შეიძლება თუ არა საკეისრო კვეთის შემდეგ სპორტით დაკავება?
სპეციალისტების აზრით, პირველ ორ თვეს ოპერაციის შემდეგ, ქალები უნდა მოერიდონ ფიზიკურ დატვირთვას. მაგრამ არის ვარჯიშები, რომლებიც მოგვეხმარება აღდგენაში.
პირველი ვარჯიშები ოპერაციის შემდეგ
როგორ უნდა მოვიცილოთ მუცელი ოპერაციის შემდეგ – ეს პრობლემაა, რომელიც ხშირად აწუხებს მშობიარეს. ზოგი ვარჯიში ძალზე სასარგებლოა ამ სიტუაციაში, მაგრამ ისინი უნდა გაკეთდეს ზომიერად. უნდა დავიწყოთ სპორტის იმ სახეობებით, რომლებიც არ იძლევიან დატვირთვას მუცლის პრესის კუნთებზე. შეიძლება აირჩეს ვარჯიშები ფეხებისათვის.
დაჯექით მოხერხებულად, ზურგის ქცეშ დაიდეთ ბალიში. ენერგიულად ატრიალეთ ტერფები, მოხარეთ და გაშალეთ ისინი, აგრეთვე მოხარეთ და გაშალეთ მუხლები, აგრეთვე შეიძლება ისეთი ვარჯიშების გაკეთება, რომლებიც უფრო მეტად დატვირთავს საჯდომ კუნთებს.
როდის უნდა გაკეთდეს “პრესი” საკეისრო კვეთის შემდეგ
ოპერაციის შემდეგ მუცლის კუნთები უნდა დავიცვათ ზედმეტი დატვისთვისაგან. ვარჯიში უნდა დავიწყოთ ოპერაციიდან 6 კვირის შემდეგ, უნდა დავიწყოთ მენჯის ფსკერის კუნთების ვარჯიშით. მთავარია – ვარჯიში უნდა გაკეთდეს ამოსუნთქვაზე, და არა ჩასუნთქვაზე. შეეცადეთ შეწიოთ ჭიპი და ავუშვათ შემდეგ ზემოთ, კუნთები უნდა დავიჭიროთ 10 წამის განმავლონბაში, თუ ვარჯიში მტკივნეულია, ე.ი. სპორტით დაკავება ცოტა უნდა დავაყოვნოთ.
“პრესით” დაკავება საკეისრო კვეთის შემდეგ დაიწყეთ იმის შემდეგ, როდესაც ნაკერი კარგად იქნება შეხორცებუნული, ტკივილი არ იქნება .
საუკეთესო მეთოდი ზედმეტი კილოგრამების მოსაცილებლად არის აერობული ვარჯიშები, სპორტული სიარული, ველოსიპედით გასეირნება, ცურვა.
ქალის ფიზიოლოგიური აღდგენა საკეისრო კვეთის შემდეგ
საშვილოსნო ოპერაციის შემდეგ უფრო ნელა იკუმშება, ვიდრე ბუნებრივი მშობიარობის შემდეგ. მისი აღდგენა დამოკიდებულია ქალის ასაკზე, ორსულობის მიმდინარეობაზე, ოპერაციის ჩატარების პირობებზე. ტკივილი შეიძლება გაგრძელდეს წელიწადიც.
მენსტრუალური ციკლის აღდგენა ხდება ინდივიდუალურად. ის პირდაპირ კავშირშია ლაქტაციასთან. პროლაქტინი, რომელიც პასუხისმგებელია ძუძუთი კვებაზე, თრგუნავს ოვულაციას. თუ პატარა მთლიანად არის ბუნებრივ კვებაზე, მენსტრუაცია შეიძლება არც მოვიდეს წელიწადი-წელიწადნახევარიც. თუმცა ესეც ინდივიდუალურია.
თუ ახალშობილი არის ხელოვნურ კვებაზე, მენსტრუაცია დგება მეორე თვეზე.
ნებისმიერი მშობიარობის შემდეგ, 4-8 კვირის განმავლობაში ქალს აღენიშნება ლოქიები. ის მოწმობს იმაზე, რომ მშობიარობისშემდგომი ჭრილობა პლაცენტის მოცილების შემდეგ შუშდება.
თუ ვერ მოხერხდა მენსტრუალური ციკლის მოწესრიგება საკეისრო კვეთის შემდეგ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია დაფეხმძიმდეს ოპერაციიდან პირველ თვეებში. ნებისმიერ ასეთ მდგომარეობაში, ქალმა უნდა მიმართოს ექიმს.
მოამზადა რუსუდან მაჩალაძემ http://www.probirka.org/biblio/polezno/7569-mozhno-li-zanimatsya-sportom-posle-kesareva.html___________________________________
>>>> მეანობა