Quantcast
Channel: www.medgeo.net
Viewing all articles
Browse latest Browse all 4381

კავასაკის დაავადება

$
0
0

კავასაკის დაავადება

 არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

კავასაკის დაავადება, კავასაკის დაავადების სიმპტომები, კავასაკის დაავადების დიაგნოსტიკა, კავასაკის დაავადების მედიკამენტოზური თერაპია >>>

კავასაკის დაავადება უცნობი ეტიოლოგიის ძალზედ იშვიათი დაავადებაა, რომელიც ძირითადად გვხვდება სკოლამდელი ასაკის ბავშვებში. გამომწვევ მიზეზთა შორის ძირითადი ყურადღება მიპყრობილია რეტროვირუსებზე.

კავასაკის დაავადება პირველად აღწერა ეს 1967 წელს იაპონიაში. ითვლებოდა, რომ ვირუსი იწვევს ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილებსა და ორგანოებში სისხლძარღვების კედლის ანთებით პროცესს, რის გამოც კლინიკური სურათიც მრავალფეროვანია. მიუხედვად იმისა, რომ ბავშვების დიდი რაოდენობის გამოჯამრთელება ხდება, მაინც შეიძლება მოყვეს  მძიმე შედეგები, მაგალითად გულის დაზიანება, გულის უკმარისობის განვითარებით ან მექანიკური სიყვითლე.

საბოლოოდ არაა დადგენილი, რა იწვევს კავასაკის დაავადებას. ბევრი ექიმის აზრით  ინფექციური დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება და განპირობებულია  ვირუსის ზემოქმედებით, სახელდობრ კი რეტროვირუსის, რადგანაც დაავადება ვითარდება უეცრად და ავად ხდებიან მხოლოდ სუსტი იმუნიტეტის მქონე ბავშვები. მიუხედავად ამისა არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც დაავადების წარმოქმნას განაპირობებს. იაპონელი ბავშვები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი კავასაკის დაავადებისაკენ, ვიდრე სხვა ეროვნებისანი, გარდა ამისა, დაავადება იშვიათად გადაეცემა ადამიანიდან ადამაინს.

ვინ არის მიდრეკილი კავასაკის დაავადების განვითარებისაკენ?

კავასაკის დაავადება ძირითადად გვხვდება სკოლამდელი ასაკის ბავშვებში, თუმცა შეიძლება განვითარდეს უფრო მოზრდილებშიც. ხუთიდან ოთხი შემთხვევა ხუთ წელზე ქვევით ასაკის ბავშვებში გვხვდება. რისკ ჯგუფში პირველ რიგში შედის ერთიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვები. მცირე ასაკის ბავშვებში სწორი დიაგნოზის დასმა გაცილებით რთულია, ვიდრე უფროს ასაკში. გარდა ამისა, სამწუხაროდ სწორედ მცირე ასაკის ბავშვებში ხშირია გართულებები გულის მხრივ. კავასაკის დაავადება ბიჭებში უფრო ხშირად აღინიშნება, ვიდრე გოგონებში. ამის მიზეზი ჯერჯერობით არაა ნათელი. კავასაკის დაავადებით ნებისმიერი ეროვნებისა და რასის წარმოამდგენელი შეიძლება დაავადდეს, თუმცა 10-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება იაპონელებში.

კავასაკის დაავადების დიაგნოსტიკა

დიაგნოზის დასმა შესაძლებელია წამყვანი სიმპტომების საფუძველზე. ეს სიმპტომებია:

  • ცხელება, რომელიც გრძელდება ხუთ დღეზე მეტ ხანს
  • კონიუნქტივიტი  - ორივე თვალი შეიძლება იყოს შეწითლებული და გაღიზიანებული
  • ხელისგულებისა და ფეხისგულების ცვლილებები, კერძოდ კი დაავადების მესამე კვირაზე აღინიშნება შემსხვილება და კანის შეწითლება შემდგომი აქერცვლით
  •  პოლიმორფული გამონაყარი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სხეულის ნებისმიერ უბანში
  • შეშუპებული, ალისფერი – მოწითალო ენა და ჰიპერემირებული დახეთქილი ტუჩები
  • კისრის ლიმფური კვანძების გადიდება, უმეტესად ცალმხრივად.

კავასაკის დაავადების სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს თავის ტკივილი, უქეიფობა, ტკივილი სახსრებში, დიარეა, ღებინება და მუცლის ტკივილი.

ცვლილებები გულის მხრივ

კავასაკის დაავადება ხშირად ხდება გულის უკმარისობის მიზეზი განვითარებად ქვეყნებში. დაავადებაზე მცირედი ეჭვის მიტანის შემტხვევაშიც კი აუცილებელია სპეციალური გამოკვლევეის – ექოკარდიოგრაფიის ჩატარება. გულის ჩართვა პათოლოგიური პროცესში შეიძლება მოხდეს დაავადების პირველ დღეებში ან  პირიქით, კრიზისის შემდეგ. თუ კავასაკის დაავადების გამოვლინება მოხდა მწვავე ფორმით, მიოკარდიუმში (გულის კუნთი) ვითარდება  ანთებითი პროცესი. უმეტეს შემთხვევაში ამას არ მოყვება მძიმე შედეგები, თუმცა იშვიათად შეიძლება განვითარდეს  შეგუბებითი გულის უკმარისობა. დასუსტებული გულის კუნთი ვერ ფუნქციონირებს მთელი დატვირთვით,  ხდება სითხის დაგუბება ქსოვილებში, წარ­მოიქმნება შეშუპებები.

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ბავშვის გამოჯანმრთელება ხდება  კავასაკის დაავადების შემდეგ, მაინც ხუთიდან ერთ შემთხვევაში  გულისა და კორონარული არტერიების (კვებავს გულის კუნთს)  მხრივ ვითარდება მძიმე შედეგები. სისხლძარღვის კედელი კარგავს მოქნილობასა და ელასტიურობას, ზოგიერთი უბნები გამოიბერება  და წარმოიქმნება ანევრიზმები. ზოგიერთ შემთხვევაში ამას მივყავართ თრომბების წარმოქმნამდე, რაც თავის მხრივ ხდება გულის კუნთის კვების დარღვევისა და  მიოკარდის  ინფარქტის განვითარების მიზეზი.

არსებობს რისკი იმისა, რომ კავასაკის დაავადებიდან თვეებისა და  წლების შემდეგ კორონარული არტერიების შევიწროება მოხდება, რაც საბოლოო ჯამში ისევ გულის კუნთის კვების დარღვევისა და სტენოკარდიისა თუ  მიოკარდის  ინფარქტის მიზეზი ხდება.

მედიკამენტოზური თერაპია

მიუხედავად იმისა, რომ კავასაკის დაავადების გამომწვევი მიზეზი არაა ცნობილი, არსებობს სხვადასხვა მედიკამენტოზური საშუალებები, რომლებიც დახმარებას გვიწევენ მკურნალობის პორცესში. მკურნალობა პირველ რიგში მიმართულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაცვისაკენ. ასეთ მედიკამენტთა რიცხვს მიეკუთვნება იმუნოგლობულინები, რომელიც ამაღლებს პასიურ იმუნიტეტს და ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას.

კავასაკის დაავადების სამკურნალო შეუცვლელ პრეპარატს წარმოადგენს ასპირინი, რომელიც არამარტო აქვეითებს ტემპერატურას, არამედ ავლენს ანტიანთებით  მოქმედებას, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას.  ასპირინის მიცემა არაა რეკომენდირებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუმცა კავასაკის დაავადების დროს მისი მიცემა გამართლებულია.

დღეისათვის აქტიურად მიმდინარეობს კვლევები კავასაკის დაავადების მკურნალობის თვალსაზრისით, ერთერთი ბოლო კვლევებით დადასტურდა ჰეპარინის ეფექტურობა, ასევე სისხლძარღვების მთლიანობის შენარჩუნების მიზნით კარგი ეფექტი გააჩნია რეგულარულ ფიზიკურ ვარჯიშს.

….

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

პედიატრიული დაავადებები

Viewed 9 times by 4 viewers


Viewing all articles
Browse latest Browse all 4381

Trending Articles