Quantcast
Channel: www.medgeo.net
Viewing all 4381 articles
Browse latest View live

მამაკაცის კოსმეტიკა

$
0
0
ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ კოსმეტიკა მამაკაცებისათვის ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

♦♦♦ გთავაზობთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” მამაკაცთა კოსმეტიკური საშუალებების   ფილტრირებულ ლინკს; დასათვალიერებლად და შესაძენად შებრძანდით მითითებული ლინკიდან  >>>>>

..


..

მამაკაცის კოსმეტიკა

მამაკაცმა უნდა იცოდეს, რომ მისი კანი განსხვავდება ქალის კანისაგან. კაცების:

 - კანის ზედა (დერმული) ფენა მნიშვნელოვნად გამძლეა;
- ეპიდერმისი შედგება ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული წაგრძელებული უჯრედებისგან;
- კანქვეშა ცხიმოვანი ფენა ნაკლებადაა გამოხატული;
- შემაერთებელი ქსოვილი მკვრივი და მაგარია.

ამის წყალობით ძლიერ სქესს არ ‘’აწუხებს’’ ცელულიტი, გაჭიმვა და დროზე ადრე დაბერება. თუმცა, მამაკაცებს აქვთ მათი არცთუ ისე სასიამოვნო კანის პრობლემები:

 - წვრილი სისხლძარღვების სისუსტე, რაც კანს ანიჭებს არაჯანმრთელ, მოწითალო-იისფერ შეფერილობას;
- სებორეული დერმატიტი, გამოწვეული მარილების ჰიპერ გამოყოფით;
- ჭარბი ოფლიანობა.

 მამაკაცის კანის ეს თავისებურებები გახდა მიზეზი, შექმნილიყო სპეციალური, უშუალოდ მამაკაცის კოსმეტიკა. ქილები, ფლაკონები, კაფსულები რითაც სავსეა ცოლის (მეგობრის) ტუალეტის მაგიდა, მამაკაცს არაფერში ჭირდება. მას ესაჭიროება საკუთარი „კოსმეტიჩკა’’, რომელშიც შედის:

- სპეციალური გამწმენდი საშუალება მამაკაცისთვის: საპონი, დუშგელი, გამწმენდი სალფეთქი და თმის შამპუნი;
- სახის მოსავლელი საშუალებები: მატონიზირებელი ლოსიონი, დღის დამატენიანებელი კრემი, ღამის მკვებავი კრემი, კრემ-სკრაბი;
- ნაკრები გაპარსვისთვის: გელი, ქაფი, კრემი გაპარსვისთვის, გაპარსვისშემდგომი ლოსიონი და/ან გელი;
- დეოდორანტი, ტუალეტის წყალი/ოდეკოლონი;
- ფეხის მოვლის საშუალებები: სკრაბი, დამატენიანებელი ანტიბაქტერიული კრემი, დეოდორანტი;
- დამცავი საშუალებები: ხელის კრემი, მზისგან დამცავი კრემი, ტუჩის ბალზამი.

უმაღლესი პილოტაჟი 

კარი იქნება თუკი მამაკაცის კოსმეტიკური არსენალი შეივსება აბაზანის არომატული მარილებით, ეთერზეთებით, სხეულის სკრაბით და ლოსიონით, მამაკაცის ფრჩხილების დამცავი ლაქით, პარფიუმერული ტალკით ფეხის ოფლიანობის შესამცირებლად.

_____________________________________

>>>>> კოსმეტოლოგიაინტერნეტ-მაღაზია

..


როგორ შევარჩიოთ შამპუნი

$
0
0
ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ შამპუნები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

♦♦♦ გთავაზობთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” შამპუნების ფილტრირებულ ლინკს; დასათვალიერებლად და შესაძენად შებრძანდით მითითებული ლინკიდან  >>>>>

როგორ შევარჩიოთ შამპუნი

მისათვის, რომ სწორად შევარჩიოთ შამპუნი, აუცილებელია ყურადღებით წავიკითხოთ ინფორმაცია ეტიკეტზე. გამოიყენეთ მხოლოდ ის შამპუნი, რომელიც განკუთვნილია თქვენი თმის ტიპისათვის. უნივერსალური შამპუნი, რომელიც განკუთვნილია ყველა ტიპის თმისათვის არ არსებობს. ბევრი ადამიანი მოიხმარს შამპუნს ნორმალური თმისათვის, მაგრამ პრაქტიკულად ნორმალური თმა ძალიან იშვიათად გვხვდება.

ხარისხიანი შამპუნის რეზულტატია:

კარგად დაბანილი თმა;
თმაზე ცხიმის არ არსებობა;
თმის ბზინვარება;
თმა კარგად ივარცხნება და დამყოლია;
თავის კანი არ არის დაზიანებული.

კარგი შამპუნი არ აცლის თმას ცილებს, ტენიანობას და საკვებ ნივთიერებას; ზრდის თმის ელასტიურობას; იცავს თმის კუტიკულას და კუტიკულას ქერცლებს გლუვს ხდის; არ ამძიმებს თმას; იცავს თმას დამუხტვისაგან; აძლევს თმას აბრეშუმისებრ შესახედავობას; უნდა ჰქონდეს ულტრაიისფერი ფილტრები.

იმისათვის, რომ მიხვდეთ შამპუნი გიხდებათ თუ არა, საკმარისია მისი ერთჯერადი ან ორჯერადი გამოყენება. თუ გინდათ გაიგოთ, რომ შამპუნი თქვენი თმის ტიპისთვისაა, აუცილებელია რეგულარულად გამოიყენოთ რამოდენიმე კვირის განმავლობაში. თუ თქვენ სწორად შეარჩევთ შამპუნს, არ ღირს ხშირად ცვალოთ ის.

არსებობს შამპუნის შემდეგი სახეობები:

ჩვეულებრივი ნეიტრალური – განკუთვნილია მხოლოდ თმის დასაბანად;
თმის მოვლისათვის ან მკურნალობისათვის;
შეფერილობის მიმცემი, რომელიც უნდა წაისვათ თმაზე და არა თავის კანზე;
ღრმა გასუფთავებისთვის;
ახალი არომათერაპიული შამპუნები – შეიცავს ნატურალურ ეთერზეთებს, შემდეგი ეფექტებით: ანტიოქსიდანტები; სისხლისმიმოქცევის გასაუმჯობესებელი; ქერტლის საწინააღმდეგო; მასტიმულირებელი.

შამპუნების კლასიფიკაცია თანამედროვე კოსმეტოლოგიაში

შამპუნი ცხიმიანი თმისათვის – შეიცავს დიდი რაოდენობით დასაბან ნივთიერებებს, წმენდავს კანს და თმას ზედმეტი ცხიმისაგან;
შამპუნი ნორმალური თმისათვის – შეიცავს ნაკლებ დასაბან ნივთიერებებს, ის ასუფთავებს თმას;
შამპუნი მშრალი თმისათვის – შეიცავს ნაკლებ დასაბან ნივთიერებებს, მას დამატებული აქვს დამატენიანებელიც, რომელიც იცავს თმას და კანს გამოშრობისაგან;
რბილი შამპუნი ხშირი დაბნვისათვის – ძალიან სუსტია, არ აღიზიანებს კანს და არ აშრობს თმას;
ქერტლის საწინაამღდეგო შამპუნი – შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც ანელებს კანის უჯრედების დაყოფას და აშორებს მკვდარი კანის ფანტელებს. მისი ხშირი გამოყენება ხდის თმას მშრალს და უსიცოცხლოს.

იმისათვის, რომ განსაზღვროთ შამპუნის ხარისხი გააკეთეთ შემდეგი სინჯი: შეურიეთ ჭიქაში შამპუნი და წყალი, დადგით ნარევი და დააკვირდით, თუ წარმოიქმნა ხაჭოსებრი ნალექი ამ შამპუნის გამოყენება არაა სასურველი.

არ არის რეკომენდებული შამპუნები, რომლებშიც გამოყენებულია ქაფწარმომქმნელი ნივთიერებები - ნატრიუმის სულფატი და ამონიუმი. ქაფს, რომელსაც ისინი წარმოქმნიან არ აქვს კარგი გამწმენდი ეფექტი.

_____________________________________

>>>>> კოსმეტოლოგიაინტერნეტ-მაღაზია

..

როგორ შევარჩიოთ საპონი სახისთვის?

$
0
0
ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ სახის საპნები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

♦♦♦ გთავაზობთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” სახის საპნების ფილტრირებულ ლინკს; დასათვალიერებლად და შესაძენად შებრძანდით მითითებული ლინკიდან  >>>>>

როგორ შევარჩიოთ საპონი სახისთვის?

დღეში ერთხელ მაინც უნდა დავიბანოთ სახე, უნდა მოვიცილოთ მაკიაჟი, ცხიმი, ოფლი და ბაქტერიები, რომ ჩირქოვანი გამონაყარი არ წარმოიქმნას კანზე, და თან ისე, რომ კანი არ დაზიანდეს და არ მოვაცილოთ საჭირო რაოდენობის ბუნებრივი ცხიმი.

სახის დაბანამდე უნდა მოვიცილოთ მაკიაჟი;
საპონი  უნდა შევარჩიოთ კანის ტიპის მიხედვით.

როგორი ცხიმიანიც არ უნდა იყოს სახის კანი, სასურველი არ არის იხმაროთ ძლიერი ანტიბაქტერიული საპონი, რომელიც სახის კანისთვის არაა განკუთვნილი და იხმარება ტანისთვის ან ხელებისთვის. ცხიმიანი კანისთვის სასურველია სკრაბ-საპონი, თიხა ნარევი საპონი. მათში სკრაბის და თიხის გარდა მინერალიზებული ბუნებრივი ნივთიერებებიცაა, საჭირო დოზით დამარბილებელი ზეთები, კანის დამამშვიდებელი მცენარეული ექტრაქტები და ვიტამინები, ქაფი ნაზი აქვს და შესანიშნავად იწმინდება კანი.

თუ კანი ძალზე მშრალია, მაშინ შეარჩიეთ კრემ-საპონი. მასში რამდენიმე შესანიშნავი ზეთის კომბინაციაა, გლიცერინი, ვიტამინები, მინერალები, მცენარეული ექტრაქტები, დასატენიანებლად ყველა საჭირო ბუნებრივი ნივთიერება, ქაფიც ნაზი და მსუბუქი აქვს. დაბანისას კარგად წაისვით საპონი სახეზე და თითებით კარგად დაამასაჟეთ კანი. ქაფი კანს გაწმინდავს მტვერისგან და მაკიაჟის ნარჩენებისგან, ამავდროულად ყველა ზეთი და ნივთიერება კანზე საჭირო დოზით მოქმედებს. კარგად ჩამოიბანეთ წყლით და შეიმშრალეთ, არ მოიხოცოთ უხეში პირსახოცით.
გახსოვდეთ! როგორი საუკეთესო კრემი არ უნდა იხმაროთ — თუ კრემამდე კანი “შეწუხდა” ხისტი წყლით (რაც ჩვენს ონკანში ჩვეულებრივად მოედინება) და უხეში, საპნით (რომელიც კანს ისე წმენდს, რომ ყველაფერს აცლის საჭირო და არასაჭიროს)—- მაშინ კრემს არა აქვს ის 100%-იანი ეფექტი, რასაც ელოდებით.

_____________________________________

>>>>> კოსმეტოლოგიაინტერნეტ-მაღაზია

..

როგორ შევარჩიოთ ჰიგიენური საფენი

$
0
0
ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ჰიგიენური საფენები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

♦♦♦ გთავაზობთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” ჰიგიენური საფენების ფილტრირებულ ლინკს; დასათვალიერებლად და შესაძენად შებრძანდით მითითებული ლინკიდან  >>>>>

როგორ შევარჩიოთ ჰიგიენური საფენი

1.      პირველ რიგში, სანამ თქვენი სხეულისა და ცხოვრების სტილისათვის  შესაფერის საფენს აირჩევდეთ, ნახეთ ვებ-გვერდი, სადაც მითითებული იქნება პროდუქციის ჩამონათვალი და აღწერილობა; ან მაღაზიაში, შეძენამდე ყურადღებით გაეცანით მას.
2.      სქელი თუ თხელი, სტანდარტული თუ გრძელი -  მაშინ, როდესაც ულტრა თხელი საფენი უფრო კომფორტულია, იმ მხრივ, რომ თითქმის ვერც კი იგრძნობთ ატარებთ თუ არა მას, კრიტიკულ დღეებში გრძელი თუ სქელი საფენები გაცილებით უკეთესად გიცავთ. თუ თქვენი მენსტრუალური პერიოდი ჭარბი გამონადენით ხასიათდება, მაშინ, ალბათ, აჯობებს უპირატესობა სქელ/გრძელ საფენებს მიანიჭოთ.  ხოლო, თუ კი თქვენი პერიოდი მცირედი გამონადენით ხასიათდება, ალბათ, აჯობებს ულტრა თხელ საფენებზე შეაჩეროთ არჩევანი. ამ გზით, თქვენი ბიუჯეტიც იგრძნობს შეღავათს.
3.      ჩვეულებრივი თუ ღამის საფენები - რათქმაუნდა, თავისუფლად შეგიძლიათ დღეც და ღამეც ერთნაირი საფენი ატაროთ, მაგრამ, იმისათვის, რომ ღამით თავისუფლად იმოძრაოთ, თეთრეულის დალაქავებას არ შეუშინდეთ და მშვიდად იძინოთ სპეციალური საფენები არსებობს. ისინი გაცილებით გრძელია ჩვეულებრივ საფენებზე და საცვალზე უკეთესი ფიქსაციისათვის სამ-დანაყოფიანი ფრთები აქვს.  გარდა ამისა, დღის საფენი რეკომენდებულია ყოველ 4 საათში გამოიცვალოთ, ღამის საფენს კი შეუძლია ჩვეულებრივ საფენზე მეტი რაოდენობი სითხე შეიწოვოს და მშრალი ზედაპირი დილამდე  შეინარჩუნოს.
4.      გლუვი თუ ფოროვანი  - იმისათვის, რომ სითხე საფენიდან არ გადმოიღვაროს, აუცილებელია სწრაფად იქნეს შეწოვილი. ეს მომენტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თუ თქვენს მენსტრუალურ პერიოდს ჭარბი გამონადენი ახასიათებს. ყურადღება მიაქციეთ, როგორი ზედაპირი აქვს საფენს, რომელსაც ირჩევთ – გლუვი თუ ფოროვანი, რადგან მიკროფორებით დაფარული ზედაპირის არსებობის შემთხვევაში, სითხის შეწოვა გაცილებით სწრაფად და ეფქტურად ხდება.
5.      ფრთებით თუ უფრთებოდ - რათქმაუნდა, ესაც თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ფრთები საფენზე გაცილებით თხელია და მათ არსებობას თქვენც ვერც კი გრძნობთ, სამაგიეროდ, ისინი მაქსიმალურად  ეფექტურად იცავს თქვენს თეთრეულს და არამარტო თეთრეულს – ტანისამოსსაც კი.
6.      სითხის გადანაწილება - გარდა ამისა, არსებობს საფენები, რომლებიც დამზადებულია ისე, რომ შეწოვილი სითხე მათში ერთ ადგილას არ კონცენტრირდება, არამედ გადანაწილდება და შესაბამისად, სთხის უკან, ზედაპირზე გამოჟონვის რისკი იკლებს. ასეთი საფენების პრიორიტეტი ის არის, რომ მათთან ერთად თქვენ მუდამ მშრალად იგრძნობთ თავს.
7.      ღარებიანი თუ ღარების გარეშე - ღარები საფენის ზედაპირზე არსებული ჩაღრმავებებია, რომელიც სითხის დინების შეფერხებას ახდენს და საფენიდან მის გადაღვრას უშლის ხელს. მათი დახმარებით, საფენი კიდევ უფრო კომფორტული ხდება და რაც მთავარია, თქვენ კიდევ უფრო დაცულად იგრძნობთ თავს.
8.      ჰაერგამტარი და დაერმატოლოგიურად უსაფრთხო - რათქმაუნდა, ეს საკმაოდ ნიშვნელოვანი პუნქტებიაა, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ საფენის შერჩევისას.  ჰაერგაუმტარი საფენები ხელს უწყობს ბაქტერიების სწრაფად გავრცელებას, აჩენს მძაფრ სუნს და აღიზიანებს კანს.
იმისათვის, რომ წინასწარ იცოდეთ საფენი რაიმე დერმატოლოგიური პრობლემების რისკს არ შეგიქმნით, დარწმუნდით, რომ ის ტესტირებული და  რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ. ამის დამადასტურებელ ნიშანს თუ ემბლემას, აუცილებლად იპოვით ჰიგიენური საფენის შეფუთვაზე.
9.      სურნელოვანი თუ სურნელის გარეშე - სურნელოვანი საფენები დიდი ხანი არ არის, რაც ბაზარზე გამოჩნდა. ყვავილების ნაზი სურნელი სასიამოვნო შეგრძნებას განიჭებთ კრიტიკულ დღეებში, თუმცა, თუ თქვენ ალერგიული ბრძანდებით და სხვადასხვა ტიპის დერმატიტებისაკენ გაქვთ მიდრეკილება, ალბათ, აჯობებს ასეთი ტიპის საფენს ისევ ჩვეულებრივი საფენი ამჯობინოთ.
გაიხსენეთ ეს პუნქტები, როდესაც საფენის შესარჩევად მაღაზიაში მიბრძანდებით და გარწმუნებთ, შენაძენით გაცილებით კმაყოფილი დარჩებით.
_________________________________________

ხელების მოვლა

$
0
0
ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ხელების მოვლის საშუალებები  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

♦♦♦ გთავაზობთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” ხელების მოვლის საშუალებების ფილტრირებულ ლინკს; დასათვალიერებლად და შესაძენად შებრძანდით მითითებული ლინკიდან  >>>>>

ხელების მოვლა 

არ არსებობს ქალი, რომელიც არ ოცნებობს ლამაზ ხელებზე, ნაზ და გლუვ კანზე, მოვლილ და ჯანმრთელ ფრჩხილებზე. თანამედროვე სილამაზის სალონები გვთავაზობენ მომსახურების ფართო სპექტრს, რომელიც უკავშირდება თქვენი ხელების სილამაზეს და ჯანმრთელობას. მაგრამ, თუკი მოვუვლით ხელებს, ფრთხილად მოვეპყრობით  მათ, თავისუფლად შეიძლება სახლში სალონის მსგავსი ეფექტის მიღწევა. იმისათვის, რომ კანი იყოს ნაზი, ლამაზი და ჯანმრთელი მოუარეთ თქვენს ხელებს. ამისათვის შეეცადეთ მიყვეთ შემდეგ არცთუ ისე რთულ მითითებებს:

..

  1. თავი აარიდეთ ცხელ წყალს – ის ახდენს კანის გაუცხიმოვნებას, ხდის მას მშრალს და და უხეშს. ცივი წყლისგან ხელის კანი იქერცლება და უხეშდება. ამიტომ დაიბანეთ ხელები თბილი წყლით.
  2. არ იაროთ ყინვაში თბილი ხელთათმანების გარეშე.
  3. ულტრაიისფერი სხივები აშრობენ და აზიანებენ ხელების კანს, ამიტომ არ დაგავიწყდეთ მზისდამცავი კრემების გამოყენება.
  4. კანი იდაყვის მიდამოში მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას. იმისათვის, რომ ის არ იყოს უხეში, გაიკეთეთ თბილი აბაზანა მცენარეული ზეთით. გააჩერეთ იდაყვები 5 წუთი, შემდეგ გაიხეხეთ პემზით და წაისვით კრემი.
  5. დუშის მიღების დროს გაისუფთავეთ იდაყვები ღრუბელით, შემდეგ შეიზილეთ კრემი.
  6. მაზოლების გაჩენის დროს მიიღეთ თბილი მარილის აბაზანები, რომელსაც შეიძლება დავუმატოთ ნიშადურის სპირტი, საპნის ფხვნილი ან ნატურალური საპონი. ასეთი აბაზანა უნდა მივიღოთ 15-20 წუთი, შემდეგ შევიმშრალოთ და შევიზილოთ კრემი.
  7. არ გამოიყენოთ დაბალხარისხიანი ან მძაფრი სუნის მქონე საპონი. იხმარეთ მხოლოდ რბილი საპონი. ყოველთვის გამოდგება ბავშვის საპონი.
  8. არ დაგავიწყდეთ დაბანის შემდეგ მკვებავი კრემი, საღამოს კი კონტრასტული აბაზანები ხელისთვის.
  9. კვირაში 1-2-ჯერ აუცილებელია ხელის კანის პილინგი, რათა მოვიშოროთ მკვდარი უჯრედები. ეს ხელს შეუწყობს დამატენიანებელ კრემს ღრმად შეაღწიოს კანში. ამისათვის შეიძლება გამოვიყენოთ კრემები სახის პილინგისთვის, აგრეთვე დაბანის შემდეგ ინტენსიურად შეიმშრალეთ ხელები უხეში ხელსახოცით.

კრემები ხელის მოვლისათვის იცავენ კანს ლოსიონებზე უკეთ, რაგდან ფლობენ უფრო მჭიდრო სტრუქტურას.

_____________________________________

>>>>> კოსმეტოლოგიაინტერნეტ-მაღაზია

..

ინსტრუმენტები ფრჩხილების მოსავლელად

$
0
0
ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ფრჩხილების მოსავლელი ინსტრუმენტები  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

♦♦♦ გთავაზობთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” ფრჩხილების მოსავლელი ინსტრუმენტების ფილტრირებულ ლინკს; დასათვალიერებლად და შესაძენად შებრძანდით მითითებული ლინკიდან  >>>>>

ინსტრუმენტები ფრჩხილების მოსავლელად

თითოეულ პროფესიონალს უნდა ქონდეს იმ ინსტრუმენტების ნაკრები, რომლებიც საჭიროა ფრჩხილების მოსავლელად. განვიხილოთ რა გვჭირდება პირველ რიგში.

ყველაზე მარტივია ინსტრუმენტების არა ცლა-ცალკე შეძენა, არამედ მთლიანი ნაკრების. თუკი რაიმე დაიკარგება ან გაფუჭდება, ყოველთვის შეიძლება მისი ჩანაცვლება.

ნაკრებში უნდა შედიოდეს:

-         პატარა მაკრატელი მახვილი დაბოლოებებით, ფრჩხილების და ე.წ ნუნების დასაჭრელად;
-         ე.წ. ქლიბი;
-         პინცეტი ფრჩხილის მიმდებარე კანის მოსაცილებლად;
-         ბლაგვი შპადელი კანის ჩაღრმავებების გასაწევად;
-         მახვილი შპატელი ფრხილებიდან ჭუჭყის გამოსატანად;
-         ხის ან პლასტმასის პატარა ჯოხი.

ეს არის ნაკრები მარტივი მანიკურის პროცედურისათვის. უფრო დიდ ნაკრებს ამატებენ სხვადასხვა სახის ინსტრუმენტებს.

ფრჩხილების დასამოკლებლად, კუტიკულების დასაჭრელად იყენებენ სხვადასხვა ე.წ ,,კუსაჩკებს”. როგორც წესი ისინი მზადდება მეტალისგან.

♦♦♦ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” შეგიძლიათ შეარჩიოთ და შეიძინოთ:

..


..

ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ფრჩხილების მოსავლელად არის მაკრეტელი. არსებობს მათი რამოდენიმე სახე: ფრჩხილების, გარქოვანებული კანის, კუტიკულების მოსაჭრელად. ამისათვის ყველაზე ხშირად გამოიყენება მაკრატელი მოხრილი დაბოლოებებით.

ფორმის მისაცემად გამოიყენება ე.წ ქლიბი.

ფრჩხილის ქვედა მიდამოს და კუტიკულების გასაწევად ხმარობენ ყველანაირი კონფიგურაციის შპატელს.

სახლის პირობებში მარტივი მანიკურის გასაკეთებლად საკმარისია მაკრატლის, კუსაჩკის, ქლიბის და შპადელის ქონა. ფრჩხილების გასაპრიალებლად გამოიყენება სპეციალური გასაპრიალებელი ქლიბი. ფხვილისებრი, წვრილმარცვლოვანი საფარი უფრო ადვილი გასაპრიალებელია, ვიდრე ჩვეულებრივი. გასაპრიალებლად გამოიყენება სპეციალური პუდრები ან პასტები, რომელთა შემადგენლობაში შედის დაფხვნილი ნივთიერებები. კარგი იქნება სპეციალური ფრჩხილების აბაზანა.

ასევე დამატებით საჭიროა: ბამბა, სადეზინფექციო, გასასუფთავებელი,  გასათეთრებელი საშუალებები, ფრჩხილის ლაქი, ლაქის მოსაშორებელი ხსნარი, ზეთი, კრემი, ტალკი და სხვ. ნებისმიერი დეკორატიული მანიკური მოითხოვს არა მხოლოდ ფერად ლაქს, არამედ ე.წ ძირითად ლაქს, რომელიც უნდა წაისვათ ფერადი ლაქის ქვეშ. ძირითადი ლაქი არის უფერული სითხე. ის აუცილებელია ფრჩხილების გასამაგრებლად და ნებისმიერი დაზიანებისგან თავის დასაცავად. ასევე არსებობს სპეციალური მოსახერხებელი და უსაფრთხო საშუალებები კუტიკულების (ფრჩხილის ირგვლივი კანი) მოსაცილებლად. ამ საშუალებების უპირატესობა არის ის, რომ გამოყენების შემდეგ კანი არ უხეშდება, როგორც ეს ხდება მაკრატლით და მაშებით დამუშავების შემდეგ.

უნდა გვახსოვდეს, რომ მანიკური უნდა გაკეთდეს მხოლოდ სუფთა ხელსაწყოებით. დაბინძურებული ინსტრუმენტების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადება გაკაწვრის ან გაჭრის შემთხვევაში.

ერთ-ერთი უმთავრესი წესი, რომელიც არ უნდა დაირღვეს არავითარ შემთხვევაში – დაამუშავეთ მხოლოდ ჯანსაღი ფრჩხილები. კანის ან ფრჩხილების უმცირესი ცვლილებაც კი უნდა ნახოს სპეციალისტმაც, ვინაიდან ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნაკაწრი ან სიწითლე შეიძლება აღმოჩნდეს ინფექციური დაავადების საწყისი.

სახლის პირობებში ფრჩხილის მოვლა არის მარტივი პროცედურა, თუკი არის სურვილი და აუცილებელი ხელსაწყოები.

_____________________________________

>>>>> კოსმეტოლოგიაინტერნეტ-მაღაზია

..

როგორ შევიღებოთ ფრჩხილები

$
0
0
ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ფრჩხილების შესაღები საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

♦♦♦ გთავაზობთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” ფრჩხილების შესაღები საშუალებების ფილტრირებულ ლინკს; დასათვალიერებლად და შესაძენად შებრძანდით მითითებული ლინკიდან  >>>>>

შინაარსი: 

1. როგორ შევიღებოთ ფრჩხილები

1.1 როგორ გავიკეთოთ დეკორატიული დაფერვა სწორად.
1.2 ლაქის დატანის ნიუანსები და საიდუმლოებები
1.3 მოკლე ფრჩხილების შეღებვა
1.4  გრძელი ფრჩხილების შეღებვა

2. დეკორატიული დაფერვის სხვადასხვა სახეობები

2.1 ფრანგული მანიკურის ვარიაციები
2.2 როგორ შევიღებოთ ფრჩხილები ორ ფერში
2.3 ფერადი ფრჩხილები

3. გელ-ლაქით ფრჩხილების შეღებვა

3.1  რას წარმოადგენს გელ-ლაქი და რაში მდგომარეობს მისი თავისებურებანი
3.2 გელ-ლაქის წასასმელი მოწყობილობები
3.3 შელაკით შეღებვის ტექნოლოგია

4. შეიძლება თუ არა ფრჩხილების შეღებვა ორსულთათვის

როგორ შევიღებოთ ფრჩხილები აკურატულად 

იდეალური მანიკურისთვის საკმარისი არ არის ლაქის თანაბრად წასმა ფრჩხილებზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი წინასწარი დამუშავება: ნუნების მოშორება, ფრხილების ერთ ზომაზე დაჭრა, დასუფთავება, ზედმეტი წანაზარდებისაგან გათავისუფლება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ლაქის წასმაზე ფიქრი.

როგორ გავიკეთოთ დეკორატიული დაფერვა სწორად 

ლამაზი მანიკურის გაკეთება ძვირადღირებული სალონის პროცედურების გარეშე, სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი. მოდით განვიხილოთ ყველა ეტაპი:

1 ეტაპი. ფრჩხილებზე წავისვათ გამჭვირვალე ფუძე

გამჭვირვალე ფუძე არამარტო ასწორებს ფრჩხილის უსწორმასწორო ზედაპირს, ასევე იცავს მას  ფრჩხილის ლაქის მავნე, აგრესიული კომპონენტებისაგან.  ფუძედ შეიძლება გამოვიყენოთ გამჭვირვალე ლაქი ან საშუალება ფრჩხილების გასამაგრებელი სერიიდან..

2 ეტაპი. წავისვათ ფერადი ლაქი.

სანამ უშუალოდ წასმის პროცესს შეუდგებით, მოიმზადეთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია დაგჭირდეთ წასმისას:

  • ბამბის ჩხირები;
  • ბამბის რგოლი;
  • ლაქის მოსაშორებელი საშუალება.

მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყეთ პირველი ფენის წასმა. თუმცა ყველა წესის დაცვით ფრჩხილების შეღებვა ყველა ქალბატონმა როდი იცის. ამიტომ, მაქსიმალურად შევეცდებით დაწვრილებით აგიხსნათ ყველა ნიუანსი.

ლაქის წასმა დაიწყეთ ფრჩხილის შუა ნაწილიდან, ნუნიდან ფრჩხილის ბოლომდე ერთი მკვეთრი მოძრაობით. შემდეგ რამოდენიმე შეხებით წაისვით ლაქი ფრჩხილის დარჩენილ ნაწილებზე, როგორც ნაჩვენებია სურათზე.

……………………………..

ა) მეორე ფენის წასმით შეგვიძლია წინა შეცდომების გამოსწორება.
ბ) მეორე ფენა მხოლოდ მას შემდეგ წაისვით, რაც წინა ფენა ბოლომდე გაშრება.
გ) დაიმახსოვრეთ, ლაქის ერთი ფენა საკმარისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლაქი ძალიან სქელია.

3 ეტაპი. წავისვათ დამცავი საშუალება

ეს ეტაპი აუცილებელი არ არის. დამცავი ფენის არაერთი  უპირატესობის მიუხედავად (მბრწყინავი ზედაპირი, ლაქის მდგრადობა), იგი რიგით მე-3-4  ფენა გამოდის და მისი გაშრობა  ხანმოკლე პროცესი როდია..

ლაქის წასმის ნიუანსები და საიდუმლოებები

  1. ფრჩხილების აკურატულად და ლამაზად შესაღებად, პირველ რიგში დაიბანეთ ხელები საპნით.;
  2. შეარჩიეთ კარგად განათებული და ხელების დასადებად მოსახერხებელი ადგილი.  გამოიყენეთ მხოლოდ ხარისხიანი ლაქი. ყურადღება მიაქციეთ მათი გამოყენების ვადას.
  3. გახსნამდე ფლაკონი ხელისგულებით გაათბეთ და შეანჯღრიეთ.
  4. მოკლე ფრჩხილებზე უფრო ადვილია წასასმელად თხელი კონსისტენციის ლაქი. გასქელებულ ლაქს შეიძლება დაუმატოთ გამხსნელი.
  5. ფუნჯს ლაქი ზომიერად ამოაყოლეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მანიკური აკურატული არ გამოვა.

მოკლე ფრჩხილების შეღებვა

სწორად მოკლე ფრჩხილების შეღებვა  იოლი როდია. არ გამოიყენოთ ჩასქელებული ლაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ აცდებით ფრჩხილის გარშემო კანის დასვრას. სასურველია თავი შეიკავოთ მკვეთრი ფერებისგან და უპირატესობა მიანიჭოთ პასტელურ და მოვარდისფრო ტონებს.

მოკლე ფრჩხილებზე ლაქი წაისვით ფუნჯზე მციე რაოდენობის ლაქის ამოღებით.

  1. თანმიმდევრობა ისეთივე დაიცავით, როგორც ზემოთ ავღწერეთ.
  2. დაიმახსოვრეთ, ფრჩხლის კიდეებს თუ შეუღებავს დაიტოვებთ, მისი სიგრძე ვიზუალურად გაიზრდება.
  3.  ეცადეთ ლაქი ნუნებზე არ მოგეცხოთ, ამის გამოსწორება მარტივი არ იქნება.

გრძელი ფრჩხილების შეღებვა

გრძელი ფრჩხილების შეღებვა ბევრად იოლია. ამასთანავე გრძელ ფრჩხილებს ნებისმიერი  ფერის ლაქი უხდება. მთავააია, ლაქის წასმამდე სათანადოდ გაიკეთოთ მანიკური.

მივყვეთ პროცესს ეტაპობრივად:

  1. გაათბეთ ხელისგულებით ლაქის ფლაკონი-ლაქი ერთგვაროვანი  კონსისტენციის გახდება და ფრჩხილზე თანაბრად წაესმევა.
  2. ლაქის წასმა დაიწყეთ ნეკა თითიდან, ხელი მოხერხებულად დადეთ მაგიდის კიდეზე, სასურველია სინათლის წყარო იმყოფებოდეს მარცხნიდან .
    ფუნჯი ბოლომდე ჩადეთ ფლაკონში, შემდეგ მოაშორეთ ზედმეტი ლაქი ფლაკონის კიდეზე გასმით.
  3. თუ ლაქი არ გეყოთ, დაიმატეთ ის ფლაკონიდან თუ ზედმეტი მოგივიადათ, ფრთხილად მოიშორეთ ფუნჯის დახმარებით.
  4. დაიცადეთ სანამ ლაქი გაშრება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაისვით მეორე  ფენა.
  5. ბოლოსთვის სასურველია  გადაისვათ ლაქის დასამაგრებელი საშუალება.

დეკორატიული დაფერვის სხვადასხვა სახეობები

თუ მრავალფეროვნება გსურთ და დეკორატიული მხატვრობისთვის დრო არ გაქვთ, გთავაზობთ რამოდენიმე საინტერესო იდეას, რომელსაც შეუძლია განსაკუთრებული ხიბლი შემატოს თქვენს იერს.

ვარიაციები ფრანგული მანიკურის თემაზე

თუ ტრადიციული ”ფრენჩი’ მოგბეზრდათ, შეიძლება უფრო ორიგინალური ვარიაციების მოფიქრება კონტრასტული ფერების შეხამებით. ღია ტონი სასურველია გამოვიყენოთ ფუძედ, ხოლო მუქი ფერი წავისვათ ფრჩხილის კიდეზე.

ფრჩხილის კიდეზე დასატანად უნივერსალურად ითვლება თეთრი ფერი, რომელიც ნებისმიერ ფერს მოუხდება. ზაფხულისთვის კი შეიძლება გამოიყენოთ ფერთა ნებსიმერი კომბინაცია.  ყველაზე წარმატებულიფერთაშეხამებად შეიძლება ჩაითვალოს: იისფერი-სალათისფერი, წითელი-მალაქიტისფერი, რუხი-ყვითელი.

როგორ შევიღებოთ ფრჩხილები ორ ფერში

ამის გაკეთება სხვადსხვაგვარად შეიძლება. შესაძლებელია ფერთა სხვადასხვა შეხამება, მთავარია თქვენს მიერ არჩეული ფერთა გამა თქვენს განწყობას, ტანსაცმელს და მაკიაჟს შეესაბამებოდეს.

ამგვარი მანიკურის თავისებურებანი:

  • ფერის და ფაქტურის ჰარმონიული შეხამება.
  • განსახვავებული ფერით არათითის და შუათითის გამოყოფა ან თანმიმდევრბითი გადასვალ ერთი ფერიდან მეორეზე.
  • სასურველია ლაქები ერთი ბრენდის შეარჩიოთ.

ფერთა შეხამების წესები:

  • მონოქრომული-ერთი ფერის სხვადასხვა ტონის შეხამება.. ასეთი შეხამება სადაა და ფერთა შერჩევა მარტივია. საინტერესოა ფერთა შემდეგი შეხამება: ლურჯი-ცისფერი, ყავისფერი-ნარინჯისფერი, მუქი მწვანე-სალათისფერი.
  • მონათესავე ფერთა შეხამება -უფრო საინტერესოდ გამოიყურება ვიდრე მონოქრომული. ასეთებია: წითელი-ნარინჯისფერი, ყვითელი-მწვანე, ლურჯი-იისფერი და სხვ.
  • კონტრასტებზე თამაში.  საპირისპირო ფერთა შეხამება ბევრად მკვეთრი და მიმზიდველია. მაგალითად: ყვითელი-იისფერი, ნარინჯისფერი-ლურჯი.

როგორ წავისვათ ორი ფერის ლაქი სწორად?

  1. აირჩიეთ ორი ფერი. ერთერთი წაისვით მთლიან ფრჩხილზე (რომელიც ფუძედ მოიაზრება) ფრჩხილის გარშემო კანზე წაისვით ცხიმიანი კრემი.
  2. ღრუბლით ან აპლიკატორით  გადაიტანეთ მეორე ფერი ფუძეზე.
  3. ლაქის მოსაშორებელ სითხეში დასველებული  ჩხირით გაისწორეთ ლაქი ნუნების გასწვრივ.
  4. გადაისვით დამცავი ფენა.

ფერადი ფრჩხილები 

ქალის ცვალებადი ბუნებას ყველაზე უკეთ კრეატიული მაკიაჟი ან მანიკური ამჟღავნებს. მთავარი პირობა-ლაქის ფერები ქალის გარდერობსა და მის სტილს უნდა შეესაბამებოდეს. სხვადასხვა ფრად ფრჩხილების  შეღებვა საკმაოდ თამამი ექსპერიმენტია. ამის გაკეთება სხვადასხვაგვარადაა შესაძლებელი. განვიხილოთ ყველაზე უფრო გავრცელებული ვარიანტები.

გრადიენტული მანიკური

ამ შემთხვევაში ლაქის ფერები ერთ ფერთა გამას უნდა ეკუთვნოდეს. პრინციპი მარტივია: ყველ ფრჩხილი შეღებილია ერთი ფერის სხვადასხვა ტონში, რის შედეგადაც იქმნება ერთგვარი გრადიენტი.

მნიშვნელოვანი – სხვადასხვა ფრჩხილზე გამოყენებული ლაქი ერთი ფაქტურის უნდა იყოს!

ერთი ფაქტურის, ერთი ფერის განსხვავებული ტონების შოვნა იოლი როდი იქნება, ამიტომ შეიძლება უკვე ხელთ არსებული სხვადასხვა ტონების შერევა. ისე რომ, თითოეული ფერი წინა ფერისგან 1-2 ტონით განსხვავდებოდეს.

ცისარტყელასებრი ნეილ-არტი

ეფექტურია ორივე ხელის ფრჩხილების ცისარტყელის  სვადასხვა ფერად შეღებვა. წაისვით ყველა თითზე განსხვავებული ფერის ლაქი, შეიძლება მკვეთრი ასევე პასტელური ფერების გამოყენება.

გაითვალისწინეთ: ფერადი მანიკური განსაკუთრებით მოუხდება სადა, არამკვეთრი ფერის ტანსაცმელს. ამით ხაზს გაუსვამთ ორიგინალურ მანიკურს.

გელ-ლაქით ფრჩხილების შეღებვა

გელისა და ლაქის ჰიბრიდი  უდავოდ საუკეთესო მიღწევაა ფრჩხილების ინდუსტრიაში.  მისი პოპულარობის საიდუმლო წასმის პრინციპის სიმარტივესა და ფრჩხილზე მდგრადობაშია. ეს არის თავისებური სტრუქტურის ლაქი, რომლის გასაშრობადაც გამოიყენება ულტრაიისფერი ნათურა, მეტი მდგრადობისა და  მექანიკური დაზიანებებისგან დასაცავად.

დღეისათვის გელ-ლაქის უამრავი ფერი არსებობს. განსაკუთრებულ მდგრადობას ასეთ ლაქს საფინიშო ფენა ანიჭებს, რომელიც გამჭვირვალეა და ძირითად ფერზე გავლენას არ ახდენს.

გელ-ლაქის უპირატესობები

  • გამოყენების სიმარტივე;
  • ნათურაში პოლიმერიზაციის მაღალი სიჩქარე;
  • ფერის მაქსიმალური მდგრადობა;
  • მბზინვარების ინტენსივობა ლაქის მოშორებამდე;
  • ფრჩხილის ემალისათვის უსაფრთხო შემადგენლობა;
  • არ საჭიროებს კორექციას;
  • მასალის ჰიპოალერგიულობა;
  • უკუჩვენებების არარსებობა.

სწორად გამოყენების შემთხვევაში შელაკი 20 დღემდე ძლებს.

გელ-ლაკის წასასმელი მოწყობილობები

გელ-ლაკის წასასმელად საჭიროა:

  • ფუძე-ფრჩხილზე ლაქის უკეთესი მოჭიდებისთვის.
  • გასამაგრებელი საშუალება-მდგრადობისთვსის და მეტი ბზინვარებისთვის
  • აცეტონი ან ფრჩხილის გასასუფთავებელი სხვა საშუალება.
  • სპირტი- საფინალო ზედა ფენის მოსაშორებლად.
  • ულტრაიისფერი ნათურა 36 ვტ და მეტი სიმძლავრით, რომელსაც ლაქის რამოდენიმე ფენის გაშრობა შეუძლია.

შელაკის წასმის ტექნოლოგია

შელაკის წასმამდე გაიკეთეთ ჩვეულებრივი მანიკური ფრჩხილების ცხელ წყალში ჩაწყობით, ერთ ზომაზე დაჭრით და გასუფთავებით და წაისვით გელ-ლაკი შემდეგი ალგორითმის მიხედვით:

  1. გაისუფთავეთ ფრჩხილები აცეტონით;
  2. მსუბუქად გაიქლიბეთ ფრჩხილის ზედაპირი;
  3. წაისვით საბაზო ფერი და გააჩერეთ ხელები საშრობში 2 წუთით;
  4. თხლად წაისვით ფერადი ლაქის პირველი ფენა. ისევ ორი წუთი გაიშრეთ
  5. წაისვით მეორ ფენა და ისევ გაიშრეთ;
  6. წაისვით გასამაგრებელი საშუალება და ისევ საშრობში გაიშრეთ
  7. ბოლოს ზედმეტი ლაქის და წებოვანი მასის მოსაშორებლად,გაიწმინდეთ ფრჩხილები სპირტიანი ბამბის დისკით.

შეიძლება თუ არა ფრჩხილების შეღებვა ორსულთათვის

მომავალ დედებისთვსი უამრავი ტაბუ არსებობს. ამიტომაც შეიძლება გაჩნდეს კითხვა – შეიძლება ფრჩხილების ღებვა ორსულთათვის?

ფრჩხილის შესაღები ნებისმიერი საშუალება მართლაც შეიცავს სხვადსხვა მავნე ნივთიერებებს, რომლებიც შეიძლება მოხვდეს ორგანიზმში სასუნთქი გზების საშუალებით. თუმცა, ის დრო რაც ლაქის წასმისთვისაა საჭირო, საკმარისი არ არის  მომავალი დედის და ნაყოფის დასაზიანებლად.

სასარგებლო რეკომენდაციები:

  • ზოგიერთ ორსულს უუარესდება ფრჩხილების მდგომარეობა: ფრჩხილები ხდება მსხვრევადი, მშრალი და იყოფა. ამ დროს მნიშვნელოვანია სწორი კვება, ვიტამინების (კალცის) დროული და საჭირო რაოდენობით მიღება.;
  • ყურადღებით გაეცანით ლაქის და ლაქის მოსაშორებელი საშუალებების  შემადგენლობასა. მოერიდეთ აცეტონს.
  • გაიკეთეთ მანიკური კარგად განიავებულ  ოთახში
  • ორსულობის ბოლო კვირაში  სასურველია ფრჩხილების დამოკლება. და ლაქის მოშორება.

როგორც ხედავთ, საქმეს თუ პასუხისმგებლობით მოეკიდებით, ორსულთათვისაც შეიძლება ფრჩხილების შეღებვა.

ქალის ხელები მის ბუნებასა და განწყობაზე მოგვითხრობენ. ისინი მუდამ ყურადღების ცენტრში იმყოფებიან, ამიტომ განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებენ.

თქვენ უკვე იცით, როგორ გაიკეთოთ  ხარისხიანი მანიკური. იმედია, ჩვენი რეკომენდაციებისა და თანდართული ფოტომასალის დახმარებით, შეძლებთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტის შერჩევას.

_____________________________________

>>>>> კოსმეტოლოგიაინტერნეტ-მაღაზია

..

ზეთები მკერდის გასადიდებლად და სიმკვრივისათვის

$
0
0
ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ზეთები მკერდის გასადიდებლად და სიმკვრივისათვის ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

♦♦♦ გთავაზობთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” მკერდის გასადიდებელი ზეთების ფილტრირებულ ლინკს; დასათვალიერებლად და შესაძენად შებრძანდით მითითებული ლინკიდან  >>>>>

ზეთები მკერდის გასადიდებლად და სიმკვრივისათვის

მკერდის გასადიდებლად, მისი სიმკვრივის გასაუმჯობესებლად ძალიან კარგია ეთერზეთები და მცენარეული ზეთები. ისინი ჭიმავენ მკერდს, მაღლა წევენ ბიუსტს და იცავენ მოდუნებისაგან. მოდით გავერკვეთ როგორ მუშაობენ ისინი და რომელი ზეთი უნდა ავირჩიოთ, როგორ წავისვათ სწორად და რომელი რეცეპტებია უკეთესი.

რაში მდგომარეობს მკერდის გადიდების, სიმკვრივის და სილამაზის სარგებლობა.

  • პირველ რიგში, ზეთები წარმოადგენენ სუფთა ნატურალურ პროდუქტს. ამიტომ მათი სარგებლიანობა მკერდის კანის სილამაზის და ჯანმრთელობისათვის უდავოა.
  • მეორეც, ზეთები მიიღება ცივი გამოხდით, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ინარჩუნებენ ყველა სასარგებლო ვიტამინს და მიკროელემენტს, რომლებიც აჯანსაღებენ მკერდის კანს.
  • თხელი, ზეთოვანი სტრუქტურის გამო გააჩნიათ ნაოჭების გადასწორების და კანის ელასტიურობის მომატების უნარი, რაც ხელს უშლის მის მოდუნებას. გარდა ამისა ზეთებს აქვთ დამატენიანებელი და მკვებავი მოქმედება, რითაც ანიჭებენ მკერდს ტონუსს, სიმკვრივეს, უნარჩუნებენ მას ახალგაზრდობას და სილამაზეს.

როგორ წავისვათ ზეთი სწორად მკერდზე

  1. მანამ, სანამ წაისვამთ ზეთს ან ზეთის ნიღაბს, გაახურეთ მკერდი სხეულის ტემპერატურამდე, რადგან სასარგებლო კომპონენტები ასე უფრო ღრმად შეაღწევენ კანში და მიაღწევენ მაქსიმალურ ეფექტს.
  2. იმისათვის, რომ მკერდის კანმა შეიძინოს ტონუსი, ხოლო მკერდი გახდეს უფრო მკვრივი და დაჭიმული, ზეთის წასმა აუცილებელია მასაჟორული ხაზით, შემდეგ გაიკეთეთ მასაჟი. მასჟორული ხაზი (იხ.სურათი): მკერდის ქვემოთ ცენტრიდან  იღლიის ღრმულებამდე; ზემოთ პირიქით – იღლიის მიდამოდან ცენტრისკენ. შემდეგ გადადით გულმკერდის ძვალთან, აუყევით ჯერ ნიკაპამდე, შემდეგ ლავიწებამდე (შეგიძლიათ ჩართოთ ორივე ხელი), ბოლოს კი მხრებამდე (ასევე ორივე ხელით). აქ მოძრაობა შეიძლება იყოს უფრო ღრმა და მეტი ზეწოლით, მაგრამ არა კანის დაჭიმვამდე. ზეთის წასმის შემდეგ გაიკეთეთ მასაჟი შემდეგი თანმიმდევრობით – ერთი მოძრაობა მკერდის ქვემოთ, ერთი ზემოთ და სამი გულმკერდზე (ერთი ნიკაპისკენ, ორი ლავიწებისკენ და სამი მხრებისკენ). იგივე მოძრაობა გაიმეორეთ მეორე მკერდზეც. მასაჟის დრო არის 7-10წთ.
  3. თუკი პროცედურას იტარებთ მხოლოდ ზეთით, წასმის შემდეგ დარჩენილი მასა არ ჩამოიბანოთ წყლით, უბრალოდ ფრთხილად მოიშორეთ ქაღალდის სალფეთქებით.
  4. თუ იკეთებთ ნიღაბს, მაშინ პირსახოცი დაასველეთ თბილ წყალში, კარგად გაწურეთ და მოიშორეთ. ასე თქვენ დატოვებთ ყველა სასარგებლო კომპონენტს კანზე, რომლებიც გააგრძელებენ მოქმედებას.
  5. ზეთების გამოყენება უმჯობესია აბაზანის ან კონტრასტული დუშის მიღების შემდეგ. ასე ბევრად გაიზრდება მათი მოქმედების ეფექტურობა.

იმ ზეთებს შორის, რომლებსაც გააჩნიათ მკერდის გამადიდებელი და გასამკვრივებელი თვისება, საუკეთესოა სელის ზეთი. ის გამოიყენებოდა ჩვენი წინაპრების მიერ და კარგი იქნება ჩვენც თუ მივბაძავთ მათ. მისი მთავარი თვისებაა – მჭიდრო. მძიმე და ბლანტი კონსისტენცია. ამიტომ კოსმეტოლოგები გვირჩევენ მის გამოყენებას, როგორც ბაზას, რომელზეც მზადდება სილამაზის რეცეპტები. აგრეთვე შეიძლება მისი დამატება ნებისმიერ კოსმეტიკურ საშუალებებში – კრემებში, ლოსიონებში, რძეებში. მასაჟისთვის საკმარისია ერთი სუფრის კოვზი.

კარგი რეკომენდაცია აქვთ სელის ზეთზე დამზადებულ ნიღბებს. გთავაზობთ ყველაზე ეფექტურ რეცეპტს; მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 სუფრის კოვზი ახალი საფუარი, 1 ჩაის კოვზი შაქარი, 2 სუფრის კოვზი სელის ზეთი და 2 სუფრის კოვზი ცხიმოვანი ნაღები. ეს ყველაფერი აურიეთ და გააცხელეთ ორთქლზე სხეულის ტემპერატურამდე. წაისვით ნიღაბი თანაბარ ფენებად მკერდსა და დეკოლტის მიდამოში, გაიჩერეთ 30წთ, მოიშორეთ თბილი პირსახოცით და წაისვით კრემი.

სელის ზეთი შეიძლება გამოვიყენოთ პერორალურად, ასე მოაგვარებთ ორ პრობლემას; 1 სუფრის კოვზი დილით უზმოზე 1 თვის განმავლობაში – აუმჯობესებს როგორც მკერდის, ასევე თმისა და სახის კანის მდგომარეობას.

ზეთისხილის ზეთმა მოიპოვა პოპულარობა, როგორც ყველაზე ეფექტურმა იმის გამო, რომ გამადიდებელი და გამამკვრივებელი თვისების გარდა აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტიც. ის უფრო მსუბუქი კონსისტენციისაა ვიდრე სელის ზეთი. ნიღბისათვის საჭიროა: 2 სუფრის კოვზი ზეთი, გაცხელებული სხეულის ტემპერატურამდე და 5 წვეთი ვარდის ეთერზეთი. ნარევი გამოიყენება როგორც მასაჟისთვის, ასევე კომპრესისთვის. ამ უკანასკნელისთვის თხელი ბინტი უნდა დავასველოთ თბილ წყალში, გავწუროთ, შემდეგ დავასველოთ ზეთში და დავიფინოთ მკერდზე, ზევიდან დავიფაროთ პირსახოცი და შევიხვიოთ შარფით; გაიჩერეთ 30 წთ (უმჯობესია მწოლიარე მდგომარეობაში), შემდეგ დარჩენილი ზეთი მოიშორეთ ქაღალდის ხელსახოცით.

ნუშის ზეთი – შექმნილია წაშილი, გამომშრალი, დაღლილი და მოდუნებული კანისთვის. გააჩნია რბილი კონსისტენცია, ამიტომ გამოდგება როგორც დამოუკიდებელი კომპონენტი. გთავაზობთ შესანიშნავ, კანის გამაახალგაზრდავებელ, გამამკვრივებელ, და მატონიზირებელ ექსპრეს-ნიღბის რეცეპტს: კერამიკულ ჭურჭელში აურიეთ 2 სუფრის კოვზი მწარე ნუშის ზეთი, 1 -1 წვეთი პაჩულის, ლავანდის ზეთი  და  ვარდის ეთერზეთი. მიღბული მასა წაისვით მკერდის და დეკოლტის მიდამოში მასაჟორული მოძრაობით; 20 წთ-ის შემდეგ ზეთის ნარჩენები შეიმშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით.

სვიის ზეთი – კიდევ ერთი არაჩვეულებრივი პროდუქტი მკერდისთვის; სვიის კონუსები წარმოადგენენ ძლიერ ესტროგენებს, რომლებიც შეიცავენ ქალურ ფიტოჰორმონებს. იმის წყალობთ, რომ სვიის ზეთი შეიცავს ლუპულინს (ნივთიერება, რომელიც აერთიანებს ეთერზეთებს, სასარგებლო ფისებს, აზოტოვან ნივთიერებებს, უჯრედისს) და უამრავ ვიტამინს, ის ერთდროულად ჭიმავს, ადიდებს და აახალგაზრდავებს მკერდს. არ არის საჭირო მისი რაიმესთან შერევა, უბრალოდ ოდნავ შეაცხელეთ ორთქლზე და გაწურვის გარეშე შეიზილეთ  ბიუსტისა და დეკოლტეს ზონებში. მოცულობა – 1 ჩაის კოვზი 1 პროცედურაზე.

ხორბლის ზეთი – შედგება კოლოსალური რაოდენობის უნიკალური კოპონენტებისგან, ამიტომ საუკეთესოა მკერდის კანის უჯრედების გასაახლებლად და გასაახალგაზრდავებლად, დაუბრუნებს მას სინაზეს, სირბილეს, ელასტიურობას და ხავერდოვნებას. ზეთი გამოირჩევა ძალიან მჭიდრო და მძიმე კონსისტენციით, რის გამოც რეკომენდებულია მისი გამოყენება შედარებით უფრო მსუბუქ ზეთებთან. ნიღბისათვის საჭიროა 2 სუფრის კოვზი ხორბლის ზეთი, 1-1 ჩაის კოვზი ატმის, ზეთისხილის და გარგრის ზეთი. აურიეთ ინგრედიენტები გააცხელეთ ორთქლზე სხეულის ტემპერატურამდე და მასაჟორული მოძრაობებით წაისვით მკერდისა და დეკოლტეს მიდამოში. რამოდენიმე წუთში დარჩენილი ზეთი მოიშორეთ ქაღალდის ხელსახოცით.

♦♦♦ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” შეგიძლიათ შეარჩიოთ და შეიძინოთ:

ეთერზეთები მკერდისათვის

ეთერზეთები ავსებენ და ამაღლებენ ნებისმიერი კოსმეტიკური ზეთის ეფექტურობას. ეთერებს გააჩნიათ აქტიური კომპონენტები, რომლებსაც შეუძლიათ სწრაფად და ღრმად შეაღწიონ კანში, გააკეთონ „გზები“ ზემოთჩამოთლილი ძირითადი ზეთებისთვის. ეთერებისა და ჩვეულებრივი კოსმეტიკური ზეთების გამოყენებით სახლში შეიძლება გავაკეთოთ კრემები მკერდისათვის, რომლებიც დაგეხმარებათ გადიდებაში, მკერდის კანის სიმკვრივის შენარჩუნებაში და ნაოჭების გადასწორებაში. კრემისთვის დაგჭირდებათ 30 გრამი (სავსე სუფრის კოვზი) ძირითადი ზეთი (სელის, ზეთისხილის, ნუშის და სხვ.) და 10 წვეთი ეთერზეთი. ეთერზეთებიდან საუკეთესოა ნემსიწვერის, კამის, პიტნის, ილანგ-ილანგის, ვერბენის, ქლიავის, როზმარინის და ანისის ეთერზეთები. შეგიძლიათ აიღოთ თითო ზეთი, აგრეთვე შეახამოთ თქვენი გემოვნების მიხედვით, მაგრამ ეთერის დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 10 წვეთს.

მკერდის ზეთების რეგულარული გამოყენება მოგცემთ შესანიშნავ შედეგს თქვენი მკერდისთვის. მკერდი გამოიყურებოდეს იქნება ახალგაზრდულად, განახლებულად, კანი კი ნაზი და ხავერდოვანი იქნება. აღნიშნული რეცეპტები გამოიყენეთ კვირაში 2-ჯერ, წაისვით ზეთები უშუალოდ აბაზანის მიღების შემდეგ; იყავით ლამაზი.

_____________________________________

>>>>> კოსმეტოლოგიაინტერნეტ-მაღაზია

..

 


მკერდის გადიდება –აპარატურული მეთოდი

$
0
0

 ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ მკერდის გასადიდებელი ვაკუუმ-მასაჟორი ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

♦♦♦ გთავაზობთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” მკერდის გასადიდებელი ვაკუუმ-მასაჟორების  ფილტრირებულ ლინკს; დასათვალიერებლად და შესაძენად შებრძანდით მითითებული ლინკიდან >>>>>

მკერდის გადიდება – აპარატურული მეთოდი 

ეს არ არის ოპერაცია, მკერდის გადიდების აღნიშნულ მეთოდს ვაკუუმ მასაჟი ეწოდება. მართალია ვერ ვიტყვით, რომ სახლის პირობებში ადვილად შესასრულებელი პროცედურაა, თუმცა ოპერაციული ჩარევაც არ არის აუცილებელი.

ეს არის სპეციალური ფიალები, რომლებითაც იფარება მკერდი; ვაკუუმის წყალობით წარმოიქმნება გარკვეული ზეწოლა, რომელიც კრემების მსგავსად იწვევს სისხლის ნაკადის მოზღვავებას სარძევე ჯირკვალთან; მაგრამ არ იყიდოთ სახლის მასაჟორები, მათ შესახებ წერენ, რომ ისინი უარყოფითად მოქმედებენ ქალის მკერდზე. ვაკუუმ მასაჟის ჩატარების შემდეგ, მკერდი ნამდვილად დიდდება, თუმცა ეს მოცულობა ნარჩუნდება არცთუ ისე დიდხანს (დაახლოებით 10 დღე),  თანდათან უბრუნდება საწყის ზომას, ამიტომ უნდა გავიმეოროთ პროცედურა. ამასთანავე მკერდი ხდება მგრძნობიარე, ხანდახან მტკივნეული, მაგრამ დასაწყის პერიოდში შესანიშნავად გამოიყურება და თუ თქვენ გინდათ ბრწყინავდეთ საღამოს წვეულებაზე, შეხვედრაზე ან მოხიბლოთ მამაკაცი, იდეალური ვარიანტია.

_____________________________________

>>>>> კოსმეტოლოგიაინტერნეტ-მაღაზია

..

კოსმეტიკური საქონელი

$
0
0

 ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ კოსმეტიკური საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

♦♦♦ გთავაზობთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” კოსმეტიკური საშუალებების ფილტრირებულ ლინკს; დასათვალიერებლად და შესაძენად შებრძანდით მითითებული ლინკიდან >>>>>

კოსმეტიკური საქონელი 

გამოყენების მიხედვით კოსმეტიკური საქონელი იყოფა სამ ჯგუფად:

-         სამკურნალო-ჰიგიენური
-         დეკორატიული
-         და სხვა კოსმეტიკური პროდუქცია

დღეისათვის აქტუალურ ჯგუფს წარმოადგენს ინტიმური კოსმეტიკა, რომელიც სხეულის ინტიმური ზონების მოსავლელად გვთავაზობს მეტად რბილი მოქმედებისა და შემადგენლობის კოსმეტიკურ პროდუქციას.

სამკურნალო-ჰიგიენური კოსმეტიკური საქონელი ხელს უწყობს კანის, თმის, პირის ღრუს ჯანმრთელი მდგომარეობის შენარჩუნებას, აქრობს კანისა და თმის გარკვეულ დეფექტებს. საქონლის ამ ჯგუფის ასორტიმენტი უფრო მრავალფეროვანია სახეებისა და დანიშნულების მიხედვით, ვიდრე დეკორატიული კოსმეტიკის ასორტიმენტი.

დანიშნულების მიხედვით სამკურნალო-ჰიგიენური კოსმეტიკა იყოფა ქვეჯგუფებად:

-         კანის მოვლის საშუალებები
-         გასაპარსი საშუალებები
-         გაპარსვის შემდგომი კანის მოვლის საშუალებები
-         პირის ღრუს მოვლის საშუალებები
-         თმის მოვლის საშუალებები

კანის მოვლის საშუალებებს მიეკუთვნება:

-         კრემები
-         ლოსიონები
-         პუდრი (ფრანგ. Poudere – მტვერი)  ფხვნილისმაგვარი, კომპაქტური, კრემისმაგვარი და და თხევადი)

საშუალებები გაპარსვისთვის, სახის კანის გაპარსვამდე და გაპარსვის შემდგომი მოვლისათვის:

გასაპარსი კრემები, რომლებიც შემადგენლობით ახლოს არიან გელებთან და შეფუთულები არიან მილების და აეროზოლების სახით.

გაპარსვის შემდგომი ლოსიონები, რომლებიც განსხვავდებიან სპირტის ნაკლები შემცველობით იმ ლოსიონებისაგან, რომლებიც გამოიყენება გაპარსვამდე, მაგრამ შეიცავენ არომატულ ზეთებს და დამატენიანებლებს.

გაპარსვის შემდგომი ბალზამები, კრემები და ჟელეები განკუთვნილია მოსადუნებლად, დასატენიანებლად, გასაჯანსაღებლად, სადეზინფექციოდ და კანის გაღიზიანების მოსახსნელად.

პირის ღრუს მოვლის საშუალებები მოიცავს:

-         კბილის პასტა
-         ფხვნილები კბილისათვის
-         პირის ღრუს მოვლისთვის

ფხვნილები კბილისათვის შედგება სუფთა ქიმიური ცარცისაგან, მაგნიუმის კარბოქსიდისაგან. გააჩნია მაღალი აბრაზიული (გამაპრიალებელი) ეფექტი, მაგრამ არა სამკურნალო-პროფილაქტიკური.

კბილის პასტა წარმოადგენს გამაპრიალებელი ნივთიერებების ნარევს წყლისა და გლიცერინის ხსნარში და არის გელისმაგავრი. მის შემადგენლობაში შედის სუფთა ქიმიური ცარცი, გლიცერინი, ასაქაფებელი ნივთიერება, სუნამო და სასარგებლო დანამატები, რომელთა მიხედვითაც კბილის პასტები იყოფა ჰიგიენურ და სამკურნალო-პროფილაქტიკურ პასტებად.

კბილის ელექსირი – არის წყლისა და სპირტის ნარევი აქტიურად მოქმედი დანამატებით, არომატიზატორებით და საღებავებით.

თმის მოვლის საშუალებებს მიეკუთვნება:

-         დასაბანი საშუალებები, თმის გასაძლიერებლად (შამპუნი და თხევადი საპონი)
-         მცენარეული და ხელოვნური საღებავები,  ვარცხნილობების გასამაგრებლად

დასაბანი საშუალებები – შამპუნები ზედაპირულად აქტიური ნივთიერებებით, სასარგებლო დანამატებით და ანტისეპტიკებით. თმის დასავარცხნი, ტალიღისებური თმის და ვარცხნილობის შემანარჩუნებელი საშუალებების შემადგენლობაში შედის თხელი ფენის წარმომქმნელები, პლასტიფიკატორები, გამხსნელები და საღებავები.

თხელი ფენის წარმომქმნელები – ტუტე-ფისოვანი, კანიფოლი; პლასტიფიკატორები – ლანოლინი, აბუსალათინის ზეთი და პოლიეთილენგლიკოლი; გამხსნელები – ეთილის სპირტი; საღებავები – ცისფერი და მოწითალო ფერის.

დეკორატიული კოსმეტიკა

განკუთვნილია იმისათვის, რომ ადამიანის გარეგნობა გახადოს უფრო მიმზიდველი, ხაზი გაუსვას მის ნაკვთებს და დაფაროს პატარა დეფექტები. დეკორატიულ კოსმეტიკას მიეკუთვნება:

-         ტუჩის პომადა
-         ტუჩის მბრწყინავი
-         რუჟი
-         წამწამების მელანი (ტუში)
-         ტუჩებისა და წარბების ფანქარი
-         ქუთუთოების ჩრდილი
-         ფრჩხილების მოსავლელი საშუალებები
-         გრიმი და სხვა.

პომადა - არის ცხოველური ნივთიერებების, ვიტამინების, საღებავების და პარფიუმერული სუნამოს ნარევი. ძირითადად აქვს საღებავი და არომატიზირებული შემადგენლობა დამატებებით.

გამოყენების მიხედვით პომადები იყოფა:

-          ჰიგიენურ – უფერო, იცავს ტუჩებს გამოშრობისაგან არბილებს მათ.
-         დეკორატიული-შემღებავი – გამძლეობის მიხედვით დეკორატიული პომადები არის მარტივი (4 ფერი) და ძნელად მოსაშორებელი (50 ფერი)

თითოეულ მწარმოებელს აქვს საკუთარი ნუმერაცია ფერების მიხედვით, ამიტომ ერთი ნომრის მიხედვით შეიძლება ვნახოთ სხვადასხვა შეფერილობის პომადა.

პუდრი - ეს არის არომატიზირებული, წვრილად დაფხვნილი მინერალების ნარევი, როგორიცაა: ტალკი, სტეარატი, თუთიის ოქსიდი და კაოლინი სახამებლით.

კონსისტენციის მიხედვით პუდრი არის: კომპაქტური, ფხვნილისმაგვარი, კრემისმაგვარი (კრემ-პუდრი) და თხევადი. ფხვნილისმაგვარ პუდრს აწარმოებენ შემდეგი სახით: თეთრი, ვარდისფერი (4 ფერი), რაშელი (2 ფერი) და რუჯის ფერი (2 ფერი).

დაქუცმაცების, სუნამოს სახის და შეფუთვის მიხედვით პუდრები იყოფა 4 ჯგუფად: მაღალი  ხარისხის (ნაკლებად მტვრევადი), A, B და C. მაღალი ხარისხის პუდრი შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი ტიპის კანისთვის, ხოლო დანარჩენი ჯგუფების პუდრის გამოყენება დამოკიდებულია კანის ტიპზე: ნორმალური, მშრალი და ცხიმიანი. კომპაქტური პუდრი – ეს არის მარტივი გამოსაყენებელი დაპრესილი ფხვნილისმაგვარი მასა. კრემ-პუდრი შეიცავს მკვებავ ნივთიერებებს, ამიტომ რეკომენდირებულია მშრალი კანისთვის.

წამწამების მელანი - არის შეღებილი ნარევი საპნის, ცვილისმაგვარი პროდუქტების, ცხიმოვანი ნივთიერებების და სასარგებლო დანამატების.

სხვა კოსმეტიკურ პროდუქციას მიეკუთვნება საშუალებები აბაზანისთვის, ოფლის საწინააღმდეგო, კოღოებისგან დამცავი, არომატული საშუალები და საშუალებები რუჯისთვის და რუჯისგან დამცავი.

ოფლის საწინააღმდეგო საშუალებებს გამოიყენებენ ოფლის ჭარბი გამოყოფის დროს, აგრეთვე კანის დეზინფექციისა და გაჯანსაღებისთვის.

კოღოებისგან დამცავ საშუალებებს მიეკუთვნება პრეპარატები, რომელთა შემადგენლობაში შედის სუნიანი ნივთიერებები, რომელთა სუნიც ფარავს ადამიანის სხეულის სუნს, რომელიც იზიდავს კოღოებს.

არომატიზირებული საშუალებები გამოიყენება განახლებისთვის, დამწვარი საჭმლის სუნის გასაქრობად და სხვ. გაყიდვაში არის აეროზოლების სახით.

რუჯისგან დამცავ საშუალებებს მიეკუთვნება ზეთები და კრემები, რომლებიც იცავენ კანს ულტრაიისფერი სხივების მოქმედებისა და დამწვრობისგან.

რუჯის საშუალებებს მიეკუთვნება ზეთები და კრემები, რომლებსაც გააჩნიათ თვისებები კანს მიაღებინონ თანაბარი რუჯი.

სასიამოვნოა, რომ  გრიმი წარმოადგენს ქალის ხელჩანთის აქსესუარს. მიუხედავად ამისა, ჯარისკაცებისთვის შემუშავებულია დამცავი გრიმის ნაკრები, რომელიც საშუალებას აძლევს მათ აუცილებლობის შემთხვევაში შეინიღბონ ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით.

_____________________________________

>>>>> კოსმეტოლოგიაინტერნეტ-მაღაზია

..

 

10 სმს შეტყობინება, რომელიც გაგრძნობინებს, რომ თქვენ მოსწონხართ მამაკაცს

$
0
0

10 სმს შეტყობინება, რომელიც გაგრძნობინებს, რომ თქვენ მოსწონხართ მამაკაცს

თავიდან დავიწყოთ იმის გარკვევით, თუ როგორ მივხვდეთ, რომ მამაკაცი შეყვარებულია თქვენზე. სიყვარულის გაგება შეუძლებელია, თუ ვერ გრძნობ მის არსებობას და მოქმედებას. შენ შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ეს გრძნობა უკვე განცდილი გაქვს ადრე. მაგრამ წლების შემდეგ ხედავ მამაკაცს, და გული იწყებს სხვანაირად ფეთქვას და მოდის შეგრძნება, რომ ეს არის ნამდვილი სიყვარული! ხშირად ადამიანები, რომლებიც თავიანთ ბედს უკავშირებენ ერთმანეთს, შემდეგ იძირებიან ყოველდღიურობაში; ბოლოს კი ეს მდგომარეობა ხდება სიყვარულის სინონიმი.

სინამდვილეში, ეს არის ჩვევა, რომელსაც იშვიათად თუ აქვს რაიმე საერთო სიყვარულთან. მაგრამ, მიუხედავა ამისა, სიყვარული ეს რეალურია. უბრალოდ ყველა თავიანთ ურთიერთობებში სიყვარულის ენას თავისებურად გამოხატავს. და მამაკაცები ამ საქმეში გამონაკლისები არ არიან. და ზუსტად ამიტომ ძნელი დასადგენია ქალისათვის, მოსწონს თუ არა ის მამაკაცს, ან მამაკაცი შეყვარებულია მასზე. ამ მშვენიერი გრძნობის არსებობის დადგენა ძალზე რთულია, მაგრამ შესაძლებელი.

და აი ეხლა განვიხილოთ 10 სმს შეტყობინება, რომელთაგან ყველა ამბობს – „მე შენ მიყვარხარ“.

N 1 სმს:  მე ვამაყობ შენით!

რა თქმა უნდა, სიამაყე არ არის საუკეთესო არგუმენრი. მაგრამ მამაკაცისაგან ამ დროს მიღებული შეიძლება აღიქვა და გაიგო, რომ ის შენ გაფასებს და გღებულობს როგორც სიყვარულის ობიექტს. თუ მამაკაცი ამაყობს თქვენით, ესე იგი მას უყვარხართ. რატომ? როგორც წესი, სიამაყე ნიშნავს საკუთარი მითწევებით დაკმაყოფილების შეგრძნებას. ე.ი.,თუ ის ამაყობს თავისი ქალის მიღწევებით, ეს ნიშნავს, რომ მას ათანაბრებს თავისს საკუთარს. აექდან კი შეიძლება გამოვიტანოთ დასკვა, რომ ის თვლის თქვენ ორივეს ერთიანად. და აღიქვამს ტქვენ როგორც საყვარელს და ერთადერთს. ამიტომ, ამმოკლე შეტყობინებით შეიძლება გაგება, შეყვარებულია თუ არა მამაკაცი თქვენზე.

N2 სმს: მე უკვე ვიცი, რით დავკავდებით ჩვენ პაემნის შემდეგ

ამდაგვარმა შეტყობინებამ შეიძლება როგორც მინიმუმ გაგაბრაზოთ თქვენ, თუ თქვენი ურთიერტობა ჯერ არ არის გადსული იმ ეტაპზე, როდესაც ინმიმური კავშირი უკვე ნორმად ჩამოყალიბდა. მაგრამ მოდით ვიყოთ რეალისტები. მართლა კი ამას ფიქრობდა ის? ჯერ ერთი, ამდაგვარი სმს შეტყობინება შეიძლება აიხსნას ძალიან ბანალურადაც. შეიძლება, უბრალოდ მან მოგიმზადა სიურპრიზი გასეირნების სახით სანაპიროზე . მეორე,და თუ ის გულისხმობს მაინც ინტიმურ კავშირს პაემნის შემდეგ, და ეს ცუდი იქნება? იმაზე, თუ როგორ მოიქცევა ის ამის შემდეგ, ძალიან ბევრი რამ გახდება ცნობილი, მოსწონხარ თუ არა მამაკაცს, და თქვენ არ ხართ მორიგი მიღწევა მის სექსუალურ გმირობების სიაში. ღამის გატარება სასიამოვნო პაემნის შემდეგ შეიძლება ნიშნავდეს თქვენი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადსვლას. და თუ ასეთი ერთ-ერთი ღამის შემდეგ ის არ ქრება თქვენი ცხოვრებიდან, ესე იგი მას აქვს ხანგრზლივი გეგმები თქვენს მიმართ. და ამიტომ , დასთანხმდით ამ შეხვედრაზე, და შეიძლება, თქვენ უფრო კარგად მიხვდეთ, უყვარხართ თუ არა მამაკაცს. ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველთვის იქნება უარის თქმის საშუალება.

N3: სმს მე ვიწყენ/მიყვარხარ შენ

არ შეხედოთ ამდაგვარს ეჭვის თვალით.

N4: სმს შენ უკვე ჭამე?

დიახ, შეიძლება ეს შეტყობინება მამაკაცის მხრიდან ჩაითვალოს უცნაურად,მაგრამ თუ ჩავუღვრმავდებით ამით, ის გაგრძნობინებთ, რომ მამაკაცი შეყვარებულია, მაგრამ ამას მალავს.

N5 სმს: შენ არ გჭირდება სპორტდარბაზში სიარული

ეს ფრაზა არ უნდა გავიგოთ, როგორც აკრძალვა და უარის თქმა იმაზე, რომ ვიყოთ უფრო მოხდენილი.ამ შეტყობინებით ის გაგრძნობინებს, რომ მას უყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ ამ მომენტში. ყველაფერი ძალზე მარტივია.

N6 სმს:  მე ვუყურებ ფილმს/ვკითხულობ წიგნს, რომელიც მახსენებს შენს თავს.

ასეთი შეტყობინება გეხმარება მამაკაცის გრძნობების ამოცნობაზე.თუ თქვენ ხშირად ღებულობთ ამდაგვარ შეტყობინებებს, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ის წარმოსახვაში ხშირად გხედავთ.

N7 სმს:  ნებისმიერი შეტყობინება სადაც არის სიტყვა „მოხვევა, ჩახუტება“.

ეს შეტყობინება არ უნდა აღიქვა, როგორც სექსის წინაპირობად. შეიძლება მას სჭირდება უბრალოდ ჩახუტება, მოფერება, ალერსი , ადამიანური სითბო- ეს ძალზე მარტივია. სექსი კი ასეთ დროს არ იგეგმება, თუმცა სექსი შესაძლებელია, რომ იყოს ამ შეხდევრს შემდეგ.

N8 სმს: მოდი ამ საღამოს არ წავიდეთ სადმე

ეს შეტყიბონება არ უნდა გაიგოთ, ისე თითქოს მას უკვე მოსწყინდა თქვენთან ერთად ყოფნა. უბრალოდ მას სურს თქვენთან ერთად იყოს განმარტოებით. ასეთი შეხვედრების დროს ის უფრო კარგად გაგრძნობიებს თავის გრძნობებს.

N9 სმს: მე ეხლა მინდა, რომ იყოს ჩემს გვერდით.

ასეთი შეტყობინებები ნიშნავს, რომ მას სურს უფრო ხშირად იყოს თქვენს გვერდით, რაც შეიძლება მეტი დროით და ხშირად, და აკეთოს რაღაც თქვენს გვერდით. ნადვილი სიყვარული იბადება იმ ადამიანებს შორის, რომლებიც არამარტო კარგად ურთიერთობენ ერთმანეთში, არამედ რომლებიც აკეთებენ ერთობლივად საქმეს.

N10 სმს: ჩემს დედას უნდა შენი გაცნობა

მამაკაცები ასე უბრალოდ არ აწუხებენ დედებს. ამიტომ ეს ნიშნავს, რომ მას სურს შეახვედროს ერთმანეთს მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადამიანები, რათა მათ გაიცნონ ერთმანეთი უფრო ახლოს.ეს არის ზუსტი მტკიცებულება იმისა, რომთქვენ მის ცხოვრებაში დიდი ადგილი გაქვთ, და ის ხედავს მომავალს თქვენთან ერთად.

ეხლა კი მოკლედ შევაჯამოთ: თუ თქვენ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიგიღიათ ამდაგვარი შეტყობინებები მამაკაცისაგან, ეს ნიშნავს, რომ -ის ამაყია იმით, რომ მის გვერდით ასეთი ქალია, – მას აქვს თავისი გეგმა თქვენთან მიმართებაში, – მისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, თუ რგორ გრძნობთ თავს, – მას უყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ, – მის თავში მუდმივად ხარ შენ, – მას სურს , რომ უფრო ხშირად და ხანგრძლივად იყოს შენს გვერდით. ეს კი მეტყველებს მხოლოდ ერთზე- შენ საინტერესო ხარ მისთვის როგორც ქალი.

მოამზადა რუსუდან მაჩალაძემ

http://yaroslav-samoylov.com/psihologija-otnoshenij/10-sms-kotorye-dayut-ponyat-chto-ty-nravishsya-muzhchine.html

__________________________________________

>>>>> ფსიქოლოგია

.

ხუთი ოქროს ჭეშმარიტება, როგორ გავუგოთ მამაკაცს

$
0
0

ხუთი ოქროს ჭეშმარიტება, როგორ გავუგოთ მამაკაცს

ხუთი ფაქტი მამაკაცის შინაგაბ სამყაროზე, რომელიც დაგეხმარება გავიგოთ უფრო კარგად.

1. ქალს აქვს ძალიან დიდი გავლენა მამაკაცზე. არის მიჩნეული, რომ ძალაუფლება ურთიერთობებში ეკუთვნის ქმარს. ეს არის მითი, რომელიც აღმოცენებულია ოჯახში მამაკაცის როლის გააზრებით. მამაკაცი აპურებს ოჯახს, ის მომპოვებელია. შესაბამისად, ოჯახში ძალაუფლება მის კისერზეა. შეჯიბრი – მამაკაცური თანდაყოლილი თვისებაა, ის მზად არის მიითოს სხვა მამაკაცისაგან გამოწვევები, ეს არის „ვაჟკაცობის“ ძირითადი ნაწილი, მაგრამ ეს „ვაჟკაცობა“ ძალზე მგრძნობიარეა ქალთან ურთიერთობებში. მამაკაცების დიდ ნაწილს არ სჭირდება პირდაპირი დახმარება არსებობის სახსრების მოსაპოვებლად.

მაგრამ მამაკაცს არ აქვს უნარი ისე ეფექტურად გაუწიოს საკუთარ თავს მოტივაცია, როგორც ეს სეუძლია კომპეტენტურ ქალს. მაშინ იყავით თქვენი ქმრის მოტივატორი და ყოველი დღე, რომელიც იქნება გატარებული ასეთ მამაკაცთან, თქვენთვის იქნება ნამდვილი სიხარული, ბედნიერება. მას უნდა, რომ ქალმა დაინახოს მისი ყოველდღიური თვითდაჯერება საკუთარ თავში. ამიტომ იყავით მამაკაცისათვის მოტივატორი და ის გააკეთებს თქვენთვის ყველაფერს.

2. მამაკაცებს მოსწონთ ქალები, რომლებიც იღებენ თავის თავზე ინიციატივას. ჩვენთვის მამაკაცებისათვის, ყველა ქალი ეს არის ციხესიმაგრე, რომელსაც უნდა მოუძებნო თავისი მიდგომა. პირველ რიგში აუცილებელია, რომ ქალი დავაინტერესოთ. თუ თქვენ აგრძნობინებთ  მამაკაცს იმას, რომ დაინტერესებული ხართ მისი არსებობით, მაშინ ეს უფრო უადვილებს მას საქმეს. თქვენ გაქვთ დიდი ძალა გამოიყენებთ ეს.

3. თუ მამაკაცს მიეცა საშუალება მოგექცეთ ისე, როგორც მას სურს- ის ამ შანს ხელიდან არ გაუშვებს. ეს მწარე რეალობაა. თუ თქვენ ხედავთ და ამჩნევთ, რომ მამაკაცი არ განიხილავს თქვენთან ერთად ხანგრძლივ ურთიერთობას, უთხარით ამის შესახებ. ის ამას არ იტყვის.

4. მამაკაცები დაბადებიდან ეჭვიანები არიან.თუ ქალი პროვოცირებს მამაკაცში ეჭვიანობის დაახლოების მიზნით – ის ღებულობს უარყოფით ეფეტს. პირველ რიგში, უნდა შეგახსენოთ, რომ მამაკაცში შეჯიბრიანობა ჩადებულია მის მამაკაცურ ბუნებაში. მამაკაცისათვის ნამდვილი ტანჯვაა იმის ფიქრი, რომ სხვას შეუძლია უფრო კარგად იზრუნოს მის მეორე ნახევარზე, ვიდრე მას. ამიტომ ამგადვარი გრძნონების გამოწვევა მამაკაცებში გამოიღებს უკუ ეფექტს.

5. მამაკაცის  გულისკენ გზა გადის მის ეგოზე.მამაკაცებს მოჰყავთ ის ქალები ცოლად, რომლებსაც სწამთ მათი.იყავით მის გვერდით, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გახადოთ ის საუკეთესო მამაკაცად დედამიწაზე. იყავით ერთგულნი მისი, იყავით მეგობარი და ამის გამო ისიც დაგაჯილდოვებს.

რა არის მნიშვნელოვანი მამაკაცის გასაგებად - იყავით დარწმუნებული – თქვენი მამაკაცი შეძლებს გაუმკლავდეს  მამაკაცურ მოვალეობებს. ღირსეული მამაკაცი არის იმ ქალის გვერდით, რომელიც არის მის მხარეზე. მამაკაცებს არ სჭირდებათ სწავლა, მათ არ სჭირდებათ მეორე დედა. თქვენი ქმარი გახდება წარმატებული და შეძლებული მხოლოდ თქვენი გულწრფელი ერთგულებით, ზრუნვით.

გასოვდეთ: თქვენ უნდა იყოთ მუდმივი მოტივაციის წყარო.

მოამზადა რუსუდან მაჩალაძემ

http://yaroslav-samoylov.com/psihologija-otnoshenij/5-zolotyh-istin-kak-ponyat-muzhchinu.html  

________________________________________

>>>>> ფსიქოლოგია

..

 

როგორ შევარჩიოთ სწორად სუნამო

$
0
0
ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ სუნამოები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

♦♦♦ გთავაზობთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” სუნამოების  ფილტრირებულ ლინკს; დასათვალიერებლად და შესაძენად შებრძანდით მითითებული ლინკიდან  >>>>>

სხეულის არომატი – როგორ შევარჩიოთ სწორად სუნამო

სხეულის მუსიკა… ასე ამბობენ სუნამოს შესახებ პარფიუმერები. როგორ ვიპოვოთ საკუთარი „მელოდია“ და მივაღწიოთ იმას, რომ სუფთად ჟღერდეს?

არომატის შერჩევა – ფაქიზი საქმეა. ეს თავისებური თამაშია განწყობასთან, შეგრძნებებთან, მოგონებებთან, იმედებთან… და როგორც ნებისმიერ თამაშს მას აქვს თავისი წესები. სუნამოს არჩევისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ:

წელიწადის დრო – ნემისმიერი არომატი უნდა შეესაბამებოდეს სეზონს. ცივ თვეებს უხდება ვანილის, სანდალის, ხეებისა და ხავსების ნოტები. ზაფხულში კარგია ახალი ხილის სურნელი (ლიმონი, გრეიფრუტი, მანდარინი და სხვ.), ასევე მსუბუქი მცენარეული (რეჰანი, გვირილა, პიტნა, როზმარინი).

მოქმედების ადგილი – სამსახურში უნდა „ვატაროთ“ მხოლოდ მსუბუქი არომატები – ბრიზი. საღამოს, თუკი აპირებთ თეატრში წასვლას, უმჯობესია გამოიყენოთ მსუბუქი შეუმჩნეველი პარფიუმი, თბილი ხილ-ყვავილოვანი ნოტები. რესტორნისთვის ძალიან კარგია არომატები აღმოსავლური მოტივებით. მთავარია, რომ მათში არსებობდეს კვებითი „მინიშნებები“ – ეს შეიძლება იყოს ვანილის, შოკოლადის, იის, მუშკის ნოტები.

  • ლიმნის პარფიუმი
  • ფორთოხლის პარფიუმი
  • პიტნის პარფიუმი
  • ღვიის პარფიუმი
  • ვანილის პარფიუმი
  • სანდალის ხის პარფიუმი
  • მანდარინის პარფიუმი
  • რეჰანის პარფიუმი
  • გვირილის პარფიუმი
  • როზმარინის პარფიუმი
  • გრეიფრუტის პარფიუმი
  • შოკოლადის პარფიუმი
  • იის პარფიუმი
  • სალბის პარფიუმი
  • ბამბუკის პარფიუმი
  • ბაზილიკის პარფიუმი
  • ვარდის პარფიუმი
  • პაჩულის პარფიუმი
  • ილანგ-ილანგის პარფიუმი
  • დარიჩინის პარფიუმი
  • ჟასმინის პარფიუმი
  • ლავანდის პარფიუმი

ჩაცმის სტილი – უპირატესობას ანიჭებთ კლასიკას? გამოიყენეთ ცივი სურნელი. თუ თქვენი სტილი არის სპორტული, საუკეთესო ვარიანტია – ტუალეტის წყალი სიახლის არომატით (მწვანილის, ზღვის ბრიზის). თუ გიყვართ მკვეთრი ფერები, ეთნიკური ტანსაცმელი, მიმართეთ ყვავილოვან და ბალახოვან არომატებს სალბის, ბამბუკის, ბაზილიკის და ცხარე როზმარინის ნოტებით.

პირადი მახასიათებლები – ექსტრავერტებისთვის კარგია ლიმნის, ფორთოხლის, პიტნის, ღვიის არომატები; ინტრავერტებისთვის კი აღმოსავლური ცხარე არომატები: სანდალი, პაჩული, ვარდი, ვანილი, დარიჩინი, ილანგ-ილანგი, ჟასმინი. როგორც ხედავთ, ერთის არომატი არ არის საკმარისი. როგორც ამბობენ, ყოველი შემთხვევისთვის,  აუცილებელია სხვდასხვა არომატის მქონე პარფიუმის ქონა.

რაშია განსხვავება?

ქალების უმრავლესობა, სუნამოს შეძენის დროს, ვერც კი ხვდებიან, რომ სოლიდური ფასის მიუხედავად, ეს არ არის ნამდვილი სუნამო და არის ტუალეტის ანუ პარფიუმერული წყალი. სუნამოებში პარფიუმერული კომპონენტის (თხევადი აქროლადი არომატული ნივთიერება) შემადგენლობა არის 15-30% (დანარჩენი არის სპირტი). პარფიუმერულ წყალში (Еau de parfum) არომატების წილი არის 12-15%. ტუალეტის წყალში (Eau De Toilette) პარფიუმერული კომპონენტი არის მაქსიმუმ 10%.

საერთოდ, უშუალოდ სუნამოს არ იყენებენ ყოველდღიურად, ხოლო ტუალეტის წყალი კარგად აკავებს არომატებს და ამიტომაც არის ყველაზე პოპულარული პარფიუმის ვარიანტი.

შერჩევა

თუკი თქვენ უკევე იცით რომელი არომატი გჭირდებათ, მაღაზიაში მისი შერჩევა არ ისე ადვილია ვარიანტების სიუხვის გამო. როგორც წესი, გამყიდველ-კონსულტანტი გთავაზობთ სურნელის შეფასებას ფლაკონი-ტესტერიდან სპეციალურ ქაღალდის ფირფიტაზე დაწვეთებით.

საქმე იმაშია, რომ პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის მაცდურია: პარფიუმების უმრავლესობას გააჩნია არომატის ე.წ მაღალი, საშუალო და დაბალი ნოტები. პირველი შესუნთქვისას შეუძლებელია ნამდვილი სურნელის გაგება – ის აუცილებლად შეიცვლება აქროლადი ნივთიერების აორთქლების შემდეგ. ამიტომ არ იჩქაროთ. თან წამოიღეთ საცდელი ფირფიტები და საათნახევრის შემდეგ შეისუნთქეთ, რომ გაიგოთ როგორია ღრმა არომატი.

უფრო კარგია სუნამოს მაჯაზე დაპკურება: კანის რეაქცია შეგვიქმნის უფრო ზუსტ წარმოდგენას.

სუნამოს გამოყენებისას უნდა გვახსოვდეს, რომ:

1. პარფიუმი ყოველთვის უნდა იპკუროთ ჩაცმამდე და არა ჩაცმის შემდეგ.

2. კლასიკური ადგილები შესაპკურებლად არის – მაჯა, იდაყვის ღრმული, კისერი (საძილე არტერიასთან). ყურებს უკან დაპკურება არ ღირს – ჯირკვლების მიერ გამოყოფილი ნივთიერებები კარდინალურად შეცვლის სურნელს.

3. სურნელი ყოველთვის ადის ზევით, ამიტომ ცოტა შეიპკურეთ მუხლის ღრმულში ან ტერფის მიდამოში.

4. არასოდეს შეიზილოთ კანზე სუნამო ან ტუალეტის წყალი – ეს არღვევს არომატს.

5. არ გამოიყენოთ პარფიუმი სინთეტიკურ ქსოვილზე – ისინი არ აკავებენ არომატს.

_____________________________________

>>>>> კოსმეტოლოგიაინტერნეტ-მაღაზია

..

სახის კანის მოვლის პროცედურები

$
0
0
ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ სახის კანის მოსავლელ სხვადასხვა საშუალებებს ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

♦♦♦ გთავაზობთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში”  სახის კანის მოსავლელი სხვადასხვა საშუალებების  ფილტრირებულ ლინკს; დასათვალიერებლად და შესაძენად შებრძანდით მითითებული ლინკიდან  >>>>>

სახის კანის მოვლის პროცედურები

მეტნაკლებად პოპულარული და ეფექტური კანის მოვლა, რომელიც იძლევა მაქსიმალურ დადებით შედეგს, მოიცავს: გაწმენდას, აქერცვლას, დატენიანებას და მზისგან დამცავი კრემების გამოყენებას.

ნაბიჯი 1. გაწმენდა

გამწმენდი პროცედურა წარმოადგენს კანის მოვლის მეტად მნიშვნელოვან ასპექტს. პირველ რიგში ის გამოიყენება მაკიაჟის მოსაშორებლად და კანის ფორების გასაწმენდად.

მოცემულ შემთხვევაში, თქვენ აუცილებლად უნდა შეარჩიოთ კარგი გამწმენდი საშუალება, რომელზეც თქვენი კანი კარგად რეაგირებს და შემდეგში ინარჩუნებს მას.

სპეციალისტები გვირჩევენ თავი ავარიდოთ საპნის გამოყენებას, რადგანაც ის ხელს უწყობს კანის გაუწყლოებას. ფრანგი კოსმეტოლოგი რონ ბერგი თავის წიგნში „სილამაზე“ ამბობს: „საპონი უნდა ეხებოდეს მხოლოდ თქვენს კანს კისრის ქვეშ“.

შეიძლება გამწმენდი კრემის გამოყენება წყლის გარეშე,  ასევე კომბინირებული ვარიანტის გამოყენება: კოსმეტიკის მოშორება შესაბამისი საშუალებების გამოყენებით და მცირე გამწმენდი საშუალების გამოყენება წყალთან ერთად. წყალი უნდა იყოს მხოლოდ თბილი. არასოდეს დაიბანოთ სახე ცხელი ან ძალიან ცივი წყლით, ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს კაპილარების მუშაობაზე.

დილის გაწმენდა მოიცავს თბილი წყლით მსუბუქ დაბანას. ეს როგორც წესი საკმარისია ღამის ჭარბი დატენიანების მოსაშორებლად.

ნაბიჯი 2. აქერცვლა

სკრაბების მოქმედება მიმართულია კანის ზედა მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად, რომლებიც როგორ წესი კანს ანიჭებენ მოსაწყენ იერს. კოსმეტოლოგების უმრავლესობა ემხრობა იმ აზრს, რომ კანის პილინგი კვირაში ერთხელ უნარჩუნებს მას ბრწყინვალებას მთელი წლის განმავლობაში.

ადამიანების უმრავლესობა ხშირად გამოტოვებს პილინგს, თუმცა თუ დაიწყებთ კანის სწორ აქერცვლას, განსხვავებას შეამჩნევთ ძალიან მალე. რონ ბერგის სიტყვების თანახმად, ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ გამოიყურება მამაკაცის კანი ქალის კანზე ახალგაზრდულად, მდგომარეობს იმაში, რომ მამაკაცები ყოველდღიურად ახდენენ კანის აშრევებას როდესაც იყენებენ საპარსს.

არსებობს კანის აქერცვლის რამოდენიმე მეთოდი: მიკროდერმაბრაზია, ქიმიური პილინგი.

გამოიყენეთ ნაზი სკრაბები პატარა მარცვლებით. იაფფასიანი სკრაბების დიდ მარცვლებს შეუძლიათ სარგებლის ნაცვლად კანის გაგლეჯა და დიდი ზიანის მიყენება. ერთ-ერთ საუკეთესო კომპლექტს მიკროდერმაბრაზიისთვის აწარმოებს Lancome.

ქიმიური პილინგი მიმართულია კანის გარქოვანებული ფენის ასაქერცლად სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების საშუალებით. ზედაპირულ პილინგს იტარებენ ერთხელ წელიწადში; საშუალო პილინგს 2-6 – ჯერ მთელი სიცოცხლის განმავლობაში; ღრმა პილინგს 3-ჯერ სიცოცხლეში.

ნაბიჯი 3. დატენიანება

სილამაზის ძირითადი კანონი ამბობს, რომ დამოუკიდებლად ტიპისა, აუცილებელია კანის დატენიანება. მაშინაც კი, თუ თქვენი კანი ცხიმიანია, მასაც სჭირდება დატენიანება. ერთადერთი გამონაკლისია აკნე. რამდენია საჭირო დატენიანება? თქვენი კანი გიკარნახებთ როდის და რამდენი სჭირდება მას ტენი და კვება. თუმცა იყავით ფრთხილად, თუ გადააჭარბებთ შეიძლება მიხვიდეთ ფორების გაჭუჭყიანებამდე.

საჭიროა თუ არა კანის კვება თვალის ირგვლივ? კანი თვალის ირგვლივ არ შეიცავს ცხიმოვან ქსოვილს და შესაბამისად არის ძალიან ფაქიზი და მგრძნობიარე ნაოჭებისადმი. სპეციალური კრემები თვალის ირგვლივი კანისათვის „ასქელებს“ ამ არეს. ამიტომ, ზოგიერთი სილამაზის ექსპერტი დაჟინებით გვირჩევს ასეთი კრემების გამოყენებას.

ნაბიჯი 4. მზისგან დამცავი კრემების გამოყენება

სპეციალისტების უმრავლესობა გვირჩევს მზისგან დამცავი კრემების გამოყენებას. ჟურნალმა  „O Magazine“ გამოაქვეყნა სტატია ინტრევიუთი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ წამყვანი დერმატოლოგები. თითოეულმა მათგანმა აღნიშნა, რომ მზისგან დამცავი კრემები წარმოადგენენ კანის მოვლის მნიშვნელოვან ნაწილს.

ნაოჭების წარმოქმნის ერთ-ერთი მიზეზია, ასაკობრივი ლაქები და კანის სხვა პრობლემები, როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ ეს არის მზის სხივების ზემოქმედება, ამიტომ აუცილებელია მზისგან დამცავი კრემების გამოყენება ადრეული ასაკიდან, ზამთარის მოღრუბლულ დღეებშიც კი. გამოიყენეთ მზისგან დამცავი ფართო სპექტრის კრემი SPF-ით არანაკლებ 15-სა.

_____________________________________

>>>>> კოსმეტოლოგიაინტერნეტ-მაღაზია

..

თვალის ირგვლივი კანის მოვლა

$
0
0
ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ თვალის ირგვლივი კანის მოვლის საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

♦♦♦ გთავაზობთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” თვალის ირგვლივი კანის მოსავლელი საშუალებების ფილტრირებულ ლინკს; დასათვალიერებლად და შესაძენად შებრძანდით მითითებული ლინკიდან  >>>>>

თვალის ირგვლივი კანის მოვლა

რა თქმა უნდა, აუცილებელია სახისა და სხეულის ყურადღებით მოვლა, მაგრამ თვალის ირგვლივ კანს უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება.

თვალის ირგვლივი კანი დაახლოებით 3-4-ჯერ უფრო თხელია ვიდრე სახის კანის დანარჩენი ნაწილი. ეს ნიშნავს, რომ ის შეიცავს მცირე რაოდენობის კოლაგენს და უპირატესად მიმართულის დაჭიმვისა და ნაოჭების წარმოქმნისაკენ. ამიტომ, თუ არ გინდათ, რომ ასეთმა პატარა დეტალმა, როგორიცაა კანის ირგვლივი ნაოჭი, გამოავლინოს თქვენი ასაკი, ახლავე დაიწყეთ მასზე ზრუნვა. 

თვალის ირგვლივ კანის გაწმენდა

პირველ რიგში, თვალის ირგვლივი კანი მოითხოვს გულდასმით გაწმენდას. მაშინაც კი, თუ თქვენ დღეს არ შეგიღებავთ თვალები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კანი მათ ირგვლივ იქნება სუფთა – დღის განმავლობაში ის ბინძურდება სხვადასხვა დამაჭუჭყიანებელი ფაქტორით, თქვენი ადგილმდებარეობის მიუხედავად.

♦♦ თვალის ირგვლივი კანის გასაწმენდი საშუალებები ,,ამაზონზე” >>>>

შექმენით თქვენი ოქროს წესი – არ დაწვეთ დასაძინებლად სახეზე კოსმეტიკით. მაკიაჟის მოსაშორებლად არსებობს უამრავი სახვდასხვა საშუალება, რომელიც დიდ დროს არ წაგართმევთ.

თვალის ირგვლივ კანი უნდა გაიწმინდოს ფრთხილად, ე.ი ზეწოლამ შეიძლება დაჭიმოს ფაქიზი კანი.

1. კოსმეტიკის მოშორებამდე აუცილებლად მოიხსენით კონტაქტური ლინზები.

2. წაუსვით გამწმენდი ბამბას და ცხვირიდან ზემო ქუთუთოს მიმართულებით და ქუთუთოდან ქვემოთ ცხვირისკენ ფრთხილად.

3. თვალის მელნის მოშორება ხდება წარბიდან ქვემოთ ღაწვის მიმართულებით. რჩევა: თუ გავიჩერებთ გამწმენდიან ბამბას რამოდენიმე წამით ქუთუთოებზე, კოსმეტიკა მოშორდება უფრო ადვილად და არ დაგჭირდებათ კანის ზედმეტად გახეხვა. ამის შემდეგ ბამბის სხვა ნაჭრით, რომელიც გაჟღენთილი იქნება გამწმენდი საშუალებით, მოიშორეთ კოსმეტიკის დარჩენილი ნაწილი.

4. გაიწმინდეთ კანი სპეციალური უსპირტო ქუთუთოების ტონიკით.

თვალის ირგვლივი კანის კვება

ნორმალური ფუნქციონირებისათვის და აღმაფრთოვანებელი გარეგანი იერისთვის თვალისირგვლივ კანს ესაჭიროება კვება, ისევე როგორც მთელ ორგანიზმს. საუბარია ვიტამინებსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებზე, რომელსაც მოითხოვს კანი.

ამაში დაგეხმარებათ სხვადსხვა ვიტამინური ნიღბები და კომპრესები, რომლებიც შეგიძლიათ შეიძინოთ უკვე მზა სახით ან მოამზადოთ სახლის პირობებში. არ დაგავიწყდეთ მკვებავი კრემები.

თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ვიტამინები მხოლოდ გარეგანი მოხმარებით არასაკმარისია, ამიტომ თუ გსურთ გქონდეთ ჯანსაღი კანი, აუცილებელია დაიცვათ სწორი ბალანსირებული კვების რეჟიმი.

♦♦ თვალის ირგვლივი კანის კრემები ,,ამაზონზე” >>>>

თვალის ირგვლივი კანის დატენიანება

მიუხედავად სიფაქიზისა და სინაზისა, კანი თვალის ირგვლივ, არის ყველაზე „მუშა“ – ის თითქმის მუდმივად მოძრაობაშია (ხამხამის დროს, მიმიკების დროს, გრიმასების დროს და ა.შ.). თუ კანი არასაკმარისად არის დატენიანებული, გამოშრობის შედეგად ის უფრო და უფრო დაიჭიმება, ჩამოიკიდება და დანაოჭდება. იმისათვის, რომ თავიდან ყველაფერი ეს თავიდან ავიცილოთ, აუცილებელია დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება ქუთუთოებისთვისაც.

♦♦ თვალის ირგვლივი კანის დამატენიანებელი კრემები ,,ამაზონზე” >>>>

დამატენიანებელი საშუალებების წასმის დროს, არ ეცადოთ მის დატანებას უშუალოდ თვალების ქვეშ, ის შეიძლება მოხვდეს თვალში და გამოიწვიოს გაღიზიანება და გაწითლება. საკმარისი იქნება მისი წასმა თვალის ორბიტის(ძვლის) გასწვრივ. ამასთან, გაისუფთავეთ ქუთუთოები, წერტილოვნად წაისვით კრემი ან გელი, შემდეგ შეიზილეთ არათითების გულებით ქვედა ქუთუთოსთვის-ქუთუთოდან ცხვირის მიმართულებით, ზედა ქუთუთოსთვის ცხვირიდან ქუთუთოსკენ.

ყოველთვის დაიტენიანეთ თვალის ირგვლივ კანი კოსმეტიკის წასმამდე.

ბევრი მიიჩნევს, რომ რაც მეტ დამატენიანებელ საშუალებას წაისვამთ, მით უფრო კარგ შედეგს მიაღწევთ, თუმცა ეს ასე არ არის. ჭარბი კრემი ავსებენ ფორებს, ამძიმებენ კანს და განაპირობებენ თვალის ქვემოთ „ტომრების“ ჩამოკიდებას და ნაოჭების გაჩენას. თუ მაინც გადააჭარბებთ კრემის წასმას, მოიწმინდეთ სალფეთქით.

ასევე რეკომენდირებულია დამატენიანებლი წასმა უშუალოდ ძილის წინ, უკეთესია ამის გაკეთება დაძინებამდე  1-2 საათით ადრე.

თუ გაქვთ ცხიმიანი კანი, ყურადღებით იყავით, რომ წასმული კრემის რაოდენობა არ იყოს ბევრი, ძილის წინ კი აუცილებლად გაიწმინდეთ სახე სალფეთქით, ზედმეტი კრემისა და ცხიმის მოსაცილებლად.

დალიეთ მეტი წყალი (დაახლოებით 2ლ. დღეში), რაც დაგეხმარებათ თვალისირგვლივი კანის დატენიანებაში შიგნიდან.

თვალის ირგვლივი კანის დაცვა

ძირითადად თვალის ირგვლივ კანის დაცვა მდგომარეობს მის დაბურვაში მზის სხივებისგან დამცავი სათვალეების ტარებით. მზეს, სარგებლის გარდა, შეუძლია კანის დაბერება და ნაოჭების წარმოქმნა. მზისგან დამცავი სათვალეების არჩევის დროს, დარწმუნდით, რომ ისინი ხარისხიანია და არ ატარებენ ულტრაიისფერ სხივებს.

ვარჯიში და მასაჟი

იმისათვის, რომ კანი თვალის ირგვლივ იყოს ცოცხალი და გაჭიმული, აუცილებელია სახის კუნთების მუდმივ ტონუსში ყოფნა. ამ საკითხში დაგეხმარებათ სახის კუნთების გასამაგრებელი უამრავი მეთოდი, ესენია: სახის იოგა, ვარჯიშები, სახის-ბილდინგი, აკუპუნქტურა და მასაჟი. შეარჩიეთ ის რაც თქვენ მოგწონთ და იმოქმედეთ!

_____________________________________

>>>>> კოსმეტოლოგიაინტერნეტ-მაღაზია

..


შხაპი, აბაზანა, სხეულის პილინგი, სკრაბები სხეულისათვის

$
0
0
ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ტანის კანის მოვლის საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

♦♦♦ გთავაზობთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” სხეულის ტანის კანის მოსავლელი საშუალებების ფილტრირებულ ლინკს; დასათვალიერებლად და შესაძენად შებრძანდით მითითებული ლინკიდან  >>>>>

შხაპი, აბაზანა, სხეულის პილინგი, სკრაბები სხეულისათვის

სხეულის კანის მოვლა იწყება მისი გაწმენდით. სუფთა კანი – არის მთლიანი კოსმეტიკის დასაწყისი და აუცილებელი პირობა მისი ჯანმრთელი იერსახისთვის. ვერცერთი კოსმეტიკა ვერ დაფარავს მოუვლელ შესახედაობას.

იმისათვის, რომ სწორად მოუაროთ კანს, საჭიროა იცოდეთ რამოდენიმე ფაქტორი:

საოფლე ჯირკვლები ზაფხულში გამოყოფენ დაახლოებით 1 ლ. ოფლს. ოფლის შემადგენლობაში შედის წყალი, ცვლის პროდუქტები და მინერალური ელემენტები. როდესაც წყალი აორთქლდება, კანზე რჩება მყარი ნაწილაკები.

კანის ცხიმოვანი ჯირკვლები კვირაში გამოყოფენ 4-6 გ. კანის ცხიმს, რომელიც ოფლთან ერთად ქმნის წყალ-ცხიმოვან ფენას. ეს ფენა იცავს კანს გამოშრობისაგან, უნარჩუნებს მას ელასტიურიბას, გააჩნია ანტიბაქტერიული თვისებები. 5-7 დღის შემდეგ ცხიმი იწყებს კანზე განლაგებას და წარმოიქმნება დამასნებოვნებელი მიკრობები. ბინძური კანი სრულფასოვნად ვერ სუნთქავს. სუფთა კანს გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედება.

სხეულის კანის მოვლა – სხეულის გაწმენდა: შხაპი. როგო მივიღოთ სწორად შხაპი?

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანის გასუფთავება საღამოს – ეს დაგეხმარებათ სწრაფად ჩაძინებაში და ძილი იქნება უფრო ღრმა, აქედან გამომდინარე გაუმჯობესდება სისხლისმიმოქცევა. როგორ მივიღოთ შხაპი სწორად? საღამოს უმჯობესია თბილი შხაპის მიღება (არც ცხელი და არც ცივი – ისინი ტონუსის მომატებას ახდენენ.). ყოველდღიური შხაპის ხანგრძლივობა არის 5-6 წთ. დილით და საღამოს დაბანის შემდეგ კარგია ცივი წყლის ან კონტრასტული შხაპის გადავლება: ჯერ ცხელი წყლით, შემდეგ ცივით – 3-5 -ჯერ მონაცვლეობით. შხაპის მიღების დროს გაიხეხეთ სხეული ღრუბლით, ხავერდოვანი სახეხით წრიული მოძრაობით ქვემოდან ზევით, დაწყებული ფეხის თითებიდან – ეს აშორებს კანს გარქოვანებულ უჯრედებს და აჩქარებს კანში ცვლის პროცესებს.

ნორმალური და ცხიმიანი კანის შემთხვევაში შეიძლება შხაპის გელის ან საპნის გამოყენება. გელი კარგად წმენდს და ატენიანებს კანს, ანიჭებს მას სასიამოვნო არომატს და სიჯანსაღეს. თუ კანი ძალიან მშრალია, მაშინ საჭიროა საბავშვო საპნის გამოყენება, აგრეთვე ოდნავ სველ კანზე კრემის და ზეთის წასმა. მკვებავი კრები უნდა წაისვათ მსუბუქი მასაჟორული მოძრაობებით სრულ შეწოვამდე. კრემი ატენიანებს და კვებავს კანს, ხდის მას გლუვს და ხავერდოვანს. კრემები შეიცავენ ისეთ ნივთიერებეს, რომლებიც იცავენ ცელულიტების წარმოქმნისგან და კანის დაბერებისგან.

სხეულის კანის მოვლა – სხეულის გაწმენდა: აბაზანა. როგორ მივიღოთ სწორად აბაზანა?

აბაზანები აგრეთვე თამაშობენ მნიშვნელოვან როლს კანის გასუფთავებაში. თუმცა, ზოგიერთები აბაზანის შემდეგ თავს გრძნობენ კარგად, ზოგს კი ის ადუნებს. ყველაფერი დამოკიდებულია არა მარტო წყლის ტემპერატურაზე, არამედ აბაზანის მიღების ხანგრძლივობაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და იმ ნივთიერებებზე რომელსაც მასში ამატებენ. ამიტომ, აბაზანას ამზადებენ და იღებენ ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.

ჩვეულებრივი ტემპერატურა ყოველდღიური აბაზანისთვის არის 35-37 გრადუსი, ხანგრძლივობა კი 10წთ. ცხელი აბაზანა – 38-39 გრადუსი, მიიღება კვირაში ერთხელ. სხეულის კანის სიმკვრივის მომატების მიზნით რეკომენდირებულია კვირაში ერთხელ აბაზანის მიღებამდე, მთლიანი სხეულის დაზელვა ჩვეულებრივი მარილით. თასში ჩაყარეთ 200გ. მარილი, ოდნავ დავასველოთ და შევიზილოთ მთელს სხეულზე, დაწყებული კიდურებიდან. აბაზანის შემდეგ რეკომენდირებულია ცივი შხაპის მიღება, რათა ფორები გაფართოვდეს და ხელახლა შევიწროვდეს.

სხეულის კანის მოვლა – სხეულის გაწმენდა: სხეულის პილინგი. როგორ გავიკეთოთ პილინგი სწორად?

აუცილებელია კანის ღრმა გაწმენდა რეგულარულად – პილინგი, რომლის დროსაც შორდება კანის გარქოვანებული ფენა, რაც ხელს უწყობს მასში მკვებავი და დამატენიანებელი ნივთიერებების შეღწევას და კანი ხდება გლუვი. პილინგი განსხვავდება სკრაბისგან მოქმედების მეთოდით. სკრაბი ქერცლავს დაბერებულ კანს, პილინგი კი აცილებს კანის მკვდარ ნაწილებს.  კანის პილინგი ტარდება სკრაბის გამოყენების შემდეგ. პილინგი კანს ხდის გლუვს და რბილს, აძლიერებს ქსოვილის რეგენერაციას, ამცირებს პიგმენტაციას და აახალგაზრდავებს მას.

სხეული სკრაბებში შედის უფრო დიდი მარცვლები, ვიდრე სახის სკრაბებში, ამიტომ მათი გამოყენება საჭიროა დანიშნულების მიხედვით. მშრალი კანის ღრმა გაწმენდა ტარდება კვირაში ერთხელ, ცხიმიანის კი კვირაში 2-3-ჯერ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სკრაბის გამოყენება ყოველდღიურად, ვინაიდან ირღვევა ცხიმოვანი უჯრედების მუშაობის მექანიზმი, რაც უარყოფითად აისახება კანზე.

♦♦ ტანის სკრაბები ,,ამაზონზე” >>>> 

როგორ წავისვათ სკრაბი?

სკრაბს ისვამენ ეგრევე შხაპის შემდეგ სველ კანზე ხელით ან სველი ღრუბლით მასაჟორული წრიული მოძრაობებით, დაწყებული ფეხებიდან ზევით. ფეხებზე შეიზილავენ ჯერ გარედან, შემდეგ შიგნიდან; შემდეგ მუცელზე ქვემოდან ზევით; შემდეგ გულმკერდზე – იღლიებიდან სარძევე ჯირკვლის ირგვლივ; შემდეგ იზელენ ხელებს თითებიდან მხრებისკენ; შემდეგ ზურგს – გვერდებიდან ხერხემლისკენ ქვემოდან ზევით.

გულმკერდის და მუცლის კანი ძალიან ნაზია, ამიტომ გააკეთეთ ძალიან მსუბუქი მოძრაობა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფეხის გულებს, მუხლებს და იდაყვებს. ხალებთან იყავით ფრთხილად, არ დააზიანოთ ისინი. სხეულზე სკრაბი უნდა გაიჩეროთ 3-5წთ, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, კანი ოდნავ დაასველეთ პირსახოცით. სკრაბის შემდეგ კანი ხდება გლუვი და ხავერდოვანი. თუკი სკრაბის შემდეგ კანი გაწითლდა და გწიწკნით, ეს ნიშნავს, რომ ეს სკრაბი არ გიხდებათ, სცადეთ უფრო მსუბუქი.

ყოველდღიურად შხაპის და აბაზანის შემდეგ, ასევე პილინგის შემდეგ წაისვით სხეულზე თქვენი კანის შესაბამისი მკვებავი კრემი.

♦♦ ტანის მკვებავი კრემები >>>>

_____________________________________

>>>>> კოსმეტოლოგიაინტერნეტ-მაღაზია

..

თმის შესაღები ინსტრუმენტები

$
0
0
ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ თმის შესაღები ინსტრუმენტები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

♦♦♦ გთავაზობთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” თმის შესაღები ინსტრუმენტების ფილტრირებულ ლინკს; დასათვალიერებლად და შესაძენად შებრძანდით მითითებული ლინკიდან  >>>>>

თმის შესაღები ინსტრუმენტები

თმის შესაღებად საჭიროა გქონდეთ ინსტრუმენტები – ფუნჯი, კუდიანი სავარცხელი, სავარცხელი სახელურით.

კუდიანი სავარცხელი – გამოიყენება მელირების დროს ფოლგების განსაცალკევებლად, შედგება სავარცხლისგან ხშირი კბილებით და მეტალის ნემსისგან სახელურის ნაცვლად.

სავარცხელი სახელურით (ან სახელურის გარეშე) – მოსახერხებელია მელირებისთვის.

ფუნჯი – საჭიროა თმის შესაღებად.

სტანლერ-ეფექტი – ფუნჯი შესაღებად ან მელირებისთვის.

თმის შესაღებად საჭიროა აუცილებელი მოწყობილობები – თასი, ფოლგა, ხელთათმანები, საზომი ჭიქა.

სტანლერ-ეფექტი- შეიძლება იყოს პლასტმასის ან მინის, სასურველია მინიმალური 10მლ. დანაყოფებით, მაგრამ არა უმეტეს 50 მლ.

თასი თმის შესაღებად – თუ არ გაქვთ პროფესიონალური თასი, გამოდგება ნებისმიერი მინის ან მეტალის ზოლებით.

ფოლგა – გამოდგება საკვები ფოლგაც, მაგრამ ძალიან სქელიც არა.

ქუდი მელირებისთვის – ქუდები არსებობს ერთჯერადი ან მრავალჯერადი გამოყენების, სხვადასხვა ზომის და ნახვრეტების ვარიანტით, არ არის რეკომენდირებული ქუდის დამოუკიდებლად გაკეთება, უკეთესია ფოლგის გამოყენება (მოითხოვს მეტ დროს, მაგრამ ხარისხი იქნება მნიშვნელოვნად უკეთესი).

მოკლე პენუარი თმის შესაღებად – შეიძლება იყოს ერთჯერადი ან მრავალჯერადი.

თმის „დამჭერები“ – შეიძლება დაგჭირდეთ „კიბორჩხალები“ და „იხვები“.

_____________________________________

>>>>> კოსმეტოლოგიაინტერნეტ-მაღაზია

..

რა ვაჩუქოთ დედას

$
0
0

რა ვაჩუქოთ დედას?

რა ვაჩუქოთ დედას დაბადების და დედის დღეს ან იუბილეზე? ეს ძალიან პოპულარული და ამასთანავე რთული საკითხია. დედა ხომ უნიკალურია და საჩუქარიც უნდა იყოს განსაკუთრებული იმის ნიშნად, რომ გიყვართ, პატივს სცემთ და უფრთხილდებით. ვარიანტები ბევრია: ტრადიციული, ორიგინალური, პრაქტიკული, რომანტიული, ძვირფასი, სერიოზული და ამასთანავე იუმორნარევი.

 ყვავილები – უპირველესი საჩუქარი დედისთვის და ნებისმიერი ქალისთვის. შემდეგ მოიფიქრეთ მისი გემოვნების გათვალისწინებით რა ესიამოვნება; ან რამე ხომ არ უნდა და ხშირად ახსენებს. ვინაიდან არჩევანი დიდია, გთავაზობთ რამოდენიმე მინიშნებას:

  • სამკაული – საყურე, ბეჭედი, ყელსაბამი, სამაჯური, გულსაბნევი
  • კოსმეტიკური საშუალებები – კრემების ნაკრები, პომადა, მაკიაჟის გასაკეთებელი მოწყობილობები, სავარცხელი
  • ტანსაცმელი – მაისური, კაბა
  • აქსესუარები – სათვალე, შარფი, ქუდი, ჩანთა, საათი
  • სუნამო
  • საყოფაცხოვრებო ნივთები – ყავის მადუღარა,ჩაიდანი, წვენსაწური, უთო, კოვზების, დანა-ჩანგლის, ჭიქების ან თეფშების ნაკრები, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მტვერსასრუტი
  • ლამაზი ზარდახშა
  • ქოლგა
  • საყვარელი შოკოლადები
  • თქვენი ფანტაზიით გაკეთებული ნივთები

მთავარია არ დაგავიწყდეთ, ნებისმიერი საჩუქარი, იქნება ეს ძვირადღირებული თუ თქვენი ხელით გაკეთებული, აჩუქეთ სიყვარულით და უთხარით მას რომ გიყვართ.

___________________________________________

გადასვლა >>>> რა ვაჩუქოთ?

..

რა ვაჩუქოთ დას

$
0
0

რა ვაჩუქოთ დას?

და – ყველაზე ახლო ადამიანია მშობლების შემდეგ, მას უკავშირდება ბავშვობის მოგონებები და სიხარული. საჩუქრის შერჩევა უნდა მოხდეს ასაკის გათვალისწინებით; თუ უფროსი  და დაკავებულის სახლის საქმეებით, არ არის აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთების ყიდვა, შეიგიძლიათ აჩუქოთ პირადი მოხმარების ნივთები ან გამაჯანსაღებელი და თავის მოვლის პროცედურების სასაჩუქრე ბარათი.

დას შეიძლება აჩუქოთ ყველაფერი, რაც ქალებს მოსწონთ:

  • სამკაული – საყურე, ბეჭედი, ყელსაბამი, ორიგინალური კულონი, გულსაბნევი, სამაჯური
  • კოსმეტიკური საშუალებები – კრემების ნაკრები, პომადა, მაკიაჟის გასაკეთებელი მოწყობილობები, კოსმეტიკის ჩანთა, სავარცხელი, ფრხილის მოვლის საშუალებების ნაკრები
  • ტანსაცმელი – მაისური, კაბა
  • აქსესუარები – სათვალე, შარფი, ხელთათმანი, ქუდი, ჩანთა, საფულე, საათი
  • სუნამო

თუ გყავთ პატარა და, სურვილის მიხედვით შეგიძლიათ უყიდოთ დისკები, მობილური ტელეფონი, ყურსასმენები, ლეპტოპი, ფოტოაპარატი, ელექტრონული წიგნი, mp3 ფლეერი, ლამაზი ყულაბა,  დიდი ფუმფულა სათამაშო ან ბალიში, ზურგჩანთა ლაშქრობებისთვის და პიკნიკისთვის.

გარდა ამისა, შეგიძლიათ მისი გემოვნების, ჰობის და თქვენი ფანტაზიის მიხედვით მოუწყოთ სიურპრიზი.

_________________________________

გადასვლა >>>>> რა ვაჩუქოთ?

..

რა ვაჩუქოთ თანამშრომელ ქალს

$
0
0

რა ვაჩუქოთ თანამშრომელ ქალს?

საჩუქრის შერჩევა თანამშრომელი ქალბატონისთვის გაცილებით რთულია, ვიდრე ოჯახის წევრი ქალისთვის. ქვემოთ წარმოდგენილია რამოდენიმე ვარინტი:

  • ყვავილების თაიგული  – კლასიკური და ტრადიციული; გაითვალისწინეთ მისი გემოვნება.
  • სამკაული – საყურე, ბეჭედი, ყელსაბამი, ორიგინალური კულონი, გულსაბნევი, სამაჯური
  • კალამი – მაგ: ინიციალებით გრავირებული ან კრისტალებით გაწყობილი
  • ბლოკნოტი – ტყავის ყდით საქმიანი ქალისთვის
  • სასაჩუქრე მეხსიერების ბარათი – ორიგინალური ფორმის, რაც იუველირული ნაკეთობის მსგავსია
  • კოსმეტიკური საშუალებები
  • სუნამო
  • აქსესუარები – თუ იცით რა მოსწონს

გარდა ამისა, შეგიძლიათ აჩუქოთ მასაჟისა და თავის მოვლის საშუალებების სასაჩუქრე ბარათი.

_______________________________

გადასვლა >>>> რა ვაჩუქოთ?

..

Viewing all 4381 articles
Browse latest View live