Quantcast
Channel: www.medgeo.net
Viewing all 4381 articles
Browse latest View live

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი / TAMSULOZIN HYDROCHLORIDE

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ტამსულოზინი/tamsulosin

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული მოშარდვის ფუნქციონალურ დარღვევბის დროს გამოსაყენებელი პრეპარატი,
ალფა1- ადრენობლოკატორები

შემადგენლობა
პრეპარატი ტამსულოზინის კაფსულები, USP 0,4მგ (TAMSULOZIN CAPSULES, USP 0,4მგ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ტამსულოზინის ჰიდროქლორიდს.
ჩვენებები
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია. (სიმპტომური სამკურნალო საშუალება,შარდის გამოყოფის დარღვევების მკურნალობა)

მიღების წესები და დოზები
მიიღება შიგნით დღეში ერთჯერ 0.4მგ. სასურველია პირველი კვების შემდეგ. კურსის ხანგრძლივობა შეუზღუდავია.
თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის უკმარისობას არ საჭიროებს დოზის კორექციას.

გვერდითი მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად შემთხვევებში თავბრუსხვევა, ერთეულ შემთხვევებში ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია.
ცნს-ისა მხრივ: იშვიათ შემთხვევებში: ასთენია, თავის ტკივილი, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა;
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: იშვიათად აღინიშნება რეტროგრადული ეაკულაცია;
ალერგიული რეაქციები: ერთეულ შემთხვევებში კანზე გამონაყარი, ქავილი, ანგიობენროტული შეშუპებები.

უკუჩვენება
ორთოსტატიკური ჰიპოტენზია;
ღვიძლის გამოქატული ქრონიკული უკმარისობა;
მომატებული მგრძნობელობა ტამსულოზინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის გამოხატული დარღვევების მქონე პაციენტებში, აგრეთვე იმ პაციენტებში რომლებიც მიდრეკილები არიან არტერიული ჰიპოტენზიისადმი.

ტამსულოზინით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი გამოკვლეულ უნდა იქნეს სხვა ისეთი დაავადებების გამოსარიცხავად, რომლებიც იწვევენ წინამდებარი ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მსგავს სიმპტომებს.
მკურნალობის პერიოდში თავი უნდა შევიკავოთ ისეთი ქმედებებისაგან რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცეტრირებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
სხვა ალფა1-ადრენორეცეპტორებთან ერთდოული მიღების შემთხვევაში შესაძლებელია ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება. დიკლოფენაკი და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები აძლიერებენ ტამსულოზინის ელიმინაციის სიჩქარეს.
სხვა ალფა1-ადრენორეცეპტორებმა, აცეტილქოლინესტერაზის ინჰიბიტორებმა, ალპროსტადილმა, დიურეტიკებმა, ანესთეტიკებმა, ლევოდოპამ, ანტიდეპრესანტებმა, ბეტა-ადრენობლოკატორებმა, მიორელექსანტებმა, ნიტრატებმა და ეთანოლმა ერთდროული მირებისას შეიძლება გამოიწვიონ ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 20-25°С ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: 0.4მგ კაფსულა №500

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: Wockhardt Limited, ინდოეთი

გაფრთხილება


ტანაკანი – TANAKAN

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება: GINKCO BILOBA

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:
თავის ტვინისა და პერიფერიული სისხლმიმოქცევის გამაუმჯობესებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 90 ც
1 ტაბ.
გინკგო ბილობას სტანდარტიზებული ექსტრაქტი (EGb  761)……  40 მგ
სხვა ინგრედიენტები:

ლაქტოზა ………………………………………… 82 მგ
მონოკრისტალური ცელულოზა ………………… 50 მგ
სიმინდის სახამებელი …………………………… 37 მგ
სილიციუმის კოლოიდური ანჰიდრიდი ………… 28 მგ
მაგნიუმის სტეარატი …………………………….. 1.25 მგ
პოლიეთილენგლიკოლი ………………………… 400-1.500 მგ
მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა …………. 6 მგ
ტიტანის დიოქსიდი …………………………….. 1.025 მგ
რკინის წითელი ოქსიდი ……………………….. 0.65 მგ

ხსნარი პერორალურად მიღებისათვის: ფლაკონში 30 მლ
1 მლ
გინკგო ბილობას სტანდარტიზებული ექსტრაქტი (EGb  761)…… 40 მგ
სხვა ინგრედიენტები:

ნატრიუმის საქარინი ……………….. 0.5 მლ
ფორთოხლის ხსნადი ესენცია ……… 0.75 მლ
ლიმონის ხსნადი ესენცია ………….. 0.75 მლ
ეთილის სპირტი (95%) …………… 59 მლ
გამოხდილი წყალი………………….. 100 მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტანაკანი წარმოადგენს სტანდარტიზირებულ და გატიტრულ მცენარაული წარმოშობის პრეპარატს, რომელსაც გააჩნია დადებითი ზემოქმედება უჯრედებში მიმდინარე ნივთიერებეთა ცვლის პროცესებზე, სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე, მიკროცირკულაციაზე და ვაზომოტორულ რეაქციებზე. პრეპარატი აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლმიმოქცევას, ჟანგბადისა და გლუკოზის უტილიზაციას და ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას. იგი აძლიერებს მეტაბოლურ პროცესებს, ახასიათებს ქსოვილებზე ანტიჰიპოქსიური მოქმედება, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას და უჯრედული მემბრანების არსებული ლიპიდების ზეჟანგვით დაჟანგვას. ტანაკანს ახასიათებს კარგად გამოხატული შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება,როგორც თავის ტვინის დონეზე, ასევე პერიფერიაზე. იგი მონაწილეობს ნეირომედიატორების (ნორადრენალინი, დოპამინი, აცეტილქინოლინი) გამონთავისუფლების, უკუმიტაცების, კატაბოლიზმის და მემბრანულ რეცეპტორებთან მათი შეკავშირების პროცესებში.
ახასიათებს არტერიებზე, ვენებზე, კაპილარებზე ვაზომარეგულირებელი მოქმედება.

ჩვენებები:
სხვადასხვა გენეზის დისცირკულატორული ენცეფალოპაცია (ხანდაზმულ ასაკში, თავის ტვინში სისხლჩაქცევის შემდეგ. შემდგომში მეხსიერებისა და/ან ინტელექტუალური შესაძლებლობის დაქვეითებით, ქალა-ტვინის ტრავმები, ძილის დარღვევა;
პერიფერიული სისხლმიმოქცევის და მიკროცირკულაციის მოშლა, მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათიები, რეინოს სინდრომი;
ნეიროსენსორული დარღევევები (თავბრუსახვევა, ყურებში შუილი, ჰიპოაკუზია, ხანდაზმულობით გამოწვეული ყვითელი ლაქას დეგენერაცია, დიაბეტური პოლინეიროპათია);
ასთენიური მდგომარეობა, გამოწვეული თავის ტვინის ტრავმული დაზიანებით და ნევროზით გამოწვეული დეპრესია.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებს ენიშნებათ 1 ტაბლეტი ან 1 მლ ხსნარი პერორარულად მისაღებად 3-ჯერ დღეში ჭამის დროს (120 მგ/ დღეში).
ასთენიური დარღვევების მკურნალობის დროს პრეპარატის ოპტიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 240 მგ – 2 ტაბლეტი, ან 2 მლ პერორალური ხსნარი 3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად აღინიშნება საჭმლის მონელების დარღვევა, კანის ალერგიული რეაქციები, თავის ტკივილი.

უკუჩვენებები: დადგენილი არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება.

ჭარბი დოზირება: არ ინიშნება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: დადგენილი არ არის.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: ტაბლეტები – 4 წელი; ხსნარი – 3 წელი.

მწარმოებელი: BEAUFOUR  IPSEN INTERNATIONAL, საფრანგეთი

გაფრთხილება

ტანკოფეტო / TANCOFETO

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ვანკომიცინი/vancomycin

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლიკოპეპტიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები

გამოშვების ფორმა: 1 გრ ფლაკონი #1

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: SmithKline group of companies,  რუმინეთი

გაფრთხილება

ტანტუმ ვერდე / TANTUM VERDE

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ბენზიდამინ ჰიდროქლორიდი/ benzydamine hydrochloride

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების არასტეროიდული საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის

შემადგენლობა
1 საწუწნ ტაბლეტზე:
აქტიური ინგრედიენტი – ბენზიდამინ ჰიდროქლორიდი – 3 მგ
შემავსებლები: იზომალტოზა, მენთოლი, ასპარტამი, ლიმონმჟავის მონოჰიდრატი, პიტნის დანამატი, ლიმონის დანამატი, ქინოლინის ყვითელი (E 104), ინდიგოტინი (E 132).
– დოზირებული 0.15 % სპრეის 100 მლ-ზე:
აქტიური ინგრედიენტი – ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს – 0.15 გ
შემავსებლები: ეთილის სპირტი, გლიცეროლი, მეთილ-რ-ჰიდროქსიბენზოატი, მენთოლის დანამატი, საქარინი, ნატრიუმის ბიკარბონატი, პოლისორბატი 20, გაწმენდილი წყალი.
– ადგილობრივი გამოყენების ხსნარის 100 მლ შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტი: ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი – 0.15 გ
შემავსებლები: ეთილის სპირტი, გლიცეროლი, მეთილ-რ-ჰიდროქსიბენზოატი, მენთოლის დანამატი, საქარინი, ნატრიუმის ბიკარბონატი, პოლისორბატი 20, ქინოლინის ყვითელი (E 104), დაპატენტებული ცისფერი V (E-131), გაწმენდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბენზიდამინი წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატს. მიეკუთვნება ინდოზოლების ჯგუფს. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია უჯრედოვანი მემბრანების სტაბილიზაციასთან და პროსტოგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან.
ადგილობრივი გამოყენებისას პრეპარატი კარგად აბსორბირდება ლორწოვანი გარსით და აღწევს ანთებით ქსოვილებში.
ბენზიდამინი გამოიდევნება თირკმელებითა და კუჭნაწლავით.

ჩვენებები
ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებები:
– გინგივიტი, გლოსიტი, სტომატიტი (სხივური და ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდის ჩათვლით);
– ანგინა, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი;
– კანდიდოზი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
– კალკულოზური სანერწყვე ჯირკვლების ანთება.
– ოპერაციული ჩარევებისა და ტრავმების შემდეგ (ტონზილექტომია, ყბის მოტეხილობა და ა.შ.);
– კბილების მკურნალობისა ან ამოღების შემდეგ;
– პაროდონტოზი;
ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას აუცილებელია ტანტუმ ვერდეს გამოყენება კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში.

მიღების წესები და დოზები
საწუწნი აბები: 1 აბი 3-4 ჯერ/დღე-ღამეში. აბი უნდა გაიჩეროთ პირის ღრუში მის სრულ დადნობამდე (მეტი ეფექტისათვის სასურველია მაქსიმალურად დიდხანს).
ადგილობრივი გამოყენების ხსნარი: გამოიყენება პრეპარატის 15 მლ (1 სუფრის კოვზი) ყელისა თუ პირისღრუს გამოსავლებად ყოველ 1.5-3 საათში ერთხელ ტკივილის მოხსნის მიზნით. გამოვლების შემდეგ ხსნარი უნდა გადმოაფურთხოთ.
დოზირებული სპრეი ადგილობრივი გამოყენებისათვის 0.15 %: მოზრდილებში და ასაკოვან ავადმყოფებში ინიშნება 4-8 დოზა (“შესხურვა”) ყოველ 1.5-3 საათში ერთხელ. 6-12 წლის ასაკის ბავშვებისათვის – 4 დოზა, 6 წლამდე ბავშვებისათვის – 1 დოზა სხეულის მასის ყოველ 4 კგ-ზე (მაქსიმუმ – 4 დოზა) ყოველ 1.5-3 საათში ერთხელ.
სპრეის გამოყენების მიზნით: მოიმარჯვეთ მოწყობილობა, შეიყვანეთ პირის ღრუში და დაუმიზნეთ ანთებულ არეს; დააჭირეთ თავსახურს (რომელიც აღნიშნულია ისრით).

გვერდითი მოვლენები
ადგილობრივი რეაქციები: პირის სიმშრალე, ქსოვილების დაბუჟება და/ან წვის შეგრძნება პირის ღრუში.
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი.
ძალიან იშვიათად: ლარინგოსპაზმი.

უკუჩვენება
– პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ გაზრდილი მგრძნობიარობა;
– 12 წლამდე ასაკის ბავშვები(ხსნარის მიღებისათვის);
– ფენილკეტონურია (აბების მიღებისათვის).

ორსულობა და ლაქტაცია
შესაძლებელია პრეპარატის ხსნარის, სპრეის სახით გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციისას (ძუძუთი კვების). დანარჩენ შემთხვევებში გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან

განსაკუთრებული მითითებები
თუ ხსნარის მიღებისას აღინიშნება წვის შეგრძნება, საჭიროა წინასწარ მისი წყლის ორმაგი რაოდენობით გაზავება. მოერიდეთ სპრეის თვალში მოხვედრას.

ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვაზე ზემოქმედება:
პრეპარატის გარეგანი გამოყენება არ ახდენს ზემოქმედებას ავტოტრანსპორტის მართვის უნარზე ან სხვა სახის საქმიანობაზე, რომელიც საჭიროებს ყურადღების კონცენტრირებას.

ჭარბი დოზირება
ამჟამად არ არსებობს ინფორმაცია პრეპარატ ტანტუმ ვერდეს დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის გამოვლენილი პრეპარატ ტანტუმ ვერდეს კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთმოქმედება სხვა პრეპარატებთან.

შენახვის პირობები და ვადები
საწუწნი აბები – ტემპერატურა არაუმეტეს 25ºC, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
ადგილობრივი გამოყენების ხსნარი – ტემპერატურა არაუმეტეს 25ºC, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
დგილობრივი გამოყენების დოზირებული სპრეი – ტემპერატურა არაუმეტეს 25ºC, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
საწუწნი ტაბლეტები – 4 წელი;
ადგილობრივი გამოყენების ხსნარი – 4 წელი;
დოზირებული სპრეი 0.15% ადგილობრივი გამოყენებისათვის – 4 წელი;

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ანჟელინი ფრანჩესკო, იტალია

გაფრთხილება

ტანტუმ როზა / TANTUM ROSA

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ბენზიდამინ ჰიდროქლორიდი/ benzydamine hydrochloride

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების არასტეროიდული საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის

შემადგენლობა
ვაგინალური ხსნარის მოსამზადებელ ერთ პაკეტზე:
აქტიური ნივთიერება – ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი – 0,500 გ;
შემავსებლები: ტრიმეთილაცეტილამონიუმ-პ-ტოლუენსულფონატი – 0,1 გ,
პოვიდონი – 0,044 გ, ნატრიუმ ქლორიდი – 8,8 გ
აღწერა: ვაგინალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი – ერთგვაროვანი თეთრი გრანულები დაგროვებებისა და უცხო სხეულების გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბენზიდამინი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელიც მიეკუთვნება ინდაზოლების ჯგუფს. ბენზიდამინს გააჩნია ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური და ანალგეტიკური მოქმედება, ასევე ახასიათებს ჰისტოპროტექტორული აქტივობა. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია უჯრედის მემბრანების სტაბილიზაციასთან და პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან. ბენზიდამინი ახდენს ანტიბაქტერიულ მოქმედებას მიკროორგანიზმების მემბრანების გავლის ხარჯზე უჯრედების სტრუქტურის მომდევნო დაზიანებით, მეტაბოლური პროცესების და უჯრედის ლიზისის დარღვევით.

ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივად გამოყენებისას პრეპარატი კარგად შეიწოვება ლორწოვანი გარსის მიერ და სწრაფად აღწევს ანთებულ ქსოვილებში. პრეპარატის ექსკრეცია ძირითადად ხდება მეტაბოლიტების ან კონიუგაციის პროდუქტების სახით თირკმელებისა და ნაწლავების გავლით.

ჩვენებები
• ბაქტერიული ვაგინოზი;
• სპეციფიური ვულვოვაგინიტები (კომპლექსურ თერაპიაში);
• არასპეციფიური ვულვოვაგინიტები და ცერვიკოვაგინიტები ნებისმიერი ეტიოლოგიის, ქიმიოთერაპიის და რადიოთერაპიის ფონზე ხელმეორედ განვითარებულების ჩათვლით;
• ოპერაციულ გინეკოლოგიაში ოპერაციამდელი და ოპერაციის შემდგომი გართულებების პროფილაქტიკა;
• მშობიარობის შემდგომ პერიოდში როგორც ჰიგიენური საშუალება.

მიღების წესები და დოზები
ინტერვაგინალური.
ვაგინალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი: ერთი პაკეტი უნდა გაიხსნას 500 მლ წყალში.
ბაქტერიული ვაგინოზისას: უნდა მოხდეს შესხურება დღეში 1-2-ჯერ 7-10 დღის განმავლობაში; არასპეციფიური ვულვოვაგინიტების და ნებისმიერი ეტიოლოგიის ცერვიკოვაგინიტების შემთხვევაში, ქიმიოთერაპიისა და რადიოთერაპიის ფონზე ხელმეორედ განვითარებულების ჩათვლით, სპეციფიური ვულვოვაგინიტების: კომპლექსური თერაპიით 2-ჯერ დღეში, არაუმცირეს 10 დღის განმავლობაში;
ოპერაციულ გინეკოლოგიაში ოპერაციამდე/ოპერაციის შემდგომი გართულებების პროფილაქტიკისას და მშობიარობის შემდგომ პერიოდში: როგორც ჰიგიენური საშუალების გამოყენების შემთხვევაში დღეში ერთხელ 3-5 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები
ტანტუმ როზას გამოყენებისას რაიმე არასასურველი ეფექტები გამოვლენილი არ არის.

უკუჩვენება
• პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;
• ასაკი 12 წლამდე.

სიფრთხილით:
პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობა. ყურადღება: არ გამოიყენოთ პრეპარატი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. თუ არ არის გაუმჯობესება – მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის (ბავშვის ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი.

განსაკუთრებული მითითებები
ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს ტანტუმ როზას მიღება რეკომენდირებულია კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში.

ავტომანქანისა და სხვა მექნიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
პრეპარატის გამოყენება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის მართვის უნარზე, ან სხვა პოტენციურად საშიშ მოქმედებაზე, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კლინიკური თვალსაზრისით ბენზიდამინის მნიშვნელოვანი ურთიერთმოქმედება სხვა წამლებთან არ აღინიშნება

შენახვის პირობები და ვადები
სია ბ
ვაგინალური ხსნარი: ტემპერატურა არა უმეტეს25ºC, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
ვაგინალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი: ტემპერატურა არა უმეტეს 25ºC, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
ვაგინალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი – 5 წელი

გამოშვების ფორმა: 500 მგ ვაგინალური ხსნარის მოსამზადებელი გრანულები პაკეტი №10

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ანჟელინი ფრანჩესკო, იტალია

გაფრთხილება

ტარაგონი –ორალური წვეთი / Tarragon Oral Drop

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

წამლის ფორმა: ორალური წვეთები 15 მლ

შეფუთვა
15 მლ-იანი ფლაკონი საწვეთურით მუყაოს ყუთში

ჩვენებები
• მადისმომგვრელი
• სლოკინის შემსუბუქება

შემადგენლობა:
ტარხუნის  ეთერზეთი (Artemisia dracunculus)
მოქმედი ნივთიერებები
ესტრაგოლი, მეთილხავიკოლი, ფელანდრენი, ოციმინი

ფარმაკოლოგიური ეფექტები და მოქმედების მექანიზმი
ტარხუნა მონაწილეობს ინსულინის სასიგნალო პროცესში.  ტარხუნა ცნობილია, როგორც ზოგადი მასტიმულირებელი და საჭმლის მონელების ხელისშემწყობი, მადისმომგვრელი და სლოკინის შემამსუბუქებელი საშუალება.

დოზირება და მიღების წესი
მადის სტიმულირებისთვის: 3 ჯერ დღეში, ჭამამდე,  მიიღეთ  10-20 წვეთი ყოველ ჯერზე, სითხესთან ერთად.
სლოკინისთვის:  გადაყლაპეთ, შაქრის კუბიკის ნატეხი, რომელიც 1-2 წვეთი ტარაგონის ორალური წვეთით არის დასველებული.
არ უნდა იქნეს მიღებული, რეკომენდირებულზე მეტი რაოდენობით

უკუჩვენებები
ორსულობა;
4 წლამდე ბავშვები

გვერდითი მოვლენები
რეკომენდირებული რაოდენობით და სწორად გამოყენების შემთხვევაში არანაირი უარყოფითი ეფექტი არ გამოვლენილა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება არ გამოვლენილა. თუმცა, ტარხუნის შემცველმა პროდუქტებმა, შეიძლება გამოიწვიონ სისხლში გლუკოზის დონის დაწევა, სისხლის გათხელება და თრომბოციტების აგრეგაციის  დათრგუნვა. აქედან გამომდინარე, ტარხუნის და იმ აგენტების ერთდროულმა მიღებამ, რომლებიც ამცირებენ სისხლში გლუკოზას ან ანტიკოაგულანტების მიღებამ შესაძლოა გააძლიეროს მათი ეფექტები.

ორსულობის და ლაქტაციის დროს მიღება
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ მიიღება

დამატებითი შენიშვნები
• ტარაგონის ორალური წვეთები  შეინახეთ ბავშვების მხედველობის არეს მოშორებულ და მიუწვდომელ ადგილას.
• გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ კონტეინერს და შეინახეთ ეს სამკურნალო საშუალება სინათლისაგან მოშორებულ ადგილას  15-30°C ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: 15 მლ-იანი ფლაკონი #1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება

ტარაქსან D3 (ნატუროპათი) / Taraxan D3 (Naturopath)

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1.0 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს: Taraxacum officinale D3-ის 1.0 მლ წყალხსნარს, HAB-ის 5ბ და 11 სტატიის მიხედვით, (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა). დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმ ქლორიდის იზოტონიური ხსნარი

ჩვენება
– სისხლის და ქსოვილების დეტოქსიკაცია-დრენაჟი;
– საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები (მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, განსაკუთრებით საკვების მიღების შემდეგ, ყაბზობა, დიარეა)
– ვენოზური შეგუბებები (ბუასილი და სხვა)
– საშარდე სისტემა (ხშირი შარდვა, ღამის შარდვა, ენურეზი)

თვისებები
პრეპარატში შემავალი Taraxacum officinale მდიდარია ტანინებით, მწარე გლიკოზიდებით, განსაკუთრებით ტარაქსინით. მასში ასევე წარმოდგენილია ინულინი, ფრუქტოზა, ფლავონოიდები, კაროტინი, ვიტამინები С და B2, მინერალები და მიკროელემენტები. ბაბუაწვერა ოდითაგანვე გამოიყენებოდა საკვებში და ასევე როგორც ღვიძლისა და თირკმელის სამკურნალო საშუალება. ძირითადად ის ეფექტურია ღვიძლის (სიყვითლე), ნაღვლის ბუშტის და შარდსადენი სისტემის დაავადებების დროს; ცნობილია, როგორც სისხლის და ქსოვილების გამწმენდი საშუალება; ნაჩვენებია პაციენტებისათვის, ვისაც აღენიშნება ზიზღი ღორის ხორცის და ცხიმიანი საკვების მიმართ, აქვს გეოგრაფიული ენა და პირში მწარე გემო. ასევე გამოყენების ჩვენებაა: სახსრებში ტკივილი, მათ შორის პოდაგრული ართრიტი; კუნთებში და სახსრებში დაჭიმულობა; ვენოზური შეგუბება; ჩივილები ტკივილზე მუცლის ზედა არეში; ქავილი. ეს სიმპტომები უმჯობესდება ფიზიკურ აქტიურობაზე და უარესდება დასვენების, დაწოლის დროს ან ცივ, ნესტიან ამინდში. პრეპარატი ინიშნება ნებისმიერ დროს, როდესაც ნაჩვენებია დეტოქსიკაცია და დრენაჟი. ის თავსებადია ნებისმიერი ჯგუფის პრეპარატთან.

მიღების წესი და დოზირება: 1 ამპულა დღეში ერთხელ ი.მ., ი.ვ. ან კანქვეშ

გვერდითი მოქმედებები: ცნობილი არ არის

უკუჩვენებები: სანაღვლე გზების, შარდსადინარების ობსტრუქცია და ნაწლავების გაუვალობა.

გამოშვების ფორმა: 2.0 მლ ამპულა N10 და N50

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება

ტარდი / TARD

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ნორადრენალინი/norepinephrine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დოპამინომიმეტური და ადრენომიმეტური საშუალებები

შემადგენლობა
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო ხსნარი.
შემადგენლობა:
სტერილური კონცენტრატის 1 მლ შეიცავს:
ნორადრენალინის ჰიდროტარტრატს – 2 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ნატრიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ტარტრატის დიჰიდრატი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნორადრენალინს ახასიათებს პირდაპირი მოქმედება ალფა1- და ბეტა1-ადრენორეცეპტორებზე, უმნიშვნელო მოქმედება ალფა2- და ბეტა2-ადრენორეცეპტორებზე. იგი მცირე კონცენტრაციითაც კი იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას და არტერიული წნევის მომატებას (სისტოლური და დიასტოლური).
მისი კარდიოტროპული მოქმედება განპირობებულია ბეტა1-ადრენორეცეპტორების სტიმულაციით. იგი იწვევს გულის წუთმოცულობის ზრდას, არტერიული წნევის მომატების შედეგად იზრდება პერფუზიული წნევა კორონარულ არტერიებში, აგრეთვე იზრდება სისხლძარღვების პერიფერიული წინააღმდეგობა და ცენტრალური ვენური წნევა.
ნორადრენალინის გავლენით მცირდება სისხლის მიმოქცევა თირკმლის, ღვიძლისა და მეზენტერიალურ სისხლძარღვებში.
იგი უმნიშვნელოდ მოქმედებს მიოკარდიუმის მიერ ჟანგბადის მოთხოვნილებაზე, რაც განაპირობებს ადრენალინთან შედარებით მცირედ გამოხატულ არითმოგენულ მოქმედებას.
ნორადრენალინს ადრენალინისაგან განსხვავებით ახასიათებს უფრო ძლიერი ვაზოპრესული მოქმედება, მცირედ გამოხატული მასტიმულირებელი გავლენა გულის შეკუმშვაზე, სუსტი ბრონქოლიზური ეფექტი და ძალიან სუსტი ჰიპერგლიკემიური მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა
ინტრავენურად შეყვანისას ნორადრენალინის 50% უკავშირდება პლაზმის ცილებს. ინტენსიურად მეტაბოლიზდება ადრენერგულ ნეირონებში და ღვიძლში. იგი (ნორადრენალინი) წარმოადგენს კომტ-ის მეტაბოლურ სუბსტრატს.
არააქტიური მეტაბოლიტები ნაწილობრივ წარმოქმნიან კონიუგირებულ ნაერთებს გლუკურონმჟავას ან გოგირდმჟავასთან და ამ სახით გამოიყოფიან თირკმელების საშუალებით.
ნორადრენალინის შეყვანის შემდეგ შარდში შეინიშნება შემდეგი ნაერთები: ნორადრენალინი – 4 – 24%, ნორმეთანეფრინი (ო-მეთილ-ნორადრენალინი) – 21 – 25%,
ო-მეთილ-გლიკოლ-დერივატი – 20 – 23%, ვანილილნუშის მჟავა – 32 – 35%.
ვანილილნუშის მჟავას გამოყოფა ნორმაში შეადგენს 5 მგ-ს 24 სთ-ში (უფრო მაღალი მაჩვენებლის შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს ფეოქრომოციტომის არსებობა).
ნორადრენალინი ვერ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერს, ადვილად გადის პლაცენტარულ ბარიერს

ჩვენებები
– მწვავე არტერიული ჰიპოტენზია: მიოკარდიუმის ინფარქტის, ტრავმის, ქირურგიული ჩარევის, ინტოქსიკაციის, სეპტიცემიის, პოლიომიელიტის, სპინალური ანესთეზიის, ჰემოტრანსფუზიის დროს, აგრეთვე განგლიობლოკატორების და სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების დოზის გადაჭარბებისას;
– გულის რითმის დარღვევა არტერიული ჰიპოტენზიისა და კოლაფსის ფონზე;
– არტერიული წნევის სტაბილიზაციისათვის ფეოქრომოციტომის ამოკვეთის შემდეგ.

მიღების წესები და დოზები
პარენტერულად: ტარდი ინიშნება ინტრავენური ინფუზიისთვის (წვეთოვნად). 2 ამპულა (4 მლ) იხსნება 1000 მლ დექსტროზის 5%-იან ხსნარში ან 5%-იანი დექსტროზისა და ფიზიოლოგიური ხსნარის ნარევში (განზავება მხოლოდ ფიზიოლოგიურ ხსნარში არ არის რეკომენდებული). მიღებული ხსნარის 1 მლ შეიცავს 8 მკგ ნორადრენალინის ჰიდროტარტრატს, რაც შეესაბამება 4 მკგ ნორადრენალინს.
პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 2 _ 3 მლ/წთ. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს
0.5 _ 1 მლ/წთ და დამოკიდებულია პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე. სისტოლური წნევა მიღწეული და შენარჩუნებული უნდა იქნას 80 _ 100 მმ ვწყ. სვ.
ინტრავენური ინფუზიის სიჩქარე განისაზღვრება არტერიული წნევის მატებით საჭირო დონემდე.
მკურნალობა გრძელდება სასურველი ეფექტის (ნორმოტონიის) მიღებამდე. პრეპარატის მაქსიმალური დღიური დოზა ხანგრძლივი ჰიპოტენზიისას შეადგენს 68 მგ.
მკურნალობის კურსი შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე საათიდან 6 დღემდე. ნორადრენალინის მიღების შეწყვეტა ხდება ეტაპობრივად.

გვერდითი მოვლენები
ინტრავენურად პრეპარატის სწრაფი შეყვანისას შეიძლება განვითარდეს გულისრევა, თავის ტკივილი, შემცივნება;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ვაგუსური ბრადიკარდია (რომელიც იხსნება ატროპინის კანქვეშ შეყვანის შემდეგ), არითმია, მიოკარდიუმის იშემია. სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი.
ცნს-ის მხრივ: შეიძლება განვითარდეს ჰემორაგიული ინსულტი (რაც განპირობებულია არტერიული წნევის სწრაფი მატებით).
სხვა: ღვიძლის და თირკმლის იშემია.

უკუჩვენება
სრული AV- ბლოკადა.
ნარკოზი ფტოროტანით, ქლოროფორმით ან ციკლოპროპანით (არსებობს პარკუჭთა ფიბრილაციის რისკი).
სისხლის მოცულობის შემცირებით გამოწვეული ჰიპოტენზიური მდგომარეობა (გარდა სასიცოცხლო ჩვენებისა).
არტერიული ჰიპერტენზია.
მეზენტერიალური ან პერიფერიული სისხლძარღვების თრომბოზი.
ფილტვების შეშუპება, ბრონქული ასთმის შეტევა, სუნთქვის დარღვევა.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში, ვინაიდან იწვევს ნაყოფის ჰიპოქსიას.
მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენების დროს (კოლაფსი, მიოკარდიუმის ინფარქტი).

განსაკუთრებული მითითებები
ტარდის გამოყენება არ არის რეკომენდებული გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიით მიმდინარე კარდიოგენული და ჰემორაგიული შოკის დროს, რადგან პრეპარატით გამოწვეული არტერიოლების სპაზმი კიდევ უფრო აუარესებს ქსოვილებში სისხლის მიმოქცევას.
პრეპარატი არ არის რეკომენდებული ლოკალური ანესთეზიის დროს ქსოვილთა ნეკროზის თავიდან აცილების მიზნით.
გამოხატული არტერიოსკლეროზის, არტერიული ჰიპერტენზიის, თირეოტოქსიკოზის დროს მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებისას.
ტარდი სიფრთხილით ინიშნება გულის იშემიური დაავადების, არითმიის, ტაქიკარდიის, შაქრიანი დიაბეტის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტებში.
პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია არტერიული წნევის კონტროლი (განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში).

ჭარბი დოზირება
შესაძლოა განვითარდეს თავის ტკივილი, ძლიერი ჰიპერტენზია, რეფლექსური ბრადიკარდია, მკვეთრად გამოხატული პერიფერიული სისხლძარღვების წინააღმდეგობის გაზრდა, სისტოლური მოცულობის შემცირება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატის გამოყენება მაო-ს ინჰიბიტორებთან და გუანიტიდინთან ერთად აძლიერებს ნორადრენალინის პრესორულ ეფექტს.
ინჰალაციურ სანარკოზე საშუალებებთან ტარდის გამოყენება ზრდის არითმიების განვითარების რისკს.
ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ერთად (ამიტრიპტილინი, დეზიპრამინი, იმიპრამინი) პრეპარატის გამოყენება აძლიერებს ნორადრენალინის მოქმედებას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და ზრდის გულის რითმის დარღვევების, ტაქიკარდიის, არტერიული ჰიპერტენზიის რისკს.
ლითიუმის კარბონატთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია ნორადრენალინის ეფექტურობის შემცირება.
ტარდის გამოყენება რეზერპინთან ერთად აძლიერებს ნორადრენალინის ეფექტს. ნორადრენალინის გამოყენება შეიძლება გლუკოკორტიკოიდებთან ერთად.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება 5ºC _ 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. დაუშვებელია სტერილური კონცენტრატის გაყინვა.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გამოშვების ფორმა: 2მგ/მლ 2მლ ამპულა #5

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

გაფრთხილება


ტარდიფერონი – TARDIFERON

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: რკინის სულფატი/FERROUS SULFATE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რკინადეფიციტური ანემიის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები:
ბლისტერზე 10 ტაბ. შეფუთვაში 3 ბლისტერი.
1 ტაბ.
რკინის სულფატის ჰიდრატი………….  256.30 მგ
(ექვივალენტური 80 მგ რკინისა)
დამხმარე ნივთიერებები:
ტაბლეტის გული: ასკორბინის მჟავა, უწყლო მუკოპროტეაზა, კარტოფილის სახამებელი, მეთილმეთაკრილატის კოპოლიმერის მეთაკრილის მჟავა (უედრაგიტ S), ტრიეთილციტრატი, პოვიდონი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი, ტრისილიკატის მაგნიუმი:
გარსი: ძირითადი ბუტილირებული მეტაკრილის კოპოლომერი (ეუდრაგიტ E), ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, ჰიდროკარბონატის ნატრიუმის, კარნაუბის ცვილი, სუკროზა.

ჩვენებები:
რკინადეფიციტური (ჰიპოქრომული) ანემიის მკურნალობა. განსაკუთრებით, თუ იგი გამოწვეულია საკვებიდან მისი არასრულფასოვანი მიღების შედეგად, ფიზიოლიგურად გაზრდილი მოთხოვნილების ან ქრონიკული სისხლდენის გამო;
რკინის ლატენტური უკმარისობა განსაკუთრებით რეპროდუქციის ასაკის მქონე ქალებში, მოზრდილებში ინტენსიური ზრდის პერიოდში ხანდაზმულებში რკინის გაძლიერებული მოხმარების გამო;
პროფილაქტიკის მიზნით მიღება როგორც ორსულ ქალებში, ასევე მშობიარობის შემდგომ და ლაქტაციის პერიოდში.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება მოზრდილებში და 6 წელზე უფროს ბავშვებში.
6 წელზე უფროს ბავშვებში: მიიღება 1 ტაბლეტი დღეში.
10 წელზე უფროს ბავშვებში და მოზრდილებში: მიიღება 1-2 ტაბლეტი დღეში.
თუ ორსულობის დროს პრეპარატი გამოიყენება პროფილაქტის მიზნით, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება 1 ტაბლეტი ყოველ დღე ან დღეგამოშვებით ბოლო ორი ტრიმესტრის განმავლობაში (ან ორსულობის მე-4 თვიდან).

უკუჩვენებები:
* მდგომარეობები, როდესაც ორგანიზმში მომატებულია რკინის შემცველობა ან დარღვეულია მისი მოხმარება (ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი, ჰემოლიზური ანემია).

განსაკუთრებული მითითბები:
♦ ანთებითი რეაქციების გამო განვითარებული რკინის დონის დაქვეითება სისხლში არ ექვემდებარება “ტარდიფერონით” (80 მგ შემოგარსული ტაბლეტი) მკურნალობას.
♦ პრეპარატის შემადგენლობაში შედის საქაროზა. შესაბამისად იგი არ გამოიყენება ფრუქტოზის აუტანლობის მქონე პაციენტებში, აგრეთვე გლუკოზა/გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომის და სუკრაზა-იზომალთაზას დეფიციტის დროს (იშვიათი მეტობოლური დარღვევები).
♦ არსებობს ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი აბუსალათინის ზეთის მიღების შედეგად, რაც განსაკუთრებული გამოხატული 3 წელზე უმცროს ბავშვებში.

ჭარბი დოზირება:
ტარდიფერონის რეკომენდებული დოზების მიღება არ იწვევს ორგანიზმში რკინის ჭარბი რაოდენობის დაგროვებას.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიიღება უმი კვერცხი და რძე, რაც ხელს უწყობს რკინის უხსნადი ნაერთების წარმოქმნას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და შესაბამისად, მათ გამოძევებას ორგანიზმიდან. თუ პრეპარატი მიღებულია უახლოეს პერიოდში, ასეთ შემთხვევაში მისი გამოძევება ორგანიზმიდან შესაძლებელია ღებინების გამოწვევის საშუალებით.  ასეთ შემთხვევაში მკურნალ ექიმს ასევე შეუძლია დანიშნოს კუჭის ამორეცხვა 1% ნატრიუმის ბიკარბონატის ხსნარით და დეფეროქსამინით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სხვა პრეპარატებთან განსაკუთრებით კი რკინის მარილებთან ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს სხვა მედიკამენტების მიღების შესახებ.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

მწარმოებელი: Pierre Fabre Medicament Production, საფრანგეთი

გაფრთხილება

ტარივიდი – TARIVID

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ოფლოქსაცინი/OFLOXACIN

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკრობული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები:
შეფუთვაში 10 ც.
1 ტაბ.
ოფლოქსაცინი ……. 200 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტარივიდი წარმოადგენს სინთეზურ ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიმიკრობულ საშუალებას. მისი ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია დნმ-ის ენზიმ ჰირაზას ინჰიბირებით, რომლის შედეგად ირღვევა ბაქტერიული დნმ-ის სპირალიზაცის პროცესი და ითრგუნება მიკრობის რეპლიკაცია.
ტარივიდი ხასიათდება მოქმედი ფართო სპექტრით: იგი აქტიურია უმეტესი გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ – Pseudomonas aeruginosa, Haemophilus influenzae, Escherichia coli, Shigella spp., Salmonella spp., Neisseria meningitidis, Neisseria meningitidis gonorrhoeae). აქტიურია სტაფილოკოკის მრავალი შტამის მიმართ (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი და არა მაპროდუცირებელი), ასევე ლეგიონელა, მიკოპლაზმა, ქლამიდია. აქტიურია ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი მიკროორგანიზმების მიმართ. უმრავლეს შემთხვევაში ტარივიდის მიმართ არამგრძნობიარეა Ureaplasma urealiticurn, NºCardia asteroides, ანაერობული ბაქტერიები (მაგალითად, Bacteroides spp., PeptºCºCcus spp., PeptoStreptococcus spp., Eubacterium spp., Fusobacterium spp., Clostridium difficile). პრეპარატი არაეფექტურია Treponema pallidum-ის მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღებისას ტარივიდი სწრაფად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 100%. მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში დოზისაგან დამოუკიდებლად აღწევს 30-60 წთ-ის შემდეგ. პრეპარატი კარგად აღწევს ქსოვილებში და გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად (90%-მდე). მეტაბოლიზმს განიცდის პრეპარატის დაახლოებით 5%. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 5-7 სთ-ს.

ჩვენებები:
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადების მკურნალობა:
სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციები;
ბრონქიტი;
პნევმონია;
შარდ-სასქესო გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციები (უროლოგიურ და გინეკოლოგიურ პრაქტიკაში), მუცლის ღრუს ორგანოების, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების, ბაქტერიული ენტერიტი, ყელ-ყურ-ცხვირის, კანის საფარის, ძვლების, სახსრების, კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის ინფექციები.
პრეპარატს იყენებენ აგრეთვე სეპტიცემიის, მენინიგიტის, გონორეის, დიზენტერიის, სალმონელოზის და სხვა ინფექციური დაავადებების დროს.

მიღების წესი და დოზირება:
ტარივიდის დოზა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობასა და მის სიმძიმეზე; პრეპარატი ინიშნება დღეში ერთხელ მიღებით.
მოზრდილებში პერორალურად ინიშნება 200 მგ-დან 400 მგ-მდე დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია 400 მგ-ის დანიშვნა დილას.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების თავიდან აცილების მიზნით პრეპარატს ძირითადად იღებენ ჭამის დროს. დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.
ყელყურცხვირის და სასუნთქი სისტემის ინფექციების დროს: 400 მგ ოფლოქსაცინი (2 ტაბ. დღეში).
ძვლებისა და სახსრების ინფექციები: 400 მგ ოფლოქსაცინი დღეში;
მუცლის ღრუს ინფექციები: 400 მგ ოფლოქსაცინი დღეში;
ბაქტერიული ენტერიტი: 400 მგ ოფლოქსაცინი დღეში;
შარდსასქესო გზების ინფექცები: 400 მგ ოფლოქსაცინი დღეში;
შარდგამომყოფი გზების გაურთულებელი ინფექციები: 400 მგ ოფლოქსაცინი დღეში;

ინდივიდუალური შემთხვევები:
– მძიმე ინფექციების დროს შესაძლებელია დოზის მომატება 600-800 მგ-მდე (3-4 ტაბ.) დღეში
– თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს პრეპარატი თავდაპირველად ინიშნება ჩვეულებრივ დოზებში, შემდგომი დოზის კორექციას ახდენენ კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით.
– როდესაც კრეატინინის კლირენსი უტოლება 50-20 მლ/წთ, ხოლო შრატისმიერი კრეატინინის – 1.5-5 მგ/დლ, შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 100-200 (0.5-1 ტაბ.) ყოველ 24 სთ-ში.
– როდესაც კრეატინინის კლირენსი ნაკლებია, ვიდრე 20 მლ/წთ-ში, ხოლო შრატისმიერი კრეატინინი მეტია 5 მგ/დლ-ზე, შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 100 მგ (0.5 ტაბ), ყოველ 24 სთ-ში.
– ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი – შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 100 მგ (0.5 ტაბ.) ყოველ 24 სთ-ში.
– ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში ინიშნება 400 მგ ოფლოქსაცინი (2 ტაბ.) დღეში.
მკურნალობის კურსი შეადგენს 7-10 დღეს.
სალმონელოზის დროს – 7-8 დღეს,
შიგელოზის დროს – 3-5 დღეს,
ნაწლავის ჩხირით გამოწვეული დაავადების დროს – 3 დღეს.
საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციების დროს – 3 დღეს.
უმეტეს შემთხვევაში მწვავე ინფექციების დროს მკურნალობის კურსი შეადგენს 7-10 დღეს.
სალმონელოზების მკურნალობის კურსი შეადგენს 7-8 დღეს;
შიგელოზების მკურნალობისას რეკომენდებული 3-დან 5 დღე;
იმ ნაწლავური ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც ნაწლავის ჩხირითაა გამოწვეულ, საკმარისია საშუალოდ 3 დღე;
იმ ინფექციების მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკებით (მაგ. ჩირქოვანი ანგინა ან ჭრილობის ერისიპელაზი) მოგვიანებით დაზიანებების თავიდან ასაცილებლად (რევმატიზმი ან გლომერულონეფრიტი, თირკმლის სხეულაკების ანთება) უნდა გახანგრძლივდეს არანაკლებ 10 დღისა;
ქვედა შარდგამომყოფი გზების გაურთულებელი ინფექციების დროს მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 3 დღეს.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების შესახებ არ არსებობს დიდი გამოცდილება, ამიტომ არ არის რეკომენდებული ტარვიდის მიღება 2 თვეზე მეტ ხანს.

გვერდითი მოვლენები:
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, ანორექსია, დიარეა. მძიმე და განუწყვეტელი ფაღარათი მკურნალობის პროცესში, ან მკურნალობის შეწყვეტიდან ერთი კვირის განმავლობაში ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარებაზე მეტყველებს, რაც შესაძლებელია სიცოცხლისათვის სახიფათო აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში საჭიროა ტარივიდის მიღების შეწყვეტა და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. აღნიშნული შემთხვევაში წინააღმდეგნაჩვენებია იმ პრეპარატების გამოყენება, რომლებიც აფერხებენ ნაწლავების პერისტალტიკას.
ცნსის მხრივ:
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა ან ძილიანობა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა და ტრემორი, კრუნჩხვები,
მხედველობის დარღვევა: დიპლოპია, გემოვნების, სმენის და წონასწორობის დარღვევა, ღამის კოშმარები, აგზნება, შიშის შეგრძნება, დეპრესია, ცნობიერების დაბინდვა, პარესთეზიები, ჰალუცინაციები. აღნიშნულ შემთხვევებში საჭიროა ტარივიდით მკურნალობის შეწყვეტა. ცალკეულშემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები – ქავილი, კანზე გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია, მრავალფორმიანი ერითემა, პეტექიები, ჰემორაგიული ბუშტუკები და ქერქოვანი პაპულები, რომლებიც ვასკულიტზე მიუთითებს.
პნევმონიტი, ალერგიული ნეფრიტი, ეოზინოფილია, ცხელება, სახის შეშუპება, ენის შესივება და/ან ხორხის შეშუპება, მოხრჩობის შეგრძნება შოკოთ დამთავრებული. აღნიშნულ შემთხვევებში საჭიროა ტარვიდით მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.
სისხლის სურათის მხრივ: ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ანემია, თრომბოპენია, ან პანციტოპენია, ჰემოლიზური ანემია.
ღვიძლის მხრივ:
სისხლის შრატში ღვიძლის ფერმენტების აქტივობის და ბილირუბინის მაჩვენებლის მომატება, ქოლესტაზით გამოწვეული სიყვითლე, ჰეპატიტი.
იშვიათად – თირკმელების ფუნქციის მოშლა (სისხლში კრეატინინის მაჩვენებლის მომატება), ან თირკმელების მწვავე ანთება (ინტერსტიციული ნეფრიტი) თირკმელების უკმარისობით გართულებული.
სხვადასხვა: იშვიათად – ტაქიკარდია, საერთო სისუსტე, სახსრების მყესების და კუნთების ტკივილი, მიასთენია, ტენდინიტი; ერთეულ შემთხვევებში – შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფებში ადგილი აქვს სისხლში შაქრის რაოდენობის მომატებას ან შემცირებას. სუპერინფექციის განვითარება, კანდიდომიკოზის სახით, ფსევდომემბრანული კოლიტი, პორფირიის შეტევების გამწვავება.

უკუჩვენებები:
* ტარივიდის ან სხვა ქინოლონების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
* ღვიძლის უკმარისობა;
* ეპილეფსია;
* ქალა-ტვინის ტრავმა, ინსულტი ან ცნს-ის ანთებითი დაავადებები;
* 18 წლამდე ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია:
გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები:
♦ ოფლოქსაცინი სიფრთხილით ენიშნებათ თავის ტვინის სისხლძარღვების მკვეთრად გამოხატული ათეროსკლეროზის, ეპილეფსიის, თავის ტვინში სისხლმიმოქცევის მოშლის, თირკმელების უკმარისობის დროს.
ტარივიდი იძლევა ცრუ დადებით მაჩვენებელს ტუბერკულოზის ბაქტერიულ დიაგნოსტიკის დროს.
♦ პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ავტოტრანსპორტის მძღოლებს და იმ პირებს, რომელთა მუშაობა ტექნიკასთან მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.
♦ ტარივიდით მკურნალობის დროს ალკოჰოლური სასმელების მიღება რეკომენდებული არ არის.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: თავბრუსხვევა, მეხსიერების დარღვევა, დათრგუნული მდგომარეობა, ღებინება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა. აუცილებლობის შემთხვევაში სიმპტომური მკურნალობა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– ანტაციდებთან კომბინაციისას, რომლებიც შეიცავს მაგნიუმის ჰიდროჟანგს და ალუმინს, ქვეითდება ტარივიდის ბიოშეღწევადობა, ამიტომ მიზანშეწონილი არ არის მათი კომბინაცია, ან აღნიშნული პრეპარატების მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს დაახლოებით 2 სთ-ს.
– ტარივიდი არ ახდენს გავლენას თეოფილინის პლაზმურ კონცენტრაციაზე.
– ოფლოქსაცინისა და გლიბენკლამიდის კომბინაციით ადგილი აქვს სისხლის შრატში ოფლოსაქცინის კონცენტრაციის მომატებას. აღნიშნულ შემთხვევაში საჭიროა ავადმყოფების სისტემატური კონტროლი.
– ტარივიდის გამოყენებისას ვიტამინ K-ის ანტაგონისტებთან საჭიროა სისხლის შედედების კონტროლი.
– ტარივიდის მაღალ დოზებში გამოყენებისას ერთდროულად პრობენიციდინთან, ციმეტიდინთან, ფუროსემიდთან ან მეტოტრექსატთან ზრდის ტარივიდის კონცენტრაციას შრატში.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

გაფრთხილება

ტარკა – TARKA

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება: ტრანდოლაპრილი, ვერაპამილი/trandolapril, verapamil

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიჰიპერტენზიული საშუალებები; კომბინირებული მოქმედების საშუალებები

შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები:

1 ტაბლეტი შეიცავს ტრანდოლაპრილის 2 მგ და ვერაპამილის ჰიდროქლორიდს 180 მგ;
1 ტაბლეტი შეიცავს ტრანდოლაპრილის 2 მგ და ვერაპამილის ჰიდროქლორიდს 240 მგ;
1 ტაბლეტი შეიცავს ტრანდოლაპრილის 4 მგ და ვერაპამილის ჰიდროქლორიდს 240 მგ;
დამხამრე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი, სტეარილფუმარატის ნატრიუმი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ალგინატის ნატრიუმი, სტეარატის მაგნიუმი, გამოხდილი წყალი, ჰიპრომელოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაკროგოლი 400, მაკროგოლი 6000, ტალკი, დიოქსიდის სილიციუმი კოლოიდური უწყლო, დოკუზატის ნატრიუმი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი და ჰიდროქსიდი (E172).

წამლის ფორმა.
ტაბლეტები მოდიფიცირებული გამონთავისუფლებით, დაფარული აპკიანი გარსით.

ფარმაცევტული მახასიათებლები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
2 მგ/180 მგ: ტაბლეტები, დაფარული აპკიანი გარსით, ოვალური ფორმის ვარდისფერი, ერთ მხარეზე ამოტვიფრული ლოგოტიპით Knoll და “182”;
2 მგ/240 მგ: ტაბლეტები აპკიანი გარსით, ოვალური ფორმის ჟანგისფერი (ღია ყვითელი ყავისფერი ელფერით), ერთ მხარეზე ამოტვიფრული ლოგოტიპით Knoll და “242”;
4 მგ/240 მგ: ტაბლეტები აპკიანი გარსით, ოვალური ფორმის წითელი-ყავისფერი, ერთ მხარეზე ამოტვიფრული ლოგოტიპით Knoll და “244”;

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა. ტარკა არის ვერაპამილის კალციუმისა და ტრანდილაპრილის აგფ ინჰიბიტორების ფიქსირებული კომბინაცია.
ვერაპამილი
ვერაპამილის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია კალციუმის იონების ნაკადის დათრგუნვით სისხლძარღვების გლუვი კუნთების უჯრედოვანი მემბრანის კალციუმის არხებით და მიოკარდის უჯრედებით.
ვერაპამილის მოქმედების მექანიზმი უზრუნველყოფს შემდეგ ეფექტებს.
1.არტერიული ვაზოდიტალაცია.
ვერაპამილი დაბლა წევს არტერიულ წნევას, როგორც მშვიდი მდგომარეობის დროს, ასევე ფიზიკური დატვირთვისას პერიფერიული არტერიების გაფართოების ხარჯზე.
პერიფერიული სისხლძარღვების ზოგადი წინააღმდეგობის შემცირებას (პოსტადვირთვა) მივყავართ ჟანგბადისა და ენერგიიის მოხმარების შემცირებისკენ მიოკარდის მიერ.
2. მიოკარდის კუმშვადობის შემცირება
ვერაპამილის ნეგატიური ინოტროპული მოქმედება კომპენსირდება ზოგადი პერიფერული წინააღმდეგობის შემცირებით. გულის ინდექსი ამ დროს მცირდება ავადმყოფების მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის გამოკლებით.
ვერაპამილი არ მოქმედებს გულის სიმპატიკურ რეგულაციაზე, ვინაიდან არ ახდენს ბეტა – ადრენერგეტიკული რეცეპტორების ბლოკირებას. ამიტომაც ბრონქოსპაზმი და მსგავსი მდგომარეობები არ არის უკუნაჩვენები ვერაპამილის მისაღებად.
ტრანდოლაპრილი
ტრანდოლაპრილი ახდენს რენინ-ანგიტენზინ-ალდოსტერონული სისტემის (PAC) ბლოკირებას, რაც იწვევს ანგიოტენზინის II დონის დაწევას სისხლის პლაზმაში და მივყავართ ვაზოპრესორული აქტივობის დაწევისკენ და ალდოსტერონის სეკრეციის დაწევისკენ. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელის დაწევა უმნიშვნელოა, თუმცა შეიძლება წარმოიშვას კალიუმის კონცენტრაციის მცირედ მომატება სისხლის შრატში ნატრიუმისა და სითხის დაკარგვასთან ერთად.
ტრანდოლაპრილი ასევე ხელს უწყობს პერიფერიულ ვაზოდილატაციას პროსტაგლანდური სისტემის ხარჯზე. შესაძლოა ამ მექანიზმმა მონაწილეობა მიიღოს აგფ ინჰიბიტორების ჰიპოტენზიურ ეფექტებში და უპასუხოს გვერდითი რეაქციების განსაზღვრას. ავადმყოფებში არტერიული ჰიპერტენზიით აგფ ინჰიბიტორების მიღებას მივყავართ არტერიული წნევის დაწევისაკენ, ისევე როგორც წოლითი მდგომარეობის ასევე დგომის დროსაც, დაახლოებით ერთნაირად გულის შეკუმშვის სიხშირის კომპენსატორული მომატებით. პერიფერიული არტერიული რეზისტენტულობა მცირდება ცვლილებების გარეშე ან „გულის ამოვარდნის“ მომატებით.
ნაჩვენებია თირკმლის სისხლის მიმოქცევის მომატება, თუმცა გორგლისებური ფილტრაცია რჩება შეუცვლელი. არტერიული წნევის ოპტიმალური დაწევის მიღწევა ზოგიერთ პაციენში მოითხოვს რამდენიმე კვირიან თერაპიას. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ნარჩუნდება ხანგრძლივი თერაპიის დროს. თერაპიის მკვეთრი შეწყვეტას თან არ ახლდა არტერიული წნევის სწრაფი აწევა.
ტრანდორაპრილის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი დგინდება 1 საათის შემდეგ დოზის მიღებიდან და გრძელდება არა ნაკლებ 24 სთ განმავლობაში, არტერიული წნევის ცირკადულ რითმზე ზემოქმედების გარეშე.
ტარკა
გამოკვლევებმა არ აჩვენა ფარმაკოკონეტიკური ან PAC ურთიერთმოქმედება ვერაპამილსა და ტრანდოლაპრილს შორის. ამიტომაც დაკვირვებული სინერგიული აქტივობა ამ ორი მოქმედი ნივთიერებისა განპირობებულია მათი კომპლემენტარული ფარმაკოლოგიური მოქმედებებით.
ტარკას კლინიკური გამოკვლევებში ეფექტური იყო აწეული არტერიული წნევის დაწევა, ვიდრე ცალკეული მისი მოქმედი ნივთიერებისა.

ფარმაკოკინეტიკა:
ტარკას ტაბლეტები ორფენიანია: ერთი ფენა შემუშავებულია ვერაპამილის ჰიდროქლორიდის ნელა გამოსასვლელად, ხოლო მეორე – ტრანდოლაპრილის ნელა გამოსასვლელად.
ვერაპამილი
აბსორბცია
აბსორბირდება დაახლოებით 90% პერორალურად მიღებული ვერაპამილი წვრილ ნაწლავში. საშუალო ბიოშეღწევადობა შეადგენს 22% ექსტენსიური ჰეპატური ექსტრაციის გამო პირველადი გავლის და დიდი ვარიაბელურობის (10-35%) დემონსტრირებას ახდენს. საშუალო ბიოშეღწევადობა მრავალრიცხოვანი მიღების შემდეგ შეიძლება გაიზარდოს 30%-მდე.
საკვები არ მოქმედებს ვერაპამილის ბიოშეღწევადობაზე.
განაწილება და ბიოტრანსფორმაცია:
სისხლის პლაზმაში საბოლოო კონცენტრაციის მიღწევის საშუალო დრო შეადგენს 4 სთ. საბოლოო კონცენტარცია ნორვერაპამილისა სისხლის პლაზმაში აღწევს დაახლოებით დოზის მიღებიდან 6 სთ. შემდეგ.
თანაბარი კონცენტრაცია მრავალჯერადი დოზირების შემდეგ რეჟიმით 1 – ჯერ დღეში მიიღწევა 3-4 დღის შემდეგ.
ვერაპამილის კავშირი სისხლის პლაზმის ცილებთან შეადგეს დაახლოებით 90%.
გამოყოფა
ნახევრადგამოყოფის პერიოდი მრავალჯერადად მიღების შემდეგ შეადგენს 8 სთ. 3-4 % შეყვანილი დოზიდან, გამოდის თირკმელებით უცნობ მდგომარეობაში. მეტობილიტი გამოდის შარდთან ერთად (70%) და ფეკალიებით (16%). ნორვერაპამილი არის ერთ-ერთი 12 მეტაბოლიტთაგანი, განსაზღვრული შარდში, ვერაპამილის ფარმაკოლოგიური აქტიურობიდან გააჩნია 10-20 % და გამოსული პრეპარატიდან შეადგენს 6 %. სისხლის პლაზმაში ნორვერაპამალის და ვერაპამილის კონცენტრაციის წონასწორობა არის ერთნაირი. ვერაპამილის კინეტიკა არ იცვლება თირკმელის ფუნქციის უკმარისობისას.
თირკმელების ფუნქცია არ მოქმედებს ვერაპამილის გამოსვლაზე.
ტრანდოლაპრილი
აბსორბცია
პერორალურად მიღებისას ტრანდოლაპრილი სწრაფად შეიწოვება. აბსორბცია შეადგენს 30-60% და არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.
კონცენტრაციის პიკის მიღწევის დრო სისხლის პლაზმაში შეადგენს 30 წთ.
განაწილება და ბიოტრანსფორმაცია:
ტრანდოლაპრილი ძალიან ხშირად გამოდის სისხლის პლაზმიდან, მისი ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგეს 1 საათზე ნაკლებს. ტრანდოლაპრილი ჰიდროლიზირდება პლაზმაში ტრანდოლაპრილამდე- სპეციფიკური აგფ ინჰიბიტორებით. ტრანდოლაპრილის წარმოქმნის რაოდენობა არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.
ტრანდოლაპრილის საბოლოო კონცენტრაციის საშუალო მნიშვნელობების მიღწევის დრო სისხლის პლაზმაში შეადგენს 3-8 საათს. ტრადოლაპრილატის აბსოლიტური ბიოშეღწევადობა მიღების შემდეგ ტრანდოლაპრილატის დოზის მიღებიდან შეადგენს 13%.
ტრანდოლაპრილატის კავშირი პლაზმის ცილებთან შეადგენს დაახლოებით 80 %. აგფ კავშირი არის გაჯერებული მაღალი მსგავსებით. ცირკულირებული ტრანდოლაპრილატის დიდი ნაწილი ასევე დაკავშირებულია (გაჯერებული კავშირი) ალბუნამინებთან. ტრანდოლაპრილატის თანაბარი კონცენტრაციის შემადგენლობა მიიღწევა 4 დღის დოზა რეგულარულად მიღების შემდეგ ერთხელ დღე-ღამეში, როგორც ჯანმრთელ მოხალისეებზე, ასევე პაციენტებში სხვა ასაკის არტერიული ჰიპერტენზიით. ტრადოლაპრილის ნახევრადგამოყოფის ეფექტური პერიოდი არის 15-23 საათი.
გამოყოფა
ტრანდოლაპრილის 9-14% შეყვანილი დოზა გამოდის შარდიდან ტრადოლაპრილის შეცვლილი სახით. რადიოაქტიურად დანიშნული ტრადოლაპრილის პერორალური მიღების შემდეგ 1/3 რადიაქტიურობა ჩანს შარდში და 2/3-ფეკალში.
ტრანდოლაპრილის თირკმელის კლირენსი დემონსტრირებას უწევს სახაზო კორელაციას კრეატინინის კლირენსი და ვარირებს 0,15 – 4 ლ/სთ დოზაზე დამოკიდებულებით. ტრანდოლაპრილის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მნიშვნელოვნად მაღალია ავდმყოფებში კრეატინინის კლირენსით < 30 მლ/წთ. განმეორბითი შეყვანისას ავადმყოფებისათვის თირკმელის ფუნქცის ქრონიკული დარღვევით წონასწორობის მდგომარეობა მიიღწევა 4 დღის შემდეგ, თირკმელების ფუნქციის დარღვევის ხარისხის დამოუკიდებლად.
ტრანდოლაპრილის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ავადმყოფებში ღვიძლის ციროზით ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით შეიძლება 10 -ჯერ მეტი იყოს. კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში და ტრანდოლაპრილის გამოყოფა ასევე მატულობს ავადმყოფებში ციროზით, თუმცა რამდენადმე ნაკლები ხარისხით.
ღვიძლის ფუნქციის კომპენსირებული დარღვევით ავადმყოფებში ტრანდოლაპრილის /ტრანდოლაპრილატის კინეტიკა არ იცვლება.
ტარკა
ვინაიდან კინეტიკური ურთიერთმოქმედება ვერაპამილსა და ტრანდოლაპრილისა ან ტრანდოლაპრილატს შორის არ არის დადგენილი, მაშინ აღნიშნული კომბინერბული პრეპარატის მიმართ მთლიანობაში გამოიყენება ინდივიდუალური კლინიკური პარამეტრები ამ ორი სამკურნალო საშუალებისა.

ჩვენებები:
ესენციური ჰიპერტენზია პაციენტებში, რომლთა არტერიული წნევა ნორმაში დგება ტრანდოლაპრილისა და ვერაპამილის დახმარებით ცალ-ცალკე იმავე დოზით, ან არტერიული წნევის არაადეკვატური კონტროლის დროს მხოლოდ პრეპარატის ერთ-ერთი აქტიური კომპონენტის გამოყენებისას.

მიღების წესები და დოზები:
მოზრდილები იღებენ 1 ტაბლეტს ერთხელ დღე-ღამეში, საკვების მიღების დამოუკიდებლად. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაუღეჭავად წყალთან ერთად.
ხანშიშესული პირები: ზოგიერთ ხანშიშესულ პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს არტერიული წნევის მკვეთრი დაწევა მაღალი სისტემური ბიოშეღწევადობის გამო, უფრო ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც აწუხებთ არტერიული ჰიპერტენზია.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატ ტარკას გვერდითი რეაქციები შეთანხმებულია ცნობილ რეაქციებთან მისი შესაბამისი კლასის აქტიური კომპონენტების ან სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას. ხშირად საუბარი იყო ხველაზე, თავის ტკივილზე, შეკრულობაზე, თავბრუსხვევასა და სისხლის მოდინებაზე.
არასასურველი მოვლენები, სპონტანური და მიღებული კლინიკური გამოკვლევის ჩატარების დროს, წარმოდგენილი ქვემოთ. ორგანოების თითოეული სისტემისათვის გვერდითი რეაქციები კლასიფიცირდება შემდეგი სახით შეტყობინებაზე დამოკიდებულებით: ხშირი (> 1/100, < 1/10), არც ისე ხშირი (> 1/1000, < 1/100), იშვიათი (> 1/10 000, < 1/1000), ძალიან იშვიათი (< 1/10 000), ერთეული შემთხვევების ჩათვლით. დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემების მხრიდან: ძალიან იშვიათად – ლეიკოპენია, პანციტოპენია, თრომბოციტოპენია.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან:
არც ისე ხშირად – არასპეციფიკური ალერგიული რეაქციები; ძალიან იშვიათად – გამაგლობულინების დონის მომატება, არასპეციფიური ჰიპერმრძნობელობა;
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები:
არც ისე ხშირად – ჰიპერლიპიდემია; ძალიან იშვიათად – ანორექსია;
ფსიქიკის მოშლილობა:
არც ისე ხშირად – ძილიანობა, ძალიან იშვიათად- აგრესიულობა, მღელვარება, დეპრესია, გაღიზიანება.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან – ხშირად – თავბრუსხვევა, ვერტიგო: არც ისე ხშირად – ტრემორი; იშვიათად – დეპრესია; ძალიან იშვიათად- წონასწორობის დარღვევა, უძილობა, პარესთეზია ან ჰიპერესთეზია, გულისწასვლა ან მწვავე ცირკულატორული უკმარისობა გონების დაკარგვით, გემოს შეცვლა, სისუსტე.
მხედველობის დარღვევა:
ძალიან იშვიათად – გაუარესება/არამკაფიო მხედველობა.
გულსისხლძარღვთა სისტემის მოშლილობა: ხშირად – სისხლის მოზღვავება; არც ისე ხშირად – AV- ბლოკადა I ხარისხის, გულისცემის შეგრძნება; ძალიან იშვიათად – სტენოკარდია, წინაგულების ფიბრილაცია, სრული AV-ბლოკადა, არასპეციფიკური AV-ბლოკადა, ბრადიკარდია, გულის გაჩერება, ტვინში სისხლის ჩაქცევა, პერიფერიული შეშუპება, არასპეციფიკური შეშუპება, გულის უკმარისობა, ჰიპოტენზიური მოვლენები, ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის ჩათვლით ან არტერიული წნევის მერყეობით, ტაქიკარდია.
ხშირად – ხველა, ძალიან იშვიათად – ასთმა, ბრონქიტი, ქოშინი;
დარღვევები კუჭნაწლავის ტრაქტის მხრიდან (კნტ): ხშირად – შეკრულობა, არც ისე ხშირად – მუცლის ტკივილი, დიარეა, არასპეციფიკური კუჭ-ნაწლავის მოშლილობა, გულისრევა, ძალიან იშვიათად პირის/ყელის სიმშრალე, პანკრეატიტი, ღებინება.
ჰეპატობილიარული სისტემის მოშლილობა: ძალიან იშვიათად – ქოლესტაზი, ჰეპატიტი, y-გლუტამილტრანსფერაზის დონის მომატება, ლაქტადეჰიდროგენეზის დონის მომატება, ლიპაზის დონის მომატება, სიყვითლე.
დარღვევები კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრიდან:
არც ისე ხშირად – სახის შეშუპება, ქავილი, გამონაყარი, გაძლიერებული ოფლის გამოყოფა; იშვიათად – ალოპეცია, herpes simplex;
ძალიან იშვიათად -ანგიონევროზული შეშუპება, მულტიფორმული ერითემა, ეგზანთემა ან დერმატიტი, ფსორიაზი, ჭინჭრის გამონაყარი, ცნობილი იყო სტივენს – ჯონსის სინდრომის წარმოქმნის შესახებ.
ძვალკუნთოვანი სისტემის მოშლილობა: ძალიან იშვიათად – ართრალგია, მიალგია, მიასთენია.
დარღვევები თირკმელებისა და გამომყოფი სისტემის მხრიდან:
არც ისე ხშირად – პოლიურია, პოლაკიურია; ძალიან იშვიათად – თირკმელის მწვავე უკმარისობა; დარღვევები რეპროდუქტიული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების სისტემის მხრიდან: ძალიან იშვიათად- გინეკომასტია, ერექტიული დისფუნქცია.
ზოგადი მოშლილობები:
ხშირად – თავის ტკივილი; არც ისე ხშირად – ტკივილი გულმკერდის არეში; ძალიან იშვიათად – დაღლილობა ან სისუსტე.
ლაბორატორიული მაჩვენებლები: არც ისე ხშირად – ღვიძლის ფუნქციონალური ტესტების მაჩვენებლების შეცვლა; იშვიათად – ჰიპერბილირუბინემია; ძალიან იშვიათად – ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება, კალიუმის დონის მომატება, ტრანსამინაზის დონის მომატება.
ტარკას გამოყენებისას გვერდითი რეაქციების შემთხვევების შესახებ ცნობები არ ყოფილა, მაგრამ ისინი დამახასიათებელია აგფ ინჰიბიტორებისთვის.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრიდან:ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დონის დაწევა, ერთეულ შემთხვევებში – აგრანულოციტოზი. ცნობილია ჰემოლიზური ანემიის ერთეული შემთხვევები პაციენტებში თანდაყოლილი გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზის (G-6-PDH) უკმარისობით.
ფსიქიკის მხრიდან: ხანდახან – არეული ცნობიერება.
ნერვული სისტემის მხრიდან: იშვიათად – ძილის დარღვევა.
სმენის ორგანოსა მხრიდან და ლაბირინთული მოშლილობები: იშვიათად -წონასწორობის შეგრძნების დარღვევა, ყურებში ხმაური.
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: არითმიის, მიოკარდის ინფარქტის და ტრანზიტორული იშემიური დარტყმების განვითარების ცალკეული შემთხვევები, რომლებიც ასოცირდება არტერიულ ჰიპოტენზიასთან.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის მხრიდან: იშვიათად – სინუსიტი, რინიტი, გლოსიტი და ბრონქოსპაზმი.
კნტ მხრიდან: იშვიათად – საჭმლის მონელების დარღვევა; ერთეულ შემთხვევებში – ნაწლავის გაუვალობა, ასევე ცნობილი იყო ნაწლავური შეშუპების შესახებ.
ჰეპატობილიაური სისტემის მხრიდან: ერთეულ შემთხვევებში – ქოლესტაზური სიყვითლე.
კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრიდან: ზოგჯერ წარმოიქმნება ალერგიული რეაქციები და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ისეთი როგორიცაა სტივენს- ჯონსის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი. ამ მდგომარეობას თან შეიძლება ახლდეს ციებ-ცხელება, მიალგია, ართრალგია, ეოზინოფილია და/ან ანტინუკლეარული ანტისხეულების ტიტრის (ANA) მომატება.
ლაბორატორიული მაჩვენებლები: ზოგჯერ სისხლის პლაზმაში შარდისა და კრეატინინის შემცველობის მომატება, სიმპტომატური ან მძიმე არტერიული ჰიპოტენზია.
ტარკას გამოყენებისას გვერდითი რეაქციების შემთხვევების შესახებ ცნობები არ ყოფილა, მაგრამ ისინი დამახასიათებელია კალციუმის არხების ფენილალკილამინებული ბლოკატორებისათვის.
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: არტიოვენტრიკულური ბლოკადა (I, II ან III ხარისხის), სინუსური კვანძის გაჩერება, გულის უკმარისობა.
ნერვული სისტემის მხრიდან: ექსტრაპირამიდული სიმპტომები (პარკინსონის დაავადება, ქორეოათეტოზი, დისტონიური სინდრომი); ერთჯერადი ცნობები მიასთენიის გრავის, ლამბერტ-იტონის სინდრომის გამწვავებისა და დუშენის კუნთების დისტროფიის პროგრესირების შესახებ.
კნტ მხრიდან: გინგივიტური ჰიპერპლაზია, ტკივილი და დისკომფორტი მუცელში.
კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრიდან: სტივენს-ჯონსის სინდრომის და ერითრომელალგიის შემთხვევების აღწერა. ერთეულ შემთხვევებში წარმოიქმნა კანის ალერგიული რეაქციები ერითემის ტიპის მიხედვით.
რეპროდუქციული სისტემებისა და სარძევე ჯირკვლების მხრიდან: ჰიპერპროლაქტინემიისა და გალაქტორეის განვითარების აღწერა.
რეგისტრირებული იყო დამბლა (ტეტრაპარეზის) ერთდაერთი შემთხვევა პოსმარკეტინგული დაკვირვების დროს, ვერაპამილისა და კოლხიცინის კომბინირებულ გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო კოლხიცინის შეღწევით ჰემატოენცეფალურ ბარიერში, რაც შესაძლო გახდა CYP3A4 და P-გლიკოპროტეინის (P-gp) ვერაპამილის ინჰიბირების მეშვეობით. ვერაპამილისა და კოლხიცინის კომბინირებული გამოყენება რეკომენდებული არ არის.

უკუჩვენება:
* ჰიპერმგრძნობელობა ტრანდოლაპრილის მიმართ ან რომელიმე სხვა აგფ ინჰიბიტორების მიმართ და/ან ვერაპამილის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
* ანგიონევროზული შეშუპება, დაკავშირებული ანამნეზში აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობასთან.
* მემკვიდრეობითი / იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება.
* კარდიოგენური შოკი.
* მიოკადის მწვავე ინფარქტი, გართულებებით.
* მეორე ან მესამე ხარისხის ანტრიოვენტრიკულური ბლოკადა რითმის ხელოვნური წამყვანის გარეშე.
* სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი პაციენტებში რითმის ხელოვნური წამყვანის გარეშე.
* დეკომპენსირებული გულის უკმარისობა.
* წინაგულების ფიბრილაცია/ციმციმი დამატებითი გამტარი გზების არსებობისას (მაგალითად, ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი).
* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
* ერთდროულად ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორების (ინტენსიური თერაპიის ჩატარების გამოკლებით) ინტრავენური მიღება.

ორსულობა და ლაქტაცია:
ტარკას გამოყენება ორსულობის პერიოდში უკუნაჩვენებია. ორსულობის პერიოდში ტარკას უსაფრთხო გამოყენება არ დასტურდება. ამას გარდა, იყო შემთხვევები ფილტვების ნეონატალური ჰიპოპლაზიის, მუცლად ყოფნის დროს ნაყოფის განვითარების შეჩერების, ღია არტერიული სადინარისა და ქალას ჰიპოპლაზიის შესახებ, როგორც ნაყოფზე აგფ ინჰიბიტორების მოქმედების შედეგი.
ეპიდემილოგიური მონაცემები ტერატოგენურობის რისკის განვითარების შესახებ, გამოწვეული აგფ ინჰიბიტორების ზემოქმედებით ორსულობის I ტრიმესტრის დროს, არ იყო დამაჯერებლი; ამას გარდა, რისკის უმნიშვნელო გაზრდა არ შეიძლება გამორიცხული იყოს.
პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, აუცილებელია შეცვალონ აღნიშნული პრეპარატი სხვა ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო საშუალებით, ორსულობისას უსაფრთხო გამოყენების პროფილი, რომელიც დადგენილია, იმ შემთხვევების გამოკლებით, როცა აგფ ინჰიბიტორების თერაპიის გაგრძელება აუცილებელია. ორსულობის დადგენისას აუცილებელია აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა დაუყოვნებლივ შეწყდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დაინიშნოს ალტერნატიული მკურნალობა. ცნობილია, რომ აგფ ინჰიბიტორების გამოყენება ორსულობის II და III ტრიმესტრის დროს, შეიძლება გამოიწვიოს ადამიანში ფეტოტოქსიურობა (თირკმელების ფუნქციის გაუარესება, ოლიგოჰიდრამნიონი, ქალას ოსიფიკაციის შეჩერება) და ნეონატალური ტოქსიკურობა (თირკმელის უკმარისობა, არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია). ტრანდორაპრილის გამოყენებისას ორსულობის II ტრიმესტრში აუცილებელია ჩატარდეს თირკმელების ფუნქციისა და ქალის ძვლების ულტრაბგერითი გამოკვლევა. ჩვილები, რომელთა მშობლები იყენებდნენ აგფ ინჰიბიტორებს, უნდა იყვნენ გასინჯულნი არტერიული ჰიპოტენზიის გამოვლენის შემთხვევაზე.
ტარკას გამოყენება ლაქტაციის დროს უკუნაჩვენებია.
ვერაპამილის ჰიდროქლორიდი გამოიყოფა ადამიანის რძეში. ინფორმაცია ტრანდორაპრილის გამოყენების შესახებ ძუძუთი კვების დროს არ არის მოცემული. ძუძუთი კვების დროს მისაღებია იმ სამკურნალო საშუალებების გამოყენება, რომლებიც შედარებით უსაფრთხოა, განსაკუთრებით ახალდაბადებულის ან დღენაკლული ბავშვების მოვლის პერიოდში.

ბავშვები.
ტარკას გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში (< 18 წლის) არ ხდება კლინიკური გამოკვლევების არ ქონის გამო.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატ ტარკაში ტრანდორაპრილის არსებობის გამო ის არ უნდა გამოვიყენოთ აორტალური სტენოზის ან სისხლის მიმოქცევის ობსტრუქციული დარღვევის დროს.
ღვიძლის მძიმე უკმარისობა.
ვინაიდან ტრანდორაპრილი მეტაბოლიზდება ღვიძლში თავის აქტიურ მეტაბოლიტამდე, განსაკუთრებულ ყურადღებასა და საგულდაგულო მონიტორინგს საჭიროებენ პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით.
სიმპტომური ჰიპოტენზია.
სიმპტომური არტერიული ჰიპოტენზია აღენიშნებათ პაციენტებს, არტერიული ჰიპერტენზიის გართულების გარეშე, ტრანდოლაპრილის საწყისი დოზის გამოყენების შემდეგ ან გაზრდით. ამ მდგომარეობის განვითარების რისკი იზრდება წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევის დროს დიურეტიკების მიღების შემდეგ, უმარილო დიეტის დაცვით, დიალიზისას, დეჰიდრატაციისას, დიარეისას ან ღებინებისას. ასეთ ავადმყოფებს მკურნალობის დაწყების წინ უნდა აღუდგეთ სისხლის ცირკულაციის მოცულობა (სცმ) და მარილოვანი დონე.
ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი.
ნეიტროპენიის განვითარების რისკი დამოკიდებულია დოზაზე და პაციენტის საერთო მდგომარეობაზე. ნეიტროპენია იშვიათად შეინიშნება პაციენტებში თანმხლები დაავადებების გარეშე, მაგრამ შეიძლება წარმოიშვას პაციენტებშიც თირკმელის უკმარისობით, განსაკუთრებით კოლაგენური დაავადებებისა (მაგალითად, სისტემური წითელი მგლურა, სკლეროდერმია) და იმუნოდეპრესანტებით თერაპიის დროს.
ნეიტროპენია არის შექცევადი აგფ ინჰიბიტორების გამოყენების შეწყვეტის შემდეგ.
ანგიონევროზული შეშუპება.
ტრანდოლაპრილმა შეიძლება გამოიწვიოს ანგიონევროზული შეშუპება. იყო მოხსენიებული მუქკანიანი რასის პაციენტებში ანგიონევროზული შეშუპების განვითარების სიხშირის შესახებ აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას, ევროპელებთან შედარებით. ასევე იყო ნათქვამი ინტესტინალურ შეშუპებაზე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აგფ ინჰიბიტორებით. ამ რეაქციის განვითარების შესაძლებლობა უნდა იქნეს გათვალისწინებული პაციენტებშიც მუცლის არეში ტკივილით (ღებინების ან გულისრევის გარეშე).
გულის უკმარისობა.
პრეპარატ ტარკაში ვერაპამილის შემადგენლობის გამო უნდა ვერიდოთ მის გამოყენებას პაციენტებში მარცხენა პარკუჭის ფუნქციის მძიმე დარღვევით (მაგალითად, განდევნის ფრაქცია < 30%, ფილტვის არტერიაში წნევა 20 მმ ვწყ სვტ მაღალია ან გულის მძიმე უკმარისობით) და პაციენტებში მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის ნებისმიერი ხარისხით, თუ ისინი იღებენ ბეტა-ადრენობლოკატორებს.
სხვა
ვერაპამილის ჰიდროქლორიდის არსებობის გამო საჭიროა ტარკას სიფრთხილით გამოყენება შემდეგ მდგომარეობებში: I ხარისხის AV-ბლოკადისას, ჰიპოტენზიისას, ბრადიკარდიისას, ღვიძლის მძიმე უკმარისობისას. ვერაპამილის გამოყენებამ პაციენტებში მძიმე არტერიული ჰიპოტენზიით სტენოკარდიისა და გულ-სისხლძაღვთა დაავადებების ფონზე შეიძლება მიიყვანოს მიოკარდის ინფარქტამდე ან ინსულტამდე.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა.
ავადმყოფებს, როცა კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 30 მლ/წთ, აუცილებელია შეუმცირდეს ტრანდოლაპრილის დოზა.
ავადმყოფებში თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევით საჭიროა დაკვირვება თირკმელების ფუნქციაზე.
თირკმელების ფუნქციის მწვავე დარღვევის საფრთხე (თირკმელის მწვავე უკმარისობა) არსებობს პაციენტებში თირკმელის ფუნქციის დარღვევისას ან გულის ქრონიკული უკმარისობისას.
ტარკას გამოყენების გამოცდილება მეორადი ჰიპერტენზიის, განსაკუთრებით რენოვასკულარული ჰიპერტენზიის დროს შეზღუდულია. ტარკა არ უნდა გამოიყენონ პაციენტებმა თირკმელის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზით, ერთი მოქმედი თირკმელით (მაგალითად, ავადმყოფები გადანერგილი თირკმელით), თირკმელების ფუნქციის დაკარგვის საფრთხის გამო.
ქირურგიული ჩარევა/ ანესთეზია
პაციენტებს ქირურგიული ჩარევის დროს ან საერთო ანესთეზიის დროს, საშუალებებით, რომლებიც იწვევენ არტერიულ ჰიპოტენზიას, ტრანდორაპრილს შეუძლია მოახდინოს ანგიოტენზინის II წარმოქმნის ბლოკირება რენინის კომპენსატორული აწევის პასუხად.
დაავადებები, რომლის დროსაც ზიანდება ნეიროკუნთოვანი გადაცემა
ტარკა უნდა მიიღონ სიფრთხილით იმ პაციენტებმა, რომლებსაც დარღვეული აქვთ ნეიროკუნთოვანი გადაცემა (მიასთენია gravis, ლამბერტ-იტონის სინდრომი, დუშენის პროგრესირებული კუნთების დისტროფია).
ხველა
აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს შეიძლება წარმოიქმანს მშრალი არაპროდუქტიული ხველა, რომელიც პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ქრება.
დესენსიბილიზაცია
ანაფილაქსიური რეაქციები (ზოგიერთ შემთხვევაში სიცოცხლისათვის საშიში) შეიძლება წარმოიშვას აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას და თან ახლავს დესენსიბილიზაცია ცხოველური შხამების წარმოშობისკენ.
დსლპაფერეზი
სიცოცხლისათვის საშიში ანაფილაქსიური რეაქციები აღენიშნებოდათ პაციენტებს, რომლებიც გადიოდნენ დსლპ-აფერეზს და ამავდროულად ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს.

ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექნიზმებთან მუშაობის დროს რეაქციის სისწრაფეზეზემოქმედების უნარი:
გამოკლვლევა ზემოქმედების უნარზე ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს რეაქციის სისწრაფეზე არ ჩატარებულა, მაგრამ უნდა გავითვალისწონოთ ისეთი არასასურველი ეფექტების განვითარება, როგორიცაა თავბრუსხვევა და დაღლილობა.

ჭარბი დოზირება:
ტარკას ჭარბი დოზის გამოყენების შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას შემდეგი ნიშნები დასიმპტომები, განპირობებული ვერაპამილით: არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, არტიოვენტრიკულური ბლოკადა, ასისტოლია და ნეგატიური ინოტროპული მოქმედება. ჭარბი დოზის შედაგად დაფიქსირებული იყო სიკვდილის შემთხვევები.
ტარკას ჭარბი დოზის გამოყენების შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას შემდეგი ნიშნები და სიმპტომები, განპირობებული ტრანდოლაპრილით: მძიმე არტერიული ჰიპოტენზია, შოკი, სტუპორი, ბრადიკარდია, ელექტროლიტური დარღვევები, თირკმელის უკმარისობა, ჰიპერვენტილაცია, ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ღელვა და ხველა.
მკურნალობა.
ტარკას ჭარბი დოზის მიღების დროს მკურნალობა უნდა დავიცვათ. ვერაპამილით ჰიდროქლორიდის ჭარბი დოზის მკურნალობა მოიცავს კალციუმის პრეპარატების პარენტერალურ შეყვანას, ბეტა-ადრენერგიულ სტიმულაციასა და კნტ გამორეცხვას.
ვერაპამილის შენელებული გათავისუფლების შესაძლო გაგრძელებული აბსორბაციის დროს პაციენტებს შესაძლოა დასჭირდეთ სამედიცინო მეთვალყურეობა და ჰოსპიტალიზაცია 48 საათის განმავლობაში. ვერაპამილის ჰიდროქლორიდი არ გამოდის ჰემოდიალიზის მეშვეობით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ვერაპამილის ჰიდროქლორიდის მეტაბოლიზმის in vitro გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ის მეტაბოლიზდება ციტოქრომ – P450, CYP3A4, CYP1A2, CYP2A8, CYP2A9 და CYP2A18. ვერაპამილი ჩნდება, როგორც ფერმენტების CYP3A4 და P- გლიკოპროტეინის (P-gp) ინჰიბიტორი. ცნობილი იყო კლინიკურად მნიშვნელოვან ურთიერთმოქმედებაზე ინჰიბიტორთან CYP3A4, რომელიც იწვევდა ვერპამილის დონის გაზრდას სისხლის პლაზმაში, იმ დროს როცა CYP3A4 ინდუქტორები იწვევდნენ ვერაპამლის დონის დაწევას სისხლის პლაზმაში, ამიტომაც აუცილებელია მონიტორინგი ურთიერთმოქმედების საგანზე სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
არარეკომენდებული შეთავსება
კალიუმშემნახველი დიურეტიკები ან საკვები მინარევები კალიუმთან – ჰიპერკალიემიის გამო.
კოლხიცინი – სუბსტრატი CYP3A და სატრანსპორტო P- გლიკოპროტეინის (P-gp). ცნობილია, რომ ვერაპამილი არის CYP3A და P-gp ინჰიბიტორი. ვერაპამილისა და კოლხიცინის ერთდროულად მიღებისას P-gp და/ან CYP3A ინჰიბირებამ ვერაპამილით შეიძლება გამოიწვიოს კოლხიცინის ექსპოზიცია. კომბინირებული მიღება რეკომენდებული არ არის.
დანტრონელი: პაციენტებს კორონარული არტერიების დაავადებით, რომლებიც იღებდნენ ვერაპამილს დანტრონელის დანიშვნის შემდეგ განუვითარდათ ჰიპერკალიემია და მიოკარდის ფუნქციის დათრგუნვა. ამ პრეპარატების კომბინირებული მიღება რეკომენდებული არ არის.
სიფრთხილე გამოყენებისას
ანტიჰიპერტენზიული სამკურანლო საშუალება: აძლიერებს ტარკას ჰიპოტენზიურ ეფექტს.
დიურეტიკები: ვადმყოფებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს, განსაკუთრებით წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევისას, აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დასაწყისში შეიძლება მეტისმეტად დაეცეს არტერიული წნევა (იხ. განყოფილება “გამოყენების განსაკუთრებულობა”).
ლითიუმი: აგფ ინჰიბიტორების მიღებამ ერთდროულად ლითიუმთან შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში ლითიუმის შეჩერება. ასეთ შემთხვევბში საჭიროა ლითიუმის ხშირი კონტროლი.
ანესთეტიკი: ტარკას შეუძლია გააძლიეროს ზოგიერთი ანესთეთიკების ჰიპოთენზიური ეფექტი.
ნარკოტიკული/ფსიქოტროპული საშუალებები: შეიძლება წარმოიქმანს პოსტურული ჰიპოტენზია.
– ალოპურინოლი, ციტოსტატიკი ან იმუნოდეპრესანტები, სისტემური კორტიკოსტეროიდები ან პროკაინამიდები: ლეიკოპენიის განვითარების რისკის გაზრდა.
– კარდიოდეპრესანტები: ვერაპამილის კარდიოდეპრესანტებთან ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება მიგვიყვანოს არასასურველ (ბეტა-ადრენობლოკატორები, არითმიის საწინააღმდეგო საშუალებები, საინჰალაციო ანესთეთიკები) ადიტიურ ეფექტამდე.
– ქინიდინი: ერთდროული გამოიყენებამ per os ვერაპამილისა და ქინიდინის ზოგიერთ შემთხვევაში, გამოიწვია არტერიული ჰიპოტენზია და ფილტვების შეშუპება პაციენტებში ჰიპერტროპული (ობსტრუქციული) კარდიომიოპათიით.
– დიგოქსინი: დიგოქსინისა და ვერაპამილის ერთდროულად გამოყენებას მივყავართ დიგოქსინის მომატებულ კონცენტრაციამდე სისხლის პლაზმაში 50-70% – ით, რაც ითხოვს დიგოქსინის დოზის შემცირებას.
– მიორელაქსანტი: მიორელაქსანტების გაძლიერებული ეფექტი (ისეთები, როგორიცაა ნეიროკუნთოვანი ბლოკატორები).
– ტრანკვილიზატორები, ნეიროლეპტიკები, ანტიდეპრესანტები: როგორც სხვა შემთხვევებში ყველა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან, არსებობს ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის განვითარების დიდი რისკი ტარკას ტრანკვილიზატორებთან, ნეიროლეპტიკებთან ან ანტიდეპრესანტებთან შეთავსებით, რომლებიც შეიცავენ იმიპრამინს.
– ანტიმიკრობული საშუალებები:
კლარითრომიცინი, ერითრომიცინი, ტელითრომიცინი: შესაძლოა ვერაპამილის დონის მომატება.
– რიფამიცინი: AUC ვერაპამილის (~92%), C max (~94%) დაწევა, ბიოშეღწევადობა პერორალური მიღების შემდეგ (~92%), შეიძლება შეამციროს ჰიპოტენზიური ეფექტი.

ყურადღება უნდა მიექცეს
– არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს): აასს გამოყენებამ შეიძლება მიგვიყვანოს აგფ ინჰიბიტორების ჰიპოტენზიური ეფექტის შესუსტებისაკენ. ამას გარდა, აღწერილია, რომ აასს და აგფ ინჰიბიტორები ავლენენ ადეკვატურ ეფექტს სისხლის შრატში კალიუმის გაზრდასთან დაკავშირებით და თირკმელის ფუნქციის დაწევით. ჩვეულებრივ ეს ეფექტები შექცევადია და აღენიშნებათ პაციენტებს თირკმელების ფუნქციის დარღვევით.
– აცეტილსალიცილის მჟავა: აცეტილსალიცილის მჟავის ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს აცეტილსალიცილის მჯავის გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი (სისხლდენის წარმოქმნის რისკი).
– ანტაციდები: ამცირებს აგფ ინჰიბიტორების ბიოშეღწევადობას.
სიმპატომიმეტიკები: შეუძლიათ შეამცირონ აგფ ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. საჭიროა საგულდაგულო დაკვირვება პაციენტის მდგომარეობაზე, რათა დავრწმუნდეთ სასურველი კლინიკური ეფექტის მიღწევაში. ალკოჰოლი: აძლიერებს ჰიპოტენზიურ ეფექტს.
– ვერაპრამილს შეუძლია მაღლა აწიოს კარბამაზეპინის, ციკლოსპორინის და თეოფილინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, იმავდროულად ამ საშუალებების რისკის მომატებით.
– ევეროლიმუსი, სიროლიმუსი, ტაკროლიმუსი: შესაძლოა ამ პრეპარატების დონის მომატება სისხლის პლაზმაში.
– რიფამიცინი, ფენიტოინი და ფენობარბიტალი ამცირებენ ვერაპამილის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.
– ვერაპამილს შეუძლია გაზარდოს პრაზოზინის კონცენტაცია სისხლის პლაზმაში. ინჰიბიტორები ჰმჰ-კოა-რედუქტაზები: იყო შეტყობინება სიმვასტატინის დონის მომატების შესახებ (მეტაბოლიზდება CYP3A4 მეშვეობით) შრატში მისი ვერაპამილთან ერთდროულად მიღებისას. შეტყობინებების თანახმად ერთდროულად ვერაპამილისა და დიდ დოზებში სიმვასტატინის გამოყენება ზრდის მიოპათიის/რაბდომიოლიზის განვითარების რისკს. ჰმჰ-კოა-რედუქტაზები ინჰიბიტორებით მკურნალობა (ისეთებით როგორიცაა სიმვასტატინი, ატორვასტატინი ან ლოვასტატინი) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვერაპამილს, უნდა დაიწყოს უმცირესი შესაძლო დოზით და უნდა მოხდეს მისი გაზრდა. ვერაპამილით მკურნალობა ენიშნებათ პაციენტებს, რომლებიც იღებენ HHჰმჰ-კოა-რედუქტაზების ინჰიბიტორებს (სიმვასტატინი, ატორვასტატინი ან ლოვასტატინი), სტატინის დოზა აუცილებლად უნდა შემცირდეს და დადგინდეს სისხლის შრატში ქოლესტერინის კონცენტრაცია.
– ატორვასტატინი: შესაძლოა ატორვასტატინის დონის მომატება. ატორვასტატინი ზრდის ვერაპამილის AUC დაახლოებით 42,8%- ით.
ლოვასტატინი: შესაძლოა ლოვასტატინის დონის მომატება.
სიმვასტატინი: ზრდის სიმვასტატინის AUC დაახლოებით 2,6 – ჯერ, სიმვასტატინის C max – 4, 6 – ჯერ.
– ფლუვასტატინი, პრავასტატინი და როზუვასტატინი არ მეტაბოლოზდება ციტოქრომთან CYP3A4 და არ ურთიერთმოქმედებს ვერაპამილთან.
– ანტიდიაბეტური საშუალებები: ცალკეულ შემთხვევბში, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, ავადმყოფებს შაქრიანი დიაბეტით შეიძლება დასჭირდეთ დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებების ან ტარკას დოზის შერჩევა სისხლში გლუკოზის მომატებული უტილიზაციის გამო.
– გრეიფრუტის წვენი: გრეიფრუტის წვენი ამაღლებს ვერაპამილის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში. გრეიფრუტის წვენი არ უნდა გამოვიყენოთ ტარკასთან ერთად.

შენახვის პირობები და ვადები:
ვარგისიანობის ვადა. 3 წელი.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25ºC ტემპერატურისა.

აფთიაქში გაცემის წესი: ფორმა 3 რეცეპტით.

გამოშვების ფორმა: 2მგ/180მგ, 2/240 და  4/240 ტაბლეტი #28

მწარმოებელი: Abbott GmbH & Co. KG, გერმანია

გაფრთხილება

ტარომენტინი – TAROMENTIN

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ამოქსიცილინი+კლავულანის მჟავა/
AMOXICILLIN; CLAVULANIC ACID

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პენიცილინის ჯგუფის ინჰიბიტორ-დაცული ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 14 ც.
1 ტაბ.
ამოქსიცილინი (ტრიჰიდრატის სახით)………………..    500მგ
კლავულანის მჟავა (კალიუმის მარილის სახით)……     125 მგ
დამხმარე ნივთიერები:
ტაბლეტის შიგთავსი: პოლივიდონი, კროსპოლივიდონი, კაჟის დიოქსიდი კოლოიდური მაგნიუმის სტეარატი, ცელულოზა, მიკროკრისტალური (Avicel PH 102) მიკროკრისტალური ცელულოზა (Avicel PH 112).
გარსი: პროპილენგლიკოლი, ჰიპრომელოზა, ეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი ტარომენტინი შედგება ამოქსიცილინისა (ნახევრადსინთეზური) და კლავულანის მჟავისაგან (β-ლაქტამაზას ინჰიბიტორი), რომელთა კომბინაცია აფართოებს პრეპარატის მოქმედების სპექტრს β-ლაქტამაზას მაპროდუცირებელ გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე.
ტარომენტინი მოქმედებს ბაქტერიოციდულად in vitro შემდეგ ბაქტერიებთან მიმართებაში:

აერობული გრამდადებითი ბაქტერიები:  Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Staphylococcus pyogenes, Streptococcus anthracis, Corynebacterium, Streptococcus pneumoniae, Streptococcus viridans, Streptococcus faecalis, Listeria monºCytogenes, გრამ-დადებითი ანაერობები – Clostridium, PeptºCºCcus, PeptoStreptococcus, გრამ-უარყოფითი აერობები – E.Colix, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Klebsiella spp., Bordetella pertussis, Yersinia enterºColitica, Gardnerella vaginalis, Helicobacter pylori, Brucella spp., Salmonella spp., Shigella spp., Neisseria meningitidis, Neisseria gonorrhoeae, Branhamella catarrhalis, Haemophilus influenzae, Haemophilus ducreyi, Pasteurella multºCida, Campylobacter jejuni, Vibrio cholerae, გრამ-უარყოფითი ანაერობები – Bacteroides spp. (მათ შორის, Bacteroides fragilis), Fusobacterium.
შტამები, რომლებიც არ აპროდუცირებენ β ლაქტამაზას, ამავე მიზეზით მგრძნობიარენი არიან ამოქსიცილინის მიმართ.

Enterobacteriaceae-ს ოჯახის ჩხირების შტამები, რომლებიც გამოყოფენ ქრომასომალურ და კოდირებად β-ლაქტამაზას (ამპ.C), მდგრადებია პრეპარატის მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:
როგორც ამოქსიცილინი, ისევე კლავულანის მჟავა კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან და ავლენს მსგავს ფარმაკოკინეტიკურ თვისებებს. პრეპარატის ერთდროული მიღება საკვებთან ერთად ასევე არ ახდენს გავლენას პრეპარატ ტარომენტინის ორივე კომპონენტის აბსორბციაზე.
სისხლის მაქსიმალურ კონცენტრაციას ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა აღწევენ დაახლოებით ერთი საათის შემდეგ; სისხლის C ცილებს ამოქსიცილინი უკავშირდება დაახლოებით 18%, ხოლო კლავულანის მჟავა დაახლოებით 25%-ით.
ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა ადვილად გადადიან ორგანიზმის ქსოვილების უმრავლესობასა და ბიოლოგიურ სითხეებში და აღწევენ თერაპიულ კონცენტრაციას, გარდა ზურგის ტვინის სითხისა.
პრეპარატი აღწევს პლაცენტაში, ასევე მცირე რაოდენობით ხვდება დედის რძეშიც.
პრეპარატი ძირითადად შარდთან ერთად გამოიყოფა, მცირე რაოდენობით გამოიყოფა ფეკალურ მასებთან ერთად.

ჩვენებები:
ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა ნაჩვენებია β-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციები დროს:
ზედა სასუნთქი გზების ინფექციები;
შუა ყურის ანთება, სინუსიტები, ნუშისებრი ჯირკვლების ანთება გამოწვეული Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis; H
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები;
მწვავე ბრონქიტი, რომელიც საჭიროებს ანტიბიოტიკით მკურნალობას, ქრონიკული ბრონქიტი, წილის და ბრონქოპნევმონია, გამოწვეული Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis.
კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები – ფურუნკულები, აბსცესები, ცელულიტი, ჭრილობის ინფექცები, გამოწვეული StaphilºCºCcus aureus, E.coli, Klebsiella spp., Bacteroides spp;
შარდგამომყოფი სისტემის გართულებული და გაურთულებელი ინფექციები გამოწვეული მიკროორგანიზმებით Enterobacteriaceae -ის ოჯახიდან ანუ E.coli, Klebsiella spp, Enterobacter spp;
სხვა ინფექციები, გამოწვეული მგრძნობიარე ბაქტერიებით, მაგალითად: სეფსისი, მუცლის ღრუს არის ინფექციები, შერეული, აერობულ-ანაერობული ეტიოლოგიის პოსტოპერაციული ინფექციები;
პრეპარატ ტარომენტინის გამოყენების წინ აუცილებელია ჩატარდეს გამოკვლევა პრეპარატის მიმართ გამოყოფილი გამომწვევის მგრძნობელობაზე.
მკურნალობა შეიძლება დაწყებულ იქნას დაავადების გამომწვევის პრეპარატის მიმართ მგრძნობელობაზე, გამოკვლევის შედეგის მიღებამდე.
ანტიბიოტიკროგრამის მიღების შემდეგ შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის ჩანაცვლება. არარის რეკომენდებული ტარომენტინის მიღება:
– პენიცილინის, ცეფალოსპორინების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
– პაციენტებში, რომელთაც გადაიტანეს სიყვითლე და/ან ღვიძლის ფუნქციების დარღვევა, გამოწვეული ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას ან პენიცილინის ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების გამოყენების შედეგად.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება პერორალურად, ჭამის დროს ან დაუყოვნებლივ ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობის წყლის დაყოლებით.
მოზრდილები და ბავშვები მასით 40 კგ და მეტი:
(250+125 მგ) 3-ჯერ დღე-ღამეში, მძიმე ინფექციების შემთხვევაში ერთი ტაბლეტი 625 მგ (500 მგ+125 მგ) 3-ჯერ დღე-ღამეში. მძიმე ინფექციების მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია პრეპარატის ინტრავენური მიღებით, მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ კი, მკურნალობა გრძელდება პერორალური ფორმით.
ბავშვებში მასით 40 კგმდე არ არის რეკომენდებული პრეპარატ ტარომენტინის მიღება ტაბლეტების სახით.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები: ღვიძლის და თირკმლის ნორმალური ფუნქციების მქონე ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის პრეპარატის დოზის კორექტირება საჭიროება არ არის.
დოზირება პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით: აუცილებელია სიფრთხილის დაცვა პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით. პრეპარატის დოზის მოცულობას და მიღებებს შორის პერიოდის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი კრეატინინის კლირენსიდან გამომდინარე.
თუ მკურნალობის დროს პაციენტს ეჩვენება, რომ პრეპარატის მოქმედება ზედმეტად ძლიერი ან სუსტია, მან ექიმს უნდა მიმართოს.
მკურნალობის ხანგრძლივობა: მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სახეობაზე და სიმძიმეზე.
ჯგუფის სტრეპტოკოკებით გამოწვეული ინფექციების დროს მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 10 დღისა.

ჭარბი დოზირება:
პრეპარატის ჭარბი დოზით მიღების სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება, დიარეა, წყალელექტროლიტური ბალანსის დარღვევა.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა და ექიმთან კონსულტაცია. ტარომენტინის ორგანიზმიდან გამოყვანა შეიძლება ჰემოდიალიზის საშუალებით.
პრეპარატ ტარომენტინის დოზის გამოტოვების შემთხვევაში: თუ პრეპარატი არ იქნა მიღებული ზუსტად დანიშნულ დროს, საჭიროა მისი მიღება მაქსიმალურად სწრაფად (თუ შემდეგ მიღებამდე ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი) ან პრეპარატის რეგულარული მიღების გაგრძელება.
არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

გვერდითი მოვლენები:
არასასურველი მოვლენები იშვიათად ვლინდება, უფრო ხშირად მსუბუქად მიმდინარეობს და პრეპარატის მოხსნის შემდეგ ქრება.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოშლილობა – დიარეა, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, კანდიდოზი, ფსევდომემბრანული კოლიტი ძალიან იშვიათად შეინიშნება. ამ სიმპტომების გამოვლენის შემცირება შესაძლებელია პრეპარატის უშუალოდ ჭამის წინ მიღებით.
სუპერინფექციები, გამოწვეული საფუარა სოკო Candida-ს სახეობით -უპირატესად: საშოში და პირის ღრუში.
ამინოტრანსფერაზების აქტივობის უმნიშვნელო, ტრანზიტორული მომატება;
იშვიათად: ჰეპატიტი და გუგების სიყვითლე.
ალერგიული რეაქციები – გამონაყარი, ქავილი, ერითემატოზულ-პაპულოზური გამონაყარი, იშვიათად, კანის მძიმე რეაქციები: მულტიფორმული ერითემა, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ლაილის სინდრომი (ეპითელიუმის ტოქსიკოლიკვაციური ნეკროზი). ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს ანაფილაქსიური შოკი, კვინკეს შეშუპება, შრატისმიერი დაავადებების სიმპტომები. მძიმე ალერგიული რეაქციები, როგორც წესი, შეეხებათ მრავალი ალერგენის მიმართ ალერგიის მქონე პაციენტებს, რომლებიც პრეპარატს დიდი დოზით იღებენ, განსაკუთრებით, პარენტერალური გზით. ზემოთ ჩამოთვლილი ალერგიული რეაქციებიდან რომლის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.
სისხლის მორფოლოგიური სურათის უმნიშვნელო, ტრანზიტორული ცვლილებები – ანემია, თომბოციტოპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა, ეოზინოფილია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი.
ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები (დროებითი მოტორული აგზნება, კრუნჩხვები, მომატებული აგზნება, შფოთვა, უძილობა, დეზორიენტაცია, თავბრუსხვევა) შეინიშნება ძალიან იშვიათად და პრეპარატის მოხსნის შემდეგ ქრება.
ზოგიერთ პაციენტებში პრეპარატ ტარომენტინით მკურნალობისას შეიძლება გამოვლინდეს სხვა გვერდითი ეფექტები. ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი ან სხვა გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, აუცილებლად უნდა ეცნობოს ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში. ტარომენტინი მცირე რაოდენობით აღწევს დედის რძეში.
პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

განსაკუთრებული მითითებები:
♦ ამოქსიცილინით მკურნალობის პერიოდში ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს მძიმე სიმპტომები ანაფილაქსიური რეაქციების სახით. ასეთი რეაქციის განვითარების დიდი ალბათობა შეინიშნება ანტიბიოტიკის პარენტერალური გზით მიღების შემთხვევაში. ჰიპერმგრძნოებლობის რეაქციის გამოვლენის ალბათობა მეტია ალერგიისადმი მიდრეკილ პირებში. ასეთი რეაქციები აღწერილია პენიცილინის მიმართ ალერგიულ პაციენტებში.
♦ ამოქსიცილინით მკურნალობის დაწყების წინ პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს, აქვს თუ არა მას ალერგია პენიცილინის ცეფალოსპორინების ან სხვა სამკურნალო საშუალებების მიმართ. სიფრთხილეა საჭირო ამოქსიცილინის გამოყენებისას პაციენტებში:
♦ თირკმლის მძიმე უკმარისობით (დოზის შერჩევისას საჭიროა კრეატინინის კლირენსის გათვალისწინება);
♦ ღვიძლის ფუნქციის დარღვევით;
♦ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციების მძიმე დარღვევით, რომელსაც თან ახლავს ღებინება და დიარეა;
♦ ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული მოქმედების ანტიბიოტიკებმა (მაგალითად: პენიცილინის, ცეფალოსპორინების, მაკროლიდები) ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიონ ფსევდომემბრანოზული კოლიტი. ნორმალური ბაქტერიული ფლორის დათრგუნვა ხელს უწყობს Clostridium difficile-ს ჩხირების გამრავლებას, რომელთა ტოქსინებიც იწვევენ ფსევდომემბრანული კოლიტის სიმპტომებს. ფსევდომემბრანულ კოლიტზე ვარაუდის აღება აუცილებელია იმ პაციენტებში, რომელთაც ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს მკურნალობის დამთავრებისთანავე აღენიშნებათ დიარეა (განსაკუთრებით, მძიმე და მდგრადი ფორმა).
ფსევდომემბრანული კოლიტის დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატ ტარომენტინის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დაწყება. ჩვეულებრივ, მსუბუქ შემთხვევებში, საკმარისია პრეპარატის მოხსნა, უფრო მძიმე შემთხვევებში კი ინიშნება მეტრონიდაზოლი ან ვანკომიცინი. უკუნაჩვენებია ნაწლავური პერისტალტიკის შემასუსტებელი ან სხვა შემკვრელი პრეპარატების მიღება.
♦ ტარომენტინის ხანგრძლივად მიღება ხელს უწყობს ბაქტერიების და სოკოების მდგრადი შტამების განვითარებას.
♦ ინფექციური მონონუკლეოზით დაავადებულ პაციენტებში გამონაყარის გამოვლენის რისკი გაცილებით მაღალია, ამიტომ ამ პაციენტებში აუცილებელია პრეპარატ ტარომენტინის გამოყენებისაგან თავის არიდება.
♦ ხანგრძლივი მკურნალობის დროს ნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის და სისხლის რეგულარული გამოკვლევები.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი არ ზღუდავს ფსიქოფიზიკურ აქტივობას, აგრეთვე არ ზემოქმედებს ავტოტრანსპორტის და მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აუცილებლია ეცნობოს ექიმს ბოლო დროის განმავლობაში გამოყენებული ყველა მათ შორის, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტის შესახებ.
– პრობენეციდს ტარომენტინთან ერთად გამოყენებისას შეუძლია შეამციროს ამოქსიცილინის, თირკმლის არხში გამოყოფის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამოქსიცილინს კონცენტრაციის მომატება და სისხლის შრატში დაყოვნება, რაც არ ახდენს გავლენას კლავულანის მჟავას გამოყოფაზე.
– სისხლდენის განვითარების რისკის მატებასთან დაკავშირებით პრეპარატი ტარომენტინი ფრთხილად გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტურ საშუალებებს.
– ამოქსიცილინის ქლორამფენიკოლთან, ერითრომიცინთან ან სულფანილამიდებთან ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება შეამციროს პრეპარატის ბაქტერიოციდული მოქმედება.
– ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების მათ შორის ამოქსიცილინის ერთდროულად გამოყენებამ კონტრაცეფციულ საშუალებებთან ერთად შეიძლება შეამციროს ამ უკანასკნელის ეფექტურობა.
– ტარომენტინით მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია დამატებითი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება.
– ალოპურინოლის ტარომენტინთან ერთად გამოყენებისას იზრდება ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი.
– ამოქსიცილინით ნამკურნალევ პაციენტებში შარდში გლუკოზის განსაზღვრის ტესტმა შეიძლება ცრუ შედეგი აჩვენოს, ამიტომ ასეთი გამოკვლევის აუცილებლობის შემთხვევაში რეკომენდებულია ენზიმატური ტესტირების ჩატარება.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი: Tarchomin pharmaceutical works “POLFA” S.A., პოლონეთი

გაფრთხილება

ტაურედონი – TAUREDON

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელებაSODIUM AUROTHIOMALATE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოქროს პრეპარატი; იმუნოდეპრესანტი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი: ამპულაში 0.5 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 ამპ.
აუროთიომალატ ნატრიუმი………..    10 მგ
1 ამპ.
აუროთიომალატ ნატრიუმი………….   20 მგ
1 ამპ.
აუროთიომალატ ნატრიუმი………….  50 მგ

მწარმოებელი: BYK GULDEN

გაფრთხილება

ტაუფონი – TAUFON

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო და ქიმიური სახელწოდებები: ტაურინი/Taurin;

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ოფთალმოლოგიაში გამოყენებადი საშუალებები.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები; გამჭვირვალე უფერო სითხე;
ტაურინი ………………..  0.2 გ;
დამხმარე ნივთიერებები: ნიპაგინი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა. ტაუფონი (ტაურინი) განეკუთვნება ამინომჟავურ პრეპარატებს, რომელიც ასტიმულირებს რეპარაციულ და რეგენერაციულ პროცესებს თვალის ბადურას დისტროფიული ხასიათის დაავადებების, თვალის ქსოვილების ტრავმული დაზიანებების, პათოლოგიური პროცესების დროს, რომლებსაც თან ახლავს ამ ქსოვილების მეტაბოლიზმის მკვეთრი დარღვევა. როგორც გოგირდის შემცველი ამინომჟავა, პრეპარატი ხელს უწყობს უჯრედების მემბრანების ფუნქციების ნორმალიზებას, ენერგეტიკული და ცვლის პროცესების ოპტიმიზაციას, უჯრედების ციტოპლაზმის ელექტროლიზური შემცველობის მუდმივობის შენარჩუნებას, სინაფსური გადაცემის შეკავებას (ნეირომედიატორის როლი).
ფარმაკოკინეტიკა. შესწავლილი არ არის.

ჩვენებები:
ტაუფონი ინიშნება მოზრდილებში თვალის ბადურას დისტროფიული დაზიანებების დროს, მემკვიდრეობითი ტაპეტორეტინალური დეგენერაციების ჩათვლით, რქოვანას დისტროფიების დროს, სიბერის, დიაბეტური, ტრავმული და სხივური კატარაქტების დროს, როგორც აღდგენითი პროცესების მასტიმულირებელი საშუალება რქოვანას ტრავმების დროს.

გამოყენების წესი და დოზები.
კატარაქტების დროს ტაუფონი ინიშნება ინსტილაციების სახით: 2-3 წვეთი 2-4-ჯერ დღე-ღამეში ყოველდღე 3 თვის განმავლობაში. კურსები ერთთვიანი ინტერვალით მეორდება. ტრავმების დროს გამოიყენება ანალოგიური დოზებით 1 თვის განმავლობაში. ტაპეტორეტინალური დეგენერაციისა და ბადურას სხვა დისტროფიული დაავადებების, რქოვანას გამჭოლი ჭრილობების სამკურნალოდ პრეპარატი შეჰყავთ კონიუნქტივაში: 0.3 მლ 4% ხსნარი დღეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი მეორდება 6-8 თვის შემდეგ.

გვერდითი მოქმედება:
შესაძლოა განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, რაც ვლინდება ალერგიული რეაქციების სახით.

უკუჩვენებები:
* ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ჭარბი დოზა:
მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზის შესახებ არ არსებობს.

გამოყენების განსაკუთრებულობანი:
არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ პრეპარატი ეფექტურია როგორც თვალშიდა წნევის დამწევი საშუალება გლაუკომით დაავადებულ ავადმყოფებში.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ორსულ და მეძუძურ ქალებში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ზოგიერთი მონაცემის მიხედვით პრეპარატი ზრდის თიმოლოლის ჰიპოტენზიურ ეფექტს მათი ერთად გამოყენების შემთხვევაში.

შენახვის პირობები და ვადა:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას ტემპერატურაზე 8-15°C.
შენახვის ვადა – 3 წელი.

გაცემის პირობები: რეცეპტით.

მწარმოებელი:  უკრაინა

გაფრთხილება

ტაფაზოლი / TAFAZOL

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკრობული, საანესთეზიო და სისხლძარღვთა შემავიწროვებელი პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფალმოლოგიაში.

ათქ კოდი: S01AB99

შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:  ნატრიუმის სულფაცეტამიდი     30 მგ
თუთიის ფენოსულფონატი         5 მგ
ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდი  0,05 მგ
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი     7,5 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, თიმეროსალი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ამონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.
თუთიის ფენოსულფონატს აქვს მწებავი, ანტისეპტიკური მოქმედება, რომელიც ვითარდება მიკროორგანიზმების ცილების თუთიის იონებით კოაგულაციის შედეგად წარმოქმნილი ალბუმინატების შეღწევის სიღრმის შესაბამისად. აქტიურია სტაფი¬ლო¬კო¬კე¬ბის, სტრეპტოკოკების, დემოდეკოზის გამომწვევის მიმართ.
ნატრიუმის სულფაცეტამიდს გააჩნია ანტიმიკრობული და ბაქტერიოსტატული მოქმედების ფართო სპექტრი, რომლის მექანიზმი განპირობებულია პარა-ამინობენზომჟავასთან (პაბმ) ანტაგონიზმითა და დიჰიდროპტეროატ სინთეტაზას  კონკურენტული დათრგუნვით, რაც იწვევს პურინების, პირიმიდინებისა და დნმ-ის წარმოქმნისათვის საჭირო ტეტრაჰიდროფოლის მჟავის სინთეზის დარღვევას. სულფაცეტამიდი აქტიურია გრამ-დადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების (მათ შორის, პათოგენური კოკების, Escherichia coli), Clamydia spp., Actinomyces spp მიმართ.
ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდი ალფა-ადრენომიმეტური საშუალებაა, რომელსაც ადგილობრივი გამოყენებისას გააჩნია სისხლძარღვების შემავიწროვებელი მოქმედება.
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს გააჩნია ადგილობრივი საანესთეზიო მოქმედება, რო¬მელიც განპირობებულია ვოლტაჟ-დამოკიდებული ნატრიუმის არხების ბლოკადით, რაც ხელს უშლის მგრძნობელობითი ნერვების დაბოლოებებში იმპულსების გენერაციასა და ნერვული ბოჭკოებით ტკივილის იმპულსების გატარებას.

გამოყენების ჩვენებები
– სეზონური და წლის განმავლობაში არსებული ალერგიული კონიუნქტივიტის გამწვავება;
– კონიუნქტივიტის გაურთულებელი ფორმები.

უკუჩვენებები
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
– ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.

გამოყენების თავისებურებანი
პრეპარატის გამოყენებისას რეკომენდებული არ არის რბილი კონტაქტური ლინზების ხმარება.
თვალის წვეთების გამოყენებამდე აუცილებელია მაგარი კონტაქტური ლინზების მოხსნა; ჩასმა შეიძლება პრეპარატის გამოყენებიდან 15-20 წუთში. არ შეიძლება საწვეთურის შეხება რაიმე ზედაპირთან ფლაკონის შიგთავსის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მკაცრი სამედიცინო კონტროლის ქვეშ.

გვერდითი მოქმედება
რეკომენდებული დოზით გამოყენებისას პრეპარატი კარგი ამტანობით ხასიათდება. ცალკეულ შემ¬თხვევებში შესაძლებელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციები, გაღიზიანება ან წვის შეგრძნება.

მიღების წესი და დოზები
მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
აწვეთებენ თითო წვეთს დაავადებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში
1-3-ჯერ დღე¬ში დაავადების სიმძიმის მიხედვით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 7 დღეს შეადგენს. საჭიროებისამებრ, შესაძლებელია მისი კორექცია ექიმის მი¬თი¬თების შესაბამისად.

ჭარბი დოზა
ჭარბი დოზის ნიშნები განსაკუთრებულ შემთხვევებში ვლინდება (მაგალითად, პრეპარატის შიგნით მიღება და სხვ.). საჭიროებისამებრ, ტარდება სიმპტომატური მკურნალობა.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ტაფაზოლი შეუთავსებელია იმ პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებიც შეიცავენ ვერცხლის მარილს.

ზემოქმედება ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება აღი¬ნიშნოს არამკაფიო მხედველობა, რაც ართულებს ავტომობილის ან მექანიზმების მართვას. ამიტომ რეკომენდებულია მუშაობის დაწყება პრეპარატის გამოყენებიდან 15 წუთის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე შუქისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 4 კვირის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 10 მლ თვალის წვეთები პოლიმერული მასალის ფლაკონი №1 საწვეთურით

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: World Medicine Ophthalmics

გაფრთხილება


ტაფლობესტი / TAFLOBEST

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ტაფლუპროსტი/tafluprost

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

ათქ კოდი: S01EE05

შემადგენლობა
ერთი მლ თვალის წვეთები, ხსნარი, შეიცავს 15 მიკროგრამ ტაფლუპროსტს.
შემავსებლები: დინატრიუმ ედეტატი, გლიცეროლი, ბორის მჟავა, ტილოქსაპოლი, პოლიქვატერნიუმ-1, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან/და მარილმჟავა (პH სარეგულაციოდ), გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები ტაფლუპროსტი არის პროსტაგლანდინ      F2α-ს ფუორინებული ანალოგი. ტაფლუპროსტის მჟავა, ტაფლუპროსტის ბიოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი  არის ადამიანის პროსტანოიდული FP-რეცეპტორის ძლიერი და სელექციური აგონისტი. ტაფლუპროსიტის მჟავას გააჩნია FP რეცეპტორისადმი 12-ჯერ პუნქტით უფრო მაღალი აფინურობა,  ვიდრე ლატანოპროსტს. მაიმუნებში ფარმაკოდინამიკური კვლევებით გამოვლინდა, რომ ტაფლუპროსტი ამცირებს ინტრაოკულურ წნევას სითხის უვეოსკლერული გადინების გაძლიერებით.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
დღეში ერთხელ ერთი წვეთი ტაფლუპროსტის 0.0015% თვალის წვეთების, 8 დღის განმავლობაში მიღებისას, პლაზმაში ტაფლუპროსტის მჟავას კონცენტრაცია დაბალი იყო და მსგავსი პროფილები ჰქონდა 1-ელ და მე-8 დღეს. პლაზმაში კონცენტრაციამ პიკს მიაღწია დოზირებიდან 10 წუთში და დაქვეითდა განსაზღვრადზე ქვედა დონემდე (10პგ/მლ) ერთი საათის შემდეგ. საშუალო  Cmax (24.4 და 31.4პგ/მლ) და AUჩ0-ლასტ (405.9 და 581.1 პგ*წთ/მლ) მნიშვნელობები მსგავსი იყო 1 და 8 დღეს, რაც მიანიშნებდა, რომ პრეპარატის მყარი კონცენტრაცია მიღწეული იყო პირველი კვირის განმავლობაში. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ აღინიშნა სისტემურ ბიოშეღწევადობაში კონსერვანტების შემცველ და არაშემცველ ფორმულებს შორის.

თერაპიული ჩვენება
მომატებული ინტრაოკულარული წნევის შემცირება ღიაკუთხოვანი გლაუკომის და ოკულარული ჰიპერტენზიის დროს.
მონოთერაპიის სახით პაციენტებში:
– რომლებიც არასაკმარისად რეაგირებენ პირველი ხაზის თერაპიაზე;
– არატოლერანტული არიან ან აღენიშნებათ პირველი ხაზის თერაპიის უკუჩვენება
ბეტა-ბლოკერებისადმი დამატებითი თერაპიის სახით.
ტაფლობესტი 0.015 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი, ნაჩვენებია 18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებში.

დოზირება და მიღების მეთოდი
დოზირება
რეკომენდებული დოზაა ტაფლობესტის ერთი წვეთი, დაზიანებული თვალის კონიუნქტივის ტომარაში, დღეში ერთხელ, საღამოს.
დოზამ არ უნდა გადააჭარბოს დღეში ერთხელ მიღებას, რადგან უფრო ხშირად გამოყნებამ შეიძლება შეამციროს თვალშიდა წნევის დამაქვეითებელი ეფექტი.

გამოყენება ხანდაზმულებში
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის.
პედიატრული პოპულაცია
ბავშვებში ტაფლუპროსტის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წელზე უმცროს ასაკში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არსებობს.
გამოყენება თირკმლის/ღვიძლის დაზიანების დროს
ტაფლუპროსტი შესწავლილი არ არის თირკმლის/ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში და აქედან გამომდინარე ამგვარ პირებში უნდა გამოიყენონ სიფრთხილით.

მიღების მეთოდი
ხსნარის პოტენციური დაბინძურების პრევენციისთვის, პაციენტი ფლაკონის აპლიკატორით არ უნდა შეეხოს ქუთუთოებს, მათ გარშემო მიდამოს და ზედაპირებს.
ქუთუთოს კანის გამუქების რისკის შემცირებისთვის, პაციენტებმა ზედმეტი ხსნარი უნდა მოიშორონ. როგორც ყველა თვალის წვეთების შემთხვევაში, გამოყენების შემდეგ რეკომენდებულია ნაზოლაკრიმალური ოკლუზია ან ქუთუთოს მსუბუქად დახურვა. ამან შეიძლება შეამციროს თვალში ჩაწვეთებული სამედიცინო პროდუქტის სისტემური აბსორბცია.
თუ გამოიყენება ერთზე მეტი ადგილობრივი ოფთალმოლოგიური სამედიცინო პროდუქტი, მათ მიღებას შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5 წუთს.

უკუჩვენება
ჰიპერმგრნობელობა აქტიური ნივთიერების ტაფლუპროსტის ან ნებისმიერი შემავსებლის მიმართ.

არასასურველი ეფექტები
კლინიკურ კვლევებში 1200-ზე მეტ პაციენტბს მკურნალობდნენ ტაფლუპროსტის მონოთერაპიის ან თიმოლოლის 0.5%-ს დამხმარე თერაპიის სახით. მკურნალობასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი მოვლენა იყო ოკულარული ჰიპერემია. იგი განვითარდა პაციენტების დაახლოებით 13%-ში, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც მონაწილეობდნენ ტაფლუპროსტის კლინიკურ კვლევებში, ევროპაში და აშშ-ში. უმრავლეს შემთხვევებში ის იყო მსუბუქი და იწვევდა დისკომფორტს, ევროპაში და აშშ-ში ჩატარებული მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილე 13%-ში.
ის მსუბუქი იყო უმრავლეს შემთხვევაში და მკურნალობის მოხსნას იწვევდა საშუალოდ პაციენტების 0.4%-ში, რომლებიც მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდნენ.
მკურნალობასთან დაკავშირებული შემდეგი არასასურველი ეფექტები აღწერილი იყო ტაფლუპროსტის კლინიკურ კვლევებში ევროპაში და აშშ-ში, მაქსიმუმ 12 თვიანი გამოყენების შემდეგ:
სიხშირის ყოველ ჯგუფში გვერდითი რეაქციები აღწერილია კლებადი სიხშირით.
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები
ხშირი (>1/100 – <1/10): თავის ტკივილი

თვალის მხრის დარღვევები
ძალიან ხშირი  (>1/10): კონიუნქტივალური/ოკულარული ჰყპერემია.
ხშირი (>1/100 – <1/10): თვალის ქავილი, თვალის გაღიზიანება, თვალის ტკივილი, წამწამების ცვლილებები (სიგრძის, სისქის და რაოდენობის ცვლილება), თვალის სიმშრალე, წამწამების დისკოლორაცია, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, ქუთუთოს ერითემა, მხედველობის დაბინდვა, გაზრდილი ცრემლდენა, ბლეფარული პიგმენტაცია, თვალის გამოშრობა, მხედველობის სიმკვეთრის შემცირება, ფოტოფობია ქუთუთოს შეშუპება და ფერადი გარსის პიგმენტაციის გაზრდა.
ნაკლებად ხშირი (>1/1,000 – <1/100): ზედაპირული წერტილოვანი კერატიტი (შPK), ასთენოპია, კონიუნქტივის შეშუპება, ბლეფარიტი, ოკულარული დისკომფორტი, წინა კამერის ანთება, კონიუნქტივალური ფოლიკულები, ალერგიული კონიუნქტივიტი, წინა კამერის უჯრედების, კონიუნქტივის პიგმენტაცია და თვალში ანომალური შეგრძნება.
უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია): ირიტი/უვეიტი
რქოვანას კალციფიკაციის შემთხვევები აღწერილია ძალიან იშვიათად ფოსფატის შემცველი თვალის წვეთების გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტში მნიშვნელოვნად დაზიანებული რქოვანით.
რესპირატორული დარღვევები
უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით): ასთმის გამწვავება, ქოშინი.
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები
ნაკლებად ხშირი  (>1/1,000 – <1/100): ქუთუთოს ჰიპერტრიქოზი.

სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
მკურნალობის დაწყებამდე პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ წამწამების ზრდის, ქუთუთოების კანის გამუქების და ფერადი გარსის პიგმენტაციის მომატების შესაძლებლობის შესახებ. ზოგიერთი ეს ცვლილება შეიძლება იყოს პერმანენტული, შეიძლება გამოიწვიოს თვალებს შორის განსხვავება, მხოლოდ ერთი თვალის მკურნალობისას.
ფერადი გარსის ცვლილება ვითარდება ნელა და შეიძლება შესამჩნევი არ იყოს რამდენიმე თვის განმავლობაში. თვალის ფერის ცვლილება უმეტესად აღწერილია შერეული თვალის ფერის მქონე პაციენტებში, მაგ., ცისფერი-ყავისფერი, ნაცრისფერი-ყავისფერი, ყვითელი-ყავისფერი და მწვანე-ყავისფერი. მუდმივი ჰეტეროქრომიის რისკი აშკარაა უნილატერალური შემთხვევებისას.
არ არსებობს ტაფლუპროსტის ნეოვასკულური, დახურულკუთხოვანი, ვიწროკუთხოვანი ან კონგენიტალური გლაუკომის შემთხვევაში გამოყენების გამოცდილება. არსებობს მხოლოდ შეზღუდული ტაფლუპროსტის აფაკიის მქონე პაციენტებში და პიგმენტაციური ან ფსევდოექსფოლიაციური გლაუკომის დროს გამოყენების გამოცდილება.
სიფრთხილეა საჭირო ტაფლუპროსტის გამოყენებისას აფაკიურ პაციენტებში, ფსევდოაფაკიურ პაციენტებში ლინზის უკანა ან წინა კამერის კაფსულის დარღვევით ან პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ცისტოიდური მაკულარული შეშუპების ან ირიტის/უვეიტის ცნობილი რისკ-ფაქტორები.
არარსებობს გამოცდილება მწვავე ასთმით დაავადებულ პაციენტებში. აქედან გამომდინარე ამგვარი პაციენტების მკურნალობა საჭიროა სიფრთხილით.

ეფექტი ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე
ტაფლუპროსტი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე. როგორც თვალის ნებისმიერი მკუნრალობისას, თუ ჩაწვეთებისას ვითარდება მხედველობის ტრანზიტორული დაბინდვა, პაციენტი ავტომობილის მართვის ან მექანიზმის გამოყენებამდე უნდა დაელოდოს მხედველობის აღდგენას.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
რეპროდუქციული ასაკის ქალები/კონტრაცეფცია
ტაფლუპროსტი არ უნდა გამოიყენონ რეპროდუქციული ასაკის/პოტენციალის მქონე ქალებში, თუ გამოყენებული არ იქნება ადექვატური კონტრაცეფციული ზომები.
ორსულობა
არარსებობს ადექვატური მონაცემები ტაფლუპროსტის ორსულ ქალებში გამოყენებაზე. ტაფლუპროსტს შეიძლება ჰქონდეს დამაზიანებელი ფარმაკოლოგიური ეფექტი ორსულობაზე ან/და ნაყოფზე/ახალშობილზე. ცხოველების კვლევებმა გამოავლინა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. აქედან გამომდინარე, ტაფლობესტი არ უნდა გამოიყენონ ორსულობის დროს, უკიდურესი აუცილებლობის გარდა (როდესაც სხვა მკურნალობა ხელმისაწვდომი არ არის).
ძუძუთი კვება
უცნობია, გამოიყოფა თუ არა ლაქტატში ტაფლუპროსტი ან მისი მეტაბოლიტები. ვირთაგვების კველვებმა აჩვენა ტაფლუპროსტის ან/და მისი მეტაბოლიტების ექსკრეცია რძეში ადგილობრივი გამოყენების შემდეგ. აქედან გამომდინარე ტაფლუპროსტი არ უნდა გამოიყენონ ძუძუთი კვების დროს.
ფერტილობა
ტაფლუპროსტის 100mგ/კგ/დღეში ინტრავენურად გამოყენებისას მდედრ და მამრ ვირთაგვებში გამრავლების შესაძლებლობა და ფერტილობა არ დაზიანდა.

ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ურთიერთქმედება დაფიქსირებული არ არის ადამიანებში, რადგან ტაფლუპროსტის სისტემური კონცენტრაცია თვალში ჩაწვეთების შემდეგ ძალიან დაბალია. აქედან გამომდინარე, სხვა სამედიცინო პროდუქტებთან ურთიერთქმედების სპეციფიკური კვლევები არ ჩატარებულა.
კლინიკურ კვლევებში ტაფლუპროსტი გამოიყენებოდა თიმოლოლთან ერთად, ურთიერთქმედების მტკიცებულების გარეშე.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევა აღწერილი არ არის. თვალში ჩაწვეთების შემდეგ დოზის გადაჭარბება ნაკლებსავარაუდოა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური.

შეუთავსებლობა უცნობია

სპეციალური უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის
ჩინახება მაცივარში  2-8°C  ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა 3 წელი.
ფლაკონის გახნის შემდეგ წვეთები უნდა გამოიყენონ 4 კვირის განმავლობაში.

გამოშვების ფორმა: 0,015მგ/მლ 2,5მლ თვალის წვეთები საწვეთურიანი პოლიეთილენის ფლაკონი №1

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: Rompharm Company, რუმინეთი

გაფრთხილება

ტაფლოტანი / Taflotan

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ტაფლუპროსტი/ tafluprost

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლაუკომის საწინააღმდეგო პრეპარატები და მიოტიკები, პროსტაგლანდინის ანალოგები.

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
ტაფლუპროსტი – 15 მკგ
დამხმარე ნივთიერებები:
ბენზალკონიუმის ქლორიდი, გლიცეროლი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, დინატრიუმის ედეტატი, პოლისორბატ-80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან მარილმჟავა, საინექციო წყალი.
ტაფლოტანი ერთჯერად კონტეინერში
აქტიური ნივთიერება:
ტაფლუპროსტი – 15 მკგ
დამხმარე ნივთიერებები:
გლიცეროლი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, დინატრიუმის ედეტატი, პოლისორბატ-80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან მარილმჟავა, საინექციო წყალი.

აღწერილობა:
გამჭვირვალე, უფერო ხსნარი

გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები 15 მკგ/მლ
ფლაკონ-საწვეთური: 2,5 მლ პოლიპროპილენის ფლაკონში, დახუფული პლასტიკის საცობ-საწვეთურით, ხრახნიანი ხუფით და მასზე შემოკრული თხელი აპკით, ფლაკონის პირველად გახსნის კონტროლისთვის. 1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ერთჯერადი კონტეინერი: 0,30 მლ ერთჯერად კონტეინერში. 10 ერთჯერადი კონტეინერი გადაბმული პლასტმასის ლენტის სახით, მოთავსებულია ლამინირებულ ალუმინის ფოლგისგან დამზადებულ შეფუთვაში. 3 შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
ტაფლუპროსტი – F2-ალფა პროსტაგლანდინის ფტორირებული ანალოგი. ტაფლუპროსტი – მჟავა, ტაფლუპროსტის ბიოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი, ადამიანის პროსტანოიდული FP რეცეპტორის მაღალაქტიური და სელექტიური აგონისტი. ტაფლუპროსტ-მჟავის მსგავსება FP რეცეპტორთან 12-ჯერ მეტია ვიდრე ლატანოპროსტის. მაიმუნებზე ჩატარებულმა ფარმაკოდინამიურმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ ტაფლუპროსტი თვალშიდა წნევის დაქვეითებას ახდენს წყალ-წყალა ნამის უვეოსკლერალური განდინების გაძლიერების ხარჯზე.
თვალშიდა წნევის დაქვეითება იწყება პრეპარატის პირველი ჩაწვეთებიდან 2-4 სთ-ის განმავლობაში, ხოლო მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა ჩაწვეთებიდან დაახლოებით 12 სთ-ის შემდეგ. ეფექტის ხანგრძლივობა ნარჩუნდება სულ მცირე 24 საათის განმავლობაში. ტაფლუპროსტის გამოყენებასთან დაკავშირებულმა წამყვანმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ ტალუპროსტი ეფექტურია როგორც მონოთერაპიული საშუალება და აგრთვე ავლენს ადიტიურ ეფექტს, როდესაც მას თიმოლოლთან ერთად კომბინაციაში გამოიყენებენ. 6 თვიან კვლევაში ტაფლუპროსტმა, დღის სხვადასხვა მონაკვეთში, გამოავლინა თვალშიდა წნევის (თშწ) დამაქვეითებელი ეფექტი: 6-8 მმ.ვწყ.სვ.-მდე ლატანოპროსტთან შედარებით, რომელიც თშწ-ს აქვეითებს 7-9 მმ.ვწყ.სვ-მდე.
მეორე 6 თვიან კლინიკურ კვლევაში ტაფლუპროსტმა თშწ დააქვეითა 5-7 მმ.ვწყ.სვ.-ით, ხოლო თიმოლოლმა 4-6 მმ.ვწყ.სვ.-ით. ტაფლუპროსტის თშწ დამაქვეითებელი ეფექტი ნარჩუნდებოდა აგრეთვე აღნიშნული კვლევის 12 თვემდე გახანგრძლივების პერიოდში. 6 კვირიან კვლევაში ტაფლუპროსტის თშწ დამაქვეითებელი ეფექტის შედარება მოახდინეს მისი ინდიფერენტული შემავსებელის თიმოლოლთან საერთო გამოყენებას. საწყის მონაცემებთან შედარებით (თშწ გაზომვა ხორციელდებოდა კვლევაში თიმოლოლის ჩართვიდან 4 კვირის შემდეგ) თშწ დამაქვეითებელი დამატებითი ეფექტი თიმოლოლ-ტაფლუპროსტის ჯგუფში შეადგენდა 5-6 მმ.ვწყ.სვ. და თიმოლოლ-ინდიფერენტული შემავსებლის ჯგუფში 3-4 მმ.ვწყ.სვ. მცირე ჯვარედინ კვლევაში, რომელიც მიმდინარეობდა 4 კვირის განმავლობაში, სამკურნალო საშუალებებმა კონსერვანტით და კონსერვანტის გარეშე ერთნაირი თშწ დამაქვეითებელი ეფექტი გამოავლინა – 5 მმ.ვწყ.სვ.-ზე მეტი.
ჩატარებული კვლევით, რომელშიც კურდღლები 4 კვირის განმავლობაში, დღეში ერთჯერ ღებულობდნენ ტაფლუპროსტის 0,0015% ოფთალმოლოგიურ ხსნარს, დადგინდა რომ მხედველობის ნერვის დისკში სისხლის მიწოდება მნიშვნელოვნად გაძლიერდა საწყის დონესთან შედარებით. აღნიშნული შედეგი გამოვლინდა მკურნალობის დაწყებიდან მე-14 და 28-ე დღეს.

ფარმაკოკინეტიკა:
0,0015% ტაფლუპროსტის დღეში ერთჯერ, ორივე თვალში, თითო წვეთის ჩაწვეთებით 8 დღის განმავლობაში, პლაზმაში მისი კონცეტრაცია იყო დაბალი და გააჩნდა 1 და მე-8 დღის მსგავსი პროფილი. კონცეტრაცია პლაზმაში მაქსიმუმს აღწევდა ჩაწვეთებიდან 10 წთ-ის შემდეგ და ქვეითდებოდა ყველაზე დაბალ დონეზე, ვიდრე აღმოჩენის ქვედა ზღვარია (10 პლ/მლ), პრეპარატის შეყვანიდან ერთი საათის გასვლის შემდეგ. Cmax-ის (24,4 და 31,4 პლ/მლ კონსერვანტის შემცველი პრეპარატისთვის და 26,2 და 26,6 პლ/მლ უკონსერვანტო პრეპარატისთვის, შესაბამისად) და AUჩო-ლასტ-ის (405,9 და 581,1 პლ/წთ/მლ კონსერვანტის შემცველი პრეპარატისთვის და 394,3 და 431,9 პლ/წთ/მლ უკონსერვანტო პრეპარატისთვის, შესაბამისად) საშუალო სიდიდეები მსგავსი იყო 1 და მე-8 დღეს, რაც ადასტურებს პრეპარატის კონცეტრაციის სტაბილურობის მიღწევას მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში.
კონსერვანტის შემცველ და უკონსერვანტო სამკურნალო ფორმებს შორის სტატიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები სისტემურ ბიოშეღწევადობაში არ გამოვლენილა.
კურდღლებზე ჩატარებული კვლევის თანახმად, 0,0015% ტაფლუპროსტის (კონსერვანტით და კონსერვანტის გარეშე) ოფთალმოლოგიური ხსნარის ერთჯერადი ჩაწვეთების შემდეგ წყალწყალა ნამში ტაფლუპროსტის აბსორბცია იყო ანალოგიური.
მაიმუნებზე ჩატარებულ კვლევებში არ აღინიშნებოდა რადიაქტიურ მარკერიანი ტაფლუპროსტის განაწილება ფერად გარსში, ცილიარულ სხეულში ან სისხლძარღვოვან გარსში (რეტინალური პიგმენტური ეპითელიუმის ჩათვლით), რაც მეტყველებს პრეპარატის დაბალ მსგავსებაზე მელანინიან პიგმენტთან.
ადამიანის ორგანიზმში ტაფლუპროსტის მეტაბოლიზმის ძირითად გზას წარმოადგენს ჰიდროლიზი ტაფლუპროსტ-მჟავის წარმოქმნით და შემდგომ ბეტა-დაჟანგვა ფარმაკოლოგიურად არააქტიური 1,2-დინორ და 1,2,3,4-ტეტრანორ ტაფლუპროსტ მჟავის წარმოქმნით, რომლებიც შესაძლოა გლუკურონირებული ან ჰიდროქსილირებული იყვნენ.
ტაფლოპროსტ მჟავის მეტაბოლიზმში მონაწილეობას არ ღებულობს ფერმენტატული სისტემა ციტოქრომ P450 (CYP).
პრეკლინიკური მონაცემები უსაფრთხოების შესახებ
პრეკლინიკური კვლევებით განსაკუთრებული ზიანი ადამიანებზე არ გამოვლენილა, რაც გამოიხატა ფარმაკოლოგიური უსაფრთხოების, მრავალჯერადი დოზირებისას სისტემური ტოქსიურობის, გენოტოქსიურობის და კანცეროგენული პოტენციალის შეფასებისას. ისევე როგორც სხვა PGF2 აგონისტების გამოყენებისას ტაფლუპროსტის მრავალჯერადი დოზირებით თვალში შეყვანამ მაიმუნებში გამოიწვია ფერადი გარსის პიგმენტაციის შეუქცევადი ცვლილებები და თვალის ნაპრალის შექცევადი ზრდა.
ინ ვიტრო ვირთხებში და კურდღლებში საშვილოსნოს შეკუმშვის ზრდა აღინიშნა ტაფლუპროსტ მჟავის ისეთი კონცეტრაციისას, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მის მაქსიმალურ კონცეტრაციას 4-40-ჯერ აღემატებოდა. ტაფლუპროსტის უტეროტონიური აქტივობის შესწავლა არ განხორციელებულა ადამიანის საშვილოსნოს მასალაზე.
რეპროდუქციულ სისტემაზე ტოქსიური ზემოქმედების შესწავლა ხდებოდა ვირთხებსა და კურდღლებში ტაფლუპროსტის ინტრავენურად შეყვანის გზით. სისტემური ექსპოზიციისას ვირთხებში არ გამოვლენილა არასასურველი ზეგავლენა ფერტილობასა ან ადრეულ ემბრიონალურ განვითარებაზე, Cmax-ზე დაყრდნობით 12000-ჯერ აღემატებოდა მაქსიმალურ კლინიკურ ექსპოზიციას ან AUC-ზე დაყრდნობით 75-ჯერ მეტად.
ემბრიონის და ნაყოფის განვითარებაზე ეფექტის შესწავლის ტრადიციულ კვლევებში ტაფლუპროსტმა გამოიწვია ნაყოფის მასის შემცირება და პოსტიმპლანტაციური დანაკარგის ზრდა. ვირთხებში ტაფლუპროსტი იწვევდა ძვლოვანი ანომალიების სიხშირის ზრდას, ხოლო კურდღლებში ასევე თავის ქალის, თავისა და ზურგის ტვინის მალფორმაციების სიხშირის მატებას. კურდღლებზე ჩატარებული კვლევით გამოვლინდა, რომ პლაზმაში ტაფლუპროსტის და მისი მეტაბოლიტების კონცეტრაცია რაოდენობრივი მაჩვენებლის დონეზე დაბალი იყო.
ვირთხების პრე და პოსტნატალურ განვითარებაზე ზემოქმედების შესწავლისას ტაფლუპროსტის გამოყენებამ, რომელიც დასაშვებ კლინიკურ დოზას აღემატებოდა 20-ჯერ მეტად, გამოიწვია ახალდაბადებული არსებების სიკვდილიანობის ზრდა, მცირე სხეულის მასა და ყურის ნიჟარის განვითარების შეფერხება.
ვირთხებში რადიოაქტიური ტაფლუპროსტის გამოყენებით ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ თვალში ჩაწვეთებული დოზის დაახლოებით 0,1% გადადის რძეში. რამდენადაც პლაზმიდან აქტიური მეტაბოლიტის (ტაფლუპროსტ-მჟავა) ნახევრად გამოყოფის პერიოდი საკმაოდ ხანმოკლეა (30 წთ-ის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში პრეპარატი აღარ არის), მეტად რადიოქტიურ მეტაბოლიტებს კი, როგორც ჩანს, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ აქვთ ფარმაკოლოგიური აქტივობა. პრეპარატის და ბუნებრივი პროსტაგლანდინების მეტაბოლიზმის მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია რომ ტაფლუპროსტის ორალური ბიოშეღწევადობა ძალიან დაბალი აღმოჩნდება.

ჩვენება:
გამოიყენება თვალშიდა წნევის დასაქვეითებლად ღიაკუთხოვანი გლაუკომის და თვალშიდა ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში.
ტაფლოტანი გამოიყენება ღიაკუთხიანი გლაუკომის და თვალის ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში მომატებული თვალშიდა წნევის დასაქვეითებლად.
მონოთერაპიის სახით პაციენტებში:
• პირველი რიგის მკურნალობაზე არადამაკმაყოფილებელი შედეგის დროს
• პირველი რიგის მკურნალობაზე წინააღმდეგ ჩვენების ან აუტანლობის შემთხვევაში
დამატებითი მკურნალობის სახით ბეტა-ბლოკერებთან კომბინაციაში.
აგრეთვე ტაფლოტანი ერთჯერად საწვეთურებში მონოთერაპიის სახით:
• მათთვის ვისთვისაც რეკომენდებულია თვალის წვეთები კონსერვანტის გარეშე.

წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა  ტაფლუპროსტის ან რომელიმე ინერტული შემავსებლის მიმართ.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში:
ტაფლუპროსტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში 18 წლამდე, რადგანაც არ არსებობს მონაცემები უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ.

ორსულობა და ლაქტაცია:
ტაფლოტანის გამოყენება არ არის რეკომენდებული შვილოსნობის ასაკის ქალებში თუ ისინი არ გამოიყენებენ სათანადო ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს.
არ არსებობს სათანადო მონაცემები ორსულ ქალებში ტაფლუპროსტის გამოყენებასთან დაკავშირებით. ტაფლუპროსტმა შესაძლოა საზიანო ფარმაკოლოგიური ზემოქმედება გამოიწვიოს ორსულობაზე და/ან ნაყოფზე და/ან ახალშობილზე. ცხოველებზე ჩატარებული კვლევით დადგინდა ტოქსიური ზემოქმედება რეპროდუქციულ სისტემაზე. ამასთან დაკავშირებით ტაფლოტანის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის დროს იმ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როდესაც ეს გარდაუვალია (როდესაც არ არსებობს მკურნალობის ალტერნატიული ვარიანტი).
არ არის დადგენილი გადადის თუ არა ტაფლუპროსტი დედის რძეში. ვირთხებზე ჩატარებული კვლევით ადგილობრივი გამოყენებისას გამოვლინდა ტაფლუპროსტის ექსკრეცია რძეში. ამიტომ ტაფლუპროსტის გამოყენება არ არის დასაშვები ძუძუთი კვების პერიოდში.

მიღების წესი და დოზირება:
რეკომენდებული დოზა – პრეპარატის ერთი წვეთი დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 1-ჯერ დღეში, საღამოს.
აუცილებელია დოზის კონტროლი, რადგანაც უფრო ხშირი გამოყენებით შესაძლოა აღინიშნოს თვალშიდა წნევის დაქვეითების ეფექტის შემცირება.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:
ხანდაზმული პაციენტების მკურნალობისას არ არის აუცილებელი დოზის შეცვლა.
გამოყენება თირკმლის/ღვიძლის ფუნქციონირების დარღვევისას:
არ ჩატარებულა კვლევები აღნიშნული კატეგორიის პაციენტებში, ამიტომ მკურნალობის დროს აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა.
იმისთვის რომ შევამციროთ ქუთუთოების კანის გამუქება, აუცილებელია კანიდან მოშორებულ იქნას ხსნარის ზედმეტი მოცულობა. ისევე, როგორც სხვა თვალის წვეთების გამოყენებისას არის რეკომენდებული ნაზო-ლაკრიმალური ოკლუზია – ქუთუთოების მსუბუქად დახურვა პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ. ამ გზით შესაძლებელია თვალიდან პრეპარატის სისტემური აბსორბციის დაქვეითება.
რამოდენიმე ადგილობრივი მოქმედების ოფთალმოლოგიური პრეპარატის გამოყენებისას რეკომენდებულია წვეთებს შორის ინტერვალის დაცვა არანაკლებ 5 წთ.

გვერდითი ეფექტები:
ჩატარდა კლინიკური კვლევა, რომელშიც 1200-ზე მეტი პაციენტი მკურნალობდა ტაფლუპროსტით – მონოთერაპიის სახით ან 0,5% თიმოლოლთან კომბინაციაში. ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტი იყო თვალის ჰიპერემია. იგი აღენიშნებოდა ტაფლუპროსტის კვლევაში მონაწილე პაციენტთა დაახლოებით 13%. შემთხვევათა უმრავლესობაში ჰიპერემია იყო ზომიერი, რის გამოც პაციენტთა საშუალოდ 0,4%-მა შეწყვიტა მონაწილეობა ძირითად კვლევაში.
ქვემოთ მოყვანილია მონაცემები გვერდითი ეფექტების შესახებ, რომლებიც ევროპასა და აშშ-ში ტაფლუპროსტის კლინიკური კვლევების დროს, მაქსიმალური პერიოდის შემდეგ 12 თვის განმავლობაში შორეული შედეგების შესწავლით იქნა გამოვლენილი.
გვერდითი მოვლენები თვალზე:
ყველაზე ხშირად გამოვლენილი (> 1/10): კონიუნქტივის/თვალის ჰიპერემია.
ხშირად გამოვლენილი (> 1/100-დან < 1/10-მდე): თვალის ქავილი, თვალის გაღიზიანება, თვალის ტკივილი, წამწამების სიგრძის, სისქის და რაოდენობის ცვლილება, თვალის სიმშრალე, წამწამების ფერის შეცვლა, უცხო სხეულის შეგრძნება, ქუთუთოების ჰიპერემია, ბუნდოვანი მხედველობა, მომატებული ცრემლდენა, ქუთუთოების პიგმენტაცია, გამონადენი თვალიდან, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ფოტოფობია, ქუთუთოების შეშუპება და ფერადი გარსის პიგმენტაციის მომატება.
იშვიათად გამოვლენილი (>1/1000-დან < 1/100-მდე): ზედაპირული წერტილოვანი კერატიტი, ასთენოპია, კონიუნქტივის შეშუპება, ბლეფარიტი, თვალებში დისკომფორტის შეგრძნება, წინა საკნის ანთება, კონიუნქტივალური ფოლიკულები, წინა საკნის უჯრედების ალერგიული კონიუნქტივიტი, კონიუნქტივის პიგმენტაცია და თვალში უჩვეულო შეგრძნება.
გვერდითი მოვლენები ნერვულ სისტემაზე:
ხშირად გამოვლენილი  (> 1/100-დან < 1/10-მდე): თავის ტკივილი.
გვერდითი მოვლენები კანზე და კანქვეშა ქსოვილზე:
იშვიათად გამოვლენილი (> 1/1000-დან < 1/100-მდე): ქუთუთოებზე წამწამების უჩვეულო ზრდა.

დოზის გადაჭარბება:
არ არსებობს მონაცემები დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ. პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ დოზის გადაჭარბება ნაკლებ სავარაუდოა. აღნიშულ შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომურია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:
არ არის მოსალოდნელი რაიმე ჯვარედინი ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან, რადგანაც თვალში პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ ტაფლუპროსტის სისტემური კონცეტრაცია საკმაოდ დაბალია. ამიტომ სპეციალური კვლევები ტაფლუპროსტის ჯვარედინი ურთიერთქმედების შესასწავლად სხვა პრეპარატებთან არ ჩატარებულა.
კლინიკურ კვლევებში ტაფლუპროსტი გამოიყენება თიმოლოლთან ერთად და ამასთან არასოდეს გამოვლენილა ჯვარედინი ურთიერთქმედების ნიშნები.

განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობის დაწყებამდე პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი წამწამების ზრდის, ქუთუთოს კანის გამუქების და ფერადი გარსის პიგმენტაციის მომატების შესაძლებლობის შესახებ. ამათგან ზოგიერთი ცვლილება შესაძლოა იყოს მუდმივი, რაც გამოიწვევს განსხვავებას თვალების ვიზუალურ მხარეს შორის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ მკურნალობა ერთ თვალზე ტარდებოდა.
ფერადი გარსის პიგმენტაციის ცვლილება ვითარდება ნელა და რამოდენიმე თვის განმავლობაში შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს.
თვალის ფერის შეცვლა განსაკუთრებით აღინიშნება შერეული ფერის ფერადი გარსის მქონე პაციენტებში, მაგ: მოყავისფრო-ცისფერი, მონაცრისფრო-ყავისფერი, მოყვითალო-ყავისფერი ან მომწვანო-ყავისფერი. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მუდმივ ჰეტეროქრომიას, თუ მკურნალობა ტარდება მხოლოდ ერთ თვალზე.
არ არსებობს მონაცემები ტაფლუპროსტის გამოყენებასთან დაკავშირებით ნეოვასკულარული, დახურულკუთხიანი, ვიწროკუთხიანი ან თანდაყოლილი გლაუკომის დროს. არსებობს მცირე გამოცდილება ტაფლუპროსტით მკურნალობასთან დაკავშირებით აფაკიური, პიგმენტური ან ფსევდოექსფოლიაციური გლაუკომით დაავადებულ პაციენტებში.
რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ტაფლუპროსტით მკურნალობისას პაციენტებში აფაკიით, არტიფაკიით, ბროლის უკანა კაფსულის დაზიანებით ან წინა კამერის ბროილს შემთხვევაში. ასევე პაციენტებში მაკულის კისტოიდური შეშუპების ან ირიტის/უვეიტის განვითარების დადგენილი რისკ-ფაქტორების დროს.
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ მძიმე ასთმით დაავადებულ პაციენტებში.  ამის გამო ასეთი პაციენტების მკურნალობა უნდა მოხდეს სიფრთხილით.
ცნობილია, რომ ბენზალკონიუმის ქლორიდი, რომელიც ოფთალმოლოგიურ პრეპარატებში კონსერვანტის სახით გამოიყენება, იწვევს წერტილოვან კერატოპათიას და/ან ტოქსიურ წყლულოვან კერატოპათიას. რამდენადაც ტაფლოტანი ფლაკონში შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, აუცილებელია მშრალი თვალის სინდრომის და რქოვანის პრობლემების მქონე პაციენტების დეტალური მონიტორინგი.
ბენზალკონიუმის ქლორიდმა შესაძლოა გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება და რბილი კონტაქტური ლინზების გაუფერულება. პრეპარატი არ უნდა იქნეს გამოყენებული რბილ კონტაქტურ ლინზებთან ერთად. პრეპარატის ჩაწვეთებამდე კონტაქტური ლინზები უნდა იყოს ამოღებული და მისი ხელახალი ჩასმა უნდა მოხდეს ჩაწვეთებიდან არანაკლებ 15 წთ-ის შემდეგ.
ზეგავლენა ავტომობილის მარვის უნარზე და მექანიზმებთან მუშაობაზე:
ტაფლუპროსტი არანაირ ზეგავლენას არ ახდენს მანქანის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ისევე როგორც სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატების გამოყენებისას ჩაწვეთების შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს მხედველობის ხანმოკლე დაბინდვა. ამ დროს პაციენტმა უნდა მოიცადოს მხედველობის სრულ აღდგენამდე, სანამ დაიწყებს მანქანის მართვას ან მექანიზმებთან მუშაობას.

მოქმედების ვადა:
ფლაკონ-საწვეთური:
3 წელი
ფლაკონის გახსნიდან – 4 კვირა.
ერთჯერადი კონტეინერი:
3 წელი
შეფუთვის გახსნიდან – 4 კვირა.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:
ფლაკონ-საწვეთური: ინახება არაუმეტეს 25ºC
ერთჯერადი კონტეინერი: ინახება 2 ºC – 8ºC. შეფუთვის გახსნის შემდეგ არაუმეტეს 25ºC .
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ერთჯერადი კონტეინერის შეფუთვის გახსნის შემდეგ:
• ერთჯერადი კონტეინერი უნდა ინახებოდეს შეფუთვაში.
• თვალის წვეთები უნდა ინახებოდეს არაუმეტეს 25ºC
• ერთჯერადი ჩაწვეთების შემდეგ საწვეთური დარჩენილ სითხესთან ერთად უნდა იქნეს გადაგდებული.

გამოშვების ფორმა: 15მკგ/მლ 0.3მლ თვალის წვეთები ერთჯერადი კონტეინერი N30

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: სანტენი, ფინეთი

გაფრთხილება

ტაქოკომბი / Tachocomb

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): fibrinogen, trombin

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰემოსტაზური საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის.

ათქ კოდი: B02BC30

გამოშვების ფორმა
1 ღრუბელი მოთავსებულია პოლიეთილენტერეფტალატ/მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენ ფოლგის კონტეინერში.
1 კონტეინერი, 1 გამომშრალი აგენტი თავსდება ლამინირებული ალუმინის ფოლგის კონტურულ შეფუთვაში.
ღრუბელი ზომით 2,5 X 3 X 0,5 სმ.
1 ან 3 კონტურული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ღრუბელი ზომით 4,8 X 4,8 X 0,5 სმ.
2 კონტურული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ღრუბელი ზომით 9,5 X 4,8 X 0,5 სმ.
1, 5 ან 10 კონტურული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შემადგენლობა
ტაქოკომბის ღრუბელის 1 სმ2 შეიცავს:
აქტიური კომპონენტები: ფიბრინოგენი 5,5 მგ, თრომბინი 2 სე.
დამხმარე ნივთიერებები: ალბუმინი 2,9 მგ, L-არგინინ ჰიდროქლორიდი 2,8 მგ; კოლაგენი 2,1 მგ; ნატრიუმის ქლორიდი 1,5 მგ, ნატრიუმის ციტრატი 0,4 მგ, რიბოფლავინი 18,2 მკგ.

აღწერა
თითქმის თეთრი ფერის ღრუბელი, ერთ მხარეს ყვითელი საფარით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ტაქოკომბი შეიცავს ფიბრინოგენს და თრომბინს კოლაგენური ღრუბლის ზედაპირის მშრალი საფარის სახით.
ფიზიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტისას (სისხლი, ლიმფა ან ელექტროლიტების ხსნარები), ღრუბლის საფარის კომპონენტები იხსნება და ნაწილობრივ დიფუნდირებენ ჭრილობის ზედაპირზე, რასაც თან ახლავს ფიბრინოგენის და თრომბინის რეაქცია, რომელიც ახდენს სისხლის შედედების ფიზიოლოგიური ფაზის ინიცირებას.
ფიბრინოგენი გარდაიქმნება ფიბრინ-მონომერად, რომელიც შემდგომ პოლიმერიზდება ფიბრინული კოლტის (თრომბის) წარმოქმნით, რომელიც მჭიდროდ აკავებს ღრუბელის კოლაგენს ჭრილობის ზედაპირზე. სისხლის შედედების XIII ფაქტორის მეშვეობით ხდება ფიბრინ-პოლიმერების შეკავშირება მაგარი, მექანიკურად მყარი ბადისებრი სტრუქტურით, კარგი ადჰეზიური თვისებებით, რაც უზრუნველყოფს ჭრილობის საიმედოდ დახურვას.

ფარმაკოკინეტიკა
ორგანიზმში ხდება პრეპარატის კომპონენტების პროგრესული ბიოდეგრადაცია. ფიბრინული კოლტი მეტაბოლიზდება ისევე, როგორც ენდოგენური ფიბრინი, განიცდის რა ფიბრინოლიზს და ფაგოციტოზს. ღრუბლის კოლაგენი განიცდის დეგრადაციას რეზორბციული გრანულაციური ქსოვილის მოქმედებით.

მიღების ჩვენებები
ტაქოკომბი ნაჩვენებია დამხმარე სახით გამოყენებისათვის მოზრდილებში ქირურგიული ჩარავებისას ჰემოსტაზის გაუმჯობესების, ქსოვილების შეერთების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე სისხლძარღვთა ქირურგიაში ნაკერების გასამაგრებლად, როდესაც სტანდარტული მეთოდების შედეგები არასაკმარისია.
ტაქოკომბი შეიძლება გამოყენებული იყოს ჰერმეტულობის შესაქმნელად ფილტვებზე ქირურგიული ჩარევისას.

წინააღმდეგჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპატარის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
ტაქოკომბის გამოყენება რეკომენდებული არ არის 18 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში, უსაფრთხოების და ეფექტურობიოს შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში
კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში ორსულობის პერიოდში ტაქოკომბის გამოყენება შესწავლილი არ არის. ამიტომ ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თერაპიის მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.

მიღების წესი და დოზები
მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის. არ გამოიყენოთ ინტრავასკულარულად.

მიღების წესი
ტაქოკომბი მოთავლებულია სტერილურ შეფუთვაში და მზადაა გამოყენებისათვის. პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იყოს მხოლოდ დაუზიანებელი შეფუთვიდან.
შეფუთვის გახსნის შემდეგ პრეპარატ ტაქოკომბის განმეორებითი სტერილიზაცია შეუძლებელია. გარეთა შეფუთვის ალუმინის პაკეტი შეიძლება გაიხსნას საოპერაციოს არასტერილურ ზონაში. შიგნითა სტერილური ბლისტერი უნდა გაიხსნას სტერილურ ზონაში. ტაქოკომბი გამოყენებული უნდა იქნას შიგნითა სტერილური შეფუთვის გახსნისთანავე.
ტაქოკომბი ქირურგიულ ჭრილობებზე უნდა მოთავსდეს სტერილურ პირობებში. ღრუბლის დადების წინ ჭრილობის ზედაპირი უნდა გასუფთავდეს სისხლისაგან, სადეზინფექციო  და სხვა სითხეებისგან.
პრეპარატ ტაქოკომბის შიგნითა სტერილური შეფუთვიდან გამოღების შემდეგ ღრუბელი უნდა დასველდეს ნატრიუმის ქლორიდის 0.9 % ხსნარში და გამოყენებულ იქნას დაუყოვნებლივ.
აქტიური ნივთიერებებით დაფარულ და ყვითელი ფერით მონიშნულ მხარეს ათავსებენ ჭრილობის ზედაპირზე და სუსტად აწვებიან 3-5 წუთის განმავლობაში. ზეწოლა ხორციელდება დასველებული ხელთათმანით ან ბალიშით.
ტაქოკომბის ღრუბელი შეიძლება მიეწებოს სისხლით დასვრილ ხელთათმანს ან ინსტრუმენტს. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია ქირურგიული ინსტრუმენტების და ხელთათმანების წინასწარ დასველებით 0.9 % ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში.
ტაქოკომბის ღრუბელის ჭრილობაზე ზეწოლის დასრულების შემდეგ, საჭიროა ბალიშის ან ხელთათმანის აკურატულად მოცილება. ღრუბელის ზედაპირიდან დაცილების თავიდან ასაცილებლად ის შეიძლება ადგილზე დამაგრდეს ერთი ბოლოთი, მაგალითად დამჭერით.
ძლიერი სისხლდენის დროს ტაქოკომბი შეიძლება გამოყენებულ იქნას წინასწარი დასველების გარეშე. ღრუბელს ადებენ ჭრილობის ზედაპირს და სუსტად აწვებიან 3-5 წუთის განმავლობაში.

დოზირება
ღრუბელის ზომა და რაოდენობა დამოკიდებულია ჭრილობის ზედაპირის ზომაზე.
ჭრილობის კიდეები გადაფარული უნდა იყოს ღრუბლის 1-2 სმ-ზე. თუ ჭრილობის ზედაპირის დასაფარად საჭიროა ერთზე მეტი ღრუბელი, ჭრილობაზე დადებისას მათი კიდეები უნდა ფარავდნენ ერთმანეთს.
შესაძლებელია ღრუბლის გაჭრა სასურველი ზომის მისაღებად.
ღრუბლის გამოუყენებლი ფრაგმენტები ექვემდებარებიან განადგურებას.

სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისას შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა ცილოვანი პროდუქტების მსგავსად, ტაქოკომბის ღრუბელმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. მაგალითად ჭინჭრის ციება (მათ შორის გენერალიზებული ფორმები), სასუნთქი გზების ობსტრუქცია, არტერიული წნევის დაქვეითება და ანაფილაქსიური შოკი. მსგავსი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში პრეპარატ ტაქოკომბის გამოყენება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ.

არასასურველი გვერდითი რეაქციების (აგრ) კლასიფიკაცია განვითარების სიხშიის მიხედვით: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100, <1/10); არახშირი (>1/1000, <1/100); იშვიათი (>1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათი (1/10000, ერთეული შემთხვევების ჩათვლით); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცენები საფუძველზე შეფასება შეუძლებელია).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
არახშირი: ჰიპერმგრძნობელობა.
ძალიან იშვიათი: ანაფილაქსიური შოკი.
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
ძალიან იშვიათი: თრომბოემბოლია (სისხლძარღვის შიგნით გამოყენებისას)
ზოგადი დარღვევები და დარღვევები გამოყენების ადგილზე
ხშირი: ჰიპერთერმია
იშვიათი: ანტისხეულების განვითარება ფიბრინის/ჰემოსტაზური პროდუქტების მიმართ.

დოზის გადაჭარბება
მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატის კომპონენტებმა შეიძლება შეიცვალონ თავიანთი თვისებები ეთანოლის, იოდის ან მძიმე მეტალების (მაგალითად ანტისეპტიური ხსნარები) ხსნარებთან ერთად გამოყენებისას. პრეპარატის გამოყენებამდე მსგავსი ნივთიერებები გულმოდგინედ უნდა იყოს მოცილებული.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის სისხლძარღვშიდა გამოყენება დაუშვებელია. სისხლძარღვის შიგნით შემთხვევით მიხვედრის შემთხვევაში შესაძლებელია სიცოცლისათვის საშიში თრომბოემბოლიური გართულებების განვითარება.
ანაფილაქსიური შოკის განვითარების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს გადაუდებელი თერაპია სტანდარტული ალგორითმის მიხედვით.
ვირუსული უსაფრთხოების დახასიათება
ადამიანის სისხლით ან პლაზმით დამზადებული სამკურნალო საშუალებებით გადაცემული ინფექციების პროფილაქტიკის სტანდარტულ ღონისძიებებს მიეკუთვნება: დონორების შერჩევა, დონორისგან მიღებული მასალის სკრინინგი ინფექციის სპეციფიურ მარკერებზე, ასევე სპეციალური ტექნოლოგიური პროცედურები ვირუსების ინაქტივაციაზე/ელიმინაციაზე. ამის მიუხედავად, ადამიანის სისხლის ან პლაზმისგან მიღებული პრეპარატების დანიშვნისას, არსებობს ინფექციური აგენტების გადაცემის ალბათობა. ეს ასევე ეხება ახლად გამოვლენილ ან ადრე უცნობ ვირუსებს და სხვა პათოგენებს. მიღებული პროფილაქტიკური ღონისძიებები ეფექტურად ითვლება შემოგარსული ვირუსების მიმართ: აივ, B ჰეპატიტის და ჩ ჰეპატიტის ვირუსები, ასევე უგარსო ვირუსების მიმართ, მაგალითად A ჰეპატიტის ვირუსი.
მიღებული ღონისძიებების ეფექტურობა შეზღუდულია ისეთი უგარსო ვირუსების მიმართ, როგორიცაა B19 პარვოვირუსი.
B19 პარვოვირუსით ინფიცირება შეიძლება საშიში იყოს ორსული ქალებისათვის (ნაყოფის ინფექცია) და იმუნოდეფიციტის ან ისეთი მდგომარეობების მქონე პირებისათვის, რომლებიც ხასიათდებიან ერითროპოეზის მომატებით (მაგ. ჰემოლიზური ანემიები). პრეპარატ ტაქოკომბის ყოველი გამოყენებისას, მკაცრადაა რეკომენდებული პრეპარატის დასახელების და სერიის ნომერის ჩაწერა, რათა შემდგომ, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელი იყოს ანალიზის ჩატარება.

გავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
შესწავლილი არ არის.

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა 3 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ტაქოკომბის ღრუბელი შიგნითა სტერილური შეფუთვიდან ამოღების შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

გამოშვების ფორმა: ღრუბელი 9.5სმ x 4.8სმ x 0.5სმ ფირფიტა №1, ღრუბელი 2.5სმ x 3.0სმ x 0.5სმ ფირფიტა №1

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: Nycomed Austria GmbH, ავსტრია

გაფრთხილება

ტაქსიფენი – TAXIFEN

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ტამოქსიფენი/TAMOXIFEN

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება; ანტიესტროგენი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 100 ც.
1 ტაბ.
ტამოქსიფენი ……. 10 მგ

მწარმოებელი: HELP PHARMACEUTICALS

გაფრთხილება

ტაქსოტერი / TAXOTERE

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): dºCetaxel

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგო საშაუალება.

ათქ კლასიფიკაციის კოდიL01CD02

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
KAFკონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში 1 მლ.
1 მლ
დოცეტაქსელი…………………………………………………..20 მგ
KAFკონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში 4 მლ.
4 მლ
დოცეტაქსელი……………………………………………………80 მგ
დამხმარე ნივთიერებები: პოლისორბატი 80, ეთანოლის ანჰიდრიდი, ლიმონმჟავა

ფარმაკოლოგიური თვისებები
დოცეტაქსელი – სიმსივნის საწინააღმდეგო მცენარეული წარმოშობის (ურთხელის ხის წიწვებისაგან დამზადებული) ციტოტოქსიკური მოქმედების პრეპარატია, რომელიც ხელს უწყობს ტუბულინის დაგროვებას მიკრომილაკებში და ხელს უშლის მათ დაშლას, რაც იწვევს სიმსივნურ უჯრედებში მიტოზის ფაზის და ფაზთაშორისო პროცესების დარღვევას. დოცეტაქსელი დიდი ხნის განმავლობაში რჩება სიმსივნურ უჯრედებში, სადაც იგი აღწევს მაღალ კონცენტრაციას. ამის გარდა დოცეტაქსელი აღმოჩნდა აქტიური არა ყველა, მაგრამ უმრავლესობა უჯრედის მიმართ, რომლებიც ჭარბი  რაოდენობით წარმოქმნიან პ–გლიკოპროტეინს, რომელიც კოდირებულია მრავლობითი მდგრადობის გენით. In vivo დოცეტაქსელს გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი თაგვებში განვითარებული სიმსივნეების მიმართ და  ადამიანისგან ექსტრაპოლირებული სიმსივნური უჯრედების მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა
დოცეტაქსელის კინეტიკა დოზადამოკიდებულია და გამოსახულია შესაბამისად სამფაზიანი ფარმაკოკინეტიკური მოდელით, ნახევარგამოყოფის პერიოდებით შესაბამისად – 4 წუთი, 36 წუთი და 11.4 საათი. დოცეტაქსელი 95%-ზე მეტად უკავშირდება პლაზმის ცილებს.
ციტოქრომ – P450 მონაწილეობით და ტერტბუთილის ეთეროვანი ჯგუფის დაჟაგვის შემდეგ დოცეტაქსილი გამოიყოფა შარდისა და განავალის საშუალებით 7 დღის განმავლობაში. ექსკრეცია შარდითა და განავლით შეადგენს რადიაქტიური დოზის 6% და 75% შესაბამისად. დაახლოებით 80% რადიაქტიური პრეპარატისა გამოყოფილი განავალით აღმოჩენილია 48 საათის განმავლობაში ძირითადი მეტაბოლიტის სახით და ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით, უცვლელი სახით. დოცეტაქსელის ფარმაკოკინეტიკა არ იყო დამოკიდებული პაციენტის ასაკსა და სქესზე. პაციენტთა მცირე რაოდენობას (ნ=23) ღვიძლის ფუნქციის მცირედ გამოხატული დარღვევით (ალტ და ასტ >1.5, დაბალია ნორმასთან შედარებით, იმავდროულად მომატებული ტუტე ფოსფატაზას აქტივობით ნორმასთან შედარებით >2.5 ნორმა) საერთო კლირენსი იყო დაბალი 27%-ით მის საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით. დოცეტაქსელის კლირენსი არ იცვლებოდა ავადმყოფებში სითხის შეკავების მცირე და ზომიერი გამოვლინებით. მონაცემები კლირენსის ცვლილებისა ავადმყოფებში სითხის შეკავების გამოხატული გამოვლინებით არ მოიპოვება. დოცეტაქსელის დოქსორუბიცინთან კომბინირებული გამოყენების დროს დოცეტაქსელის კლირენსი იზრდება მისი ეფექტურობის შენარჩუნებით. ამ დროს არ იცვლება დოქსორუბიცინისა და დოქსორუბიცინოლის (დოქსორუბიცინის მეტაბოლიტი) კლირენსი პლაზმაში.

ჩვენებები
ტაქსოტერი გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:
– ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზირებული სარძევე ჯირკვლის სიმსივნის დროს, როგორც პირველადი ქიმიოთერაპიული მკურნალობა (პირველი რიგი) ან  წინამორბედი მკურნალობის არაეფექტურობის გამო (მეორე რიგის თერაპია);
– ფილტვის ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზირებული არაწვრილუჯრედოვანი სიმსივნის დროს პირველი და მეორე რიგის თერაპიის სახით;
– საკვერცხეების მეტასტაზირებული სიმსივნე წინამორბედი მკურნალობის არაეფექტურობის გამო (მეორე რიგის თერაპია).

დოზირების რეჟიმი
ყველა ავადმყოფს ტაქსოტერის შეყვანამდე მაღალი მგრძნობელობის და სითხის შეკავების შემცირების თავიდან აცილების მიზნით უნდა ჩაუტარდეს პრემედიკაცია გლუკოკორტიკოსტეროიდული პრეპარატებით, მაგალითად, დექსამეთაზონი 16 მგ/დღეში დოზით (8 მგ 2-ჯერ დღეში) პერორალურად სამი დღის განმავლობაში, დაწყებული ტაქსოტერის გადასხმამდე ერთი დღით ადრე. ტაქსოტერი შეჰყავთ ვენაში ერთსაათიანი ინფუზიის სახით.
სარძევე ჯირკვლის სიმსივნე: ტაქსოტერი შეჰყავთ დოზით 100 მგ/მ2 მონოთერაპიის დროს და 75 მგ/მ2 დოქსორუბიცინთან (50 მგ/მ2) კომბინაციაში, ყოველ სამ კვირაში ერთხელ.
ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი სიმსივნე: ტაქსოტერი ინიშნება დოზით 75-100 მგ/მ2 მონოთერაპიის დროს და 75 მგ/მ2 პლატინის პრეპარატებთან კომბინაციაში, ყოველ სამ კვირაში ერთხელ.
საკვერცხის მეტასტაზირებული სიმსივნე: ტაქსოტერი გამოიყენება დოზით 100 მგ/მ2, ყოველ სამ კვირაში ერთხელ.
დოზის კორექცია: ტაქსოტერი შეჰყავთ ნეიტროფილების მაჩვენებლის >1.500 მმ2 მეტი რაოდენობის დროს. ნეიტროფილების <500 მმ2-ზე ნაკლები რაოდენობის  დროს, რომელიც გრძელდება ერთ კვირის განმავლობაში, ან განვითარდა ფებრილური ნეოტროპენია, ან კანის გამოხატული რეაქცია, ან გამოვლინდა პერიფერიული ნეიროპათია დოცეტაქსელით მკურნალობისას საჭიროა შემდეგი გადასხმებისას შემცირდეს დოზები 100 დან 75 მგ/მ2 და/ან 75-დან 60 მგ/მ2. თუ აღნიშნული გართულებები გრძელდება დოცეტაქსელის 60 მგ/მ2 გამოყენების დროსაც, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ავადმყოფთა განსაკუთრებული ჯგუფები: ავადმყოფები, რომელთაც აქვთ გამოხატული ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:
იმ ავამდყოფებში რომელთაც სისხლის პლაზმაში ტრანსამინაზების დონე (ალტ ან/და ასტ)  1.5-ჯერ უფრო მაღალია ვიდრე ნორმის ზედა ზღვარი, ან ტუტე ფოსფატაზა 2.5-ჯერ აჭარბებს  ნორმის ზედა ზღვარს, ტაქსოტერის რეკომენდებული დოზაა 75 მგ/მ2. ავამდყოფებში, რომელთაც მომატებულ აქვთ ბილირუბინის დონე, და/ან ალტ და ასტ  6-ჯერ უფრო მაღალია ვიდრე ნორმის ზედა ზღვარი, ტაქსოტერის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ამ დროისთვის არ არსებობს მონაცემები ტაქსოტერის კომბინირებული გამოყენების შესახებ სხვა მედიკამენტებთან ერთად ავადმყოფებში, რომელთაც გამოხატული აქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
ბავშვებში: ტაქსოტერის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში შესწავლილია არასაკმარისად. არსებობს შეზღუდული გამოცდილება ტაქსოტერის ბავშვებში გამოყენების შესახებ.
ხანდაზმული პაციენტები: ფარმაკოკინეტიკური მონაცემების გათვალისწინებით, რაიმე სპეციალური მითითება ტაქსოტერის ხანდაზმული ასაკის პაციენტებში გამოყენების შესახებ არ მოიპოვება.
რეკომენდაციები უსაფრთხოების ტექნიკის შესახებ: ტაქსოტერი წარმოადგენს კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატს. ისევე როგორც სხვა პოტენციურად ტოქსიკური ნივთიერებების შემთხვევაში, აუცილებელია სიფრთხილის დაცვა მისი გამოყენებისას და ხსნარების დამზადებისას. რეკომენდებულია ხელთათმანების გამოყენება. თუ ტაქსოტერის კონცენტრატი, წინასწარ შერეული ხსნარი ან ხსნარი ინფუზიისათვის ხვდება კანზე, საჭიროა მისი დაუყოვნებლივ, ზედმიწევნით დაბანა წყლით და საპნით.
მომზადება ინტრავენური გზით შეყვანისთვის:
საინფუზიო ხსნარის მომზადება: აღნიშნულ პრეპარატთან ერთად (რომელიც შეიცავს მხოლოდ 1 ფლაკონს) დაუშვებელია დოცეტაქსელის სხვა სამედიცინო პროდუქტების გამოყენება, რომელიც შედგება 2 ფლაკონისგან (კონცენტრატი და გამხსნელი).
ტაქსოტერი 20 მგ/1 მლ და 80მგ/4 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არ საჭიროებს წინასწარ გახსნას გამხსნელის საშუალებით და გამზადებულია საინფუზიო ხსნარში დასამატებლად.
– ყოველი ფლაკონი განსაზღვრულია ერთჯერადი გამოყენებისთვის და ექვემდებარება გამოყენებას გახსნისთანავე. თუ არ მოხდება მისი გამოყენება გახსნისთანავე, აღნიშნული პრეპარატის შენახვის ვადასა და პირობებზე პასუხუისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. პაციენტების მიერ საჭირო დოზის მისაღებად შეიძლება საჭირო გახდეს საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის ერთზე მეტი ფლაკონის გამოყენება. მაგალითად, 140 მგ დოცეტაქსელის დოზას დასჭირდება 7 მლ დოცეტაქსელის კონცენტრატი ხსნარის მოსამზადებლად;
საინფუზიო ხსნარის დამზადება:
კონცენტრატის აუცილებელი მოცულობა, საჭირო დოზის შესაბამისად, შეჰყავთ საინფუზიო სისტემაში ან ფლაკონში, რომელიც შეიცავს 250 მლ 5% გლუკოზის ხსნარს, ან 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარს. თუ დოცეტაქსელის საჭირო დოზა აღემატება 240 მგ-ს, მაშინ ინფუზიისათვის საჭიროა გამოყენებულ იქნას სითხის დიდი მოცულობა, რათა დოცეტაქსელის კონცენტრაცია არ აღემატებოდეს 0.9 მგ/მლ.
ტაქსოტერის კონცენტრატი და საინფუზიო ხსნარი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პრეპარატი პარენტერული გამოყენებისათვის, აუცილებელია დათვალიერდეს შეყვანის წინ. ნალექის არსებობის შემთხვევაში ხსნარი უნდა გადაიღვაროს.

გვერდითი მოვლენები
ტაქსოტერის ყველაზე გავრცელებულ გვერდით მოვლენას წარმოადგენს შექცევადი ნეიტროპენია. ნეიტროფილების რაოდენობა მცირდება მინიმალურ რაოდენობამდე 7 დღის შემდეგ, გამოხატული ნეოტროპენიის საშუალო ხანგრძლივობა (ნაკლები, ვიდრე 500 მმ3-ში) ასევე შეადგენს 7 დღეს. გამოვლენილია თრომბოციტოპენიის და ანემიის შემთხვევები.
მაღალი მგრძნობელობის რეაქცია: ჩვეულებრივ ვლინდება ტაქსოტერის გადასხმის დაწყებიდან  რამდენიმე  წუთში და ვლინდება მსუბუქად, ან ზომიერად გამოხატული რეაქციებით (წამოხურება, გამონაყარი ქავილი, მკერდის არეში შებოჭვის შეგრძნება, ტკივილი ზურგის არეში, ქოშინი, წამლისმიერი ცხელება ან შემცივნება), მძიმე რეაქციის დროს გამოხატული არტერიული ჰიპოტონიით და/ან ბრონქოსპაზმით, ან გენერალიზებული გამონაყარით/ერითემა, რომელიც ქრება ინფუზიის შეწყვეტის და ადექვატური მკურნალობის შემდეგ.
კანისა და კანის დანამატების მხრივ: ალოპეცია, მსუბუქი ან ზომიერად გამოხატული კანის რეაქციები. ნაკლებად აღინიშნება გამოხატული გამონაყარი ან კიდურების (ხელის გული, ტერფი) შემოსაზღვრული ერითემა შეშუპებით და შემდგომი აქერცვლით, რომელიც მოითხოვს დოცეტაქსელით მკურნალობის შეჩერებას ან შეწყვეტას. ფრჩხილების მძიმე ხასიათის დაზიანება (ონიქოლიზისი) გვხვდება იშვითად. აგრეთვე ძალიან იშვიათად გვხვდება ბულოზური გამონაყარის შემთხვევები (ლაიელისა და სტივენს-ჯონსონის სინდრომი).
სითხის შეკავება: აღწერილია პერიფერიული შეშუპებისა და იშვიათად პლევრული და პერიკარდიული გამონაჟონის შემთხვევები, ასციტი, ცრემლდენა კონიუნქტივიტთან ერთად (ან მის გარეშე) და სხეულის მასის გადიდება. პერიფერიული შეშუპებები ვლინდება ძირითადად ქვედა კიდურებზე, ხოლო შემდგომში შეიძლება გახდეს გენერალიზებული, რომლის შედეგად სხეულის წონა შესაძლოა გაიზარდოს 3 კგ-ით ან მეტით. სითხის შეკავების სიხშირემ და გამოხატულებამ შეიძლება მოიმატოს პრეპარატის ხელმეორედ შეყვანისას; ტაქსოტერის საშუალო ჯამური დოზები, რომლის დროსაც აღწერილია სითხის შეკავება შეადგენდა: პრემედიკაციის ჩატარების შემთხვევაში 818.9 მგ/მ2, ხოლო პრემედიკაციის ჩატარების გარეშე  489.7 მგ/მ2. ზოგიერთ შემხვევაში იგი ვლინდებოდა თერაპიის პირველი კურსის ჩატარებისას. სითხის შეკავებას არ ახლდა მწვავე ოლიგურია და არტერიული ჰიპოტონია. იშვიათ  შემთხვევაში სითხის შეკავებას ერთვოდა დეჰიდრატაცია და ფილტვების შეშუპება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ანორექსია, ყაბზობა, სტომატიტი, გემოვნების დარღვევა, ეზოფაგიტი, ტკივილი კუჭის არეში, იშვიათად კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა.
პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: პერიფერიული ნეიროპათია მსუბუქი ან ზომიერი პარესთეზიით გამოვლენილი, დიზესთეზია ან ტკივილი, წვის ჩათვლით, მოძრაობის დარღვევები გამოხატული სისუსტით. ზემოთჩამოთვლილი ცვლილებების შექცევადობა აღინიშნებოდა 35.3% ავადმყოფებში, რომელთაც ჩაუტარდათ ტაქსოტერით მკურნალობა დოზით 100 მგ/მ2. აღნიშნული დარღვევები დამოუკიდებლად ქრებოდა 3 თვის განმავლობაში.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულის რითმის დარღვევა, გულის უკმარისობა, არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება. ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა ვენური თრომბოემბოლია და მიოკარდიუმის ინფარქტი.
ღვიძლის და ბილიარული სისტემის მხრივ: იმ პაციენტებში, რომელთაც უტარდებოდათ მონოთერაპია ტაქსოტერით დოზით 100 მგ/მ2,  შრატისმიერი ალტ, ასტ,  ბილირუბინის და ტუტე ფოსფატაზის დონის სისხლის შრატში მომატება ნორმის ზედა ზღვართან შედარებით 2.5-ზე მეტად, აღინიშნა 5%-ზე ნაკლებ შემთხვევაში.
იმ პაციენტებში, რომელთაც უტარდებოდათ მონოთერაპია ტაქსოტერით დოზით 75 მგ/მ2, აღინიშნა მხოლოდ შრატისმიერი  ბილირუბინის დონის მომატება 2%-ზე ნაკლებ შემთხვევაში.
იმ პაციენტებში, რომელთაც უტარდებოდათ კომბინირებული თერაპია ტაქსოტერით დოზით 75 მგ/მ2, შრატისმიერი ალტ, ასტ  მომატება აღინიშნა 1%-ზე ნაკლებ, ხოლო ბილირუბინის და ტუტე ფოსფატაზის – 2.5%-ზე ნაკლებ შემთხვევაში.
სხვა რეაქციები: რეაქციები შეყვანის ადგილას გამოვლინდა ზომიერად და გამოიხატა შემდეგი სახით: ჰიპერპიგმენტაციები, ანთებები, შეწითლებები ან კანის სიმშრალე, ფლებიტები, სისხლჩაქცევები, ან ვენის შეშუპება.
ძალიან იშვიათად ვითარდებოდა რესპირატორული დისტრეს სინდრომი და ინტერსტიციული პნევმონია. ასევე აღინიშნა ასთენია, ართრალგია და მიალგია.

უკუჩვენებები
– დოცეტაქსელზე ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ გამოხატული მაღალი მგრძნობელობა ანამნეზში;
– ნეიტროფილების  რაოდენობა ნაკლები ვიდრე 1.500 მმ3-ში;
– ორსულობა ან ლაქტაციის პერიოდი;
– ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა.

განსაკუთრებული მითითებები
იმ პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ თერაპია ტაქსოტერით, აუცილებელია სისხლის კლინიკური ანალიზი. ტაქსოტერით მკურნალობისGკურსის ჩატარებისას გამოხატული ნეიტროპენიის დროს  (<500 მმ3-7 დღის განმავლობაში და მეტად) რეკომედებულია პრეპარატის დოზის შემცირება შემდგომი კურსების დროს, ან ადექვატური სიმპტომური ზომების მიღება.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების გამოსავლენად, ავადმყოფები საჭიროებენ მონიტორინგს, განსაკუთრებით, პირველი და მეორე ინფუზიის დროს. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შესაძლებელია გამოვლინდეს ტაქსოტერის ინფუზიის პირველივე წუთებიდანვე. ჰიპერმგრძნობელობის მსუბუქი გამოვლენისას (სახის გაწითლება ან კანის ლოკალური რეაქციები), არ არის საჭირო პრეპარატის შეყვანის შეწყვეტა. ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რექციებისას, როგორიცაა: არტერიული ჰიპოტენზია, ბრონქოსპაზმი ან გენერალიზებული გამონაყარი, ერითემა, საჭიროა პრეპარატის გამოყენების დაუყოვნებლივი შეწყვეტა და შესაბამისი სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება აღნიშნული გართულებების კუპირებისათვის. ასეთ პაციენტებში ტაქსოტერის განმეორებითი კურსის ჩატარება არ არის ნებადართული.
იმ პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ მონოთერაპია დოცეტაქსელის დოზით 100 მგ/მ2,  და აღენიშნებათ შრატისმიერი ტრანსამინაზების (ალტ და/ან ასტ) მაღალი აქტივობა – ნორმის ზედა ზღვართან შედარებით 1.5-ზე მეტად, შეუღლებული ტუტე ფოსფატაზას შრატისმიერი დონის  მომატებასთან ნორმის ზედა ზღვართან შედარებით 2.5-ზე მეტად, ძალიან მაღალია რისკი მძიმე გვერდითი ეფექტების გამოვლენის თვალსაზრისით:  სეფსისი, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ფებრილური ნეიტროპენია, ინფექციები, თრომბოციტოპენია, სტომატიტი და ასთენია. ამასთან დაკავშირებით, ღვიძლის ფუნქციის მომატებული მაჩვენებლების მქონე პაციენტებისათვის  ტაქსოტერის რეკომენდებული დოზაა 75 მგ/მ2; ღვიძლის ფუნქციური სინჯები უნდა განისაზღვროს ტაქსოტერით თერაპიის დაწყებამდე და მკურნალობის ყოველი შემდგომი ციკლის დაწყებამდე.
იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ბილირუბინის დონის მომატება და/ან ალტ და ასტ-ს მაღალი აქტივობა (>3.5-ჯერ ნორმის ზედა ზღვართან შედარებით), შეუღლებული ტუტე ფოსფატაზას შრატისმიერი დონის  მომატებასთან ნორმის ზედა ზღვართან შედარებით 6-ზე მეტად, ტაქსოტერის გამოყენება რეკომენდებული არ არის. დღეისათვის არ არსებობს მონაცემები ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში ტაქსოტერის სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში გამოყენების შესახებ.
სითხის შეკავების შესაძლებლობის გამო აუცილებელია გულდასმით დაკვირვება იმ პაციენტებზე, რომელთაც აღენიშნებათ ასციტი, პლევრული ან პერიკარდული გამონაჟონი.
მკურნალობის შეწყვეტიდან, სულ ცოტა 3 თვის განმავლობაში, აუცილებელია ორსულობისაგან თავის შეკავება.

ჭარბი დოზირება
არსებობს მონაცემები დოზის გადაჭარბების რამდენიმე შემთხვევის შესახებ. დღეისათვის დოცეტაქსელის ანტიდოტი, რომელიც შესაძლებელი იქნებოდა გამოგვეყენებინა დოზის გადაჭარბებისას, არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია ავადმყოფის ჰოსპიტალიზება სპეციალიზებულ განყოფილებაში და სასიცოცხლო ორგანოთა ფუნქციების ზედმიწევნითი კონტროლი. დოზის გადაჭარბების მოსალოდნელი ძირითადი გამოვლინებებია: ძვლის ტვინის დათრგუნვა, პერიფერიული ნეიროპათია და ლორწოვანი გარსების ანთება. სიმპტომური თერაპიის ზომები მიიღება საჭიროების შემთხვევაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კლინიკურ გამოკვლევებში  დოცეტაქსელის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან შესწავლილი არ არის.
In vitro გამოკვლევებით დადგინდა, რომ პრეპარატის ბიოტრანსფორმაცია შესაძლებელია შეიცვალოს შემდეგ ნივთიერებებთან მისი ერთდროული გამოყენებისას: ციტოქრომ P450-3A სისტემის მაინდუცირებელი, მაინჰიბირებელი და მეტაბოლიზმს საშუალებები, როგორიცაა: ციკლოსპორინი,  ტერფენადინი, კეტოკონაზოლი, ერითრომიცინი და ტროლეანდომიცინი. ამის გამო აუცილებელია სიფრთხილის დაცვა აღნიშნული პრეპარატების ერთდროულად დანიშვნისას, მათი შესაძლო ურთიერთქმედების გამო.
დოცეტაქსელი მნიშვნელოვანი ხარისხით უკავშირდება დაქვემდებარებულ პლაზმის ცილებს (>95%). თუმცა დოცეტაქსელის შესაძლო ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან ინ ვივო შესწავლილი არ არის, ინ ვიტრო სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მჭიდროდ უკავშირდებიან ცილებს, ისეთი როგორიცაა: ერითრომიცინი, დიფენჰიდრამინი, პროპრანოლოლი, პროპაფენონი, ფენიტოინი, სალიცილატები, სულფამეტოქსაზოლი და ნატრიუმის ვალპროატი, არ ახდენდნენ ზემოქმედებას დოცეტაქსელის ცილებთან შეკავშირებაზე. დოცეტაქსელი არ მოქმედებს დიგიტოქსინის ცილებთან შეკავშირებაზე.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება 2-25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.
სასურველია დოცეტაქსელის კონცენტრატი გახსნისთანავე იქნას გამოყენებული, ხოლო ხსნარი ინფუზიისათვის უნდა იქნას გამოყენებული 4 საათის განმავლობაში.

გამოშვების ფორმა: 20მგ/1მლ 1მლ კონცენტრატი, ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, ფლაკონი №1

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: Sanofi-Aventis Deutschland GmbH, გერმანია

გაფრთხილება

Viewing all 4381 articles
Browse latest View live