. თუ პატარა კატეგორიულ უარს აცხადებს რომელიმე პროდუქტზე, ნუ აძალებთ.  ექიმთან ერთად შეარჩიეთ მისი შემცვლელი. მშობლებისათვის ბავშვის “უჭმელობა”  ძალიან პრობლემური თემაა, მოითხოვს დიდ ძალისხმევას და მოთმინებას.

გთავაზობთ 9 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ, ბავშვის კვების პროცესი ორივე მხარესთვის ნაკლებად სტრესული გახადოთ.

1. არ იომოთ – თავიდანვე პირობა დადეთ – არ გააჩაღოთ ომი კვების თემის ირგვლივ.

2. მოთმინება – ხშირად, თქვენი პატარას თავისუფლების დეკლარაცია ეწინააღმდეგება თქვენს გეგმებს მის მენიუსთან დაკავშირებით. შედეგად – ტირილი და ცრემლი. ბავშვი გიწყობთ გამოცდებს, სცდის თქვენ მოთმინებას თავისი განვითარების ყველა ეტაპზე. თუ ბავშვის ქცევა შეესაბამება მის ასაკს, ეცადეთ სუფრასთან კაპრიზები მშვიდად მიიღოთ.

3. არასოდეს არ გამოამჟღავნოთ, რომ მოთმინებას კარგავთ – იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღარც ძალა და აღარც მოთმინება გაგაჩნიათ, ბოლომდე მტკიცე და მშვიდი პოზიცია შეინარჩუნეთ. ყველანაირად ეცადეთ დამალოთ გაღიზიანება. პატარები დიდი მანიპულატორები არიან და სანამ თქვენი შვილი ხედავს თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მის მიერ, იმ ერთი კოვზი წვნიანის თუ ბოსტნეულის შეჭმა, ის სიჯიუტეს გამოავლენს. უბრალოდ იმიტომ, რომ შეუძლია ასე ქცევა. თუ ყველაფრის მიუხედავად, ბავშვმა არ მიირთვა, არაფერი შეიმჩნიოთ და დროის რაღაც მონაკვეთში კიდევ სცადეთ.

4. აჭამეთ ბავშვს, მხოლოდ მაშინ როცა მშიერია – მიაჩვიეთ პატარა მიირთვას საკვები, მხოლოდ შიმშილის შემთხევაში. ყველა ჩვენთაგანი იბადება ინდივიდუალური კვების მოთხოვნილებით. ეს ჩვევა ზრდასრულობაშიც გამოადგება, როდესაც შიმშილის შინაგანი სიგნალები ხშირად, გარე სიგნალებით ინაცვლება. ზრდასრულები ხშირად მიირთმევენ ხათრის, თვალხარბობის გამო ან უბრალოდ იმიტომ, რომ ჭამის დრო დადგა.

5. უარის მიზეზი – როდესაც პატარა უარს ამბობს ჭამაზე, ეცადეთ გაარკვიოთ რაში მდგომარეობს უარის მიზეზი:

ბავშვი დანაყრდა – როდესაც პატარა დანაყრდა და მას ჯერ შესაბამისი ლექსიკონი არ გააჩნია, იმისათვის რომ ეს გაგაგებინოთ, იყავით ლმობიერნი. როცა წამოიზრდება, ასწავლეთ დანაყრების ზრდილობიანი გამოხატვა.

ცუდ განწყობაზეა – თუ ბავშვი ცუდ გუნებაზეა, ეს კიდევ უფრო პრობლემატურს ხდის საკვების მიღების პროცესს. ასეთ შემთხვევაში გამოიჩინეთ მოთმინება და თუ საჭიროა ცოტა ხნით გადადეთ კვება.

შემთხვევითობა – ყველაზე ხშირ შემთხვევაში საჭმელს ყრიან, აფურთხებენ, ისვრიან ძალიან პატარები, თუმცა ამგვარი ქცევა მოზრდილებშიც გვხვდება. თუ მსგავსი რამ ერთჯერადად მოხდა, პატარას არ გაუბრაზდეთ, შესაძლოა უბრალოდ შემთხევაა. მშვიდად ააყენეთ სუფრიდან და აუხსენით, რომ ასეთი ქცევა მიუღებელია.

6. არ შეწყვიტოთ მცდელობა – წინასწარ მოემაზადეთ იმისათვის, რომ  ბევრი დრო და მოთმინება დაგჭირდებათ. მნიშვნელოვანი მხოლოდ ის კი არ არის, რამდენი კოვზი საჭმელი მიირთვა თქვენმა პატარამ, არამედ ისიც, რომ თქვენ გამოიმუშავებთ მოთმინების უნარს სტრესულ სიტუაციაშიც კი, გულისხმიერები იქნებით თქვენი შვილის მიმართ იმდენად, რამდენადაც საჭიროა და იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭიროა.

7. მაგალითი – როგორ მივაღწიოთ იმას, რომ პატარა სიამოვნებით მიირთმევდეს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საკვებს? ხშირად მოამზადეთ ასეთი საკვები არა მხოლოდ პატარასთვის, არამედ მთელი ოჯახისთვის. ხშირად მიირთვით ჯანსაღი კერძები სუფრასთან ბავშვთან ერთად, ოჯახის წევრების მადიანი და ხალისიანი განწყობა ჯანსაღი საკვებისადმი თვალსაჩინო უნდა იყოს მისთვის.

8. მოარიდეთ ბავშვის თვალს ან სულ ნუ შეიძენთ ისეთ საკვებს, რომელიც არ გსურთ, რომ მიირთვას (ტკბილეული, ჩიპსები, კრეკერები და სხვა).

9. გრძელვადიანი პერსპექტივა – ეცადეთ, მოცემული სტრატეგიები პრაქტიკაში სულ გამოიყენოთ, დამატებითი საკვების რაციონში შეყვანის დღიდან. კვების პროცესს შეხედეთ, როგორ სრულმეტრაჟიან ფილმს და არა როგორც ცალკეულ კადრს. თანდათან მიაგნებთ  ამ საჭირო და რთული პროცესის ორგანიზების ხერხს. იქნება იღბლიანი და უიღბლო დღეებიც. პატარა ბავშვების დამოკიდებულება ჭამისადმი ზოგჯერ ყოველდღიეურად იცვლება. იყავით  პოზიტიურები და ორიენტირებულები პროგრესსზე.

წყარო: http://ampluskids.blogspot.com/2014/09/blog-post_23.html; გადასვლა >> ბავშვი


.
.
.


ლაქტოზის მონოჰიდრატი

$
0
0

ლაქტოზის მონოჰიდრატი – ფარმაცევტულ პროდუქციაში ლაქტოზის მონოჰიდრატი, ხშირად გამოიყენება შაქრის შემცვლელად. პრეპარატებში მისი შემცველობის გამო, წამლების ხანგრძლივობის ვადა იზრდება. ამასთან, ლაქტოზის მონოჰიდრატიდან ადვილად მიიღება სუფთა ლაქტოზა.

სპეციალისტების აზრით, რძის შაქარი წარმოადგენს ენერგიის წყაროს, მონაწილეობს კალციუმის ცვლის ოპტიმიზაციაში, ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის არსებობას, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკს.

ლაქტოზის მონოჰიდრატი უკუნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საჭმლის მომნელებელ ტრაქტს არ შეუძლია მისი სრულფასოვანი შეთვისება. ორგანიზმის მიერ ლაქტოზის შეთვისების შეფერხება, გამოწვეულია მისი დამშლელი ფერმენტის უკმარისობით, რაც ორგანიზმში იწვევს ლაქტოზის აუტანლობას. ლაქტოზის აუტანლობა ევროპის მოსახლეობის 20%-ში აღინიშნება.  სამხრეთ ამერიკის პრაქტიკულად ყველა მაცხოვრებელს, აღენიშნებათ ლაქტოზის აუტანლობა. თუმცა, აღნიშნული არ აისახება მათ ჯანმრთელობაზე.

ლაქტოზის აუტანლობა შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან განვითარდეს ასაკის მატებასთან ერთად. როცა ადამიანს აღენიშნება ლაქტოზის აუტანლობა, ლაქტოზის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, იწყება  მუცლის ტკივილი, შებერილობა, მეტეორიზმი და გულისრევა.

ლაქტოზის მონოჰიდრატს ხშირად უმატებენ დიაბეტურ საკვებ პროდუქტებს: მარმელადებს, საკონდიტრო  პროდუქციას, ასევე სამედიცინო პრეპარატებს. მისი აღმოჩენა შესაძლებელია შედედებულ რძეში, ჩიპსებში, ყავის ნაღებში და მარგარინში.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.

მიელოსუპრესია

$
0
0

მიელოსუპრესია –  სისხლში ლეიკოციტების და თრომბოციტების შემცველობის დაქვეითებაა. მიელოსუპრესია, ავთვისებიანი სიმსივნეების ქიმიოთერაპიული მკურნალობის ხშირი გართულებაა, რადგან  ანტისიმსივნური პრეპარატები, მოქმედებენ ძვლის სწრაფად გამრავლებად უჯრედებზე.

გარდა ამისა, ერითროციტებთან შედარებით, ლეიკოციტების და თრომბოციტების სიცოცხლის ხანგრძლივობა ნაკლებია, რაც ხელს უწყობს მიელოსუპრესიის განვითარებას. მიელოსუპრესია ვითარდება, მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.

ნეიროპათიური ტკივილი

$
0
0

ნეიროპათიური ტკივილი, ნეიროპათიური ტკივილები – ტკივილის ფორმა, რომელიც გამოირჩევა ჩვეულებრივი ტკივილისაგან. ტკივილი აღმოცენდება, არა ფიზიკური დაზიანებების შედეგად, არამედ პერიფერიულ ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ნეირონების (პასუხისმგებლები ორგანიზმის ფიზიკურ დაზიანებაზე. ჩვეულებრივი ტკივილის  ნეირონები.)  პათოლოგიური აღგზნების შედეგად.

ნეიროპათიური ტკივილი, შეიძლება ასოცირებული იყოს, ანომალურ შეგრძნებებთან (დიზესთეზია) ან ისეთ სტიმულებთან, რომლებიც ნორმალურ მდგომარეობაში არ იწვევენ ტკივილს (ალოდინია).

ნეიროპათიური ტკივილი, შეიძლება იყოს მუდმივი და/ან ეპიზოდური. ეპიზოდური ტკივილი, არის გამგმირავი ან ელექტრული დენის, კუნთებში გავლის მსგავსი შეგრძნება.

ზოგადი სიმპტომებიდან აღსანიშნავია, წვის ან სიცივის, ჭიანჭველების ცოცვის, ნემსების ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება და ქავილი. ნეიროპათიური ტკივილის მიზეზი, შეიძლება იყოს პერიფერიულ და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, მიმდინარე პათოლოგიური პროცესები. ამრიგად, განასხვავებენ პერიფერიულ ნეიროპათიას, ცენტრალური ან შერეული ტიპის ნეიროპათიურ ტკივილს.

ნეიროპათიური ტკივილი, აღინიშნება ევროპის მოსახლეობის 7-8%-ს, ხოლო 5%-ში შეიძლება გამოვლინდეს მძიმე ფორმით.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.

დოზის გადაჭარბება

$
0
0

დოზის გადაჭარბება, ჭარბი დოზა, გადამეტდოზება – სამედიცინო ტერმინი, რომელიც აღწერს რეკომენდებულ დოზაზე, მეტი რაოდენობით წამლისმიერი ან ნარკოტიკული პრეპარატის მიღებას. სამკურნალო ან ნარკოტიკული პრეპარატების დოზის გადაჭარბებამ  ორგანიზმს შეიძლება ძლიერი და ზოგჯერ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს, რაც ხშირად სამედიცინო დახმარების გარეშე, ადამიანის სიკვდილით მთავრდება.

დოზის გადაჭარბება (გადამეტდოზება, ჭარბი დოზა), გულისხმობს, როგორც უსაფრთხო დოზის მომატებით მიღებას, ისე წამლის ან ნარკოტიკის შეცდომით ან განზრახ მოწამვლის შესაძლებლობას.

გადამეტდოზება განსაკუთრებით საშიშია იმ პირებისათვის, ვინც შიდა მოხმარების, ინექციების ფორმით იღებს ნარკოტიკულ საშუალებებს. ბოლო წლების მონაცემებით, ნარკოტიკების დოზის გადაჭარბების შემთხვევები მატულობს: მაგალითად, აშშ-ში, დაავადებების კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ნარკოტიკების გადამეტდოზებით სიკვდილიანობა 1999-2004 წლებში გაიზარდა 2-ჯერ.

დოზის გადაჭარბების შედეგად სიკვდილიანობის დიდი ნაწილი, აღინიშნება 30 წელზე მეტი ხნის პირებში, მაშინ როცა უფრო ახალგაზრდა მომხმარებლებში, ეს დონე სტაბილურია, თუმცა არალეტალური გამოსავლით.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.

ბლისტერი

$
0
0

ბლისტერი, ბლისტერული შეფუთვა (სინონიმი – კონტურული უჯროვანი შეფუთვა) – პლასტიკური შეფუთვის ტიპი, რომელიც გამოიყენება მსუბუქი, მცირე ტვირთებისათვის. მაგალითად, კოსმეტიკის, საკანცელარიო საქონლის, მობილური ტელეფონების აქსესუარების, წამლების და სხვ. შესაფუთად.

შეფუთვა, წარმოადგენს ნივთების ჩასადებ ბუდეს, რომელსაც გააჩნია, შესაფუთი საქონლის მიხედვით ფორმა და ზომა. პლასტმასის ფირფიტა, შეიძლება იყოს გამჭირვალე ან უხეში პოლიგრაფიული სუბსტრატი (პლასტმასის მასალა, შეიძლება იყოს არაგამჭირვალე, ხოლო სუბსტრატი შეიძლება იყოს დამზადებული მეტალური კილიტისაგან (ფოლგა) – მაგალითად, სამკურნალო პრეპარატებისათვის  ვაკუუმური  ტაბლეტის, ან კაფსულის ფორმის შეფუთვა.

ბლისტერი წარმოადგენს პატარა ჯიბის ან ნახვრეტის ფორმის წარმონაქმნს, რომელიც ჩვეულებრივ, დამზადებულია თერმოპლასტური პოლიმერისგან (პლასტმასი).

გაუმჭვირვალე ბლისტერით, ხშირად დაცულია სინათლის (ულტრაიისფერი სხივები) მიმართ მგრძნობიარე საქონელი.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.

ანტიეპილექსიური პრეპარატები

$
0
0

ანტიეპილეფსიური პრეპარატები – სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ, ეპილეფსიით დაავადებულებს, თავიდან ააცილონ გულყრების განვითარება.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.

ავიდურობა ანტისხეულების

$
0
0

ავიდურობა ანტისხეულების (antibody avidity) – ანტისხეულების უნარი, ანტიგენების ჰეტეროგენული ნარევში, დაუკავშირდეს კონკრეტულ ანტიგენს.

ავიდურობა ახასიათებს იმუნურ შრატებს და დამოკიდებულია ანტისხეულის აფინობაზე.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.


აგლუტინინი

$
0
0

აგლუტინინი (agglutinin) – აგლუტინაციის რეაქციაში მონაწილე ანტისხეული; აგლუტინინებს განასხვავებენ იმ უჯრედის ტიპის მიხედვით, რომლებზეც ზემოქმედებენ: ჰემაგლუტინინი (ერითროციტებზე), ლეიკოაგლუტინინი (ლეიკოციტებზე) და ა.შ. აგლუტინინის პროდუცირება, შეუძლია „არასპეციფიკურ“ ორგანიზმებსაც, მაგალითად, მცენარეებს (ფიტოაგლუტინინები).


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.

აგლუტინოგენი

ადენოვირუსი

$
0
0

ადენოვირუსი (adenovirus) – ხერხემლიანთა დნმ-შემცველი ვირუსი, არ გააჩნია ლიპოპროტეინული გარსი, დიამეტრი 70-90 ნმ, შეიცავს ორჯაჭვიან დნმ-ის მოლეკულას (მოლეკულური მასა 20-29 х 106).

მეტად გავრცელებულია, მწვავე რესპირატორული დაავადებების გამომწვევი ადენოვირუსები. ადენოვირუსების მაგალითზე პირველად იყო აღმოჩენილი ალტერნატიული სპლაისინგის მოვლენა.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.

ადენოზინფოსფატი

$
0
0

ადენოზინფოსფატი (adenosine phosphate) – ნუკლეოტიდების ზოგადი დახასიათება, რომელიც შეიცავს ადენინს, რიბოზას, 1 (ამფ), 2 (ადფ) და 3 (ატფ) ფოსფორმჟავას ნაშთებს.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.

ადფ (ADF)

$
0
0

ადფ (ADF) – ნუკლეოტიდი, რომელიც შედგება ადენინის, რიბოზის და ფოსფორმჟავას ორი ნაშთისაგან, ჩვეულებრივ გვხვდება კომპლექსში მაგნიუმის იონებთან. წარმოიქმნება ამფ-ის ფოსფორილირებით ან ატფ-ის დეფოსფორილირებით.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.

Viewing all 4381 articles
Browse latest View live