რა ვაჩუქოთ დას?
და – ყველაზე ახლო ადამიანია მშობლების შემდეგ, მას უკავშირდება ბავშვობის მოგონებები და სიხარული. საჩუქრის შერჩევა უნდა მოხდეს ასაკის გათვალისწინებით; თუ უფროსი და დაკავებულის სახლის საქმეებით, არ არის აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთების ყიდვა, შეიგიძლიათ აჩუქოთ პირადი მოხმარების ნივთები ან გამაჯანსაღებელი და თავის მოვლის პროცედურების სასაჩუქრე ბარათი.
დას შეიძლება აჩუქოთ ყველაფერი, რაც ქალებს მოსწონთ:
- სამკაული – საყურე, ბეჭედი, ყელსაბამი, ორიგინალური კულონი, გულსაბნევი, სამაჯური
- კოსმეტიკური საშუალებები – კრემების ნაკრები, პომადა, მაკიაჟის გასაკეთებელი მოწყობილობები, კოსმეტიკის ჩანთა, სავარცხელი, ფრხილის მოვლის საშუალებების ნაკრები
- ტანსაცმელი – მაისური, კაბა
- აქსესუარები – სათვალე, შარფი, ხელთათმანი, ქუდი, ჩანთა, საფულე, საათი
- სუნამო
თუ გყავთ პატარა და, სურვილის მიხედვით შეგიძლიათ უყიდოთ დისკები, მობილური ტელეფონი, ყურსასმენები, ლეპტოპი, ფოტოაპარატი, ელექტრონული წიგნი, mp3 ფლეერი, ლამაზი ყულაბა, დიდი ფუმფულა სათამაშო ან ბალიში, ზურგჩანთა ლაშქრობებისთვის და პიკნიკისთვის.
გარდა ამისა, შეგიძლიათ მისი გემოვნების, ჰობის და თქვენი ფანტაზიის მიხედვით მოუწყოთ სიურპრიზი.
_________________________________
გადასვლა >>>>> რა ვაჩუქოთ?
..