რა ვაჩუქოთ დედას?
რა ვაჩუქოთ დედას დაბადების და დედის დღეს ან იუბილეზე? ეს ძალიან პოპულარული და ამასთანავე რთული საკითხია. დედა ხომ უნიკალურია და საჩუქარიც უნდა იყოს განსაკუთრებული იმის ნიშნად, რომ გიყვართ, პატივს სცემთ და უფრთხილდებით. ვარიანტები ბევრია: ტრადიციული, ორიგინალური, პრაქტიკული, რომანტიული, ძვირფასი, სერიოზული და ამასთანავე იუმორნარევი.
ყვავილები – უპირველესი საჩუქარი დედისთვის და ნებისმიერი ქალისთვის. შემდეგ მოიფიქრეთ მისი გემოვნების გათვალისწინებით რა ესიამოვნება; ან რამე ხომ არ უნდა და ხშირად ახსენებს. ვინაიდან არჩევანი დიდია, გთავაზობთ რამოდენიმე მინიშნებას:
- სამკაული – საყურე, ბეჭედი, ყელსაბამი, სამაჯური, გულსაბნევი
- კოსმეტიკური საშუალებები – კრემების ნაკრები, პომადა, მაკიაჟის გასაკეთებელი მოწყობილობები, სავარცხელი
- ტანსაცმელი – მაისური, კაბა
- აქსესუარები – სათვალე, შარფი, ქუდი, ჩანთა, საათი
- სუნამო
- საყოფაცხოვრებო ნივთები – ყავის მადუღარა,ჩაიდანი, წვენსაწური, უთო, კოვზების, დანა-ჩანგლის, ჭიქების ან თეფშების ნაკრები, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მტვერსასრუტი
- ლამაზი ზარდახშა
- ქოლგა
- საყვარელი შოკოლადები
- თქვენი ფანტაზიით გაკეთებული ნივთები
მთავარია არ დაგავიწყდეთ, ნებისმიერი საჩუქარი, იქნება ეს ძვირადღირებული თუ თქვენი ხელით გაკეთებული, აჩუქეთ სიყვარულით და უთხარით მას რომ გიყვართ.
___________________________________________
გადასვლა >>>> რა ვაჩუქოთ?
..