Quantcast
Channel: www.medgeo.net
Viewing all 4391 articles
Browse latest View live

სწორი ნაწლავის თითებით გამოკვლევა

$
0
0

სწორი ნაწლავის თითებით გამოკვლევა

სწორი ნაწლავის თითით (დიგიტალური) გამოკვლევა ძველი, ნაცადი და მნიშვნელოვანი მეთოდია. მხოლოდ ამგვარი გამოკვლევის შემდეგ ხდება შესაძლებელი შეირჩეს და დაინიშნოს სხვა გამოკვლევები. >>>

           პალპაცია ტარდება სწორი ნაწლავიდან. გამოკვლევის მიზნებია:

 - ანალური არხის ქსოვილების და ყითას სფინქტერის რეფლექსური ფუნქციის შეფასება;
 - ენდოსკოპიური გამოკვლევისათვის სწორი ნაწლავის მომზადების ხარისხის განსაზღვრა;
 - სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის მდგომარეობის შეფასება;
 - სწორი ნაწლავის გარშემო მდებარე ორგანოებისა და ქსოვილების მდგომარეობის შეფასება;
 - პათოლოგიური პროცესის გამოვლენა ან წინასწარი პროგნოზირება;
 - სწორი ნაწლავის შიგთავსის ხასიათის შეფასება;
 - ავადმყოფის სხეულის ოპტიმალური მდებარეობის განსაზღვრა მიზანმიმართული გამოკვლევის შესრულებისათვის.

ანალური არხის გამოკვლევა ხდება მისი თანმიმდევრული პალპაციით. პალპაციას უმეტესად  წყებენ უკანა ან წინა ნახევარრკალით. პალპაციის ექიმი ცდილობს შეაფასოს  სწორი ნაწლავის ელასტიკურობა, ნაწლავის ლორწოვანი გარსის ნაკეცების ხასიათი, კედლის სხვადასხვა შრეებში არსებული ცვლილებები. პათოლოგიური პროცესები  ყველაზე ხშირად ლოკალიზებულია ანალური არხის წინა და უკანა კედლებზე, ამიტომ მათ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.  ასევე – დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამპულური ნაწილის განსაზღვრას.

გამოკვლევის ჩატარების მეთოდიკა

გამოკვლევის პოზის შერჩევა. მთელი რგი ავადმყოფობები და პრობლემები შეიძლება მხოლოს გარკვეულ პოზაში გამოვლინდეს.  ამიტომ, გასინჯვის პოზის შერჩევას დიდი ყურადღება და გამოცდილება ჭირდება. რექტალური დიგიტალური გამოკვლევა ტარდება:
– გვერდზე მწოლიარე
– მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში მოხრილი ფეხებით
– მუხლ-იდაყვის პოზაში
– ზურგზე მწოლიარე (გინეკოლოგიურ მაგიდაზე)
– მუხლის სახსრებში მოხრილი და მუცელთან მიტანილი ფეხებით
– ჩაცუცქულ პოზაში
– ზურგზე მწოლიარე და ა.შ.

გასინჯვის ოპტიმალური პოზის შერჩევა დამოკიდებულია ავადმყოფის მდგომარეობაზე, ექიმის გამოცდილებასა და ცოდნაზე.

დათვალიერება. დიგიტალურ რექტალურ გამოკვლევამდე ყიტას მიდამოს დეტალურად ათვალიერებენ. ამ დროს ხშირად ვლინდება შინაგანი ფისტულები, შიდა ჰემორაგიული კვანძების თრომბოზი,ყითას სფინქტერის არასრული დახურვა, სიმსივნური ქსოვილების გავრცელება, კანის მაცერაცია და სხვა.

ერთი თითით გამოკვლევა. იცვამენ  რეზინის ხელთათმანს. მარჯვენა  ხელის საჩვენებელ თითზე უხვად უსვამენ ვაზელინს  და ფრთხილად შედიან უკანა ხვრელში. გასინჯვა მარტივდება თუკი ავადმყოფი გაიჭინთება, ისე როგორც დეფეკაციისას.  თავდაპირველად,  თითის საფრჩხილე ფალანგის ხელის გულისმხრივი ზედაპირს რბილად ზეწოლით ამოძრავებენ   ნაწლავის კედლის ლორწოვანაზე ერთი ნახევარრკალის  სივრცეში. შემდეგ,  თანმიმდევრობით იკვლევენ ნაწლავის სხვადასხვა მიდამოებს. სწორი ნაწლავის კედლის პალპაციით დეტალურ გამოკვლევას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ნეოპლაზიების აღმოსაჩენად.

კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რომ პაციენტის გასინჯვის პოზა არ არის შაბლონური, ეს დამოკიდებულია ავადმყოფის მდგომარეობაზე ექიმის გამოცდილებაზე და ცოდნაზე, რაც საშუალებას იძლევა აირჩეს რექტალური გამოკვლევის ოპტიმალური პირობები.

გამოკვლევა ორი თითით. გამოიყენება ყითას კუნთების, იშიორექტალური ბოჭკოების, კუპერის, ბართოლინის ჯირკვლების და რექტოვაგინალური გამყოფი ზონის დიგიტალური გამოკვლებისათვის.  ამ დროს ერთი თითი არის სწორ ნაწლავში ან ანალურ არხში და მეორე გარეთ. ორი თითით გამოკვლევისათვის, საუკეთესო პირობები იქმნება ავადმყოფის გინეკოლოგიურ მაგიდაზე, ზურგზე წოლის შემთხვევაში.

გამოკვლევა ორი ხელით. გამოიყენება სწორი ნაწლავის ავთვისებიანი გადაგვარების გამოსაკვლევად. დამატებით – ქალებში  ეს მეთოდი გამოიყენება რექტოვაგინალურ მიდამოში მდებარე სიმსივნისა და ანთებითი ინფილტრატის დიფერენციალური დიაგნოსტიკის მიზნით, ასევე გენიტალიებისა დ ა მცირე მენჯის ღრუს გამოსაკვლევად.

________________________________________

გადასვლა >>> ,,კოლოპროქტოლოგია

.


მშობელთა სტომატოლოგიური ჯანმრთელობა

$
0
0

მშობელთა სტომატოლოგიური ჯანმრთელობა: დედისა და მამის ჯანმრთელი კბილები

მომავალ მშობლებს ყოველთვის აღელვებთ ბავშვის, მათ შორის მისი კბილების ჯანმრთელობა. როგორ უნდა მოვემზადოთ სწორად ორსულობისთვის? მოქმედებს თუ არა დედისა და მამის მემკვიდრეობა ბავშვის სტომატოლოგიურ ჯანმრთელობაზე? როგორ უნდა მოვიქცეთ მშობიარობის შემდეგ? ჩამოთვლილ კითხვებზე პასუხის გაცემას ჩვენ შევეცდებით ამ სტატიაში. >>>>

მზადება ორსულობისთვის  

ორსულობის დაგეგმვისას მრავალი მშობელი ჩაფიქრდება ცხოვრების ჯანსაღ წესზე, მავნე ჩვევებზე უარის თქმაზე და მივიწყებული სტომატოლოგიური პრობლემების მკურნალობაზე. ეს სწორია!

დედამ, რომელიც ორსულობისთვის ემზადება, უნდა ჩაიტაროს ჰიგიენური გაწმენდა და უმკურნალოს არსებულ დაავადებებს.

მცდარია მოსაზრება, რომ ორსულობის დროს არ არის საჭირო ექიმთან ვიზიტი. პირიქით, სტომატოლოგთან ვიზიტი რეკომენდებულია ორსულობის მე-14-16 და 30-32-ე კვირებზე. ეს მნიშვნელოვანია დედისა და ბავშვისთვისაც.

სწორედ დედის სტომატოლოგიური ჯანმრთელობა მოქმედებს ნაყოფის კბილების ჩამოყალიბებაზე, ამიტომ კარიესის პროფილაქტიკა დედაში – ეს არის კარიესის პროფილაქტიკა მომავალ ბავშვში.

თუ თქვენ უკვე გაქვთ სტომატოლოგიური დაავადებები – მით უმეტეს უნდა მიმართოთ ექიმს. საქმე იმაშია, რომ კბილების ჩასახვა და მინერალიზაცია ხდება ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდის მე-6-7 კვირაზე. თუ ეს ეტაპი დაემთხვა მომავალი დედის დაავადებას, მომავალში ძალიან მაღალია სტომატოლოგიური დაავადებების განვითარების ალბათობა ბავშვში.

გარდა ამისა, დედის პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა ზრდის პათოლოგიის განვითარების რისკს ორსულობის პერიოდში – კბილის ნადებში არსებული ბაქტერიები გამოყოფენ ტოქსინებს, რომლებიც ხვდებიან დედისა და ბავშვის ორგანიზმში.

დედისა და მამის მემკვიდრეობითობა 

ცნობილია, რომ არსებობს კარიესის განვითარებისადმი გენეტიკური წინასწარგანწყობა. საქმე ეხება ნერწყვის შემადგენლობაში შემავალ განსაკუთრებულ მოლეკულებს – ოლოგისაქარიდებს. სწორედ ისინი ზოგიერთ ადამიანში ხელს უშლიან კბილებზე კარიესის გამომწვევი ბაქტერიების დალექვას. ზოგიერთში კი, პირიქით, ხელს უწყობენ ბაქტერიების მიმაგრებას კბილების ზედაპირზე. ეს გენეტიკურად არის განპირობებული.

კარიესის პირდაპირ გადაცემა მშობლებიდან შეუძლებელია. შეიძლება მხოლოდ კარიესისადმი წინასწარგანწყობის გადაცემა. თუ თქვენ ხშირად გაქვთ კარიესი, მაშინ იმის ალბათობა, რომ ბავშვსაც ექნება კარიესი, მაღალია. მაგრამ არ იდარდოთ. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 90% აქვს კარიესი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ გაქვთ სტომატოლოგიური დაავადებებისადმი გენეტიკური წინასწარგანწყობა, მთავარია გახსოვდეთ: ბევრი რამ დამოკიდებულია ქცევაზე, სწორ კვებაზე, კბილებისა და პირის ღრუს ჰიგიენასა და მოვლაზე.

მშობიარობის შემდეგ 

როდესაც ბავშვი დაიბადება, მშობლებს, ძირითადად, ცოტა თავისუფალი დრო რჩებათ. მაგრამ თუ თქვენ შეგაწუხათ კარიესმა, მაშინვე დაიწყეთ მისი მკურნალობა. არ დაუშვათ კარიესის განვითარება მშობიარობის შემდგომ პერიოდში – ეს საშიშია როგორც დედისა და მამისთვის, ასევე ბავშვისთვისაც, რომელიც სულ უფრო ხშირად ხვდება გარემოს მიკროორგანიზმებს. მშობლების კოცნაც კი ბავშვში მიკრობების შეღწევის პოტენციური წყაროა. დაიცავით ბავშვი – დროულად იზრუნეთ პირის ღრუს ხარისხიან მოვლაზე.

მშობლების ჰიგიენური ჩვევები 

როგორც უკვე ვთქვით, დიდ როლს თამაშობს ის, თუ როგორ ზრუნავენ მშობლები თავიანთ კბილებზე. როდესაც ბავშვი უკვე წამოიზრდება, იგი იღებს მშობლების ქცევებს, მათ შორის, მათ ჩვევებსაც. შესაბამისად, მშობლების ჰიგიენური ჩვევები ნიმუშია ბავშვების ქცევისთვის.

სამწუხაროდ, მშობლები ყოველთვის სათანადო ყურადღებას არ უთმობენ ამ თემას. არიან დედები და მამები, რომლებიც არა თუ თვითონ არ ზრუნავენ თავიანთი პირის ღრუს ჰიგიენაზე, არამედ ბავშვებსაც არ აიძულებენ კბილების გაწმენდას.

კვლევებით დადასტურდა, რომ მხოლოდ იმ ბავშვებს აქვთ პირის ღრუს კარგი ჰიგიენური მდგომარეობა, რომლებსაც მშობლები რეგულარულად, სულ მცირე დღეში ორჯერ უწმენდენ კბილებს კბილის პასტით. თუ ბავშვი კბილებს თვითონ იწმენდს, დღეში ერთხელ ან ორ დღეში ერთხელ, ადრეული კარიესის განვითარების რისკი ძალიან მაღალია.

მშობლების დამოკიდებულება ბავშვების სტომატოლოგიური ჯანმრთელობისადმი 

მშობლების უმრავლესობას ესმის, რომ მომავალი ბავშვის ჯანმრთელობა დამოკიდებულია მათ ჯანმრთელობაზე, ქცევებსა და ჩვევებზე. ამჟამად მშობლებს უფრო ხშირად მიყავთ ბავშვები რეგულარულ ვიზიტებზე. პრაქტიკულად გაქრა აზრი, რომ სარძევე კბილების კარიესს შეიძლება არ ვუმკურნალოთ. ნათელია, რომ მშობლებს შორის ადრეული კარიესის პრობლემების შესახებ ინფორმაციის დონე გაიზარდა და დედებისა და მამების დამოკიდებულება ბავშვების სტომატოლოგიური ჯანმრთელობის მიმართ უფრო სერიოზული გახდა.

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

______________________________________

გადასვლა >>> ,,სტომატოლოგია”;  გადასვლა >>> ,,ორსულობა და მშობიარობა, მეანობა

.

ირიგოსკოპია

$
0
0

ირიგოსკოპია 

ირიგოსკოპია - მსხვილი ნაწლავის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, მასში რენტგენოკონტრასტული პრეპარატის რეტროგრადული გზით შეყვანით. პაციენტის სხვადასხვა მდგომარეობაში ხორციელდება მიმოხილვითი და გამიზნული რენტგენის სურათების -  ირიგოგრამების, გადაღება>>>

ირიგოსკოპია (ლათ. Irigare — მორწყვა, ძვ.ბერძ. Skopeo — ვუყურებ, ვიკვლევ) — მსხვილი ნაწლავის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რომელიც ხორციელდება მსხვილ ნაწლავში რენტგენოკონტრასტული პრეპარატის რეტროგრადული შეყვანით. გამოკვლევის მსვლელობისას  კეთდება რენტგენის სურათები (ირიგოგრამები).

ირიგოსკოპიის მსვლელობა

პაციენტის სწორ ნაწლავში შეჰყავთ კონტრასტული პრეპარატით (ყველაზე ხშირად ბარიუმის ფაფა) სავსე ოყნის წვერი, რის შემდეგ იწყება მსხვილი ნაწლავის ავსება, რენტგენოსკოპიის კონტროლის ქვეშ.  პაციენტის სხვადასხვა მდგომარეობაში  ხორციელდება მიმოხილვითი და გამიზნული რენტგენის სურათების გადაღება. შემდგომში,  ნაწლავების დაცლის შემდეგ, შეისწავლიან მისი ლორწოვანის რელიეფს. ამის შემდეგ კი, უფრო დეტალური ვიზუალიზაციისათვის, ბაბროვის აპარატის საშუალებით, უკვე შესაძლებელია ნაწლავების ჰაერით ავსება (ორმაგი კონტრასტირება).

ნაწლავის პერფორაციაზე ეჭვისას ან  მსხვილ ნაწლავთა გაუვალობისას, ბარიუმის ფაფის ნაცვლად გამოიყენება წყალშიხსნადი საკონტრასტო პრეპარატი. გამოკვლევის პროცედურა მიმდინარეობს ზემოთ აღწერილის ანალოგიურად; წყალშიხსნადი საკონტრასტო პრეპარატების გამოყენება უარყოფითად მოქმედებს მიღებული გამოსახულების ხარისხსზე.

ჩვეულებრივი ირიგოსკოპიის განსხვავება ორმაგი კონტრასტირებით ჩატარებულ ირიგოსკოპიისგან

ორმაგი კონტრასტირებით ჩატარებული ირიგოსკოპიის დროს, ნაწლავის ლორწოვანი იფარება ბარიუმის ფაფის სქელი ფენით, რის შემდეგაც ნაწლავის სანათურში დოზირებულად შეჰყავთ ჰაერი, რაც  ნაწლავის გაწელილი ლორწოვანის დეტალურად შესწავლის საშუალებას იძლევა. ორმაგი კონტრასტირება უკუნაჩვენებია: ნაწლავთა ინვაგინაციაზე ეჭვის დროს, ისეთი  პაციენტების გამოკვლევისას რომლებსაც აქვთ გადამეტებული სიგრძის კოლინჯი, ან დაუძლურებული პაციენტებისთვის, გამოხატული დივერტიკულოზის დროს. ჩვეულებრივი ირიგოსკოპიის ჩატარების დროს, ნაწლავის ლორწოვანი, ბარიუმის ფაფის თხელი ფენით იფარება, რის შემდეგაც, კონტრასტული პრეპარატის « გარღვევითთ», იზრდება რენტგენის გამოსხივების სიმახვილე.

მომზადება ირიგოსკოპიისათვის

მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის რელიეფის რენტგენოგრამის მისაღებად, გამოკვლევის წინ აუცილებელია მსხვილი ნაწლავის სრული დაცლა. ირიგოსკოპიის ჩატარებამდე 1-2 დღით ადრე პაციენტმა დიდი რაოდენობით სითხე უნდა მიიღოს  (უკუჩვენების არ არსებობისას, დღე-ღამეში -2ლ მდე). რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ბოსტნეული, ხილი, ასევე საკვები რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში აირების წარმოქმნას (შავი პური, რძე და ა.შ.).

გამოკვლევის წინ პაციენტს ენიშნება საფაღარათო საშუალებები (მაგნიუმის სულფატი ან ციტრატი, აბუსალათინის ზეთი) ასევე ოთახის ტემპერატურის წყლით კეთდება განმეორებითი ოყნები. ოყნის ნაცვლად შეიძლება, დიდი რაოდენობით წყალში გახსნილი  ოსმოსური საფაღარათო საშუალებების გამოყენება (ფორტრანსი).

ირიგოსკოპიის ჩვენებები და გართულებების რისკი

ჩვეულებრივ, ირიგოსკოპია გამოიყენება მსხვილი ნაწლავის მდგომარეობის შესაფასებლად. ირიგოსკოპიის საშუალებით შესაძლებელია არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადების დროს განვითარებული ცვლილებების ხარისხის შეფასება და დიაგნოსტირება, მსხვილი ნაწლავის სიმსივნის, ფისტულების, დივერტიკულების და განვითარების მანკის  ვიზუალიზაცია. ირიგოსკოპია — მეთოდი, რომელიც  მსხვილი ნაწლავის ზომების და მდებარეობის, ასევე მისი ფუნქციური თავისებურებების შეფასების  საშუალებას იძლევა.

კოლონოსკოპიასთან შედარებით, ირიგოსკოპია ნაკლებად ტრავმული მეთოდია, გართულბებიც იშვიათად ახასიათებს და  გამოკვლევის ღირებულებაც ნაკლებია. ირიგოსკოპია, კოლონოსკოპიისთვის «ბრმა» ადგილების (ლორწოვანის ნაოჭებში,  კოლინჯის კუთხეების მიდამოში, დაკლაკნილ სიმოიდურ ნაწლავში) პათოლოგიური ცვლილებების ვიზუალიზაციის  საშუალებას იძლევა. თუმცა, მსხვილი ნაწლავის პრაქტიკულად მთელ  სიგრძეზე განვითარებული ცვლილებების აღმოსაჩენად,  უპირატესობა, უმეტეს შემთხვევაში, კოლონოსკოპიას ენიჭება, რომელიც არა მარტო პათოლოგიური პროცესის აღმოჩენის საშუალებას იძლევა, არამედ მისი საშუალებით ქსოვილის  მორფოლოგიური გამოკვლევისთვის შესაძლებელია ჩატარდეს ბიოპსია, ასევე წარმონაქმნების მოცილება.

ირიგოსკოპიის დროს გამოსხივების დოზა, ნაკლებია ვიდრე მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს. რენტგენის გამოსხივების ხანგრძლივობასა და დოზას  რენტგენოლოგი განსაზღვრავს. გაცილებით სერიოზული რისკია — მსხვილი ნაწლავის პერფორაცია, რაც ძალზედ იშვიათად გვხვდება.

________________________________________

გადასვლა >>> ,,კოლოპროქტოლოგია

.


როგორ შევარჩიოთ საბავშვო კოსმეტიკა

$
0
0

 როგორ შევარჩიოთ საბავშვო კოსმეტიკა

დღეისათვის საბავშვო კოსმეტიკური საშუალებების ფართო არჩევანია, პროდუქციის სწორად შერჩევა კი სპეციალისტის დახმარების გარეშე საკმაოდ რთულია. იმისათვის, რომ სწორად შეარჩიოთ საბავშვო კოსმეტიკა, მაქსიმალური ეფექტი მიიღოთ და თავიდან აიცილოთ არასასიამოვნო მოვლენები, გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები:

 შეარჩიეთ საბავშვო კოსმეტიკა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ შესაბამისი ასაკის ბავშვისათვის.  როგორც წესი ახალშობილებისათვის განკუთვნოლ კოსმეტიკას ნეიტრალური სუნი აქვს, მსუბუქი არაცხიმოვანი კონსისტენციისა და არ შეიცავს საღებავებს, ამიტომაც უსაფრთხოა ნებისმიერი ასაკის პატარასათვის.

 ბავშვები, რომელთაც კანის პრობლემები აქვთ, აღენიშნებათ ატოპიური დერმატიტი, შეარჩიეთ სპეციალური საბავშვო კოსმეტიკა.

  ყურადღება მიაქციეთ საბავშვო კოსმეტიკის შემადგენლობას. საბავშვო კოსმეტიკა არ უდა შეიცავდეს კონსერვანტებს, საღებავებს

  გამოყენებამდე აუცილებლად გამოსცადეთ ნებისმიერი კოსმეტიკური საშაულება.  თავდაპირველად კოსმეტიკური საშუალება კანის მცირე უბანზე უნდა წაუსვათ და დაელოდეთ რეაქციას, თუმცა ასევე უნდა გაითვალსიწინოთ, რომ დაუყონებლივ აღმოცენებული რეაქცია კანზე, შეწითლება, მიუთითებს პროდუქციის აუტანლობაზე, ან მის არასწორ და დიდი რაოდენობით გამოყენებაზე. ალერგიული რეაქცია კი ვითარდება რამდენიმე საათის, ზოგჯერ რამდენიმე დღის სემდეგაც კი. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს პედიატრს, ბავშვთა ალერგოლოგს.

 ყურადღება მიაქციეთ საბავშვო კოსმეტიკის ვარგისიანობის ვადას. გახსოვდეთ , რომ ვადაგასული პროდუქციის გამოყენების შემთხვევაში ეფექტი შესაძლოა საერთოდ არ ქონდეს, ამასთან მისი გამოყენება არცთუ უსაფრთხოა. ასევე გახსოვდეთ, რომ კრემები თავიანთ თვისებას ინარჩუნებენ ვადის გასვლამდე მხოლოდ სწორი შენახვის შემთხვევაში. იმის მიმანიშნებელი, ვარგისიანია თუ არა კოსმეტიკური საშუალება, შეიძლება იყოს  ფერის, სუნის ან კონსისტენციის შეცვლა, მაგალითად  სქელი ემულსია განცალკევდეს ცხიმად და წყლად.

   შეიძინეთ საბავშვო კოსმეტიკა მხოლოდ სპეციალურად მისთვის განკუთვნილი ადგილებში,  სპეციალიზირებლ მაღაზიაში და კიდევ უფრო სასურველია, რომ შეიძინოთ აფთიაქში, არამც და არამც ბაზრობებზე და სხვა შეუსაბამო ადგილებზე.

ასევე გახსოვდეთ, რომ

  • საბავშვო კოსმეტიკა დამზადებული უნდა იყოს მხოლოდ ხარისხიანი ნედლეულისგან
  • ყველა ინგრედიენტი დაშვებული უნდა იყოს ძუძუთა და ადრეული ასაკის ბავშვებისათვის
  • საბავშვო კოსმეტიკა უნდა გადიოდეს ტესტს უსაფრთხოებაზე და უნდა იყოს სერტიფიცირებული
  • ბავშვის მოვლის ნებისმიერ საშუალებაზე მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი, მასში შემავალი ინგრედიენტები: კონსერვანტები, არომატიზატორები, ემულგატორები
ბავშვის დასაბანი საშუალებები
  • საბავშვო საპონი
  • საბავშვო შამპუნი
  • აბაზანის ქაფი
ბავშვის კანის მოვლის საშუალებები
  • საბავშვო კრემები
  • საბავშვო ლოსიონები
  • საბავშვო ზეთები
  • საბავშვო ტალკი
  • დამცავი საშუალებები

_______________________________________

გადასვლა>>> ,,ბავშვი”

როგორ მოვუაროთ ბავშვის კანს

$
0
0

როგორ მოვუაროთ ბავშვის კანს

კანი ერთერთი მნიშვნელოვანია ორგანოა, რომელიც ასრულებს დამცავ, გამომყოფ, რეცეპტორულ, იმუნურ, თერმორეგულაციურ ფუნქციებს, უზრუნველყოფს კანის სუნთქვას. გამომდინარე აქედან  ძალზედ მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან ბავშვის კანის მოვლა. ბავშვის კანის საბოლოო ჩამოყალიბება ხდება 12 წლის ასაკისათვის, მანამდე კი განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ თვეებში კანი იოლად ზიანდება და ღიზიანდება, რასაც განაპირობებს ბავშვის კანის შემდეგი თავისებურებები:

  • თხელი და იოლად დაზიანებადი კანის რქოვანა შრე. ეპიდერმისი  პატარებში 2-3 ჯერ უფრო თხელია მოზრდილის კანთან შედარებით
  • ცხიმისა და საოფლე ჯირკვლების ფუნქცია ჯერ არ არის სრულად ჩამოყალიბებული, რის გამოც განსხვავებულია კანის Ph, არ გააჩნია დამცავი ფენა, ძნელად ებრძვის პათოგენურ მიკროორგანიზმებს, ვერ ახდენს ოფლის გამოყოფისა და ტემპერატურის რეგულირებას, ამიტომაც იოლად ხდება როგორც გადახურება, ისე გადაცივება
  • არამყარი კავშირი დერმასა და ეპიდერმისს შორის, რაც კანის არასათანადო სისხლმომარაგებას განაპირობებს
  • ბავშვის კანი აქტიურ მონაწილეობას ღებულობს გაზთა ცვლაში. კანისმიერი სუნთქვა  ახალშობილებში რვაჯერ უფრო ინტენსიურია, ვიდრე მოზრდილებში, რის გამოც ცხადია, რომ კანის დაბინძურება და მისი არასათანდო მოვლა გავლენას ახდენს ბავშვის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე

ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ შეუნარჩუნოთ თქვენს პატარას ჯანმრთელი კანი

როგორ მოვუაროთ ბავშვის კანს – სისუფთავე

ბავშვის კანის მოვლისას პირველ რიგში აუცილებელია მუდმივად მისი მშრალ და სუფთა მდგომარეობაში ყოფნა, რისთვისაც საჭიროა იცოდეთ ბავშვის დაბანის წესები (იხ. ბავშვის დაბანა)

როგორ მოვუაროთ ბავშვის კანს – საფენის გამოცვლა

ბავშვის კანის მოვლისათვის მნიშვნელოვანია საფენის სწორად შერჩევა, თუმცა გახსოვდეთ, რომ  საუკეთესო  ხარისხის საფენის შერჩევის შემთხვევაშიც კი აუცილებელია მისი სწორად გამოყენება, იმისათვის, რომ დავიცვათ პატარას კანი და თავიდან ავიცილოთ ისეთი უსიამოვნებები, როგორიცაა მაგალითად საფენისმიერი დერმატიტი.

ერთი საფენის ხმარების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს, ღამის პერიოდში კი ეს დრო შეიძლება გაგრძელდეს 10 საათამდე. საფენის გამოცვლისას, სანამ პატარას ახალ საფენს გავუკეთებთ საჭიროა მცირე ხნით, 10-15 წუთით მაინც ჰაერის აბაზანების მიღება.

ყოველი ნაწლავთა მოქმედების შემდეგ საჭიროა ჩვილის ჩაბანა, თუმცა თუ ამის საშუალება არ გაქვთ შეგიძლიათ გამოიყენოთ სველი სალფეთქები. იმ შემთხვევაში,  თუ პატარა მიდრეკილია კანის გამოშრობისაკენ, უპირატესობა მიანიჭეთ  სპეციალური კრემის შემცველ სალფეთქებს.

არ დაგავიწყდეთ ბავშვის კანის კვება და დატენიანება

ცხიმის ჯირკვლების სუსტი ფუნქციონირების გამო პატარას კანი მოზრდილების კანთან შედარებით მშრალია, რის გამოც საჭიროებს დამატებით კვებასა და დატენიანებას. მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებები სწრაფად იწოვება, არ ტოვებს ცხიმოვან შრეს, უნარჩუნებს კანს ბუნებრივ ტენიანობასა და არბილებს მას. ასეთი კრემები შეგიძლიათ გამოიყენოთ დღის განმავლობაში, წყლის პროცედურების შემდეგ და წლის ცხელი სეზონის დროს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება ბავშვის კანი მიდრეკილია სიმშრალისაკენ, ალერგიული რეაქციების განვითარებისაკენ, აღინიშნება ატოპიური დერმატიტის ნიშნები.

სწორად შეარჩიეთ და გამოიყენეთ საბავშვო კოსმეტიკა

მნიშვნელოვანია საბავშვო კოსმეტიკის სწორად შერჩევა. გამოიყენეთ მხოლოდ პატარასათვის განკუთვნილი საშუალებები, რომელთა შექმნისას გათვალისწინებულია ბავშვის კანის თავისებურებები. ყურადღება მიაქციეთ საბავშვო კოსმეტიკის ვარგისიანობის ვადას და მასში შემავალ ნივთიერებებს.

ახალი მარკის საპონის, შამპუნის, კრემების გამოყენებისას ჯერ მოსინჯეთ კანის მცირე უბანზე, თუ გამოვლინდა სიწითლე და კანის გაღიზიანების სხვა ნიშნები, არ გამოიყენოთ აღნიშნული კოსმეტიკური საშუალება.

ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ტანსაცმელსა და თეთრეულს

რადგანაც ჩვილის კანი იოლად რეაგირებს ნებისმიერ გამღიზიანებლზე, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს საბავშვო ტანსაცმელი და ჭურჭელი. გამოიყენეთ ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი, რომელთაც მხოლოდ  სპეციალური ბავშვებისათვის განკუთვნილი სარეცხი საშუალებით გარეცხავთ, რათა არ მოახდინოთ ალერგიული რეაქციის პროვოცირება.

_______________________________________

გადასვლა>>> ,,ბავშვი”

საინფორმაციო მომსახურება მედიცინის სფეროში

$
0
0

მზადდება

ი.მ. გთავაზობთ ფასიან საინფორმაციო მომსახურებას მედიცინის ნებისმიერ საკითხზე, საქართველოსა და უხოეთში. მომსახურება ფასიანია. ფასი იწყება 20 ლარიდან.
გამოაგზავნეთ შეკითხვა ამ გვერდზე განთავსებული ფორმით და ჩვენ მოგწერთ  მომსახურების ფასს უშუალოდ ამ შეკითხვისათვის. თუ პასუხი არ მიიღეთ, ე.ი. კითხვაზე პასუხის გაცემა არ ხერხდება.
თქვენს შეკითხვის მიხედვით ჩვენ ჩავატარებთ საძიებო სამუშაოებს და მოგიმზადებთ მოძიებული მასალების ანოტაციას, ან მიმოხილვას. თუ ეს აუცილებელია – თქვენს შეკითხვას გადავუგზავნით სპეციალისტებს და მოგაწვდით მათ პასუხებს.

ჩვენ ვზოგავთ თქვენს დროსა და თანხას.

[contact-form-7]

.

_________________________________________

გადასვლა ,,ნეტკლინიკა, დისტანციური სამედიცინო კონსულტაციები საქართველოსა და უცხოეთში

.

კვება ორსულობისას

$
0
0

როგორ მოქმედებს დედის კვება ბავშვის კბილების ჯანმრთელობაზე

არ ღირს მსჯელობა იმაზე, რაც ისედაც ყველასათვის ნათელია: ნაყოფისთვის საკვები ნივთიერებებისა და საერთოდ საკვების ერთადერთი წყაროა ის, რითიც იკვებება დედა. მაგრამ სამწუხაროდ, მრავალი მომავალი დედა დარწმუნებულია, რომ ბავშვი სიცოცხლისა და შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელ ნივთიერებათა ძირითად მარაგს მიიღებს უკვე დაბადების შემდეგ – დედის რძით და დამატებითი საკვებით. აღნიშნულის მიზეზია არასაკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ბავშვისა და მისი კბილების ჯანმრთელობისთვის მის კვებას დაბადებამდე. >>>

სამედიცინო კვლევებით დადასტურდა, რომ პირის ღრუს რომელიმე დაავადება ბავშვებში, ძირითადად, ჩნდება ორსულობის დროს დედის არასწორი კვების გამო. როდესაც ბავშვში აღმოჩნდება კბილების პრობლემები, ამის მიზეზად მის არასწორ კვებას და კბილების არასაკმარის ჰიგიენას ასახელებენ. აღნიშნულ სტატიაში არავინ არ აკნინებს ბავშვის ზედმიწევნით გათვლილი კვებისა და პირის ღრუში მუდმივი სისუსფთავის შენარჩუნების მნიშვნელობას. ავტორის მთავარი მიზანია – მკითხველის ყურადღება მიაპყროს იმ ფაქტს, რომ მაიმუნებზე ცდები, როდესაც მეცნიერები განზრახ ცდილობდნენ კარიესი გამოეწვიათ ჯანმრთელ კბილებზე არასწორი დიეტის გზით, წარუმატებლად დასრულდა. შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კბილების დაავადებები გამოწვეულია უფრო ღრმა მიზეზებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ ჯერ კიდევ ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდის დროს, კონკრეტულად კი – დედის კვებით.

ის, რომ მომავალი დედის არასწორი კვება პირდაპირ აისახება როგორც ბავშვზე, ასევე მის საკუთარ ჯანმრთელობაზე, დამტკიცებას არ საჭიროებს. ყველასათვის ცნობილია, რა ხშირად კარგავენ ორსულები კბილებს. მაგრამ ყველამ არ იცის, რომ ცხოველთა და ველურთა სამყაროში ეს პრობლემები არ არსებობს. ისინი წარმოიშვა სწორედ ცივილიზებულ სამყაროში და ყოველწლიურად სულ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს, ჩვენი ცხოვრების სამეცნიერო და ტექნიკური განვითარების პარალელურად.

რა შუაშია აქ სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი? ყველაფერი ძალიან მარტივია. რაც უფრო მაღლა მიდის კაცობრიობის სამეცნიერო შემეცნება, მით უფრო არაჯანსაღი ხდება ჩვენი კვება. ჩვენს საკვებში შემავალი ხელოვნური და ე.წ. „ნატურალურის იდენტური” საკვები დანამატები, კონსერვანტები და ნატურალური პროდუქტების შემცვლელები – ყოველივე ეს განაპირობებს ბავშვის შესაბამის კვებას დედის ორგანიზმში. და როდესაც ორსულს არ აქვს სხვა არჩევანი ან საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, რა არის საჭირო ბავშვის სწორად განვითარებისთვის, ვითარდება მრავალი პრობლემა ჯანმრთელობის მხრივ.

ვიტამინებითა და მინერალებით ღარიბი საკვები თანდათან გამოფიტავს ორგანიზმის ნერვულ სისტემას და იმუნიტეტს. თუ ყოველდღიურ რაციონში აღინიშნება კალციუმის დეფიციტი, ეს დედისა და შედეგად, ბავშვის ცუდი კბილების ძირითადი მიზეზია. ამავდროულად, ძვლების ანთება და დაშლა – ყველასათვის ცნობილი კარიესი – ვითარდება როგორც კბილებზე, ასევე ყბებზე, თავის ქალისა და მრავალ სხვა ძვალზე. ეს კი გარდაუვალად იწვევს სხვა, ზოგჯერ უფრო სერიოზული დაავადებების განვითარებას, ვიდრე კარიესია პირის ღრუში.

C ვიტამინის დეფიციტი იწვევს კბილის მინანქრის დაშლას და სტომატოლოგიური დაავადებების განვითარების დიდ რისკს ბავშვში. თუმცა, ყოველდღიურ საკვებში ამ ვიტამინის დეფიციტის დროული შევსება (თუ დაშლა ძალიან შორს წასული არ არის) იწვევს კბილის ქსოვილის თანდათანობით აღდგენას. კბილის მინანქარი უფრო თხელი ხდება ფტორისა და ფოსფორის უკმარისობის გამოც. ჩვენი საკვები მდიდარი რომ იყოს ახალი ხილ-ბოსტნეულით, ხოლო მარცვლოვნებს რომ ვიყენებდეთ მათი ბუნებრივი და არა გაწმენდილი სახით, ეს პრობლემა საერთოდ არ იარსებებდა.

ბავშვის კბილები რომ სწორად განვითარდეს, საკუთარი რაციონი უნდა გავამდიდროთ ახალი ხილ-ბოსტნეულით, მწვანილით, კაკლით, თევზით, ქატოთი, კენკროვნებით, ნატურალური რძის პროდუქტებით. რძის გამოყენება უმჯობესია მჟავე სახით, კვერცხის – მოხარშული ცილითა და თოხლო გულით, რომელიც შეიცავს მრავალ ვიტამინს. ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ დიდი რაოდენობით მჟავაწარმომქმნელი ნივთიერებების გამოყენების დროს მრავალი მინერალი იშლება. ამ მხრივ ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, რაც ძირითადად, მხოლოდ პროფესიონალებისთვის არის ცნობილი. მაგრამ თითოეული მომავალი დედისთვის აუცილებელია მათში გარკვევა, თუ იგი მართლაც არის დაინტერესებული ჯანმრთელი ბავშვის დაბადებით.

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

______________________________________

გადასვლა >>> ,,სტომატოლოგია”;  გადასვლა >>> ,,ორსულობა და მშობიარობა, მეანობა

.

კბილების ამოღება ორსულობისას

$
0
0

შეიძლება თუ არა კბილების ამოღება ორსულობის დროს?

მრავალი ქალი დარწმუნებულია, რომ კბილის ამოღების ოპერაცია შეიძლება უარყოფითად აისახოს ორსულობაზე. მაგრამ ეს აზრი მცდარია. დაავადებული კბილი ანთებისა და ინფექციის კერაა თქვენს ორგანიზმში. თუ არ მიხვალთ სტომატოლოგთან, ამით შეიძლება ავნოთ საკუთარ თავსაც და მომავალ ბავშვსაც. >>>>

ქირურგიული მანიპულაციები დიდი სტრესია ორსულის ორგანიზმისთვის. ძირითადად, კბილის ამოღებას მიმართავენ მწვავე ტკივილის დროს. კბილების ამოღებას გეგმავენ ორსულობის მეორე ტრიმესტრში. მაგრამ თანამედროვე ქირურგიული სტომატოლოგიის ტენდენცია მიმართულია კბილის შემანარჩუნებელი ოპერაციების ჩატარებისკენ, თუ ამის საშუალებას იძლევა კლინიკური შემთხვევა. პირის ღრუში სერიოზული გართულებების განვითარების რისკის არსებობის დროს, ექიმმა შეიძლება მიიღოს კბილის ამოღების გადაწყვეტილება.

კბილების ამოღების ჩვენებებია:

 *ყბის სიმსივნე

*კბილების ძლიერი დაშლა კარიესის გამო

*კბილის მესამე და მეოთხე ხარისხის მოძრავობა პაროდონტიტის დროს

*ნერვის დაზიანება

*კისტები და სინუსიტები

*პერიოდონტიტი ანთების რთული კერით

*ზეკომპლექტური კბილები (ზედმეტი კბილები, რომლებიც არღვევენ კბილთა მწკრივის ჰარმონიას)

კბილების ამოღების უკუჩვენებებია:

*ორსულობის პირველი, მეორე და მეცხრე თვე.

თუ გაჩნდა დაავადებული კბილის ამოღების აუცილებლობა, ოპერაციის არ უნდა შეგეშინდეთ. ორსულობის დროს ანესთეზიის ჩატარება შეიძლება. არსებობს ექიმების მიერ რეკომენდებული საანესთეზიო საშუალებები:

  1. ულტრაკაინი
  2. ალფაკაინი
  3. სეპტანესტი
  4. მეპივაკაინი

ქირურგიული ჩარევის წინ აუცილებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.

სიბრძნის კბილების ამოღება

ზოგჯერ ძალიან რთული ქირურგიული მანიპულაციაა. ოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს სხეულის მაღალი ტემპერატურა. ორსული ქალის ორგანიზმისთვის ასეთი ცვლილებები სასურველი არ არის. თუ სიტუაცია კრიტიკული არ არის და არ აღინიშნება კბილის მწვავე ტკივილი, ოპერაციის გადადება უმჯობესია მშობიარობის შემდგომი პერიოდისთვის. კონსულტაციაზე ჩაეწერეთ და გამოკვლევა ჩაიტარეთ სტომატოლოგთან.

სტომატოლოგთან ვიზიტის დროს:

  1. აცნობეთ ექიმს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის და ორსულობის ვადის შესახებ;
  2. გაიგეთ, შესაძლებელია თუ არა კბილის შემანარჩუნებელი ოპერაციის ჩატარება;
  3. გაიგეთ ექიმისგან საანესთეზიო საშუალების შემადგენლობისა და მოქმედების, შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ;
  4. თუ საჭიროა რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ჰკითხეთ: როგორი იქნება დასხივების მაქსიმალური დოზა;
  5. რენტგენის სურათის გადაღების  დროს აუცილებლად გამოიყენეთ სპეციალური დამცავი წინსაფრები.

..

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

______________________________________

გადასვლა >>> ,,სტომატოლოგია”;  გადასვლა >>> ,,ორსულობა და მშობიარობა, მეანობა

.

სფინქტერომეტრია

$
0
0

სფინქტერომეტრია 

სფინქტერომეტრია – მეთოდი, რომელიც უკანა ტანის სფინქტერების ძალის ობიექტური შეფასებისთვის გამოიყენება >>>

.

სწორი ნაწლავის მომჭერი აპარატის გამოკვლევა

შეკავების ფუნქციაზე მაორიენტირებელი წარმოდგენის შესაქმნელად, ექიმს გაჩნია გამოკვლევის შემდეგი  მეთოდები: დათვალიერება, სწორი ნაწლავის თითებით გამოკვლევა და ანალური რეფლექსის შესწავლა. უკანა ტანის სფინქტერის ძალის ობიექტური შეფასება სფინქტერომეტრიის საშუალებით ხორციელდება.

სფინქტერომეტრია

სფინქტერომეტრია მეთოდი, რომელიც უკანა ტანის სფინქტერების ძალის ობიექტური შეფასებისთვის გამოიყენება. სფინქტერომეტრია, სფინქტერების ტონუსის რაოდენობრივად  განსაზღვრის, სფინქტერების შეკუმშვის მაქსიმალური ძალის  და  ნებითი ძალის   მაჩვენებლის  განსაზღვრის საშუალებას იძლევა. ამ ერთეულების მაჩვენებლების ცვლილებებს გარკვეული პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნიათ. ტონური შეკუმშვის მაჩვენებელი, უმეტესად უნებლიე (შიგნითა) სფინქტერის ფუნქციური შესაძლებლობის მახასიათებელია, ნებითი ძალის მაჩვენებელი კი უპირატესად, მომჭერი აპარატის ნებითი (გარეთა) კომპონენტის კუმშვადობას ასახავს.

სფინქტერების ფუნქციური მდგომარეობა, საბოლოოდ, კლინიკური მონაცემებისა და ინსტრუმენტული გამოკვლევების მაჩვენებლების გათვალისწინებით ფასდება. მომჭერი აპარატის ფუნქციის შეფასება, სხვადასხვა მოდელების სფინქტერომეტრის საშუალებით – პროქტოლოგიური ავადმყოფის სრულყოფილი  გამოკვლევის აუცილებელი ნაწილია.

________________________________________

გადასვლა >>> ,,კოლოპროქტოლოგია

.



დისტანციური კონსულტანტები. ნეტკლინიკა

$
0
0

დისტანციური კონსულტანტები. ნეტკლინიკა

დისტანციური კონსულტანტების სიაშია  120–მდე ქართველი ექიმი და 80 უცხოელი ექიმი. მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი კლინიკებიდან. სიები სტანდარტების შესაბამისად, მზადდება ამ გვერდზე დასადებად. ლინკები გადის მათი ელფოსტის საკონტაქტო ფორმებზე. 

მალიძე დავით, კარდიოლოგი დოქტორი
გაფრინდაშვილი ნინო, ოფთალმოლოგი
შათირიშვილი არჩილ, პლასტიკური, ესთეტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი
ჩაჩხიანი ივანე, ქირურგი
ბოდიშს გიხდით, ქვემოთ ჩამოთვლილი გვარები ჯერ არაა ჩალინკული
მურმან კიკვიძე – ალერგოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი
თათული აბზიანიძე – ანგიოლოგი
პაატა ჟორჟოლიანი – მეან-გინეკოლოგი, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი;
მამუკა ნემსაძე – მეან-გინეკოლოგისაქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის საბჭოს წევრი.
ელენე კობიაშვილი –  ონკოლოგი, გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი,
თამარ ებანოიძე – დერმატოვენეროლოგი, ექიმი დერმატოვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი.
ირაკლი ჯიბლაძე – დერმატოვენეროლოგი
სოსო კობახიძე – დერმატოვენეროლოგი, თბილისის დერმატოვენეროლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე;
ლალი ნიკოლეიშვილი – ექიმი ენდოკრინოლოგი; მედიცინის დოქტორი;
თამარ გეგეშიძე – ინფექციონისტ-გასტროენტეროლოგი, მედიცინის დოქტორი;
თამარ მეგრელიშვილი – ინფექციონისტ-გასტროენტეროლოგი,მედიცინის აკადემიური დოქტორი;
თამარ სუხიაშვილი – კარდიოლოგი
თოდუა თეა – კარდიოლოგი
მამუკა ქობალავა – კარდიოლოგი, რადიოლოგი; მედიცინის აკადემიური დოქტორი;
ხათუნა ჯალაბაძე  – ექიმი-კარდიოლოგი, რითმოლოგი;
თამაზ შაბურიშვილი – ექიმი – კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ზაზა კაციტაძე – კარდიოქირურგი
ზვიად ბახუტაშვილი – მედიცინის დოქტორი, პროფესორი, კარდიოქირურგი
ზურაბ თარგამაძე – პლასტიკოს ქირურგ–კომბუსტიოლოგი, წამყვანი ქირურგი
გუგა ქაშიბაძე – პლასტიკოსი ქირურგ-კომბუსტიოლოგი
გიორგი ძაგნიძე  - მედიცინის აკად. დოქტორი, ონკოპლასტიკური ქირურგი
ზაზა ყატაშვილი – მამოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
თინათინ დუნდუა – მამოლოგი
ნინო ქართველიშვილი – მამოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
ნანი გორდიაშვილი – ექიმი- მასაჟისტი
გიორგი ფარქოსაძე – ნეფროლოგი
ნათელა ბასიშვილი – ნეფროლოგი
რუსუდან იაშვილი – ნეფროლოგი
ირმა ჭოხონელიძე – ნეფროლოგი
ბესიკ  ჯოხაძე  - ექიმი-ნარკოლოგი
ვახტანგ მალაშხია –  ბავშვთა ნევროლოგი,  მედიცინის აკად. დოქტორი.
ია რუხაძე – ნევროლოგი,მედიცინის დოქტორი
ნანი ბურდული – ნევროლოგი
ომარ სამუშია – ნევროლოგი
ზვიად აბულაძე – ნევროლოგი
გამცემლიძე ეკა – ნევროლოგი
ლაშა გელაშვილი  - ექიმი ნევროლოგი, ეპილეფტოლოგი;
თეკლე ქიშმარაია – ექიმი ნევროლოგი – ელექტროენცეფალოგრაფია, პოლისომნოგრაფია;
მალხაზ გელაშვილი – ოტორინოლარინგოლოგი
ზაზა ხუციშვილი – ოტორინოლარინგოლოგი
სოფიო მირცხულავა – ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
მალხაზ  ჩიქოვანი – ოფთალმოქირურგი
თემურ მიქელაძე – პედიატრი
თეა ჯანაშია – პედიატრი
ბექა კევლიშვილი – ქირურგი – პროქტოლოგი.
ნინო თევზაძე – რადიოლოგი
დავით ფესტვენიძე – რადიოლოგი
ნინო გობეჯიშვილი – რევმატოლოგი
მანანა ბერუჩაშვილი – რენტგენო-ლაბორანტი
თამთა ცაავა – ექიმი რეპროდუქტოლოგი; მეან-გინეკოლოგი
დოდო ბართია – მომვლელი ექთანი
მაია სულავა – მომვლელი ექთანი
ნინო ყასაბაშვილი  – მომვლელი ექთანი
ნინო გაგოშვილი – მომვლელი ექთანი
ეკა ხურციძე – ექიმის დანიშნულების შესრულება
გრიგოლ ნემსაძე – კომპიუტერული და მაგნ.-რეზონანსული ტომოგრაფია, თსსუ  დოქტორანტი
თეიმურაზ კობიძე – ტოქსიკოლოგი, მედიცინის დოქტორი. პროფესორი
სოსო კუტუბიძე – ექიმი ტოქსიკოლოგი;
არკადი კიშკო – ექიმი ტრავმატოლოგი, ორთოპედი – მედიცინის დოქტორი
რამაზ აღლემაშვილი – ექიმი ტრავმატოლოგი
ამბროსი პერტია  - მედიცინის მეცნერებათა დოქტორი.
ლევან დონაძე  - ექიმი-უროლოგი
არჩილ ჩხოტუა – უროლოგი,  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი
ვლადიმერ პაპავა – ექიმი უროლოგი – მედიცინის დოქტორი; ევროპის უროლოგთა ასოციაციის წევრი;
დავით ქოჩიაშვილი – პროფესორი, ქ. თბილისის მთავარი უროლოგი; ევროპის უროლოგთა ასოციაციის წევრი
ალექსანდრე ხუსკივაძე – მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი; ევროპის უროლოგთა ასოციაციის წევრი
ნათია ბადრიშვილი – ფსიქოლოგიის მეცნიერების დოქტორი.
ელენე შეროზია – ექიმი ფთიზიატრი, პულმონოლოგი;
შორენა საბანაძე – ფტიზიო-პულმონოლოგი – მედიცინის დოქტორი;
გიორგი ბრეგაძე – ანგიოქირურგი
ალექსანდრე ჩინჩალაძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; ქირურგი-ბრონქოსკოპისტი
ლევან რამიშვილი – თავისა და კისრის ონკოქირურგი (ფარისებრი ჯირკვალი), ედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ლადო წიქარიშვილი – ნეიროქირურგი; მედიცინის დოქტორი
ბადრი საღირაშვილი – ექიმი-ნეიროქირურგი
მამუკა გვენცაძე  - ექიმი-ნეიროქირურგი
ნათელა შენგელაია  -  ექიმი-ნეიროქირურგი, მედიცინის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი
ბაქარ ბაკურაძე  - ყბა-სახის ქირურგი
ბექარ ონიანი  - თორაკო-ქირურგი
ალექსანდრე ჩინჩალაძე – ლიცენზიები – ზოგადი ქირურგია, თორაკოქირურგია, თორაკოსკოპული ქირურგია, ენდოსკოპია;
დავით აბულაძე – მედიცინის დოქტორი –  ზოგადი ქირურგია, ლაპაროსკოპიული ქირურგია, ლაპაროსკოპიული ონკოქირურგია.
ნუგზარ კუჭავა   - ქირურგი – გასტროსკოპისტი
მერაბ ნანეტაშვილი –  მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი;  ქირურგი-გასტროსკოპისტი
ალექსანდრე ჩინჩალაძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; ქირურგი-ბრონქოსკოპისტი

..

გადასვლა >>>>  ,, ნეტკლინიკა, დისტანციური სამედიცინო კონსულტაციები საქართველოსა და უცხოეთში

.

ახალშობილის ჭიპის მოვლა

$
0
0

ახალშობილის ჭიპის მოვლა

მუცლადყოფნის პერიოდში თქვენ პატარას საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი მიეწოდება ჭიპლარის მეშვეობით, თუმცა დაბადების შემდეგ ჭიპლარი კარგავს ფუნქციას, შესაბამისად წესების დაცვით ხდება ჭიპლარის გადაჭრა და მასზე  სპეციალური მომჭერის დამაგრება. ჭიპლარის ტაკვი არ შეიცავს მგრძნობიარე ნერვულ ბოჭკოებს, რის გამოც თქვენი პატარა არ განიცდის არანაირ დისკომფორტს.  ჩვეულებრივ თანდათან ჭიპლარის ტაკვი ფერს იცვლის, შრება და ყოველგვარი ჩარევის გარეშე ძვრება, დაუშვებელია მისი ძალდატანებით მოცილება.

ჭიპის საბოლოო მოშუშებას 2-3 კვირა სჭირდება. თუმცა იმისათვის, რომ შეხორცების პროცესი არ გახანგრძლივდეს და არ მოხდეს ჭიპის დაინფიცირება, ომფალიტის განვითარება, აუცილებელია ჭიპის მიდამოს სწორი მოვლა. დღეისათვის ამ მხრივ მიდგომები მნიშვნელოვნად შეცვლილია.

ჭიპის მოვლა – სისუფთავე და დაბანა

ადრე დედებს ეძლეოდათ რეკომენდაცია, რომ პატარა არ დაებანთ, სანამ ჭიპი სრულად არ შეხორცდებოდა, თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ ბანაობა ჰიგიენური წესების დაცვით არ გამოიწვევს ინფიცირებას, პირიქით, რომ მიზანშეწონილიც კია შეხორცების პროცესის ხელშწყპბისათვის. მთავარი რაც უნდა გაითვალისწინოთ, ისაა, რომ პატარასთან შეხების წინ აუცილებლად კარგად დაიბანეთ ხელები, ჭიპის მიდამო დაბანეთ საბავშვო საპნითა და თბილი წყლით, უმჯობესია ბავშვი მთლიანად არ მოათავსოთ წყალში. დაბანის შემდეგ კარგად უნდა გაამშრალოთ ჭიპის მიდამო რბილი პირსახოცით, ჩაცმა და საფენის გაკეთება უნდა მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჭრილობა კარგად შეშრება ჰაერზე.

აუცილებელია დაიცვათ ჭიპის მიდამო შარდითა და განავლით დაბინძურებისაგან, ამისათვის საფენი ოდნავ ქვევით უნდა ჩაწიოთ, ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ საფენები, ჭიპისათვის განკუთვნილი ხვრელით. დაბინძურების შემთხვევაში ჭიპის არე უნდა დავბანოთ ზემოთ აღნიშნული წესით.

ჭიპის მოვლა – ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენება

არ არის საჭირო ანტისეპტიკური საშუალების გამოყენება, რასაც ადრე აქტიურად მიმართავდნენ და ჭიპის მიდამოს ამუშავებდნენ ბრილიანტის მწვანეთი, საჭიროების შემთხვევაში ექიმის რეკომენდაციით უნდა მოხდეს წყალბადის ზეჟანგის გამოყენება. დღეისათვის ითვლება, რომ ანტისეპტიკები აფერხებენ შეხორცების პროცესს.

ჭიპის მოვლა – შეხვევა

არ არის მიზანშეწონილი ჭიპის გადახვევა, შეხორცების პროცესს ხელს უწყობს ჰაერის აბაზანები

აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ ეჭვს მიიტანთ დაინფიცირებაზე, რომლის დროსაც  აღინიშნება

  • ბავშვის ზოგადი მდგომარეობის ცვლილება: სიცხე, მოთენთილობა, უმადობა
  • სიწითლე ან შეშუპება ჭიპის ირგვლივ
  • სისველე, ყვითელი ფერის გამონადენი
  • გრძელდება სისხლდენა
  • გამონადენს აქვს არასასიამოვნო სუნი

_______________________________________

გადასვლა>>> ,,ბავშვი”

თამბაქოს მოხმარება ორსულობამდე

$
0
0

თამბაქოს მოხმარება ორსულობამდე

ცხოვრების ჯანსაღი წესის საყოველთაო პროპაგანდის მიუხედავად, მრავალ ქალს ორსულობამდე და ორსულობის დროსაც აქვს ნიკოტინზე დამოკიდებულება. >>>>

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ამჟამად აღინიშნება მწეველი ქალების რაოდენობის გამოხატული ზრდა. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ეწევა ორსულთა 43%, აშშ-ში კი 55%, 20%-ზე მეტი თამბაქოს მოხმარებას არ წყვეტს ორსულობის დროსაც. მაგრამ მრავალი ქალი ცხოვრების ყველაზე საპასუხისმგებლო პერიოდში მაინც თავს ანებებს მოწევას. თუმცა, ზიანი, რომელიც სიგარეტმა უკვე მიაყენა კბილებს, მაინც ჩანს და უარყოფითად აისახება კბილების ჯანმრთელობაზე. პირის ღრუში მწეველობის შედეგების ასაცილებლად, აუცილებელია რაც შეიძლება ადრე მიმართოთ სტომატოლოგს.

რით ემუქრება მწეველობა ქალს ორსულობამდე? შედეგი მრავალია, ხოლო პირის ღრუს დაავადებების განვითარების მიზეზები – უფრო მეტი. შევჩერდებით ძირითადებზე.

პირველი მიზეზი – ტემპერატურის მომატება პირის ღრუში

როგორც ცნობილია, პირის ღრუს ტემპერატურის მუდმივად პერიოდული მომატება იწვევს ბაქტერიების მომატებულ ზრდას. ამავდროულად მნიშვნელოვნად ქვეითდება გამოყოფილი ნერწყვის რაოდენობა და მისი დამცველობითი თვისებები, რის შედეგადაც იზრდება რბილი ნადების წარმოქმნა, რომელიც სწრაფად მყარდება და წარმოქმნის კბილის ქვებს, რომლებიც შლიან კბილებსა და ღრძილებს. და თუ ორსულობამდე ქალის ორგანიზმი გადატვირთვებს არ განიცდიდა, ორსულობის დროს შეიძლება დაიწყოს პრობლემები. ჰორმონული გადაწყობა და პირის ღრუს არასაკმარისი ჰიგიენა იწვევს ღრძილებიდან სისხლდენას, ღრძილის დვრილების ჩაზრდას და გალისტოზის – პირიდან უსიამოვნო სუნის – გაჩენას. ქალი ხშირად ვერ ხვდება, თუ რატომ ჰქონდა ორსულობამდე ჯანმრთელი კბილები თამბაქოს მოხმარების მიუხედავად, ხოლო შემდეგ „უცებ” გაჩნდა მრავალი პრობლემა.

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებების განვითარების მეორე მიზეზი - C ვიტამინის ქრონიკული უკმარისობა

მწეველი ადამიანის ორგანიზმი იძულებულია, უპირველეს ყოვლისა, იზრუნოს არა ყველა ორგანოსა და სისტემის საკვები ნივთიერებებითა და ვიტამინებით მომარაგებაზე, არამედ დახარჯოს საკვებით მიღებული C ვიტამინი ნიკოტინისა და სხვადასხვა საშიში კუპრის მავნე ზემოქმედების შესამცირებლად. C ვიტამინი მწეველის ორგანიზმში სიგარეტიდან გამოყოფილი მავნე ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ამ ვიტამინის ნაკლოვანება იწვევს პირის ღრუს ქსოვილის წინააღმდეგობის დაქვეითებას სხვადასხვა ინფექციების მიმართ, ამიტომ ორსულებს ხშირად აღენიშნებათ გინგივიტი და პაროდონტიტი, ასევე კბილების მომატებული მგრძნობელობა სიცივეზე ან ცხელ საკვებზე. დაავადებების თავიდან ასაცილებლად, ორსულმა ქალმა, რომელიც ადრე ეწეოდა თამბაქოს, არა მარტო ზედმიწევნით და სწორად უნდა გაიწმინდოს კბილები სახლში, არამედ ჩაიტაროს პროფესიონალური პროფილაქტიკური პროცედურების კურსი კლინიკაში.

ძალიან ხშირად, გინეკოლოგების მიერ ორსულებისთვის დანიშნული ვიტამინურ-მინერალური კომპლექსები სიტუაციას ვერ შველიან. თამბაქოს მოხმარებით და ვიტამინებისა და მიკროელმენტების უკმარისობით დატანჯული მომავალი დედის ორგანიზმი მისთვის დეფიციტური ნივთიერებების მოპოვებას იწყებს ძვლოვანი ქსოვილიდან და კბილებიდან. ამ შემთხვევაში კბილებზე ჩნდება ცარცისებრი ლაქები, რომლებიც ადვილად მოსაცილებელი არ არის.

ორსულებმა კბილებთან დაკავშირებული ყველა პრობლემა უნდა გადაჭრან სტომატოლოგთან სასწრაფო კონსულტაციით, უმჯობესია ორსულებისთვის სპეციალიზებულ სტომატოლოგიურ კლინიკებში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ორსულებს, რომლებიც ადრე მოიხმარდნენ თამბაქოს.

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

______________________________________

გადასვლა >>> ,,სტომატოლოგია”;  გადასვლა >>> ,,ორსულობა და მშობიარობა, მეანობა

.

ზონდით გამოკვლევა

$
0
0

ზონდით გამოკვლევა

ზონდით გამოკვლევა სწორი ნაწლავის ფისტულების ტოპოგრაფიის თავისებურებების შესასწავლად გამოიყენება. ფისტულის არხსა და სწორი ნაწლავის სანათურს შორის კავშირის აღმოჩენა — მნიშვნელოვანი ფაქტია >>>

ზონდი გამოკვლევა სწორი ნაწლავის ფისტულების ტოპოგრაფიის თავისებურებების შესასწავლად გამოიყენება. ამ მიზნით გამოიყენება მომრგვალებულ ბოლოიანი მეტალის ზონდი. ფისტულის არსებობისას, ზონდით გამოკვლევა — აუცილებელი პროცედურაა. ფისტულების შორისის კანზე არსებობისას, ზონდირება მიზანშეწონილია გინეკოლოგიურ სავარძელზე, ავადმყოფის ზურგზე წოლით მდგომარეობაში ჩატარდეს.  ფისტულის გარეთა ხვრელიდან ზონდი შეყავთ ფისტულის არხში. ზონდი, სიფრთხილის დაცვით და ძალდატენების გარეშე, ფისტუილს არხში ისეთ სიღრმეზე შეჰყავთ, რამდენის საშუალებასაც იძლევა. პაციენტისთვის ზონდით გამოკვლევა ხშირად მტკივნეული პროცედურაა.

ზონდირებისას ღებულობენ შემდეგ ინფორმაციას: როგორია ფისტულის არხის მიმართულება, ნაწლავის კედელთან მიმართებაში, ფისტულის სიგრძე, ფისტულის არხის დაკლაკნილობის და ღრუების არსებობა, ზონდის ნაწლავის სანათურში მოხვედრის დონე.

ფისტულის არხსა და სწორი ნაწლავის სანათურს შორის კავშირის აღმოჩენა — მნიშვნელოვანი ფაქტია. ქრონიკული პარაპროქტიტის მთავარი მახასიათებელია ასეთი კავშირის აღმოჩენა ანალური არხის ზონაში. ფისტულის არხსა და სწორი ნაწლავის სანათურს შორის კავშირის არ არსებობის შემთხვევაში, პროქტოლოგის  წინაშე კიდევ დამატებითი დიაგნოსტიკური ამოცანები დგება.

სწორი ნაწლავის ფისტულების მკურნალობისთვის, ფისტულის არხსა და სფინქტერის კუნთებს შორის ტოპოგრაფო-ანატომიური კავშირის განსაზღვრას, პრინციპიალური მნიშვნელობა აქვს. რაც ზონდით და თითით გასინჯვის მეშვეობით ხორციელდება.

ზონდით და თითით გამოკვლევა

ზონდით და თითით გამოკვლევის არსი, ფისტულის არხში შეყვანილ ზონდსა და ანალურ არხში შეყვანილ თითს  შორის, ქსოვილების სისქის განსაზღვრაში მდგომარეობს. რაც უფრო სქელია ქსოვილების ფენა, მით მეტი მონაცემები მიუთითებს რომ ფისტულა არის რთული, და პირიქით, თუ  ზონდის ზევით ქსოვილების სისქე, უკანა ტანის დისტალური ნახევრის დონეზე, არ არის 1 სმ ზე მეტი, შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ მარტივი  ფისტულის არსებობაში.

________________________________________

გადასვლა >>> ,,კოლოპროქტოლოგია

.

სტომატოლოგიური მანიპულაციები, რომელთა ჩატარებაც არ შეიძლება ორსულობის დროს

$
0
0

სტომატოლოგიური მანიპულაციები, რომელთა ჩატარებაც არ შეიძლება ორსულობის დროს

ორსულობა განსაკუთრებული მდგომარეობაა ქალის ცხოვრებაში. იგი ეხება როგორც მის ემოციურ სფეროს, ასევე ორგანიზმის ჯანმრთელობას. არსებობს ზოგიერთი სტომატოლოგიური მანიპულაცია, რომელთა ჩატარებაც არ შეიძლება ამ პერიოდში. >>>>

კარგია, როდესაც ორსულობა დაგეგმილია და მომავალი დედა მისთვის ემზადება: უფრო ყურადღებით აკვირდება, რა შედის მის საკვებ რაციონში, სრულიად გამორიცხავს თამბაქოსა და ალკოჰოლს, აბარებს ანალიზებს და მიდის სტომატოლოგთან ვიზიტზე. რადგან კბილების ძველი დაავადებების მიშვება არ შეიძლება – ისინი აუცილებლად გამწვავდება ორსულობის დროს. მაგრამ, თუ ისე მოხდა, რომ სტომატოლოგიური პრობლემები დამძიმდა ორსულობის დროს, უნდა ვიცოდეთ, რომელი მანიპულაციების ჩატარება შეიძლება და როდის და რისი გაკეთება არ შეიძლება კატეგორიულად ბავშვის დაბადებამდე.

არასასურველი სტომატოლოგიური მანიპულაციები 

მრავალი ქალისთვის სტომატოლოგთან ვიზიტი დიდი სტრესია. ამიტომ პირველი ტრიმესტრის განმავლობაში, როდესაც ქალი და ნაყოფი ყველაზე მეტად მგრძნობიარენი არიან ნერვიულობისადმი, და ორსულობის ბოლო კვირებში კბილების მკურნალობა მიზანშეწონილი არ არის, თუ არ აღინიშნება მწვავე დაავადებები, რომელთა გადადებაც არ შეიძლება. ასე რომ, უმჯობესია ყველა სტომატოლოგიური მანიპულაცია გადავდოთ მეორე ტრიმესტრამდე, რომელიც შედარებით სტაბილურად ითვლება.

ორსულობის დროს კატეგორიულად არ შეიძლება კბილების იმპლანტაცია. ამ ოპერაციას ბევრი უკუჩვენება აქვს, ასევე შეიძლება დაიწყოს იმპლანტის გამოძევება, რადგან ორსულის ორგანიზმი შეიძლება სხვადასხვაგვარად მოიქცეს. ამიტომ, ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა და მით უმეტეს ისეთი სერიოზული, როგორიც იმპლანტაციაა, ცალსახად გადაიდება ბავშვის დაბადებამდე.

ანტიბიოტიკების მიღება ორსულობის დროს არასასურველია. ამიტომ სიბრძნის კბილების ამოღება უმჯობესია გადავდოთ, რადგან მათი ამოღების შემდეგ ექიმი თითქმის ყოველთვის ნიშნავს ანტიბიოტიკებს. ეს კი შეიძლება უარყოფითად აისახოს ორსულობის მიმდინარეობაზე.

ორსულობის დროს, ასევე არ შეიძლება დარიშხანის შემცველი პრეპარატების გამოყენება.

პროთეზირება რთული პროცედურაა ორსულებისთვის. დიდი რაოდენობით მოსამზადებელი მანიპულაციების გარდა, რომლებიც უნდა ჩატარდეს პროთეზირების დაწყებამდე, არსებობს იმის რისკი, რომ ოპერაციის შედეგებს წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ. ამიტომ, უმჯობესია პროთეზირების გადადება მშობიარობის შემდგომი პერიოდისთვის. თუ პროთეზირება უკვე დაწყებულია, საკითხი წყდება ექიმთან ერთად ინდივიდუალურად.

ორსულებში მიზანშეწონილი არ არის კბილების გათეთრების არც ერთი სახე – არც სახლის პირობებში და არც პროფესიონალური. გათეთრებას საფუძვლად უდევს ჟანგვითი პროცესები, რომლებიც მოქმედებენ პირის ღრუს ლორწოვან გარსზე. ორსულობის დროს ქალების უმრავლესობას აღენიშნება გინგივიტი, ამიტომ გათეთრებამ შეიძლება დაამძიმოს დაავადების მიმდინარეობა.

სიფრთხილით 

თუ კარიესის სამკურნალოდ საჭიროა ანესთეზია, გააფრთხილეთ ექიმი ორსულობის ვადებისა და ალერგიის შესახებ. იგი შეარჩევს პრეპარატს მინიმალური დოზირებით. არსებობს თანამედროვე საანესთეზიო საშუალებები, რომლებიც შემუშავებულია სპეციალურად მომავალი დედებისთვის, პატარა ბავშვებისა და ალერგიის მქონე ადამიანებისთვის. ისინი არ გადიან პლაცენტის ბარიერს (და რძეში) და ორგანიზმზე არ მოქმედებენ დამღუპველად.

თუ საჭიროა რენტგენი, სურათები გადაიღეთ მხოლოდ რადიოვიზიოგრაფით. მისი გამოსხივება ათეულჯერ დაბალია. ასევე იგი მოქმედებს მხოლოდ 2-3 სმ დიამეტრის მქონე შერჩეულ უბანზე. ექიმი და მედდა რენტგენის ოთახს არ ტოვებენ სურათის გადაღების დროს. ამიტომ, მომავალი ბავშვისთვის ასეთი დასხივება საშიში არ არის.

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

______________________________________

გადასვლა >>> ,,სტომატოლოგია”;  გადასვლა >>> ,,ორსულობა და მშობიარობა, მეანობა

.

 

გინგივიტის მკურნალობა ორსულობისას

$
0
0

გინგივიტის მკურნალობა ორსულობის დროს: თავისებურებები, რეკომენდაციები

დაავადება „ორსულთა გინგივიტი” ტყუილად არ გამოყვეს ცალკე კატეგორიად  სტომატოლოგიურ დაავადებებს შორის. გინგივიტი პაროდონტოზის საწყისი  სტადიაა და ორსული ქალების უმრავლესობას აქვს ეს დაავადება. არსებობს  იმის ალბათობა, რომ ეს დაავადება უარყოფითად აისახება ბავშვის  ჯანმრთელობაზე, რადგან დაავადების გამომწვევი მიკრობების დაშლის  პროდუქტებმა შეიძლება შეაღწიონ სისხლში, ასევე ცნობილია შემთხვევები,  როდესაც მიშვებული სტომატოლოგიური დაავადებები ნაადრევი მშობიარობის მიზეზი გამხდარა. >>>>

 რატომ ჩნდება ასე ხშირად გინგივიტი სწორედ ორსულობის პერიოდში? ამის  რამდენიმე მიზეზი არსებობს. მთავარი მიზეზია ის, რომ ორსულობის დროს  ჰორმონული ფონი ქალის ორგანიზმში დიდ ცვლილებებს განიცდის. შედეგად,  იცვლება პირის ღრუში მჟავიანობის დონე და ბაქტერიები ადრინდელზე უფრო  სწრაფად მრავლდებიან.

გარდა ამისა, ორსულობის პერიოდში ორგანიზმში ჩნდება კალციუმის დეფიციტი. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია ორსულობის პერიოდის მეორე ნახევრისთვის, როდესაც ყალიბდება ბავშვის ჩონჩხი და კბილები. და თუ ქალის კვება არ შეესაბამება ბავშვის მოთხოვნებს, მისი ჩამოყალიბებისთვის აუცილებელ კალციუმს იგი მიიღებს მომავალი დედის კბილებისა და ძვლებისგან. შედეგად, კბილის მინანქარი უფრო თხელი ხდება და ადვილად ზიანდება, ვითარდება კბილების მიმდებარე ღრძილებისა და კბილთაშორისი დვრილების ანთება და ისინი სისხლმდენი ხდებიან მცირედი დაზიანების დროსაც კი.

ღრძილების ანთება ხდება კბილების ზედაპირებზე დარჩენილი ბაქტერიების შედეგად. გინგივიტის დროს ხდება კბილთაშორისი დვრილების ჰიპერტროფია. ამ პროცესის ერთ-ერთი გამოვლინებაა ღრძილების გაწითლება და სისხლმდენობა. ზოგიერთ შემთხვევაში ამას თან ახლავს კბილების მოძრავობა. ხშირად ორსულები უჩივიან ღრძილების ქავილის მუდმივ შეგრძნებას კბილების გაწმენდის დროს. ყველა ეს სიმპტომი დასაწყისში აღინიშნება ქვედა საჭრელებთან და ეშვებთან მიმართებაში და მხოლოდ შემდეგ ვლინდება ზედა კბილების გინგივიტი. ამ დაავადების ნიშნები, ძირითადად, უფრო ძლიერად ვლინდება ორსულობის ბოლოს.

მიმდინარე უარყოფითი ცვლილებების დროულად აღმოსაჩენად, ორსულებისთვის რეკომენდებულია სულ მცირე ორჯერ – სასურველია ორსულობის დასაწყისში და შუაში – გაიაროს დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში ჩაიტაროს მკურნალობა სტომატოლოგთან. ორსულებში გინგივიტის მკურნალობა ხორციელდება ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო პრეპარატებით. ტარდება კბილების ზედაპირების პროფესიონალური გაწმენდა, აცილებენ კბილზე დანალექს (ნადები, ფოლაქები, კბილის ქვა). კბილის მინანქარი პრიალდება აბრაზიული პასტით და იფარება ფტორირებადი ლაქით.

პერიოდულად ტარდება პირის ღრუს სრული სანაცია და ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა. ყველა ეს სამკურნალო პროცედურა უსაფრთხოა ბავშვისა და მისი მომავალი დედისთვის. მაშინაც კი, თუ სტომატოლოგს დასჭირდა ანესთეზიის ჩატარება, გამოყენებული იქნება არატოქსიკური საშუალება.

თუ მკურნალობის გეგმის შესადგენად აუცილებელია რენტგენის სურათის გადაღება, ამ დროს გამოიყენება გამოსხივების მინიმალური დოზის მქონე აპარატურა და დამცავი წინსაფარი, რომელიც ფარავს ქალის მკერდისა და მუცლის მიდამოს.

ორსულობის დროს კბილებისა და ღრძილების კარგი მდგომარეობის საუკეთესო გარანტია კარგი პროფილაქტიკა, კერძოდ, პირის ღრუს ზედმიწევნითი ჰიგიენა. სწორედ კბილებისა და მათი მიმდებარე ღრძილების საზღვარზე არის ყველაზე დიდი რაოდენობით  საშიში ბაქტერიები და ამ ადგილებს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს კბილების ყოველდღიური წმენდის დროს. გინგივიტის ასაცილებლად, აუცილებელია ყოველდღიურ რაციონში კალციუმისა და ფოსფორის შემცველი პრეპარატების დამატება.

ასევე აღსანიშნავია, რომ თუ ეს დაავადება ქალს ორსულობამდეც ჰქონდა, მშობიარობის შემდეგ კბილებისა და ღრძილების მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. ეს მხოლოდ იმ ქალებში ხდება, რომლებსაც გინგივიტი ორსულობის დროს განუვითარდათ. ამიტომ სტომატოლოგიური დათვალიერების გავლა რეკომენდებულია ბავშვის ჩასახვამდე, რადგან გავუფრთხილდეთ საკუთარ და ბავშვის ჯანმრთელობას.

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

______________________________________

გადასვლა >>> ,,სტომატოლოგია”;  გადასვლა >>> ,,ორსულობა და მშობიარობა, მეანობა

.

პროქტოლოგიური გამოკვლევა –სინჯი საღებავით

$
0
0

 პროქტოლოგიური გამოკვლევა - სინჯი  საღებავით 

სინჯი საღებავით -  რა დროს მიმართავენ პროქტოლოგიური კვლევის ამ მეთოდს, ჩატარების მეთოდიკა,  თავისებურებები, პროცედურის მსვლელობა >>>>

სინჯი საღებავით -  გამოკვლევის მეთოდი, რომელიც სწორი ნაწლავის,  პარარექტალური ქსოვილის და გავა — კუდუსუნის მიდამოს, მწვავე და ქრონიკული ჩირქოვანი დაავადებების, გამოსაცნობად და დიფერენციალური დიაგნოსტიკისათვის  გამოიყენება, ასევე  შეუფასებელ დახმარებას უწევს კოლოპროქტოლოგს ოპერაციული ჩარევების დროს.

სინჯი საღებავით ჩვეულებრივ პარაპროქტიტის, კუდუსუნის ეპითელიალური ფისტულის, მენჯის ტერატოიდული წარმონაქმნებისას და სხვა, ფისტულების წარმოქმნით გართულებული დაავადებების დროს გამოიყენება.

სინჯი საღებავით არამხოლოდ შეცვლილი ქსოვილების ზუსტი კონტრასტირების საშუალებას იძლევა, არამედ ანტისეპტიური მოქმედებაც გააჩნია.

საღებავით სინჯის ჩატარების მეთოდიკა, მარტივია, მაგრამ გააჩნია თავისებურებები.  წინასწარი ფრთხილი ზონდირების შემდეგ, საღებავი ნივთიერება, შეჰყავთ ფისტულაში შპრიცით, მისივე კანულის ან ბლაგვი ნევსის მეშვეობით. ამ დროს შპრიცი  მჭიდროდაა  მიბჯენილი ფისტულის ხვრელის გარშემო ქსოვილებზე.

ფისტულის არხსა და სწორი ნაწლავის სანათურს შორის კავშირის აღმოსაჩენად, ანუ შიგნითა ხვრელის მარკირებისათვის,  რამდენიმე ხერხი არსებობს. ანალური არხის ფარგლებში ფისტულის შიგნითა ხვრელის გამოსავლენად, ნაწლავის  სანათურში შეყავთ დოლბანდის ტამპონი, შემდეგ კი ატარებენ სინჯს. სინჯის შედეგების შეფასება ხდება ტამპონის ნაწლავიდან გამოღების შემდეგ, ამასთან,  ტამპონი ნაწლავიდან ისე უნდა გამოვიდეს, რომ არ შეიცვალოს მისი პირვანდელი მდებარეობა ანალური არხის კედლებთან მიმართებაში. ფისტულის არსებობასა და მისი შიგნითა ხვრელის მდებარეობაზე მსჯელობენ, დოლბანდზე საღებავის ლაქის მიხედვით .

ფისტულის არხის სწორი ნაწლავის ამპულარულ ნაწილთან კავშირზე ეჭვისას, სინჯი საღებავით  უმჯობესია ჩატარდეს  ენდოსკოპიასთან (რექტორომანოსკოპიასთან) ერთდროულად, ან მის  შემდეგ.

ერთჯერადი გამოკვლევით დადებითი შედეგის მიღწევა ხშირად ვერ ხერხდება. როგორც წესი,  ეს გვხვდება ქრონიკული პარაპროქტიტის დიაგნოსტიკის დროს.

ამიტომ, საეჭვო შემთხვევებში სინჯი საღებავით, საჭიროა რამდენჯერმე გამეორდეს.

________________________________________

გადასვლა >>> ,,კოლოპროქტოლოგია

.

მსხვილი ნაწლავის ბიოფსია

$
0
0

მსხვილი ნაწლავის ბიოფსია

მსხვილი ნაწლავის ბიოფსია ნაწლავების დაზიანების ძირითადი ნოზოლოგიური ფორმების დიაგნოსტიკის გადამწყვეტი მეთოდია. ბიოფსია, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ახალწარმონაქმნების ბუნების ამოსაცნობად>>>

მსხვილი ნაწლავის ბიოფსია ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის ჩატარების  საშუალებას იძლევა.  არსებობს ნაწლავის ფრაგმენტის მიღების ორი გზა — ბრმა ასპირაციული ბიოფსია  და გამიზნული ბიოფსია, რომელიც ენდოსკოპიის დროს ხორციელდება. ორივე სახის ბიოფსიის ჩვენებები სხვადასხვაა — ბრმა ბიოფსია, ნაწლავის დიფუზურ დაზიანებაზე ეჭვისას გამოიყენება, გამიზნული ბიოფსია იგივე   სიტუაციებშიც შეიძლება ჩატარდეს, მაგრამ განსაკუთრებით სიმსივნეზე, კრონის დაავადებაზე, ტუბერკულოზზე ეჭვისას ტარდება.

ნაწლავის ლორწოვანის მდგომარეობის შესაფასებლად შეიძლება სამი მეთოდის გამოყენება:

  1. სინათლის მიკროსკოპია, რაც ბიოპტატის ჩვეულებრივი ჰისტოლოგიური გამოკვლევის საშუალებას იძლევა, ასევე შესაძლებელია მასალის დამუშავების ჰისტოქიმიური მეთოდების გამოყენება.
  2. სტერეოსკოპიული მიკროსკოპია, რომელიც პრეპარატის სამ განზომილებაში შესწავლის საშუალებას იძლევა. რაც ლორწოვანის მოცულობითობის  შთაბეჭდილებას ტოვებს.
  3. ელექტრონული მიკროსკოპია, ლორწოვანის ულტრასტრუქტრული ცვლილებების შესასწავლად.

 ლორწოვანის მორფოლოგიური გამოკვლევა ნაწლავების დაზიანების ძირითადი ნოზოლოგიური ფორმების დიაგნოსტიკის გადამწყვეტი მეთოდია.

სიცოცხლეშივე, მსხვილი ნაწლავის შეცვლილი ქსოვილების პათომორფოლოგიური  შესწავლა, ბევრ ურთიერთდაკავშირებული კლინიკური საკითხის გადაწყვეტის საშუალებას იძლევა.  ბიოფსია, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია  ახალწარმონაქმნების ბუნების ამოსაცნობად. აუცილებელია კიბოს დიაგნოზის მიკროსკოპიული დადასტურება, რათა ანთებითი დაავადებებისა და კეთილთვისებიანი სიმსივნეების დროს, თავიდან ავიცილოთ გაუმართლებელი ოპერაციები. სიმსივნური  ქსოვილების ჰისტოლოგიური გამოკვლევისას საზღვრავენ მის სტრუქტურას და უჯრედული ელემენტების დიფერენცირების ხარისხს, რაც დიაგნოსტიკაში ექიმის პოზიციებს ამყარებს და ოპერაციული ჩარევის მოცულობის განსაზღვრის საშუალებას იძლევა.

ბიოფსია ექიმს ნაწლავის ფუნქციონალური და ანთებითი დაავადებების ამოცნობაში ეხმარება. მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადებების დროს, ბიოფსია ნაწლავის კედელში პათოლოგიური პროცესის სიმძიმის ხარისხის ობიექტურად შეფასებისა და მკურნალობის ეფექტურობის კონტროლის საშუალებას იძლევა.

მსხვილი ნაწლავის დისტალური ნაწილებიდან მიკროსკოპიისათვის ქსოვილების აღება, ჩვეულებრივ რექტორომანოსკოპიის ჩატარების დროს ხორციელდება. ბიოფსია, ენდოსკოპიურ კოლოპროქტოლოგიურ ნაკრებში შემავალ სხვადასხვა ხელსაწყოთი შეიძლება ჩატარდეს. რიგ შემთხვევებში მნიშვნელოვანია დაზიანების საზღვრიდან ქსოვილების აღება. ავთვისებიანი სიმსივნის შესასწავლად ქსოვილს სიმსივნის კიდიდან, შეუცვლელი ლორწოვანის საზღვართან იღებენ.

ლორწოვანი გარსის ბიოფსიის დროს ისეთ უბანს ირჩევენ, რომელიც გამოსულია ნაწლავის სანათურში. მიღებული ქსოვილის ნაჭერს ნეიტრალური ფორმალინის 10% ხსნარში აფიქსირებენ. ბიოფსია — ქირურგიული მანიპულაციაა, რომელიც ზუსტ შესრულებას, ჰემოსტაზის კონტროლსა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას მოითხოვს.

ლორწოვანი გარსის ან სიმსივნური ქსოვილის ამოღების ადგილიდან სისხლდენა ჩვეულებრივ მცირეა და თავისთავად წყდება. გაცილებით ძლიერ სისხლდენას კი წყალბადის ზეჟანგის, ადრენალინის, ამინოკაპრონის მჟავას ხსნარში დასველებული დოლბანდის ბურთულის მიჭერით აჩერებენ, ან იყენებენ ელექტროკოაგულაციას.

ციტოლოგიური გამოკვლევა

ნაწლავის შიგნითა ზედაპირიდან მიღებული გამონაყოფის ციტოლოგიური გამოკვლევა, თავისი ინფორმატიულობით ჰისტოლოგიურ გამოკვლევას ჩამორჩება, მაგრამ თუ ბიოპსიის ჩატარება შეუძლებელია, ციტოლოგიურ გამოკვლევას კოლოპროქტოლოგიურ პრაქტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ციტოდიაგნოსტიკას ავთვისებიანი დაზიანების სწრაფი დაზუსტების მიზნით შეუფასებელი დახმარების გაწევა შეუძლია.

ციტოდიაგნოსტიკისთვის მასალის აღება, ჩვეულებრივ რექტორომანოსკოპიდან ხდება. გამონაყოფს აპარატის ტუბუსის გავლით, ნაწლავის სანათურში შეყვანილი გრძელ  ხელსაწყოზე პატარა დოლბანდის ტამპონის მეშვეობით იღებენ და შემდგომი შესწავლისათვის გადააქვთ უცხიმო სასაგნე მინაზე.

________________________________________

გადასვლა >>> ,,კოლოპროქტოლოგია

.

კოლოპროქტოლოგიური ულტრაბგერითი გამოკვლევა

$
0
0

კოლოპროქტოლოგიური ულტრაბგერითი გამოკვლევა

ულტრასონოგრაფია კოლოპროქტოლოგიაში არის გამოკვლევის მეთოდი, რომელიც განსაკუთრებული მომზადებისა და დიდი ტექნიკური სიძნელეების გარეშე, სწორი ნაწლავისა და მეზობელი ორგანოების მდგომარეობის განსაზღვრის  საშუალებას იძლევა >>>

თანამედროვე ულტრასონოგრაფია, კოლორექტალური კიბოს დიაგნოსტიკის ღირებული მეთოდია, რომელიც კიბოს გავრცელების ხარისხის შეფასების, ასევე ლიმფურ კვანძებსა და  ღვიძლში  მეტასტაზების არსებობაზე მსჯელობის  საშუალებას იძლევა. ენდორექტალური გადამცემისა  და ულტრაბგერითი კოლონოსკოპიის  გამოყენება ობიექტური დიაგნოსტიკის შესაძლებობების გაფართოების საშუალებას იძლევა.

სწორი ნაწლავისა და კოლინჯის ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს, შესაძლოა განხორციელდეს გარეგნულად კეთილთვისებიანი ადენომების მდგომარეობის შეფასება, კიბოს დროს ნაწლავის კედლის სიმსივნური ინვაზიის განსაზღვრა, ასევე ნაწლავის მიმდებარე ლიმფური კვანძების მდგომარეობის შეფასება.

ინტრაოპერაციული ულტრასონოგრაფია არის მეთოდი, რომელიც (ტრანსაბდომინალურ ულტრასონოგრაფიასთან კომპლექსში გამოყენების დროს) ავთვისებიანი პროცესის გავრცელების განსაზღვრის, ღვიძლში კეროვანი წარმონაქმნების დიფერენციალური დიაგნოსტიკის დიდი სიზუსტით ჩატარების საშუალებას იძლევა.

მსხვილი ნაწლავის კიბოთი დაავადებულ ავადმყოფებში, ღვიძლის მეტასტაზური დაზიანების დროს, ინტრაოპერაციული ულტრასონოგრაფიის დიაგნოსტიკის სიზუსტე 99,2% შეადგენს.

ულტრაბგერითი გამოკვლევის ორი მეთოდიკის კომბინირებულად გამოყენება (მუცლის წინა კედლიდან და ენდორექტალურად) სწორ ნაწლავში ანთებითი და სიმსივნური პროცესების (დისტალური არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი- კიბო) დიფერენციალური დიაგნოსტიკის ჩატარებაში გვეხმარება.

მწვავე პარაპროქტიტის დროს ოპერაციამდელ ეტაპზე,  ულტრაბგერითი გამოკვლევა,  ქსოვილებში ანთებითი პროცესების ადრეული გამოვლინებების, ფისტულის შიგნითა ხვრელის,  სფინქტერების ბოჭკოებთან მიმართებაში ფისტულის არხის მდებარეობის, სწორი ნაწლავის კედლის პროცესში ჩართვის დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა. ამ მიზნებისთვის ტრანსაბდომინალურ და ენდორექტალურ მიდგომასთან ერთად ასევე, შორისის მხრიდან მიდგომა გამოიყენება. ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი თანაბრად, ქრონიკული პარაპროქტიტის ( სწორი ნაწლავის ფისტულის) დიაგნოსტიკას  მიეკუთვნება.

პარარექტალური ქსოვილების არაორგანული სიმსსივნეების დიაგნოსტიკაში, რომლებსაც სწორი ნაწლავის სიმსივნის სიმულირება შეუძლიათ  დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ულტრაბგერით გამოკვლევას. დიაგნოსტიკის სიზუსტე 90% შეადგენს.

მუცლის წინა კედლიდან გამოკვლევისას საზღვრავენ წარმონაქმნის ზომებს, ზედა პოლუსის მდებარეობას, რაც მნიშვნელოვანია ოპერაციული მიდგომის შესარჩევად, გამოვლინდება შარდსაწვეთების მენჯის ნაწილებთან, შარდის ბუშტთან ურთიერთობა.

ენდორექტალური ულტრასონოგრაფიის საშუალებით შესაძლებელია მცირე ზომის  წარმონაქმნების დიაგნოსტიკა, ლევატორებთან მიმართებაში გაცილებით ზუსტი ტოპიკური დიაგნოსტიკა,  ასევე სწორი ნაწლავის კედელში სიმსივნის ჩაზრდის განსაზღვრა.

ულტრასონოგრაფია არის მეთოდი, რომელიც განსაკუთრებული მომზადებისა და დიდი ტექნიკური სიძნელეების გარეშე, სწორი ნაწლავისა და მეზობელი ორგანოების მდგომარეობის განსაზღვრის  საშუალებას იძლევა, რაც განსაკუთრებით ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკისთვისაა მნიშვნელოვანი (არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება) დივერტიკულოზი და სხვ. დიაგნოსტიკის სიზუსტე უმეტესწილად, მიღებული მონაცემების სწორ ინტერპრეტაციასა და გამომკვლევის გამოცდილებაზეა დამოკიდებული.

________________________________________

გადასვლა >>> ,,კოლოპროქტოლოგია

.

 

პროდუქცია ბავშვებისთვის

$
0
0

პროდუქცია ბავშვებისთვის

დღეისათვის ბაზარზე არსებული საბავშვო პროდუქციის საკმაოდ ფართო არჩევანია, თუმცა სპეციალისტის დახმარების გარეშე  ხშირად ძნელია სასურველი საქონლის შერჩევა. წინამდებარე გვერდზე მოცემულია ინფორმაცია, როგორ გავაკეთოთ არჩევანი და სად შევიძინოთ ბავშვისათვის საჭირო ესა თუ ის  ნივთი >>> 

ბავშვის კვება 

  • როგორ შევარჩიოთ ბოთლი
  • როგორ შევარჩიოთ საბავშვო ჭურჭელი
  • კონტეინერები ბავშვის საკვებისათვის
  • ბავშვთა კვება – მზადდება: ნესტლე; ჰუმანა; ჰიპი; ნუტრილაკი; ვინი; ფემილაკი.

ბავშვის მოვლა

სხვადასხვა

 

_______________________________________

გადასვლა>>> ,,ბავშვი”

პირველი წიგნები

$
0
0

პირველი წიგნები

ჩვენს საიტზე ბავშების საკითხავის შესახებ რამდენიმე სტატიის წაკითხვა შეიძლება. ამჯერად გთავაზობთ იმ წიგნების ჩამონათვალს, რომლებიც იმ პატარებისთვისაა განკუთვნილი, რომლებმაც კითხვა არ იციან, თუმცა მშობელს აქვს სურვილი ბავშვი ამ ასაკიდანვე შეაჩვიოს წიგნთან ურთიერთობას.
ჩვენს წიგნის მაღაზიებში 2-5 წლის ბავშვების განსავითარებელი ყველა სახის გამოცემის ნახვა შეიძლება. მათი უმეტესობა მუყაოს ფურცლებითაა აკინძული, რათა თამაშში გართულმა, წიგნსშეუჩვეველმა ბავშვმა ის არ დააზიანოს ან თავად ბავშვმა არ მიიღოს დაზიანება თხელი ფურცლის ბასრი ნაპირებისგან. ასევე ყველა ხარისხიან გამოცემას ახლავს დადასტურება, რომ ფურცლები ბუნებრივი მასალისგანაა დამზადებული და გამოყენებულია მხოლოდ ჯანმრთელობისთვის არასაზიანო საღებავი.

კუბიკები
ყველა ბავშვისთვის ნაცნობი და საყვარელი გასართობი. ეცადეთ, ისეთი ნაკრები შეარჩიოთ, რომელსაც გვერდებზე ცხოველები, ანბანი ან სხვა ნახატები ახატია. შესთავაზეთ ბავშვს კუბიკები ფერების მიხედვით ან თემატურად დაალაგოს. მაგალითად, ცხოველები, ფრინველები და ასე შემდეგ.

გასაფერადებელი
ხატვა ყველა ბავშვს უყვარს. ხატავენ თავისებურად, ფერებისა და ფორმების განსაკუთრებული აღქმით. ასეთ დროს ძალიან გარგია გასაფერადებლები. ეცადეთ, ისეთი გასაფერადებელი შეარჩიოთ, რომელსაც მსხვილკონტურიანი ნახატი ექნება, ხოლო ეს ნახატი თქვენი ბავშვისთვის ნაცნობი პერსონაჟი, ცხოველი ან სხვა რამ იქნება. ცხადია, ნახატზე გამოსახული ფიგურა ან პერსონაჟი პოზიტიურ განწყობას უნდა ტოვებდეს. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ გასაფერადებელი მასალა ბუნებრივ საფუძველზე უნდა იყოს დამზადებული. ასეთი ფანქრები ან მარკერები წიგნის მაღაზიების საბავშვო განყოფილებაში იყიდება.

სტიკერებიანი წიგნები
არის გამოცემები, რომლებსაც ე.წ. მრავალჯერადი სტიკერები მოჰყვება. ანუ კონტურებით დახატული გამოსახულებას

ვავსებთ არა ფერადი ფანქრებით, არამედ მზა შაბლონებით (როგორც წესი, მაგნიტური). ზოგი მსგავსი გამოცემა არჩევანის საშუალებას იძლევა. ვთქვათ, გოგონას კონტურს შეგვიძლია სხვადასხვა ფერისა და ფორმის კაბა ან ვარცხნილობა მოვარგოთ და ასე შემდეგ. ასეთი წიგნების გამოყენება ბავშვისთვის მახსოვრობის გასავარჯიშებლადაც შეგვიძლია. დაე, დაიმახსოვროს, რა ფერის კაბა ეცვა დახატულ გოგონას, შემდეგ კაბა \”გახადეთ\” და ბავშვს სთხოვეთ, იგივე ტანსაცმელი მოარგოს.

ილუსტრირებული ლექსიკონი
1-დან 3 წლამდე ბავშვი სიტყვების გარკვეულ მარაგს აგროვებს, დროთა განმავლობაში კი საგნების კლასიფიცირებას ახერხებს. სწავლობს, რომ ცხენი ცხოველია, ჯამი კი ჭურჭელი. სწორედ ამ დროს უნდა დაიხმაროთ პირველი ლექსიკონი, სადაც სიტყვები ილუსტრაციებთან ერთადაა მოცემული. მაგალითად, ხატია სხვადასხვა სახის ბოსტნეული და მიწერილი აქვთ მთელი სიტყვა ან პირველი ასო. დაახლოებით იგივე დატვირთვა აქვს თემატურ ილუსტრირებულ ლექსიკონებსაც, მაგალითად, სოფელზე, მეკობრეებზე, აფრიკაზე, ოკეანის სიღრმეებზე და ასე შემდეგ.

პაზლები
პაზლები ბავშვებს არა მხოლოდ ართობს, არამედ დიდი ხნის განმავლობაში აკავებს კიდეც, რაც თქვენც მოგცემთ განტვირთვის საშუალებას. არსებობს ხის პაზლები: სიბრტყეზე ამოჭრილია ფიგურები, რომლებსაც ბავშვმა შესაბამისი ფორმის დეტალი უნდა მოარგოს. ამ პაზლის შევსების შემდეგ პატარა სიუჟეტს ვიღებთ. ცხადია, საუკეთესო ვარიანტია კლასიკური პაზლები. მათ სპეციალურად სქელი მუყაოსგან ამზადებენ და ნაწილების რაოდენობაც ნაკლებია (მაქსიმუმ 10-12). ეცადეთ, ბავშვისთვის კარგად ნაცნობი გამოსახულების მქონე პაზლი აარჩიოთ, რათა მისი აწყობა არ გაუჭირდეს და საქმე შუა გზაზე არ მიატოვოს

აღებულია: http://skolebi.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/news/1376391184

____________________________________

გადასვლა>>> ,,ბავშვი”

Viewing all 4391 articles
Browse latest View live