Quantcast
Channel: www.medgeo.net
Viewing all 4381 articles
Browse latest View live

ომესამი ფორტე / Omesam Forte

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ომეგა 3/omega 3

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა
ომესამი ფორტეს ერთი რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების ომეგა-3-ის (EPA18%/DHA12%) – 1500 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: დ-ალფატოკოფენოლი, ლიმონის ზეთი, ლაიმის ზეთი.

მოქმედების მექანიზმი
ცხოველური წარმოშობის ჰიპოლიპიდემიური საშუალება.
ომესამი ფორტეს ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომბინაციით (18% ეიკოზაპენტაენის მჟავა EPA და 12% დოკოზაჰექსაენის მჟავა DHA).
ომესამი ფორტეს ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი, ანტიჰიპერტენზიული, ანტიათეროსკლეროზული, ანთების საწინააღმდეგო და ფსორიაზის საწინააღმდეგო თვისებები.
ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები “სასიცოცხლო” მნიშვნელობის მჟავებია, ორგანიზმში მოხვედრისთანავე  გადაინაცვლებენ პირდაპირ უჯრედებში და გავლენას ახდენენ მათ სტრუქტურასა და აქტივობაზე.
ზოგადად, ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების მოქმედება მდგომარეობს საკვებთან ერთად მიღებული მავნე ცხიმების განეიტრალებაში, რომლებიც ორგანიზმის უჯრედების სტრუქტურულ შემადგენლობაზე ახდენენ გავლენას. მათი ნაკლებობის შედეგად სისხლძარღვების კედელზე დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი აქტიურად წარმოქმნის ათეროსკლეროზულ ფოლაქებს. ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლიან ათეროსკლეროზის განვითარებას და ამცირებენ ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, რომლებიც დაკავშირებულია ქოლესტერინის დაგროვებასთან. ასუფთავებენ და აღადგენენ სისხლძარღვების კედლების ელასტიურობას და ამცირებენ მის შეღწევადობას; ზრდიან ორგანიზმის მედეგობას ინფექციების და გაციებით გამოწვეული დაავადებების მიმართ. არეგულირებენ ცხიმოვან ცვლას ღვიძლსა და სისხლის პლაზმაში. დამხმარე თერაპიის სახით ეფექტურია ჰიპერლიპიდემიის, ჰიპერტონული დაავადებების, თრომბოზების, კანის დაავადებების, იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს. ამცირებენ ორგანიზმში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას. უზრუნველყოფენ ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას და ამაღლებენ იმუნიტეტს. მათ აქვთ კიბოს და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. ომეგა 3-ის მჟავები ანელებენ ორგანიზმის დაბერების პროცესს.
ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები ეწინააღმდეგებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების განვითარებას, აუმჯობესებენ მეხსიერებას და მხედველობას, მათი დახმარებით ხდება სახსრებში ტკივილის შემცირება და ცვლის პროცესების ნორმალიზება. ომეგა 3–ის მჟავები აუცილებელია ორსული ქალებისთვის, მათი მიღება ეხმარება ბავშვის ტვინს სწორად ფორმირებში.
კლინიკური კვლევებით დადგინდა, რომ ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები, ხელს უწყობენ კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანის შემცირებას. აძლიერებენ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციებს, ახასიათებთ გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება, ამაღლებენ შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს. გარდა ამისა, დამხმარე საშუალებების სახით გამოიყენება ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ.
ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების დამოუკიდებელი გამომუშავება, ამიტომ აუცილებელია მათი მიღება რეგულარულად საკვებიდან. საკვები ყოველთვის არ იძლევა რეკომენდებული ყოველდღიური დოზის მიღების შესაძლებლობას (საჭირო რაოდენობის მხოლოდ 50-70%-ს მიღება ხდება საკვების სახით). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია  დეფიციტი შეივსოს საკვები დანამატებით.

ჩვენებები
– ჰიპერტრიგლიცერიდემია, რაც დაკავშირებულია ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასა და ათეროსკლეროზთან;
– დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევით) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა;
– ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია;
– სხვადასხვა გენეზის ართროზები და ართრიტები;
– აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;
– ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა;
– კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
– ავთვისებიანი წარმონაქმნების პროფილაქტიკა;
– შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;
– ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების დარღვევა, ყურადღების დაქვეითება, ამნეზია, დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება;
– კანის დაავადებები: ფსოარიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლულები;
– ორსულებისა და მათი ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად (ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის მცირე წონა).

უკუჩვენება
– შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

უსაფრთხოების ზომები
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
ომესამი ფორტე გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

დოზის გადაჭარბება
სიმპტომები:  ეპიგასტრიუმის არეში ტკივილი, დისპეფსიური დარღვევები (გულისრევა, დიარეა).
მკურნალობა: სიმპტომური.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ვიტამინი A, ასკორბინის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი, პირიდოქსინი, მაგნიუმის პრეპარატები აძლიერებენ ომესამი ფორტეს მოქმედებას.
არ არის რეკომენდებული ომესამი ფორტეს ფიბრატებთან (კლოფიბრატი, ციპროფიბრატი, ფენოფიბრატი, ეტოფიბრატი, ჰემფიბროზილი) კომბინაციაში დანიშვნა.

მიღების წესი და დოზირება
ომესამი ფორტე ინიშნება 1 კაფსულა სამჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
კაფსულები უნდა მიიღონ დაუღეჭავად, წყალთან ერთად.
მკურნალობის ხანგრძლივობა – არანაკლებ 3 თვე. შესაძლებელია კურსის გამეორება.

გვერდითი მოვლენები
ომესამი ფორტეს გამოყენებისას შესაძლოა ადგილი ქონდეს პირის ღრუში თევზის გემოს შეგრძნებას, რაც დამახასიათებელია მისი მიღების პირველ დღეებში.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

ვარგისობა და შენახვის პირობები
ვარგისობის ვადა – 3 წელი.
ინახება 25°C ტემპერატურამდე, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა
რბილი ჟელატინის კაფსულა 1500 მგ; 30 კაფსულა პლასტმასის ბოთლში, მეორადი შეფუთვა – მუყაოს კოლოფში.

გამოშვების ფორმა: 1500 მგ კაფსულა #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი:: ჯი-ემ-პი, საქართველო

გაფრთხილება


ომეფესი – OMEFES

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისი დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ომეპრაზოლი/OMEPRAZOLE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების  სამკურნალო საშუალება (პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.
1 კაფს.
ომეპრაზოლი……..  20 მგ

მწარმოებელი: BRINCALOVA

გაფრთხილება

ომიკინი-500 – OMIKIN-500

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისი დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ამიკაცინი/AMIKACIN

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბიოტიკი ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი:
ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 1 ც.
1 მლ 1 ამპ.
ამიკაცინი…………     250 მგ 500 მგ

მწარმოებელი: OM BIOTEC

გაფრთხილება

ომნადრენი 250 / OMNADREN 250

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ტესტოსტერონი/testosteron

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანდროგენული პრეპარატები

შემადგენლობა
1 მლ
ტესტოსტერონის პროპიონატი…… 30.0 მგ
ტესტოსტერონის ფენილპროპიონატი… 60.0მგ
ტესტოსტერონის იზოკაპრონატი…… 60.0მგ
ტესტოსტერონის კაპრონატი…….. 100.0მგ
დამხმარე ნივთირებები:
ბენზილური სპირტი, არაქისის ზეთი ინექციისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი შეიცავს მოქმედების სხვადასხვა სიჩქარის მქონე ჰორმონ ტესტოსტერონის 4 ეთერს. ტესტოსტერონის მოქმედების ძირითად მექანიზმს მამაკაცებში წარმოადგენს გონადების ფორმირება და ფუნქცია, გარეგანი სასქესო ორგანოების ჩამოყალიბება, წინამდებარე ჯირკვლის განვითარება, სათესლეების მომწიფების პროცესი, მამაკაცის მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბება (სიმაღლეში ზრდა, ხმის ტემბრის შეცვლა, სახის გათმიანება).
ქალებში ტესტოსტერონი ესტროგენების ანტაგონისტურად მოქმედებს. მას იყენებენ კლიმაქსით გამოწვეული დარღვევების სამკურნალოდ.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ტესტოსტერონის ეთერები განსაზღვრავენ მისი შეწოვის სიჩქარეს და გამოყოფას, ხელს უწყობენ ტესტოსტერონის ანდროგენული მოქმედების მუდმივი, წონასწორული მდგომარეობის შენარჩუნებას მისი ერთჯერადი ინექციიდან 4 კვირის განმავლობაში.

ჩვენებები
პრეპარატს იყენებენ მამაკაცებში სასქესო ჯირკვლების უკმრისობის დროს ჩანაცვლებითი ჰორმონთერაპიის მიზნით: მამაკაცებში:
– სქესობრივი მოუმწიფებლობა;
– უნაყოფობა (ოლიგოსპერმია);
– ანდროგენული ჰორმონების უკმარისობა და სასქესო ორგანოების განუვითარებლობა;
– კლიმაქტერული პერიოდით გამოწვეული დარღვევები;
– იმპოტენცია.
განსაკუთრებულ შემთხვევებში პრეპარატს იყენებენ ქალებში ჰიპერესტროგენიზმით გამოწვეული დაავადებების დროს.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატის დოზა ინდივიდუალურია. მისი გამოყენების წესი და სიხშირე განისაზღვრება ექიმის მიერ.
ძირითადად ინიშნება კუნთებში 1 ინექცია (1 ამპულა) ყოველი 4 კვირიანი შესვენებით.
ყურადღება: ასოს მტკივნეული ერექციის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

გვერდითი მოვლენები
ფერიმჭამელები, გინეკომასტია, შეშუპებები, ჰიპერმგრძნობელობით გამოწვეული კანის ალერგიული რეაქციები, ხშირი ერექცია, ჰიპერკალციემიის სიმპტომები, ხანდაზმულ მამაკაცებში ხშირი სქესობრივი აგზნება, სპერმატოზოიდების წარმოქმნის და მათი მომწიფების პროცესის დარღვევა, თრომბოფლებიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ამინოტრანსფერაზების აქტივობის მომატება, ძვლების ტკივილი, სასქესო ორგანოებიდან სისხლდენა, ლიბიდოს გაძლიერება, სითხის გამოყოფის პროცესის შეფერხება ორგანიზმიდან და შეშუპებები. იშვიათად: ინსულინრეზისტენტულ ავადმყოფებში ინსულინის მიმართ ტოლერანტობის მომატება.
ქალებში პრეპარატის ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ვირილიზაციის სიმპტომები, ხოლო ინექციის ადგილას- ტკივილი, ქავილი და ჰიპერემია.
უკუჩვენება
წინამდებარე ჯირკვლის კიბო ან ეჭვი მასზე. ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია, გულის, ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის უკმარისობა.
პრეპარატის გამოყენება ასთენიით შეპყრობილ პაციენტებში, წვევანდელებში სქესობრივ მომწიფებამდე და ხანდაზმულ მამაკაცებში არ არის ნებადართული.

ორსულობა და ლაქტაცია
ქალებში, ომნადრენის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა გათვალისწინებულ იქნას ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აბსოლუტური წინააღმდეგჩვენება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ომნადრენის კომბინაციით ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორებთან (რიფამპიცინი, ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, სალიცილატები, ფენიტოინი, პრიმიდონი) მცირდება ტესტოსტერონის მოქმედების ეფექტი.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 15-25oC ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას

გამოშვების ფორმა: საინექციო ხსნარი ამპულები 1მლ ამპულა #5

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: ვალეანტი (VALEANT (JELFA)), პოლონეთი

გაფრთხილება

ომნიკ ოკასი / Omnic ocas

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ტამსულოზინი/tamsulosin

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომის) დროს გამოსაყენებელი საშუალებები

შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
ტამსოლუზინის ჰიდროქლორიდი 0,4მგ,
დამხმარე ნივთიერებები:
მაკროგოლი 8000, მაკროგოლი 7000000, გასუფთავებული წყალი, მაგნიუმის სტეარატი; გარსის შემადგენლობა – ყვითელი ოპადრაი 3F22733 (ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 8000, საღებავი რკინის ყვითელი ოქსიდი), გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა.
ტამსოლუზინი წარმოადგენს პოსტსინაფსური ά1 ადრენორეცეპტორების, განსაკუთრებით ά1A და ά1D ქვეტიპების, სპეციფიკურ მაბლოკირებელ საშუალებას, რომლებიც განლაგებული არიან წინამდებარე ჯირკვალში, შარდის ბუშტის ყელში ურეთრის პროსტატის ნაწილის გლუვ მუსკულატურაში და დეტრუზორში. იგი ამცირებს წინამდებარე ჯირკვლის და ურეთრის გლუვი მუსკულატურის ტონუსს, აუმჯობესებს შარდის გამოყოფას და ამცირებს შარდის ბუშტის არასტაბილური მოვლენებს. ეს იწვევს წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული ობსტრუქციის სიმპტომების (დაცლის) და გაღიზიანების (გავსების) შემცირებას. ობსტრუქციის და გაღიზიანების სიმპტომებზე აღწერილი ზემოქმედება ნარჩუნდება ხანგრძლივი გამოყენებისას.
ά1A ადრენორეცეპტორების ანტაგონისტებს პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირების ხარჯზე შეუძლიათ დააქვეითონ არტერიული წნევა. პრეპარატ ომნიკ ოკასის გამოყენებისას დღიური დოზით 0,4მგ არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვან შემცირებას ადგილი არ ჰქონია.

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა: ომნიკ ოკასი წარმოადგენს კონტროლირებადი გამოთავისუფლების ტაბლეტს, მატრიქსის ფუძეზე ნეიონური ტიპის გელის გამოყენებით. ოკას ფორმა უზრუნველყოფს ტამსულოზინის ხანგრძლივ და ნელ გამოთავისუფლებას, რაც იძლევა 24 საათის განმავლობაში საკმარის ექსპოზიციას მცირე მერყეობით.
ტამსულოზინი, ომნიკ ოკასის ფორმით შეიწოვება ნაწლავებში. აბსობცია_ შეყვანილი დოზის 57%. ომნიკ ოკასის ფორმით ტამსულოზინის შეწოვაზე, საკვების მიღება გავლენას არ ახდენს. ტამსულოზინი ხასითდება ხაზოვანი ფარმაკოკინეტიკით. უზმოზე 0,4 მგ პრეპარატის ერთჯერადი მიღების შემდეგ პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 6 საათის შემდეგ. წონასწორულ მდგომარეობაში, რომელიც დგება მე-4 დღეს, ტამსულოზინის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია პიკს აღწევს 4-6 საათში, როგორც უზმოზე, ასევე ჭამის შემდეგ მიღებისას. პლაზმური პიკური კონცენტრაცია იზრდება პირველი დოზის შემდგომ -დახლოებით 6ნგ/მლ-დან წონასწორული მდგომარეობაში – 11ნგ/მლ-მდე. ომნიკ ოკასის როგორც პროლონგირებული გამოთავისუფლების შედეგი ტამსულოზინის უმცირესი პლაზმური კონცენტრაცია შეადგენს, უზმოზე და ჭამის შედგომი პიკური პლაზმური კონცენტრაციის 40%-ს. ერთჯერადი და მრავალჯერადი მიღებისას პრეპარატის პლაზმურ კონცენტრაციებს შორის პაციენტებში არსებობს მნიშვნელოვანი ინდივიდუალური განსხვავება.
განაწილება: პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი შეადგნს 99%, განაწილების მოცულობა მცირეა (დაახლოებით 0.2ლ/კგ).
მეტაბოლიზმი: ტამსოლუზინი ნელა მეტაბოლიზდება ღვიძლში, ნაკლებად აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. ტამსოლუზინის დიდი ნაწილი პლაზმაში წარმოდგენილია უცვლელი სახით.
ექსპერიმენტით გამოვლენილია ტამსოლუზინის ღვიძლის მიკროსომური ფერმენტების უმნიშვნელოდ ინდუცირების შესაძლებლობა.
ღვიძლის უმნიშვნელო ან ზომიერი უკმარისობისას დოზის რეჟიმის კორექცია საჭირო არ არის.
გამოყოფა: ტამსოლუზინი და მისი მეტაბოლიტები ძირითად შარდით გამოიყოფა, ამასთან პრეპარატის დაახლოებით 4-6% უცვლელი სახით გამოიყოფა.
0.4მგ ომნიკ ოკასის ერთჯერადი მიღებისას და წონასწორულ მდგომარეობაში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 19-15 საათს შესაბამისად.

ჩვენებები
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (დიზურიული დარღვევების მკურნალობა).

მიღების წესები და დოზები
შიგნით, ერთი ტაბლეტი დღეში, კვებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტი მიიღება მთლიანად, მისი დაღეჭვა არ შეიძლება, რადგან ამან შეიძლება გავლენა იქონიოს აქტიური ნივთიერების პროლონგირებულ გამოთავისუფლებაზე.

გვერდითი მოვლენები

ხშირი
( > 1%, < 10%)
არც ისე ხშირი
( > 0,1%, < 1%)
იშვიათი
( > 0,01%, < 0,1%)
ძალიან იშვიათი
( < 0,01%)
დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გულისცემის შეგრძნება, პოსტურალური ჰიპოტენზია
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ყაბზობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება
ზოგადი მდგომარეობის დარღვევები ასთენია
დარღვევევბი ნერვული სისტემის მხრივ თავის ტკივილი გულის წასვლა
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის მხრივ ეაკულაციის დარღვევა პრიაპიზმი
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ რინიტი
დარღვევები კანის და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მხრივ გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება ანგიონევროზული შეშუპება

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა ტამსოლუზინის ან პრაპრატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.
ორთოსტატული ჰიპოტენზია.
ღვიძლის გამოხატული უკმარისობა.
სიფრთხილით-თირკმლის ქრონიკული უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 10მლ/წთ-ში ნაკლები)

განსაკუთრებული მითითებები
როგორც სხვა ალფა 1 ადრენობლოკატორების გამოყენებისას, პრეპარატ ომნიკ ოკასით მკურნალობისას ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს აწ-ს დაქვეითება, რომელმაც ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს შოკისმაგვარი მდგომარეობა. ორთოსტატული ჰიპოტენზიის პირველი ნიშნებისას (თავბრუსხვევა, სისუსტე) პაციენტი უნდა დაჯდეს ან დაწვეს და ამ მდგომარეობაში დარჩეს ნიშნების გაქრობამდე.
კატარაქტის გამო ოპერაციული ჩარევებისას, პრეპარატის მიღების ფონზე შეიძლება განვითარდეს თვალის ფერადი გარსის ინტრაოპერაციული არასტაბილურობის სინდრომი (ვიწრო გუგის სინდრომი), რაც ქირურგმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს პაციენტის პრეოპერაციული მომზადებისას და ოპერაციის ჩატარებისას.
პრეპარატ ომნიკ ოკასით თერაპიის დაწყებამდე პაციენტი უნდა გამოიკვლიონ, რომ გამორიცხონ სხვა დაავადებების არსებობა, რომლებმაც შეიძლება ისეთივე სიმპტომები გამოიწვიონ, როგორც პროსტატის კეთილთვისებიანმა ჰიპერპლაზიამ. მკურნალობის დაწყებამდე და რეგულარულად თერაპიისას უნდა წარმოებდეს რექტალური გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში პროსტატული სპეციფიკური ანტიგენის განსაზღვრა (პსა).
თირკმლის უკმარისობისას დოზის ცვლილება საჭირო არ არის
გავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვაზე
მკურნალობის პერიოდში ავტომობილის მართვისას და პოტენციურად საშიში, ყურადრების მომატებული კონცენტრაციის და სწრაფი ფსიქო-მოტორული რეაქციების მომთხოვნი ქმედების დროს, საჭიროა სიფრთხილის დაცვა.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირებისას მწვავე ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში, აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა მოქმედების მხარდაჭერა (მკურნალობა-სიმპტომური)
არტერიული წნევა და გულის შეკუმშვათა სიხშირე შეიძლება აღდგეს, თუ ადამიანი მიიღებს ჰორიზონტალურ მდგომარეობას. ეფექტის არარსებობისას შეიძლება იმ საშუალებების მიღება, რომლებიც ზრდიან მოცირკულირე სისხლის მოცულობას და თუ აუცილებელია გამოიყენება სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალებები. აუცილებელია თირკმლის ფუნქციის კონტროლი. ნაკლებსავარაუდოა, რომ დიალიზი ეფექტური იქნება, რადგან ტამსოლუზინი ძლიერადაა დაკავშირებული პლაზმის ცილებთან. პრეპარატის შემდგომი შეწოვის ასაცილებლად ახდენენ კუჭის ამორეცხვას, აძლევენ აქტივირებულ ნახშირს ან ოსმოსურ საფაღარათო საშუალებას, მაგალითად, ნატრიუმის სულფატს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ომნიკის ატენოლოლთან, ენალაპრილთან ან ნიფედიპინთან ერთად დანიშვნისას ურთიერთქმედება აღმოჩენილი არ არის. ომნიკისა და ციმეტიდინის ერთდროული მიღებისას აღინიშნა პლაზმაში ტამსოლუზინის კონცენტრაციის მომატება, ფუროსემიდთან ერთად მიღებისას -კონცენტრაციის დაქვეითება, თუმცა ამ შემთხვევაში საჭირო არ არის ომნიკ ოკასის დოზის ცვლილება, რადგანაც პრეპარატის კონცენტრაცია რჩება ნორმალური დიაპაზონის ფარგლებში. დიაზეპამი, პროპრანოლოლი, ტრიქლორმეთიაზიდი, ქლორმადინონი, ამიტრიპტილინი, დიკლოფენაკი, გლიბენკლამიდი, სიმვასტატინი და ვარფარინი ინ ვიტრო არ ცვლიან პლაზმაში ტამსოლუზინის თავისუფალ ფრაქციას. თავის მხრივ, ტამსოლუზინი ასევე არ ცვლის დიაზეპამის, პროპრანოლოლის, ტრიქლორმეთიაზიდისა და ქლორმადინონის თავისუფალ ფრაქციებს.
ინ ვიტრო კვლევებში ღვიძლის მეტაბოლიზმის დონეზე აღმოჩენილი არ არის ურთიერთქმედება ამიტრიპტილინთან, სალბუტამოლთან, გლიბენკლამიდთან და ფინასტერიდთან. დიკლოფენაკმა და ვარფარინმა შეიძლება გაზარდონ ტამსოლუზინის გამოყოფის სიჩქარე.
ალფა 1 ადრენორეცეპტორების სხვა ანტაგონისტების ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზიული ეფექტი.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა. 3 წელი. ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

გამოშვების ფორმა: 0.4მგ ტაბლეტი#30

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: Astellas Pharma Europe, ნიდერლანდები

გაფრთხილება

ოპერილი P / Operil® P

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ქსილომეტაზოლინი/ xylometazoline
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი.
1 მლ ხსნარი შეიცავს ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდის 0,25 მგ.
1 წვეთი (0,04 მლ) შეიცავს 0,01 მგ ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, დინატრიუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, გაწმენდილი წყალი.
შეფუთვა: 10 მლ გამჭვირვალე უფერო ხსნარი პლასტიკურ ფლაკონ-საწვეთელაში ხრახნიანი თავსახურით, მუყაოს ყუთში ინსტრუქციით.
რა არის
ოპერილი®
და რისთვის
გამოიყენება
იგი
ოპერილ პ შეიცავს ოქსიმეტაზოლინს, რომელიც გამოიყენება ნაზალური დეკონგესტანტის სახით (საშუალებები ცხვირის გაჭედვის წინააღმდეგ). არტერიოლების შევიწროების წყალობით, იგი ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებულობას და ცხვირიდან გამონადენს. ამსუბუქებს სუნთქვას ცხვირიდან, ხსნის ცხვირის ღრუებს, ცხვირის ღრუს დანამატ წიაღებს (სინუსებს) და ევსტაქის მილს, ასევე არბილებს გაციების სიმპტომებს. ოპერილ პ იწყებს მოქმედებას რამოდენიმე წუთში, და მისი მოქმედება გრძელდება 12 საათამდე.
პრეპარატს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება.
ოპერილ პ ახდენს ანტივირუსულ ზემოქმედებას გარკველ ვირუსებზე, რომლებიც წარმოადგენენ რესპირატორული დაავადებების ძირითად გამომწვევებს.
გამოყენების
ჩვენებები:
– მწვავე რინიტი;
– ალერგიული რინიტი;
– რინოსინუსიტი;
– შუა ყურის ანთება (ევსტაქის მილის ფუნქციონირების გასაუბჯობესებლად) (საშუალო ოტიტი).
ოპერილ®
გამოყენების
დაწყემაბდე
უკუჩვენებები:
• ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ოქსიმეტაზოლინზე ან პრეპარატის ნებისმიერ სხვა დამხმარე ნივთიერებაზე ბავშვებში;
• ცხვირის ლორწოვანის მშრალი ანთება ქერქებით (ცხვირის ლორწოვანის ატროფიული ანთება).
განსაკუთრებული
მითითებები
და უსაფრთხოების
ზომები
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალუირეობის ქვეშ შემდეგ შემთხვევებში:
– ქრონიკული გულის უკმარისობა;
– არტერიული ჰიპერტენზია (მომატებული არტერიული წნევა);
– გულის არითმია (არარეგულარული გულისცემა);
– დახურულკუთხოვანი გლაუკომა (მომატებული შიდა თვალის წნევა);
– წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია;
– პორფირია (პიგმენტური ცვლის მემკვიდრეობითი დარღვევა);
– შაქრიანი დიაბეტი;
– ჰიპერთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობა).
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია 2 წლამდე  ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.
უნდა მოერიდოთ პრეპარატის ხანგრძლივ ან ჭარბი დოზით გამოყენებას.
სხვა
პრეპარატების
მიღება
თუ თქვენი ბავშვი ღებულობს,, არც ისე დიდი ხნის წინ ღებულობდა ან, შესაძლოა, მიიღებს სხვა პრეპარატებს, ურეცეპტო პრეპარატების ჩათვლით, შაეტყობინეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ჭარბი დოზირების ან შიგნით მიღების შედეგად პრეპარატი აბსორბირდება, მაშინ შესაძლოა გაძლიერდეს მისი გავლენა არტერიულ წნევაზე იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ დეპრესიის საწინააღმდეგო პრეპარატებს (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ან მაპროტილინი). იმ პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ერთდროულად მაო-ინჰიბიტორებს დეპრესიის წინააღმდეგ, შესაძლოა, განუვითარდეს ჰიპერტონული კრიზიც კი (მომატებული არტერიული წნევა, ძლიერი თავის ტკივილი, ტკივილი მკერდის არეში, სუნთქვის უკმარისობა, შეშუპება).
ნუ ასმევთ ბავშვს ერთდროულად სხვა ხველის და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატებს ექიმთან ან ფარმაცევტთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
ორსულობა
და ძუძუთი
კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღების წინ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსული და მეძუძური ქალებისთვის დაუშვებელია ოპერილ პ-ს მიღება თვითმკურნალობის მიზნით.
ოპერილ პ-ს მიღება შესაძლებელია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, მხოლოდ თუ მას ექიმი დაგინიშნავთ.
მონაცემები ადამიანის ფერტილობაზე პრეპარატის ზეგავლენის შესახებ არ არსებობს.
სატრანსპორტო
საშუალებების
მართვა
და მექანიზმებთან
მუშაობა
რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას, ოპერილ პ-მ არ უნდა მოახდინოს ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ინფორმაცია
პრეპარატის
დამხმარე
ნივთიერებების
შესახებ
პრეპარატი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელსაც გააჩნია გამაღიზიანებელი მოქმედება და შეუძლია კანისმიერი რეაქციების გამოწვევა.
როგორ
უნდა
გამოიყენოთ
ოპერილ®

ოპერილ პ ნაზალური წვეთები განკუთვნილია 2-დან 7 წლის ასაკამდე ბავშვებისთვის.
7 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის გამოსადეგია პრეპარატის სხვა ფარმაცევტული ფორმები.
ადგილობრივად, ცხვირში ჩასაწვეთად.
ჩვეულებრივი
დოზა
2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები: 1-2 წვეთი თითოულ ცხვირის გასასვლელში 2-3-ჯერ დღეში.
ჩაწვეთების დროს თავი აუცილებლად უნდა უკან გადაიწიოთ, სუნთქვა არ შეაკავოთ.
პრეპარატის გამოყენება შეუძლებელია 2 წლამდე უმცროსი ბავშვების სამკურნალოდ.
ცხვირის თითოეულ გასასვლელში შეყვანილი, ოპერილ პ-ს მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს ორ წვეთს დღეში სამჯერ.
დამოუკიდებელი მკურნალობისას ოპერილ პ უნდა გამოიყენოთ მხოლოდ რეკომენდებული დოზებით და არა უმეტეს 5-7 დღისა.
თუ სამი დღის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება ან გაუარესდება, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შეფასების შემდეგ ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ უფრო ხანგრძლივი მკურნალობა.
მოცემული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთი პაციენტის მიერ გამოსაყენებლად. რამოდენიმე პაციენტის მიერ ერთი ფლაკონის გამოყენება შესაძლოა გახდეს ინფექციის განვითარების ან გადაცემის მიზეზი. თითოეული გამოყენების შემდეგ ფლაკონის საცმი უნდა გაწმინდოთ სუფთა ცხვირსახოცით.
ჭარბი
დოზირება
თუ თქვენ ან თქვენმა ბავშვმა მოცემული პრეპარატი დაუდევრობის გამო დალიეთ, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ სამედიცინო დახმარებისთვის.
პრეპარატის ჭარბი დოზის გამოყენების შემდეგ შესაძლოა გაგიჩნდეთ ცხვირში წვის შეგრძნება, ცხვირის ლორწოვანის სიმშრალე და ცემინება. ჭარბი დოზა, შინაგანად პრეპარატის მიღება ან მწვავე ინტოქსიკაცია იწვევს უძილობას, თავის ტკივილს, თვალის გუგების შევიწროებას, სისხლის წნევის ცვალებადობას, ტაქიკარდიას ან ბრადიკარდიას, ჰიპოთერმიას და გონების დაკარგვას. როგორც წესი, დოზის შემცირებისას, ეს სიმპტომები ქრება 12-36 საათში.
დოზის
გამოტოვება
ნუ გამოიყენებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის.
დამატებითი კითხვებით პრეპარატის გამოყენების შესახებ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო
გვერდითი
მოქმედება
სხვა პრეპარატების მსგავსად, ოპერილ პ-მ შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უჩნდება.
გვერდითი
ეფექტები
არც ისე ხშირი: მომატებული არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტენზია), არასასიამოვნო შეგრძნება აჩქარებული ან ძლიერი გულისცემისას, შენელებული გულისცემა.
იშვიათი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, აღგზნება, წარმავალი სიმშრალე და ცხვირში წვის შეგრძნება ძალიან მგრძნობიარე პაციენტებში, სიმშრალე პირში და ყელში, ცემინება.
სიხშირე დადგენილი არ არის: გულისრევა, ხანგრძლივი, ჭარბი გამოყენებისას და მაღალი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია ცხვირის ლორწოვანის შეშუპების განვითარება (მედიკამენტოზური რინიტი).
უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება და მიმართოთ ექიმს რომელიმე ქვემოთ მოყვანილი გვერდითი ეფექტის განვითარებისას: მომატებული არტერიული წნევა, არასასიამოვნო შეგრძნებები აჩქარებული ან ძლიერი გულისცემისას, შენელებული გულისცემა, თავბრუსხვევა, გულისრევა, თავის ტკივილი, უძილობა, აღგზნება.
გვერდითი ეფექტების განვითარებისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმავევტს. ეს ასევე განეკუთვნება შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ნახსენები მოცემულ ინსტრუქციაში.
შენახვის
პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის
ვადა:
2 წელი. ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე და ფლაკონზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: 0.025% 10მლ ხსნარი. ნაზალური წვეთები 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საწვეთურიანი ფლაკონი №1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Lek d.d. სლოვენია

გაფრთხილება

ოპტიბეტოლი / OPTIBETOL

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ბეტაქსოლოლი/betaxolol

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალებები,  ბეტა-ადრენობლოკატორები

შემადგენლობა
1 მლ
ბეტაქსოლოლის ჰიდროქლორიდი……… 5 მგ
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ვერსენატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი, ნატრიუმის ჰიდროქსიდის 10%-იანი ხსნარი (pH- ის კორექტირებისათვის), გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კონიუნქტივალურ ტომარაში ადგილობრივი გამოყენებისას ამცირებს თვალშიდა წნევას თვალშიდა სითხის წარმოების შემცირების გზით. პრეპარატის აქტიური ნივთიერება ბეტაქსოლოლი მიეკუთვნება ეგრეთწოდებულ სელექტიურ ბეტაადრენობლოკატორებს, ამიტომ მისი დანიშვნა შეიძლება ასთმითა და ფილტვების სხვა ობსტრუქციული დაავადებებით დაავადებული პაციენტებისათვის.

ჩვენებები
– მომატებული თვალშიდა წნევა
– ღიაკუთხოვანი გლაუკომა

მიღების წესები და დოზები
ოპტიბეტოლი 0.5% მიიღება ექიმის დანიშნულებით, დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. მოზრდილებში: (მათ შორის ხანდაზმულ პაციენტებში)
კონიუნქტივალურ ტომარაში 1 წვეთი დღე-ღამეში 2-ჯერ.
ბავშვებში:
ბავშვებისათვის დანიშვნა რეკომენდებული არ არის.
მიღების წესი:
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის – პრეპარატის ჩაწვეთება ხდება კონიუნქტივალურ ტომარაში. ხსნარის დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით ჩაწვეთებისას უნდა მოერიდოთ საწვეთურის თავის მოხვედრას რაიმე ზედაპირზე.
პრეპარატის ჩაწვეთებამდე აუცილებელია ხელების დაბანა. მოხსენით თავსახური და ჩაიწვეთეთ პრეპარატი თვალში (თვალებში). თუ წვეთი არ მოხვდა თვალში, ჩაიწვეთეთ შემდეგი წვეთი. დახუჭეთ თვალები, არ ამოძრავოთ და დახუჭული გქონდეთ 2 წუთის განმავლობაში, რათა მოხდეს პრეპარატის შეწოვა. შემდეგ დაიბანეთ ხელები, რათა მოიცილოთ პრეპარატის ნარჩენები და დახურეთ ფლაკონი. რეკომენდებულია პრეპარატის რეგულარული გამოყენება მკურნალობის მთელ პერიოდში.
იმ შემთხვევაში, თუ ოპტიბეტოლი 0.5% მოქმედება აღმოჩნდება ძალიან ძლიერი ან სუსტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
პრეპარატის ოპტიბეტოლი 0.5%დოზის გამოტოვების შემთხვევაში:
აუცილებელია დოზის რაც შეიძლება მალე მიღება. გამოტოვებული დოზა არ მიიღება, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო. მომდევნო დოზა მიიღება დანიშნულ დროს მკურნალობის სქემის შესაბამისად. დოზის გაორმაგება არ შეიძლება

გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, ზოგიერთ პაციენტში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი ეფექტები.
ჩვეულებრივ, პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით.
თვალის წვეთების ფორმით ბეტაქსოლოლის ადგილობრივი გამოყენებისას აღინიშნა:
ხშირად: ხანმოკლე დისკომფორტი თვალებში.
ნაკლებად ხშირად: გარდამავალი ცრემლდენა.
იშვიათად: რქოვანას მგრძნობელობის შემცირება, ერითემა, ქავილი, რქოვანას ლაქოვანი შეფერილობა, კერატიტი, ანიზოკორია, სინათლის შიში.
ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ბეტაქსოლოლმა შეიძლება შეაღწიოს სისხლში და იშვიათად გამოიწვიოს ისეთი არასასურველი გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნება სხვა მიღების ფორმის პრეპარატის გამოყენებისას (მაგ. პერორალური მიღების ფორმის). შესაძლო გვერდითი ეფექტები: ბრადიკარდია, წინაგულის პარკუჭოვანი გამტარობის დაქვეითება, ჰიპოტენზია, გულის უკმარისობა, კიდურების გაყინვა და გალურჯება დიდი ფიზიკური დატვირთვისას, ტკივილი წვივის არეში, დაღლილობა, თავის ტკივილი, მხედველობის დაქვეითება, ჰალუცინაციები, ფსიქოზი, სტუპორი, იმპოტენცია, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, დეპრესია, ღამის კოშმარები, დისპეფსია, გულისრევა, პირღებინება, დიარეა, სუნთქვის გაძნელება, განსაკუთრებით ასთმით დაავადებულებში, გამონაყარი, ქსეროფთალმია. პრეპარატმა შეიძლება შენიღბოს ჰიპერთირეოზისა და ჰიპოგლიკემიის (სისხლში შაქრის დონის დაქვეითება) განვითარება.
ოპტიბეტოლი 0.5% გამოყენების პერიოდში ზოგიერთ პაციენტში შეიძლება განვითარდეს სხვა გვერდითი ეფექტები. არასასურველი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, მათ შორის ისეთი ეფექტებისას, რომლებიც აღწერილი არ არის მოცემულ ინსტრუქციაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენება
– ბეტაქსოლოლის და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას,
– ბრადიკარდიის დროს (გულის შეკუმშვების სიხშირის შემცირებისას),
– II და III ხარისხის წინაგულ-პარკუჭოვანი გამტარობის ბლოკადისას,
– კარდიოგენური შოკის დროს,
– გულის სიმპტომატური უკმარისობისას

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატის დანიშვნა ორსული ქალებისათვის შეიძლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. უცნობია აღწევს თუ არა ბეტაქსოლოლი თვალის წვეთების ფორმით დედის რძეში. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა.

განსაკუთრებული მითითებები
ვინაიდან პრეპარატი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, პრეპარატის გამოყენების პერიოდში რეკომენდებული არ არის რბილი (ჰიდროფილური) კონტაქტური ლინზების გამოყენება. კონტაქტური ლინზების მოხსნა აუცილებელია პრეპარატის ჩაწვეთებამდე და მისი კვლავ გაკეთება შეიძლება მხოლოდ თხუთმეტი წუთის შემდეგ. ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება და კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა.
ოპტიბეტოლი 0.5% გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო:
– ბეტაადრენორეცეპტორების მაბლოკირებელ სხვა საშუალებებთან (მაგ. ისეთი საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ჰიპერტენზიის დროს) ერთად თვალის წვეთების ფორმით ბეტაქსოლოლის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, მაგ. გულის შეკუმშვების სიხშირის შემცირება.
– მიუხედავად ბეტაქსოლოლის (თვალის წვეთების ფორმით) ზოგადი სუსტი მოქმედებისა ორგანიზმზე, სიფრთხილის გამოჩენა არის აუცილებელი მისი დანიშვნისას ჰიპერთირეოზისა და შაქრიანი დიაბეტის (განსაკუთრებით არასტაბილური) მქონე პაციენტებისათვის, ვინაიდან პრეპარატმა შეიძლება მოახდინოს ჰიპოგლიკემიის განვითარების შენიღბვა.
– პრეპარატის გამოყენება შეუძლიათ ასთმისა და ფილტვების სხვა ობსტრუქციული დაავადებების მქონე პაციენტებს, თუმცა ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია სიფრთხილის შესაბამისი ზომების მიღება.
– ბეტაქსოლოლი შეიძლება დაინიშნოს მიოტიკებთან ერთად დახურულკუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ დაუყოვნებლივ თერაპიას.
ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით აუცილებელია ექიმის კონსულტაციის მიღება, თუ მსგავსი სიტუაციები წარსულში აღინიშნა.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აუცილებელია ექიმს შეატყობინოთ ყველა გამოყენებული პრეპარატის შესახებ, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების შესახებ.
– ცალკე ბეტაქსოლოლის გამოყენება გავლენას არ ახდენს ან მცირე გავლენას ახდენს გუგებზე, თუმცა ეპინეფრინთან ერთად გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს გუგების გაფართოვება.
– იმ პაციენტების მკურნალობა, რომლებიც ერთდროულად იღებენ ბეტაქსოლოლსა და კატექოლამინების კონცენტრაციის შემამცირებელ საშუალებებს (მაგ. რეზერპინს), ასევე ფსიქოტროპულ საშუალებებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ადრენერგულ გადაცემაზე (მაგ. ზოგიერთი ანტიდეპრესანტი), უნდა ჩატარდეს ექიმის რეგულარული მეთვალყურეობით, ვინაიდან შეიძლება განვითარდეს ჰიპოტენზია და (ან) ბრადიკარდია.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. სამკურნალო საშუალება გამოიყენება ფლაკონის გახსნიდან 4 კვირის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი:  პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით

გამოშვების ფორმა: 0.5% თვალის წვეთები (ხსნარი) 5მგ/მლ 5მლ ფლაკონში

მწარმოებელი: პოლფა ვარშავა, პოლონეთი

გაფრთხილება

ოპტიმალი / OPTIMAL

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ზოპიკლონი/zopiclone

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  საძილე საშუალებები

შემადგენლობა
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე შემოგარსული ტაბლეტები ჭდით;
შემადგენლობა:
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
ზოპიკლონს – 7.5 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კოლოიდური სილიციუმის ორჟანგი, მაგნიუმის სტეარატი, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი Tabcoat TC White (ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, გასუფთავებული ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E 171)).

ფარმაკოლოგიური თვისებები
ზოპიკლონი წარმოადგენს არაბენზოდიაზეპინურ საძილე საშუალებას. იგი მიეკუთვნება ფსიქოტროპული საშუალებების ახალ ჯგუფს – ციკლოპიროლონებს. ზოპიკლონი აძლიერებს გამა-ამინოერბომჟავას დამთრგუნველ მოქმედებას და აფერხებს ნეირონულ გადაცემას ცნს-ის სხვადასხვა უბანში.
ზოპიკლონი იწვევს სწრაფ ჩაძინებას და ამცირებს ღამის გამოღვიძებათა სიხშირეს. ამავე დროს არ მცირდება სწრაფი ძილის ფაზა და არ იცვლება ძილის სტრუქტურა. ზოპიკლონის მიღების შემდეგ არ ვითარდება პოსტსომნიური დარღვევები: მოთენთილობა და ძილიანობა მეორე დილით. ჩაძინება ხდება პრეპარატის მიღებიდან 30 წთ-ის განმავლობაში. ძილი გრძელდება 6-8 სთ

ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად მიღებისას ოპტიმალი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 80%-ს. პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება დაახლოებით 1.5 სთ-ის შემდეგ. ზოპიკლონის დაახლოებით 45% უკავშირდება პლაზმის ცილებს. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3.5-6 სთ-ს. პრეპარატი ნაწილობრივ მეტაბოლიზდება ღვიძლში. მიღებული დოზის დაახლოებით 50% დეკარბოქსილირდება და გამოიყოფა ფილტვების საშუალებით. ზოპიკლონი ნაწილობრივ გამოიყოფა თირკმელებით: 7%-ზე ნაკლები – უცვლელი, ხოლო საწყისი დოზის 30% – მეტაბოლიტების (N- დიმეთილი და N- ოქსიდი) სახით. თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება.

ჩვენებები
ჩაძინების გაძნელება, ხშირი გამოღვიძებები ღამით და ადრეული გაღვიძება დილით გარდამავალი, სიტუაციური და ქრონიკული უძილობის დროს.

მიღების წესები და დოზები
მკურნალობა უნდა იყოს შეძლებისდაგვარად ხანმოკლე და მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 კვირას. პრეპარატი მიიღება პერორალურად, ძილის წინ.
მოზრდილებისათვის რეკომენდებული დოზაა 7.5 მგ.
ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებში, აგრეთვე ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, საწყისი დოზა შეადგენს 3.75 მგ-ს. თუ არ აღინიშნა სათანადო თერაპიული ეფექტი, ექიმის დანიშნულების მიხედვით შესაძლებელია დოზის გაზრდა 7.5 მგ-მდე.
18 წლამდე პაციენტებისთვის ოპტიმალის მიღება არ არის რეკომენდებული

გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად – მწარე ან მეტალის გემო პირის ღრუში; შესაძლებელია აგრეთვე პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება; ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილიანობა, თავის ტკივილი; უფრო ხშირად ასაკოვან პაციენტებში – ცნობიერების დაბინდვა, ანტეროგრადული ამნეზია, ეიფორია, კოშმარული სიზმრები, აგზნებადობა, შფოთვა, ნევროზული მდგომარეობა, აგრესიულობა, დეპრესია, კოორდინაციის დარღვევა, კუნთების ტონუსის დაქვეითება, ტრემორი, კუნთების სპაზმი, პარესთეზიები, მეტყველების დარღვევა;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია;
სასუნთქი სისტემის მხრივ: ქოშინი;
კანის მხრივ: ალერგიული რეაქციები, ოფლიანობა. გამონაყარის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, მიასთენია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე ინსულტი, აპნოე ძილის დროს, ღვიძლის მძიმე უკმარისობა

ორსულობა და ლაქტაცია
ზოპიკლონის უსაფრთხოება ორსულებში დადგენილი არ არის. ამიტომ ამ კატეგორიის პაციენტებისათვის ოპტიმალის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ორსულობის III ტრიმესტრში ზოპიკლონის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ახალშობილის ჰიპოთერმია, ძილიანობა და სუნთქვის დათრგუნვა.
ზოპიკლონი გადადის დედის რძეში, რის გამოც მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შედეგად შესაძლებელია განვითარდეს ძლიერი ძილიანობა და/ან კოორდინაციის დარღვევა.
ოპტიმალის მიღებისას, ისევე, როგორც სედატიური ეფექტის მქონე სხვა საძილე საშუალებების შემთხვევაში, შესაძლებელია განვითარდეს ფსიქიური და ფიზიკური დამოკიდებულება პრეპარატის მიმართ. დამოკიდებულების განვითარების რისკი მინიმალურია, თუ მკურნალობის ხანგრძლივობა 4 კვირას არ აღემატება. რისკი მატულობს პრეპარატის დოზისა და მიღების ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად.
პრეპარატისადმი დამოკიდებულების და შეჩვევის რისკი იზრდება იმ პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ დამოკიდებულება ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიმართ.
იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს ანტეროგრადული ამნეზია, განსაკუთრებით ძილის შეწყვეტის შემდეგ.
ხანდაზმულ და/ან დასუსტებულ პაციენტებში ოპტიმალი ინიშნება შემცირებული დოზით ჰიპერსედაციის, თავბრუსხვევის და კოორდინაციის დარღვევის განვითარების რისკის შესამცირებლად. დოზა შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ხანდაზმულებში შეიძლება აღინიშნოს პარადოქსული რეაქციები (უძილობა, კოშმარული სიზმრები, ნევროზული მდგომარეობა, აგზნებადობა, აგრესიულობა, ჰალუცინაციები). მათი გამოვლენისას საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.
მიასთენიის, ფსიქიური დეპრესიის, ბრონქიტის, ასთმის, ემფიზემის ან ფილტვების სხვა ქრონიკული დაავადებების, ძილის დროს აპნოეს მქონე პაციენტებში პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის მდგომარეობის გაუარესება.
თირკმლისა და ღვიძლის მძიმე პათოლოგიების დროს ოპტიმალის გამოყენებისას მატულობს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. ოპტიმალი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს დეპრესიის მქონე პაციენტებში, რადგან ზოპიკლონი, სხვა საძილე საშუალებების მსგავსად, არ კურნავს დეპრესიას და შესაძლებელია შენიღბოს დაავადების სიმპტომები.
მკურნალობის შეწყვეტამდე საჭიროა დოზის თანდათანობითი შემცირება, რათა შემცირდეს მოხსნის სინდრომის განვითარების რისკი.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბება, ჩვეულებრივ, ვლინდება ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა ხარისხის დათრგუნვით: ძილიანობიდან – კომამდე და დამოკიდებულია მიღებული პრეპარატის რაოდენობაზე.
შესაძლებელია განვითარდეს ამნეზია, გაუწონასწორობლობა, მხედველობის დაბინდვა, კოორდინაციის დარღვევა, აპათია, გაბრუება, ატაქსია.
მკურნალობა: რეკომენდებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება. განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება სუნთქვის, პულსის და წნევის ნორმალიზებას. თუ პრეპარატის მიღების შემდეგ დოზის გადაჭარბება სწრაფად დადგინდა, უნდა ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა. საჭიროა ინტრავენურად სითხეების გადასხმა და ადექვატური ვენტილაციის უზრუნველყოფა.
ჰემოდიალიზის ჩატარება არ არის მიზანშეწონილი. სტაციონარულ პირობებში ანტიდოტის სახით შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ფლუმაზენილი – ბენზოდიაზეპინური რეცეპტორების ანტაგონისტი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ცნს-ის დამთრგუნველმა პრეპარატებმა (საძილე საშუალებები, ალკოჰოლი, ტრანქვილიზატორები, ნეიროლეფსიური საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ნარკოტიკული ანალგეზიური საშუალებები, ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები, ნარკოზული და ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალება) შესაძლოა გამოიწვიოს ოპტიმალის სედატიური მოქმედების გაძლიერება. ღვიძლის ფერმენტების ინჰიბიტორებთან ერთდროული მიღებისას ოპტიმალის აქტივობა ძლიერდება.
ზოპიკლონი ამცირებს ტრიმიპრამინის კონცენტრაციას პლაზმაში.
ერითრომიცინთან ერთად მიღებისას შესაძლებელია გაძლიერდეს ოპტიმალის საძილე ეფექტი.
კოფეინი აქვეითებს ოპტიმალის ეფექტურობას

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გამოშვების ფორმა: 7.5მგ ტაბლეტი #10

გაცემის რეჟიმი: I ჯგუფი (გაიცემა ფორმა N1 რეცეპტით)

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

გაფრთხილება


ოპტორეპეირი / OPTOREPAIR

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რქოვანას დამატენიანებელი საშუალებები

ოფთალმოლოგიური ხსნარი ლუბრიკანტი, დამატენიანებელი, ანტიოქსიდანტი
ჩვენება:
ოპტორეპეირი წარმოადგენს სამედიცინო საშუალებას, რომელიც ლუბრიკანტული, დამატენიანებელი, ანტიოქსიდანტური და ფოტოდამცველობითი მოქმედების გამო მოწოდებულია თვალების დაძაბვითი მდგომარეობების დროს, ან  ლაზერული რეფრაქციული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ.

შემადგენლობა:
საფუარის სუპეროქსიდ დისმუტაზა (3000სე/მგ ცილა) – 0,06%, ფოსფოგლუკანი ® (კარბოქსილმეთილ ბეტა-გლუკანი სოიოს ფოსფოლიპიდებში) – 0,06%, N-ჰიდროქსილმეთილგლიცინატის ნატრიუმი – 0,004%, PVM/MA კოპოლიმერი, ნატრიუმის ედეტატი EDTA, იზოტონური ბუფერული ხსნარი პჰ 7,0

გამოყენება:
გამოიყენება 1-2 წვეთი და საჭიროების შემთხვევში შესაძლებელია განმეორებითი ჩაწვეთება.

გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა.

გაფრთხილება:
– არ გამოიყენოთ, თუ მგრძნობიარე ხართ რომელიმე კომპონენტის მიმართ
– არასასურველი რეაქციების დროს სასწრაფოდ შევწყვიტეთ ოპტორეპეირის გამოყენება, შეატყობინეთ მკურნალ ექიმს
– არ გამოიყენება მითითებული ვადის გასვლის შემდეგ
– არ დალიოთ!
– სტერილურია გახსნამდე
– გამოყენების შემდეგ ფლაკონი კარგად დახურეთ
– გახსნიდან გამოიყენება 30 დღის განმავლობაში
– არ შეახოთ ფლაკონის თავი რაიმე ზედაპირს მათ შორის თვალის ზედაპირს
– შეინახეთ გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

გამოშვების ფორმა: 10 მლ ფლაკონი #1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: DMG, იტალია

გაფრთხილება

ორამინ – E / Oramin – E

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა
1 რბილი კაფსულა შეიცავს:
კორეული ჟენშენი 100.0 მგ
ნივრის ექსტრაქტი 10.0 მგ
რეტინოლის აცეტატი (ვიტ. A1) 5000 სე
ერგოკალციფეროლი (ვიტ. D2) 400 სე
ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტ. E) 100.0 მგ
თიამინის ნიტრატი (ვიტ. B1) 2.0 მგ
რიბოფლავინი (ვიტ. B2) 2.0 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტ. B6) 2.0 მგ
ასკორბინის მჟავა (ვიტ. C) 60.0 მგ
ნიკოტინამიდი (ვიტ. B3)   20.0 მგ
კალციუმის პანტოთენატი (ვიტ. B5) 30.0 მგ
ციანკობალამინი (ვიტ. B12) 6.0 მკგ
რკინის ფუმარატი 27.38 მგ
სპილენძის სულფატი 7.86 მგ
მაგნიუმის ოქსიდი 16.7 მგ
თუთიის ოქსიდი 5.0 მგ
უწყლო ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი 150.0 მგ
მანგანუმის სულფატი 3.0 მგ
კალიუმის სულფატი 18.0 მგ

მოქმედების მექანიზმი
ორამინ-E შეიცავს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების, მაკრო და მიკროელემენტების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დაბალანსებულ კომპლექსს, რომლებიც ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების, გაციების, გარემოს მავნე ზემოქმედების მიმართ; ასევე გააჩნია ზოგადი მატონიზირებელი მოქმედება, ხელს უწყობს ორგანიზმის ფიზიკური და გონებრივი პოტენციალის გაუმჯობესებას.
ორამინ- E -ის შემადგენლობაში არსებული ვიტამინები მონაწილეობენ ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა ბიოქიმიურ პროცესებში და ორგანიზმზე მრავალმხრივ დადებით ბიოლოგიურ ზემოქმედებას ახდენენ. მინერალური ნივთიერებები უზრუნველყოფენ ორგანიზმის ბუნებრივ ქიმიურ ბალანსს.
კორეული ჟენშენის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსი ასტიმულირებს ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედებას, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ორგანიზმის ბუნებრივ წინააღმდეგობას და რეგენერაციულ შესაძლებლობლებს.
ნივრის ექსტრაქტი – შეიცავს ათობით სამკურნალო ნივთიერებას. არის ბუნებრივი იმუნოსტიმულატორი. ანადგურებს ბაქტერიებსა და სოკოებს, მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, არეგულირებს კუჭის ბუნებრივ მიკროფლორასა და სისხლში ქოლესტერინის და ლიპიდების შემცველობას. ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას და კიბოს უჯრედების ჩამოყალიბებას.
რეტინოლის აცეტატი (ვიტამინი A) მონაწილეობს მხედველობის პიგმენტის ფორმირებაში, უზრუნველყოფს ეპითელური ქსოვილის მთლიანობას, არეგულირებს ორგანიზმის ზრდას.
ერგოკალციფეროლი (ვიტამინი D2) ასტიმულირებს კალციუმის, ფოსფატების და მაგნიუმის შეწოვას ნაწლავებიდან, ააქტიურებს ძვლების ცილოვანი სტრომის სინთეზს და კალციუმის გადანაწილებას ძვლის ქსოვილსა და დენტინში, აფერხებს ძვლის ქსოვილის რეზორბციას; ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნას.
დლ-α-ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E) ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით, უზრუნველყოფს უჯრედების მემბრანის უჯერი ცხიმოვანი მჟავების დაცვას ლიპოოქსიდაციისგან; მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერების, კოლაგენური და ელასტიკური ბოჭკოების ფორმირებაში.
თიამინის ნიტრატი (ვიტამინი B1) ადამიანის ორგანიზმში ფოსფოლირების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტს. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში; მონაწილეობს ჭარბი გლუკოზის დეპონირებულ ცხიმებად ტრანსფორმირებაში, სინაფსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციების, გულის და ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობის უზრუნველყოფაში.
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) კოფერმენტის სახით მონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლაში, ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში; იგი უჯრედული სუნთქვის და მხედველობითი აღქმის კატალიზატორია; მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, ხელს უწყობს ქსოვილების (მათ შორის კანის უჯრედების) რეგენერაციის პროცესებს.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) კოფერმენტის სახით მონაწილეობს ამინომჟავების, ცილების მეტაბოლიზმში, აგრეთვე ნეირომედიატორების სინთეზის პროცესებში.
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი ჩ) მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების რეგულირებაში, უზრუნველყოფს კოლაგენის სინთეზს; მონაწილეობს ფოლის მჟავისა და რკინის მეტაბოლიზმში, აგრეთვე სტეროიდული ჰორმონების და კატექოლამინების სინთეზში.
ნიკოტინამიდი (ვიტამინი B3) ორი კოენზიმის (NAD და FAD) კომპონენტია, რომლებიც აუცილებელია ცხიმების უტილიზაციისთვის, უჯრედული სუნთქვისთვის, შაქრების პროდუქციისთვის. აძლიერებს ინსულინის სეკრეციას და ზრდის ინსულინისადმი მგრძნობელობას; მონაწილეობს დნმ-ის სინთეზში.
კალციუმის პანტოთენატი (ვიტამინი B5) კოენზიმ A შემადგენელი ნაწილის სახით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგვისა და აცეტილირების პროცესებში; ხელს უწყობს ეპითელისა და ენდოთელის შენებას და რეგენერაციას.
ციანკობალამინი (ვიტამინი B12) ფოლის მჟავასთან ერთად მონაწილეობს ნუკლეოტიდების სინთეზში, ერითროციტების და მიელინური უჯრედების ფორმირებაში; აუცილებელია ორგანიზმის ზრდისთვის.
რკინა მონაწილეობს ერითროპოეზში, ჰემოგლობინის შემადგენლობაში უზრუნველყოფს ჟანგბადის ტრანსპორტს ქსოვილებში.
სპილენძი მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, სისხლწარმოქმნაში, იმუნურ რეაქციებში.
მაგნიუმი აქვეითებს ნეირონების აგზნებადობას და ნერვული იმპულსის გადაცემას კუნთებში, კოფაქტორის სახით მონაწილეობს მრავალ ფერმენტულ რეაქციაში.
თუთია ხელს უწყობს B ჯგუფის ვიტამინების ათვისებას, მნიშვნელოვანია ძვლის ქსოვილის ნორმალური განვითარებისთვის, წარმოადგენს პანკრეასის წვენის შემადგენელ ნაწილს, მონაწილეობს სხვადსხვა ჰორმონის წარმოქმნაში.
კალციუმი აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ფორმირებისათვის; უზრუნველყოფს სისხლის შედედების პროცესს.
მანგანუმი გავლენას ახდენს ძვლის ქსოვილის განვითარებაზე, მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, იმუნურ რეაქციებში.
კალიუმი მონაწილეობს უჯრედშიგა ოსმოსური წნევის შენარჩუნებაში, ნერვული იმპულსების გატარების პროცესებში; მნიშვნელოვან როლს თამაშობს კუნთების, მათ შორის მოიკარდიუმის, მეტაბოლიზმსა და ფუნქციებში.

ჩვენება
– A, B1, B2, B6, C, D, E ვიტამინების მარაგის შევსება შემდეგი მდგომარეობების დროს: დაღლილობა, სისუსტე, ასთენია, ზრდა-განვითარების პერიოდი, ასაკოვანი პაციენტები, რეკონვალესცენციის პერიოდი, გონებრივი გადაღლა;
– ქსეროფთალმიის, ღამის სიბრმავის სიმპტომების შემსუბუქება;
– სისხლის პერიფერიული ცირკულაციის დარღვევით მიმდინარე დაავადებები, მენოპაუზა;
– ინფარქტის და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა.

 უკუჩვენება
– პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
– 12 წლამდე ასაკი.

უსაფრთხოების ზომები
ორამინ- E-ს მიღება დღის მეორე ნახევარში არ არის რეკომენდებული.
ორამინ- E-ს რეკომენდებულ დოზებში გამოყენებისას დოზის გადაჭარბები შემთხვევები არ აღინიშნება.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება
ორამინ- E არ ინიშნება სხვა ვიტამინებთან და მინერალებთან ერთად.

დოზირება და მიღების წესი
მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 კაფსულა ყოველდღე, საუზმის შემდეგ ან დღის პირველ ნახევარში.
რეკომენდებული კურსი – 2-4 კვირა.

ვარგისობის ვადა და შენახვის პირობები
ვარგისობის ვადა – 3 წელი.
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, 250ჩ ტემპერატურამდე.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა: რბილის კაფსულა #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: DAEWON Pharm. Co, კორეა

გაფრთხილება

ორამინ – G / Oramin – G

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა
1 რბილი კაფსულა შეიცავს:
კორეული ჟენშენი 40 მგ
ალოეს ექსტრაქტი 5 მგ
ლეციტინი 50 მგ
რეტინოლის აცეტატი (ვიტ. A1) 5000 სე
ერგოკალციფეროლი (ვიტ. D2) 400 სე
ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტ. E) 45 მგ
თიამინის ნიტრატი (ვიტ. B1) 2 მგ
რიბოფლავინი (ვიტ. B2) 2 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტ. B6) 2 მგ
ასკორბინის მჟავა (ვიტ. C) 60 მგ
ნიკოტინამიდი (ვიტ. B3) 20 მგ
კალციუმის პანტოთენატი (ვიტ. B5) 15,3 მგ
ციანკობალამინი (ვიტ. B12) 6 მკგ
რკინის ფუმარატი 54,76 მგ
სპილენძის სულფატ 7,86 მგ
მაგნიუმის ოქსიდი 66,34 მგ
თუთიის ოქსიდი 5,0 მგ
ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი 307,5 მგ
მანგანუმის სულფატი 3,0 მგ
კალიუმის სულფატი 18,0 მგ

მოქმედების მექანიზმი
ორამინ-G შეიცავს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების, მაკრო და მიკროელემენტების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დაბალანსებულ კომპლექსს, რომლებიც ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების, გაციების, გარემოს მავნე ზემოქმედების მიმართ; ასევე გააჩნია ზოგადი მატონიზირებელი მოქმედება, ხელს უწყობს ორგანიზმის ფიზიკური და გონებრივი პოტენციალის გაუმჯობესებას.
ორამინ- G -ის შემადგენლობაში არსებული ვიტამინები მონაწილეობენ ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა ბიოქიმიურ პროცესებში და ორგანიზმზე მრავალმხრივ დადებით ბიოლოგიურ ზემოქმედებას ახდენენ. მინერალური ნივთიერებები უზრუნველყოფენ ორგანიზმის ბუნებრივ ქიმიურ ბალანსს.
კორეული ჟენშენის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსი ასტიმულირებს ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედებას, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ორგანიზმის ბუნებრივ წინააღმდეგობას და რეგენერაციულ შესაძლებლობლებს.
ალოეს ექსტრაქტი – ბიოგენური სტიმულატორია, რომელიც შეიცავს გლიკოპროტეინებს, C, E და B ჯგუფის ვიტამინებს, ამინომჟავებს, პოლისაქარიდებს, ორგანულ მჟავებს. ახასიათებს ადაპტოგენური, მასტიმულირებელი, ანტისეპტიკური და ნაღვლმდენი მოქმედება. აუმჯობესებს უჯრედულ მეტაბოლიზმს და ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციას, მამაკაცების რეპროდუქციულ ფუნქციას. ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
ლეციტინი – ფოსფოლიპიდების კომპლექსია, რომელიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის. მონაწილეობს უჯრედის გარსის ჩამოყალიბებაში, უზრუნველყოფს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. წარმოადგენს ღვიძლის შემადგენელ ძირითად ნივთიერებას, აუცილებელია ორგანიზმის დაზიანებული უჯრედების აღსადგენად. წარმოადგენს ვიტამინების, მედიკამენტების და საკვები ნივთიერებების უჯრედებამდე ძირითად გადამტანს. ლეციტინი ძლიერი ანტიოქსიდანტია. ლეციტინის ნაკლებობა ორგანიზმში იწვევს ჯანმრთელობის გაუარესებასა და მრავალი ნერვული დაავადების ჩამოყალიბებას.
რეტინოლის აცეტატი (ვიტამინი A) მონაწილეობს მხედველობის პიგმენტის ფორმირებაში, უზრუნველყოფს ეპითელური ქსოვილის მთლიანობას, არეგულირებს ორგანიზმის ზრდას.
ერგოკალციფეროლი (ვიტამინი D2) ასტიმულირებს კალციუმის, ფოსფატების და მაგნიუმის შეწოვას ნაწლავებიდან, ააქტიურებს ძვლების ცილოვანი სტრომის სინთეზს და კალციუმის გადანაწილებას ძვლის ქსოვილსა და დენტინში, აფერხებს ძვლის ქსოვილის რეზორბციას; ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნას.
დლ-α-ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E) ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით, უზრუნველყოფს უჯრედების მემბრანის უჯერი ცხიმოვანი მჟავების დაცვას ლიპოოქსიდაციისგან; მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერების, კოლაგენური და ელასტიკური ბოჭკოების ფორმირებაში.
თიამინის ნიტრატი (ვიტამინი B1) ადამიანის ორგანიზმში ფოსფოლირების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტს. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში; მონაწილეობს ჭარბი გლუკოზის დეპონირებულ ცხიმებად ტრანსფორმირებაში, სინაფსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციების, გულის და ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობის უზრუნველყოფაში.
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) კოფერმენტის სახით მონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლაში, ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში; იგი უჯრედული სუნთქვის და მხედველობითი აღქმის კატალიზატორია; მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, ხელს უწყობს ქსოვილების (მათ შორის კანის უჯრედების) რეგენერაციის პროცესებს.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) კოფერმენტის სახით მონაწილეობს ამინომჟავების, ცილების მეტაბოლიზმში, აგრეთვე ნეირომედიატორების სინთეზის პროცესებში.
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების რეგულირებაში, უზრუნველყოფს კოლაგენის სინთეზს; მონაწილეობს ფოლის მჟავისა და რკინის მეტაბოლიზმში, აგრეთვე სტეროიდული ჰორმონების და კატექოლამინების სინთეზში.
ნიკოტინამიდი (ვიტამინი B3) ორი კოენზიმის (NAD და FAD) კომპონენტია, რომლებიც აუცილებელია ცხიმების უტილიზაციისთვის, უჯრედული სუნთქვისთვის, შაქრების პროდუქციისთვის. აძლიერებს ინსულინის სეკრეციას და ზრდის ინსულინისადმი მგრძნობელობას; მონაწილეობს დნმ-ის სინთეზში.
კალციუმის პანტოთენატი (ვიტამინი B5) კოენზიმ A შემადგენელი ნაწილის სახით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგვისა და აცეტილირების პროცესებში; ხელს უწყობს ეპითელისა და ენდოთელის შენებას და რეგენერაციას.
ციანკობალამინი (ვიტამინი B12) ფოლის მჟავასთან ერთად მონაწილეობს ნუკლეოტიდების სინთეზში, ერითროციტების და მიელინური უჯრედების ფორმირებაში; აუცილებელია ორგანიზმის ზრდისთვის.
რკინა მონაწილეობს ერითროპოეზში, ჰემოგლობინის შემადგენლობაში უზრუნველყოფს ჟანგბადის ტრანსპორტს ქსოვილებში.
სპილენძი მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, სისხლწარმოქმნაში, იმუნურ რეაქციებში.
მაგნიუმი აქვეითებს ნეირონების აგზნებადობას და ნერვული იმპულსის გადაცემას კუნთებში, კოფაქტორის სახით მონაწილეობს მრავალ ფერმენტულ რეაქციაში.
თუთია ხელს უწყობს B ჯგუფის ვიტამინების ათვისებას, მნიშვნელოვანია ძვლის ქსოვილის ნორმალური განვითარებისთვის, წარმოადგენს პანკრეასის წვენის შემადგენელ ნაწილს, მონაწილეობს სხვადსხვა ჰორმონის წარმოქმნაში.
კალციუმი აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ფორმირებისათვის; უზრუნველყოფს სისხლის შედედების პროცესს.
მანგანუმი გავლენას ახდენს ძვლის ქსოვილის განვითარებაზე, მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, იმუნურ რეაქციებში.
კალიუმი მონაწილეობს უჯრედშიგა ოსმოსური წნევის შენარჩუნებაში, ნერვული იმპულსების გატარების პროცესებში; მნიშვნელოვან როლს თამაშობს კუნთების, მათ შორის მოიკარდიუმის, მეტაბოლიზმსა და ფუნქციებში.

ჩვენება
– ვიტამინებისა და მინერალების მარაგის შევსება შემდეგი მდგომარეობების დროს: სისუსტე, ანორექსია, დისტროფია, ქრონიკული დაავადებები, დაღლილობა, აქტიური ზრდა-განვითარების პერიოდი და ასაკოვანი პაციენტები
– ეფექტურია დერმატიტებისა და დერმატოზების კომბინირებულ თერაპიაში გამოყენების დროს, ასევე ხელს უწყობს თმებისა და ფრჩხილების სტრუქტურის აღდგენას
– ააქტიურებს ღვიძლის დამცავ ფუნქციას, არეგულირებს ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეს სისხლში; იცავს ღვიძლის უჯრედებს ტოქსიური ნივთიერებების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან; აღადგენს მათ მთლიანობას

უკუჩვენება
– პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
– 12 წლამდე ასაკი.

უსაფრთხოების ზომები
ორამინ-G-ის მიღება დღის მეორე ნახევარში არ არის რეკომენდებული.
ორამინ-G-ის რეკომენდებულ დოზებში გამოყენებისას დოზის გადაჭარბები შემთხვევები არ აღინიშნება.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება
ორამინ- G არ ინიშნება სხვა ვიტამინებთან და მინერალებთან ერთად.

დოზირება და მიღების წესი
მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 კაფსულა ყოველდღე, საუზმის შემდეგ ან დღის პირველ ნახევარში.
რეკომენდებული კურსი – 2-4 კვირა.

ვარგისობის ვადა და შენახვის პირობები
ვარგისობის ვადა – 3 წელი.
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, 250ჩ ტემპერატურამდე.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა
30 რბილი კაფსულა ბლისტერებში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: DAEWON Pharm. Co, კორეა

გაფრთხილება

ორამინ-F / Oramin-F

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა
ორამინ -F-ის ერთი კაფსულა შეიცავს:
კორეული ჟენშენი…………………………………………………………. 50 მგ
სამეფო ჟელე (ფუტკრის რძე)…………………………………… 10 მგ
რეტინოლის პალმიტატი (ვიტამინი A)……………………. 2500 ს.ე.
ერგოკალციფეროლი (ვიტამინი D2)………………………….. 400 ს.ე
dl-α- ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E)………….. 45 მგ
თიამინის ნიტრატი (ვიტამინი B1)…………………………….. 2 მგ
რიბოფლავინი (ვიტამინი B2)………………………………………. 2 mg
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6)………2 მგ
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C)………………………………… 100 მგ
ნიკოტინამიდი (ვიტამინი B3)……………………………………… 20 მგ
კალციუმის პანტოთენატი (ვიტამინი B5)………………… 30 მგ
ციანკობალამინი (ვიტამინი B12)………………………………… 6 მკგ
რკინის ფუმარატი………………………………………………………….. 27.38 მგ
სპილენძის სულფატი……………………………………………………. 7.86 მგ
მაგნიუმის ოქსიდი…………………………………………………………. 66.34 მგ
თუთიის ოქსიდი…………………………………………………………….. 5 მგ
კალციუმის ჰიდროფოსფატი უწყლო………………………… 307.5 მგ
მანგანუმის სულფატი……………………………………………………. 3 მგ
კალიუმის სულფატი…………………………………………………….. 18 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ორამინ -F შეიცავს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების, მაკრო და მიკროელემენტების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დაბალანსებულ კომპლექსს, რომლებიც ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების, გაციების, გარემოს მავნე ზემოქმედების მიმართ; ასევე გააჩნია ზოგადი მატონიზირებელი მოქმედება, ხელს უწყობს ორგანიზმის ფიზიკური და გონებრივი პოტენციალის გაუმჯობესებას.
ორამინ -F -ის შემადგენლობაში არსებული ვიტამინები მონაწილეობენ ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა ბიოქიმიურ პროცესებში და ორგანიზმზე მრავალმხრივ დადებით ბიოლოგიურ ზემოქმედებას ახდენენ. მინერალური ნივთიერებები უზრუნველყოფენ ორგანიზმის ბუნებრივ ქიმიურ ბალანსს.
კორეული ჟენშენის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსი ასტიმულირებს ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედებას, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ორგანიზმის ბუნებრივ წინააღმდეგობას და რეგენერაციულ შესაძლებლობლებს.
სამეფო ჟელე (ფუტკრის რძე)შეიცავს A, C, E, B ჯგუფის ვიტამინებს, ამინომჟავებს, კალციუმის მინერალურ მარილებს, რკინას, სილიციუმს, ორგანულ მჟავებს. აფართოებს სისხლძარღვებს, არეგულირებს არტერიულ წნევას, წარმოადგენს ორგანიზმის უჯრედების საკვებ მასალას, ხელს უწყობს გადაღლისა და სტრესისადმი ტოლერანტობის ზრდას, ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, უჯრედულ მეტაბოლიზმს და რეგენერაციულ პროცესებს. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ადაპტოგენური თვისებები.
რეტინოლის პალმიტატი (ვიტამინი A) მონაწილეობს მხედველობის პიგმენტის ფორმირებაში, უზრუნველყოფს ეპითელური ქსოვილის მთლიანობას, არეგულირებს ორგანიზმის ზრდას.
ერგოკალციფეროლი (ვიტამინი D2) ასტიმულირებს კალციუმის, ფოსფატების და მაგნიუმის შეწოვას ნაწლავებიდან, ააქტიურებს ძვლების ცილოვანი სტრომის სინთეზს და კალციუმის გადანაწილებას ძვლის ქსოვილსა და დენტინში, აფერხებს ძვლის ქსოვილის რეზორბციას; ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნას. დლ-α-ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E) ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით, უზრუნველყოფს უჯრედების მემბრანის უჯერი ცხიმოვანი მჟავების დაცვას ლიპოოქსიდაციისგან; მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერების, კოლაგენური და ელასტიკური ბოჭკოების ფორმირებაში.
თიამინის ნიტრატი (ვიტამინი B1) ადამიანის ორგანიზმში ფოსფოლირების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტს. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში; მონაწილეობს ჭარბი გლუკოზის დეპონირებულ ცხიმებად ტრანსფორმირებაში, სინაფსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციების, გულის და ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობის უზრუნველყოფაში.
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) კოფერმენტის სახით მონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლაში, ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში; იგი უჯრედული სუნთქვის და მხედველობითი აღქმის კატალიზატორია; მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, ხელს უწყობს ქსოვილების (მათ შორის კანის უჯრედების) რეგენერაციის პროცესებს.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) კოფერმენტის სახით მონაწილეობს ამინომჟავების, ცილების მეტაბოლიზმში, აგრეთვე ნეირომედიატორების სინთეზის პროცესებში.
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების რეგულირებაში, უზრუნველყოფს კოლაგენის სინთეზს; მონაწილეობს ფოლის მჟავისა და რკინის მეტაბოლიზმში, აგრეთვე სტეროიდული ჰორმონების და კატექოლამინების სინთეზში.
ნიკოტინამიდი (ვიტამინი B3) ორი კოენზიმის (NAD და FAD) კომპონენტია, რომლებიც აუცილებელია ცხიმების უტილიზაციისთვის, უჯრედული სუნთქვისთვის, შაქრების პროდუქციისთვის. აძლიერებს ინსულინის სეკრეციას და ზრდის ინსულინისადმი მგრძნობელობას; მონაწილეობს დნმ-ის სინთეზში. კალციუმის პანტოთენატი (ვიტამინი B5) კოენზიმ A შემადგენელი ნაწილის სახით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგვისა და აცეტილირების პროცესებში; ხელს უწყობს ეპითელისა და ენდოთელის შენებას და რეგენერაციას.
ციანკობალამინი (ვიტამინი B12) ფოლის მჟავასთან ერთად მონაწილეობს ნუკლეოტიდების სინთეზში, ერითროციტების და მიელინური უჯრედების ფორმირებაში; აუცილებელია ორგანიზმის ზრდისთვის.
რკინა მონაწილეობს ერითროპოეზში, ჰემოგლობინის შემადგენლობაში უზრუნველყოფს ჟანგბადის ტრანსპორტს ქსოვილებში.
სპილენძი მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, სისხლწარმოქმნაში, იმუნურ რეაქციებში.
მაგნიუმი აქვეითებს ნეირონების აგზნებადობას და ნერვული იმპულსის გადაცემას კუნთებში, კოფაქტორის სახით მონაწილეობს მრავალ ფერმენტულ რეაქციაში. თუთია ხელს უწყობს B ჯგუფის ვიტამინების ათვისებას, მნიშვნელოვანია ძვლის ქსოვილის ნორმალური განვითარებისთვის, წარმოადგენს პანკრეასის წვენის შემადგენელ ნაწილს, მონაწილეობს სხვადსხვა ჰორმონის წარმოქმნაში.
კალციუმი აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ფორმირებისათვის; უზრუნველყოფს სისხლის შედედების პროცესს.
მანგანუმი გავლენას ახდენს ძვლის ქსოვილის განვითარებაზე, მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, იმუნურ რეაქციებში.
კალიუმი მონაწილეობს უჯრედშიგა ოსმოსური წნევის შენარჩუნებაში, ნერვული იმპულსების გატარების პროცესებში; მნიშვნელოვან როლს თამაშობს კუნთების, მათ შორის მოიკარდიუმის, მეტაბოლიზმსა და ფუნქციებში.

ჩვენებები
ორამინ -F ინიშნება როგორც ბიოლოგიურად აქტიური დანამატი შემდეგი მდგომარეობების დროს:
– ჰიპო- და ავიტამინოზი მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან;
– გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება, დაღლილობა, სისუსტე, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა;
– გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება, მათ შორის ავადმყოფობის, ქირურგიული ოპერაციების ან რადიოთერაპიის შემდეგ;
– სხვადასხვა წარმოშობის ანემიები;
– ფიზიკური გამძლეობის ასამაღლებლად სპორტსმენებში;
– სტრესის შედეგების პროფილაქტიკა;
– კლიმაქტერული პერიოდი ქალებში;
– იმპოტენცია მამაკაცებში;
– სექსუალური ასთენია და უნაყოფობა;
– სქესობრივი მომწიფების პერიოდში ვიტამინების გაზრდილი მოთხოვნილება;
– მკაცრ დიეტაზე მყოფი პირებისთვის;
– დაუბალანსებელი და არასრულფასოვანი კვების დროს;
– თმის ცვენის და მტვრევადობის დროს;
– ოფთალმოქსეროზის და “ღამის სიბრმავის” დროს;
– რაქიტის დროს ძვლოვანი ქსოვილის და კბილების არასრული განვითარებისას;
– ნევროზების, შაქრიანი დიაბეტის, სახსრების ანთებითი დაავადებების, თვალის, კანის დაავადებების და სხვა ქრონიკული დაავადებების დროს;
– ორგანიზმის ზოგადი წინააღმდეგობის ასამაღლებლად.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 კაფსულა ყოველდღე, საუზმის შემდეგ ან დღის პირველ ნახევარში.
რეკომენდებული კურსი – 2-4 კვირა.

უკუჩვენება
– პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
– 12 წლამდე ასაკი.
უსაფრთხოების ზომები
ორამინ -F- ის მიღება დღის მეორე ნახევარში არ არის რეკომენდებული.
ორამინ -F- ის რეკომენდებულ დოზებში გამოყენებისას დოზის გადაჭარბები შემთხვევები არ აღინიშნება.

ორსულობა და ლაქტაცია
არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ორამინ -F- არ ინიშნება სხვა ვიტამინებთან და მინერალებთან ერთად.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისობის ვადა – 3 წელი.
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, 25oC ტემპერატურამდე.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა: კაფსულა #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ჯი-ემ-პი, საქართველო

გაფრთხილება

ორანჯ-C / ORANGE-C

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ასკორბინის მჟავა/ascorbic acid

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები

დეფიციტის სიმპტომები:
C ვიტამინის დეფიციტისას ვითარდება სურავანდი, რომელსაც ახასიათებს ექიმოზი, პეტიქეა, ღრძილების შეშუპება და სისხლდენა ღრძილებიდან, სუბპერიოსტალური სისხლდენა, ძვლების ტკივილი შეხებისას, ჭრილობის შეხორცების გაძნელება, ანემია, კბილების მორყევა და გინგივიტი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: C ვიტამინი არის ვიტამინური დანამატი.

გვერდითი ეფექტები და სპეციალური სიფრთხილის ზომები:
დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი შარდვა, დიარეა, სხვა გასტროინტესტინალური დარღვევები და თირკმელში კალციუმის ოქსალატის კენჭების წარმოქმნა. ასკორბინის მჟავას მიერ შარდის გამჟავებამ შეიძლება გამოიწვიოს ცისტინის ან ოქსალატის კენჭების დალექვა საშარდე ტრაქტში და იმავდროულად მიღებული ზოგიერთი პრეპარატის ექსკრეციის შეცვლა. ამიტომ, C ვიტამინის ძალიან დიდი დოზების გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული პოდაგრისადმი მიდრეკილ პაციენტებში. დღეში 1 გ-ზე მეტი ასკორბინის მჟავას მიღება არ შეიძლება ორსულობის პერიოდში, ვინაიდან ცნობილი არ არის, თუ როგორ მოქმედებს დიდი დოზები ნაყოფზე, გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნოს ჩვილებში სურავანდი განვითარება.

დარღვევები ბიოქიმიურ ლაბორატორიულ ანალიზებში:
ასკორბინის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები სისხლში ან შარდში კრეატინინის, გლუკოზისა და შარდმჟავას განმსაზღვრელ ლაბორატორიულ ანალიზებში. ამიტომ, C ვიტამინის მიღება რეკომენდებული არ არის ამგვარი ანალიზების ჩატარების წინ.

ზედოზირების სიმპტომები და მკურნალობა
მკურნალობა არის დამხმარე და სიმპტომატური.

უკუჩვენებები:
არ აღინიშნება

ურთიერთქმედებები:
პერორალური კონტრაცეპტივები და ესტროგენები:
C ვიტამინი ზრდის ესტროგენის შრატისმიერ დონეებს, რაც იწვევს არასასურველ რეაქციებს.
ვარფარინი:
აღინიშნება ვარფარინის ანტიკოაგულანტური ეფექტების დაქვეითება.
ლაბორატორიული ანალიზები:
C ვიტამინის დიდმა დოზებმა (> 500 მგ) შეიძლება გამოიწვიოს ცრუ უარყოფითი შედეგები შარდში გლუკოზის განმსაზღვრელ ანალიზებში, აგრეთვე ამინზე დამოკიდებული ცრუ უარყოფითი შედეგები განავალში სისხლის ფარულ არსებობაზე.

ჩვენებები
გამოიყენება სურავანდის სამკურნალოდ, C ვიტამინის ნაკლებობის პროფილაქტიკისათვის, შარდის მჟავიანობისათვის, C ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული ანემიისათვის, ანტიოქსიდანტის სახით სხვადასხვა საკვების ბუნებრივი ფერისა და არომატის შესანარჩუნებლად. კბილებზე კარიეისის განვითარების პროფილაქტისათვის, კაპილარების სიმყარისათვის.

დოზირება:
მოზრდილები:
პროფილაქტიკის მიზნით გამოყენებისას: 50-500 მგ. დღეში.
ორსულობისა და ლაქტაციის დროს: 100-150 მგ. დღეში. მკურნალობის მიზნით: 1000 მგ-მდე დღეში. სურავანდის სამკურნალოდ – 1 გ. დღეში 2-3-ჯერ.
ბავშვები:
30-100 მგ. დღეში. სურავანდის სამკურნალოდ – 300მგ. – 1 გმ. დღეში.

შენახვის პირობები
ინახება 25°C-მდე, სიცხის, სინათლისა და ტენისაგან დაცულ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 250 მგ შემოუგარსავი საღეჭი ტაბლეტი № 100

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი:: Umedica Laboratories Pvt. Ltd. ინდოეთი

გაფრთხილება

ორასეპტი – ORASEPT

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისი დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ფენოლი/PHENOLE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პირის ღრუს დაავადებების სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სპრეი
1.4%: ფლაკონში 177 მლ
1 მლ
ფენოლის ხსნარი……..        14 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
გლიცერინი, ნატრიუმის საქარინი, ალუბლის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი, საღებავი FD&C წითელი N40.

ჩვენებები:
პრეპარატი რეკომენდებულია როგორც ხანგრძლივი მოქმედების ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური საშუალება პირის ღრუსა და ხახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს (ანგინა, ფარინგიტი, ქრონიკული ტონზილიტი, სტომატიტი, გინგივიტი, პაროდონტიტი და სხვა);
პირის ღრუსა და ხახაში მანიპულაციებისა და ოპერაციების ჩატარებისას, აგრეთვე სტომატოლოგიური ოპერაციების შემდეგ.
კბილის პროთეზების და ორთოდონტული მოწყობილობების გამოყენების დროს.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი შეისხურეთ პირის ღრუში და/ან ხახაში:
ბავშვებში 2-დან 12 წლამდე: 1 შესხურება 3-ჯერ დღეში დაზიანებულ უბანზე (უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ).

12 წლის ზემოთ ბავშვებსა და მოზრდილებში: 3-5 შესხურება ყოველ 2-4 საათში ერთხელ. შესხურების შემდეგ პრეპარატის გადაყლაპვა შესაძლებელია.

უკუჩვენებები:
* ბავშვებს 2 წლამდე.
* მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა მედიკამენტის ინგრედიენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:
◄ორასეპტით მკურნალობის ფონზე 7 ან მეტი დღის განმავლობაში მტკივნეული სიმპტომების შენარჩუნებისას მიმართეთ ექიმს.
◄პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის ფუნქციების დარღვევის დროს
◄არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ  ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE

გაფრთხილება

ორგამეტრილი – ORGAMETRIL

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ლინესტრენოლი/LYNESTRENOL

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პროგესტაგენი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
ლინესტრენოლი………    5 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
სინთეტური გესტაგენი. ორგამეტრილი იწვევს ენდომეტრის გადასვლას პროლიფერაციის ფაზიდან სეკრეტორულ ფაზაში. თრგუნავს ოვულაციას. კონტრაცეფციის მექანიზმი დაკავშირებულია უპირატესად პერიფერიული გესტაგენური გავლენით რეპროდუქციულ სისტემაზე, რომელიც გამოიხატება ცერვიკალური ლორწოს  რაოდენობის შემცირებით და წებოვნების გაზრდით, სპერმატოზოიდების პენეტრაციული უნარის დაქვეითებით. ორგამეტრილი თრგუნავს საშვილოსნოს მილების სატრანსპორტო ფუნქციას, აქვეითებს ენდომეტრიუმის იმპლანტაციურ თვისებას.

ჩვენებები:
დისფუნქციონალური საშვილოსნოსმიერი სისხლდენა, ენდომეტრიოზი, პირველადი ან მეორადი ამენორეის ზოგიერთი შემთხვევა ან ოლიგომენორეა, წინამენსტრუალური სინდრომი, ოვულაციის დათრგუნვის აუცილებლობა, ნორმალური მენსტრუაციის გადავადება.
პერორალური კონტრაცეფცია.

მიღების წესი და დოზირება:
ორგამეტრილი მიიღება პერორალურად. ენდომეტრიოზის დროს, დისმენორეისას, მენსტრუაციის დასათრგუნად – 1–3 ტაბ. დღეში არანაკლებ 6 თვის მანძილზე;
ნორმალური მენსტრუაციის გადასავადებლად  – 1–2 ტაბ. დღეში 1–2 კვირით ადრე მოსალოდნელ მენსტრუაციამდე. ესტროგენულ თერაპიაზე დამატებით – ½ – 1 ტაბ. დღეში 12–15 დღის მანძილზე ყოველ თვეში ციკლის მეორე ფაზაში.
ამენორეის ან ოლიგომენორეის დროს ენდომეტრიუმის ესტროგენული მომზადების შემდეგ და სხვა მაჩვენებლებისას – 1–2 ტაბ. დღეში, დაწყებული მე–14–25 დღიდან.
მასტოპათიისას დღეღამური დოზით 5–10მგ,  ციკლის მე–10 დღიდან 25–ე დღემდე. პრედმენსტრუალური სინდრომისას – 5 მგ/დღ,  ციკლის მე–14 დღიდან 25–ე დღის ჩათვლით.
ენდომეტრიუმის კარცინომისას – 30–50მგ/დღ.
კონტრაცეფციისთვის – 0.5მგ/დღ. ყოველდღიურად ციკლის პირველი დღიდან 28–ე დღის ჩათვლით ერთსა და იმავე დროს.

გვერდითი მოქმედება:
ორგამეტრილის მიღებისას თერაპიული მიზნით შესაძლებელია ძლიერი სისხლდენა ან ლორწოვან–წებოვანი გამონადენი სასქესო გზებიდან, ლიბიდოს მომატება ან დაქვეითება, გულისრევა, დიარეა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, წონაში მომატება; ზოგჯერ – ნერვოზულობა, დეპრესია, მომატებული ოფლიანობა, ფერისმჭამელა, ჰირსუტიზმი, ქლოაზმა, გამონაყარი, ქავილი, სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილება, გლუკოზის ტოლერანტობის დაქვეითება, ლიპოპროტეინების სპექტრის ცვლილება, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, სისხლის შედედების უნარის მომატება.
ორგამეტრილის მიღებისას პერორალური კონტრაცეფციის მიზნით შესაძლებელია მენსტრუაციათაშორის სისხლიანი გამონადენი, მენსტრუაციული ციკლის შემოკლება (25 დღემდე) ან ოლიგომენორეა (45 დღეზე მეტი), ღებინება თავის ტკივილი, სარძევე ჯირკვლების გაუხეშება, წონაში მომატება, ორგანიზმში სითხის შეკავება, ლიბიდოს დაქვეითება, არტერიული ჰიპერტენზია, აკნე, გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება, პიგმენტაცია.

უკუჩვენებები:
თერაპიული საშუალების მიზნით მისაღებად: ღვიძლის მძიმე დაავადება, გაურკვეველი ეტიოლოგიის სისხლდენა საშვილოსნოდან, ძლიერი ქავილი, პორფირია, ოტოსკლეროზი, ორსულობა.
პერორალური კონტრაცეფცია: მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, უცნობი გენეზის აციკლური საშვილოსნოსმიერი სისხლდენა, სარძევე ჯირკვლების და რეპროდუქციული სისტემის ავთვისებიანი წარმონაქმნი, ჭარბი მენსტრუაცია, შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმა, არტერიალური ჰიპერტენზია, ეპილეფსია, ანამნეზში საშვილოსნოსგარე ორსულობა.

ორსულობა და ლაქტაცია:
თერაპიული მიზნით ორგამეტრილის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობისას.
თუ პრეპარატს იყენებთ პერორალური კონტრაცეფციის მიზნით და ორსულობა მაინც განვითარდა ორსულობა უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:
თერაპევტული საშუალების სახით ორგამეტრილი სიფრთხილით გამოიყენება გულის უკმარისობის, არტერიული ჰიპერტენზიის, დეპრესიის, ანამნეზში თრომბოემბოლიური პროცესებისას.

შენახვის პირობები:
სინათლისაგან დაცულ ადგოლზე, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი: ORGANON

გაფრთხილება


ორნაკარდი / Ornacard

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): L-კარნიტინი, კოენზიმ Q10,
ომეგა  3 / L-carnitine, coenzyme Q10, omega 3

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კარდიოპროტექტორული, ნეიროპროტექტორული, ციტოპროტექტორული საშუალება.

შემადგენლობა:
L-კარნიტინი – 500 მგ
კოენზიმ Q10 – 20 მგ
ომეგა  3 – 600 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

L-კარნიტინს გააჩნია მეტაბოლური, ანაბოლური, ანტიჰიპოქსიური, ანტითირეოიდული,  ცხიმოვანი ცვლისმასტიმულირებელი, რეგენერაციული მოქმედება. L-კარნიტინი წარმოადგენს მეტაბოლური პროცესების კოფაქტორს,უზრუნველყოფს CoA  აქტივობის შენარჩუნებას. ახორციელებს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტს ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიაში, სადაც მიმდინარეობს ცხიმოვანი მჟავების b-დაჟანგვა, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით მეტაბოლური ენერგია (ატფ-ის სახით). აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, აღადგენს სისხლის ტუტოვან რეზერვს, თრგუნავს კეტომჟავების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს, ამცირებს ლაქტატაციდოზს. ზრდის  ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობას, ამცირებს გლიკოგენის მოხმარებას და ზრდის გლიკოგენის რეზერვს ღვიძლში და კუნთებში. ავლენს ანაბოლურ მოქმედებას, ანელებს ცილების და ნახშირწყლების დაშლას. ხასიათდება ნეიროტროპული მოქმედებით, ამუხრუჭებს აპოპტოზის განვითარებას, შემოფარგლავს დაზიანებულ ზონას, აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას. L-კარნიტინი ამჟღავნებს მომატებული თიროიდული ჰორმონების მიმართ ანტაგონისტურ მოქმედებას. ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტულ აქტივობას, აუმჯობესებს საკვებისათვისებას. ამცირებს სხეულის ჭარბ წონას და ცხიმების შემცველობას კუნთებში. ყველაზე მაღალი კონცენტრაციები აღირიცხება ჩონჩხის კუნთებსა და მიოკარდიუმში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 17 საათს. გამოიდევნება თირკმელებით (75% 24 საათში).

კოენზიმ Q10 –  ხასითდება ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო, ჰიპოტენზიური და იმუნომასტიმულირებელი მოქმედებით, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში. კოენზიმ Q10 (უბიქინონი)- აუმჯობესებს ნივთერებათა ცვლის პროცესს, უზრუნველყოფს უჯრედულ დონეზე  ენერგიის (კერძოდ ჟანგბადის) ცვლის პროცესებს ქსოვილებში, განსაკუთრებით მიოკარდიუმის და ჩონჩხის კუნთების უჯრედებში. ახასიათებს ანტიოქსიდანტური მოქმედება, იცავს ორგანიზმს  ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან და მონაწილეობს მიტოქონდრიების ბიოენერგეტიკულ ცვლაში.

ომეგა 3-არეგულირებს ცხიმოვან ცვლას და ქოლესტერინის დონეს სისხლში, აძლიერებს ტონუსს და ამაღლებსშრომისუნარიანობას, იგი ასევე ააქტიურებს იმუნურ სისტემას. ომეგა 3 -მიღებულია თევზის ქონისგან და წარმოადგენს DHA (დეკოზაჰექსანმჟავა) და EPA-ს (ეიკოზაპენტანმჟავა) მდიდარ წყაროს. რომლებიც მიეკუთვნებიან ნახევრადუჯერ შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს, რადგან მათი წარმოქმნა არ ხდება ორგანიზმში და საჭიროა მისი საკვების სახით მიღება. ისინი დადებითად მოქმედებენ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცირებაზე, ახდენენ ქოლესტერინისა დატრიგლიცერიდების კავშირის ნორმალიზებას სისხლში. აფერხებენ თრომბის წარმოქმნის პროცესს, უზრუნველყოფენ ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას, ახდენენ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს.

ჩვენება:
Ø   გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა და კომპლექსური
თერაპია.
Ø   დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევა) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა;
Ø  ქრონიკული ცერებრო-ვასკულარული პათოლოგია;
Ø   კოგნიტური ფუნქციების დარღვევები: მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევები, ამნეზია, დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება;
Ø  შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;
Ø  თირეოტოქსიკოზი, ჰიპოთირეოზი, სიმსუქნე და მეტაბოლური სინდრომი;
Ø  სხვადასხვა გენეზის ართროზო-ართრიტები; რევმატოლოგიური დაავადებები.
Ø  აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;
Ø  თვალის დაავადებები;
Ø  ძვლების დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა;
Ø  კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
Ø   კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლული;
Ø  ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის კურსის შემდგომ პერიოდში.

უკუჩვენება: 12 წლამდე ასაკი, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

გვერდითი მოვლენები: ორნაკარდის მიღების ფონზე გვერდითი მოვლენები თითქმის არ აღინიშნება. შეიძლება ძალიან იშვიათად განვითარდეს გულისრევა, ღებინება,
ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.

გამოყენების წესი და დოზირება: ორნაკარდი ინიშნება 1 კაფსულა დღეში 1-2 ჯერ ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია კომპლექსურ თერაპიასთან  ერთად, საშუალოდ 1-3 თვე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ აღინიშნება შეუთავსებლობა სხვა  მედიკამენტებთან.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას  არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: 500მგ+20მგ+600მგ კაფსულა – # 30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი:: PRIMEA Limited, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება

ორნაკლინის ვაგინალური სანთლები / Ornaklin

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კლინდამიცინი/clindamycin

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ლინკოზამიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი

რა არის ორნაკლინის ვაგინალური სანთლები და რისთვის გამოიყენება:
ორნაკლინის ვაგინალური სანთლები წარმოადგენს სუპოზიტორიას ვაგინალური გამოყენებისათვის. ის შეიცავს კლინდამიცინის ფოსფატს, რომელიც წარმოადგენს საშოს ბაქტერიული ინფექციის – ბაქტერიული ვაგინოზის –  სამკურნალო ანტიბიოტიკს.

ორნაკლინის ვაგინალური სანთლების გამოყენებამდე:
არ გამოიყენოთ ორნაკლინის ვაგინალური სანთლები
• თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) კლინდამიცინის ფოსფატის, სხვა ანტიბიოტიკის – ლინკომიცინის მიმართ, ან მყარი ცხიმების (წებოვანი ნივთიერება სანთელში) მიმართ.
• თუ  გაქვთ კოლიტის ანამნეზი ანტიბიოტიკების მიღებისას.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ორნაკლინის ვაგინალური სანთლების გამოყენებისას
ამ პრეპარატის გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ:
• ფაღარათი, ან ჩვეულებრივ გივლინდებათ ფაღარათი ანტიბიოტიკების მიღებისას
• ნაწლავთა ანთებითი დაავადების ანამნეზი, როგორიცაა კრონის დაავადება, ან წყლულოვანი კოლიტი.
თუ გამოგივლინდათ მწვავე, ან გახანგრძლივებული, ან სისხლიანი ფაღარათი  ორნაკლინის გამოყენების დროს, ან მისი გამოყენების შემდეგ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა. ეს შეიძლება იყოს ნაწლავთა ანთების (ფსევდომემბრანული კოლიტის) სიმპტომი, რაც ვლინდება ანტიბიოტიკებით მკურნალობისას.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი გეხებათ თქვენ, განიხილეთ ექიმთან ამ პრეპარატის თქვენთვის გამოყენების შესაძლებლობა:
• გაქვთ დარღვევები თირკმლის, ღვიძლის, ან იმუნური სისტემის  მხრივ
• ხართ 16 წლამდე ან 65 წელს ზემოთ
ორნაკლინის ვაგინალური სანთლები არ გამოიყენება ბავშვებში
როგორც ყველა ვაგინალური ინფექციის დროს, სქესობრივი კონტაქტი არ არის რეკომენდებული ორნაკლინით მკურნალობის დროს. ორნაკლინის ვაგინალურმა სანთლებმა შეიძლება გავლენა იქონიოს პრეზერვატივის და დიაფრაგმის სტუქტურაზე. არ “ენდოთ” პრეზერვატივს, ან კონტრაცეფტულ დიაფრაგმებს ამ პრეპარატის გამოყენებისას და მკურნალობის დასრულებიდან 72 საათის განმავლობაში.
არ არის რეკომენდებული სხვა ვაგინალური საშუალებების, როგორებიცაა ტამპონები და შხაპი (ვაგინალური გამორეცხვა) სანთლებით მკურნალობის პერიოდში.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ, ან ბოლო დროს მიიღეთ სხვა სამკურნალო საშუალებები, ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების ჩათვლით.
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ მიორელაქსანტებს, რადგან ორნაკლინმა შეიძლება გაზარდოს ამ პრეპარატების მოქმედება.
ვარფარინი, ან მსგავსი პრეპარატები გამოიყენება სისხლის გასათხიერებლად. შესაძლოა გაგივითარდეთ სისხლდენა. ექიმმა შეიძლება რეგულარულად ჩაგიტაროთ სისხლის ანალიზი სისხლის შედედების მაჩვენებლის შესამოწმებლად.

ორსულობა
უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო ორნაკლინის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში. ამ პრეპარატის გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად, ან თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად. ორსულობის შემთხვევაში სანთლები გამოიყენება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, რომელიც გადაწყვეტს არის თუ არა ეს მკურნალობა ადექვატური თქვენთვის.

ლაქტაცია
აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში ორნაკლინის გამოყენებისას, რადგან მოქმედი ნივთიერება შეიძლება გადავიდეს ქალის რძეში. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას არის თუ არა ორნაკლინის ვაგინალური სანთლებით მკურნალობა ადექვატური თქვენთვის. თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა ჩვილმა მიიღოს მოქმედი ნივთიერების დიდი რაოდენობა რძით. დაუყოვლებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ბავშვს აღენიშნება სისხლიანი ფაღარათი, ან არის ავად.
ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ ძუძუთი კვება.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა:
ორნაკლინის გამოყენებისას არ გამოვლენილა რაიმე გავლენა მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

როგორ გამოვიყენოთ ორნაკლინის ვაგინალური სანთლები:
ყოველთვის გამოიყენეთ ორნაკლინის ვაგინალური სანთლები ექიმის დანიშნულების შესაბამისად. მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით. სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რომ სანთელი არ გაცხელდეს, რადგან სიცხე დაარბილებს და ფორმას შეუცვლის.
ორნაკლინის ვაგინალური სანთლის რეკომდენდებული დოზა შეადგენს ერთ სანთელს, რომელიც ღრმად უნდა მოთავსდეს საშოში ყოველ ღამე ძილის წინ 3 – 6 თანმიმდევრული ღამის განმავლობაში. საშოში მოთავსების შემდეგ სანთელი დადნება.
სანთლების გამოყენების შემდეგ ყოველთვის დაიბანეთ ხელები.
თუ გამოიყენეთ ორნაკლინის ვაგინალური სანთელი ჭარბი რაოდენობით აცნობეთ ექიმს. არ გამოიყენოთ მეტი სანთელი, სანამ ამას არ გირჩევთ ექიმი.

თუ გამოტოვეთ ორნაკლინის ვაგინალური სანთლის დოზა
თუ რამდენიმე საათით გადააცილეთ სანთლის გამოყენება, გამოიყენეთ ის გახსენებისთანავე. თუ მოახლოვებულია შემდეგი სანთლის გამოყენების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული სანთელი. გამოიყენეთ შემდეგი სანთელი ჩვეულ დროს. უმჯობესია სანთლის ერთსა და იმავე დროს გამოყენება.

თუ გადაყლაპეთ სანთელი
თუ თქვენ, ან სხვამ გადაყლაპა ერთი, ან მეტი სანთელი, მიმართეთ ექიმს. სავარაუდოდ სანთელი არ მოგაყენებთ ზიანს, მაგრამ ექიმი მოგცემთ რჩევას თუ რა უნდა გააკეთოთ ასეთ დროს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ყველა პრეპარატის მსგავსად, ორნაკლინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.
აცნობეთ ექიმს თუ:
• გაგივითარდათ მწვავე, უწყვეტი ან სისხლიანი ფაღარათი (რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს კუჭის ტკივილთან, ან ცხელებასთან). ეს არის იშვიათი გვერდითი მოვლენა, რომელიც ვლინდება ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ და შეიძლება მიანიშნებდეს ნაწლავთა მწვავე ანთებაზე.
• გაქვთ ძალიან მძიმე ალერგიული რეაქციები, ან რეაქციები კანის მხრივ. ეს არის ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები.
ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10-დან 1 პაციენტში)
• ვაგინალური სოკოვანი ინფექციები
• დარღვევები ვაგინალური, ან გენიტალური სისტემის მხრივ
• ვაგინალური ტკივილი
იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 100-დან 1 პაციენტში)
• კუჭის სპაზმი, კუჭის ტკივილი, ფაღარათი, გულისრევა, ღებინება
• ტკივილი გამოყენების ადგილას, ადგილობრივი შეშუპება
• ტკივილი შარდვის დროს, საშარდე გზების ინფექციები
• ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი
• სოკოვანი ინფექციები
• პერიოდების დარღვევა, ვაგინალური  გამონადენი
• ქავილი, გამონაყარი
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10,000-დან 1 პაციენტში)
• ვაგინიტის, ცერვიციტის, ან საშოს შესასვლელის გარშემო  გაღიზიანება, სისხლშილეიკოციტებისან  თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, მცირედ   დაქვეითების შემთხვევაში შეიძლება არ გამოვლინდეს სიმპტომები. რაც უფრო მეტად ქვეითდება ლეიკოციტების  რაოდენობა, მით მაღალია დაინფიცირების შანსი. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს დაღლილობას და ცხელებას. რაც უფრო ძლიერია თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება, მით მეტია სისხლდენების და სისხლჩაქცევების განვითარების ალბათობა.
• კანის, ან თვალის სკლერების გაყვითლება
• სერიოზული ალერგიული რეაქციები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება, ან თავბრუსხვევა.
•ძლიერი გამონაყარი, ბუშტუკებით, ან მათ გარეშე და კანის აქერცვლა. თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდა სერიოზული, ან თუ შეამჩნიეთ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

ორნაკლინის ვაგინალური სანთლების შენახვის პირობები:
• შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
• არ გამოიყენოთ ორნაკლინი კოლოფის და ბლისტერის ეტიკეტებზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს. შეინახეთ 25°C დაბალ ტემპერატურაზე.
• არ გადაყაროთ მედიკამენტი საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. კითხეთ რჩევა ფარმაცევტს პრეპარატის განადგურებასთან დაკავშირებით, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.

დამატებითი ინფორმაცია:
რას შეიცავს ორნაკლინის ვაგინალური სანთლები
• მოქმედი ნივთიერება არის ორნაკლინის ფოსფატი. თითოეული სანთელი შეიცავს ორნაკლინის ფოსფატს, რაც ექვივალენტურია 100მგ ორნაკლინის.
• სხვა ნივთიერება არის მყარი ცხიმი.

ორნაკლინის ვაგინალური სანთლების აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა:
ორნაკლინის ვაგინალური სანთლები არის თეთრი, მოთეთრო სუპოზიტორიები. 6 ვაგინალური სანთელი მოთავსებულია პვქ შეფუთვაში, შეფუთვა მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გამოშვების ფორმა: 100მგ ვაგინალური ოვულა №6

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: FULTON MEDICINALI S.P.A. იტალია

გაფრთხილება

ორნაფერი / Ornafer

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალო საშუალება

ორნაფერის შემადგენლობა:
რკინის გლუკონატი – 300 მგ
სპილენძის გლუკონატი – 700 მკგ
ვიტამინი C – 80 მგ
ფოლის მჟავა – 350 მკგ
ვიტამინი B 12 – 15 მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სპილენძი შეუცვლელი მიკროელემენტია, დიდ როლს ასრულებს კომპლექსჰემისა და შესაბამისად ჰემოგლობინის ბიოსინთეზში, ამიტომაც მისმა დეფიციტმა, ისევე როგორც რკინისამ,შესაძლოა გამოიწვიოს ანემია. სპილენძი ააქტიურებს  ციტოქრომოქსიდაზას, ასტიმულირებს რეტიკულოციტებს, იღებს მონაწილეობას ერითროპოეზსა და გრანულოციტოპოეზში. სპილენძი შედის ქსოვილოვანიანტიოქსიდანტური ფერმენტის სუპეროქსიდდისმუტაზის და სისხლის პლაზმის ანტიოქსიდანტური ცილისცერულოპლაზმინის სტრუქტურულ შემადგენლობაში.სისხლის ნაკადში სპილენძი ძირითადად სწორედ ცილაცერულოპლაზმინს გადააქვს. ნაწლავთა მიერ ათვისების შემდეგ სპილენძი ღვიძლში ალბუმინის საშუალებითტრანსპორტირდება. აღნიშნული მიკროელემენტი, გარდა ფერმენტებისა, ჟანგბადის გადამტან ცილაჰემოციანინის შემადგენლობაშიც შედის.  სპილენძი  ლიზილოქსიდაზის და სუპეროქსიდდისმუტაზის სტიმულაციით ახდენს კოლაგენის და ელასტინის სინთეზში მონაწილეობას, აჩქარებს ორგანიზმში ლიპიდების დაჟანგვას და არეგულირებს ქოლესტერინის და ლიპოპროტეიდების დონეს.

რკინის გლუკონატი ახდენს ორგანიზმში რკინის (Fe) დეფიციტის შევსებას, შედის ჰემოგლობინის (HB)შემადგენლობაში.

ფოლის მჟავა დიჰიდროფოლატრედუქტაზას მოქმედებით ორგანიზმში გარდაიქმნება ტეტრაჰიდროფოლისმჟავად, კოფერმენტად, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებში. ფოლის მჟავააუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. მისიდეფიციტი იწვევს სისხლის წარმოქმნის მეგალობლასტური ტიპის განვითარებას.  ვიტამინ B12-თან   ერთადასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, პურინების, პირიმიდინებისსინთეზში, ჰისტიდინის და ქოლინის ცვლაში. ორსულობის პერიოდში ფოლის მჟავა იცავს ნაყოფს ტერატოგენულიფაქტორების დამაზიანებელი მოქმედებისგან, ხელს უწყობს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებას დაფუნქციონირებას, არეგულირებს ემბრიონის ნერვული უჯრედების ფორმირებასა და ნაყოფის ნორმალურ განვითარებას.

ვიტამინი B12 აქტიურად მოქმედებს ერითროციტებში ისეთი ნაერთების დაგროვებაზე, რომლებიც შეიცავს სულფჰიდრილურ ჯგუფებს. ვიტამინი B12  აგრეთვე მონაწილეობს ტრანსმეთილირების და წყალბადის გადატანის პროცესში, ააქტიურებს მეთიონინის სინთეზს. აძლიერებს ორგანიზმში პროტეინების სინთეზს დადაგროვებას, შესაბამისად ახდენს ანაბოლურ მოქმედებას.

ვიტამინი  C  მონაწილეობს მეტაბოლურ პროცესებში, ადამიანის ორგანიზმში არ სინთეზირდება, მაგრამ მისი მიღება ხდება მხოლოდ საკვებთან ერთად. ვიტამინი  C მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების,ნახშირწყლოვანი ცვლის, სისხლის შედედებისა და ქსოვილების რეგენერაციის პროცესების რეგულირებაში;ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ. ამცირებს სისხლძარღვთა განვლადობას. მონაწილეობას იღებს რკინის, ფოლის მჟავის, ჰისტამინის მეტაბოლიზმში, კარბოჰიდრატების უტილიზაციაში, ლიპიდების,პროტეინების, კარნიტინის სინთეზში, იმუნურ პროცესებში. ვიტამინ C–ს გააჩნია ანტიაგრეგაციული დაგამოხატული ანტიოქსიდანტური თვისებები.

ჩვენებები:
• რკინადეფიციტური ანემია.
• ფოლის მჟავის დეფიციტი, რკინის და ფოლის მჟავის ერთდროული დეფიციტის პროფილაქტიკა.
• ვიტამინ B12–ის დეფიციტი, რკინის და ვიტამინ B12–ის ერთდროული დეფიციტის პროფილაქტიკა.
• რკინისა და ფოლის მჟავის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა, ორსულობის II და III ტრიმესტრი,მშობიარობის შემდგომი და ლაქტაციის პერიოდი.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, ჰემოლიზური ანემია, ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი,აპლაზიური ანემია, ორსულობა I ტრიმესტრი.

გვერდითი მოვლენები:
გულისრევა, ღებინება, გასტრალგია, ყაბზობა და დიარეა.

გამოყენების წესი და დოზირება:
ორნაფერი მიიღება პერორალურად ჭამის წინ 1 საათით ადრე,  ან  ჭამიდან 2 საათის შემდეგ 1 ტაბლეტი  2-ჯერ დღეში;  მძიმე შემთხვევის დროს 3 -ჯერ დღეში.
საპროფილაქტიკოდ  – 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში.
ლაქტაციის პერიოდში  – 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში მთელი ლაქტაციის პერიოდში ერთ თვიანი ინტერვალით.
მკურნალობა გრძელდება HB-ის შემცველობის ნორმალიზებამდე.
შემანარჩუნებელი თერაპიისთვის 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში 1-3 თვის განმავლობაში.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში.

გამოშვების ფორმა: ორნაფერი № 30. 15 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ფურცელ ჩანართთან ერთად.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერზე. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25◦ C  ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: PRIMEA Limited, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება

ორნილი – ORNIL

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ორნიდაზოლი/ORNIDAZOLE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული პრეპარატი.

ძირითადი ფიზიკურქიმიური თვისებები:
მოგრძო ფორმის მწვანე ფერის, ორმხრივ  ამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოგარსული ტაბლეტი ჭდით.

შემადგენლობა:
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
ორნიდაზოლს……………….  500 მგ;
დამხმარე ნივთიერებების: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი
(ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, გასუფთავებული ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), საღებავი Quinoline Yellow (E 104),  საღებავი  Brilliant Blue FCF (E 133)).

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ორნილი წარმოადგენს ანტიმიკრობულ და ანტიპროტოზოულ საშუალებას. იგი ეფექტურია Trichomonas vaginalis, Gardnerella vaginalis, Entamoeba histolytica, Giardia lamblia, Giardia intestinalis, ზოგიერთი ობლიგატური ანაერობების (Bacteriodes spp., Fusobacterium spp., Veillonella spp., Prevotella spp.), გრამდადებითი მიკროორგანიზმების (Eubacterium spp., Clostridium spp.) და ანაერობული კოკების მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალურად მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 90%-ს. ორნილის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 1-2 სთ-ის შემდეგ. პლაზმის ცილებს უკავშირდება პრეპარატის დაახლოებით 15%. ორნიდაზოლი გადის ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერს, აღწევს ორგანიზმის სხვა სითხეებსა და ქსოვილებში. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 13 სთ-ს. იგი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით თირკმელებით (60-70%) და ფეკალურ მასებთან ერთად (20-25%), ხოლო 5% – უცვლელი სახით.

ჩვენება:
• შარდ-სასქესო ორგანოების ტრიქომონიაზი და ბაქტერიული ვაგინოზი;
• ამებიაზი: ამებური დიზენტერია, არანაწლავური ამებიაზი (მათ შორის ღვიძლის ამებური აბსცესი);
• ლამბლიოზი;
• ანაერობული და შერეული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა გასტროინტესტინური, გინეკოლოგიური და დენტალური ოპერაციების დროს;
• წყლულოვანი დაავადების მკურნალობა H. pylori-ის ერადიკაციის მიზნით (სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში).

მიღების წესი და დოზირება:
ტრიქომონიაზის დროს პრეპარატი ინიშნება: მოზრდილებში – 500 მგ დღეში 2-ჯერ 5 დღის განმავლობაში, ბავშვებში – 25 მგ/კგ მასაზე ერთჯერადად.
ამებური დიზენტერიის დროს მოზრდილებში და 35 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში ინიშნება 1.5 გ ერთხელ დღეში, ხოლო 60 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე პაციენტებში – 2 გ დღეში. მკურნალობის კურსი გრძელდება 3 დღის განმავლობაში. ამებიაზის სხვა ფორმების დროს მკურნალობის კურსი გრძელდება 5-10 დღე.
ლამბლიოზის დროს მოზრდილებში და 35 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში ინიშნება 1.5 გ ერთხელ დღეში, ხოლო 35 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე ბავშვებში – 40 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში. მკურნალობის კურსი გრძელდება 1-2 დღის განმავლობაში.
ინფექციის პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 0.5 -1 გ ოპერაციის წინ, ხოლო ოპერაციის შემდეგ  – 0.5 გ 2-ჯერ დღეში 3-5 დღის განმავლობაში.
ჩვეულებრივ პრეპარატი მიიღება 2-ჯერ დღეში დილით და საღამოს. ბავშვებში ერთჯერადი მისაღები დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7-12 წლის ასაკში – 0.375 გ-ს, 1-6 წლის ასაკში – 0.25 გ-ს, 1 წლამდე – 0.125 გ-ს.

გვერდითი მოვლენები:
ჩვეულებრივ, პრეპარატი კარგად გადაიტანება და არასასურველი ეფექტები გარდამავალი ხასიათის და დოზადამოკიდებულია. ხანგრძლივი გამოყენებისას აღინიშნება სუსტად გამოხატული ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტრემორი, კუნთების რიგიდობა, კოორდინაციის დარღვევა, კრუნჩხვები, სენსორული ან შერეული პერიფერიული ნეიროპათია, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, პირის სიმშრალე, გაუკუღმართებული გემოვნება, გამონაყარი კანზე და ლეიკოპენია.

უკუჩვენება:
* პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია, როდესაც აღინიშნება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, ცნს-ის დაავადებები, ორსულობა (I ტრიმესტრი) და ძუძუთი კვების პერიოდი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ორნიდაზოლი აძლიერებს  კუმარინული რიგის პერორალური ანტიკოაგულანტების მოქმედებას და ახანგრძლივებს ვეკურონიუმის ბრომიდის მიორელაქსაციურ ეფექტს.

ჰიპერდოზირება:
ჰიპერდოზირების დროს ტარდება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.

გამოყენების თავისებურებები:
პრეპარატი, სხვა ნიტროიმიდაზოლის წარმოებულებისაგან განსხვავებით, არ
აინჰიბირებს ალდეჰიდდეჰიდროგენაზას, რის გამოც შეთავსებადია ალკოჰოლთან.
ტრიქომონიაზის დროს აუცილებელია პარტნიორების ერთდროული მკურნალობა.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა  და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი:
ავერსი-რაციონალი, საქართველო.

გაფრთხილება

ორნისიდი – ORNISID

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ორნიდაზოლი/ORNIDAZOLE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ორნისიდ 250 მგ შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
ორნიდაზოლი……..   250 მგ
ვაგინალური ტაბლეტები: შეფუთვაში 3 ც.
1 ტაბ.
ორნიდაზოლი……..  500 მგ
ორნისიდი ფორტე შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.
1 ტაბ.
ორნიდაზოლი……..   500 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ორნიდაზოლის ლიპოფილური მოლეკულა პასიური დიფუზიის საშუალებით აღწევს მიკროორგანიზმების კედელში და დნმ-ის სინთეზის დათრგუნვის გზით იწვევს ბაქტერიებისა და პროტოზოების სიკვდილს.
ორნიდაზოლი ეფექტურია ისეთ გამომწვევებთან მიმართებაში, როგორიცაა Entamoeba histolytica, Giardia lamblia(Giardia intestinalis) ბაქტეროიდების და კლოსტრიდიების ზოგიერთი შტამი, ფუზობაქტიერბი, ასევე აქტიურია პათოგენური ანაერობების მიმართ, როგორიც in vivo, ისე in vitro.

ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი კარგად
შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან: 1.5 გ პერორალური დოზის მიღებიდან 2 საათის შემდეგ პლაზმური კონცენტრაციის პიკი შეადგენს 30 მგკ/მლ. 24 საათის შემდეგ ეს კონცენტრაცია შეადგენს 9 მკგ/მლ, ხოლო 48 საათის შემდეგ მცირდება 2.5 მკგ/მლ-მდე.
პრეპარატი კარგად
ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში, მათ შორის ზურგის ტვინის სითხეში.
მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში.
პირველი 5 დღის განმავლობაში მიღებული დოზის 85% ორგანიზმიდან გამოიყოფა კონიუგატებისა და მეტაბოლიტების სახით. პრეპარატის 63% გამოიყოფა შარდით, ხოლო 22% – განავალთან ერთად. ორნიდაზოლისა და მისი მეტაბოლიტების ნაღველთან ერთად გამოყოფას შეიძლება ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა. პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაჩვენებელი შეადგენს 15%-ზე ნაკლებს, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი 12-14 საათს.

ჩვენებები:
გამოიყენება პროტოზოული და ანაერობული ინფექციების მკურნალობა-პროფილაქტიკისათვის.
ტრიქომონიაზი: Trichomonas vaginalis-ის მიერ გამოწვეული შარდ-სასქესო სისტემის ინფექცია ქალებსა და მამაკაცებში;
ამებიაზი: გასტროინტესტინური ინფექცია (ამებური დიზენტერიის ჩათვლით), ღვიძლის აბსცესი და ამებიაზის სხვა არანაწლავური ფორმები (გამომწვევიEntamoeba histolytica);
გიარდოზი (ლამბლიოზი).
ანაერობული ინფექციები: სეპტიცემია, მენინგიტი, პერიტონიტი, პოსტოპერაციული ჭრილობის ინფექციები, მშობიარობის შემდგომი სეპტიცემია და აბორტის შემდგომი სეფსისი და ენდომეტრიტი, გამოწვეული ანაერობული ფლორით.
გამოიყენება პროფილაქტიკისათვის მსხვილ ნაწლავზე ოპერაციების, გინეკოლოგიური და სხვა ტიპის ოპერაციების დროს.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ. თუ ექიმის მხრიდან არ არსებობს განსაკუთრებული მითითება, მაშინ პრეპარატი ინიშნება შემდეგი წესით:

ტრიქომონიაზის დროს:
– ერთჯერადი მკურნალობა: საღამოს 1500 მგ ან 100 მგ პერორალურად და 1 ვაგინალური ტაბლეტი ძილის წინ.
– 5 დღიანი კურსი: 1000 მგ/დღეში პერორალურად და 1 ვაგინალური ტაბლეტი ძილის წინ. რეინფექციის პროფილაქტიკის მიზნით ამ პერიოდის განმავლობაში საჭიროა პარტნიორმაც გაიაროს იდენტური მკურნალობის კურსი.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა:
ერთჯერადი მკურნალობა:
I მეთოდი: ექვსი 250 მგ ან სამი 500 მგ პერორალური ტაბლეტი;
II მეთოდი: ოთხი 250 მგ ან ორი 500 მგ პერორალური ტაბლეტი და 1 ვაგინალური ტაბლეტი.
5-დღიანი მკურნალობის კურსი:
I მეთოდი: ორი 250 მგ ან ერთი 500 მგ პერორალური ტაბლეტი დილით. ორი 250 მგ ან ერთი 500 მგ პერორალური ტაბლეტი საღამოს და 1 ვაგინალური ტაბლეტი ძილის წინ.
II მეთოდი: ორი 250 მგ ან ერთი 500 მგ პერორალური ტაბლეტი დილით; ორი 250 მგ ან ერთი 500 მგ პერორალური ტაბლეტი საღამოს. ბავშვებში პრეპარატის დღე-ღამური დოზა შეადგენს 25 მგ/კგ წონაზე.

ამებიაზის დროს:
– ამებური დიზენტერიით დაავადებული პაციენტებისათვის რეკომენდებულია მკურნალობის სამდღიანი კურსი;
– ამებიაზის ყველა სხვა დანარჩენი ფორმების დროს მკურნალობის კურსი შეადგენს 5-10 დღეს.
დღე-ღამური დოზები

მკურნალობისკურსისხანგრძლივობა ბავშვები

წონით>35კგ

ბავშვები

წონით<35კგ

3 დღე საღამოს 1500 მგ
წონით >60 კგ:1000 მგ 2-ჯერდღეში
ერთჯერადად40 მგ/კგ
5-10 დღე 500 მგ 2-ჯერდღეში ერთჯერადად25 მგ/კგ

გიარდიოზის (ლამბლიოზისდროსდღე-ღამური დოზები

მკურნალობისკურსის

ხანგრძლივობა

ბავშვებიწონით>35კგ ბავშვები

წონით <35 კგ

1-2 დღე ერთჯერადადსაღამოს 1500მგ/დღეში ერთჯერადად40მგ/კგ
5-10 დღე 500 მგ 2-ჯერდღეში ერთჯერადად25მგ/კგ

ანაერობული ინფექციები:
-ანაერობული ინფექციის მკურნალობა: 500 მგ დილით და 500 მგ საღამოს 5-10 დღის განმავლობაში;
საბავშვო დოზა: 20-30 მგ/კგ წონაზე;
– ანაერობული ინფექციის პროფილაქტიკა: ანაერობული ინფექციის პროფილაქტიკის მიზნით ოპერაციის წინ ინიშნება 500-1000 მგ, ხოლო ოპერაციის შემდეგ ყოველი 12 საათში 500 მგ 1-5 დღის განმავლობაში.

 

 

ანაერობული ინფექცია
ანაერობულიინფექცია მკურნალობა                       პროფილაქტიკა
საწყისი დოზა 500-1000 მგ 500-1000 მგ
სამკურნალოდოზა 24 სთ-შიერთხელ 1000მგ

ან 12 საათში

ერთხელ 500მგ

24 საათში

ერთხელ 1000მგ

ან 12 საათში

ერთხელ 500მგ

ხანგრძლივობა 5-10 დღეში 1-5 დღეში

გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.
ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს სენსორული და სენსორული-მამოძრავებელი ნეიროპათიის ნიშნები; ტრემორი; კოორდინაციის დარღვევა, გონების დაბინდვა და კანისმხრივი რეაქციები.
არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენებები:
* პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა და ცენტრალური ნევრული სისტემის ფუნქციის დარღვევა.

განსაკუთრებული მითითებები:
◄პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობამდე აღენიშნებათ სისხლის ფორმულის დარღვევები, აუცილებელია ლეიკოციტების მონიტორინგი მკურნალობამდე და მის შემდეგ.
◄ორნიდაზოლის მკურნალობის ფონზე შესაძლებელია პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემების არსებული დაავადებების გამწვავება. აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა ნეიროპათიის, ატაქსიის, ვერტიგოსა და ცნობიერების დარღვევის განვითარების შემთხვევაში.
◄ჰემოდიალიზი ამცირებს ორნიდაზოლის ნახევარ გამოყოფის პერიოდს, ამიტომ დამატებითი დოზის დანიშვნა შესაძლოა გახდეს საჭირო.
◄ჩატარებული კვლევებით არ იქნა გამოვლენილი პრეპარატის ტერატოგენული და ემბრიოტოქსიური ეფექტები, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი მიღება ორსულობის პირველ ტრიმესტრში დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში. პრეპარატის რძესთან ერთად გამოყოფის შესაძლებლობის გამო მეძუძურ დედებში ორნიდაზოლი ინიშნება სიფრთხილით.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია გამოვლინდეს ზემოთაღნიშნული გვერდითი მოვლენები შედარებით გამოხატული სიმპტომებით.
სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. კრუნჩხვების დროს რეკომენდებულია დიაზეპამის გამოყენება.

სხვა წამლებთან ურთიეთქმედება:
– სხვა ნიტრო-იმიდაზოლებისგან განსხვავებით ორნიდაზოლი არ აბლოკირებს ალდეჰიდდეჰიდროგენაზას, ამიტომ არ არის ალკოჰოლის აუტანლობის რისკი.
– ორნიდაზოლის 5-ნიტროიმიდაზოლის სხვა წარმოებულებთან თანადროული მიღებისას შეიძლება განვითარდეს პერიფერიული ნევრიტები, დეპრესია, ეპილეპტიფორმული კრუნჩხვები.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი: ABDI IBRAHIM Ilac. San. ve Tic. A.S., თურქეთი

გაფრთხილება

Viewing all 4381 articles
Browse latest View live