საკეისრო კვეთის შესაძლო გავლენები
თანამედროვე მედიცინა განიცდის პროგრესს, ეს სრულად ეხება მშობიარობის მიღებასაც. წინა საუკუნეებში მშობიარობა არც ისე იშვიათად მთავრდებოდა ცუდად, როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისათვის, განსაკუთრებით არისტოკრატების წრეში. დღეს კი მედიცინამ მონახა წონადი პასუხი ამ პრობლემაზე – საკეისრო კვეთა.
ჩვენს პერიოდში ეს ოპერაცია პრაქტიკულად უსაფრთხოა, მაგრამ ხანდახან საკეისრო კვეთა შეიცავს რიგ არასასიამოვნო გართულებებს, როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისათვის. როდესაც იცი წინასწარ რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს საკეისრო კვეთამ, შეიძლება ბევრი მათგანისაგან თავის დაცვა.
საკეისრო კვეთა – ეს არის ღრუსმიერი ოპერაცია, როდესაც ბავშვი ჩნდება საშვილოსნოს მუცლის კედლის ჭრილობიდან. ადრე, ამ ოპერაციაზე მიდიოდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დგებოდა რეალური საფრთხე ქალისა და ბავშვის სიცოცხლეზე, ან მშობიარეს არ შეეძლო ემშობიარებინა დამოუკიდებლად. ლეგენდის თანახმად, მედიცინის ძველბერძნული ღმერთი გაჩნდა ამ ქვეყანაზე საკეისრო კვეთით.
თანამედროვე სამშობიარო სახლებში – ყოველი მეოთხე მშობიარობა – საკეისრო კვეთაა. მაგრამ საქმე იმაში მდგომარეობს, რომ სხვაა როდესაც ოპერაციის საჭიროება გასაზღვრულია სამედიცინო ჩვენებით და სულ სხვაა, როდესაც არის ქალის მოთხოვნა.
ბევრს ეშინია მშობიარობის, არ უნდა ტკივილის ატანა, არ უნდათ იტანჯონ ჩახევებებისაგან, და სხვა პრობლემებებისაგან, რომელიც დაკავშირებულია შემდგომ სქსობრივ ცხოვრებასთან, ზოგი კი არ არის დარწმუნებული ჩვეულებრივი მშობიარობის კარგ გამოსავალთან. მშობიარეს უფრო ადვილად ეჩვენება, რომ დაწვეს ქირურგიულ მაგიდაზე და გაიკეთოს ოპერაცია, ვიდრე ბუნებრივად იმშოობიაროს.
თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდიკების გამოყენებით რისკები ამდაგვარი ოპერაციების დროს დაყვანილია მინიმუმამდე. მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა ახდენს გავლენას ორგანიზმზე, და იმუქრება სხვადასხვა გართულებებით. გამონაკლისი არც საკეისრო კვეთაა.
ზეგავლენა დედისათვის
საკეისრო კვეთის ზეგავლენა ქალზე, თუ იქნება დაცული მკურნალი ექიმის რეკომენდაციები, შეიძლება იყოს დაყვანილი მინიმუმამდე. რამდენიმე წელიწადში შესაძლებელია სრული აღდგენა და მეორე ბავშვის ბუნებრივი მშობიარობით გაჩენა.
საკეისრო კვეთის ზეგავლენას ან მის შემდგომ მოვლენებს მიეკუთვნება:
- ორგანიზმის არაპროგნოზირებადი რეაქცია ნარკოზზე
- სისხლდენის განვითარების რისკი, რომლის კუპირებისათვის აუცილებელი იქნება სისხლის გადასხმა,
- საშვილოსნოსა და შინაგანი ორგანოების ინფექციების განვითარების რისკი
- ნაკერების დაჩირქებისა და გახსნის რეალური საშიშროება
- პრობლემები ნაწლავის მუშაობაში
- ნელი აღდგენა ოპერაციის შემდეგ
- ტკივილი მუცლის არეში, რომელიც ჩნდება ბავშვის კვების დროს
- ოპერაციის შემდგომი ნაკერების მტკივნეულობა
- ძუძუთი კვების სირთულეები
- სისხლიანი გამონადენი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ოპერაციის შემდეგ თვენახევარი.
გარდა ამისა, ითვლება, რომ საკეისრო კვეთის შესაძლო გართულებად ჩაითვალოს დედასა და ბავშვს შორის ფსიქოლოგიური კავშირის შესუსტება. ოპერაციის შემდეგ დედას ხშირად აღენიშნება ფსიქოლოგიური მდგომარეობის დათრგუნვა, რადგან ორგანიზმი ვერ იგებს, რომ ჩაიარა მშობიარობამ და ჩნდება მოვლენის დაუსრულებლობის შეგრძნება. მაგრამ ეს ჯერ არ არის დამტკიცებული მეცნიერების მიერ.
ზეგავლენა ბავშვისათვის
ბავშვისათვის საკეისრო კვეთის ზეგავლენა განპირობებულია ანესთეზიის ხარისხით. უპირატესობა უნდა ექნეს ეპიდურალურ ანესთეზიას, და არა საერთო ნარკოზს. ასეთ შემთხვევაში ხდება მხოლოდ სხეულის ქვედა ნაწილის გაუტკივარება და ბავშვზე არასასურველი ზემოქმედება დაყვანილია მინიმუმამდე. ჩვილები, რომლებიც გაჩნდნენ საკეისრო კვეთის შედეგად, საჭიროებენ დიდ ყურადღებას და სათუთ მოვლას. მათი ადაპტაცია გარე სამყაროსთან ხდება უფრო რთულად და ხანგრძლივად, რადგან, ჩვეულებრიბი მშობიარობით გაჩენილ ბავშვეთან შედარებით, მათ არ გამოუმუშავდებათ სტრესის ჰორმონი, რომელიც ეხმარება ახალ გარემოსთან შესაგუებლად.
საკეისრო კვეთის ზეგავლენას ან მის შემდგომ მოვლენებს მიეკუთვნება:
- შეიძლება გაჩნდეს ასფიქსიის საშიშროება ნარკოზის ზემოქმედების შედეგად სასუნთქ სისტემაზე
- დიდია ტრავმატიზაციის რისკი ოპერაციის დროს
- ხანდახან ვითარდება ნევროლოგიური და სუნთქვითი პათოლოგიები და ალერგიები
- შემდგომში ასეთი ბავშვები შეიძლება იტანჯებოდნენ ყურადღების დეფიტიტით, არიან ზედმეტად აქტიურნი და მშფოთვარენი, გამოირჩევიან ფეთქებადი ხასიათით.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, მთავარია, რომ ბავშვი გაჩნდა ქვეყანაზე, და შედეგები კი შეიძლება იოლად გადაიფაროს ყურადღებით და ზრუნვით, ბავშვის სწორი აღზრდით.
ასეთი ბავშვები ორჯერ უფრო მეტად საჭიროებენ ძუძუთი კვებას. ძუძუთი კვების დროს მყარდება ძლიერი ფსიქოლოგიური კავშირი დედასა და ჩვილს შორის, გარდა ამისა, უკან იწევს ნევროლოგიური და კუჭ-ნაწლავის პრობლემები. მათ აუცილებლად ესაჭიროებათ გამაჯანსაღებელი პროცედურები, ცურვა და მასაჟი. ყველა ფსიქოლოგიური სირთულე უნდა იყოს კორექტირებული მშობლის სიყვარულით და ზრუნვით.
მოამზადა რუსუდან მაჩალაძემ
___________________________________
>>>> მეანობა