Quantcast
Channel: www.medgeo.net
Viewing all articles
Browse latest Browse all 4381

კრემები დეპილაციისთვის

$
0
0

კრემები დეპილაციისთვის

არასასურველი თმის მოცილება სპეციალური კრემით, დეპილაციის ერთ-ერთი მეთოდია, საკმაოდ უმტკივნეული და სასიამოვნო.

მოქმედების პრინციპი მარტივია. საჭიროა კრემის თანაბრად გადანაწილება თმის მოსაცილებელ ზონაში; მცირე ხნით დაყოვნების შემდეგ სპეციალური შპატელით  კრემის მასას თმებთან ერთად მოვაცილებთ კანის ზედაპირს.

ამგვარი კრემები ზემოქმედებას ახდენენ არა მხოლოდ კანის ზედაპირზე ამოსულ თმაზე, არამედ აღწევენ  მის სტრუქტურაშიც, შედეგად, თმა ადვილად ძვრება. დეპილაცია  კრემით არ მოითხოვს დიდ დროს და არ იწვევს რაიმე განსაკუთრებულ დისკომფორტს. კრემის გამოყენება სხეულის ნებისმიერ ნაწილზე შეიძლება და პარსვასთან შედარებით უფრო ხანგრძლივ ეფექტს იძლევა.

თანამედროვე კოსმეტოლოგიური მრეწველობა უამრავ სხვადასხვა კრემებსა და ქაფებს აწარმოებს დეპილაციისათვის. კრემების ნაკლი ისაა, რომ აქვთ უსიამოვნო სპეციფიკური სუნი; ამასთან მგრძნობიარე კანის შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიონ კანის გაღიზიანება. ამიტომ აუცილებელია წინასწარ ტესტის ჩატარება მგრძნობელობაზე.

________________________________________

>>>>> ეპილაცია

..


Viewing all articles
Browse latest Browse all 4381

Trending Articles