Quantcast
Channel: www.medgeo.net
Viewing all articles
Browse latest Browse all 4381

დეპილაცია ცვილის მეშვეობით

$
0
0

დეპილაცია ცვილის მეშვეობით

ცვილით ეპილაციის დროს ცვილს ათბობენ და შემდეგ  კრემისებური მასას შპატელით, თხელ ფენად ისვამენ წინასწარ დამუშავებულ (ლოსიონით გაწმენდილ)  კანზე და ზემოდან აფარებენ სპეციალურ ქსოვილს. ცვილი ბუნებრივი საშუალებაა და  ამდენად ნაკლებალერგიულია.  თბილი ცვილი აფართოებს თმის ფოლიკულებს და აიოლებს თმის ამოძრობას. გაცივებისას ცვილი მჭიდროდ ეკვრის თმებს.

ქსოვილს აძრობენ მკვეთრი მოძრაობით, თმის ზრდის საპირისპირო მიმართულებით.

პროცედურის ბოლოს ნარჩენ ცვილს მოაშორებენ და კანს განმეორებით დაამუშავებენ ანტისეპტიკური საშუალებით. მიზანშეწონილია ჰიპოალერგიული დამამშვიდებელი საშუალების წასმა.

აღსანიშნავია, რომ ამ პროცედურის ჩატარება რთულია, ამასთან მტკივნეულიც  და საჭიროა გარკვეული ცოდნა, რომ კანი არ დაიწვას.

ცვილით ეპილაცია დაახლოებით 3 – 4 კვირიან ეფექტს იძლევა. რეგულარულად ჩატარებული პროცედურების შედეგად თმის ზრდის ინტენსივობა კლებულობს, თმა უფრო თხელდება და სუსტად ემაგრება თმის ფოლიკულს.

პროცედურის ჩატარებამდე, კანის დაზიანების თავიდან ასაცილებლად,  არ უნდა მიიღოთ რუჯი და არ გამოიყენოთ სკრაბი. ასევე ,   პროცედურის შემდეგ რეკომედებული არაა საუნა და სოლარიუმი. ეცადეთ მზის სხივები არ მოხვდეს კანის იმ უბანს, სადაც ეპილაცია ჩაიტარეთ.

______________________________

>>>>> ეპილაცია

..


Viewing all articles
Browse latest Browse all 4381

Trending Articles