Quantcast
Channel: www.medgeo.net
Viewing all 4381 articles
Browse latest View live

ფარკოსოლვინი – FARCOSOLVIN

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

ფარკოსოლვინის შემადგენლობა:
5 მლ სიროფი:
ამბროქსოლი – HH HCL 15 მგ,გუაიფენაზინი – 30 მგ, გაუწყლოებული თეოფილინი – 60 მგ.
1 კაფსულა:
ამბროქსოლი HH HCL 15 მგ,  გუაიფენაზინი  100 მგ, გაუწყლოებული თეოფილინი 50 მგ

მოქმედება:

ფარკოსოლვინის სიროფი ან კაფსულა შეიცავს ამბროქსოლს,H გუაიფენაზინს და თეოფილინს, რომელთა სინერგული მოქმედება იწვევს მუკოლიზურ, ამოსახველებელ და ბრონქოდილატაციურ ეფექტებს.


ამბროქსოლი, მუკოლიზური საშუალება, მოქმედებს ლორწოს მუკოპოლისაქარიდების სტრუქტურაზე, ამცირებს მათ სიბლანტეს და ხელს უწყობს ლორწოს გამოყოფას სასუნთქი გზებიდან.

გუაიფენაზინი ამცირებს რესპირატორული სეკრეტის ადჰეზიურობასა და ზედაპირულ დაჭიმულობას, აძლიერებს სასუნთქი გზების სეკრეტის და ნახველის გამოყოფას, ტრაქეო – ბრონქულ ნახველზე ახდენს დემულცენტურ ეფექტს.

თეოფილინი, ფარკოსოლვინის მესამე კომპონენტი, ახდენს ბრონქების გლუვი კუნთების ეფექტურ რელაქსაციას, ააგზნებს სუნთქვის ცენტრს, აძლიერებს დიაფრაგმის შეკუმშვას და ბრონქოპულმონური გზების მუკოცილიალურ კრილენსს.

კლინიკურად, ფარკოსოლვინი ამცირებს რესპირატორული გზების სპაზმს და სეკრეტით გამოწვეულ ხველას, ხელს უშლის სქელი ლორწოვანი ფოლაქების ჩამოყალიბებას, იწვევს ხშირი, არაპროდუქტიული ხველის გაიშვიათებას და აქცევს მას პროდუქტიულად. ეს ეფექტები განაპირობებს ფარკოსოლვინის მაღალეფექტურობას სხვადასხვა ტიპის ხველის დროს, რესპირატორული დაავადებების ხშირ შემთხვევაში როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში.

ჩვენება:
ფარკოსოლვინი (სიროფი ან კაფსულა) ნაჩვენებია სეკრეტით ან ბრონქოსპაზმით გამოწვეული პროდუქტიული და არაპროდუქტიული დროს, მწვავე და ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში:
– სხვადასხვა გენეზის (ინფექციური, სხვადასხვა გამღიზიანებლით გამიწვეული, მწეველთა) ტრაქეობრონქიტი და ბრონქიტი;
– ასთმური ბრონქიტი;
– პნევმონია;
– ბრონქოექტაზია;
– ბრონქოპნევმონია;
– ემფიზემა;
– ატელექტაზი.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ

გაფრთხილება:
ისევე როგორც თეოფილინის შემცველი სხვა პრეპარატები, ფარკოსოლვინი ინიშნება სიფრთხილით კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ჰიპერტენზიის, გულის, ღვიძლის და თიკმლის მწვავე დაავადებების დროს.

გვერდითი ეფექტები:

ფარკოსოლვინი უსაფრთხოა და კარგად გადაიტანება. იშვიათად მის მიღებას თან ახლავს გულისრევა ან ღებინება.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულებში და ლაქტაციის დროს ფარკოსოლვინი უნდა დაინიშნოს მხოლოდ აუცილებელი ჩვენების დროს.

დოზირება:
ბავშვები
– (1-3 წლამდე) – ½1/2-1 ჩაის კოვზი სიროფი დღეში 3-4- ჯერ;
ბავშვები – (3-12 წლამდე) – 1-2 ჩაის კოვზი სიროფი დღეში 3-4- ჯერ მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით 1-3 ჩაის კოვზი სიროფი ან 1-2 კაფსულა დღეში 3- ჯერ.
შეფუთვა ბოთლი 120 მლ სიროფი. კოლოფი 24 რბილი ჟელატინიანი კაფსულა.

შენახვის პირობები: ინახება 15-30 °C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: 3 წელი

გაცემის წესი:  რეცეპტით

მწარმოებელი: Pharco Pharmaceutical Kilo 31 Alexandria-Cairo Desert, ეგვიპტე

გაფრთხილება


ფარლოსარი / FARLOSAR

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ლოსარტანი/losartan

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები

აქტიური ნივთიერება: ლოსარტან კალიუმი  100მგ
ფარლოსარი
ანტიჰიპერტენზიული საშუალებაა, რომელიც მიეკუთვნება ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტის ჯგუფის პრეპარატებს (AIIA) და გამოირჩევა მაღალი არჩევითობითა და აფინიტეტით AT1 ტიპის რეცეპტორების მიმართ. AT1-რეცეპტორების სპეციფიკური ბლოკადა იძლევა გამოკვეთილ ანტიჰიპერტენზიულდა ორგანოპროტექტორულ ეფექტს.
AT1-რეცეპტორების ბლოკადის ფონზე მცირდება ანგიოტენზინ II-ის არახელსაყრელი ზეგავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.  ფარლოსარი გადის  ჰემატოენცეფალურ ბარიერს და  ცნს-ში სიმპათიკური ნეირონების პრესინაფსური AT1-რეცეპტორების ბლოკირებით  თრგუნავს ნორადრენალინის გამოთავისუფლებას.  რის შედეგადაც  ქვეითდება. სისხლძარღვთა გლუვი მუსკულატურის ადრენორეცეპტორების სტიმულაცია, რასაც თავის მხრივ მივყავართ ვაზოდილატაციამდე.

ფარლოსარი
· ამცირებს სისხლძარღვების საერთო პერიფერიულ წინააღმდეგიბას და ინსულტის განვითარების რისკს
· არეგულირებს წნევას სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში, ამცირებს ადრენალინისა და ალდოსტერონის კონცენტრაციას სისხლში
· ამცირებს პოსტდატვირთვას, ხელს უშლის მიოკარდიუმის ჰიპერტროფიის განვითარებას
· გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ზრდის ფიზიკური დატვირთვის მიმართ ტოლერანტობას
· პაციენტებში  ტიპი II შაქრიანი დიაბეტით ამცირებს პროტეინურიის და თირკმლის უკმარისობის პროგრესირებას.

ფარმაკოკინეტიკა
ლოსარტანი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა დაახლოებით 33%. გააჩნია ღვიძლში „პირველი გავლის“ ეფექტი. ლოსარტანის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო შეადგენს 1 საათს, აქტიური მეტაბოლიტის 3-4 საათს, პეროლარული მიღების შემდეგ. ნახევრადგამოყოფის პერიოდი არის 1,5 – 2 საათი, ხოლო მისი ძირითადი მეტაბოლიტის 6 – 9 საათი. ლოსარტანის დაახლოებიტ 35% გამოიყოფა შარდით, ხოლო 60% ნაწლავიდან.

ჩვენება:
· არტერიული ჰიპერტენზია;
· არტერიული ჰიპერტენზია მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით;
· გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებულ თერაპიაში, აგფ – ინჰიბიტორების აუტანლობის ან არაეფექტურობის შემთხვევაში);
· ნეფროპროტექცია პაციენტებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით და პროტეინურიით.

მიღების წესი და დოზირება:
• შეგიძლიათ მიიღოთ უზმოზე ან საკვებთან ერთად.
• ტაბლეტები მიიღეთ წყლის სათანადო რაოდენობის მიყოლებით დაღეჭვის გარეშე
• ფარლოსარი მიიღეთ დღის ერთსა და იმავე დროს.

ფარლოსარის
ერთჯერადი მიღების შემდეგ ჰიპოტენზიური მოქმედება მაქსიმუმს აღწევს 6 საათში, ხოლო შემდეგი 24 საათის განმავლობაში მცირდება.
მაქსიმალური ჰიპოტენზიური ეფექტი მიიღწევა 3-6 კვირაში

ფარლოსარი ერთნაირად ეფექტურია სხვადასხვა სქესის და ასაკის პაციენტებისთვის.

არტერიული ჰიპერტენზია:
 საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 50 მგ. მაქსიმალური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა თერაპიის დაწყებიდან 3-6 კვირაში. ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა უფრო გამოხატული ეფექტის მიღწევა პრეპარატის დოზის გაზრდით 100 მგ – მდე დღეღამეში. დიურეტიკების მაღალი დოზების მიღების ფონზე რეკომენდირებულია თერაპიის დაწყება 25 მგ ფარლოსარით დღე ღამეში.
ხანდაზმული  და  თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში  (ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტების ჩათვლით)  საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გულის ქრონიკული უკმარისობა:
საწყისი დოზა შეადგენს 12,5 მგ – ს 1 ჯერ დღეღამეში. დოზის გაზრდა აუცილებელია თანდათან, ერთ კვირიანი ინტერვალით. ისე რომ მიღწეული იქნას შემანარჩუნებელი დოზა – 50 მგ დღეღამეში, ამისთვის საჭიროა არა ნაკლებ 2 კვირა: პირველი კვირა – 12,5 მგ დღეღამეში, მე -2 კვირა – 25 მგ დღეღამეში, მე -3 კვირიდან 50 მგ დღეღამეში.

არტერიული ჰიპერტენზია მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით: ფარლოსარის სტანდარტული საწყისი დოზა შეადგენს 50 მგ – ს დღეღამეში. შემდგომში შესაძლოა დაემატოს ჰიდროქლორთიაზიდი დაბალი დოზით და / ან გაიზარდოს ფარლოსარის დოზა 100 მგ – მდე დღეღამეში.

არტერიული ჰიპერტენზია ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით:
მკურნალობა იწყება 50მგ ფარლოსარით დღეში ერთხელ. ფარლოსარის გამოყენება შესაძლებელია ინსულინთან ან ზოგადად გამოყენებად პრეპარატებთან, რომლებიც ამცირებენ სისხლში გლუკოზას დონეს (მაგ სულფონილშარდოვანა, გლიტაზონები და გლუკოზიდაზას ინჰიბიტორები).
 
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ,  ორსულობა, ლაქტაცია. 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის)

გვერდითი მოვლენები
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, დაღლილობა

იშვიათად: ალერგიული რეაქციები.

გამოშვების ფორმა: 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

გაცემის რეჟიმი: ფორმა 3 რეცეპტით.

მწარმოებელი: Biofarma Ilac San. ve Tic, თურქეთი

გაფრთხილება

ფარმადექსი თვალის წვეთები

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო გენერიული დასახელება: დექსამეტაზონი ფოსფატი დინატრიუმის მარილი

პრეპარატის შემადგენლობა:
1 მლ შეიცავს:
დექსამეტაზონი ფოსფატი დინატრიუმის მარილი…………    1 მგ

გამოშვების ფორმა: 5 მლ და 10 მლ ფლაკონში

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კორტიკოსტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

მოქმედების მექანიზმი:
დექსამეტაზონი წარმოადგენს სინთეზურ გლუკოკორტიკოიდს გამოხატული ანთების და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებით. თვალში ჩაწვეთებისას პრეპარატი აღწევს თვალის ახლომდებარე ყველა ქსოვილში.

ჩვენება:
არაჩირქოვანი, ალერგიული კონიუნქტივიტი, ბლეფაროკონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, კერატიტი, უვეიტი, სკლერიტი. (იხ. პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია).

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, თვალის ვირუსული და სოკოვანი დაავადებები, თვალის ტუბერკულოზური დაზიანება, ტრაქომა, გლაუკომა.

გვერდითი მოვლენები:
თვალის შიდაწნევის მომატება, კონიუნქტივის ჰიპერემია, ცრემლდენა, რქოვანას პერფორაცია. (იხ. პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია).

სიფრთხილე:
პრეპარატის გამოყენება გასაშვებია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
(იხ. პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია).

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას იდოქსურიდინთან ძლიერდება რქოვანას დესტრუქციული პროცესები. (იხ. პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია).

პრეპარატის დოზირება:
თითოეულ თვალში 1-2 წვეთი 3-4 ჯერ დღეში. (იხ.პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია).

პრეპარატის მიღების გზა:
თვალში ჩასაწვეთებლად

შენახვის პირობები:
ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ, მშრალ ადგილას.

შენახვის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი ფირმა და ქვეყანა: Pharmak”,   უკრაინა

გაფრთხილება

ფერო-დენკი 50 / FERRO-DENK 50

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): რკინის (II)ფურამატი/ferrous fumarate

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: შინაგანად მისაღები ანტიანემიური საშუალება

აქტიური ნივთიერება: 1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: რკინის(II) ფუმარატს 152.240 მგ – 163.700 მგ [ექვივალენტური 50 მგ რკინის (II) იონებისა].

დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამაბელი, პოვიდონ K25, ნატრიუმის დოდეცილის სულფატი, მაკროგოლი 6000, ტალკი, სილიციუმის ზეთოვანი ემულსია (დიმეთიკონ 350, პოლისორბატი 80, სორბიტის მჟავა, გასუფთავებული წყალი), ჰიპრომელოზა, მაკროგოლ 4000, ბუტილის მეთაკრილატი –(2-დიმეთილამინეთილ) მეთაკრილატ- მეთილის მეტაკრილატ – კოპოლიმერი (1:2:1), ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ოქსიდი და რკინის ჰიდროქსიდი (E 172).
რა არის ფერო-დენკ 50 და მისი გამოყენება

ჩვენებები:
რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა.

ფეროდენკ 50-ის მიღებამდე
უკუჩვენებები:
ფერო-დენკ 50 არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
– ალერგია პრეპარტის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
– ინფექციით ან სიმსივნით გამოწვეული ანემია, რომელსაც არ ერთვის თან რკინადეფიციტური ანემია.
– რკინის დაგროვება (რკინის მაღალი დონე) (ჰემოქრომატოზი, ქრონიკული ჰემოლიზი)
– რკინის უტილიზაციის დარღვევები (სიდეროაქრესტული ანემია, დატვირთვითი ანემია, თალასემია).

განსაკუთრებული სიფრთხილით:
ფერო-დენკ 50 გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებული სიფრთხილით იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი იღებს ან უახლოესი პერიოდის განმავლობაში ღებულობდა იმ წამლებს, რომლებიც მითითებულია პუნქტში `ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან~. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ეს აგრეთვე მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაშიც, თუ მსგავს მოვლენას ადრეც ჰქონდა ადგილი.
განსაკუთრეული სიფრთხილე არის საჭირო, თუ პრეპარატი მიიღება რკინის მარილებთან ერთად, რათა არ მოხდეს რკინის დოზის გადაჭარბება.
თუ ანამნეზში აღინიშნება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ანთებითი პროცესები, ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უნდა ჩატარდეს განსაკუთრებული სიფრთხლით, რათა არ მოხდეს კუჭ-ნაწლავის ანთებითი პროცესების გამწვავება. ამის შესახებ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ.
აღნიშნული პრეპარტი მშეიცავს ლაქტოზას. შესაბამისად, თუ პაციენტს აღენიშნება სხვადასხვა სახის შაქრის მიმართ აუტანლობა, ფერო-დენკ 50-ის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ფერო-დენკ 50-ის გამოყენება არ არის აკრძალული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

ბავშვები და ხანდაზმულები:
დადგენილია, რომ პრეპარტის მიღება არ არის რეკომენდირეული ბავშვებისთვის და ხანდაზმული პირებისთვის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
– რკინის მარილები ამცირებს ტეტრაციკლინების, პენიცილამინის, ლევოდოპას და მეთილდოპას აბსორბციას.
– რკინის მარილები ხელს უშლის ქინოლონის ანტიბიოტიკების (მაგ. ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი, ნორფლოქსაცინი და ოფლოქსაცინი) აბსორბციას.
– რკინის მარილები ამცირებს თიროქსინის აბსორბციას იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ თიროქსინის ჩამნაცვლებელ პრეპარატებს.
– რკინის აბსორბციას ამცირებს ქოლესტირამინი, ანტაციდები (ჩა++, Mგ++, Aლ++ მარილები), აგრეთვე კალციუმისა და მაგნიუმის შემცველი ნივთიერებები.
– რკინის მარილების და არასტეროიდული პრეპარტების კომბინირებულმა გამოყენებამ შესაძლოა უფრო გაამწვავოს რკინის პრეპარატებით გამოწვეული კუჭისა და ნაწავების გაღიზიანება.
– რკინის შემბოჭველი ნივთიერებები, მაგალითად ფოსფატები, ფიტატები, ოქსალატები, აგრეთვე რძე, ყავა და ჩაი, აფერხებენ რკინის აბსორბციას.
ფერო-დენკ 50 არ მიიღება ზემოხსენებული პრეპარატების მიღებიდან 2-3 საათის განმავლობაში.

მიღების წესი და დოზა:
ფერო-დენკ 50 მიიღება ექიმის ინსტრუქციის შესაბამისად. თუ პაციენტი რაიმეში არ არის დარწმინებული, ასეთ შემთხვევაში მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ფერო-დენკ 50 მიიღება იმ ხანგრძლივობით, რასაც ექიმი ჩათვლის საჭიროდ.
თუ ფერო-დენკ 50-ის ეფექტი არის ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერი, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

ფეროდენკ 50-ის დოზა და მისი მიღების ხანგრძლივობა:
თუ არ არის ექიმის განსხვავებული მთითება, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება შემდეგი დოზირების რეჟიმი:
12 წელზე უფროს ბავშვებში ინიშნება 1 შემოგარსული ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში, ხოლო მოზრდილებში 1 შემოგარსული ტაბლეტი 2-4-ჯერ დღეში. ჰემოგლობინის მაჩვენებლებიდან გამომდინარე, მკურნალობის დასაწყისში მოზრდილებში შესაძლებელია დაინიშნოს 2 შემოგარსული ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში.

ფეროდენკ 50-ის მიღების წესი:
შემოგარსული ტაბლეტი მიიღება მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად, უზმოზე, დილით ან ჭამამდე 1 საათით ადრე.

ფეროდენკ 50-ის მიღების ხანგრძლივობა:
რკინის პრეპარატის დოზა დამოკიდებულია რკინის დეფიციტის სიმძიმეზე. ამის შესახებ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

დოზის გადაჭარბება:
თუ პაციენტმა მიიღო ფერო-დენკ 50-ის ძალიან დიდი დოზა (ნებით ან უნებლიედ), ასეთ შემთხვევაში მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ფეროდენკ 50-ის ძალიან მცირე დოზის მიღება ან დოზის გამოტოვება:
პრეპარატი მიიღება ექიმის მითითების შესაბამისად. არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ. ასეთ შემთხვევაში პრეპარტის მიღება უნდა გაგრძელდეს დოზირების რეჟიმის მიხედვით.

ფეროდენკ 50-ის შეწყვეტა ან დროებით შეჩერება:
პრეპარტის მიღების შეწყვეტამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტები:
კუჭ-ნაწლავის დარღვევები და ყაბზობა იშვიათია.
ხშირად ვლინდება შავი განავალი, რაც გამოწვეულია შავი რკინის სულფიდი პროდუქციით. თუმცა ეს არ წარმოადგენს რაიმე საგანგაშო მოვლენას, რადგან იგი გამოწვეულია რკინის შემცველი პრეპარტების მიღებით. ყაბზობა შესაძლებელია შემსუბუქდეს შესაბამისი საკვების მიღებით.
თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ზემოთ აღნიშნული, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების გამოვლენის დროს მისაღები ზომები:
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მისაღები ზომების შესახებ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
რკინა, როგორც ერითროციტების პიგმენტის (ჰემოგლობინი) ერთ-ერთი კომპონენტი და რამდენიმე ფერმენტში შემავალი ნივთიერება, ცენტრალურ როლს თამაშობს მეტაბოლურ პროცესებში. რკინის დეფიციტი ხელს უშლის თითქმის ყველა უჯერდულ ფუნქციას, განსაკუთრებით კი იმ პროცესებს, რაც საჭიროებს ჟანგბადის არსებობას, როგორიც არის მაგალითად ზრდის პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ რკინის გარკვეული ნაწილი შეიწოვება საკვებიდან, იგი არ არის საკმარისი რკინის ძლიერი დეფიციტის დროს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა რკინის შემცველი პრეპარტების მიღება.

ფარმაკოკინეტიკა:
ფიზიოლოგიურ პირობებში შეიწოვება მიღებული რკინის 10%. აბსორბცია იზრდება რკინადეფიციტური ანემიის დროს, მაგრამ იგი იშვიათად აჭარბებს მიღებული დოზის 50%-ს. ტრივალენტურ რკინისთან შედარებით პH 7-ის პირობებში ბივალენტური რკინის ხსნადობა 1015-ჯერ უფრო მეტია თორმეტგოჯა ნაწლავში და ზედა მლივ ნაწლავში, სადაც ხდება რკინის ძირითადი აბსორბცია. შესაბამისად ბივალენტური რკინა უფრო ადვილად აბსორბისდება.
რკინის (II) ფუმარატი წარმოადგენს საშუალო სტაბილურობის რკინის კომპლექსს, შესაბამისად იგი უფრო ხელსაყრელია შიგნით მისაღებად.
იმის გამო, რომ საკვები აფერხებს აბსორბციას, ფერო-დენკ 50 ინიშნება ჭამამდე ან ჭამის დროს. რკინის მცირედ ხსნადი ნაერთების წარმოქმნა ფიტატებთან (მარცვლელული), ფოსფატებთან (რძე), ოქსალატებთა (ისპანახი, რევანდი) ტანინებთან (ჩაი) ამცირებს რკინის აბსორბციას.
ბიოათვისებულობაზე მოქმედებს ის დრო, რაც საჭიროა რკინის დაშლისთვის და აბსორცსიის ადგილას არსებული რკინის იონების რაოდენობა.

შენახვის წესები:
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას. ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ვადა მითითებულია ბლისტერზე და შეფუთვაზე
პრეპარატი არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ.
მოარიდეთ ბავშვებს.

გამოშვების ფორმა: 50მგ ტაბლეტი #50

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Lomafarm Rudolf Lohmann Gmbh KG,
გერმანია

გაფრთხილება

ფეროვიტ ფორტე / FERROVIT FORTE

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: შინაგანად მისაღები ანტიანემიური საშუალება

შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს:
რკინის ფუმარატს, 98.6 მგ რკინის (II) ეკვივალენტურს,
ნიკოტინამიდს (ვიტამინი PP) – 15 მგ,
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს (ვიტამინი B6) – 1 მგ,
თიამინის მონონიტრატს (ვიტამინი B1) – 2 მგ,
რიბოფლავინს (ვიტამინი B2) – 2 მგ,
კალციუმის პანტოთენატს (ვიტამინი B5), 2.5 მგ პანტოთენის მჟავას ეკვივალენტურს,
ფოლის მჟავას (ვიტამინი B9) – 1.5 მგ,
ციანოკობალამინს (ვიტამინი B12) – 15 მკგ;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, გასუფთავებული ტალკი, სიმინდის სახამებელი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გაუმჭვირვალე წითელი ფერის მყარი ჟელატინის კაფსულები, შევსებული ღიადან მუქ ყავისფრამდე ფხვნილით;

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფეროვიტ ფორტე წარმოადგენს კომბინირებულ ანტიანემიურ საშუალებას. პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მოქმედებით.
რკინა შედის ჰემოგლობინის, მიოგლობინის და სხვადასხვა ფერმენტების შემადგენლობაში. იგი მონაწილეობს ჟანგბადის ტრანსპორტირების პროცესში და ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში. რკინის იონის შეღწევა ენტეროციტში ხორციელდება მობილფერინის მეშვეობით, შემდგომ იგი უერთდება ტრანსფერინს და ცირკულირებს სისხლში. ფერიტინისა და ჰემოსიდერინის სახით რკინა დეპონირდება ღვიძლში, ძვლის ტვინსა და ელენთაში.
რკინის ფუმარატი ხასიათდება ერითროპოეზური, ჰემოპოეზური და ანტიანემიური მოქმედებით. იგი სწრაფად ავსებს რკინის დეფიციტს ორგანიზმში, რის შედეგადაც ხდება ანემიის კლინიკური და ლაბორატორიული სიმპტომების თანდათანობითი რეგრესია.
ნიკოტინამიდი მოქმედების მექანიზმით ნიკოტინის მჟავას მსგავსია და მასთან ერთად განიხილება როგორც ვიტამინი PP ან ვიტამინი B3. იგი მონაწილეობს ცხიმების, პროტეინების, ამინომჟავების, პურინების მეტაბოლიზმში, ქსოვილოვანი სუნთქვის და გლიკოგენოლიზის პროცესებში, წარმოადგენს სასქესო ჰორმონების, კორტიზონის, თიროქსინისა და ინსულინის სინთეზის აუცილებელ ელემენტს. ნიკოტინის მჟავასაგან განსხვავებით ნიკოტინამიდს არ ახასიათებს სისხლძარღვთა გამოხატული გამაფართოებელი მოქმედება და, შესაბამისად, იგი არ იწვევს კანის ჰიპერემიას ან სისხლის მოწოლის შეგრძნებას თავის არეში. მას გააჩნია პელაგრის საწინააღმდეგო მოქმედება. ოსტეოართრიტის დროს იგი ამცირებს ტკივილს სახსრებში. მისი გამოყენებისას შესაძლებელია თავიდან აცილებულ იქნას შაქრიანი დიაბეტის განვითარება. ვიტამინი PP აუცილებელია ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისათვის, იგი დადებითად მოქმედებს კანისა და ლორწოვანი გარსების მდგომარეობაზე.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, ამინომჟავების (ტრიპტოფანი, მეთიონინი, ცისტეინი, გლუტამინი და სხვა) მეტაბოლიზმსა და ნეირომედიატორების (დოფამინი, ნორადრენალინი, ადრენალინი, სეროტონინი და სხვა) ბიოსინთეზში. იგი აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ხელს უწყობს ფოლის მჟავას გარდაქმნას მის აქტიურ ფორმად, ზრდის დიურეზს, ასტიმულირებს ჰემოპოეზს. ათეროსკლეროზის დროს ვიტამინი B6 აუმჯობესებს ლიპიდურ ცვლას.
თიამინის მონონიტრატი წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციების კოფერმენტს, რომელიც მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების ცვლაში და ასევე ნერვულ ქსოვილში, გულის კუნთსა და ჩონჩხის კუნთებში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებში. იგი გავლენას ახდენს სინაფსებში ნერვული იმპულსების გატარებაზე.
რიბოფლავინი მონაწილეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმის პროცესებში. იგი არეგულირებს მხედველობით ფუნქციას, ჰემოგლობინის სინთეზს, აუცილებელია ერითროციტების წარმოქმნისათვის. რიბოფლავინის მეშვეობით ხორციელდება პირიდოქსინის აქტივაცია, ტრიპტოფანის გარდაქმნა ნიკოტინის მჟავად.
კალციუმის პანტოთენატი ავსებს ორგანიზმში პანტოთენის მჟავას დეფიციტს. იგი ასტიმულირებს კოენზიმ A-ს სინთეზს, რომლის სტრუქტურაშიც შედის ერთადერთი შეუცვლელი კომპონენტის სახით. კოენზიმ A-ს შემადგენლობაში შემავალი კალციუმის პანტოთენატი მონაწილეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლაში, აცეტილქოლინისა და სტეროიდების სინთეზში. პანტოთენის მჟავა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ანტისხეულების ფორმირების პროცესში, ავლენს ჰიპოლიპიდემიურ მოქმედებას, აუმჯობესებს მიოკარდიუმის კუმშვადობას.
ფოლის მჟავა აუცილებელია მეგალობლასტების მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. იგი ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში. ფოლის მჟავა აუცილებელია ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისთვის, ხელს უწყობს ემბრიონის ნერვული ღეროს განვითარებას და თანდაყოლილი დეფექტის თავიდან აცილებას, იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების ზემოქმედებისაგან.
ციანოკობალამინი ორგანიზმში გარდაიქმნება კობამამიდად, რომელიც წარმოადგენს ციანოკობალამინის აქტიურ ფორმას და ასრულებს კოფერმენტის როლს დნმ-ის, კრეატინის, მეთიონინის, ქოლინის და მიელინის სინთეზში. ციანოკობალამინი აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ზრდის ქსოვილების რეგენერაციის უნარს. მისი გამოყენებისას უმჯობესდება ღვიძლისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირება.

ფარმაკოკინეტიკა
რკინის ფუმარატი ადვილად აბსორბირდება თორმეტგოჯა ნაწლავიდან და მლივი ნაწლავის პროქსიმალური ნაწილიდან, რადგან ორვალენტიანი რკინა კარგად შეიწოვება, ხოლო ფუმარის მჟავა აძლიერებს მის შეწოვას. ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 35%-ს. აბსორბცია იზრდება ორგანიზმში რკინის დეფიციტის შემთხვევაში, ხოლო მისი ჭარბი შემცველობისას – მცირდება. Cmax აღინიშნება 4 სთ-ის შემდეგ. T1/2 შეადგენს დაახლოებით 12 სთ-ს. გამოიყოფა ძირითადად ოფლთან, შარდთან და ფეკალურ მასებთან ერთად.
ნიკოტინამიდი თითქმის სრულად აბსორბირდება წვრილი ნაწლავის მთელ სიგრძეზე. ბიოტრანსფორმაციას განიცდის ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილში, მათ შორის სისხლში. მეტაბოლიზმის შედეგად წარმოიქმნება მეთილნიკოტინამიდი. გამოიყოფა თირკმელებით მეტაბოლიტების სახით.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მეტაბოლიზდება ღვიძლში.
პლაზმის ცილებს არ უკავშირდება. გამოიყოფა თირკმელებით.
თიამინის მონონიტრატი ძირითადად აბსორბირდება თორმეტგოჯა და მლივი ნაწლავიდან. სისხლში აღინიშნება მიღებიდან 15 წთ-ის, ხოლო სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში – 0.5 სთ-ის შემდეგ. შედარებით დიდი რაოდენობით გროვდება გულის კუნთში, ჩონჩხის კუნთებში, ნერვულ ქსოვილსა და ღვიძლში. გამოიყოფა ძირითადად ნაწლავით და თირკმელებით.
რიბოფლავინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმის ცილებს უკავშირდება 60%. იგი აღწევს თითქმის ყველა ქსოვილში, ასევე გადადის დედის რძეში. ბიოტრანსფორმირდება ღვიძლში. გამოიყოფა თირკმელებით.
კალციუმის პანტოთენატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი დაშლის შედეგად ხდება პანტოთენის მჟავას გამოთავისუფლება. პანტოთენის მჟავა დიდი რაოდენობით აღინიშნება სისხლის პლაზმაში, ღვიძლში, თირკმელზედა ჯირკვლებსა და თირკმელებში, შედარებით მცირე რაოდენობით – გულის კუნთსა და ჩონჩხის კუნთებში. გამოიყოფა ძირითადად შარდით, მცირე რაოდენობა – ფეკალური მასებით. ფოლის მჟავა კუჭში უკავშირდება კასლის შინაგან ფაქტორს და თითქმის სრულად აბსორბირდება თორმეტგოჯა ნაწლავის პროქსიმალური ნაწილიდან. პლაზმის ცილებს უკავშირდება 64%. Cmax მიიღწევა 30-60 წთ-ში. ბიოტრანსფორმაციას განიცდის ღვიძლში. ელიმინირდება ძირითადად თირკმელებით, როგორც უცვლელი, ასევე მეტაბოლიტების სახით.
ციანოკობალამინის შეწოვა ხდება წვრილი ნაწლავის მთელ სიგრძეზე, მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი შეიწოვება მსხვილი ნაწლავიდან. მისი აბსორბციის ხარისხს განაპირობებს კასლის შინაგანი ფაქტორი. იგი თითქმის მთლიანად უკავშირდება პლაზმის ცილებს. T1/2 შეადგენს დაახლოებით 6 დღეს. Cmax მიიღწევა 8-12 სთ-ში. მეტაბოლიზდება ღვიძლში. გამოიყოფა ძირითადად ფეკალურ მასებთან ერთად.

ჩვენებები
• სხვადასხვა ეტიოლოგიის რკინადეფიციტური ანემია;
• რკინისა და B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტის პროფილაქტიკა.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით მიიღება ფეროვიტ ფორტეს 1 კაფსულა დღეში ერთხელ. ელემენტარული რკინის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 2-3 მგ/კგ სხეულის მასაზე. პრეპარატის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება დაუშვებელია.
ფეროვიტ ფორტე მიიღება დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში, ჭამის დროს ან მის შემდეგ.
რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სისხლში ჰემოგლობინის დონეზე და შეადგენს დაახლოებით 2-6 თვეს.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, გარდამავალი ხასიათისაა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა ან ყაბზობა, სისხლის კვალი განავალში;
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, იშვიათად – სისუსტე, აგზნებადობა; ალერგიული რეაქციები: კანის ჰიპერემია, იშვიათად – გამონაყარი, ქავილი, ერთეულ შემთხვევებში – ანაფილაქსიური შოკი.
სხვა: ლითონის გემო პირის ღრუში, კბილის ტკივილი, კბილის მინანქრის შეფერვა, ყელის ტკივილი (განსაკუთრებით ყლაპვისას), ტკივილი გულმკერდის არეში.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ფეროვიტ ფორტეს შემადგენელი კომპონენტების მიმართ; დაავადებები, რომლებიც ხასიათდება რკინის ჭარბი შემცველობით ორგანიზმში (ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი); რკინის უტილიზაციის მექანიზმების დარღვევა (სიდეროაქრესტული ანემია, ანემია ტყვიით მოწამვლისას, პორფირია); ჰემოლიზური ანემიები; მეგალობლასტური ანემიები; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების პერიოდში; ნაწლავის ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი).

ორსულობა და ლაქტაცია
ფეროვიტ ფორტეს გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

განსაკუთრებული მითითებები
გამოყენების თავისებურებები:
პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს განავლისა და შარდის მუქი შეფერვა.
ფეროვიტ ფორტეს და რკინის შემცველი სხვა პრეპარატის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. პრეპარატის მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ლაბორატორიული ტესტების მაჩვენებლებზე.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბებისას აღინიშნება ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მელენა. ამ სიმპტომებს შეიძლება თან დაერთოს აკროციანოზი, სისუსტე, მოდუნება, ძილიანობა, ცივი ოფლი, სწრაფი და ზედაპირული სუნთქვა, ტაქიკარდია. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს შოკური მდგომარეობა, კომა. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში რკინის დიდი დოზით მიღება ხასიათდება მაღალი ლეტალობით. მკურნალობა სიმპტომურია: ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა დიდი რაოდენობის სითხის მიღებით; რძის ან უმი კვერცხის მიღება; მძიმე მოწამვლის შემთხვევაში – დესფეროქსამინის ვენაში შეყვანა; ორგანიზმის მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების კონტროლი, ოქსიგენოთერაპია, აციდოზის კორექცია, რეჰიდრატაციული თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
რკინის ფუმარატისა და ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკის ერთდროული გამოყენებისას მცირდება როგორც რკინის, ასევე ანტიბიოტიკის აბსორბცია. ანტაციდები, რომლებიც შეიცავენ ალუმინის, მაგნიუმისა და კალციუმის მარილებს, ამცირებს რკინის შეწოვას ნაწლავიდან. ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს რკინის აბსორბციას. ეთანოლთან ერთდროული გამოყენება ზრდის რკინის აბსორბციას და, შესაბამისად, იზრდება ტოქსიკური რეაქციების განვითარების რისკი. იმ შემთხვევაში, თუ პარენტერულად ტარდება რკინის შემცველი პრეპარატით მკურნალობა, ფეროვიტ ფორტეს მიღება არ შეიძლება.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ამცირებს ლევოდოპას ეფექტს. ეთანოლის შემცველი პრეპარატების რეგულარულად გამოყენება აქვეითებს ვიტამინ B6-ის ეფექტურობას.
სულფანილამიდები, ანტიბიოტიკები, კონტრაცეპტივები, ანტაციდები და ეთანოლის შემცველი პრეპარატები ამცირებს თიამინის შეწოვას ნაწლავიდან.
რიბოფლავინი ხელს უწყობს რკინისა და პირიდოქსინის აბსორბციას. ნეიროლეფსიური საშუალებები (ამინაზინი, პროპაზინი და სხვა) აფერხებს რიბოფლავინის მეტაბოლიზმს.
დოქსიციკლინის, ტეტრაციკლინის, ერითრომიცინის და ლინკომიცინის რიბოფლავინთან ერთდროული გამოყენება ამცირებს მათ ეფექტურობას. რიბოფლავინი შეუთავსებელია სტრეპტომიცინთან.
კალციუმის პანტოთენატი ამცირებს სტრეპტომიცინისა და ტუბერკულოზის სამკურნალო სხვა პრეპარატების ტოქსიკურობას. იგი აძლიერებს საგულე გლიკოზიდების კარდიოტონურ ეფექტს.
ფოლის მჟავას ეფექტი მცირდება ანალგეტიკებთან, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებთან, ანტაციდებთან, ქოლესტირამინთან, სულფანილამიდებთან, ანტიბიოტიკებთან, კონტრაცეპტივებთან და ციტოსტატიკებთან ერთად მიღებისას.
ციანოკობალამინის აბსორბცია მცირდება ამინოგლიკოზიდებთან, სალიცილატებთან, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებთან, კოლხიცინთან და კალიუმის პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას. ქლორამფენიკოლის მიღება ამცირებს რკინის პრეპარატების და ვიტამინ B12-ის ეფექტს.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გამოშვების ფორმა: 300 მგ კაფსულა #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

გაფრთხილება

ფეროვიტი

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: შინაგანად მისაღები ანტიანემიური საშუალება

შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს:
კარბონილის რკინას, 100 მგ ელემენტარული რკინის ეკვივალენტურს,
ვიტამინ B9-ს (ფოლის მჟავა) – 1.5 მგ,
ვიტამინ B12-ს (ციანოკობალამინი) – 15 მკგ,
ვიტამინ C-ს (ასკორბინის მჟავა) – 75 მგ,
ვიტამინ E-ს (ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი) – 15 სე,
თუთიის სულფატის მონოჰიდრატს, 22.5 მგ ელემენტარული თუთიის ეკვივალენტურს,
ნატრიუმის სელენატს, 65 მკგ ელემენტარული სელენის ეკვივალენტურს;
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, საქაროზა, პოვიდონი, საღებავი ონცეაუ 4ღ (E 124).
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
გამჭვირვალე მყარი ჟელატინის კაფსულები უფერო კორპუსითა და წითელი ფერის თავსახურით, შევსებული სხვადასხვა ფერის გრანულებით;

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფეროვიტი წარმოადგენს კომბინირებულ ანტიანემიურ საშუალებას. პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მოქმედებით.
რკინა შედის ჰემოგლობინის, მიოგლობინის და სხვადასხვა ფერმენტების შემადგენლობაში. იგი მონაწილეობს ჟანგბადის ტრანსპორტირების პროცესში და ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში. რკინის იონის შეღწევა ენტეროციტში ხორციელდება მობილფერინის მეშვეობით, შემდგომ იგი უერთდება ტრანსფერინს და ცირკულირებს სისხლში. ფერიტინისა და ჰემოსიდერინის სახით რკინა დეპონირდება ღვიძლში, ძვლის ტვინსა და ელენთაში.
კარბონილის რკინა ხასიათდება ელემენტარული რკინის მაღალი შემცველობით (98%-მდე). იგი არ არის ტოქსიკური და სწრაფად ავსებს რკინის დეფიციტს ორგანიზმში, რის შედეგადაც ხდება ანემიის კლინიკური და ლაბორატორიული სიმპტომების თანდათანობითი რეგრესია.
ფოლის მჟავა აუცილებელია მეგალობლასტების მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. იგი ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში. ფოლის მჟავა აუცილებელია ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისთვის, ხელს უწყობს ემბრიონის ნერვული ღეროს განვითარებას და თანდაყოლილი დეფექტის თავიდან აცილებას, იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების ზემოქმედებისაგან.
ვიტამინი B12 ორგანიზმში გარდაიქმნება კობამამიდად, რომელიც წარმოადგენს ციანოკობალამინის აქტიურ ფორმას და ასრულებს კოფერმენტის როლს დნმ-ის, კრეატინის, მეთიონინის, ქოლინის და მიელინის სინთეზში. ციანოკობალამინი აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ზრდის ქსოვილების რეგენერაციის უნარს. მისი გამოყენებისას უმჯობესდება ღვიძლისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირება.
ასკორბინის მჟავა წარმოადგენს წყალში ხსნად ანტიოქსიდანტს, რომელიც მონაწილეობს მრავალ ბიოქიმიურ პროცესში (ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები, ნახშირწყლების ცვლა, სისხლის შედედების პროცესი, პროკოლაგენის, კოლაგენის და კორტიკოსტეროიდების სინთეზი). აღსანიშნავია მისი როლი სურავანდის მკურნალობისას. ვიტამინი C ხელს უწყობს ნაწლავში რკინის შეწოვის პროცესს, ქსოვილების რეგენერაციას, ააქტიურებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას და აწესრიგებს კაპილარების განვლადობას.
ვიტამინი E ცხიმში ხსნადი ანტიოქსიდანტია. იგი იცავს უჯრედის მემბრანას თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან, აფერხებს ერითროციტების ჰემოლიზს, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას და დისტროფიული ცვლილებების წარმოქმნას გულის კუნთსა და ჩონჩხის კუნთებში, ამცირებს არტერიულ წნევას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ახდენს რეპროდუქციული ფუნქციის ნორმალიზებას, ასტიმულირებს ჰემისშემცველი ფერმენტების სინთეზს.
თუთია შედის ფერმენტებისა და რამდენიმე ჰორმონის შემადგენლობაში. იგი ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას, მონაწილეობს ცილების სინთეზში. გარდა ამისა, თუთია ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას, აუცილებელია გემოს შეგრძნებისათვის. იგი დადებითად მოქმედებს სასქესო ჯირკვლების ფუნქციონირებაზე, კანის, ფრჩხილებისა და თმების მდგომარეობაზე.
სელენი, ისევე როგორც ვიტამინები E და C, ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით. იგი შედის გლუტათიონპეროქსიდაზას შემადგენლობაში, რომელიც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისაგან, გააჩნია კარდიოპროტექტორული მოქმედება, თრგუნავს სიმსივნური უჯრედების პროლიფერაციას, მონაწილეობს სპერმატოგენეზში.

ფარმაკოკინეტიკა
კარბონილის რკინა ნელა და თანაბრად აბსორბირდება თორმეტგოჯა ნაწლავიდან და მლივი ნაწლავის პროქსიმალური ნაწილიდან. ბიოშეღწევადობა რკინის მარილებთან შედარებით, მაქსიმალურია და აღწევს 69%-ს, ვინაიდან მისი მცირე ზომის სფერული ნაწილაკები კარგად შეიწოვება. აბსორბცია იზრდება ორგანიზმში რკინის დეფიციტის შემთხვევაში, ხოლო მისი ჭარბი შემცველობისას – მცირდება. პლაზმის ცილებს უკავშირდება 90% ან მეტი. გამოიყოფა ოფლთან, შარდთან და ფეკალურ მასებთან ერთად.
ფოლის მჟავა კუჭში უკავშირდება კასლის შინაგან ფაქტორს და თითქმის სრულად აბსორბირდება თორმეტგოჯა ნაწლავის პროქსიმალური ნაწილიდან. პლაზმის ცილებს უკავშირდება 64%. Cmax აღწევს 30-60 წთ-ში. ბიოტრანსფორმაციას განიცდის ღვიძლში. ელიმინირდება ძირითადად თირკმელებით, როგორც უცვლელი, ასევე მეტაბოლიტების სახით.
ციანოკობალამინის შეწოვა ხდება წვრილი ნაწლავის მთელ სიგრძეზე, მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი შეიწოვება მსხვილი ნაწლავიდან. მისი აბსორბციის ხარისხს განაპირობებს კასლის შინაგანი ფაქტორი. იგი თითქმის მთლიანად უკავშირდება პლაზმის ცილებს. T1/2 შეადგენს დაახლოებით 6 დღეს. Cmax აღწევს 8-12 სთ-ში. მეტაბოლიზდება ღვიძლში. გამოიყოფა ძირითადად ფეკალურ მასებთან ერთად.
ასკორბინის მჟავა შეიწოვება ძირითადად წვრილ ნაწლავში. პლაზმის ცილებს უკავშირდება 25%. Cmax აღწევს 4 სთ-ში. მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში. გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით მეტაბოლიტების სახით. ვიტამინი E კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. Cmax აღინიშნება 4-8 სთ-ის შემდეგ. გამოიყოფა ძირითადად ნაღველით.
თუთია შეიწოვება თორმეტგოჯა და მლივ ნაწლავებში. ეს პროცესი ხორციელდება სპეციფიკური ცილის მეშვეობით, რომელიც სინთეზირდება კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ. სისხლის პლაზმაში ტრანსფერინის მეშვეობით ხდება თუთიის ტრანსპორტირება ღვიძლში. მიკროელემენტს შეიცავს ყველა ორგანო და ქსოვილი, მაგრამ ყველაზე დიდი კონცენტრაციით იგი გროვდება წინამდებარე ჯირკვალში. გამოიყოფა ძირითადად ფეკალურ მასებთან და შარდთან ერთად.
სელენი თითქმის სრულად აბსორბირდება თორმეტგოჯა ნაწლავში. ტრანსპორტირება და დეპონირება ხდება როგორც სპეციფიკური ცილების, ასევე ალბუმინების, გლობულინების და ლიპოპროტეინების მეშვეობით. მიკროელემენტი სისხლით აღწევს თითქმის ყველა ორგანოსა და ქსოვილში, მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება გულის კუნთში, ღვიძლში და ჩონჩხის კუნთებში. გამოიყოფა ფილტვების, ნაწლავისა და თირკმლების საშუალებით.

ჩვენებები
• სხვადასხვა ეტიოლოგიის რკინადეფიციტური ანემია;
• რკინის, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის პროფილაქტიკა დაგეგმილი ორსულობის წინ, ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით მიიღება ფეროვიტის 1 კაფსულა დღეში ერთხელ.
ელემენტარული რკინის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 2-3 მგ/კგ სხეულის მასაზე. პრეპარატი მიიღება ჭამის დროს ან მის შემდეგ.
რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სისხლში ჰემოგლობინის დონეზე და შეადგენს დაახლოებით 2-6 თვეს.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, გარდამავალი ხასიათისაა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა ან ყაბზობა;
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, იშვიათად – სისუსტე, აგზნებადობა;
ალერგიული რეაქციები: კანის ჰიპერემია, იშვიათად – გამონაყარი, ქავილი; ერთეულ შემთხვევებში – ანაფილაქსიური შოკი.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ფეროვიტის შემადგენელი კომპონენტების მიმართ; დაავადებები, რომლებიც ხასიათდება რკინის ჭარბი შემცველობით ორგანიზმში (ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი); რკინის უტილიზაციის მექანიზმების დარღვევა (სიდეროაქრესტული ანემია, ანემია ტყვიით მოწამვლისას, კანის გვიანი პორფირია); ჰემოლიზური ანემიები; მეგალობლასტური ანემიები.

ორსულობა და ლაქტაცია
ფეროვიტის გამოყენება რეკომენდებულია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
გამოყენების თავისებურებები:
პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს განავლის მუქი შეფერილობა.
ფეროვიტისა და სხვა რკინის შემცველი პრეპარატის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბებისას აღინიშნება ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მელენა. ამ სიმპტომებს შეიძლება თან დაერთოს აკროციანოზი, სისუსტე, მოდუნება, ძილიანობა, ცივი ოფლი, სწრაფი და ზედაპირული სუნთქვა, ტაქიკარდია. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს შოკური მდგომარეობა, კომა. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში რკინის დიდი დოზით მიღება ხასიათდება მაღალი ლეტალობით. მკურნალობა სიმპტომურია: ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა დიდი რაოდენობის სითხის მიღებით; რძის და უმი კვერცხის მიღება; მძიმე მოწამვლის შემთხვევაში – დესფეროქსამინის ვენაში შეყვანა; ორგანიზმის მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების კონტროლი, ოქსიგენოთერაპია, აციდოზის კორექცია, რეჰიდრატაციული თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კარბონილის რკინის ანტაციდებთან, კალციუმის პრეპარატებთან, პანკრეატინთან ან პანკრეოლიპაზასთან ერთდროული გამოყენებისას მცირდება რკინის იონის აბსორბცია. რკინა აქვეითებს ფტორქინოლონების, პენიცილამინის და ტეტრაციკლინის აბსორბციას, რის გამოც სასურველია, რომ მათ მიღებებს შორის დაცული იქნას 2 სთ-იანი ინტერვალი. ეთანოლთან ერთდროული გამოყენება ზრდის რკინის აბსორბციას და, შესაბამისად, იზრდება ტოქსიკური რეაქციების განვითარების რისკი. იმ შემთხვევაში, თუ პარენტერულად ტარდება რკინის შემცველი პრეპარატით მკურნალობა, ფეროვიტის მიღება არ შეიძლება. ფოლის მჟავას ეფექტი მცირდება ანალგეტიკებთან, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებთან, ანტაციდებთან, ქოლესტირამინთან, სულფანილამიდებთან, ანტიბიოტიკებთან, ჰორმონულ კონტრაცეპტივებთან და ციტოსტატიკებთან ერთად მიღებისას.
ციანოკობალამინის აბსორბცია მცირდება ამინოგლიკოზიდებთან, სალიცილატებთან, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებთან, კოლხიცინთან და კალიუმის პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას. ქლორამფენიკოლის მიღება ამცირებს რკინის პრეპარატების და ვიტამინი B12-ს ეფექტს.
ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს რკინის პრეპარატების შეწოვას ნაწლავიდან. ბარბიტურატები და სალიცილატები ზდრიან ასკორბინის მჟავას გამოყოფას თირკმელებით.
ქოლესტირამინის და ქოლესტიპოლის ერთდროული მიღებისას ვიტამინი E-ს აბსორბცია მცირდება. თუთიის შეწოვა მცირდება ანტაციდების, ალკოჰოლის, რკინის პრეპარატებისა და კალციუმის პრეპარატების მიღებისას. თუთია კონკურენტულად აინჰიბირებს სპილენძის იონების შეწოვას ნაწლავიდან.
სელენისა და ვიტამინი E-ს მოქმედება სინერგიულია.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გამოშვების ფორმა: 100 მგ კაფსულა #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

გაფრთხილება

ფეროლინ C / Ferrolin C

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა 1 პაკეტის:
აქტიური ნივთიერება:
რკინა(III) პიროფოსფატი   15 მგ.
ვიტამინი C        62,5 მგ.
ფოლის მჟავა     200 მკგრ.
დამხმარე ნივთიერებები:
საინექციო წყალი, სტბილიზატორები: გლიცერინი, გუმფისი, არომატიზატორი, ანტიოქსიდანტი:  ასკორბინიდ მჟავა, კონსერვანტი:კალიუმის სორბატი, დამჟანგველი: ლიმონმჟავა.
რკინის პროფოსფატი  წარმოქმნის ძლიერ და სტაბილურ ნაერთს. პიროფოსფატი ცნობილია როგორც ტრიგერი, რომელიც იწვევს რკინის გათავისუფლებას ტრანსფერინიდან, ხელს უწყობს რკინის ტრანსპორტს ტრანსფერინიდან ფერიტინში და იწვევს რკინის გაცვლას ტრანსფერინის მოლეკულებს შორის. სწორედ ამიტომ რკინის პიროფოსფატის მიღებისას უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ ხდება ანემიის მკურნალობ

ვიტამინი C ხელს უწყობს რკინის გარდაქმნას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ადვილად შეწოვად ფორმად.
ფოლის მჟავა    აუცილებელი კომპონენტია სისხლის წითელი უჯრედების წარმოსაქმნელად, აქტიურად მონაწილეობას ნუკლეინმჟავების სინთეზში, რასაც ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს უჯრედების ზრდა და გამრავლებაში.
ციანკობალამინი ვიტამინი B12-ს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს სისხლის წითელი უჯრედების, ნუკლეინის მჟავების, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების სინთეზში.

ჩვენებები
–  სხვადასხვა ეტიოლოგიის რკინადეფიციტური ანემიისას
–  რკინის, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის პროფილაქტიკა დაგეგმილი ორსულობის წინ, ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში
– სისხლის დანაკარგის კომპენსაციისთვის
– ხანგრძლივად დიეტაზე ყოფნისას
– ბავშვებისათვისს აქტიური ზრდის პერიოდში,
– მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს
– არაბალანსირებული კვება
– ხანგრძლივ  მედიკამენტოზურ თერაპიაზე მყოფი ასაკოვან პაციენტებში

მიღების წესები და დოზები:
პაკეტი:1 პაკეტი დღეში 1 ჯერ ჭამის შემდეგ (ორსულობის დროს 2 პაკეტი დღეში.)
კაფსულა: 1 კაფსულა  დღეში 1 ჯერ ჭამის შემდეგ (ორსულობის დროს 2 კაფსულა დღეში.)

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სისხლში ჰემოგლობინის დონეზე

გვერდითი მოვლენები
პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით.

უკუჩვენება
-მომატებული მგრძნობელობა ფეროლინის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, დაავადებები  რკინის ჭარბი შემცველობით

ორსულობა და ლაქტაცია
ფეროლინის გამოყენება რეკომენდებულია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

გამოყენების თავისებურებები
ფეროლნის და სხვა რკინის შემცველი პრეპარატის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
არ შეიცავს:  გლუტეინს, რძის დერივატებს, ლაქტოზას, გმკ, ხელოვნირ საღებავებს, კონსერვანტებს, შაქარს.

შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტამპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე, წარმოადგენს  ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს.

გამოშვების ფორმა: 20 მლ პაკეტი #24

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ESI s.p.a, იტალია

გაფრთხილება

ფერონატი

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): რკინის ფუმარატი/FERROUS FUMARATE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანემიის საწინააღმდეგო პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: სუსპენზია პერორალური მიღებისათვის:
ფლაკონში 100 მლ
1 მლ
რკინის ფუმარატი ……  30 მგ,
რაც შესაბამება ≈ 10 მგ ელემენტარულ რკინას.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
რკინადეფიციტური ანემიის საწინააღმდეგო საშუალება.

ჩვენებები:
ანემია, რომელიც ვითარდება რკინის დეფიციტის შედეგად, ძლიერი სისხლდენის შემდეგ, რკინის აბსორბციის დარღვევის ან მისი გაძლიერებული მოხმარების გამო.

მიღების წესი და დოზირება:
დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა ყოველთვის განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ!
ჩვეულებრივ დოზა შეადგენს 5-6 მგ ელემენტარულ რკინას 1კგ სხეულის წონაზე ანუ დაახლოებით 0.5 მლ პრეპარატი „ფერონატის სუსპენზია“ 1კგ სხეულის წონაზე; შესაბამისად 5 კგ წონის მქონე ბავშვისთვის სადღეღამისო დოზა შეადგენს 2.5 მლ-ს.
ჩვეულებრივი დოზა სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვი არის შემდეგი:
– 2 წლამდე ასაკის ბავშვები: 5 მლ ერთხელ დღეში.
– 2-6 წელის ასაკის ბავშვები: 5 მლ 2-ჯერ დღეში.
– 6 წელზე უფროსი ბავშვები: 5 მლ 3-4-ჯერ დღეში.
მოზრდილები (ინიშნება მხოლოდ რკინის შემცველი სხვა პრეპარატების აუტანლობის შემთხვევაში):
10 მლ ჩვეულებრივ 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის ეფექტი (გამომდინარე სისხლის ანალიზიდან) ვლინდება დაახლოებით 4 დღის შემდეგ, თუმცა ამის შემდეგ მკურნალობა გრძელდება კიდევ სულ მცირე 4-5 კვირის განმავლობაში.
დოზის განსაზღვრა ხდება სპეციალური მენზურის საშუალებით.
უმჯობესია პრეპარატის მიღება კვებათა შორის პერიოდში და მხოლოდ წყალთან ერთად (არავითარ შემთხვევაში ჩაისთან ერთად!). პრეპარატის მიღებამდე არ არის სასურველი ცხიმიანი საკვების მიღება. მკურნალობის პერიოდში შესაძლებელია განავლოვანი მასა გახდეს შავი ფერის. პრეპარატის გამოყენებამდე ფლაკონი კარგად უნდა შეინჯღრეს. წარმოქმნილი ნალექი არ მოქმედებს პრეპარატის თვისებებზე. გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ მენზურა უნდა გაირეცხოს ცხელი წყლით.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს ჩივილები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, როგორიც არის ღებინება, ფაღარათი, კბილების შეღებვა შავ ფერად, ყაბზობა -განსაკუთრებით ეს ეხება მოზრდილებს. აგრეთვე შესაძლებელია განავლოვანი მასა გახდეს შავი ფერის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრეპარატი უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე.

უკუჩვენებები:
* არ გამოიყენება სიდერობლასტური ანემიის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის დადასტურებული, რომ პრეპარატის გამოყენება უარყოფითად მოქმედებს ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდზე, შესაბამისად მისი გამოყენება დასაშვებია.

განსაკუთრებული მითითებები:
◄პრეპარატის გამოყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად და მისი დაკვირვების ქვეშ! ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ბავშვებში.
◄ პრეპარატი შეიცავს 50 გ საქაროზას. რეკომენდირებული დოზების გამოყენებისას თითოეული დოზა შეიცავს 5 გრ საქაროზას. პრეპარატის მიღება არ არის სასურველი ფრუქტოზის თანდაყოლილი აუტანლობის მქონე პაციენტებისთვის, აგრეთვე გლუკოზის და გალაქტოზის დარღვეული  მეტაბოლიზმის და საქაროზა-იზომალტაზას დეფიციტის დროს.
ალერგიული რეაქციები უხშირესად ვითარდება აცეტილსალიცილის მჟავის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
◄ პრეპარატი ღებავს ტექსტილის ნაკეთობებს.

ჭარბი დოზირება:
მძიმე ინტოქსიკაციის დროს ჭარბობს კუჭ-ნაწლავის გაღიზიანების და სერიოზოული დაზიანების ნიშნები, მათ შორის პირველ რიგში ღებინება და ფაღარათი. ასეთი პაციენტი რაც შეიძლება მალე უნდა იქნას მოთავსებული საავადმყოფოში კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. მკურნალობის პირველ ეტაპზე საჭიროა ღებინების გამოწვევა, აგრეთვე დასაშვებია კვერცხის ცილიანი რძის დალევა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
მჟავა გარემოს გამანეიტრალებელი პრეპარატები, მაგნიუმის შემცველი ანტაციდები, კალციუმი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ოქსალატები, ფოსფატები, ბოსტნეული, მარცვლეული, კვერცხის გული და ჩაი აქვეითებს რკინის შეწოვას.
თავის მხრივ რკინა ძალიან აქვეითებს ტეტრაციკლინების და პენიცილამინის აბსორბციას. შესაბამისად პრეპარატი არ გამოიყენება ზემოხსენებულ სამკურნალო პრეპარატებთან და საკვებ პროდუქტებთან ერთად.
შეუთავსებლობა: არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: IVAX, ჩეხეთი

გაფრთხილება


ფეროპლექსი – FERROPLEX

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): რკინის სულფატი, ასკორბინის მჟავა/:
FERROUS SULFATE; ASCORBIC ACID

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რკინადეფიციტური ანემიის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
დრაჟე: შეფუთვაში 100 ც.
1 დრაჟე
რკინის სულფატი………    50 მგ
ასკორბინის მჟავა………..  30 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, სტეარინი, ტალკი, მაგნიუმის ჟანგი, მცენარეული ზეთი, ლაქტოზა და საქაროზა, არაბეთის გუმფისი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი აღადგენს ორგანიზმში რკინის დეფიციტს, რომელიც საჭიროა ჰემოგლობინის სინთეზისათვის, ასკორბინის მჟავა კი უზრუნველყოფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან რკინის შეწოვის გაუმჯობესებას. პრეპარატის მიღების შემდეგ რკინის შეწოვა ხდება უშუალოდ წვრილი ნაწლავი დისტალურ ნაწილში. შეწოვა იზრდება ორგანიზმში რკინის მარაგის დაქვეითებისას.

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება რკინადეფიციტური მდგომარეობისას ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ხანგრძლივი სისხლდენების, არარეგულარული და არასრულყოფილი კვების შედეგად გამოწვეული რკინის დეფიციტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება პერორალურად ჭამის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად მკურნალი ექიმის მიერ.
მოზრდილებში პრეპარატს იყენებენ 3 დრაჟეს 2-ჯერ ჭამის შემდეგ.
პრეპარატი ანალოგიური დოზით ინიშნება ორსულობისა (II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში.
4-დან
12
წლამდე ასაკის ბავშვებში ფეროპლექსი გამოიყენება ერთი დრაჟე 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:
მუცლის არეში ტკივილები, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:
* პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას, აგრეთვე
ისეთივე დაავადებისას, როგორიცაა: აპლასტური და ჰემოლიზური ანემია, თალასემია, ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი, რკინის შეთვისების დარღვევისას (სიდერობლასტური ანემია, პერნიციოზულიანემია, ვიტამინ B12-ის უკმარისობა).

განსაკუთრებული მითითებები:
◄ მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია შრატში შრატისმიერი რკინის და ფერიტინის დონის გამოკვლევა.
◄ პრეპარატით მკურნალობა უნდა ჩატარდეს სისხლის სურათის ნორმალიზებამდე (8-12 კვირა).
◄  პრეპარატის მიღების შემთხვევაში დამახასიათებელია შავი ფერის განავალი რკინის სულფიდის წარმოქმნის გამო, ბენზიდინის ცრუ დადებითი სინჯი.
◄ მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ დიდი რაოდენობით ჩაის მიღება ამცირებს რკინის იონების კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ შეწოვას.
◄ სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის დანიშვნისას კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ენტერიტისა და წყლულოვანი კოლიტის დროს.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების სიმპტომებს წარმოადგენს:
გულისრევა, ღებინება, დიარეა.
იმ შემთხევაში, თუკი არსებობს ჭარბი დოზირების მხრივ ეჭვი, აუცილებელია შრატში შრატისმიერი რკინისა და ფერიტინის დონის გამოკვლევა, კუჭის ამორეცხვა, რძისა და უმი კვერცხის მიღება კუჭნაწლავის ტრაქტში რკინის იონებს შებოჭვა და მათი შემდგომი გამოყოფის გასაძლიერებლად.
თუკი შრატში აღინიშნება ფერიტინის მაჩვენებლების მომატება, მაშინ აუცილებელია რკინის ქელატორის (დესფერალი) მიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– ანტაციდურ პრეპარატებთან, ქოლესტირამინთან, მეთილდოფასთან, თუთიის, მაგნიუმის, კალციუმის, ფოსფორის და ალუმინის შემცველ პრეპარატებთან, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბოტიკებთან, პენიცილამინთან, ციპროფლოქსაცინთან, ნორფლოქსაცინთან, როფლოქსაცინთან, ფეროპლექსის ერთდროული გამოყენებისას რკინის შეწოვა მცირდება.
– ფეროპლექსის რკინის შემცველ სხვა პრეპარატებთან კომბინაცია არ არის რეკომენდებული.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

მწარმოებელი: TEVA Pharmaceutical works CO LTD, უნგრეთი

გაფრთხილება

ფეროპოლი

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზატი/ferrous (III) hydroxyde polymaltose complex

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანემიის საწინააღმდეგო საშუალება, სამვალენტიანი რკინის პრეპარატები შიგნით მიღებისთვის.

ათქ კოდი: B03AB05

შემადგენლობა
1მლ შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზატი, რომელიც 50მგ რკინის ექვივალენტურია.
დამხმარე ნივთიერება: პროპილენგლიკოლი, საქაროზა, მეთილპარაჰიდროქსი-ბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, შოკოლადის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი გამოიყენება რკინის დეფიციტური მდგომარეობების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.
რკინა წარმოადგენს ჰემოგლობინის, მიოგლობინის და ზოგიერთი ფერმენტის შემადგენელს.
კომპლექსი შედგება ბირთვისაგან, რომელიც შეიცავს სამვალენტიანი რკინის ჰიდროოქსიდს და შემოფარგლულია პოლიმალტოზის მოლეკულებით. კომპლექსი ფიზიოლოგიურ პირობებში სტაბილურია და არ დისოცირებს რკინის იონების გამოთავისუფლებით. კომპლექსში შეკავშირება ხდება სტრუქტურაში, რომელიც რკინა_ფერიტინის ბუნებრივი შენაერთის მსგავსია. რკინის (III) შეიწოვება კომპლექსიდან აქტიური ტრანსპორტის გზით. ცილები, რომლებიც ახდენენ რკინის ბმას კუჭისა და ნაწლავების წვენებში და ეპითელიუმის ზედაპირზე, შეუძლიათ სამვალენტიანი რკინა შეიკავშირონ ლიგანდების ბმის მექანიზმის საშუალებით. შეწოვილი რკინა დეპონირდება ღვიძლში ფერიტინის სახით.
კომპლექსს არ გააჩნია პროოქსიდატული თვისებები. ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების ჟანგვის მიმართ აფინურობა დაქვეითებულია.
გამოკვლევებმა ორმაგი იზოტოპების (55Fე და 59Fე) მეთოდით გვაიჩვენა, რომ რკინის აბსორბცია, რომელიც იზომება ერითროციტებში ჰემოგლობინის დონით, უკუპროპორციულია რკინის უკმარისობის პერიოდისა და მისი შეწოვის ხარისხისა (რაც უფრო დიდი ხნით გრძელდება რკინის დეფიციტი, მით უფრო ბევრი რკინა შეიწოვება).
რკინა აბსორბირდება თორმეტგოჯა და წვრილ ნაწლავებში. რკინის გამოყოფა ხდება ძირითადად კუჭ_ნაწლავის ტრაქტიდან და შეადგენს დაახლოებით 1მგ რკინას დღეში.
არააბსორბირებული რკინა გამოიყოფა განავალთან ერთად. ქალებში გათვალისწინებული უნდა იყოს რკინის დაკარგვა მენსტრუაციის დროს.

გამოყენების ჩვენება
_ რკინის ლატენტური დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
_ რკინადეფიციტური ანემია
_ რკინადეფიციტური ანემია ორსულობის დროს

უკუჩვენება
ფეროპოლი უკუნაჩვენებია:
_ პაციენტებისათვის, რომელთაც ორგანიზმში აქვთ რკინის მომეტებული მარაგი (მაგ., ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი)
_ პაციენტებში რომელთაც აქვთ ჰემის მეტაბოლიზმთან დაკავშირებული აშლილობა (მაგ., სიდეროქრესტული ანემია, ტყვიის ანემია, ტალასემია)
_ ანემიის შემთხვევაში, რომელიც არ არის დაკავშირებული რკინის დეფიციტთან (მაგ., ჰემოლითიური ანემია).

პრეპარატი აგრეთვე უკუნაჩვენებია:
_ პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
გამოკვლევები, რომელიც ეხება ურთიერთქმედებებს, არ ჩატარებულა. იმის გათვალისწინებით, რომ რკინა იმყოფება კომპლექსური შენაერთის სახით, ურთიერთქმედება საკვები პროდუქტების კომპონენტებთან (ფიტატები, ოქსალატები, ტანინი) და ამავდროულად გამოყენებული სამკურნალო პრეპარატებით (ანტაციდები, ტეტრაციკლინი) ნაკლებსავარაუდოა.
პრეპარატის მიღება არ ახდენს ზემოქმედებას ფარული სისხლის ტესტის შედეგებზე.

განსაკუთრებული მითითებები
ანემიის მკურნალობის დროს ყოველთვის აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
საჭიროა დავიცვათ სიფრთხილე ანემიის შემთხვევაში, რომელიც გამოწვეულია ინფექციით ან სიმსივნური პროცესით, უნდა გავითვალისწინოთ სარეზერვო რკინის მარაგი რეტიკულო_ენდოტელიალურ სისტემაში, რომელიც მოიხმარება მხოლოდ ძირითადი დაავადების განკურნების შემდეგ.

პრეპარატი შეიცავს საქაროზას: 1მლ (20 წვეთი) შეიცავს 0,067გ საქაროზას. საქაროზის შემცველობის გათვალისწინებით, პაციენტებმა, რომელთაც აქვთ ფრუქტოზის გადაუტანლობასთან დაკავშირებული მემკვიდრეობითი დარღვევები, გლუკოზა_გალაქტოზის მცირეაბსორბციის სინდრომი ან საქაროზა_ იზომალტაზის უკმარისობა, პრეპარატი არ უნდა მიიღონ.
პრეპარატი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილპარაჰიდროქსი-ბენზოატს.
პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს განავლის გამუქება. ამ სიმპტომს არა აქვს კლინიკური მნიშვნელობა.

რკინადეფიციტური მდგომარეობა და რკინის იონების უკმარისობა უნდა დამტკიცდეს ლაბორატორიული მეთოდით.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი არ ახდენს მავნე ზეგავლენას ორგანიზმზე.
სამკურნალო პროდუქტი ფეროპოლი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
ზემოქმედება მექანიკური საშუალებების მართვისა და მექანიკური მოწყობილობების მომსახურების უნარზე
ფეროპოლი არ ახდენს ზემოქმედებას ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოყენების წესი და დოზირება
დოზირების რეჟიმი და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია რკინის დეფიციტის ხარისხზე.

დოზირება
ბავშვები, მოზრდილები და დედები ლაქტაციის პერიოდში:

რკინის ლატენტური დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა:
ბავშვები (1 წელამდე): 6_10 წვეთი (15_25მგ რკინა) დღეღამეში
ბავშვები (1_12 წლის): 10_20 წვეთი (25_50მგ რკინა) დღეღამეში
12 წელზე უფროსი ბავშვები, მოზრდილები და დედები ლაქტაციის პერიოდში: 20_40 წვეთი (50_100მგ რკინა) დღეღამეში

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 1_2 თვეს.

რკინადეფიციტური ანემია:
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 3_5 თვეს, ჰემოგლობინის დონის ნორმალიზაციამდე. შემდგომში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კიდევ რამდენიმე კვირა, რკინის მარაგის შესავსებად.
ბავშვები (1 წლამდე): საწყისი დოზა შეადგენს 10 წვეთს (25მგ რკინა) დღეღამეში. შემდეგ დოზა უნდა გაიზარდოს 20 წვეთამდე (50მგ რკინა) დღეღამეში.
ბავშვები (1_12 წელი): 20_40 წვეთი (50_100მგ რკინა) დღეღამეში
12 წელზე უფროსი ბავშვები, უფროსები და დედები ლაქტაციის პერიოდში:
40_120 წვეთი (100_300მგ რკინა) დღეღამეში.

ორსულები:
დოზირების რეჟიმი და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია რკინის დეფიციტის ხარისხზე.
რკინის ლატენტური დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა:
20_40 წვეთი (50_100მგ რკინა) დღეღამეში.

რკინადეფიციტური ანემია:
80_120 წვეთი (200_300მგ რკინა) დღეღამეში ჰემოგლობინის ნორმალური დონის მიღწევამდე.
შემდეგ 40 წვეთი (100მგ რკინა) დღეღამეში, როგორც მინიმუმ ორსულობის ბოლომდე, რკინის მარაგის შესავსებად.

პრეპარატ ფეროპოლის სადღეღამისო დოზები, რკინის უკმარისობის პროფილაქტიკისა და მკურნალობის დროს

  რკინადეფიციტურიანემია რკინის ლატენტურიდეფიციტი პროფილაქტიკა
1 წლამდე ასაკის ბავშვები 10_20 წვეთი(25_50რკინა) 6_10 წვეთი(15_25რკინა) 2_4 წვეთი(5_10რკინა)
ბავშვები (1_12 წლის) 20_40 წვეთი(50_100რკინა) 10_20 წვეთი(25_50რკინა) 4_6 წვეთი(10_15რკინა)
12 წელზე უფროსი ბავშვები, პერიოდში: 40_120 წვეთი(100_300რკინა) 20_40 წვეთი(50_100რკინა) 4_6 წვეთი(10_15რკინა)
ორსულები 80_120 წვეთი(200_300რკინა) 40 წვეთი (100რკინა) 20_40 წვეთი(50_100რკინა)


დღენაკლულ ბავშვებში რეკომენდირებულია 2,5მგ_5მგ (1_2 წვეთი/კგ სხეულის მასა) დღეში 3_5 თვის განმავლობაში.
შეყვანის წესი
შიგნით.
სადღეღამისო დოზა შესაძლოა მიღებული იქნას ერთჯერადად ან რამდენიმე მიღებაზე. სასურველია პრეპარატი მიიღოთ საკვების მიღების დროს ან მისი დამთავრებისთანავე. პრეპარატი შესაძლებელია შერეული იქნეს ხილის ან ბოსტნეულის წვენთან ან დამატებული ექნეს ბავშვის საკვებს.
პრეპარატი არ იწვევს კბილის ემალის ფერის შეცვლას.
წვეთების ფერის უმნიშვნელო ცვლილება არ მოქმედებს სამკურნალო პრეპარატის ეფექტურობაზე.

ჭარბი დოზირება
დღევანდელ დღემდე ჭარბი დოზირების შემთხვევებში ინტოქსიკაციისა და ორგანიზმში რკინის დონის მომატების ნიშნები აღწერილი არ ყოფილა, იმიტომ, რომ რკინის და რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსის იონები კუჭ_ნაწლავის ტრაქტში არ იმყოფება თავისუფალი ფორმით და არ შეიწოვება პასიური დიფუზიის გზით.

გვერდითი მოვლენები
რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსის პრეპარატი როგორც წესი კარგად გადაიტანება.
არასასურველი ეფექტები, რომლებიც თითოეული ჯგუფის ფარგლებში გარკვეული სიხშირით გვხვდება მოყვანილია შესაბამისად გამოხატულების შემცირებისა.
დარღვევები კუჭ_ნაწლავის ტრაქტის მხრივ.
ძალიან იშვიათად (<1/10 000): გულისრევა, შეკრულობა, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, კუჭის გადავსების შეგრძნება.
განავლის მუქად შეფერვას, რომელიც აღინიშნება პრეპარატის მიღების დროს, არ გააჩნია საყურადღებო კლინიკური მნიშვნელობა.
პრეპარატი არ იწვევს კბილების ემალის ფერის შეცვლას.
ყველა სახის (მათ შორის უჩვეულო) გვერდითი ეფექტების, მათ შორის ისეთის რომელიც არ არის აღწერილი ჩანართ ფურცელში, გამოვლინების შემთხვევაში აუცილებელია აცნობოთ მკურნალ ექიმს.
შენახვის ვადა
2 წელი
გახსნილი ფლაკონის გამოყენება შესაძლებელია 6 თვის განმავლობაში. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობა
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 50მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები. ხსნარი ნარინჯისფერ მინის ფლაკონში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Medana Pharma A.O., პოლონეთი

გაფრთხილება

ფეროს სულფატი BP / Ferrous sulfate BP

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): რკინის (II)სულფატი/ Ferrous (II) sulfate

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიანემიური საშუალება

გამოშვების ფორმა: 200მგ ტაბლეტი №1000

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Bio Nova Pharmaceuticals, ინდოეთი

გაფრთხილება

ფეროტონი

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ზოგადმატონიზირებელი, ჰემოპოეზის მასტიმულირებელი.

შემცველობა:
თითოეული კაფსულა შეიცავს:
რკინის ფუმარატი…………………. 350.0 მგ
ვიტამინი  B      ……………………. 127.5 მკგ
ფოლის მჟავა…………………………    2.0 მგ
ასკორბინის მჟავა…………………… 150.0 მგ
მანგანუმის სულფატი ექვივალენტური……. 2.5 მგ Mn
სპილენძის სულფატი ექვივალენტური…….. 2.5 მგ Cu

ფარმაკოლოგიური თვისებები:
– ფეროტონი წარმოადგენს კარგად შესაწავლილ კომბინაციას, რომელიც უზრუნველყოფს რკინის მაქსიმალურ შეწოვას და მის გამოყენებას რკინადეფიციტური ანემიების სამკურნალოდ.
– ფეროტონი შეიცავს ყველა ფაქტორს, რაც საჭიროა ნორმალური ერითროპოეზისათვის.
– ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს რკინის გარდაქმნას ფორმაში, რომელიც უფრო ადვილად იწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
– ვიტამინი B12, ფოლის მჟავა, მანგანუმი და სპილენძი რკინასთნ ერთად აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის.
– რკინის ფუმარატს გააჩნია ელემენტალური რკინის ყველაზე მაღალი შემცველობა (33%) მის სხვა მარილებთან შედარებით.

ჩვენებები:
ანემიის, რკინადეფიციტური ანემიის ჩათვლით, სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის შემდეგ შემთხვევებში:
– ორსულობისა და ლაქტაციის დროს;
– კვების უკმარისობისას;
– ოპერაციულ ჩარევებამდე და მათ შემდეგ;
– სისხლდენებისას ან სისხლის ნებისმიერი დაკარგვისას;
– სისხლის დანაკარგის კომპენსაციისათვის მენსტრუაციის დროს;
– სქესობრივი მომწიფების პერიოდში;
– გამოჯანმრთელების პერიოდში.

უკუჩვენებები:
* უკუნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მაღალი მგრძნობელობისას.

დოზირება: პრეპარატი ინიშნება თითო ტაბლეტი დღეში ძირითადი ჭამის შემდეგ.
დოზის გაზრდა შეიძლება 2 ტაბლეტამდე ექიმის დანიშნულებით.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 36 თვე

წარმოებულია: GlaxoSmithKline group of companies, ეგვიპტე

გაფრთხილება

ფერო-ფოლგამა

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): რკინის (II) სულფატი, ფოლიუმის მჟავა, ციანოკობალამინი, ასკორბინის მჟავა/ Ferrous (II) sulfate, folic acid, cyanocobalamin, ascorbic acid

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიანემიური საშუალება

შემადგენლობა
ერთი კაფსულა შეიცავს: აქტიურ ნივთიერებებს – რკინის სულფატი 112,6 მგ (ექვივალენტურია რკინის იონის 37 მგ), ფოლიუმის მჟავა 5 მგ, ციანოკობალამინი 0,010 მგ, ასკორბინის მჟავა 100 მგ
დამხმარე ნივთიერებები – მყარი ცხიმი, რაპსის ზეთი, სოიოს ლეციტინი, ჟელატინი, სორბიტოლის ხსნარი 70%, გლიცეროლი, რკინის ოქსიდი წითელი (E 172), რკინის ოქსიდი შავი (E 172), ეთილვანილინი.
აღწერა:
მოგრძო ფორმის რბილი ჟელატინის კაფსულები. კაფსულების გარსის ნახევრები შეღებილია სიგრძივად ორ ფერით: ღია და მუქი ყავისფერით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფერო-ფოლგამა® – კომპლექსური ანტიანემიური პრეპარატია, რომელიც შეიცავს ორვალენტიანი რკინას რკინის სულფატის უბრალო მარილის სახით, ვიტამინ , ფოლიუმის და ასკორბინის მჟავას, და განკუთვილია რკინა დეფიციტურ მდგომარეობის მკურნალობისათვის. რკინა წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს. იგი შედის გემოგლობინის, მიოგლობინის და სხვა ფერმენტების შემადგენლობაში. ასკორბინის მჟავა აუმჯობესებს ნაწლავებში რკინის შეწოვას. ვიტამინი და ფოლიუმის მჟავა მონაწილეობენ ერიტროციტების წარმოქმნასა და მომწიფებაში.
ფერო-ფოლგამა® პრეპარატის აქტიური კომპონენტები მოთავსებულია სპეციალურ ნეიტრალურ გარსში, რომელიც უზრუნველყოფს მათ შეწოვას, ძირითადად წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილში. არ ახასიათებს რა კუჭის ლორწოვან გარსზე ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედება , პრეპარატი კარგად გადაიტანება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან.

ჩვენებები
რკინა-, ფოლიუმ- და B12-დეფიციტური ანემიები, გამოწვეული ქრონიკული სისხლდანაკარგებით (კუჭიდან, ნაწლავებიდან სისხლდენა, სისხლდენა შარდის ბუშტიდან, ჰემოროიდალური კვანძებიდან, მენო-მეტრორაგიები), და აგრეთვე ქრონიკული ალკოგოლიზმით, ინფექციებით, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და პერორალური კონტრაცეპტული პრეპარატების მიღებით; ანემიები ორსულობისას და ლაქტაციისას.
რკინის და ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკა ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში, მშობიარობის შემდგომ პერიოდში და ლაქტაციისას.

მიღების წესები და დოზები
ორალურად 1-2 კაფსულა ჭამის შემდეგ. ანემია: მსუბუქი ფორმა – თითო კაფსულა 3 ჯერ დღეში 3-4 კვირის განმავლობაში; საშუალო სიმძიმის ფორმისას – თითო კაფსულა 3 ჯერ დღეში 8-12 კვირის განმავლობაში; მძიმე ფორმისას – ორი კაფსულა 3 ჯერ დღეში 16 და მეტი კვირის განმავლობაში. ორსულობისას – რკინის და ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკისთვის – 1 კაფსულა 3 ჯერ დღეში II და III ტრიმესტრში, მშობიარობის შემდგომი პერიოდში და ლაქტაციისას.

გვერდითი მოვლენები
გულისრევა, ალერგიული რეაქციები: ეგზემატოზური მოვლენები, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქტოიდური რეაქციები.

უკუჩვენება
ანემიები, რომელიც რკინის დეფიციტით არ არის გამოწვეული (მაგალითად, ჰემოლიტიკური ანემიები ან იზოლირებული მეგალობლასტური ანემია, გამოწვეული ვიტამინ – ის ნაკლებობით), მომატებული მგრძნობელობა, ღვიძლის უკმარისობა.
ორგანიზმში რკინის შემცველობის მომატება (მაგალითად, ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი). რკინის უტილიზაციის მექანიზმის დარღვევები (მაგალითად, ტყვიის ანემია, სიდეროახრესტიკული ანემია).

განსაკუთრებული მითითებები
განავალის მუქი ფერი განპირობებულია შეუწოველი რკინის გამოყოფით და არა აქვს კლინიკური მნიშვნელობა.

ჭარბი დოზირება
შესაძლებელია განვითარდეს ეპიგასტრალური ტკივილები, გულისრევა, ღებინება, კუჭის აშლა, ძილიანობა, სიფერმკრთალე, კომამდე მისულ შოკის მდგომარეობა . რეკომენდირებული სამკურნალო ღონისძიებები მოიცავს კუჭის ამორეცხვას, დესფეროქსამინის დანიშვნას და ადეკვატური შემანარჩუნებელი თერაპიის ორგანიზებას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ორგანული მჟავები, კალციუმის მარილები, ფოსფატები, ფიტინი, ქოლესტირამინი და აგრეთვე ანტაციდური პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ალუმინს, მაგნიუმს, კალციუმს, არღვევენ რკინის შეწოვას უხსნადი კომპლექსების წარმოქმნის გამო. კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების შემცველ პრეპარატებს შეუძლიათ რკინის შეწოვის შემცირება.
ფენობარბიტალის, კარბამაზეპინის, ვალპროატის, სულფასალაზინის, ჰორმონალურ კონტრაცეპტივების, ფოლიუმის მჟავას ანტაგონისტების, ტრიმეტოპრიმის, პირიმეტამინის და ტრიამტერონის ერთდროული გამოყენებისას ქვეითდება ფოლიუმის მჟავას შეწოვა.
რკინის მარილები აფერხებენ ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
გამაგრებული საკვები, პური, ნედლი მარცვლოვანი, რძის პროდუქტები, კვერცხი ამცირებენ რკინის აბსორბციას, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან და აგრეთვე პენიცილინამინდთან ერთდროულად დანიშვნის დროს წარმოიქმნება კომპლექსური შენაერთები, რომლებიც ამცირებენ რკინის შეწოვას და აქვეითებენ ანტიბიოტიკების ანტიმიკრობულ აქტივობას.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვისათვის მიუწდომელ ადგილას .
ვარგისიანობის დრო 5 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გამოშვების ფორმა: კაფსულა #20

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი კომპანია: WORWAG Pharma, გერმანია

გაფრთხილება

ფეროფოლინი

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა:
თითოეული კაფსულის შემადგენლობაში აქტიური კომპონენტების სახით შედის:
ფოლიუმის მჟავა – 400 მკგ, რკინა- 20 მგ, სელენი – 46 მკგ, თუთია – 9,6 მგ, ვიტამინი C – 80 მგ, ვიტამინი B1-1,2 მგ, ვიტამინი B2-1,5 მგ,  ვიტამინი B6 – 2 მგ, ვიტამინი B12-2 მკგ, სპილენძი – 2 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:  მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი. კაფსულა: ჟელატინი.

რკინა
– წარმოდგენილია უნიკალური ფორმით რკინის ხელატის (რკინის ბისგლიცინატი) სახით. ელექტრონულად ნეიტრალურია, არ იშლება კუჭ–ნაწლავის წვენის ზემოქმედებით, შეუცვლელი სახით გადადის ნაწლავებში, რაც უზრუნველყოფს რკინის სწრაფ და ადვილად ათვისებას. რკინის ბისგლიცინატი არ ბლოკავს სხვა ვიტამინებისა და მინერალების აბსორბციას. მისი ბიოშეღწევადობა 75%–ით (3–4ჯერ) აღემატება  რკინის სხვა ფორმების (ფუმარატი, სულფატი) ბიოშეღწევადობას.  რკინის ბისგლიცინატის 20 მგ თერაპიული მოქმედებით აღემატება რკინის სხვა სახეობების რეკომენდებულ დღიურ დოზებს. რკინის ხელატი წარმოადგენს სპეციალური ტექნოლოგიით შექმნილ რკინას, რომელიც სწრაფად შეიწოვება, არ აღიზიანებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტს, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები და არ იწვევს ყაბზობას.
თუთია
–  „ჯადოსნურ ელემენტს“ უწოდებენ და ის მართლაც ამართლებს თავის სახელს. მიკროელემენტებს შორის თუთია მეორე ადგილს იკავებს რკინის შემდეგ. ორგანიზმში ნებსიმიერ უჯრედს სჭირდება თუთია და სამასამდე ფერმენტი ახორცილებს თავის ფუნქციებს თუთიის წყალობით. თვალის, ღვიძლის, თავის ტვინის, კუნთების, სასქესო ორგანოების უჯრედები შეიცავენ თუთიას.
სელენი – მიკროელემენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ცხოველმყოფელობაში, განსაკუთრებით კი ბავშვობისა და მოზარდ ასაკში. სიჯანსაღეს უნარჩუნებს კანს.ხელს უწყობს თირკმელებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციობას.გავლენას ახდენს ვირუსებისა და ბაქტერიების საწინააღმდეგო თავდაცვითი ფუქციების ჩამოყალიბებაზე; უნარი შესწევს, გაანეიტრალოს ზოგიერთი კანცეროგენი.
ფოლიუმის მჟავა
(B9) და სხვა B ჯგუფის ვიტამინები(B1, B2, B6, B12) უზრუნველყოფენ ნერვული სისტემის ოპტიმალურ ფუნქციობას, ერთობლივად აგებენ პასუხს ორგანიზმის ენერგეტიკულ ცვლაზე, იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციობაზე, ზრდის პროცესებსა და უჯრედთა გამრავლებაზე. B ჯგუფის ვიტამინების ერთობლივი მოქმედება ბევრად უფრო შედეგიანია, ვიდრე ამ ჯგუფში შემავალი თითოეული ვიდრე თითოეული ვიტამინისა ცალკ-ცალკე.
სპილენძი
– დიდი რაოდენობითაა კანის ქსოვილში, ღვიძლში, კუნთებსა და ძვლებში. იგი მოქმედებს როგორც თანაფაქტორი სხვადასხვა ფერმენტებსა და სპილენძზე დაფუძნებულ პიგმენტებში.
ვიტამინი C –  მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ნახშირწყლების ცვლაში, სისხლის შედედებაში, ქსოვილების რეგენერაციაში; ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ, ამცირებს სისხლძარღვთა განვლადობას
         
ჩვენებები:
–  ჰიპო- და ავიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკაბა ბავშვებსა და     მოზრდილებში;
– გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება ან მომატებული დატვირთვა,  დაღლილობა,  ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა;
– გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება, მათ შორის, მძიმე ავადმყოფობის, ქირურგიული ოპერაციების ან რადიოთერაპიის შემდეგ;
– სტრესის შედეგების პროფილაქტიკა;
– სქესობრივი მომწიფების პერიოდში;
– მკაცრ დიეტაზე ყოფნის დროს;
– ნევროზების, ანემიის, შაქრიანი დიაბეტის, სახსრების ანთებითი დაავადებების, თვალისა და კანის დაავადებების, თმის ცვენის და სხვა ქრონიკული დაავადებებისას.
– ორსულობა – ლაქტაციის პერიოდი.

გამოყენების წესი და დოზირება
2 წლიდან ბავშვებში და მოზრდილებში: 1 კაფსულა დღეში ერთხელ.
შესაძლებელია კაფსულის გახსნა და მისი შიგთავსის  შერევა სხვადასხვა სითხესთან (წყალი,  წვენი).

გამოშვების ფორმა: კაფსულა №30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: MedicoDomus, სერბეთი

გაფრთხილება

ფესტალი / FESTAL

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): pancreatine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველი პრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმ
დრაჟე: შეფუთვაში 100 ც.
პანკრეატინი…………………………………………………….192 მგ
მინიმალური ფერმენტული აქტივობით:
ამილაზა…………………………………………………………4500 სე
ლიპაზა………………………………………………………….6000 სე
პროტეაზები…………………………………………………….300 სე

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფერმენტული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი მაღალი კონცენტრაციით შეიცავს საჭმლის მომნელებელ, კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტებს. იგი ხელს უწყობს ცხიმების, ცილებისა და ნახშირწყლების მონელების პროცესს, რაც იწვევს წვრილი ნაწლავიდან მათ მთლიან შეწოვას. კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადების დროს ფესტალი ხელს უწყობს ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობის კომპენსაციას და უზრუნველყოფს საჭმლის მონელების პროცესის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პრეპა¬რატს გააჩნია დამცავი გარსი, რომელიც წვრილ ნაწლავში მოხვედრამდე არ იხსნება, რითაც იცავს მასში შემავალ ფერნმენტებს კუჭის წვენის ზემოქმედებისაგან.

ჩვენებები
– კუჭის ავსების შეგრძნება ან მეტეორიზმი, რომელიც გამოწვეულია ცხიმიანი ან ზედმეტი საკვების მიღებით;
– საჭმლისმონელების პროცესის დარღვევა, რაც დაკავშირებულია საღეჭი ფუნქციის მოშლასთან, აგრეთვე პაციენტის ხანგრძლივ იმობილიზაციას¬თან;
– ჩანაცვლებითი თერაპიისათვის კუჭქვეშა ჯირკვლის გარესეკრეტული უკმარისობის დროს.

დოზირების რეჟიმი
პრეპარატი ინიშნება საჭმლის მიღების დროს 2-3 დრაჟეს ოდენობით. Dდრაჟე უნდა მივიღოთ მთლიანად, მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შესაძლოა გავზარდოთ. Mმკურნალობის ხანგრძლივობა დგინება ინდივიდუალურად.

გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მაღალი დოზით პრეპარატის მიღებისას იშვიათად აღინიშნება დიარეა, გულისრევა, ეპიგასტრალურ მიდამოში ტკივილი.
ალერგიული რეაქციების მხრივ: კანის სიწითლე, ცემინება, ცრემლდენა.

უკუჩვენებები
– პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომ¬პონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
– მწვავე პანკრეატიტი;
– ქრონიკული პანკრეატიტი გამწვავების ფაზაში.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქ¬ტა¬ციის პერიოდში დასაშვებია.
პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს მწვავე პანკრეატიტი, ან აღენიშნებათ ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება, ფესტალის გამოყე¬ნება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

ჭარბი დოზირება: არ არის აღწერილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: არ არის აღწერილი.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.

გამოშვების ფორმა: დრაჟე #100

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Aventis Pharma Ltd, ინდოეთი

გაფრთხილება


ფექსოფენი –სანოველი

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

შემადგენლობა:
პრეპარატის ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების – ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის (fexofenadine hudrºChloride)  120მგ-ს.
მღებავი ნივთიერებები: რკინის ჟანგი, ტიტანის დიოქსიდი.

კლინიკოფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰისტამინური საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფექსოფენადინი წარმოადგენს სპეციფიკურ H1 – ჰისტამინური რეცეპტორების ანტაგონისტს. იგი შერჩევითად აბლოკირებს პერიფერიულ H1 – რეცეპტორებს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფექსოფენადინი აინჰიბირებს ანტიგენით გამოწვეულ ბრონქოსპაზმსა და ჰისტამინის გამოთავისუფლებას პერიტონეალური პოხიერი უჯრედებიდან.
ფექსოფენადინი თერაპიულ დოზებში არ ამჟღავნებს მნიშვნელოვან ანტიქოლინერგულ, ანტიდოფამინერგულ და ალფა1 – ადრენერგული რეცეპტორების მაბლოკირებელ ეფექტს. იგი არ მოქმედებს კალიუმის არხებზე მიოკარდიოციტებში, შესაბამისად არ გააჩნია კარდიოტოქსიური ეფექტი: QT – ინერვალის გახანგრძლივება, გულის არითმიები – იმ შემთხვევაშიც კი თუ მიღებული დოზა აღემატება რეკომენდებულს. პრეპარატი არ გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს, შესაბამისად არ მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში განლაგებულ H1– რეცეპტორებზე.
პრეკლინიკურ კვლევებში არ აღინიშნებოდა მისი სედატიური ან სხვა ეფექტი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (EEG -ს დარღვევა, ფსიქომოტორული ფუნქციის გაუარესება).
ჩატარებული იქნა პრეპარატის კლინიკური გამოცდა სეზონური ალერგიული რინიტით დაავადებულ მოზრდილებში. ერთჯერადი დოზა 60, 120, 180 მგ განაწილებული იყო ორ მიღებაზე, რასაც მოჰყვა მდგომარეობის სწრაფი სიმპტომატური გაუმჯობესება ერთ საათში, სეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომები უსაფრთხოდ და ეფექტურად კონტროლირდებოდა 24 საათის მანძილზე.
8-დან 11,6 წლამდე ბავშვებს ჭამის წინ დაენიშნათ ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ერთჯერადი დოზა 30მგ ან 60მგ. პრეპარატის ანტიჰისტამინური ეფექტი (ჰისტამინის კანქვეშ შეყვანით გამოწვეული სიწითლის განვითარების დათრგუნვა) გამომჟღავნდა 1-2 საათში და გრძელდებოდა 8-24 საათის განმავლობაში, მიღებული პრეპარატის დოზისა და გამოყენებული ჰისტამინის კონცენტრაციის მიხედვით.
პერორალურად მიღების შემდეგ ფექსოფენადინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მაქიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში აღწევს 2,6 სთ-ში.
პრეპარატის 60მგ დოზით პერორალური ხსნარის სახით მიღების დროს მისი საშუალო კონცენტრაცია პლაზმაში შეადგენს 209ნგ/მლ-ს. პრეპარატის დოზით 60მგ ყოველ 12 საათში 10-ჯერ მიღებისას მისი წონაწორული კონცენტრაცია პლაზმაში შეადგენს 286მგ/მლ-ს. პრეპარატის დოზით 60მგ პერორალურად დღეში 2 –ჯერ მიღების შემდეგ ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 14,4 სთ-ს.
ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდს ერთჯერადი დოზით 30მგ ან 60მგ, ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენდა 18 სთ-ს.
სისხლის ცილებს უკავშირდება 60-70%. მეტაბოლიზდება პერორალური დოზის დაახლოვებით 5%. პერორალური დოზის 80% და 11% გამოიყოფა შესაბამისად განავალთან და შარდთან ერთად.

ჩვენებები:
ფექსოფენადინი ნაჩვენებია სეზონურ ალერგიულ რინიტთან დაკავშირებული სიმპტომების შესამსუბუქებლად.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

უსაფრთხოების ზომები:
ფექსოფენადინის უსაფრთხოება და ეფექტურობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში შესწავლილი არ არის.
მოხუცებში, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტებში ფექსოფენადინის დოზის კორექცია საჭიროებას არ წარმოადგენს.
აღწერილი გვერდითი მოვლენების გათვალისწინებით, პრეპარატი სავარაუდოდ არ მოქმედებს ავტომობილის მართვისა და სხვა ტექნიკის გამოყენების უნარზე. იგი არ ახდენს ზეგავლენას ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციებზე. ეს ნიშნავს, რომ პაციენტს შეუძლია მართოს ავტომობილი და შეასრულოს სამუშაო, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრირებას. იმისათვის, რომ გამოვავლინოთ მგრძნობიარე ავადმყოფები, რეკომენდებულია შემოწმდეს ინდივიდუალური რეაქცია იმ სამუშაოს შესრულებამდე, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას.

ორსულობა და ლაქტაცია:
დამადასტურებელი ცნობები ფექსოფენადინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე ორსულებსა და მეძუძურ ქალებში არ არსებობს. მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად ჭარბობს ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.

გვერდითი მოვლენები:
კლინიკური კვლევის დროს აღნიშნული გვერდითი მოვლენები ატარებდა სუსტ და გარდამავალ ხასიათს.
არასასურველი მოქმედების სიხშირე მნიშვნელოვნად არ განსხვავდება პლაცებოსაგან.
ადგილი აქვს შემდეგი ხასიათის გვერდით მოვლენებს:
თავის ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა, დაღლილობა, პირის ღრუს სიმშრალე.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
ანტაციდების მიღება მოქმედებს ფექსოფენადინის ეფექტურობაზე, ამიტომ ალუმინისა და მაგნიუმის შემცველ ანტაციდებთან კომბინირებისას აუცილებლად დაცული უნდა იქნას 2 საათიანი ინტერვალი.
ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდისა და ერითრომიცინის ან კეტოკონაზოლის ერთდროული მიღება იწვევს პლაზმაში ფექსოფენადინის დონის მომატებას 2-3-ჯერ.

დოზირება და მიღების წესი: რეკომენდებული დოზა შეადგენს 120მგ-ს დღეში ერთხელ (სასურველია დილით).

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების მკურნალობა სიმპტომატურია.

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება 25°C-მდე ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.

სხვა ფორმები: ფექსოფენი – სანოველი, 180მგ 10 და 20 შემოგარსული ტაბლეტი.

გაიცემა ექიმის რეცეპტით

რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი: Sanovel Pharmaceutical Products Industry Inc.

გაფრთხილება

ფიბრობლასტების ზრდის ფაქტორი

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
FGF – ფიბრობლასტების ზრდის ფაქტორი

შემადგენლობა
FGF 4CH
FGF 15CH
FGF 30CH

ბიოლოგიური ფუნქციები
დადებითად მოქმედებს კანის ყველა ტიპის უჯრედების ზრდაზე, ფიბრობლასტების საშუალებით ასტიმულირებს უჯრედგარე მატრიქსის კომპონენტების (ფიბრონექტინის და კოლაგენის) პროდუქციას, ასტიმულირებს ფიბრობლასტების ქემოტაქსისს
და მათ მიერ კოლაგენის, ელასტინის და ფიბრონექტინის ახალი ბოჭკოების გამომუშავებას.

ჩვენებები
მატრიქსის კომპონენტების, კოლაგენის სინთეზის სტიმულაცია

შეფუთვა, დოზირება
ფლაკონი 30 მლ მოცულობის, დოზატორით. წვეთები პერორალური მიღებისათვის. 15-20 წვეთი ორჯერ დღეში (სტანდარტული დოზირება).

გამოშვების ფორმა: ფლაკონი 30 მლ დოზატორით

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: GUNA, იტალია

გაფრთხილება

ფიბრო-ვეინი

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: ნატრიუმის ტეტრადეცილ სულფატი/ SODIUM TETRADECYL SULPHATE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვენომასკლეროზებელი საშუალება

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ვენომასკლეროზებელი საშუალება. ხასიათდება ზედაპირულად –აქტიური, თრომბის წარმომქმნელი თვისებებით. ვენაში შეყვანისას იწვევს თრომბის წარმოქმნას და მის შემდგომ ორგანიზაციას და მის „შეზრდას“ სისხლძარღვის კედელზე. არ ახდენს შესამჩნევ გავლენას ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე, გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციაზე, სისხლისა და შარდის ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე. პერივასკულარულ ქსოვილში მოხვედრისას იწვევს გამაღიზიანებელ მოქმედებას.

ჩვენებები:
კონსერვატიული ინექციურ–მასკლეროზებელი მკურნალობა ავადმყოფებში ქვედა კიდურების ზედაპირული ვენების ვარიკოზული გაფართოების დასაწყისსა და ზომიერად გამოხატული გაურთულებელი ფორმების დროს, როცა დადგენილია ღრმა და კომუნიკაციური ვენების კარგი გამტარებლობა, აგრეთვე გაბნეული ტიპის ვარიკოზის დროს, როცა ყველა ვარიკოზული ნაწილის ამოღებისთვის  ოპერაციული ჩარევა პრაქტიკულად შეუსრულებელია;
კომპლექსური მკურნალობა ან ოპერაციის შემდგომი პერიოდი „გამოთიშული“ ვარიკოზული  კანქვეშა ვენების სკლეროთერაპიისთვის. (1 და 3% ხსნარი);
საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაფართოება, ბავშვებში კანის ანგიომები, ლიპომები, სანერწყვე ჯირკვლების კისტა.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა; წვივისა და თეძოს ღრმა ვენების მწვავე თრომბოზი და გაუვალობა, რომელიც მიდის მწვავე თრომბოფლებიტით, ვარიკოზული ვენების ვრცელი და გამოხატული გაგანიერება (მათ შორის, ღრმა)  სარქველების ნაკლოვანებით, მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ორგანოების სიმსივნის ფონზე განვითერებული ვარიკოზი, მიგრირებადი ფლებიტი, მაობლიტიებელი ენდარტერიტი, ფლებოსკლეროზი, ცხელება, ალერგიული დაავადებები და მდგომარეობები, ფლეგმონა, შაქრიანი დიაბეტი, ტოქსიკური თირეოტოქსიკოზი, ბრონქიალური ასთმა, ონკოლოგიური დაავადებები, მწვავე ინფექციები, ტუბერკულოზი, სეფსისი, სისხლის უჯრედული ცვლილება, მწვავე რესპირატორული და კანის დაავადებები, ზოგადი დაავადებები, რომელიც მოითხოვს წოლით რეჟიმს, გულის დაავადებები დეკომპენსაციით, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.

გვერდითი ეფექტები:
ადგილობრივი რეაქციები (ჰიპერემია, წვა, მტკივნეულობა, პიგმენტაცია, ინტრავარიკოზული ჰემატომა შეყვანის ადგილზე, აღმავალი ფლებიტი ან თანმხლები პერიფლებიტის გარეშე).
სისტემური რეაქციები:
თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ბონქოსპაზმი, ცხელება, ანაფილაქსიური შოკი), ფილტვის ვენის თრომბოზი, სისტემური ინფექციები (ინექციის ადგილის კანის ნეკროზი). შემთხვევით არტერიული შყვანის დროს – მომტანი სისხლძარღვის ობლიტერაცია (კიდურის ამპუტაციამდეც კი), თრომბოემბოლიები (პროცედურიდან 4 თვის შემდეგაც კი); პარავენოზურისას – რბილი ქსოვილების ნეკროზი და სისტემური ინფექციები.

მიღების წესი და დოზირება:
ვენომასკლეროზებელი თერაპიის კურსის  ჩატარებამდე აუცილებელია პრეპარატის საცდელი შეყვანა შესაძლო ინდივიდუალური აუტანლობის დასადგენად. ავადმყოფის ფეხზე დგომისას, კანის პერპენდიკულარულად შეყავთ ნემსი (შპრიცის გარეშე), უფრო მეტად გამოხატული, დისტალურად მდებარე ვარიკოზულ კვანძში. როგორც კი ნემსიდან გადმოვა სისხლი, ავადმყოფს აწვენენ ზურგზე, კიდურს წევენ 30–400 კუთხით. შეყვანის შემდეგ პუნქციის ადგილს დააჭერენ სტერილურ მარლის ბურთულას, ნემსს გამოაძრობენ. პუნქციის ადგილს დახურავენ ნახვევით, ხოლო ფეხს ტოვებენ აწეულ მდგომარეობაში, დაბინტავენ ელასტიური ბინტით ტერფების თითებიდან თეძოს ზედა მესამედამდე. ღრმა ვენების ენდოთელის დაზიანების ასარიდებლად მათი შემდგომი დათრომბვით ავადმყოფებს ურჩევენ ინექციის შემდეგ მაშინვე ენერგიულ სიარულს არა ნაკლებ 2–3 საათი.
ეტაპობრივი ინექციურ–მასკლეროზებელი თერაპიის აუცილებლობისას ზედაპირული ვენების სკლეროზირებას იწყებენ კიდის ტოტებიდან, ხოლო ძირითად ვენოზურ ღეროში შეყვანას ახდენენ ბოლოს.
ზომიერი ვარიკოზისას და რბილი ადვილად ჩავარდნადი კვანძებისათვის ნაჩვენებია 1% ხსნარი, ხოლო მსხვილი კვანძებისათვის სქელი კედლებით – 3% ხსნარი. 1 სეანსის დროს პრეპარატი შეყავთ 2–6 წერტილში 0.5–2მლ თითოეულში (მიღებულია 1მლ). გავრცობილი ვარიკოზული პროცესისას ხსნარით ინექციას იმეორებენ – 2–10–ჯერ, 3–5 დღიანი ინტერვალით. პრეპარატის მაქსიმალური რაოდენობა კურსზე შეადგენს 6–30მლ1% ხსნარს ან 4–10მლ 3% ხსნარს.
ქირურგიულ ოპერაციასთან ერთად კომბინირებული მკურნალობისას შეყავთ ვარიკოზულ ნაკადში (ზედაპირული მაგისტრალური ღეროების ამოღების შემდეგ).

განსაკუთრებული მითითებები:
მას შემდეგ, რაც დარწმუნებიან ქვედა კიდურების ღრმა და კომუნიკაციური ვენების  გამავლობაში ვენების სკლეროზირებას ახდენენ სიფრთხილით,  და ექიმის თანდასწრებით, რომელსაც აქვს  მსგავსი მეთოდიკის ჩატარების გამოცდილება აქვს. მოერიდეთ ექსტრავაზალურ (პარავენოზურ) და არტერიაში მოხვედრას.
პრეპარატი არ გამოიყენება ხსნარის პრეციპიტაციისა და ფერის შეცვლის დროს. ტემპერატურის დაქვეითებისას ხსნარში შეიძლება ნალექის გაჩენა, რომელიც ქრება ოთახის ტემპერატურამდე გათბობისას. 1% ხსნარი მიიღება 3% ხსნარის დისტილირებული წყლით გაზავებით. რეციდივების პროფილაქტიკისათვის მკურნალობის შემდეგ ავადმყოფმა უნდა ატაროს ელასტიური წინდა.

ურთიერთქმედება:
ფარმაცევტულად შეუთავსებელია ჰეპარინთან. არ არის რეკომენდებული პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად გამოყენება (განსაკუთრებიათ ანტიოვულატორული).

გამოშვების ფორმა: საინექციო ხსნარი 0.2% და 3%: ფლაკონში 5 მლ, შეფუთვაში 10 ც.

მწარმოებელი: STD PHARMACEUTICAL

გაფრთხილება

ფიბრონი

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

სართაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ამბროქსოლი/AMBROXOL

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მუკოლიტური საშუალება ამოსახველებელი ეფექტით

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი………   30 მგ
სიროფი: ფლაკონში 150 მლ
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი……..    30 მგ
პედიატრიული სიროფი:
ფლაკონში 150 მლ
5 მლ
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი…….. 15 მგ

მწარმოებელი: SANTA FARMA ILAC. SAN.

გაფრთხილება

ფიგურინი – FIGURIN

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

1 კაფსულის შემადგენლობაში შედის:
Cyamopsis psoralioides………………………… 30mg;
Plantago ovata…………………………………. 30mg;
Emblica ribes……………………………………. 20mg;
Piper longum……………………………………. 20mg;
Zingiber officinale………………………………. 20mg;
Balsamodendron mukul………………………. 250mg;
Plumbago indica………………………………… 25mg;
Terminalia belerica,
Terminalia chebula, Emblica officinalis……… 100mg;
Acacia catechu………………………………..   15mg.

ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება ჭარბი წონის საწინააღმდეგოდ

მიღების წესი და დოზირება:
ჭარბი წონის მქონე პაციენტებში დღეში 2 კაფსულა, ხოლო ნორმალურ წონაზე ოდნავ მეტი წონის მქონე პაციენტებში – დღეში თითო კაფსულა.
პირებს, რომლებიც ეწევიან მძიმე ფიზიკურ შრომას ენიშნებათ თითო კაფსულა დღეგამოშვებით.
პრეპარატის რეგულარული გამოყენებისას სასურველი ეფექტი აღინიშნება 4-6 კვირის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებანი:
პრეპარატი არ გამოიყენება ნორმალური წონის მქონე პაციენტებში

უკუჩვენება: * ორსულობის პერიოდი

გვერდითი მოქმედება: არ აღინიშნება

ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები:
ინახება სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა აღნიშნულია შეფუთვაზე. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

მწარმოებელი: “Ajanta Pharma Limited” (ინდოეთი)

გაფრთხილება

Viewing all 4381 articles
Browse latest View live