Quantcast
Channel: www.medgeo.net
Viewing all 4381 articles
Browse latest View live

ტებანტინი / TEBANTIN

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): gabapentin

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სხვა ეპილეფსიის სამკუნალო პრეპარატები

ათქკოდი: N03A X12

შემადგენლობა
ყოველი კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: გაბაპენტინი 300მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის პრეჟელატინიზირებული სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, საღებარი წითელი რკინის ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

აღწერა
კაფსულის შემადგენლობა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის კრისტალური ფხვნილი.
კაფსულები ჩონი-შნაპ® ზომა #1, ზედა ნაწილი: მოვარდისფერო-მოყავისფერო ფერის, ქვედა ნაწილი: ყვითელი ფერის.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
გაბაპენტინის ზუსტი მოქმედების მექანიზმი უცნობია.
გაბაპენტინი თავისი სტრუქტურით ემსგავსება გაემ-ს (გამა-ამინოერბოს მჟავა) ნეიტროტრანსმიტერს, მაგრამ მისი მოქმედების მექანიზმი განსხვავდება სხვა ნივთიერებების მოქმედების მექანიზმისაგან, რომლებიც ურთიერთმოქმედებენ გაემ-ის რეცეპტორებთან, როგორიცაა ვალპროატი, ბარბიტურატები, ბენზოდიაზეპინები, გაემ -ას ტრანსფერაზას ინჰიბიტორები, გაემ -ს  მიტაცების ინჰიბიტორები, გაემ  ს აგონისტები და გაემ-ს წინამორბედები. ვირთხებში ტვინის ქსოვილზე რადიოაქტიული გაბაპენტინით ჩატარებულ ინ ვიტრო კვლევებში, რომელიც ასევე მოიცავდა ნეოკორტექსს და ჰიპოჯამპს, აღინიშნა ახალი პეპტიდის დამაკავშირებელი ფრაგმენტი, რომელსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს გაბაპენტინის კრუნჩხვის საწინააღმდეგო და ანალგეზურ აქტივობასთან და მის სტრუქტურულ წარმოებულებთან. გაბაპენტინის ადგილობრივი მაკავშირებელი არის კალციუმის არხების პოტენციალზედამოკიდებული ალფა2-დელტა-ქვეერთეული.
გაბაპენტინი თერაპიული კონცენტრაციით არ უკავშირდება სხვა გავრცელებული პრეპარატების რეცეპტორებს ან თავის ტვინის ნეიტროტრანსმიტერულ რეცეპტორებს, მათ შორის გაემა-ს, გაემბ-ს, ბენზოდიაზეპინების, გლუტამატის, გლიცინის ან N-მეთილ-D-ასპარტატის რეცეპტორებს.
გაბაპენტინმა არ გამოავლინა ურთიერთქმედება ინ ვიტრო ნატრიუმის არხებთან, რითაც განსხვავდება ფენიტოინის და კარბამაზეპინისაგან. ზოგიერთ ინ ვიტრო ტესტ-სისტემებში გაბაპენტინმა ნაწილობრივ შეამცირა N-მეთილ-D-ასპარტატის (NMDA) გლუტამატის აგონისტის ეფექტი. ეს მიღწეული იქნა მხოლოდ პრეპარატის 100 მკმოლ-ზე მაღალი კონცენტრაციისას, რაც მიუღწევადია ინ ვივო პირობებში. გაბაპენტინმა რამდენადმე შეამცირა მონოამინური ნეიტროტრანსმიტერების გამოყოფა ინ ვიტრო. ვირთხებში გაბაპენტინის დანიშვნა ზრდის გაემ-ს მოცულობას თავის ტვინის ზოგიერთ ნაწილებში; მსგავსი ეფექტი აღინიშნა ნატრიუმის ვალპროატის შემთხვევაში, მაგრამ თავის ტვინის სხვა ნაწილებში. გაბაპენტინის აღნიშნული ეფექტების მნიშვნელობა კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედების თვალსაზრისით ჯერ არ არის დადგენილი.  ცხოველებში გაბაპენტინი გადავიდა ჰემატოენცეფალურ ბარიერში და დააბრკოლა ელექტროშოკით ინდუცირებული მაქსიმალურად ასატანი კრუნჩხვა, ასევე კრუნჩხვები, რომლებიც გამოწვეული იქნა ქიმიური კონვულსიებით, მათ შორის გაემ-ს ინჰიბიტორებით და კრუნჩხვები, რომლებიც განპირობებული იქნენ გენეტიკური ფაქტორებით.
ბავშვებში, 3-დან 12 წლამდე ასაკში პარციალური კრუნჩხვების დამხმარე თერაპიის კლინიკურმა  გამოკვლევებმა აჩვენეს რიცხობრივად მეტი, მაგრამ სტატისტიკურად უმნიშვნელო განსხვავება პასუხების მიღების სიხშირის მხრივ გამოკვლეულთა 50%-ში გაბაპენტინის სასაგრბელოდ, პლაცებოსთან შედარებით. ასაკის მიხედვით მკურნალობის პასუხების პოსტ-hoc სიხშირის დამატებითმა ანალიზმა არ აჩვენა პაციენტის დამოკიდებული ასაკზე მნიშვნლოვანი ზეგავლენის არსებობა, როგორც უწყვეტი, ასევე ცვალებადი (ასაკობროვი ჯგუფები 3-5 წელი და 6-12 წელი) გამოყენებისას.  ამ ანალიზის შედეგები წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

მკურნალობის პასუხის სიხშირე (>50% გაუმჯობესება)

მკურნალობის კატეგორიების და ჯგუფების მიხედვით
პოპულაცია MITT*

ასაკობრივი კატეგორია პლაცებო გაბაპენტინი P მნიშვნელობა
<6 წელი 4/12 (19,0%) 4/17 (23,5%) 0,7362
6-12 წელი 17/99 (17,2%) 20/96 (20,8%) 0,5144

* MITT (პაციენტების მოდიფიცირებული პოპულაცია, რომლებმაც მიიღეს ამა თუ იმ პრეპარატის თუნდაც ერთი დოზა) მოიცავს ყველა პაციენტებს, რომლებიც რანდომიზირებულნი იქნენ კვლევებში, რომლებმაც შეძლეს 28 დღის განმავლობაში საწყისი და დღიური – ბრმა ფაზის პერიოდში შეტევების დღიურის წარმოება, რაც საკმარისი იყო შეტევების ხარისხის შეფასებისათვის.

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
გაბაპენტინის შიგნით მიღების შემდეგ, მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 2-3 საათის განმავლობაში. აღინიშნება გაბაპენტინის ბიოშეღწევადობის შემცირების ტენდენცია (პრეპარატის აბსორბირებული ნაწილის) პრეპარატის დოზის გაზრდისას. გაბაპენტინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 300 მგ კაფსულების მიღების შემთხვევაში შეადგენს დაახლ. 60%. საკვების მიღება, მათ შორის ცხიმიანი საკვების, არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან ზეგავლენას გაბაპენტინის ფარმაკოკინეტიკაზე. მრავალჯერადი შეყვანა ახ ახდენს ზეგავლენას გაბაპენტინის ფარმაკოკინეტიკაზე. თუმცა პრეპარატის პლაზმური კონცენტრაცია კლინიკური კვლევების ფარგლებში მერყეობდა 2 მკგ/მლ-დან 20 მკგ/მლ-მდე, აღნიშნული მნიშვნელობა არ განსაზღვრავდა პრეპარატის ეფექტურობას და უსაფრთხოებას. ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ნაჩვენებია ცხრილში 3.
ცხრილი 3

საშუალო (%CV) თანაბარი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების რეზიუმე პრეპარატის ყოველ რვა საათში შეყვანისას

ფარმაკოკინეტიკური
პარამეტრი
300მგ
(N=7)
400მგ
(N=14)
800მგ
(N=14)
  საშუალო %CV საშუალო % CV საშუალო % CV
Cmax (მკგ/მლ) 4.02 (24) 5.74 (38) 8.71 (29)
tmax (სთ) 2.7 (18) 2.1 (54) 1.6 (76)
T1/2 (სთ) 5.2 (12) 10.8 (89) 10.6 (41)
AUC(0-8)მკგ.სთ/მლ) 24.8 (24) 34.5 (34) 51.4 (27)
Ae%(%) НД НД 47.2 (25) 34.4 (37)

Cmax = მაქსიმალური თანაბარი პლაზმური კონცენტრაცია
Tmax = დრო Cmax-ის მიღებამდე
T1/2 = ნახევრადგამოყოფის ელიმინაციური პერიოდი
AUC (0-8)= ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ თანაბარი სიბრტყე,,კონცენტრაცია-დრო” პრეპარატის შეყვანიდან 0-დან 8 სთ-მდე დროის მონაკვეთში.
Aე%= დოზირების შარდში უცვლელი სახით გამოყოფილი პროცენტი პრეპარატის შეყვანიდან 0-დან 8 სთ-მდე დროის მონაკვეთში.
НД = ვერ მიიღება
განაწილება
გაბაპენტინი არ უკავშირდება პლაზმის ცილებს. პრეპარატის განაწილების მოცულობა შეადგენს 57,7ლ-ს. ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში გაბაპენტინის კონცენტრაცია ზურგის ტვინის სითხეში (ზტს) შეადგენს მინიმალური თანაბარი პლაზმური კონცენტრაციის დაახლ. 20%. გაბაპენტინი აღწევს დედის რძეში.
ბიოტრანსფორმაცია
ადამიანებში გაბაპენტინის მეტაბოლიზმის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. პრეპარატი არ ახდენს ღვიძლის დამამჟავებელი ფერმენტები ინდუცირებას, რომლებიც მონაწილეობენ სამკურნალო საშუალების მეტაბოლიზმში.
გამოყოფა
გაბაპენტინი გამოიყოგა მხოლოდ თირკმელებით უცვლელი სახით. გაბაპენტინის ნახევრად გამოყოფის დრო არ არის დოზაზე დამოკიდებული და შეადგენს საშუალოდ 5-7 სთ-ს.
უფროს პაციენტებში და პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით გაბაპენტინის პლაზმური კლირენსი დაბალია. ელიმინაციის სიჩქარის კონსტანტური მაჩვენებელი, პლაზმური კლირენსი, თირკმლისმიერი კლირენსი კრეატინინის კლირენსის პირდაპირ პროპორციულია.
გაბაპენტინი გამოიყოფა პლაზმიდან ჰემოდიალიზის მეშვეობით. თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე რეკომენდებულია პრეპარატის დოზირების გადახედვა (იხ. პუნქტი გამოყენების წესი და დოზირება).
ბავშვებში გაბაპენტინის ფარმაკოკინეტიკა შეფასებულია 50 ჯანმრთელ, 1 თვიდან 12 წლამდე ასაკის სუბიექტებში. საერთო ჯამში, დოზირების დაანგარიშებისას სხეულის წონის კგ-ზე (მგ/კგ), გაბაპენტინის პლაზმური კონცენტრაცია 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში არ განსხვავდებოდა უფროსებისაგან.
ხაზოვანობა/არახაზოვანობა
გაბაპენტინის ბიოშეღწევადობა (პრეპარატის ნაწილის აბსორბცია) მცირდება დოზირების მომატებისას, რაც მეტყველებს პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის არახაზოვანობაზე, კერძოდ ბიოშეღწევადობის პარამეტრებზე (F): Aე%, CL/F, Vd/F. ელიმინაციის ფარმაკოკინეტიკას (ფარმაკოკინეტიკის პარამეტრები, რომლებიც არ მოიცავენ F, როგორიცაა CLR და T1/2) გააჩნია ხაზოვანი კანონზომიერება. გაბაპენტინის თანაბარი პლაზმური კონცენტრაცია ნაგულისხმებია პრეპარატის ერთჯერადი გამოყენების შესახებ მონაცემების საფუძველზე.

გამოყენების ჩვენებები
ეპილეფსია:
გაბაპენტინი გამოიყენება დამატებითი პრეპარატის სახით პარციალური კრუნჩხვების მკურნალობის დროს მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე უფროსებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში (იხ. პუნქტი ფარმაკოდინამიკა).
გაბაპენტინი გამოიყენება მონოთერაპიის სახით პარციალური კრუნჩხვების მკურნალობის დროს მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე უფროსებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
ნეიროპათიური ტკივილები:
გაბაპენტინი ნაჩვენებია პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილების სამკურნალოდ, მაგ., მტკივნეული დიაბეტური ნეიროპათიისას და პოსტჰერპესული ნევრალგიისას უფროსებში.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ, რომლებიც აღწერილია პუნქტში შემადგენლობა.

გამოიყენება სიფრთხილით
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ეპილეფსიის და ეპილეფსიის საწინააღმდეგო თერაპიის ზოგადი რისკ-ფაქტორები
დედის მხრიდან გენეტიკური თანდაყოლილი პათოლოგიის რისკი, რომლებიც იღებენ ანტიეპილეფსიურ პრეპარატებს იზრდება 2-3 ჯერ. უფრო ხშირად აღინიშნა,,კურდღლის ტუჩის” განვითარების შემთხვევა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ანომალიის და ნერვული მილის დეფექტის შემთხვევები. კომბინირებული ანტიეპილეფსიური თერაპია, მონოთერაპიასთან შედარებით, შესაძლოა ასოცირდებოდეს მანკის განვითარების დიდ რისკთან, რის გამოც რეკომენდებულია მაქსიმალურად ხშირად მონოთერაპიის გამოყენება. ყველა ორსულმა ქალმა და ნაყოფიერების ასაკში მყოფმა ქალებმა, რომლებთაც ესაჭიროებათ ანტიეპილეფსიური მკურნალობის ჩატარება, თერაპიის დაწყებამდე უნდა მიმართონ ექიმს კონსულტაციისათვის. ორსულობის დაგეგმისას აუცილებელია ანტიეპილეფსიური მკურნალობის აუცილებლობის კიდევ ერთხელ გადამოწმება. ანტიეპილეფსიური პრეპარატების მიღების სწრაფი შეწყვეტა არ არის რეკომენდებული, რადგან შესაძლოა ამან გამოიწვიოს კრუნჩხვების განვითარება და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს დედისა და ბავშვის ჯანმრთელობას. ეპილეფსიის მქონე ქალების შვილებში განვითარების შეფერხება იშვიათად აღინიშნება. შეუძლებელია იმის დიფერენცირება არის თუ არა განვითარების შეფერხება გენეტიკური დარღვევის შედეგი, გამოწვეულია თუ არა სოციალური ფაქტორით, დედის ეპილეფსიით ან მის მიერ ანტიეპილეფსიური პრეპარატების მიღებით.
გაბაპენტინით თერაპიასთან დაკავშირებული რისკი
გაბაპენტინის ორსულებში გამოყენების შესახებ შესაბამისი მონაცემები არ მოიპოვება. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინეს პრეპარატის რეპროდუქციული ტოქსიურობა. პოტენციური რისკი ადამიანებში უცნობია. გაბაპენტინის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დედისათვის პოტენციური სარგებელი მკვეთრად აღემატება ნაყოფის მიმართ მოსალოდნელ რისკს.
არ არსებობს არცერთი დასკვნა იმის შესახებ იწვევს თუ არა გაბაპენტინი ქალებში ორსულობის დროს  თანდაყოლილი პათოლოგიების განვითარების რისკს, ერთის მხრივ თავად ეპილეფსიის არსებობის გამო, მეორეს მხრივ სხვა ანტიეპილეფსიური პრეპარატების კომბინირებული გამოყენების გამო.
გაბაპენტინი გამოიყოფა დედის რძეში. ვინაიდან პრეპარატის ზეგავლენა მეძუძურ ჩვილებში შესწავლილი არ არის, ამიტომ გაბაპენტინი ლაქტაციის დროს გამოიყენება სიფრთხილით. გაბაპენტინის გამოყენება ლაქტაციის დროს გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ჩვილის მიმართ პოტენციურ რისკს.

გამოყენების წესი და დოზირება
შიგნით მიღებისათვის.
გაბაპენტინის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად. პრეპარატი უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით (მაგ., ჭიქა წყალთან ერთად).
ყველა ჩვენებებისას თერაპიის დასაწყისში გამოიყენება შერჩევის სქემა, რომელიც აღწერილია ცხრილში 1. მოცემული სქემა რეკომენდებულია უფროსებში და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში. ინსტრუქცია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დოზირების შერჩევის შესახებ წარმოდგენილია ცალკე პუნქტში.

ცხრილი 1
დოზირების დაანგარიშების ცხრილი – დოზირების საწყისი შერჩევა
დღე 1 დღე 2 დღე 3
300მგ დღეში 1-ჯერ 300მგ დღეში 2-ჯერ 300მგ დღეში 3-ჯერ

გაბაპენტინის მოხსნა
მიმდინარე კლინიკური რეკომენდაციების შესაბამისად რეკომენდებულია გაბაპენტინის მოხსნა თანდათან მინიმუმ 1 კვირის განმავლობაში, ჩვენებების მიუხედავად.
ეპილეფსია
ეპილეფსიისას ჩვეულებრივ საჭიროა ხანგრძლივი თერაპია. დოზა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ ინდივიდუალური ამტანობის და ეფექტურობის შესაბამისად.
უფროსები და მოზარდები (12 წელზე უფროსი): ეფექტური დოზა ეპილეფსიისას (კლინიკურ კვლევებში) 900 დან 3600მგ/დღეში. მკურნალობა იწყება პრეპარატის დოზის ტიტრირებით, როგორც აღწერილია ცხრილში 1 ან დოზირებით 300მგ დღეში 3-ჯერ 1 დღეს. შემდეგ ინდივიდუალური და ეფექტურობის შესაბამისად შესაძლებელია დოზირების გაზრდა 300მგ/დღეში ყოველ 2-3 დღეში მაქსიმალურ დოზამდე, რომელიც შეადგენს 3600მგ/დღეში. ზოგიერთ პაციენტებში საჭიროა გაბაპენტინის შედარებით ნელი ტიტრირება. საჭირო დოზირების მიღწებისათვის ყველაზე ხანმოკლე პერიოდია 1800მგ/დღეში – 1 კვირა, 2400მგ/დღეში – 2 კვირა, 3600მგ – 3 კვირა.
ხანგრძლივი ღია კლინიკური კვლევებისას დოზირება 4800მგ/დღეში კარგად აიტანება პაციენტების მიერ. დღიური დოზა დაყოფილი უნდა იქნეს 3 მიღებად. მაქსიმალური ინტერვალი პრეპარატის მიღებებს შორის არ უნდა აღემატებოდეს 12 სთ კრუნჩხვის საწინააღმდეგო თერაპიის წყვეტის და კრუნჩხვითი შეტევების თავიდან აცილების მიზნით.
ბავშვები 6 წლის და უფროს ასაკში:
პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 10-15 მგ/კგ/დღეში. ეფექტური დოზა უნდა მიღწეული იქნეს პრეპარატის ტიტრირების მეშვეობით დაახლოების 3 დღის განმავლობაში. გაბაპენტინის ეფექტური დოზა 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში შეადგენს 25-35მგ/კგ/დღეში. დადასტურებულია, რომ დოზირება 50 მგ/კგ/დღეში კარგად აიტანება პაციენტების მიერ ხანგრძლივი კლინიკური კვლევების ფარგლებში. საერთო დღიური დოზ დაყოფილი უნდა იყოს თანაბარ ნაწილებად (მიღება დღეში 3 ჯერ); მაქსიმალური ინტერვალი პრეპარატის მიღებებს შორის არ უნდა აღემატებოდეს 12 სთ-ს.
არ არის აუცილებელი გაბაპენტინის დონის კონტროლი სისხლის შრატში. გარდა ამისა, გაბაპენტინის გამოყენება შესაძლებელია სხვა ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპერატებთან კომბინაციაში, რადგან ამ დროს არ იცვლება გაბაპენტინის პლაზმური კონცენტრაცია ან სხვა ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატების კონცენტრაცია შრატში.
პერიფერიული ნეიროპათიური ტკივილები
უფროსები
მკურნალობა იწყება პრეპარატის დოზირების ტიტრირებით, როგორც აღწერილია ცხრილში 1. წინააღმდეგ შემთხვევაში საწყისი დოზა 900მგ/დღეში უნდა დაყოფილი იქნეს 3 მიღებად. შემდეგ ინდივიდუალური ამტანობის და ეფექტურობის შესაბამისად, დოზა შესაძლოა გაიზარდოს დღეში 300მგ-ით ყოველ 2-3 დღეში მაქსიმალური დოზის – 3600მგ/დღეში მიღწევამდე. ზოგიერთი პაციენტებისათვის აუცილებელია გაბაპენტინის შედარებით ნელი ტიტრირება.  დოზირების მიღევის ყველაზე მცირე პერიოდია 1800მგ/დღეში – 1 კვირა, 2400მგ/დღეში – 2 კვირა, 3600მგ/დღეში- 3 კვირა.
გაბაპენტინის ეფექტურობა და უსაფრთხოება პერიფერიული ნეიროპათიური ტკივილების მკურნალობისას (მაგ., მტკივნეული დიაბეტური ნეროპათია ან პოსტჰერპეზული ნევრალგია) არ არის შესწავლილი ხანგრძლივი კლინიკური კვლევების ფარგლებში 5 თვეზე მეტი მკურნალობის ხანგრძლივობით. თუ პაციენტს ესაჭიროება გაბაპენტინით უფრო ხანგრძლივი დროთ მკურნალობა (5 თვეზე მეტი ხნით)  ნევროპათიული ტკივილების გამო, თერაპიის გახანგრძლივებამდე ექიმმა უნდა შეაფასოს პაციენტის კლინიკური სტატუსი და განსაზღვროს დამატებითი თერაპიის აუცილებლობა.
დანიშნულება ყველა ჩვენებებისათვის
პაციენტებში ზოგადი რთული მდგომარეობით ან გარკვეული დამამძიმებელი ფაქტორებით, როგორიცაა სხეულის მცირე წონა, ტრანსპლანტაციის შემდგომი მდგომარეობა და ა.შ., ტიტრირება უნდა მოხდეს ნელა, დოზირების თანდათან შემცირებით ან დოზირების მიღებებს შორის ინტერვალის ხანგრძლივობის გაზრდით.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელზე უფროსებში)
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ხანდახან საჭიროა დოზირების ინდივიდუალური შერჩევა თირკმლის ფუნქციის შესაძლო დაქვეითების გამო (იხ. ცხრილი 2). ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ხშირად აღინიშნება ძილიანობის, პერიფერიული შეშუპების და სისუსტის განვითარება.
გამოყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში
პაციენტებში გამოხატული თირკმლის უკმარისობით და/ან პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე საჭიროა პრეპარატის დოზირების ინდივიდუალური შერჩევა (იხ. პუნქტი 2). ასეთ პაციენტებში რეკომენდებულია გაბაპენტინის 100მგ კაფსულების მიღება.
ცხრილი 2: დოზირება თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს:

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ) გაბაპენტინის საერთო დღიური დოზა*
>80 (კრეატინინის კლირენსის ნორმა) 900-3600
50-79 600-1800
30-49 300-900
15-29 150**-600
<15*** 150**-300

* საერთო დღიური დოზა დაყოფილი უნდა იქნეს 3 მიღებად. შემცირებული დოზები გამოიყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსით <79მლ/წთ).

** ინიშნება 3 X 100 მგ დღეგამოშვებით.

*** პაციენტებში კრეატინინის კლირენსით <15 მლ/წთ, დღიური დოზა უნდა შემცირდეს კრეატინინის კლირენსის მიხედვით (მაგ., პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 7,5 მლ/წთ მიიღება იმ დღიური დოზირების ნახევარი, რასაც იღებენ პაციენტები კრეატინინის კლირენსით 15 მლ/წთ).

დოზირება პაციენტებისათვის, რომლებიც იტარებენ ჰემოდიალიზს:
პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ ანურია, იმყოფებიან ჰემოდიალიზზე და ადრე არასოდეს არ მიუღიათ გაბაპენტინი, პრეპარატის რეკომენდებული გაჯერებული დოზა უნდა შეადგენდეს 300-400მგ, შემდეგ აუცილებელია 200-300 მგ გაბაპენტინის დანიშვნა ყოველი 4 სთ-იანი ჰემოდიალიზის შემდეგ. ჰემოდიალიზისაგან თავისუფალ დღეებში არ შეიძლება გაბაპენტინის მიღება.
გაბაპენტინის შემანარჩუნებელი დოზა ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისათვის განისაზღვრება რეკომენდაციის საფუძველზე, რომელიც წარმოდგენილია ცხრილში 2. შემანარჩუნებელ დოზაზე დამატებით პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე რეკომენდებულია პრეპარატის 200-300მგ მიღება ყოველი 4 სთ-იანი ჰემოდიალიზის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები
ეპილეფსიის (დამატებითი თერაპია ან მონოთერაპია) და ნეიროპათიური ტკივილების კვლევის პერიოდში აღინიშნა შემდეგი არასასურველი რეაქციები (ჩამოთვლილია სიხშირის მიხედვით): ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100 – <1/10), არახშირი (>1/1000 – <1/100) და იშვიათი (>1/10,000 – <1/1,000). თუ სხვადასხვა კვლევებში გვერდითი ეფექტების გამოვლენის სიხშირე განსხვავდებოდა, დასკვნებში აღნიშნული იქნა მონაცემები უფრო ხშირი გამოვლენის შესახებ.
არასასურველი ეფექტების სიხშირე წარმოდგენილია ყველა ჯგუფში სირთულის კლებადობის რიგითობით.
ინფექციური და პარაზიტარული დაავადებები
ძალიან ხშირი: ვირუსული ინფექცია
ხშირი: პნევმონია, რესპირატორული ინფექცია, შარდგამომყოფი გზების ინფექცია, ინფექცია, შუა ყურის ანთება.
დარღვევები სისხლის წარმომქმნელი და ლიმფური სისტემის მხრივ
ხშირი: ლეიკოპენია
უცნობია: თრომბოციტოპენია
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:
არახშირი: ალერგიული რეაქციები (მაგ., ჭინჭრის ცხელება)
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ:
ხშირი: მადის დაქვეითება, მადის მომატება
ფსიქიური დარღვევები:
ხშირი: სიბრაზე, დაბნეულობა და ემოციური ლაბილურობა, დეპრესია, შფოთი, ნევროზულობა, ანომალიური აზრები
უცნობი: ჰალუცინაციები
დარღვევები ნერვული სისტემი მხრივ:
ძალიან ხშირი: ძილიანობა, თავბრუსხვევა, ატაქსია.
ხშირი: კრუნჩხვა, ჰიპერკინეზი, დიზართრია, მეხსიერების დაქვეითება, კანკალი, უძილობა, თავის ტკივილი, მგრძნობელობის დარღვევები (პარესთეზია, ჰიპერსთეზია), კოორდინაციის დარღვევები, ნისტაგმი, რეფლექსების მომატება, შემცირება ან გაქრობა.
არახშირი: ჰიპოკინეზია
უცნობია: სხვა მოძრაობის დარღვევები (მათ შორის ქორეატეტოზი, დისკინეზია, დისტონია).
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ:
ხშირი: მხედველობის დარღვევები, მაგ., ამბლიოპია ან დიპლოპია.
დარღვევები სმენისა ორგანოს და წონასწორობის მხრივ
ხშირი: სისტემური თავბრუსხვევები
უცნობია: ყურებში შუილი
დარღვევები გულის მხრივ:
არახშირი: გულისცემის გაძლიერების შეგრძნება
სისხლძარღვების დარღვევები:
ხშირი: წნევის მომატება, სისხლძარღვების გაფართოვება
დარღვევები სასუნთქი სისტემის, მკერდის უჯრედის და შუაწელის ორგანოების მხრივ:
ხშირი: ქოშინი, ბრონქიტი, ფარინგიტი, ხველა, რინიტი.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ხშირი: ღებინება, გულისრევა, კბილების პათოლოგია, გინგივიტის, დიარეა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, ყაბზობა, პირის ღრუს ან ყელის სიმშრალე, მუცლის შებერილობა.
უცნობია: პანკრეატიტი.
დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ:
უცნობია: ჰეპატიტი, სიყვითლე.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:
ხშირი: სახის შეშუპება, პურპურა (უფრო ხშირად აღინიშნა სილურჯეების სახით ტრავმების შემდეგ), გამონაყარი, ქავილი, აკნე.
უცნობია: სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ანგიონევროზული შეშუპება, მრავალფორმიანი ერითემა, ალოპეცია.
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:
ხშირი: ართრალგია, მიალგია, ზურგის ტკივილი, კუნთების შეკუმშვა.
უცნობია: მიოკლონური  კრუნჩხვა
დარღვევები თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ:
უცნობია: თირკმლის მწვავე უკმარისობა, შარდის შეკავება.
დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ:
ხშირი: ერექციის დისფუნქცია.
უცნობია: სარძევე ჯირკვლების ჰიპერტროფია, ჰინეკომასტია.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები გამოყენების ადგილას:
ძალიან ხშირი: დაღლილობა, ცხელება
ხშირი: პერიფერიული შეშუპება, სიარულის დარღვევა, სისუსტე, ტკივილი, დისკომფორტის შეგრძნება, გრიპისმაგვარი სინდრომი.
არახშირი: გენერალიზირებული შეშუპება
უცნობია: მოხსნის რეაქციები (ძირითადად შფოთი, უძილობა, ღებინება, ტკივილები, ოფლიანობა), მკერდის ტკივილი. აღინიშნა უეცარი სიკვდილიანობის შემთხვევა, მაგრამ მკვეთრი ურთიერთკავშირი გაბაპენტინის მიღებასთან არ არის დადგენილი.
ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური მონაცემები
ხშირი: ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, სხეულის წონის მომატება.
არახშირი: ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების მომატება (ასტ, ალტ) და ბილირუბინის მომატება.
უცნობია: სისხლში გლუკოზის დონის მერყეობა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
ტრავმები და ინტოქსიკაცია
ხშირი: დაზიანების, მოტეხილობის, გაკაწვრის შემთხვეები.
აღინიშნა მწვავე პანკრეატიტის შემთხვევა გაბაპენტინით მკურნალობის ფონზე. გაბაპენტინის გამოყენებასთან ურთიერთკავშირი არ არის დადგენილი (იხ. პუნქტი უსაფრთხოების ზომები პრეპარატის გამოყენების დროს).
პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ ტერმინალური თირკმლის უკმარისობა და იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, აღინიშნა მიოპათიის შემთხვევა კრეატინკინაზას დონის მომატებით.
სასუნთქი გზების ინეფექციების, შუა ყურის ანთების, კრუნჩხვის და ბრონქიტის შემთხვევები აღინიშნა მხოლოდ კლინიკური გამოკვლევებისას, რომლებშიც მონაწილეობდნენ ბავშვები. გარდა ამისა, ბავშვებში ჩატარებულ კვლევებში საკმაოდ ხშირად აღინიშნა აგრესიული საქციელი და ჰიპერკინეზი.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების გამოვლენის შესახებ
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ არასასურველი რეაქციების შესახებ მონაცემების წარმოდგენას დიდი მნიშვნელობა აქვს. ის ხელს უწყობს რისკ-სარგებელის ფაქტორის გაკონტროლებას. ჯანდაცვის თანამშრომლებს მივმართავთ თხოვნით გვაცნობონ ნებისმიერი არასასურველი რეაქციის შესახებ ეროვნული საინფორმაციო სისტემის შეყტყობინების საშუალებით.

ჭარბი დოზირება
პრეპარატის 49 გრ/დღეში მიღების შემთხვევაშიც კი არ აღინიშნა მწვავე სიცოცხლისათვის საშიში ტოქსიური რეაქციების განვითარება.
ზედოზირების შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს: თავბრუსხვევა, მხედველობის გაორება, დიზარტრია, ძილიანობა, დაღლილობა და სუსტად გამოხატული დიარეა. შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარებისას პაციენტის მდგომარეობა სრულად ექვემდებარება აღდგენას. გაბაპენტინის აბსორბციის შემცირებამ მაღალი დოზირების შემთხვევაში შესაძლებელია შეზღუდოს მედიკამენტების შეწოვა და შეამციროს ზედოზირებით გამოწვეული ტოქსიური ეფექტები. გაბაპენტინის გამოდევნა შესაძლებელია ჰემოდიალიზის მეშვეობით, თუმცა ეს ჩვეულებრივ შემთხვევაში არ არის საჭირო. მაგრამ პაციენტებში თირკმლის რთული უკმარისობით შესაძლოა საჭირო გახდეს ჰემოდიალიზის გამოყენება.
თაგვებზე და ვირთხებზე ჩატარებულ კვლევებში ვერ მოხერხდა გაბაპენტინის ლეტალური დოზის განსაზღვრა, მიუხედავად იმისა, რომ გამოყენებული იქნა 8000მგ/კგ-მდე დოზირება. მწვავე ტოქსიურობის სიმპტომები ცხოველებში მოიცავდა შემდეგ: ატაქსია, სუნთქვის გართულება, ფტოზი, აქტივობის შემცირება ან პირიქით, აღგზენებადობის გაძლიერება.
გაბაპენტინით ჭარბმა დოზირებამ, განსაკუთრებით სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას შესაძლოა გამოიწვიოს კომის განვითარება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები: გაბაპენტინის დანიშივნის შემდეგ ფარმაკოკინეზური კვლევების ფარგლებში არ აღინიშნა ფენიტოინის, კარბამაზეპინის, ვალპროევის მჟავის, ფენობარბიტალის პლაზმური კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც გამოიყენებოდნენ ბაზური თერაპიის სახით. ამავე კვლევებში ასევე არ აღინიშნა გაბაპენტინის ფარმაკოკინეტიკური ცვლილებებიც.
პერორალური კონტრაცეპტივები: გაბაპენტინის და პერორალური კონტრაცეპტივების  ერთდროული დანიშვნისას, რომლებიც შეიცავენ ნორეტისტერონს და/ან ეტინილესტრადიოლს არ ვლინდება ზეგავლენა აღნიშნული პრეპარატების თანაბარი კონცენტრაციის მაჩვენებლებზე.
ანტაციდურები: გაბაპენტინის და ანტაციდურების ერთდროული დანიშვნისას, რომლებიც შეიცავენ ალუმინს ან მაგნიუმს, მცირდება გაბაპენტინის ბიოშეღწევადობა მაქსიმუმ 24 %. გაბაპენტინის მიღება რეკომენდებულია მინიმუმ 2 საათის შემდეგ ანტაციდურების მიღებიდან.
ციმეტიდინი: ციმეტიდინის ერთდროული მიღებისას აღინიშნა გაბაპენტინის თირკმელებით გამოყოფის მცირე შეფერხება; არ არის მოსალოდნელი, რომ ამ ეფექტს გააჩნდეს კლინიკური მნიშვნელობა.
ალკოჰოლი და სხვა პრეპარატების არამიზნობრივი გამოყენება, რომლებიც ზემოქმედებენ ცნს-ზე:
მოსალოდნელია გაბაპენტინის გვერდითი ეფექტების გაძლიერება ცნს-ის მხრივ (მაგ., ძილიანობა, ატაქსია და სხვ.)
მორფინი: კვლევებში, რომლებშიც მონაწილეობდნენ ჯანმრთელი მოხალისეები (N=12), რომლებიც იღებდნენ კაფსულებს კონტროლირებადი გამოთავისუფლებით 60მგ მორფინის შემცველობით გაბაპენტინის (კაფსულა 600მგ) მიღებამდე 2 სთ-ით ადრე, აღინიშნა გაბაპენტინის საშუალო AUC გაზრდა 44%-ით, იმ შემთხვევებისაგან განსხვავებით, როდესაც არ გამოიყენებოდა მორფინი. ამიტომ მორფინისა და გაბაპენტინის ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია პაციენტებზე მკაცრი კონტროლი ცნს-ის დათრგუნვის სიმტპომების დროული შემჩნევის მიზნით, როგორიცაა ძილიანობა და საჭიროა გაბაპენტინის ან მორფინის დოზირების შესაბამისი შემცირება.
პრობენეციდის გამოყენება არ არღვევს გაბაპენტინის თირკმელებით გამოყოფას.

უსაფრთხოების ზომები გამოყენების დროს
მწვავე პანკრეატიტის განვითარებისას გაბაპენტინის გამოყენების ფონზე ნაჩვენებია გაბაპენტინის მოხსნა (იხ. პუნქტი გვერდითი ეფექტები).
მიუხედავად იმისა, რომ არ მოიპოვება დამადასტურებელი მონაცემები რეაქტიული კრუნჩხვითი შეტევების არსებობის შესახებ გაბაპენტინის გამოყენებისას, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატების სწაფმა მოხსნამ ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში შესაძლოა ხელი შეუწყს ეპილეფსიური სტატუსის განვითარებას (იხ. პუნქტი გამოყენების წესი და დოზირება). სხვა ანტიეპილეფსიური პრეარატების გამოყენების მსგავსად, ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა გაიზარდოს შეტევების სიხშირე ან გამოვლინდეს კრუნჩხვითი შეტევების ახალი სახე გაბაპენტინის გამოყენებისას.
სხვა ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების მსგავსად, თანმდევი ანტიეპილეფსიური პრეპარატების მიღების შეწყვეტის მცდელობები გაბაპენტინით მონოთერაპიაზე გადასვლის მიზნით პაციენტებში, რომლებიც იღებენ რამოდენიმე ეპილეფსიის საწინაამღდეგო საშუალებებს, იშვიათად დასრულდა წარმატებული შედეგით.
არ არის მიჩნეული, რომ გაბაპენტინი ეფექტურია პირველადი გენერალიზირებული შეტევების მკურნალობისათვის, როგორიცაა აბსენსები და შესაძლოა გააძლიეროს ასეთი შეტევების ინტენსივობა ზოგიერთ პაციენტში. ამიტომ გაბაპენტინი უნდა გამოყენებული იქნეს სიფრთხილით პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ შერეული ტიპის კრუნჩხვითი შეტევები, მათ შორის აბსენსები.
არ ჩატარებულა სისტემური კვლევები გაბაპენტინის გამოყენების შესახებ 65 წლის ან უფროსი ასაკის პაციენტებში. ერთ-ერთ ორმაგ ბრმა კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდნენ პაციენტები ნეიროპათიული ტკივილებით, 65 წელზე უფროს პაციენტებს უფრო ხშირად აღენიშნათ ძილიანობა, პერიფერიული შეშუპება და სისუსტე ახალგაზრდებთან შედარებით. ამ მონაცემების გარდა აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარებული კლინიკური კვლევები არ იძლევიან დამადასტურებელ მონაცემებს განსხვავებული არასასურველი ეფექტების პროფილის შესახებ, რომლებიც განსხვავდება ახალგაზრდა პაციენტებისაგან.
გაბაპენტინის ხანგრძლივი დროის მანძილზე (36 კვირაზე მეტი) გამოყენების შემთხვევაში მისი ზეგავლენა სწავლის უნარზე, ინტელექტზე და განვითარებაზე ბავშვებში და მოზარდებში არ არის შესწავლილი საკმარისად. ამის გამო საჭიროა მოსალოდნელი რისკ-ფაქტორების გათვალისწინება პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების აუცილებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.
ლაბორატორიული ტესტები
შესაძლოა აღინიშნოს ცრუ დადებითი შედეგები შარდში ტესტ-ზოლის დახმარებით ცილების შემცველობის დასადგენი ნახევრადრაოდენობრივი ტესტირებისას. ამიტომ რეკომენდებულია დამატებითი ანალიზის ჩატარება სხვა მეთოდების გამოყენებით (ბიურეტული მეთოდი, ტურბიდიმეტრიული მეთოდი, სინჯები საღებარების გამოყენებით).
პაციენტებისათვის იშვიათი თანდაყოლილი დაავადებებით, მაგ., ლაქტოზას აუტანლობით, ლაპას ლაქტოზური უკმარისობით, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით პრეპარატის მიღება არ შეიძლება.

ზეგავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე
გაბაპენტინმა შესაძლოა მოახდინოს მცირე ან ზომიერი ზეგავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე. გაბაპენტინი ახდენს ზეგალენას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუსხვევა ან სხვა მსგავსი სიმპტომები. ამიტომ  გაბაპენტინმა, მათ შორის დანიშნულების მიხედვით მიღების შემთხვევაშიც, შესაძლოა გამოიწვიოს რეაქციის სისწრაფის შემცირება და ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარის გაუარესება (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და დოზირების გაზრდის შემდეგ, ასევე ალკოჰოლის ერთდროული გამოყენებისას).

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

გამოშვების ფორმა: 300მგ კაფსულა #50; #100

გაცემის რეჟიმი: I ჯგუფი (გაიცემა ფორმა N2 რეცეპტით)

მწარმოებელი: GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი

გაფრთხილება


ტებოკანი / Tebokan

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): გინკგო ბილობა/ginkgo biloba

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დემენციის სამკურნალო სხვა საშუალებები. გინკგო ბილობა.

ათქკოდი: N06DX02.

შემადგენლობა
1 ტაბლეტი, დაფარული აპკიანი გარსით, შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: გინკგო ბილობას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (35-67:1) (EGბ 761Ò) – 40 მგ, სტანდარტიზებული 8.8_10.8 მგ ფლავონოიდებამდე, ფლავონ-გლიკოზიდებზე გადაანგარიშებით; 2.0_2.8 მგ ტერპენ-ლაქტონები, მათ შორის 1.12_1.36 მგ გინკგოლიდები A, B, C; 1.04_1.28 მგ ბილობალიდი; და არანაკლებ 0.2 მკგ-ზე გინკგოლის მჟავა ერთ გარსით დაფარულ ტაბლეტში.
სხვა ინგრედიენტები (შემავსებლები): ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი უწყლო, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა 5მპა, მაკროგოლი 1500, რკინის ოქსიდი ყვითელი E 172, ტიტანის დიოქსიდი E 171, ტალკი, ქაფის საწინააღმდეგო ემულსია SE2 (სინ. WACKER SILFOAM® SE2 (დიმეტიკონი, მაღალდისპერსული სილიციუმის დიოქსიდი, α-ოქტადეცილ-ω-ჰიდროქსიპოლი (ოქსიეთილენი) – 5 (სინ. პოლიეთილენგლიკოლი და სტეარილის სპირტის ეთერი), სორბინის მჟავა, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ გინკგო ბილობას ფოთლების ექსტრაქტი ზრდის მდგრადობას ჰიპოქსიის მიმართ, ხელს უწყობს სისხლის რეოლოგიური თვისებების და მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას.

ჩვენებები
– თავის ტვინის ორგანული დაზიანებით გამოწვეული მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის კოგნიტიური დარღვევების სიმპტომური მკურნალობა კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში. სამკურნალო საშუალების დანიშვნამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ კოგნიტიური დარღვევები არ არის გამოწვეული დაავადებებით, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ მკურნალობას;
– გარდამავალი კოჭლობის სინდრომის სიმპტომური მკურნალობა ქრონიკული მაობლიტირებელი ენდარტერიიტის დროს (ფონტეინის მიხედვით კლასიფიკაციის მე-II სტადია);
– სისხლძარღვოვანი და ინვოლუციური წარმოშობის თავბრუსხვევის კომპლექსურ მკურნალობაში;
– სისხლძარღვოვანი და ინვოლუციური წარმოშობის ყურებში შუილის კომპლექსურ მკურნალობაში.
თავბრუსხვევის შეტევებისა და ყურებში შუილის ხშირი განმეორებების შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს. სმენის უეცარი დაქვეითების ან დაკარგვის შემთხვევაში კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა გინკგო ბილობის ექსტრაქტის ან სამკურნალო საშუალების რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ

ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.
18 წლამდე ბავშვებში.
ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა.
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ არის რეკომენდებული სამკურნალო საშუალება ტებოკანის მიღება ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც აქვეითებენ სისხლის შედედებას (მაგალითად, ფენპროკუმონი, ვარფარინი, კლოპიდოგრელი, ასპირინი და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები), რადგან შესაძლებელია მათი მოქმედების გაძლიერება და სისხლდენის განვითარება.
არ არის გამორიცხული გავლენა სამკურნალო საშუალებების ეფექტზე, რომლებიც მეტაბოლიზდება ციტოქრომით P450 3A4, 1A2, 2C19
სხვა სამკურნალო საშუალებების, მათ შორის ექიმის რეცეპტის გარეშე გასაცემის, ერთდროული მიღების შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.

სიფრთხილის ზომები
ადეკვატური მონაცემების არარსებობის გამო სამკურნალო საშუალება ტებოკანის მიღება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში. სამკურნალო საშუალების მიღება არ არის რეკომენდებული პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მაღალი სისხლდენა (ჰემორაგიული დიათეზი), სისხლდენის განვითარების რისკის მქონე პაციენტებისთვის, პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტურ საშუალებებს.
რადგან არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ გინკგოს შემცველმა პრეპარატებმა შეიძლება გაზარდონ სისხლდენის განვითარების რისკი, უსაფრთხოებისთვის უნდა შეწყდეს სამკურნალო საშუალება ტებოკანის მიღება ქირურგიული ოპერაციის წინ.
ეპილეფსიის მქონე პაციენტებში გინკგოს პრეპარატების მიღებამ შეიძლება პროვოცირება გაუკეთონ კრუნჩხვის შეტევას 4-ო-მეთილპირიდოქსინის შემცველობის გამო. ეპილეფსიის მქონე პაციენტებმა სამკურნალო საშუალების მიღებამდე უნდა მიმართონ ექიმს. ლაქტოზას შემცველობის გამო გალაქტოზას ამტანობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების, ლაქტაზას დეფეციტის ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ სამკურნალო საშუალება ტებოკანი.

გამოყენების წესი და დოზები
კოგნიტიური დარღვევების სიმპტომური მკურნალობა:
მოზრდილები 18 წელს ზევით – 1-2 აპკით დაფარული ტაბლეტი 3-ჯერ დღეში (დილით, დღისით და საღამოს).
ქრონიკული მაობლიტირებელი ენდარტერიიტის, თავბრუსხვევის და ყურებში შუილის სიმპტომატური მკურნალობისას:
მოზრდილები 18 წელს ზევით – 1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ (დილას, დღისით და საღამოს) ან 2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში (დილას და საღამოს).
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში სამკურნალო საშუალება ტებოკანის მიღება რეკომენდებული არ არის.
სამკურნალო საშუალების მიღების ხანგრძლივობა
კოგნიტიური დარღვევების სიმპტომური მკურნალობა: სამკურნალო საშუალების მიღება რეკომენდებულია არანაკლებ 8 კვირის განმავლობაში. თუ 3 თვის შემდეგ სამკურნალო საშუალების მიღებიდან მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, საჭიროა ექიმის კონსულტაცია მკურნალობის გადასახედად.
ქრონიკული მაობლიტირებელი ენდარტერიიტის სიმპტომური მკურნალობა:
სამკურნალო საშუალების მიღება რეკომენდებულია არანაკლებ 6 კვირის განმავლობაში.
თავბრუსხვევის სიმპტომური მკურნალობა:  სამკურნალო საშუალების მიღება რეკომენდებულია 6-8 კვირის განმავლობაში. უფრო ხანგრძლივი მიღება არ იწვევს მნიშვნელოვან თერაპიულ ეფექტს.
ყურებში შუილის სიმპტომატური მკურნალობა: სამკურნალო საშუალების მიღება რეკომენდებულია არანაკლებ 12 კვირის განმავლობაში. თუ 6 თვის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, არ არის რეკომენდებული სამკურნალო საშუალების შემდგომი მიღება.
მიიღება პერორალურად.
არ უნდა მიიღოთ აპკით დაფარული ტაბლეტები დაწოლილ მდგომარეობაში. აპკით დაფარული ტაბლეტები უნდა მიიღოთ დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად (სასურველია, ჭიქა წყლის მიყოლება). პრეპარატის მიღება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.

გვერდითი მოვლენები
არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირე არ არის განსაზღვრული. არსებობს ინფორმაცია ალერგიული რეაქციების განვითარების შესახებ (ჰიპერემია და კანის შეშუპება, ქავილი, ანაფილაქსიური შოკი), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების, თავის ტკივილის, თავბრუსხვევის შესახებ, და აგრეთვე არსებული თავბრუსხვევის გაძლიერების შესახებ.
შესაძლებელია სისხლის შედედების დაქვეითება და სისხლდენების განვითარება (მათ შორის ინტრაცერებრული სისხლჩაქცევები), განსაკუთრებით სისხლის შედედების შემამცირებელ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული მიღებისას (მაგალითად, ვარფარინი, ასპირინი და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები). გვერდითი რეაქციების წარმოქმნის შემთხვევაში, მათ შორის რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, უნდა შეწყვიტოთ სამკურნალო საშუალების მიღება და მიმართოთ ექიმს.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ინფორმაცია ავტოტრანსპორტის და მოძრავი მექანიზმების მართვის უნარზე გავლენის შესახებ არ არსებობს.

მიღება ორსულობის და ლაქტაციის დროს
რადგან არსებობს მონაცემები, იმის შესახებ, რომ გინკგოს პრეპარატებმა შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი, სამკურნალო საშუალება ტებოკანი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს. ინფორმაცია სამკურნალო საშუალების კომპონენტების დედის რძეში შეღწევის შესახებ არ არსებობს. სათანადო მონაცემების არ არსებობის გამო სამკურნალო საშუალება არ უნდა მიიღოთ ძუძუთი კვების დროს.

ვარგისობის ვადა  5 წელი.

შენახვის პირობები
ამ სამკურნალო საშუალების შენახვა არ საჭიროებს განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 40მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Dr. Willmar Schwabe GmbH & Co. KG,  გერმანია

გაფრთხილება

ტეგრეტოლი® – TEGRETOL®

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): კარბამაზეპინი/KARBAMAZEPINE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიეპილეფსიური საშუალება. კარბოქსამიდის წარმოებული.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც
1 ტაბ.
კარბამაზეპინი …………  200 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალაური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალება. ტეგრეტოლი ეფექტურია ფოკალური (პარციალური) კრუნჩხვითი შეტევების (მარტივი და კომპლექსური) დროს, რომელსაც თან ერთვის ან არ ერთვის მეორადი გენერალიზაცია. გენერალიზებული ტონო-კლონური კრუნჩხვითი შეტევის დროს, და ასევე მითითებული ტიპის შეტევების კომბინაციის დროს.
კლინიკურ კვლევებში ტეგრეტოლის გამოყენებისას მონოთერაპიის სახით ეპილეფსიის მქონე პაციენტებში (განსაკუთრბით ბავშვებში და მოზარდებში) აღინიშნა პრეპარატის ფსიქოტროპული მოქმედება, რომელიც კერძოდ, გამოიხატებოდა დადებით ზეგავლენაში დეპრესიის და შფოთიანობის სიმპტომებზე და ასევე აგრესიის და გაღიზიანების დაქვეითებაზე.
რიგი კვლევების მიხედვით ტეგრეტოლის გავლენა კოგნიტურ ფუნქციაზე და ფსიქომოტორული მაჩვენებლები დამოკიდებული იყო დოზაზე და იყო ან საეჭვო ან უარყოფითი. სხვა კვლევებში აღინიშნებოდა პრეპარატის დადებითი გავლენა მაჩვენებლებზე, რომელიც ახასიათებს ყურადღებას, სწავლისაკენ და დამახსოვრებისაკენ მიდრეკილებას.
როგორც ნეიროტროპული საშუალება, ტეგრეტოლი ეფექტურია რიგი ნევროლოგიური დაავადებების დროს, ასე მაგალითად იგი არიდებს ტკივილის შეტევებს სამწვერა ნერვის მეორადი და იდიოპათური ნევრალგიის დროს. გარდა ამისა, ტეგრეტოლი გამოიყენება ნეიროგენული ტკივილის შესამსუბუქებლად სხვადასხვა მდგომარეობის დროს, მათ შორის ზურგის ტვინის დაავადების, პოსტტრავმატული პარესთეზიების და პოსტჰერპესული ნევრალგიის დროს. ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის დროს, ტეგრეტოლი ზრდის კრუნჩხვის მზადყოფნის ზღვარს (რომელიც ამ მდგომარეობის დროს დაქვეითებულია) და ამცირებს სინდრომის კლინიკური გამომჟღავნების გამოხატულებას, ისეთს, როგორიც არის აგზნებადობა, კანკალი, სიარულის დარღვევა.
ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტიან პაციენტებში ტეგრეტოლი ამცირებს დიურეზს და წყურვილს.
როგორც ფსიქოტროპული საშუალება ტეგრეტოლი ეფექტურია აფექტური დარღვევების დროს, სახელდობრ მწვავე მანიაკალური მდგომარეობის სამკურნალოდ, ბიპოლარული აფექტური (მანიაკალურ-დეპრესიული) აშლილობის მკურნალობის შესანარჩუნებლად (როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე ნეიროლეფსიურ საშუალებებთან, ანტიდეპრესანტებთან ან ლითიუმის პრეპარატებთან კომბინაციაში), შიზოაფექტური ფსიქოზის, მანიაკალური ფსიქოზის დროს, სადაც იგი გამოიყენება ნეიროლეპტიკებთან კომბინაციაში და ასე მწვავე პოლიმორფული შიზოფრენიისას (rapid cycling episodes) კარბამაზეპინის მოქმედების მექანიზმი – ტეგრეტოლის აქტიური ნივთიერებისა -გარკვეულია მხოლოდ ნაწილობრივ.
კარბამაზეპინი ასტაბილირებს გადაჭარბებულ და აღგზნებული ნერვული ბოჭკოების მემბრანებს, აინჰიბირებს განმეორებითი ნეირონული მუხტის წარმოქმნას და ამცირებს აღგზნებადი იმპულსების სინაფსურ გატარებას.
დადგენილია, რომ ტეგრეტოლის მოქმედების ძირითადი მექანიზმია დეპოლარიზებულ ნეირონებში მოქმედების ნატრიუმ-დამოკიდებული პოტენციალის მეორადი წარმოქმნის არიდება, ნატრიუმის არხების ბლოკადის მეშვეობით. პრეპარატის კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება ძირითადად განპირობებულია გლუტანატის გამონთავისუფლების შემცირებით და ნეირონების მემბრანების სტაბილიზაციით, მაშინ როდესაც ანტიმანიაკალური ეფექტი შეიძლება განპირობებული იყოს დოპამინის და ნორადრენალინის მეტაბოლიზმის დათრგუნვით.
ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა: ორალურად მიღების შემდეგ, კარბამაზეპინი შეიწოვება თითქმის მთლიანად, თუმცა შედარებით ნელა. ჩვეულებრივი ტაბლეტის ერთჯერადი მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში (Cmax) მიიღწევა 12 საათის შემდეგ. არ აღინიშნება კლინიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა აქტიური ნივთიერების შეწოვის დონეში პრეპარატის განსხვავებული სამკურნალო ფორმების მიღების შემდეგ ორალური გზით. პრეპარატის აბის, რომელიც შეიცავს 400 მგ კარბამაზეპინს, ერთჯერადი მიღების შემდეგ, უცვლელი აქტიური ნივთიერების (Cmax) საშუალო მნიშვნელობა შეადგენს დაახლოებით 4.5 მკგ/მლ.
საჭმლის მიღება არსებითად არ მოქმედებს კარბამაზეპინის შეწოვის სიჩქარეზე და ხარისხზე, იმისდა მიუხედავად ტეგრეტოლის რომელი სამკურნალო ფორმა იყო გამოყენებული. პრეპარატის წონასწორული კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 1-2 კვირის განმავლობაში, რაც დამოკიდებულია მეტაბოლიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე (კარბამაზეპინით ღვიძლის ფერმენტული სისტემების აუტოინდუქცია, ჰეტეროინდუქცია სხვა, ერთდროულად მიღებული სამკურნალო საშუალებებით), და ასევე ავადმყოფის მდგომარეობაზე, პრეპარატის დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე. შეიმჩნევა არსებითი მნიშვნელობების წონასწორული კონცენტრაციის ინდივიდუალურ-შორისი განსხვავებები. თერაპიულ დიაპაზონში: ავადმყოფთა დიდ რაოდენობაში ეს მნიშვნელობა მერყეობს 4-დან 12 მკგ/მლ (17-50 მკმოლი/ლ)-მდე. კარბამაზეპინ-10,11-ეპოქსიდის (ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტის) კონცენტრაცია შეადგენს კარბამაზეპინის კონცენტრაციის დაახლოებით 30%.
განაწილება: კარბამაზეპინის შეკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან შეადგენს 70-80%-ს. შეუცვლელი კარბამაზეპინის კონცენტრაცია ზურგის ტვინის სითხეში და ნერწყვში პროპორციულია აქტიური ნივთიერებების ცილებთან დაუკავშირებელი ნაწილისა (20-30%). კარბამაზეპინის კონცენტრაცია დედის რძეში შეადგენს სისხლის პლაზმაში მისი დონის 25-60%-ს.
კარბამაზეპინი შეაღწევს პლაცენტარულ ბარიერში. თუ ჩავთვლით კარბამაზეპინის აბსორბციას სრულიად, განაწილების სავარაუდო მოცულობა შეადგენს 0.8-1.9 ლ/კგ.
მეტაბოლიზმი: კაბრამაზეპინი მეტაბოლიზირდება ღვიძლში. უპირატესად ეპოქსიდის გზით, რის შედეგადაც წარმოიქმნება მთავარი მეტაბოლიტები – 10,11-ტრანსდიოლური წარმოებული და მისი კონიუგატი გლუკურონის მჟავასთან. ძირითადად იზოფერმენტს, რომელიც უზრუნველყოფს კარბამაზეპინის ბიოტრანსფორმაციას კარბამაზეპინ-10,11-ეპოქსიდში, წარმოადგენს ციტოქრომი P4503A4. ამ მეტაბოლური რეაქციების შედეგად წარმოიქმნება ასევე ნაკლებად მნიშვნელოვანი მეტაბოლი 9-ჰიდროქსი-მეთილ-10-კაკბამოილაკრიდანი.
გამოყოფა: პრეპარატის ერთჯერადი მიღების შემდეგ შიგნით, შეუცვლელი კარბამაზეპინის ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს დაახლოებით 36 საათს, ხოლო პრეპარატის განმეორებითი მიღების შემდეგ საშუალოდ 16-24 საათს (ღვიძლის მონოოქსიგენაზური სისტემის აუტოინდუქციის შედეგად) მკურნალობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით. პაციენტებისათვის, რომლებიც ერთდროულად იღებენ სხვა პრეპარატებს, რომლებიც ინდუცირებენ ღვიძლის იმავე ფერმენტულ სისტემას (მაგალითად, ფენიტოინი, ფენობარბიტალი), კარბამაზეპინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს საშუალოდ 9-10 საათს. კარბამაზეპინის 400 მგ ერთჯერადი მიღების შემდეგ, მიღებული დოზის 72% გამოიყოფა შარდთან და 28% ფეკალურ მასებთან ერთად. მიღებული დოზის დაახლოებით 2% გამოიყოფა შარდთან ერთად შეუცვლელი კარბამაზეპინის სახით, დაახლოებით 1% – ფარმაკოლოგიურად აქტიური 10,11-ეპოქსიდური მეტაბოლიტის სახით და დაახლოებით 30% – საბოლოო მეტაბოლიტების სახით, რომელიც წარმოიქმნა მეტაბოლიზმის ეპოქსიდური გზის შედეგად.
ფარმაკოკინეტიკური თავისებურებანი პაციენტების ცალკეულ ჯგუფში:
ბავშვებში, კარბამაზეპინის უფრო სწრაფი ელიმინაციის შედეგად, შეიძლება დასჭირდეს პრეპარატის უფრო მაღალი დოზის გამოყენება გაანგარიშებით სხეულის მასის ერთ კილოგრამზე მოზრდილებთან შედარებათ. არ არსებობს მონაცემები, რომელიც დაადასტურებდა, რომ კარბამაზეპინის ფარმაკოკინეტიკა ეცვლებათ ხანდაზმული ასაკის პაციენტებს (ახალგაზრდა ასაკის ზრდასრულ პირებთან შედარებით).
ჯერჯერობით არ არის მონაცემები კარბამაზეპინის ფარმაკოკინეტიკის შესახებ ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

ჩვენებები:
ეპილეფსია: მარტივი და რთული პარციალური კრუნჩხვითი შეტევები (გრძნობის დაკარგვის ან მის გარეშე) მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე. გენერალიზებული ტონო-კლონური კრუნჩხვითი შეტევები. კრუნჩხვითი შეტევის შორეული ფორმები (ტეგრეტოლი შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც მონოთერაპია და ასევე კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში. ტეგრეტოლი ჩვეულებრივ არაეფექტურია მცირე შეტევების (petit mal,absansi) და მიოკლონური შეტევების დროს);
მწვავე მანიაკალური მდგომარეობები და ბიპოლარული აფექტური აშლილობის მხარდამჭერი თერაპია გამწვავების პროფილაქტიკის ან გამწვავების კლინიკური გამომჟღავნების შესუსტების მიზნით;
ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი;
სამწვერა ნერვის იდიოპათიური ნევრალგია და სამწვერა ნერვის ნევრალგია გაფანტული სკლეროზის დროს (ტიპური და არატიპიური). ენა-საყლაპავი ნერვის იდიოპატიური ნევრალგია;
დიაბეტური ნეიროპათია ტკივილის სინდრომთან ერთად;
ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტი.
პოლიურია და ნეიროჰორმონული ბუნების პოლიდიპსია.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის მიღება შეიძლება ჭამის დროს, ჭამის შემდეგ ან საჭმლის მიღების შუალედებში სითხის მცირე  რაოდენობასთან ერთად.
ეპილეფსია:
იმ შემთხვევებში, როდესაც ეს შესაძლებელია, ტეგრეტოლი უნდა დაინიშნოს მონოთერაპიის სახით.
მკურნალობას იწყებენ მცირე სადღეღამისო დოზის მიღებით, რომელსაც შემდგომში თანდათან ზრდიან ოპტიმალური ეფექტის მიღწევამდე. პრეპარატის ოპტიმალური დოზის შესარჩევად შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერების დონის განსაზღვრა.
იმ შემთხვევაში, როდესაც ტეგრეტოლს ამატებენ უკვე არსებულ ანტიეპილეფსიურ თერაპიას, ეს უნდა გაკეთდეს თანდათანობით, ამასთან ერთად გამოყენებული პრეპარატების დოზას არ ცვლიან ან აუცილებლობის შემთხვევაში ახდენენ კორეგირებას.
მოზრდილთათვის ტეგრეტოლის საწყისი დოზა შეადგენს 100-200 მგ ერთხელ ან 2-ჯერ დღეში. შემდეგ დოზას ნელ-ნელა ზრდიან ოპტიმალური სამკურნალო ეფექტის მიღწევამდე; ჩვეულებრივ იგი მიიღწევა 400 მგ დოზის დროს, რომელიც ინიშნება 2-3-ჯერ დღეში. ზოგიერთ ავადმყოფს შეიძლება დაჭირდეს ტეგრეტოლის დოზა, რომელიც შეადგენს 1600 მგ ან 2000 მგ დღე-ღამეში.
4 წლის და ნაკლები ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება 20-60 მგ გამოყენებით დღე-ღამეში და დოზის გაზრდით 20-60 მგ დღე გამოშვებით. 4 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში მკურნალობა შეიძლება დაიწყოს 100 მგ გამოყენებით დღე-ღამეში; დოზას ზრდიან თანდათანობით – ყოველ კვირას 100 მგ-ით.
შემანარჩუნებელი დოზა  10-20 მგ/კგ სხეულის მასაზე დღე-ღამეში (რამოდენიმე მიღებაზე).

სამწვერა ნერვის ნევრალგია:
ტეგრეტოლის საწყისი დოზა შეადგენს 200-400 მგ დღეში. მას ნელ-ნელა ზრდიან ტკივილის შეგრძნების გაქრობამდე (ჩვეულებრივ დოზამდე – 200 მგ 3-4-ჯერ დღეში). შემდეგ დოზას თანდათანობით ამცირებენ მინიმალურ შემანარჩუნებლამდე, რეკომენდებული საწყისი დოზა ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის შეადგენს 100 მგ 2-ჯერ დღეში.
ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი:
საშუალო დოზა შეადგენს 200 მგ 3-ჯერ დღეში. მძიმე შემთხვევებში პირველი რამოდენიმე დღის განმავლობაში დოზამ შეიძლება მოიმატოს (მაგალითად 400 მგ-მდე 3-ჯერ დღეში). ალკოჰოლური აბსტინენციის მძიმე გამომჟღავნების დროს მკურნალობა იწყება ტეგრეტოლის კომბინაციით სედატურ-საძილე პრეპარატებთან (მაგალითად, კლომეთიაზოლით, ქლორდიაზეპოქსიდით). მწვავე ფაზის გადაჭრის შემდეგ ტეგრეტოლით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს მონოთერაპიის სახით.
ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტი:
საშუალო დოზა მოზრდილთათვის შეადგენს 200 მგ 2-3-ჯერ დღეში. ბავშვებში პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს ბავშვსი ასაკის და სხეულის მასის შესაბამისად.
დიაბეტური ნეიროპათია ტკივილის სინდრომით:
ტეგრეტოლის საშუალო დოზა შეადგენს 200 მგ 2-4-ჯერ დღეში.
მწვავე მანიაკალური მდგომარეობა და აფექტური (ბიპოლარული) აშლილობების მხარდამჭერი მკურნალობა:
სადღეღამისო დოზა შეადგენს 400-1600 მგ. საშუალო სადღეღამისო დოზა – 400-600 მგ (2-3 მიღებაზე).
მწვავე მანიაკალური მდგომარეობის დროს ტეგრეტოლის დოზა უნდა გაიზარდოს საკმაოდ სწრაფად, ხოლო ბიპოლარული აშლილობის შემანარჩუნებელი დოზით თერაპიის დროს, ოპტიმალური ამტანობის უზრუნველყოფის მიზნით, რეკომენდებულია დოზის გაზრდა თანდათანობით მცირე ოდენობით.

გვერდითი მოვლენები:
განსაზღვრული ტიპის არასასურველი რეაქციები მაგალითად ცნსის მხრივ (თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ატაქსია, ძილიანობა, ზოგადი სისუსტე, დიპლოპია),
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევა, პირღებინება), ან კანის საფარის ალერგიული რეაქციები, გვხვდება ასე თუ ისე ხშირად, განსაკუთრებით ტეგრეტოლით მკურნალობის დასაწყისში, პრეპარატის საკმაოდ დიდი საწყისი დოზის გამოყენების დროს ან ხანდაზმული ასაკის ავადმყოფების მკურნალობის დროს.
სხვადასხვა გვერდითი რეაქციის სიხშირის შეფასების დროს გამოყენებული შემდეგი გრადაციები: „ძალიან ხშირად“- ≥10%; „ხშირად“ – ≥ 1%-დან<10%-მდე; „ხანდახან“ – ≥0,1%-დან <1%-მდ; „იშვიათად“ – ≥0.01%-დან <0.1%-მდე; „ძალიან იშვიათად“ – <0.1%.
დოზაზე დამოკიდებული გვერდითი რეაქციები ჩვეულებრივ გადის რამოდენიმე დღის განმავლოაში, როგორც სპონტანურად, ასევე პრეპარატის დოზის დროებითი დაკლების შემდეგ. გვერდითი რეაქციების განვითარება ცნს-ის მხრივ შეიძლება იყოს პრეპარატის შედარებითი დოზის გადაჭარბების შედეგი ან სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერების კონცენტრაციის მნიშვნელოვანი მერყეობა. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერების დონის კონტროლი.
ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად – თავბრუხვევა, ატაქსია, ძილიანობა, ზოგადი სისუსტე; ხშირად – თავის ტკივილი, დიპლოპია, მხედველობის აკომოდაციის დარღვევა (მაგალითად, მხედველობის დაბინდვა); ხანდახან – ანომალური უნებური მოძრაობები (მაგალითად, ტრემორი, „მოფარფატე“ ტრემორი, დისტონია, ტიკები); ნისტაგმი, იშვიათად – ოროფაციალური დისკინეზია, თვალმამოძრავებელი დარღვევები, მეტყველების დარღვევა (მაგალითად, დიზართრია ან გაურკვეველი მეტყველება), სორეთატეტოიდური დარღვევები, პერიფერიული ნევრიტი, პარესთეზია, კუნთოვანი სისუსტე და პარეზის სიმპტომები. კარბამაზეპინის როგორც პრეპარატის როლი, რომელიც იწვევს ან ხელს უწყობს ავთვისებიანი ნეიროლეფსური სინდრომის განვითარებას განსაკუთრებით როდესაც იგი ინიშნება ერთდროულად ნეიროლეპტიკებთან, რჩება გაურკვეველი.
ფსიქიური სფეროს მხრივ: იშვიათად – ჰალუცინაციები (მხედველობითი და სმენითი), დეპრესია, მადის დაკარგვა, აგრესიული ქცევა, აგზნებადობა, დეზორიენტაცია; ძალზე იშვიათად – ფსიქოზის აქტივაცია.
კანის მხრივ: ძალზე ხშირად – კანის ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციება, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვნად იყოს გამოხატული; ხანდახან – ექსფოლიაციური დერმატიტი, ერითროდერმია; იშვიათად – მგლურას მსგავსი სინდრომი, ქავილი; ძალზე იშვიათად – სტივენს-ჯონსის სინდრომი, ტოკსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი, ფოტომგრძნობელობა, მულტიფორმული და კვანძოვანი ერითემა, კანის პიგმენტაცის დარღვევა, პურპურა, აკნე, ოფლიანობა, თმების გაცვენა. იყო ცნობები ჰირსუტიზმის იშვიათი შემთხვევების შესახებ, მაგრამ ამ გართულების ტეგრეტოლის მიღებასთან მიზეზობრივი ურთიერთკავშირი დარჩა გაურკვეველი.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ძალზე ხშირად – ლეიკოპენია, ხშირად -თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია; იშვიათად – ლეიკოციტოზი, ლიმფოადენოპათია, ფოლის მჟავას დეფიციტი; ძალზე იშვიათად – აგრანულოციტოზი, აპლასტური ანემია, ჭეშმარიტი ერითროციტული აპლაზია, მეგალობლასტური ანემია, მწვავე შენაცვლებითი პორფირია, რეტიკულოციტოზი და შესაძლოა ჰემოლიზური ანემია.
ღვიძლის მხრივ: ძალზე ხშირად – გამა-გლუტამინტრანსფერაზის დონის მომატება (ღვიძლში ამ ფერმენტის ინდუქციის შედეგად), რასაც ჩვეულებრივ არ აქვს კლინიკური მნიშვნელობა; ხშირად – ტუტე ფოსფატაზის დონის მომატება; ხანდახან – ტრანსამინაზის მომატება, იშვიათად – ქოლესტაზური; პარენქიმატოზური (ჰეპატოცელულარული) ან შერეული ტიპის ჰეპატიტი, სიყვითლე; ძალზე იშვიათად – გრანულემატოზური ჰეპატიტი.
კნტის მხრივ: ძალზე ხშირად – გულისრევა, პირღებინება; ხშირად – პირის სიმშრალე; ხანდახან დიარეა ან შეკრულობა, ტკივილი მუცელში; ძალზე იშვიათად – გლოსიტი, სტომატიტი, პანკერატინი.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: იშვიათად – შენელებული ტიპის მულტიორგანული ჰიპერმგრძნობელობა ციებით კანის გამონაყარით, ვასკულიტით, ლიმფადენოპათიით. ნიშანთვისებებით, რომელიც ლიმფომის მსგავსია, ართრალგიებით, ლეიკოპენიით, ეოზინოფილიით, ჰეპატო სპლენომეგალიით და ღვიძლის ფუნქციის შეცვლილი მაჩვენებლებით (მითითებული გამოხატულებები გვხვდება სხვადასხვა კომბინაციაში). შეიძლება ასევე ჩართული იყოს სხვადასხვა ორგანოები (მაგალითად თირკმელები, ფილტვები, კუჭქვეშა ჯირკვალი, მიოკარდი, მსხვილი ნაწლავი); ძალზე იშვიათად – ასეპტიკური მენინგიტი, მიოკლონუსით და პერიფერიული ეოზინოფილიით, ანაფილაქსიური რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპება.
ჰიპერმგრძნობელობის ზემოთხსენებული რეაქციების წარმოქმნის დროს პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – გულის შიდა გამტარობის დარღვევები, არტერიული ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია; ძალზე იშვიათად ბრადიკარდია, არითმია, AV ბლოკადა გულის წასვლით, კოლაფსი, შეგუბებული გულის უკმარისობა, იშემიური დაავადების გამწვავება, თროთმბოფლებიტი, თრომბოემბოლიური სინდრომი.
ენდოკრინული და ნივთიერებათა ცვლის სისტემის მხრივ: ხშირად – შეშუპებები, სითხის შეკავება, სხეულის მასის მომატება, ჰიპონატრიემია და პლაზმის ოსმოლარობის დაქვეითება ეფექტის შედეგად, რომელიც მსგავსია ანტიდიურეზული ჰორმონის მოქმედებისა, რასაც იშვიათ შემთხვევაში მიყავს ჰიპონატრიემიამდე, რომელსაც თან ახლავს ლეთარგია, პირღებინება, თავის ტკივილი, დეზორიენტაცია და ნევროლოგიური დარღვვები; ძალზე იშვიათად – პროლაქტინის დონის მომატება, რომელსაც თან ახლავს ან არ ახლავს ისეთი გამოხატულებები, როგორიცაა გალაქტორეა, გინეკომასტია; ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილებები – თიროქსინის (FT4,, T4, T3) დონის კლება და თირეომასტიმულირებელი ჰორმონის დონის მომატება, რასაც ჩვეულებრივ თან არ ახლავს კლინიკური გამოხატულება. ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმის დარღვევები (კალციუმის დონის და სისხლის პლაზმაში 25-OH – ქოლეკალციფეროლის დაკლება), რაც იწვევს ოსტეომალაციას; ცალკეულ შემთხვევებში – ქოლესტერინის კონცენტრაციის მომატება, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების ჩათვლით.
შარდსასქესო სისტემის მხრივ: ძალზე იშვიათად – ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის უკმარისობა, თირკმლის ფუნქციის დარღვევები (მაგალითად, ალბუმინურია ჰემატურია, ოლიგურია, შარდოვანას (აზოტემია) მომატება, გახშირებული შარდვა, შეკავება, სასქესო ფუნქციის დარღვევები, იმპოტენცია.
გრძნობის ორგანოების მხრივ: ძალზე იშვიათად – გემოვნებითი შეგრძნებების დარღვევა, ბროლის დაბინდვა, კონიუნქტივიტი, სმენითი დარღვევები, მათ შორის ხმაური ყურში, ჰიპერაკუზია, ჰიპოაკუზია, ბგერის სიმაღლის აღქმის ცვლილებები.
ძვალკუნთვოანი სისტემის მხრივ: ძალზე იშვიათად – ართრალგია, კუნთოვანი ტკივილები ან კრუნჩხვები;
სასუნთქი ორგანოების მხრივ: ძალზე იშვიათად – ფილტვის მხრივ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რომლებსაც ახასიათებთ ციება, ქოშინი, პნევმონიტი ან პნევმონია.

უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა კარბამაზეპინის მიმართ ან ქიმიურად მსგავსი სამკურნალო საშუალებების მიმართ (მაგალითად, ტრიციკლიური ანტიდეპრესანტები) ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
* ატრიოვენტრიკულური ბლოკადა;
* ანამნეზში ძვლის ტვინის სისხლწარმოქმნის დათრგუნვის ეპიზოდების არსებობა ან მონაცემების მწვავე შენაცვლებითი პორფირიის შესახებ.

ორსულობა და ლაქტაცია:
ეპილეფსით დაავადებული ორსული ქალების ტეგრეტოლით მკურნალობა უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით.
ფერტილური ასაკის ქალებში ტეგრეტოლი შეძლებისამებრ გამოყენებულ უნდა იქნას მონოთერაპიის სახით, რადგანაც თანდაყოლილი ანომალიების სიხშირე ნაყოფში, ვისაც ჩაუტარდა მკურნალობა ანტიეპილეპტიკური საშუალებების კომბინაციით, უფრო მაღალია, ვიდრე იმათში, ვინც იღებდა თითოეულს ამ საშუალებებიდან მონოთერაპიის სახით.
საჭიროა ტეგრეტოლის მინიმალური ეფექტური დოზის დანიშვნა. რეკომენდებულია სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერების დონის რეგულარული კონტროლი. იმ შემთხვევაში, თუ ქალს, რომელიც იღებდა ტეგრეტოლს. განუვითარდა ორსულობა. ან თუ საკითხი ტეგრეტოლის დანიშვნის შესახებ დადგა ორსულობის პერიოდში. აუცილებელია თერაპიის მოსალოდნელი უპირატესობის და მისი შესაძლო გართულებების გულდასმით შედარება, განსაკუთრებით ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. ცნობილია, რომ ეპილეფსიით დაავადებული დედებისაგან შობილი ბავშვები, სხვებზე უფრო ხშირად მიდრეკილები არიან მუცლად ყოფნის დროს დარღვევებისაკენ, განვითარების ნაკლის ჩათვლით. იყო შეტყობინება იმის შესახებ, რომ კარბამაზეპინი, ისევე როგორც სხვა ანტილეფსიური საშუალებები ზრდის ამ დარღვევების წარმოქმნის რისკს, თუმცა ამ დრომდე არ არსებობს საბოლოო დადასტურება. თუმცა, არსებობს თითო-ოროლა შეტყობინება თანდაყოლილი დაავადებების და განვითარების ნაკლის შემთხვევების შესახებ, ხერხემლის რკალების შეუხორცებლობის ჩათვლით (spina bifida), და ასევე განვითარების სხვა ანომალიები, როგორიცაა კრანიოფაციალური დეფექტები, კარდიოვასკულური მალფორმაციები, რომელიც აღმოაჩნდათ პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ ტეგრეტოლს
პაციენტებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია განვითარების  ნაკლის რისკის გაზრდის შესაძლებლობის შესახებ და უნდა მიეცეს შესაძლებლობა გაიაროს ანტენატალური დიაგნოსტიკა.
ცნობილია, რომ ორსულობის პერიოდში ვითარდება ფოლის მჟავას დეიფიციტი. არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ანტიეპილეფსიური საშუალება აძლიერებს ამ დეფიციტსც. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს თანდაყოლილი დეფექტის სიხშირის გაზრდას ბავშვებში, რომელთა დედებიც იღებდნენ ანტიეპილეფსიურ საშუალებას. ამიტომ ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში რეკომენდებულია ფოლის მჟავას დამატებითი მიღება.
ახალშობილთა შორის მომატებული სისხლდენის პროფილაქტიკის მიზნით ორსულობის ბოლო კვირების განმავლობაში ქალებისათვის და ასევე ახალშობილებისათვის რეკომენდებულია ვიტამინ K დანიშვნა.
კარბამაზეპინი აღწევს დედის რძეში. მასში კონცენტრაცია შეადგენს სისხლის პლაზმაში მისი დონის 25-60%-ს. ამიტომ საჭიროა ძუძუთი კვების უპირატესობის და შესაძლო არასასურველი შედეგების შედარება ტეგრეტოლით მკურნალობის პირობებში. დედებს, რომლებიც იღებენ ტეგრეტოლს, შეუძლიათ კვებონ თავისი შვილები ძუძუთი, მაგრამ იმ პირობით, რომ ბავშვზე იქნება დაკვირვება შესაძლო გვერდითი რეაქციების განვითარების მხრივ (მაგალითად გამოხატული ძილიანობა, კანის ალერგიული რეაქციები).

განსაკუთრებული მითითებები:
♦ ტეგრეტოლის მიღების დროს შეიძლება განვითარდეს აგრანულოციტოზი და აპლასტური ანემია. მაგრამ იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი მდგომარეობა წარმოიშვება ძალზე იშვიათად, ძნელია მათი რისკის კონკრეტული მნიშვნელობის გაანგარიშება, ცნობილია, რომ ზოგად პოპულაციაში, რომელიც არ იღებდა მკურნალობას, აგრანულოციტოზის განვითარების ჯამური რისკი შეადგენს 4.7 შემთხვევას მოსახლეობის ერთ მილიონზე წელიწადში, ხოლო აპლასტური ანემიის – 2.0 შემთხვევას მოსახლეობის 1 მილიონზე წელიწადში.
♦ ტეგრეტოლის მიღების დროს სხვადასხვა სიხშირით აღინიშნება თრომბოციტების ან ლეიკოციტების რიცხვის გარდამავალი ან ურყევი შემცირება. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში ეს გვერდითი მოვლენები გარდამავალია და ჩვეულებრივ არ აუწყებენ, აპლასტური ანემიის ან აგრანულოციტოზის დაწყებას. მითუმეტეს, მკურნალობის დაწყებამდე, და ასევე პერიოდულად მკურნალობის პროცესში საჭიროა სისხლის კლინიკური ანალიზის ჩატარება, თრომბოციტების რიცხვის დათვლის ჩათვლით და, შესაძლოა რეტიკულოციტების, და ასევე სისხლის შრატში რკინის დონის განსაზღვრა.
♦ იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობის დროს შეიმჩნევა ლეიკოციტების და თრომბოციტების რიცხვის დაბალი დონე (ან მათი შემცირების ტენდენცია), აუცილებელია დაკვირვება პაციენტის მდგომარეობაზე და სისხლის კლინიკური ანალიზის მაჩვენებლებზე. თუ გამომჟღავნებულია ძვლის ტვინის მნიშვნელოვანი დათრგუნვის ნიშნები, მაშინ ტეგრეტოლის მიღება უნდა აიკრძალოს.
♦ ტეგრეტოლი დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება ისეთი თვისებები და სიმპტომები, რომელიც სავარაუდოდ ადასტურებს მძიმე დერმატოლოგიური რეაქციის განვითარების შესახებ მაგალითად სტივენს-ჯონსის სინდრომს ან ლაიელის სინდრომს. ტეგრეტოლი უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ სამედიცინო დაკვირვების უზრუნველყოფის პირობებში.
♦ საჭიროა სიფრთხილის დაცვა ტეგრეტოლის გამოყენების დროს კრუნჩხვითი შეტევის შერეული ფორმების მქონე პაციენტებში. აბსენსის ჩათვლით (ტიპური და არატიპური), ყველა ამ შემთხვევაში ტეგრეტოლმა შეიძლება გამოიწვიოს შეტევების მომატება. ასეთ შემთხვევაში ტეგრეტოლის მიღება უნდა შეწყდეს.
♦ ტეგრეტოლის დანიშვნამდე და მკურნალობის პროცესში აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის გამოკვლევა, განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთა ანამნეზში არის მონაცემები ღვიძლის დაავადებების შესახებ, და ასევე ხანდაზმულ პაციენტებში. ღვიძლის ფუნქციის უკვე არსებული დარღვევების გაძლიერების შემთხვევაში ან ღვიძლის აქტიური დაავადების გამოვლენის დროს, ტეგრეტოლის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
♦ აუცილებელია პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება ტოქსიკურობის ადრეული ნიშნების შესახებ, რომლებიც ახასიათებთ მოსალოდნელ ჰემატოლოგიურ დარღვევებს და ასევე სიმპტომების შესახებ კანის საფარის და ღვიძლის მხრივ. პაციენტს აწვდიან ინფორმაციას ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვის აუცილებლობის შესახებ ისეთი არასასურველი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, როგორიცაა ციება, ტკივილი ყელში, გამონაყარი, წყლულები პირის ღრუში, სილურჯეების უმიზეზო წარმოქმნა, ჰემორაგიული პეტელის ან პურპურის სახით.
♦ პაციენტებს, რომელთაც ანამნეზში არის მონაცემები გულის, ღვიძლის, თირკმლის დაავადებების შესახებ, სხვა სამკუნალო საშუალებებზე გვერდითი ჰემატოლოგიური რეაქციის შესახებ ან ადრე ტეგრეტოლით ჩატარებული მკურნალობის აკრძალვის შესახებ, პრეპარატი უნდა დაენიშნოს მხოლოდ მკურნალობის მოსალოდნელი ეფექტის და თერაპიის მოსალოდნელი რისკის შეფარდების საგულდაგულო ანალიზის შემდეგ და რეგულარული და საყურადღებო კონტროლის უზრუნველყოფის დროს.
♦ ტეგრეტოლით მკურნალობის დაწყებამდე და პერიოდულად თერაპიის პროცესში რეკომენდებულია შარდის საერთო ანალიზის და სისხლში შარდოვანას დონის გამოკვლევა.
♦ სუსტად გამოხატული კანის საფარის რეაქციები, მაგალითად იზოლირებული მაკულური ან მაკულოპაპულური ეგზანთემა, ხშირ შემთხვევაში არის ტრანზიტორული და მსუბუქი, ჩვეულებრივ გადის რამოდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში მკურნალობის გაგრძელების დროსაც ან პრეპარატის დოზის შემცირების შემდეგ. მითუმეტეს, პაციენტი ამ დროს უნდა იმყოფებოდეს ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
♦ ტეგრეტოლს გააჩნია სუსტი ანტიქოლინერგული მოქმედება. ამიტომ, პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში პაციენტებში, მომატებული თვალის შიდა წნევით, აუცილებელია ამ მაჩვენებლის მუდმივი კონტროლი.
♦ საყურადღებოა ლატენტურად მიმდინარე ფსიქოზების აქტივაცია, ხოლო ხანდაზმულ პაციენტებში – დეზორიენტაციას ან აგზნებადობის განვითარების შესაძლებლობა.
♦ ამჟამად, რეგისტრირებულია ცალკეული შეტყობინებები მამაკაცური ფერტილობის დარღვევების შესახებ და/ან სპერმატოგენეზის დარღვევების შესახებ. მაგრამ, ამ დარღვევების მიზეზობრივი ურთიერთკავშირი ტეგრეტოლის მიღებასთან ჯერ არ არის დადგენილი.
♦ ცნობილია შეტყობინებები ქალებში სისხლდენის წარმოქმნის შესახებ მენსტრუაციებს შორის პერიოდში იმ შემთხვევებში როდესაც ერთდროულად იღებდნენ პერორალურ კონტრაცეპტივებს. ტეგრეტოლმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს პერორალური კონტრაცეპტიული პრეპარატების საიმედობაზე, ამიტომ ფერტილური ასაკის ქალებმა ტეგრეტოლით მკურნალობის პერიოდში უნდა გამოიყენონ ორსულობისგან თავდაცვის ალტერნატიული მეთოდები.
თუმცა ურთიერთკავშირი პრეპარატის დოზის ოდენობის და სისხლის პლაზმაში კარბამაზეპინის დონეს შორის, და ასევე სისხლის პლაზმაში კარბამაზეპინის დონის და მისი კლინიკური ეფექტურობის ან ამტანობას შორის ძალზე უმნიშვნელოა, ამისდა მიუხედავად კარბამაზეპინის დროის რეგულარული განსაზღვრა შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს შემდეგ სიტუაციებში:
– შეტევის სიხშირის მკვეთრად მომატების დროს;
– იმისათვის, რომ შემოწმდეს, იღებს თუ არა, როგორც საჭიროა ისე პაციენტი პრეპარატს;
– ორსულობის პერიოდში;
-ბავშვების და მოზარდების მკურნალობის დროს;
– პრეპარატის შეწოვის დარღვევებზე ეჭვის დროს;
– ტოქსიკური რეაქციების განვითარებაზე ეჭვის დროს იმ შემთხვევებში, თუ პაციენტი იღებს რამოდენიმე სამკურნალო საშუალებას.
♦ ტეგრეტოლის მიღების უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება მოახდინოს კრუნჩხვითი შეტევების პროვოცირება. თუ იძულებული ხარ ეპილეფსიით დაავადებულს უცებ შეუწყვიტოთ ტეგრეტოლით მკურნალობა ამ შემთხვევაში აუცილებელი სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებაზე გადასვლის განხორციელება; ამ შემთხვევაში მითითებული პრეპარატის საფარველის ქვეშ (მაგალითად, ინტრავენურად ან რექტალურად შეყვანილი დიაზეპამი, ან ინტრავენურად შეყვანილი ფენითოინი).
♦ აღწერილია კრუნჩხვითი შეტევების და/ან სუნთქვის დათრგუნვის რამოდენიმე შემთხვევა ახალშობილებს შორის, რომელთა დედებიც იღებდნენ ტეგრეტოლს ერთდროულად სხვა კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად. გარდა ამისა, ტეგრეტოლის მიღებასთან დაკავშირებით, დედების მიერ შეტყობინებული იყო პირღებინების, დიარეის და/ან დაქვეითებული კვების რამდენიმე შემთხვევის შესახებ ახალშობილთა შორის. შესაძლოა, ეს რეაქციები წარმოადგენენ, ახალშობილთა შორის აკრძალვის სინდრომის გამომჟღვანებას.
ავადმყოფის გადაყვანა ტაბლეტის მიღებიდან ტაბლეტრეტადრის მიღებაზე.
კლინიკური გამოცდილება აჩვენებს, რომ ზოგიერთ ავადმყოფს ტაბლეტ-რეტარდის მიღების დროს შეიძლება წარმოექმნათ პრეპარატის დოზის გაზრდის აუცილებლობა.
სამკურნალო ურთიერთქმედების და ან ეპილეფსიური პრეპარატების განსხვავებული ფარმაკოკინეტიკის გათვალისწინებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის ტეგრეტოლის დოზა უნდა შეირჩეს სიფრთხილით.

გავლენა ავტომობილის ტარების უნარზე და მექანიზმების მართვაზე:
პაციენტის სწრაფი რეაქციის უნარი ტეგრეტოლის მიღების შემთხვევაში, განსაკუთრებულად თერაპიის დასაწყისში ან დოზის შერჩევის პერიოდში, შეიძლება დაირღვეს თავბრუსხვევის და ძილიანობის წარმოქმნის შედეგად. ამიტომ ავტომობილის ტარებისას ან მექანიზმების მართვის დროს პაციენტმა უნდა გამოამჟღავნოს სიფრთხილე.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: დოზის გადაჭარბების დროს წარმოქმნილი სიმპტომები და ჩივილი ჩვეულებრივ ასახავს ცენტრალური ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემის  დაზიანებას.
ცენტრალური ნერვული სისტემა:
ცნს ფუნქციების დათრგუნვაა; დეზორიენტაცია, ძილიანობა, აგზნებადობა, ჰალუცინაციები. კომა; მხედველობის დაბინდვა, გაურკვეველი მეტყველება, დიზართრია, ნისტაგმი, ატაქსია, დისკინეზია (დასაწყისში), ჰიპორეფლექსია (მოგვიანებით); კრუნჩხვები, ფსიქომოტორული აშლილობა, მიოკლონუსი, ჰიპოთერმია, მიდრიაზი.
სასუნთქი სისტემა:
სუნთქვის დათრგუნვა, ფილტვების შეშუპება.
გულსისხლძარღვთა სისტემა:
ტაქიკარდია, ჰიპოტენზია, ხანდახან ჰიპერტენზია, გამტარობის დარღვევა QRS კომპლექსის გაფართოვებით: გულის გაჩერება გონების დაკარგვით.
შარდგამომყოფი სისტემა:
შარდის შეკავება, ოლიგურია ან ანურია, სითხის შეკავება; ჰიპონატრიემია, განპირობებული კარბამაზეპინის ეფექტით, რომელიც მსგავსია ანტიდიურეზული ჰორმონის მოქმედებით.
ცვლილებები ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ:
ჰიპონატრიემია, შესაძლოა მეტაბოლური აციდოზი, შესაძლოა ჰიპერგლიკემია, კრეატინინფოსფოკინაზის კუნთოვანი ფრაქციის მომატება.
მკურნალობა:
არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი. დასაწყისში მკურნალობა უნდა დამყარდეს ავადმყოფის კლინიკურ მდგომარეობაზე; ნაჩვენებია ჰოსპიტალიზაცია. უტარდება პლაზმაში კარბამაზეპინის კონცენტრაციის განსაზღვრა, ამ საშუალებით მოწამვლის და დოზის გადაჭარბების ხარისხის შეფასების დასადასტურებლად.
ხორციელდება კუჭის შიგთავსის ევაკუირება, კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის გამოყენება. კუჭის შიგთავსის დაგვიანებულმა ევაკუირებამ შეიძლება მიგვიყვანოს გამოჯანმრთელების პერიოდში ინტოქსიკაციის სიმპტომების მეორად გამოვლენამდე. გამოიყენება სიმპტომური ხელის შემწყობი მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, გულის ფუნქციის მონიტორირება, ელექტროლიტური აშლილობის გულდასმითი კორექცია.
განსაკუთრებული რეკომენდაციები:
ჰიპოტენზიის განვითარების დროს რეკომენდებულია (ნაჩვენებია) დოპამინის ან დობუტამინის ინტრავენური შეყვანა;
გულის რითმის დარღვევის განვითარების დროს – მკურნალობა შეირჩევა ინდივიდუალურად;
კრუნჩხვების განვითარების დროს – ბენზოდიაზეპინების (მაგალითად, დიაზეპამის) ან სხვა კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების შეყვანა, მაგალითად, ფენობარბიტალის (მაგრამ დიდი სიფრთხილით სუნთქვის დათრგუნვის განვითარების მომატებულ რისკთან დაკავშირებით) ან პარალდეჰიდის;
ჰიპონატრიემიის (წყლით ინტოქსიკაციის განვითარების დროს – სითხის შეყვანის შეზღუდვა, ინტრავენურად ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარის ინფუზია – ფრთხილად და ნელ-ნელა. ამ საშუალებებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ტვინის შეშუპების განვითარების აცილებას. რეკომენდებულია ჰემოსორბციის ჩატარება ნახშირის სორბენტებზე. არსებობს ცნობები ფორსირებული დიურეზის, ჰემოდიალიზის და პერიტონული დიალიზის არაეფექტურობის შესახებ;
აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას დოზის გადაჭარბების სიმპტომების შესაძლო განმეორებითი გაძლიერება მისი დაწყების შემდეგ მეორე, მესამე დღეს, რაც განპირობებულია პრეპარატის შენელებული შეწოვით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– ციტორიუმი P4503A4(CYP3A4) წარმოადგენს ძირითად ფერმენტს, რომელიც უზრუნველყოფს კარბამაზეპინ-10,11-ეპოქსიდის წარმოქმნას. ტეგრეტოლთან CYP3A4 ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება მიგვიყვანოს პლაზმაში კარბამაზეპინის კონცენტრაციის გაზრდამდე, რამაც თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები. CYP3A4 ინდუქტორების ერთად გამოყენებამ შეიძლება მიგვიყვანოს ტეგრეტოლის მეტაბოლიზმის აჩქარებამდე და ამრიგად, პლაზმაში კარბამაზეპინის კონცენტრაციის შესაძლო დაკლებამდე და, მაშასადამე, თერაპიული ეფექტის გამოხატულების შესაძლო შემცირებამდე.
– რადგან ტეგრეტოლს გააჩნია სტრუქტურული მსგავსება ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, არ არის რეკომენდებული მისი დანიშვნა მაო-ს ინჰიბიტორებთან კომბინაციაში; ტეგრეტოლის დანიშვნამდე მაო-ს ინჰიბიტორები უნდა აიკრძალოს, როგორც მინიმუმ ორი კვირით ადრე ან თუ კლინიკური სიტუაცია იძლევა საშუალებას, უფრო დიდი ვადით ადრე.
– პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ პლაზმაში ტეგრეტოლის დონე: ვერაპამილი, დილტიაზემი, დექსტროპროპოქსიფენი, ვილოქსაზინი, ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი; შესაძლოა – ციმედიტინი, აცეტაზოლამიდი, დანაზოლი, დეზიპრამინი, ნიკოტინამიდი (მოზრდილებში, მარტო დიდი დოზებით); ნეფაზოდინი, მაკროდური ანტიბიოტიკები (მაგალითად, ერითრომიცინი, ტროლეანდომიცინი, ჯოზამიცინი, კლარიტრომიცინი); აზოლები (მაგალითად იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი), ტერფენადინი, ლორატადინი, გრეიფრუტის წვენი, პროტეაზას ინჰიბიტორები, რიტონავირი.
– რადგან სისხლის პლაზმაში კარბამაზეპინის დონის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციების წარმოქმნა (მაგალითად, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ატაქსია, დიპლომია), ასეთ სიტუაციებში საჭიროა ტეგრეტოლის დოზის კორეგირება და/ან სისხლის პლაზმაში კარბამაზეპინის დონის რეგულარული გამოკვლევა.
– პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ დაწიონ პლაზმაში ტეგრეტოლის დონე: ფენობარბიტალი, ფენითოინი, პრიმიდონი, პტოგაბიდი ან თეოფილინი, მეტსუქსიმიდი, ფენსუქსიმიდი, რიფამპიცინი, ცისპლატინი ან დოქსორუბიცინი და თუმცა მონაცემები ნაწილობრივ წინააღმდეგობრივია, შესაძლოა ასევე კლონაზეპამი, ვალპრომიდი. მეორეს მხრივ არსებობს შეტყობინება იმის შესახებ, რომ ვალპრომიდი და პრიმიდონი ზრდიან ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტის – კარბამაზეპინი-10,11-ეპოქსიდის პლაზმურ კონცენტრაციას. მაშასადმე, შეიძლება დაჭირდეს ტეგრეტოლის დოზის კორექცია.
– ფელბამატთან ერთად დანიშვნის დროს შესაძლებელია შრატში კარბამაზეპინის კონცენტრაციის შემცირება, რომელიც დაკავშირებულია კარბამაზეპინ-ეპოქსიდის კონცენტრაციის გაზრდასთან, ამასთან ერთად შესაძლებელია ფელბამატის შრატში კონცენტრაციის დაწევა. იყო შეტყობინება, რომ იზოტრეტინოინი ცვლის ბიოშეღწევადობას და/ან კაბრამაზეპინის  კლირენსს და კარბამაზეპინ-10,11-ეპოქსიდის; ამ შემთხვევაში საჭიორა პლაზმაში კარბამაზეპინის კონცენტრაციის მონიტორინგი.
ტეგრეტოლის გავლენა პლაზმაში პრეპარატების კონცენტრაციაზე, რომელიც გამოიყენება თანმხლები თერაპიის სახით.
– კარბამაზეპინს შეუძლია დაწიოს პლაზმაში კონცენტრაცია ან შეამციროს ან მოახდინოს ზოგიერთი პრეპარატის ეფექტების სრული ნიველირება, შეიძლება დაჭირდეს შემდეგი პრეპარტების დოზების კორექცია: კლობაზამი, კლონაზეპამი, ეთოსუქსიმიდი, პრიმიდონი, ვალპროვის მჟავა, ალპრაზოლამი; კორტიკოსტეროიდები (მაგალითად, პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი); ციკლოსპორინი, დიგოქსინი, დოქსიციკლონი, ფელოდიპინი, ჰალოპერიდოლი, იმიპრამინი, მეტადონი;
– პერორალური კონტრაცეპტული საშუალებები (საჭირო კონტრაცეპციის ალტერნატიული მეთოდების შეჩრევა);
– თეოფილინი, პერორალური ანტიკოაგულანტები (ვარფარინი, ფენპროკუმონი, დიკუმაროლი), ფელბამიტი, ლამოტრიჯინი, ზონისამიდი, ტრიაგაბინი, ტოპირამატი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (მაგალითად, იმიპრამინი, ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი, კლომიპრამინი), კლოზაპინი, ოქსკარბაზეპინი, პროთეაზის ინჰიბიტორები ანტივირუსული თერაპიის დროს (ინდინავირი, რიტონავირი, საქვინავირი); კალციუმის არხების ბლოკატორები (დიჰიდროპირიდინის ჯგუფი – ფელოდიპინი); იტრაკონაზოლი, ლევოთირქსინი, მიდოზალმი, ოლანზაპინი; პროდუქტი, რომელიც შეიცავს ესტროგენებს. პროგესტერონებს; პრაზიკვანტელი, რისპერიდონი, ტრამადოლი, ზიპრაზიდონი.
– არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ კარბამაზეპინის მიღების ფონზე ფენითოინის დონემ სისხლის პლაზმაში შეიძლება როგორც მოიმატოს, ასევე მოიკლოს, ხოლო მეფენიტინის დონემ – მოიმატოს (იშვიათ შემთხვევებში).
კომბინაციები,
რომელიც აუცილებლად უნდა მივიღოთ მხედველობაში:
– კარბამაზეპინის და პარაცეტამოლის (აცეტამინოფენის) ერთდროულად მიღების შემთხვევაში შესაძლებელია უკანასკნელის ბიოშეღწევადობის დაწევა.
– ცნობილია შემთხვევები ჰეპატოტოქსიკურობის გაძლიერების შესახებ, რომელიც გამოწვეულია იზონიაზიდით იმ შემთხვევაში, როდესაც ის გამოიყენებოდა ერთდროულად კარბამაზეპინთან. კარბამაზეპინის და ლითიუმის ან მეტოკლოპრამიდის და ასევე კარბამაზეპინის და ნეიროლეფსიური საშუალებების (ჰალოპერიდოლის, თიორიდაზინის) კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება მიგვიყვანოს არასასურველი ნევროლოგიური რეაქციების სიხშირის მომატებამდე (ბოლო კომბინაციის შემთხვევაში – სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერებების თერაპიული კონცენტრაციების დროსაც.
– ტეგრეტოლის ერთდროულმა მიღებამ ზოგიერთ დიურეზულ საშუალებებთან (ჰიდროქლორთიაზიდთან, ფუროსემიდთან) შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპონატრიემია, რასაც თან ერთვის შესაბამისი კლინიკური გამოვლინება.
– კარბამაზეპინს შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს კუნთის რელაქსანტების (მაგალითად, პანკურონია) არამადეპოლარიზებელ ეფექტებს. სამკურნალო საშუალებების ასეთი კომბინაციის გამოყენების შემთხვევაში შეიძლება წარმოიქმნას აუცილებლობა მითითებული მიორელაქსანტების დოზის გაზრდის; საჭიროა დაკვირვების განხორციელება პაციენტებზე, რადგან შესაძლებელია უფრო სწრაფი, ვიდრე მოსალოდნელი იყო მიორელაქსანტების მოქმედების შეწყვეტა.
– ტეგრეტოლს, ისევე როგორც სხვა ფსიქოტროპულ საშუალებებს შეუძლია ალკოჰოლის ამტანობის დაქვეითება. ამასთან დაკავშირებით პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია უარი თქვას ალკოჰოლის  მიღებაზე.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი: NOVARTIS PHARMA S.p.A., იტალია NOVARTIS PHARMA AG, შვეიცარიისათვის

გაფრთხილება

 

ტევაგრასტიმი / TEVAGRASTIM

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ფილგრასტიმი/filgrastim

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ლეიკოპოეზის მასტიმულირებელი პრეპარატები

შემადგენლობა
საინექციო და საინფუზიო ხსნარი: ერთჯერად შპრიცში 0.5 მლ.
1 შპრიცი
ფილგრასტიმი….. 300 მკგ (30 მლნ. სე)
E დამხმარე ნივთიერებები: 0.30 მგ ყინულის ძმარმჟავა, 25.0 მგ სორბიტი (E450), 0,0275 მგ პოლისორბატი 80, ნატრიუმის ჰოდროქსიდის pH 4. 20 მდე, საინექციო წყლის აუცილებელ რაოდენობამდე 0.50 მლ.
საინექციო და საინფუზიო ხსნარი: ერთჯერად შპრიცში 0.8 მლ.
1 შპრიცი
ფილგრასტიმი….. 480 მკგ (48 მლნ. სე)
დამხმარე ნივთიერებები: 0.48 მგ ყინულის ძმარმჟავა, 40.0 მგ სორბიტი (E450), 0, 044 მგ პოლისორბატი 80, ნატრიუმის ჰოდროქსიდის pH 4.20 მდე, საინექციო წყლის აუცილებელ რაოდენობამდე 0.80 მლ.
არ შეიცავს კონსერვანტებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
იმუნოლოგიური და ბიოლოგიური თვისებები
ტევაგრასტიმი – ადამიანის გრანულოციტარული კოლონიემასტიმულირებელი ფაქტორი რეკომბინანტული. ტევაგრასტიმს გააჩნია ისეთივე ბიოლოგიური აქტივობა, რაც ენდოგენუტ ადამიანურ გ-კსფ-ს, და ამ უკანასკნელისგან განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ არის არაგლიკოზილირებული ცილა მეტიონინის დამატებითი N- საბოლოო ნალექით. ტევაგრასტიმი, რომელიც მიიღება დნმ-ის რეკომბინანტური ტექნოლოგიით, გამოყოფენ უჯრედებიდან Esherichia coli K802 baqterias, რომლის გენეტიკური აპარატის შემადგენლობაში შეყვანილის გენი, რომელიც ახდენს გ-კსფ ცილების კოდირებას.
ტევაგრასტიმი, რომელსაც გააჩნია გ-კსფ აქტივობა, მნიშვნელოვნად ზრდის პერიფერიულ სისხლში ნეიტროფილების რაოდენობას პირველივე 24 საათში მისი შეყვანიდან, მონოციტების უმნიშვნელო გაზრდით. ზოგიერთ პაციენტებში რთული ქრონიკული ნეიტროპენიით ტევაგრასტიმმა შესაძლოა ასევე უმნიშვნელო ხარისხით გაზარდოს ცირკულირებადი ეოზინოფილების და ბაზოფილების რაოდენობა საწყის დონესთან შედარებით, თუმცა ამ პაციენტების ნაწილში შესაძლოა აღინიშნოს ეოზინოფილია და ბაზოფილია პრეპარატის დანიშვნამდეც.
ტევაგრასტიმის რეკომენდებული დოზის ინტერვალში აღინიშნა ნეიტროფილების რაოდენობის დოზაზედამოკიდებული გაზრდა ნორმალური ან მომატებული ქემოტაქსიური და ფაგოციტარული აქტივობით. მკურნალობის დასრულების შემდეგ ნეიტროფილების რაოდენობა პერიფერიულ სისხლში მცირდება 50%-ით 1-2 დღის განმავლობაში და უბრუნდება ნორმალურ დონეს 1-7 დღის განმავლობაში.
ტევაგრასტიმი მნიშვნელოვნად ამცირებს ნეიტროპენიის და ფებრილური ნეიტროპენიის სიხშირეს, სირთულეს და ხანგრძლივობას ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის შემდეგ.
ტევაგრასტიმი მნიშვნელოვნად ამცირებს ფებრილური ნეიტროპენიის ხანგრძლივობას, ანტიბიოტიკური ტერაპიის ხანგრძლივობას და ჰოსპიტალიზაციას ინდუქციური ქიმიოთერაპიის შემდეგ მწვავე მიელოლეიკოზისას ან მიელოაბლატური თერაპიის შემდეგ ძვლის ტვინის შემდგომი ტრანსპლანტაციით, ისე, რომ არ ახდენს ზეგავლენას ცხელების და ინფექციური გართულებების განვითარების სიხშირეზე და არ ამცირებს ცხელების პერიოდის ხანგრძლივობას პაციენტებში მიელოაბლატური თერაპიის შემდეგ ძვლის ტვინის შემდგომი ტრანსპლანტაციით.

ტევაგრასტიმის გამოყენება, როგორც დამოუკიდებლად, ასევე ქიმიოთერაპიის შემდეგ, ახდენს ჰემოპოეზური ღერძისმიერი უჯრედების გამოსვლის მობილიზებას პერიფერიულ სისხლის ნაკადში.
ტევაგრასტიმის გამოყენება მობილიზებული სისხლის პერიფერიული ღერძისმიერი ალოგენური უჯრედების რეციპიენტებში იწვევს ჰემატოლოგიური მაჩვენებლების უფრო სწრაფ ნორმალიზაციას ალოგენუტი ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციასთან შედარებით.

ტევაგრასტიმის ჯანმრთელ დონორებში დანიშვნა დღეში სხეული წონის 10მკგ დოზით კანქვეშ ყოველდღე 4-5 დღის განმავლობაში ორი ლეიკაფერეზის ჩატარებისას ჩვეულებრივ იძლევა სისხლის პერიფერიული ღერძისმიერი ალოგენური უჯრედების თანაბარი რაოდენობის მიღების საშუალებას ან აღემატება ეს რიცხვი 4X106 CD34+ უჯრედებს/რეციპიენტის სხეულის წონის კგ-ზე.
ბავშვებში და უფროსებში რთული ქრონიკული ნეიტროპენიით (თანდაყოლილი, პერიოდული ან იდიოპათური) ტევაგრასტიმი სტაბილურად ზრდის პერიფერიულ სისხლში ნეიტროფილების რაოდენობის ზრდას, ამცირებს ინფექციების და მათთან დაკავშირებული გართულებების სიხშირეს.
ტევაგრასტიმის დანიშვნა აივ-ინფექციით დაავადებულ პაციენტებში იძლევა ნეიტროფილების ნორმალური დონის შენარჩუნების საშუალებას, რაც ასევე ხელს უწყობს ანტივირუსული და/ან მიელოსუპრესიული თერაპიის გეგმიური ჩატარების საშუალებას. არ აღინიშნება აივ რეპლიკაციის ზრდის ნიშნები ფილგრასტიმით მკურნალობისას.
ზრდის სხვა ჰემოპოეზური ფაქტორების მსგავსად, ტევაგრასტიმი ახდენს ინ ვიტრო ადამიანის ენდოთელიალური უჯრედების პროლიფერაციის სტიმულირებას.
ტევაგრასტიმის ეფექტურობა და უსაფრთხოება შეფასდა რანდომიზირებულ კონტროლირებად კლინიურ ცდებისას მკერდის, ფილტვების და არაჰოჯკინის ლიმფომას კიბოს III ფაზაში. არ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება ტევაგრასტიმსა და რეფერენტულ პრეპარატებს შორის ნეიტროპენიის სირთულის ხანგრძლივობის და ნეიტროპენიის ფებრილური სიხშირის მხრივ.
პრეპარატის როგორც კანქვეშ, ასევე ვენაში შეყვანისას ტევაგრასტიმის ელიმინაცია ხდება კინეტიკის 1-ლი რიგის მიხედვით. ტევაგრასტიმის ნახევრადგამოყოფის პერიოდი სისხლის შრატიდან შეადგენს დაახლ. 3.5 სთ, კლირენსი უდრის 0,6 მლ/წთ/კგ. ტევაგრასტიმის ხანგრძლივი გამოყენებისას (28 დღე) ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაციის შემდეგ არ აღინიშნა კუმულაციის ნიშნები და ნახევრადგამოყოფის პერიოდის გაზრდა. ტევაგრასტიმის ვენაში და კანქვეშ შეყვანისას აღინიშნა დადებითი ხაზოვანი დამოკიდებულება დოზასა და სისხლის შრატში კონცენტრაციას შორის. კანქვეშ შეყვანისას თერაპიულ დოზებით ტევაგრასტიმის კონცენტრაცია სისხლის შრატში აღემატება 10 ნგ/მლ 8-16 სთ-ის განმავლობაში. განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლ. 150 მლ/კგ

ჩვენებები
ნეიტროპენიის ხანგრძლივობის შემცირება და ფიბრილური ნეიტროპენიის შემცირება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ციტოტოქსიკურ ქიმიოთერაპიას ავთვისებიანი სიმსივნის გამო (ქრონიკული მიელოლეიკოზის და მიელოდისპლაური სინდრომის გარდა).
ნეიტროპენიის ხანგრძლივობის შემცირება, პაციენტებში რომელბიც იტარებენ მიელოაბლატურ თერაპიას ძვლის ტვინის შემდგომი გადანერგვით, პროლონგირებული რთული ნეიტროპენიის მაღალი რისკით.
პაციენტებში პერიფერიული სისხლის ღერძისმიერი უჯრედების მობილიზაცია.
ხანგრძლივი თერაპია ნეიტროფილების რაოდენობის გაზრდის მიზნით და ინფექციური გართულებების სიხშირის და ხანგრძლივობის შემცირების მიზნით ბავშვებში და უფროსებში ქორნიკული თანდაყოლილი, პერიოდული ან იდიოპათიური ნეიტროპენიით (ნეიტროფილური გრანულოციტების აბსოლუტური რაოდენობა 0.5 X109/ლ) და რთული ან რეციდივული ინფექციებით ანამნეზში.
ბაქტერიული ინფექციების რისკის შემცირება ხანგრძლივი ნეიტროპენიისას (ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა არაუმეტეს 1.0 X109/ლ) პაციენტებში აივ-ინფექციის შებრუნებული სტადიით სხვა ნეიტროპენიის საკონტროლო საშუალებების არაეფექტურობის შემთხვევაში.
სისხლის პერიფერიული ღეძისმიერი უჯრედების (სპღუ) მობილიზაცია ჯანმრთელ დონორებში სპღუ-ს ალოგენური ტრანსპლანტაციისათვის.

მიღების წესები და დოზები
ჩვეულებრივი ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპია
ტევაგრასტიმის რეკომენდებული დოზა შეადგენს 0.5 მლნ. სე (5 მკგ)/ სხეულის წონის კგ დღეში ერთხელ. პირველი დოზა შეიყვანება მინიმუმ 24 სთ-ით ადრე ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის კურსის დასრულებიდან. პრეპარატი ტევაგრასტიმის შეყვანა შეიძლება ყოველდღე კანქვეშა ინექციის გზით ან ყოველდღე ხანმოკლე (30 წუთიანი) ვენაში ინფუზიის გზით 5% გლუკოზის ხსნართან ერთად. უფრო სასურველია კანქვეშა შეყვანა, რადგან არსებობს ერთჯერადი გამოყენების კლინიკური ცდების მონაცემები იმის შესახებ, რომ ვენაში შეყვანისას შესაძლოა შემცირდეს ფილგრასტიმის მოქმედება. ამ მონაცემების კლინიკური რელევანტობა მრავალდოზიან გამოყენებასთან დაკავშირებით არ არის გარკვეული. შეყვანის მეთოდი განისაზღვრება პაციენტის ინდივიდუალური კლინიკური მონაცემების მიხედვით. რანდომიზირებულ კლინიკურ კვლევებში გამოყენებული იქნა დოზა 23 მლნ. სე (230 მკგ)/მ2/დღეში (4.0-8.4 მკგ/კგ დღეში) კანქვეშ.
შპრიცის გახსნის მეთოდი და სხეულის რეკომენდებული ადგილი ტევაგრასტიმის კანქვეშა შეყვანისათვის:
პრეპარატის კანქვეშ შეყვანა:
1. მოახდინეთ შეყვანის ადგილის დეზინფიცირება სპირტიანი ტამპონით.
კანის ნაწილი მოქაჩეთ ცერა და საჩვენებელი თითით, ისე რომ არ დააწვეთ.
2. შეიყვანეთ ნემსი მთელ სიგრძეზე კანში.
3. ოდნავ მოქაჩეთ შპრიცის თავი, რომ შეამოწმოთ არის თუ არა ის მოხვედრილი სისხლძარღვში. თუ შენიშნავთ შპრიცში სისხლს, ამოიღეთ ნემსი და შეიყვანეთ ის სხვა ადგილას.
პრეპარატი უნდა შეიყვანოთ ყოველდღე ერთიდაიგივე დროს.
ტკივილის თავიდან აცილების მიზნით ყოველდღე შეცვალეთ შეყვანის ადგილი.
შპრიცი უსაფრთხო შეყვანის მოწყობილობის გარეშე
პრეპარატის შეყვანა უნდა მოხდეს ნელა და თანაბრად, კანის თითებით დაჭერით. – პრეპარატის შეყვანის შემდეგ ჯერ უნდა ამოიღოთ ნემსი, ხოლო შემდეგ გაუშვათ კანი. ყოველ შემდგომ ინექციისას გამოიყენეთ ახალი შპრიცი. არ შეიძლება შპრიცში ჩარჩენილი ტევაგრასტიმის განმეორებით შეყვანა. პრეპარატის შეყვანის შემდეგ ჯერ უნდა ამოიღოთ ნემსი, ხოლო შემდეგ გაუშვათ კანი. ყოველ შემდგომ ინექციისას გამოიყენეთ ახალი შპრიცი. არ შეიძლება შპრიცში ჩარჩენილი ტევაგრასტიმის განმეორებით შეყვანა
შპრიცი უსაფრთხო გამოყენების მოწყობილობით
შეყვანა უნდა მოხდეს აუცილებლად ნელა და თანაბრად, კანის თითებით დაჭერით, დოზის სრულ შეყვანამდე და შპრიცის მოძრაობის დასრულებამდე. არ შეიძლება ზედმეტი ძალის გამოყენება შპრიცზე. შეყვანის შემდეგ ჯერ უნდა ამოიღოთ ნემსი, ამავდროულად თითი უნდა გეჭიროთ შპრიცზე, ხოლო შემდეგ უნდა გაუშვათ ხელი კანს. შპრიციდან თითის აღება. შპრიცის დამცავი მოწყობილობა სწრაფად ეშვება ნემსზე და კეტავს მას. შემდეგი შეყვანისათვის გამოიყენეთ ახალი შპრიცი. არ შეიძლება შპრიცში ჩარჩენილი ტევაგრასტიმის განმეორებით გამოყენება.
პრეპარატი ტევაგრასტიმი შეიყვანება ყოველდღე მანამ, სანამ ნეიტროფილების რაოდენობა მოსალოდნელი შემცირების შემდეგ არ აღემატება მოსალოდნელ მინიმუმს და არ აღწევს ნორმალური მნიშვნელობის დიაპაზონს. პაციენტები, რომლებიც იტარებენ ციტოტოქსურ ქიმიოთერაპიას სოლიდური სიმსივნის, ლიმფომას და ლიმფოლეიკოზის გამო, თერაპიის ხანგრძლივობა შეადგენს 14 დღემდე. მწვავე მიელოლეიკოზის ინდუქციური და კონსოლიდაციური თერაპიისას ტევაგრასტიმის გამოყენების ხანგრძლივობა შესაძლოა გაიზარდოს 3 დღემდე. ტევაგრასტიმის მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამოყენებული ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის ტიპზე, დოზაზე და სქემაზე.
ნეიტროფილების რაოდენობის დროებითი გაზრდა ჩვეულებრივ აღინიშნება 1-2 დღე ფილგრასტიმით მკურნალობის დაწყების შემდეგ. სტაბილური თერაპიული ეფექტის მისაღწევად აუცილებელია ტევაგრასტიმით თერაპიის გაგრძელება მანამ, სანამ ნეიტროფილების რაოდენობა არ აღემატება მოსალოდნელ მინიმუმს და არ მიაღწევს ნორმალურ დონეს. არ არის რეკომენდებული მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტა, ნეიტროფილების რაოდენობის შეცვლამდე.
პაციენტები, რომლებიც იღებენ მიელოაბლატიურ თერაპიას ძვლის ტვინის შემდგომი გადანერგვით
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 1.0 მლნ. სე (10 მკგ) /კგ დღეში 30 წუთიანი ან უწყვეტი 24 სათიანი ვენაში ინფუზიის გზით ან უწყვეტი 24 საათიანი კანქვეშა ინფუზიის გზით.
ვენაში და კანქვეშ ინფუზიისათვის პრეპარატი ტევაგრასტიმი იხსნება 20 მგ გლუკოზის 5%-იან ხსნარში.
პირველი დოზა უნდა იქნეს შეყვანილის ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის შემდეგ მინიმუმ 24 საათიანი ინტერვალის შემდეგ და არაუგვიანეს 24 საათისა ძვლის ტვინის ტრანსპლატაციის შემდეგ.
ნეიტროფილების რაოდენობის რაოდენობის მაქსიმალური შემცირების შემდეგ დღიური დოზა განისაზღვრება ნეიტროფილების რაოდენობის ცვლილების შესაბამისად შემდეგი სახით:
– თუ ნეიტროფილების რაოდენობა 1.0X109/ლ-ზე მეტია 3 დღის განმავლობაში მიყოლებით, ტევაგრასტიმის დოზა მცირდება 0,5 მლნ სე -მდე (5 მკგ) კგ/დღეში;
– შემდეგ, თუ ნეიტოფილების აბსოლუტური რაოდენობა რჩება 1.0X109/ლ-ზე მეტი შემდეგი 3 დღის განმავლობაში მიყოლებით, ფილგრასტიმი უნდა მოიხსნას;
– თუ მკურნალობის დროს ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა მცირდება 1.0X109/ლ-ზე დაბალ დონემდე, მაშინ უნდა მოხდეს კვლავ პრეპარატის დოზის გაზრდა ზემოთმოყვანილი სქემის შესაბამისად.
სისხლის პერიფერიული ღერძისმიერი უჯრედების მობილიზაცია პაციენტებში, რომლებიც იტარებენ მიელოსუპრესიულ ან მიელოაბლატურ თერაპიას შემდგომში სპრ უჯრედების აუტოლოგიური ტრანსპლანტაციით სისხლის პერიფერიული ღერძისმიერი უჯრედების მობილიზაციისათვის (სპღუ) რეკომენდებული დოზა შეადგენს 1.0 მლნ სე (10 მკგ) /კგ დღეში 24 საათიანი უყწვეტი კანქვეშა ინფუზიის გზით ან კანქვეშ დღეში ერთჯერ ინექციის გზით 5-7 დღის განმავლობაში მიყოლებით. ინფუზიისათვის სამკურნალო საშუალება ტევაგრასტიმი უნდა გაზავდეს 20 მლ გლუკოზის 5% -იან ხსნარში. ჩვეულებრივ საკმარისია ერთი ან ორი ლეიკაფერეზისათვის 5 ან 6 დღის განმავლობაში. დამატებითი ლეიკაფერეზის შემთხვევაში პრეპარატი ტევაგრასტიმის დანიშვნა იმავე დოზით აუცილებელია გაგრძელდეს ლეიკაფერეზის დასრულებამდე.
სპღ უჯრედების მობილიზასიისათვის მიელოსუპრესიული ქიმიოთერაპიის შემდეგ რეკომენდებული დოზა შეადგენს 0.5 მლნ. სე (5 მკგ) დღეში ყოველდღიური კანქვეშა ინექციის გზით, დაწყებული პირველი დღიდან ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ და მანამ, სანამ ნეიტროფილების რაოდენობა არ იცვლება და არ აღწევს ნორმალურ ნიშნულს. ლეიკაფერეზი უნდა ჩატარდეს ნეიტროფილების რაოდენობის ზრდის პერიოდის განმავლობაში მინ. 0,5X109/ლ-დან მაქს. 5,0X109/ლ-მდე. პაციენტებისათვის, რომლებიც არ იტარებდნენ ინტენსიურ ქიმიოთერაპიას, ხანდახან საკმარისია მხოლოდ ერთი ლეიკაფერეზი. ცალკეულ შემთხვევებში რეკომენდებულია დამატებითი ლეიკაფერეზის ჩატარება.
სისხლის პერიფერიული ღერძისმიერი უკრედების მობილიზაცია ჯანმრთელ დონორებში სპღ უჯრედების ალოგენური ტრანსპლანტაციისათვის
რეკომენდებული დოზა – 1.0 მლნ. სე (10 მკგ) /კგ დღეში 24 საათიანი კანქვეშა ინფუზიის ან კანქვეშა ინექციის გზით 4-5 დღის განმავლობაში მიყოლებით. ლეიკაფერეზი ტარდება მე-5 დან მე-6 დღემდე 4X106 ჩD34+- უჯრედების/კგ რეციპიენტის მისაღებად.
პაციენტები რთული ქრონიკული ნეიტროპენიით
თანდაყოლილი ნეიტროპენია: ტევაფრასტიმი ინიშნება საწყისი დოზით 1.2 მლნ. სე (12 მკგ)/კგ დღეში კანქვეშა ინექციის გზით ერთჯერადად ან რამოდენიმე შეყვანისათვის.
იდიოპათიური ან პერიოდული ნეიტროპენია: ტევაგრასტიმი ინიშნება საწყისი დოზით 0.5 მლნ. სე (5 მკგ)/კგ დღეში კანქვეშ ერთჯერადად ან რამოდენიმე შეყვანისათვის.
დოზის კორექცია: პრეპარატი ტევაგრასტიმი შეიყვანება ყოველდღე კანქვეშა ინექციის გზით ნეიტროფილების სტაბილური დონის მიღწევამდე, რომელიც აღემატება 1.5X109/ლ-ს. თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ განისაზღვრება ეფექტური მინმალური დოზა ამ დონის შენარჩუნების მიზნით. ნეიტროფილების საჭირო რაოდენობის შენარჩუნებისათვის საჭიროა გაგრძელდეს პრეპარატის ყოველდღე შეყვანა. 1 ან 2 კვირიანი მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია საწყისი დოზის გაორმაგება ან ორჯერ შემცირება თერაპიული ეფექტის შესაბამისად. შემდგომში ყოველ 1-2 კვირაში ტარდება დოზის ინდივიდუალური კორექცია ნეიტროფილების საშუალო რაოდენობის შენარჩუნებისათვის დიაპაზონით 1.5X109/ლ -დან 10X109/ლ-მდე. პაციენტებში რთული ინფექციებით გამოიყენება სქემა დოზირების უფრო სწრაფი გაზრდით. კლინიკურ კვლევებში პაციენტების 97%-მა მოგვცა სრული პასუხი დღეში 2.4 მლნ. სე (24 მკგ) /კგ დოზის შეყვანის შემდეგ. ფილგრასტიმის გამოყენების უსაფრთხოება ხანგრძლივი მკურნალობისას ქრონიკული ნეიტროპენით დაავადებულებში დოზებით, რომლებიც აღემატება 2.4 მლნ. სე (24 მკგ)/კგ დღეში, არ არის დადგენილი.
ნეიტროფილების რაოდენობის აღდგენისათვის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 0.1 მლნ. სე (1 მკგ)/კგ დღეში ყოველდღე ერთჯერადი კანქვეშა ინექციის გზით, დოზის გაზრდით მაქსიმალურამდე 0.4 მლნ. სე (4 მკგ)/კგ დღეში, ნეიტროფილების რაოდენობის ნორმალიზებამდე (2.0X109/ლ-ზე მეტი). კლინიკურ კვლევებში პაციენტების 90%-მა უპასუხა ამ დოზირებაზე, ნეიტროფილების რაოდენობის მიღწევით საშუალოდ 2 დღეში. უმნიშვნელო რაოდენობის პაციენტებისათვის (10%-ზე ნაკლები) საკმარისი აღმოჩნდა 0.1 მლნ. სე დოზა (1 მკგ)/კგ დღეში ნეიტროფილების რაოდენობის აღდგენისათვის.
ნეიტროფილების ნორმალური რაოდენობის შენარჩუნებისათვის: ნეიტროპენიის დასრულებისას განისაზღვრება პრეპარტის მინიმალური ეფექტური დოზა ნეიტროფილების ნორმალური რაოდენობის შენარჩუნებისათვის. რეკომენდებულია შეყვანის დაწყება დღეში 30 მლნ. სე (300 მკგ)/კგ კანქვეშ დღეგამოშვებით. შემდგომში შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის ინდივიდუალური კორექცია პაციენტის ნეიტროფილების დონის შესაბამისად ნეიტროფილების 2.0X109/ლ – ზე მეტი რაოდენობის შენარჩუნების მიზნით. კლინიკურ კვლევებში 30 მლნ. სე (300 მკგ)/კგ დღეში დოზირებით 1 დან მე-7 დღემდე საკმარისი იყო ნეიტროფილების 2.0X109/ლ – ზე მეტი რაოდენობის შენარჩუნებისათვის, საშუალო შეყვანის სიხშირით კვირაში 3-ჯერ. ხანდახან ნეიტროფილების 2.0X109/ლ-ზე მეტი რაოდენობის შენარჩუნებისათვის აუცილებელია პრეპარატის დანიშვნის გახანგრძლივება.
გამოყენება ბავშვებში რთული ქრონიკული ნეიტროპენიით და ონკოლოგიური დაავადებებით: პაციენტების 65% ასაკი, რომლებიც მონაწილეობდნენ კლინიკური კვლევების პროგრამაში რთული ქრონიკული ნეიტროპენიის სამკურნალოდ, იყო 18 წელზე დაბლა. მკურნალობის ეფექტურობა აშკარა იყო ამ ასაკობრივ ჯგუფში, რომლის უმრავლესობას შეადგენდა პაციენტები თანდაყოლილი ნეიტროპენიით. არ იყო განსხვავება უსაფრთხოების პროფილებში ბავშვებში, რომლებიც მკურნალობდნენ რთულ ქრონიკულ ნეიტროპენიას.
კლინიკური კვლევების მონაცემები მოწმობენ იმაზე, რომ ტევაგრასტიმით მკურნალობის უსაფრთხოება და ეფექტურობა როგორც უფროსებში, ასევე ბავშვებში რომლებიც იტარებდნენ ციტოტოქსიკურ ქიმიოტერაპიას იდენტურია.
რეკომენდებული დოზა ბავშვებისათვის და უფროსებისათვის, რომლებიც იტარენებ მიელოსუპრესიულ ციტოტოქსიკურ ქიმიოთერაპიას, ერთნაირია.
გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში: ტევაგრასტიმის კლინიკური კვლევები მოიცავდნენ ხანდაზმული პაციენტების მცირე რაოდენობას, მაგრამ სპეციალური კვლევების გამოყენების შესახებ ამ ჯგუფის პაციენტებში არ ჩატარებულა, ასე რომ, სპეციფიური რეკომენდაციები დოზირების შესახებ ვერ კეთდება.

გვერდითი მოვლენები
კლინიკური კვლევები წარმოაჩენენ შემდეგ გვერდით რეაქციებს და მათ სიხშირეს:
ძალიან ხშირად: >1/10;
ხშირად: >1/100, <1/10;
არახშირად: >1/1000, <1/100;
იშვიათად: >1/10000, <1/1000;
ძალიან იშვიათად: <1/10000;
არ არის ცნობილი შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით.
ონკოლოგიურ პაციენტებში
ფილგრასტიმით მკურნალობა რეკომენდებულ დოზებში ხშირად იწვევს ტკივილს ძვლებში და კუნთებში, რომელიც უმეტეს შემთხვევებში ყუჩდება ჩვეულებრივი ანალგეზურების მეშვეობით. იშვიათად გვერდითი მოქმედებები მოიცავენ შარდის გამოყოფის დარღვევებს (უმთავრესად, სუსტ ან ზომიერ დიურეზს).
რენდომიზირებული პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მონაცემების მიხედვით ფილგრასტიმი არ ზრდის ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის გვერდითი რეაქცების სიხშირეს. არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნა ერთნაირი სიხშირით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფილგრასტიმს / ქიმიოთერაპიას და პლაცებო/ქიმიოთერაპიას მოიცავდნენ ღებინებას, გულისრევას, ალოპეციას, დიარეას, საერთო სისუსტეს, ანორექციას, ლორწოვანი გარსის ანთებას, თავის ტკივილს, ხველას, კანის გამონაყარს, ტკივილს მკერდის არეში, ყელის ტკივილს, ყაბზობას და განუსაზღვრელი ეთიოლოგიის ტკივილს.
რეკომენდებული დოზებით ფილგრასტიმით მკურნალობისას აღინიშნა შექცევადი, დოზაზე დამოკიდებული და ჩვეულებრივ სუსტი ან ზომიერი მოამტება ლაქტატდეჰიდროგენაზას კონცენტრაციის, ტუტე ფოსფატაზების, შარდმჟავას და Y-გლუტამილტრანსფერაზების შრატში მომატება, შესაბამისად 50%, 35%, 25% და 10 % პაციენტებში.
იშვიათად შესაძლებელია არტერიული წნევის დროებითი დაწევა, რომელიც საჭიროებს მკურნალობას.
ხანდახან პაციენტებში, რომლებიც იტარებენ მაღალდოზიან ქიმიოთერაპიას ძვლის ტვინის შემდგომი აუტოლოგიური ტრანსპლანტაციით, აღინიშნა სისხლძარღვების დარღვევები, მაგალითად, ვენების ოკლუზიური დაავადება და წყლის ცვლის დარღვევები. არ არის დადგენილი მათი კავშირი ფილგრასტიმის გამოყენებასთან. ერთეულ შემთხვევებში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფილგრასტიმს, აღინიშნა კანის ვასკულიტი, რომლის მექანიზმი არ არის გარკვეული.
აღინიშნა სვიტის სინდრომის შემთხვევა (მწვავე ფებრილური ნეიტროფილური დერმატოზი). ასეთ შემთხვევებში კავშირი ფილგრასტიმის გამოყენებასთან არ არის ცნობილი, რადგან ავადმყოფების მნიშვნელოვანი რაოდენობა მიეკუთვნებოდა ლეიკოზით დაავადებულ პაციენტებს, ხოლო სვიტის სინდრომი აღინიშნება ამ დაავადებისას. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნა რევმატული ართრიტის გამწვავება.
ზოგიერთ პაციენტებში აღინიშნა ფილტვებში ინფილტრატების წარმოქმნა, რომლებიც იწვევდნენ ფილტვის უკმარისობის განვითარებას, ინტერსტიციულ პნევმონიას, ფილტვების შეშუპებას ან რესპირატორულ დისტრესს-სინდრომს მოზრდილებში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პაციეტნის დაღუპვა.
აღინიშნა ისეთი სიმპტომების გამოვლენის ერთეული შემთხვევები, რომლების მიუთითებენ ალერგიული ტიპის რეაქციებზე: ანაფილაქსიური შოკი, კანის გამონაყარი, ჭინჭრის ცხელება, ანგიოედემა, დისპნოე და ჰიოთენზია, – ამასთანავე მათი დაახლოებით ნახევარი დაკავშირებული იყო პირველი დოზის შეყვანასთან. ასეთი რეაქციები უმეტესად აღინიშნა პრეპარატის ვენაში შეყვანის მეთოდის გამოყენების შემდეგ. ხანდახან მკურნალობის განახლებას თან ახლდა სიმპტომების რეციდივიც. აუცილებლად უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ სერიოზული ალერგიული რეაქციები.
გამოვლინდა ნამგალისებრი ერითროციტების კრიზისის ერთეული შემთხვევები პაციენტებში ნამგალისებრი ერითროციტების დაავადებით.
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევა: ძალიან ხშირად – ტუტე ფოსფატაზების, ლაქტატდეჰიდროგენაზას, შარდმჟავას კონცენტრაციის გაზრდა.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავის ტკივილი.
სისხლძარვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – სისხლძარღვების დარღვევები.
სასუნთქი სისტემის მხრივ, მკერდის უჯრედის და მედიასტინუმის ორგანოების მხრივ: ხშირად – ხველა, ყელის ტკივილი; ძალიან იშვიათად – ინფილტრატები ფილტვებში.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად, ხშირად – ყაბზობა, ანორექსია, მუკოზიტი.
ჰეპატობილიარული დარღვევები: ძალიან ხშირად – Y- გლუტამილტრანსფერაზას კონცენტრაციის გაზრდა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ხშრად – ალოპეცია, გამონაყარი კანზე; ძალიან იშვიათად – სვიტის სინდრომი, კანის ვასკულიტი.

ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად – ტკივილი მკერდის არეში, ტკივილი ძვლებში და კუნთებში; ძალიან იშვიათად – რევმატოიდური ართრიტის გამწვავება.
თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – შარდის გამოყოფის დარღვევები.
ზოგადი და ადგილობრივი რეაქციები: ხშირად – დაღლილობა, საერთო სისუსტე; არახშირად – გაურკვეველი ტკივილი; ძალიან იშვიათად – ალერგიული რეაქციები.
ჯანმრთელ დონორებში სისხლის პერიფერიული ღერძისმიერი უჯრედების მობილიზაციისას
ჯანმრთელ დონორებში არასასურველი რეაქციები ფილგრასტიმზე უფრო ხშირად ვლინდება სუსტად ან ზომიერად გამოხატული ტკივილით ძვლებში და კუნთებში. დონორების 41%-ში აღინიშნა ლეიკოციტოზი (50X109/ლ ზე მეტი), ხოლო 35% – ფილგრასტიმის შეყვანის შემდეგ და ლეიკაფერეზის ჩატარების შემდეგ გამოვლინდა გარდამავალი თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობა 100X109/ლ-ზე ნაკლები).
ცალკეულ ჯანმრთელ დონორებში აღინიშნა ტუტე ფოსფატაზას, ლაქტატდეჰიდროგენაზას, ასპარტატ-ამინოტრანსფერაზას და შარდმჟავას კონცენტრაციის კლინიკური უსიმპტომო ტრანზიტორული მცირე ზრდა. ცალკეულ შემთხვევებში გამოვლინდა ართრიტის გამწვავების სიმპტომები, თავის ტკივილი, ძალიან იშვიათად – რთული ალერგიული რეაქციები.
ერთეულ შემთხვევებში ჯანმრთელ დონორებში, რომლებიც იღებდნენ გრანულოციტარულ კოლინიემასტიმულირებელ ფაქტორს, მოხდა ელენთას გახლეჩვა. დაფიქსირდა გავრცელებული, უსიმპტომო სპლენომეგალიის გამოვლენა.
სისხლის წარმომქმნელი და ლიმფური სისტემა: ძალიან ხშირად – ლეიკოციტოზი, თრომბოციტოპენია; არახშირად – ელენთის მუშაობის დარღვევა.
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევა: ხშირად – ტუტე ფოსფატაზას, ლაქტატდეჰიდროგენაზას კონცენტრაციის გაზრდა; არახშირად – ასპარტატ-ამინოტრანსფერაზას კონცენტრაციის გაზრდა, ჰიპერურიკემია.
ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად – თავის ტკივილი.
ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად – ტკივილი ძვლებში და კუნთებში: არახშირად – რევმატოიდური ართრიტის გამწვავება.
ზოგადი და ადგილობრივი რეაქციები: არახშირად – რთული ალერგიული რეაქციები.
პაციენტებში რთული ქრონიკული ნეიტროპენიით
გვერდითი ეფექტები, რომლებიც დაკავშირებულია ფილგრასტიმით რთული ქრონიკული ნეიტროპენიის მკურნალობასთან, გააჩნია თანდათან მათი სიხშირის შემცირების ტენდენცია. უფრო ხშირი გვერდითი რეაქციები, რომლებიც უკავშირდება ფილგრასტიმს, არის ძვლების და კუნთების ზოგადი ტკივილი.
სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავენ, ელენთის გაზრდას, რამაც მცირე რაოდენობის პაციენტებში შეიძლება განიცადოს პროგრესირება, ასევე ვლინდება თრომბოციტოპენია. აღწერილია თავის ტკივილი და დიარეა უშუალოდ ფილგრასტიმით მკურნალობის დაწყების შემდეგ, რომელიც აღენიშნებათ პაციენტების 10 % მეტს. ასევე გამოვლინდა ანემია და სისხლდენა ცხვირიდან.
აღინიშნა გარდამავალი და კლინიკურად უსიმტპომო შარდმჟავას, ლაქტატდეჰიდროგენაზის და ტუტე ფოსფატაზების შრატისმიერი კონცენტრაციის ზრდა, ასევე სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის ზომიერი გარდამავალი შემცირება საკვების მიღების შემდეგ. გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებულია ფილგრასტიმით მკურნალობასთან, რომლებიც აღინიშნა პაციენტების 2%-ში რთული ქრონიკული ნეიტროპენიით, მოიცავდა რეაქციებს ინექციის ადგილას, თავის ტკივილს, ღვიძლის გადიდებას, ტკივილს სახსრებში, ალოპეციას, ოსტეოპოროზს და გამონაყარს კანზე. ხანგრძლივი თერაპიისას პაციენტების 2%-ში აღინიშნა კანის ვასკულიტი, და ძალიან იშვიათად – პროტეინურია და/ან ჰემატურია.
სისხლის წარმომქმნელი და ლიმფური სისტემა: ძალიან ხშირად – ანემია, სპლენომეგალია; ხშირად – თრომბოციტოპენია; თრომბოციტოპენია; არახშირად – ელენთას მუშაობის დარღვევა.
მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ: ძალიან ხშირად – გლუკოზის დონის შემცირება, ტუტე ფოსფატაზას, ლაქტატდეჰიდროგენაზის, ჰიპერურიკემიის კონცენტრაციის გაზრდა.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავის ტკივილი.
სასუნთქი სისტემის, მკერდის უჯრედის და მედიასტინუმის ორგანოების მხრივ: ძალიან ხშირად – სისხლდენა ცხვირიდან.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად – დიარეა.
ჰეპატობილიარული დარღვევები: ხშირად – ღვიძლის გადიდება.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ხშირად

გამოშვების ფორმა: 30მლნ. სე/0.5მლ 0.5მლ საინექციო/საინფუზიო ხსნარით შევსებული ერთჯერადი გამოყენების შპრიცი №1,48მლნ. სე/0.8 მლ საინექციო/საინფუზიო ხსნარით შევსებული ერთჯერადი გამოყენების შპრიცი №1

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: ტევა,  უკრაინა

გაფრთხილება

ტევეტენი – TEVETEN

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ეპროსარტანი/EPROSARTAN

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 14, 28 და 56 ც.
1 ტაბ.
ეპროსარტანის მეზილატი,
მათ შორის ეპროსარტანი……………   600 მგ

მწარმოებელი: SOLVAY PHARMA

გაფრთხილება

ტეიკოპლანინი-TF / Teicoplanin-TF

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): teicoplanin

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლიკოპეპტიდების  ჯგუფის ანტიბიოტიკი.

ათქ კოდი: J01XA02

შემადგენლობა:
1 ფლაკონი შეიცავს:
ტეიკოპლანინის 200 ან 400 მგ-ს.

ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ტეიკოპლანინი-TF – რთული გლიკოპეპტიდია, რომელიც წარმოიქმნება Actinoplanes  teichomiceticus-ის მიერ.  ტეიკოპლანინი გახლავთ ექვსი მონათესავე, სხვადასხვა ანტიბაქტერიული აქტივობის  მქონე შენაერთის კომპლექსი. ტეიკოპლანინი-TF -ის ანბაქტერიული მოქმედება განპირობებულია უჯრედის კედლის ბიოსინთეზის ინჰიბირებით. ანტიბიოტიკს შეუძლია  ბაქტერიული უჯრედის მემბრანის განვლადობისა და რნმ-ის სინთეზის შეცვლა.
ტეიკოპლანინი-TF აქტიურია გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ: EnterºCºCcus spp., Staphylococcus spp., Streptococcus spp., Clostridium spp., PeptoStreptococcus spp., Propionibacterium acnes, Corynebacterium  jeikeium.
აქტინომიცეტები, ჰეტეროფერმენტატული  ლაქტობაცილები,  LeuconostºC,  NºCardia asteroids, PediºCºCcus, ასევე გრამუარყოფითი აერობები, ქლამიდიები, მიკობაქტერიები,  მიქოპლაზმები, რიკეტსიები,  ტრეპონემები  რეზისტენტურია ტეიკოპლანინი-TF -ს მიმართ. ტეიკოპლანინი-TF არააქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, ვინაიდან ამ ბაქტერიების გარეთა მემბრანის ლიპიდური შრე არ აძლევს საშუალებას, რომ ანტიბიოტიკის დიდმა მოლეკულამ მიაღწიოს პეპტიდოგლიკანის შრეს. რეზისტენტობა ვითარედება ნელა, არ გააჩნია ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკებთან.

ფარმაკოკინეტიკა
ინტრავენური და ინტრამუსკულური შეყვანის შემდეგ (3-6 მგ/კგ) ტეიკოპლანინი-TF ბიოშეღწევადობაშეადგენს 90%-ს, პლაზმის ცილებთან მისი კავშირი 90-95%-ს აღწევს. შიგნით მიღებისას ტეიკოპლანინი- TF ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
ტეიკოპლანინი-TF კარდაგ აღწევს ფილტვებში, ძვლებში, რბილ ქსოვილებში. ტეიკოპლანინი-TF ნელა აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში.
ტეიკოპლანინი-TF -ის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 33-დან 160 საათამდე. ანტიბიოტიკის 80%-მდე გამოიყოფა თირკმლებით.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში. თირკმლის უკმარისობისას ტეიკოპლანინი-TF -ით მკურნალობის სქემა იცვლება თირკმლის გამომყოფი ფუნქციის დარღვევის სიმძიმესთან კორელაციაში. საშუალოდ გამოხატული თირკმლის უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი >21-80 მლ/წთ) გამოიყენება ჩვეულებრივი დოზის ნახევარი. მაგრამ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში სისხლში სამკურნალო საშუალების დონე იცვლება და ხშირად ვერ ხერხდება მისი დადგენა კრეატინინის კლირენსის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში დოზირების რეჟიმი დგინდება სისხლში ტეიკოპლანინი-TF -ის დონის მუდმივი მონიტორირების საფუძველზე.

გამოყენების ჩვენებები
ტეიკოპლანინი-TF -ის მიმართ მგრძნობიარე გრამდადებითი მიკროორგანიზმებით გამოწვეული  ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, მათ შორის მეტიცილინის მიმართ რეზისტენტობის დროს: კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; ძვლებისა და სახსრების ინფექციები; ზემო და ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები; ჰოსპიტალური და სხვა პნევმონიები; შარდგამომყოფი სისტემის გაურთულებელი და გართულებული ინფექციები; ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები; სეპტიცემია. მოზრდილებში დამატებით გამოიყენება ენდოკარდიტის, მუდმივი ამბულატორიული პერიტონული დიალიზით გამოწვეული პერიტონიტის დროს; ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებზე ალერგიის შემთხვევაში ინფექციური ენდოკარდიტის პროფილაკტიკისთვის; სტომატოლოგიაში და ზოგადი ანესთეზიით მიმდინარე ზედა სასუნთქი გზებზე ქირურგიული ჩარაევების დროს; შარდ-სასქესო და კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ქირორგიული ჩარევების დროს.
ტეიკოპლანინი-TF გამოიყენება ალერგიის შემთხვევაში პენიცილინისა და ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ, სხვა ანტიბიოტიკებით  (მათ შორის პენიცილინები და ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკები) არაეფექტური მკურნალობისა და მათ მიმართ აუტანლობის დროს.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ტეიკოპლანინი-TF მიმართ, ორსულობა, ლაქტეციის პერიოდი.

სიფრთხილის ზომები

განსაკუთრებული მითითებანი
სიფრთხილით ინიშნება ვანკომიცინის მიმართ მომატებული მგრძნობელიბისას (შესაძლებელია ჯვარედინი ალერგია).
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში საჭიროა დოზის კორექცია.
დიდი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში საჭიროა თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციების, სისხლის სურათის, სმენის მუდმივი კონტროლი (განსაკუთრებით მკურნალობის პირველ თვეში და ანამნეზში დარღვევების არსებობის დროს).
ტეიკოპლანინი-TF გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ოტო-, ჰემატო-, ჰეპატო- და ნეფროტოქსიურობის შემთხვევები.
ოტო-, ნეფრო- და ნეიროტოქსიურ სამკურნალო პრეპარატებთან (ამინოგლიკოზიდები, კოლისტინი, ამფოტერიცინი B, ციკლოსპორინი, ცისპლატინი, ფუროსემიდი და ეტაკრინის მჟავა) ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. ამ პრეპარატებით მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა თირკმლის ფუნქციისა და სმენის განმეორებითი კვლევა.
ვანკომიცინის მიღებასთან დაკავშირებული „წითელი კაცის სინდრომის“ არსებობა ანამნეზში არ წარმოადგენს ტეიკოპლანინი-TF-ით მკურნალობის უკუჩვენებას.
პედიატრიაში გამოყენება
ბავშვებში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა ტეიკოპლანინი-TF -ს დონის მუდმივი მონიტორირება.

ორსულობა და ლაქტაცია
ტეიკოპლანინი-TF-ის  გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენების შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. ამ შემთხვევაში ტეიკოპლანინი-TF-ის ოტოტოქსიურობის გამო საჭიროა ახალშობილის სმენის ფუნქციის შემოწმება.
ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
ტეიკოპლანინი-TF-ით მკურნალობისას უნდა მოერიდოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და რთულ მექანიზმებთან მუშაობას თავბრუსხვევის    განვითარების რისკის გამო.

გამოყენების წესი და დოზირება
ტეიკოპლანინი-TF-ის დღიური დოზა და შეყვანის მეთოდი დამოკიდებულია გამომწვევის მგრძნობელობაზე, ინფექციის სამძიმეზე და პაციენტის თირკმლის ფუნქციის მდგომარეობაზე.
ტეიკოპლანინი-TF შეიყვანება ინტრამუსკულურად ან ინტრავენურად (3-5 წთ-ის განმავლობაში ბოლუსური ინექციის  ან 15-30 წთ-ის განმავლობაში ინფუზიის სახით).
ზემო და ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; შარდგამომყოფი სისტემის ინფექციები; ყელ-ყურ-ცხვირის და სხვა საშუალო სიმძიმის ინფექციები: საწყისი დარტყმითი დოზა მოზრდილებში და თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში პირველი 1-3 ინექციისთვის შეადგენს 400 მგ ინტრავენურად ან კუნთში ყოველ 12 საათში; შემდეგ შემანარჩუნებელი დოზა- 200 მგ ინტრავენურად ან კუნთში ერთხელ დღეში.
სეპტიცემია, ძვლებისა და სახსრების  ინფექციები; ენდოკარდიტი, სასუნთქი გზების გართულებული ინფექციები; სხვა მძიმე ინფექციები: საწყისი დარტყმითი დოზა მოზრდილებში და თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში პირველი 3-5 ინექციისთვის შეადგენს 800 მგ ინტრავენურად ან კუნთში ყოველ 12 საათში; შემდეგ შემანარჩუნებელი დოზა- 12 მგ/კგ-მდე ინტრავენურად ან კუნთში ერთხელ დღეში.
ორტოპედიული და ყბა-სახის ქირურგიული ჩარევების შემდეგ ინფექციური გართულებების თავიდან აცილების მიზნით ინიშნება დოზით 400მგ ერთჯერადად ნარკოზის დროს.
სეპტიცემიისა და ინდოკარდიტის შემანარჩუნებელ თერაპიისას  ინტრამუსკულურ შეყვანაზე გადასვლა დამოკიდებულია დაავადების კლინიკურ მიმდინარეობაზე.
განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, თუ ტეიკოპლანინის მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაცია მაღალია (4-8 მგ/ლ) ბაქტერიული დატვირთვის გათვალისწინებით, და როდესაც სისხლის პლაზმაში პრეპარატის ფარმოკინეტიკის პროგნოზირება გართულებულია (დიდი ფართობის დამწვრობა, ინტენსიური თერაპია და ა.შ.), ასევე დაბალი ქსოვილური განაწილების დროს (ძვლები, გულის სარკველები) სარეკომენდაციო დარტყმითი დოზაა 3-5 ინექცია 12 მგ/კგ ყოველ 12 საათში. აუცილებლობის შემთხვევაში ინიშნება შემანარჩუნებელი დოზა  12 მგ/კგ-მდე და მეტი.
ოპტიმალური დოზის მისაღწევად საჭიროა სისხლის პლაზმაში ანტიბიოტიკის კონცენტრაციის განსაზღვრა. საწყისი დოზების მიღებისას უნდა განისაზღვრებოდეს   ნარჩენი პლაზმური კონცენტრაცია, სანამ არ იქნება მიღწეული სტაბილური ნარჩენი პლაზმური კონცენტრაცია არანაკლები 20-30 მგ/ლ-სა (მაღალხარისხოვანი თხევადი ქრომატოგრაფიით) ან 30-40 მგ/ლ-სა (იმუნოფერმენტული ანალიზით). ასევე ხდება კონტროლი შემანარჩუნებელი თერაპიის დროს ამ კონცენტრაციების სტაბილურობის დადგენის მიზნით.
2 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ/კგ-ს ინტრავენურად ყოველ 12 საათში 3 ინექცია, შემდეგ 6-10 მგ/კგ ინტრავენურად დღეში ერთხელ; 2 თვემდე ასაკის ბავშვებში- 16 მგ/კგ (30 წთ-იანი ინტრავენური ინფუზიის სახით) პირველ დღეს, შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 8 მგ/კგ-ს დღეში ერთხელ.
საშუალო სიმძიმის და მძიმე ინფექციების დროს საწყისი დოზების მიღებისას უნდა განისაზღვრებოდეს   ნარჩენი პლაზმური კონცენტრაცია სანამ არ იქნება მიღწეული სტაბილური ნარჩენი პლაზმური კონცენტრაცია არანაკლები 10 მგ/ლ-სა (მაღალხარისხოვანი თხევადი ქრომატოგრაფიით) ან 15 მგ/ლ-სა (იმუნოფერმენტული ანალიზით).ასევე ხდება კონტროლი შემანარჩუნებელი თერაპიის დროს ამ კონცენტრაციების სტაბილურობის დადგენის მიზნით.
ფსევდომემბრანული კოლიტისას ტეიკოპლანინი-TF ინიშნება დოზით 100-200მგ დღეში 2 ჯერ 7-14 დღის განმავლობაში. ტეიკოპლანინი-TF-ს სარეკომენდაციო დოზა გახსნის შემდეგ მიიღება შიგნით.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე მოზრდილებში და ხანდაზმულებში დოზის კორექცია იწყება მე-4 დღიდან ტეიკოპლანინი-TF პლაზმური კონცენტრაციის არანაკლებ 10მგ/ლ-სა შენარჩუნების მიზნით.
კრეატინინის კლირენსის 30-80 მლ/წთ შემთხვევაში შემანარჩუნებელი დოზა ან ნახევრდება ან გამოიყენება 2 დღეში ერთხელ.
30 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის მქონე ან დიალიზზე მყოფ პაციენტებში გამოიყენება დოზის მესამედი ყოველდღე ან მთელი დოზა 3 დღეში ერთხელ. ტეიკოპლანინი-TF არ გამოიყვანება დიალიზის მეშვეობით.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის და პერმანენტული პერიტონული დიალიზით გამოწვეული მეორადი პერიტონიტის მქონე მოზრდილებში და ხანდაზმულებში სარეკომენდაციო დოზირებაა 20მგ სადიალიზო სითხის 1 ლ-ზე, საწყისი დარტყმითი დოზა შეადგენს 200 მგ-ს.
საშუალო სიმძიმის და მძიმე ინფექციების დროს საწყისი დოზების მიღებისას უნდა განისაზღვრებოდეს   ნარჩენი პლაზმური კონცენტრაცია სანამ არ იქნება მიღწეული სტაბილური ნარჩენი პლაზმური კონცენტრაცია არანაკლები 10 მგ/ლ-სა (მაღალხარისხოვანი თხევადი ქრომატოგრაფიით) ან 15 მგ/ლ-სა (იმუნოფერმენტული ანალიზით).ასევე ხდება კონტროლი შემანარჩუნებელი თერაპიის დროს ამ კონცენტრაციების სტაბილურობის დადგენის მიზნით.
განსაკუთრებით მძიმე შდემთხვევაბში, თუ ტეიკოპლანინის მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაცია მაღალია (4-8 მგ/ლ) ბაქტერიული დატვირთვის გათვალისწინებით, და როდესაც სისხლის პლაზმაში პრეპარატის ფარმოკინეტიკის პროგნოზირება გართულებულია (დიდი ფართობის დამწვრობა, ინტენსიური თერაპია და ა.შ.), ასევე დაბალი ქსოვილური განაწილების დროს (ძვლები, გულის სარკველები) საწყისი დოზების მიღებისას უნდა განისაზღვრებოდეს   ნარჩენი პლაზმური კონცენტრაცია სანამ არ იქნება მიღწეული სტაბილური ნარჩენი პლაზმური კონცენტრაცია არანაკლები 20-30 მგ/ლ-სა (მაღალხარისხოვანი თხევადი ქრომატოგრაფიით) ან 30-40 მგ/ლ-სა (იმუნოფერმენტული ანალიზით). ასევე ხდება კონტროლი შემანარჩუნებელი თერაპიის დროს ამ კონცენტრაციების სტაბილურობის დადგენის მიზნით.
ხსნარის დამზადების წესი
ტეიკოპლანინი-TF – ს 200 ან 400 მგ იხსნება გამხსნელის 3მლ-ში. გამხსნელად გამოიყენება: ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იანი ხსნარი, რინგერ-ლაქტატის ხსნარი, გლუკოზის 5%-იანი ხსნარი, ნატრიუმის ქლორიდის 0,18%-იანი ხსნარი, გლუკოზის 4%-იანი ხსნარი, 1,36% ან 3,86% გლუკოზის შემცველი სადიალიზო ხსნარი. გამხსნელი შეიყვანება ფლაკონში ნელი ტემპით, შემდეგ ფლაკონი ნაზად უნდა შეინჯღრეს ფხვნილის სრულ გახსნამდე ისე, რომ არ წარმოიშვას ქაფი. თუ წარმოიშვა ქაფი, ფლაკონი უნდა გააჩეროთ ვერტიკალურ მდგომარეობაში, სანამ მისი რაოდენობა არ შემცირდება.
მიღებული ხსნარი გამოიყენება ინტრამუსკულური გამოყენებისთვის.
ინფუზიის სახით პრეპარატის გამოყენებისთვის მიღებულ ხსნარს ემატება გამხსნელი 100 მლ-მდე.
შიგნით მისაღებად ტეიკოპლანინი- TF -ს 200 ან 400 მგ იხსნება 10 მლ წყალში.
საჭიროზე ნაკლები დოზის შეყვანის თავიდან აცილების მიზნით პრეპარატი  უნდა გაიხსნას ბოლომდე. გამხსნელი ფლაკონში შეიყვანება ნელა, რომ არ წარმოიშვას ბუშტუკები. ქაფის წარმოქმნისას ფლაკონს აჩერებენ ვერტიკალურ მდგომარეობაში არანაკლებ 15 წთ-ის განმავლობაში. მიღებული ხსნარი უნდა მთლიანად გამოღებულ იქნას ფლაკონიდან.

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ერითემა, სხეულის ტემპერატურის მომატება, ანაფილაქტოიდური რეაქციები (ანგიონევროტული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქტური შოკი), ჭინჭრის ციება, ექსფოლიატური დერმატიტი.
კანი და კანქვეშა ქსოვილები: კანის მძიმე ბულოზური რეაქციები (სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროზი, განსაკუთრებულ შემთხვევებში- მულტიფორმული ერითემა).
ღვიძლის მხრივ: ტრანსამინაზების ან/და ტუტე ფორფატაზის დროებითი მომატება.
სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ:  ეოზინოფილია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია (ზორჯერ მძიმე) ან აგრანულოციტოზი (შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ), რომელიც უფრო ხშირად ვითარდება დიდი დოზებით მკურნალობისას და თერაპიის პირველ თვეს.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევის შეგრძნება, ღებინება, დიარეა.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: კრეატინინის დონის დროებითი მომატება, თირკმლის უკმარისობა, რომელიც ვითარდება მძიმედ მიმდინარე ინფექციებისას, ძირითადი დაავადების მქონე პაციენტებში ან ნეფროტოქსიური სხვა პრეპარატების   მიღებისას.
ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სმენის დაქვეითება, ყურებში ხმაური, ვესტიბულური დარღვევები, არსებობს შეტყობინებები გულყრების შემთხვევებზე.
ადგილობრივი რეაქციები: ტკივილი შეყვანის ადგილას, ფლებიტი, ერითემა, აბსცესი.
სხვადასხვა: სუპერინფექცია (არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების რაოდენობის ზრდა).

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გვერდითი მოვლენების გაღრმავება.
მკურნალობა: სიმპტომურია. ტეიკოპლანინი-TF არ გამოიყვანება ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის საშუალებით.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
ინექციის სახით დაუშვებელია ტეიკოპლანინი-TF-ს და  ამინოგლიკოზიდების ერთდროული გამოყენება. მათი ერთდროული გამოყენება შესაძლებელია სადიალიზო ხსნარში უწყვეტი ამბულატორიული პერიტონული დაილიზით გამოწვეული პერიტონიტის სამკურნალოდ.
პოტენციურად ნეირო-, ნეფრო- და ოტოტოქსიურ  სამკურნალო პრეპარატებთან (ამინოგლიკოზიდები,ამფოტერიცინი B, ციკლოსპორინი,  ფუროსემიდი,      კოლისტინი,   ცისპლატინი და ეტაკრინის მჟავა) ერთდროული გამოყენებისას  შესაძლებელია ტოქსიური მოქმედების გაძლიერება.
INR -თან დაკავშირებული სპეციალური გაფრთხილება. დაფიქსირებულია ანტიკოაგულური აქტივობის ზრდის მრავალი შემთხვევა პერორალური ანტიბიოტიკებით მკურნალობის ფონზე.
ინფექციისა და გამოხატული ანთებითი პროცესის დროს პაციენტის ხანდაზმული ასაკი და საერთო მძიმე მდგომარეობა რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას 2°C -დან 8°C-მდე  ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა -2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი – II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შეფუთვა
200 ან 400 მგ   10 მლ-იან ფლაკონში.
5 ფლაკონი შეფუთვაში ან 36 ფლაკონი კოლოფში (სტაციონარული შეფუთვა).

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: Triple Pharm, ბელარუსი

გაფრთხილება

ტენზილინი – TENZILIN

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ანტიჰიპერტენზიული კომბინირებული პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები
1 ტაბ. შეიცავს ვალსარტანი……………. 160მგ
ამლოდიპინი …………………………….. 10მგ
ჰიდროქლორთიაზიდი…………………  25მგ
დამხმარე ნივთიერების სახით თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
ლაქტოზა – 0,24გ, სახამებელი – 0.12გ, მაგნიუმის სტეარატი – 0.005გ, პოლივინილპიროლიდონი – 0.01გ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს, რომელთა მოქმედების მექანიზმები ერთმანეთს ავსებს და იწვევენ მკვეთრად გამოხატულ ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს.
ამლოდიპინი – აინჰიბირებს კალციუმის იონებს, ტრანსმემბრანულ შეღწევადობას კარდიომიოციტებში და რბილი ქსოვილების უჯრედებში. არ იწვევს კატექოლამინების შემცირებას ხანგრძლივი დროით მიღების შემთხვევაშიც. არტერიული ჰიპერტენზიის დროს ამლოდიპინის მიღება იწვევს თირკმლის სისხლძარღვების წინააღმდეგობის შემცირებას. ზრდის თირკმელშიდა ფილტრაციის სიჩქარესა და არ მოქმედებს პროტეინურიის დონეზე.
ვალსარტანი – ანგიოტენზინ–II რეცეპტორების სპეციფიკური ანტაგონისტია. ამორჩევითდ აინჰიბირებს AT1 ქვეტიპის რეცეპტორებს, რომელიც პასუხისმგებელია ანგიოტენზინ –II–ის ეფექტზე. ვალსარტანი აბლოკირებს ანგიოტენზინით გამოწვეული სისხლძარღვების შევიწროებასა და ალდოსტერონის გამოყოფას.
პრეპარატის მიღების შემდეგ, პლაზმაში ანგიოტენზინ –II–ის გაზრდილმა დონემ შესაძლოა მოახდინოს AT2 რეცეპტორების სტიმულირება, თუმცა ვალსარტრანის აფინურობა AT1რეცეპტორების მიმართ 20000–ჯერ მეტია AT2 რეცეპტორებთან შედარებით, პრეპარატის ერთჯერადად მიღებისას ჰიპოტენზიური ეფექტი 2 სთ–ში მიიღწევა, მაქსიმუმს აღწევს 4–6 სთ–ში და შენარჩუნებული რჩება 24 სთ–ის განმავლობაში. განმეორებითი დოზირების შემთხვევაში მაქსიმალური თერაპიული ეფექტი მიიღწევა მკურნალობიდან 2–4 კვირაში და შენარჩუნებული რჩება ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაშიც. პრეპარატის მიღების შეწყვეტისას აღარ ვითრდება მოხსნის სინდრომი. პრეპარატი არ მოქმედებს ანგიოტენზინის გარდამქმნელ ფერმენტზე, არ ხდება ბრადიკინინის დეგრადაცია და შესაბამისად, მცირეა ხველის განვითარების რისკი.
ჰიდროქლორთიაზიდი – თიაზიდური დიურეზული საშუალებაა. დიურეზულ მოქმედებასთან ერთად ამცირებს ცირკულირებადი პლაზმის მოცულობას, რის შედეგადაც იზრდება რენინის აქტიობა, ალდოსტერონის სეკრეცია და შესაბამისად, კალიუმის კარგვა ორგანიზმიდან, ხოლო ვალსარტანთან ერთდ კომბინაციაში მცირდება თიაზიდის ზემოქმედებით გამოწვეული კალიუმის დანაკარგი.

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალურად მიღებული ვალსარტანი კარგად შიწოვება კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 3 სთ–ში. პრეპარატის ბიოშეღწევადობა 23%–ია.
97% უკავშირდება პლაზმის ცილებს. მიღებული პრეპარატის ნაწილი, 70%, გამოიყოფა ფეკალურ მასებთან ერთად, ხოლო 30% შეუცვლელი სახით– შარდთან ერთდ. ჰიდროქლორთიაზიდის მიღებული დოზის 60–80% აბსორბირდება. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია 2 სთ–ში მიიღწევა და მისი მოქმედება 6–15 სთ–მდე გრძელდება. მიღებული დოზის 95% შეუცვლელი სახით გამოიყოფა თირკმელების საშუალებით.
პერორალურად მიღებული ამლოდიპინის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 6 სთ–ში. ბიოშეღწევადობა შეადგენს 64–80%. ამლოდიპინის დაახლოებით 90 % მეტაბოლიზდება ღვიძლში და წარმოიქმნება ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტები. ამლოდიპინის დაახლოებით 60% გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით თირკმელებით და 10% უცვლელი სახით. ნახევრადდაშლის პერიოდი შეადგენს 30–50სთ–ს.

ჩვენებები:
არტერიული ჰიპერტონიის მკურნალობა, ტენზილინი ინიშნება, როგორც მეორე რიგის არჩევის პრეპარატი, როდესაც მონოთერაპია არაეფექტურია.

გამოყენების წესი:
პრეპარატის მიღება არ არის დამოკიდებული კვების რეჟიმზე. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად. საწყისი დოზა შეიძლება დაინიშნოს:
¼ ტაბლეტი დღეში ერთხელ ანუ 40მგ ვალსარტანი, 2.5მგ ამლოდიპინი და 6.25 მგ ჰიდროქლორთიაზიდი ან
½ ტაბლეტი დღეში ერთხელ ანუ 80მგ ვალსარტანი, 5მგ ამლოდიპინი და 12,5 მგ ჰიდროქლორთიაზიდი. ან
1 ტაბლეტი დღეში ერთხელ ანუ 160მგ ვალსარტანი 10მგ ამლოდიპინი და 25მგ ჰიდროქლორთიაზიდი.
არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებს, რომლებიც იღებენ პრეპარატ ტენზილინს კლინიკური ეფექტი უნარჩუნდებათ 24 სთ–ის განმავლობაში.
ბავშვები: 18 წლამდე ბავშვებში ამ პრეპარატით მკურნალობის კვლევა არ ჩატარებულა. ამიტომ უფრო სრული ინორმაციის მიღებამდე რეკომენდირებული არ არის პრეპარატის გამოყენება ბავშვებში.

გვერდითი მოვლენები:
გამოვლენილი ეფექტები სუსტი და გარდამავალი ხასიათისაა. ხშირად: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. ნაზოფარინგიტი, დაღლილობა. ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ხველა, დიარეა, ართრალგია. წელის ტკივილი. ჭინჭრის ციება და სხვა სახის გამონაყარი, უმადობა, გულისრევა, ღებინება, კრეატინინისა და აზოტის დონის მომატება, პოსტურალური ჰიპოტენზია, რომლის გამოვლენის რისკი იზრდება ალკოჰოლური, სედატიური და სანარკოზე საშუალებებთან ერთდროული მიღების შემთხვევაში.
იშვიათად: კუჭის ტკივილი, შფოთვა, ართრიტი. ასთენია, ბრონქიტი, ტკივილი გულ–მკერდის არეში. დისპეფსია, პირის სიმშრალე. დისპნოე, ჰიპოტონია, გასტროეზოფაგიტი. შეშუპება, შუა ყურის ანთება. პარესთეზია. ტემპერატურის მატება. ძილიანობა, ტაქიკარდია. საშარდე სისტემის ინფექციები. ვერტიგო, მხედველობის დარღვევები, ფოტოსენსიბილიზაცია, ქოლესტაზი, სიყვითლე, დეპრესია. ჰიპოკალიემია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია.
ძალიან იშვიათად: ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი და სხვა სახის ზემგრძნობელობის/ალერგიული რეაქციები. ვასკულიტი, მიალგია. თირკმლის ფუნქციის დარღვევა. სისტემური წითელი მგლურას მსგავსი სიმპტომები. ძვლის ტვინის სუპრესია. ჰემოლიზური ანემია, პანკრეატიტი.

უკუჩვენება:
* პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
*ორსულობა;
* ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევა, ბილიარული ციროზი და ქოლესტაზი;
*ანურია, თირკმლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევა (კრეატინინის კლირენსი <30მლ/წთ);
* რეფრაქტერული ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპერკალციემია და სიმპტომური ჰიპერურიკემია.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი არ ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. არ ენიშნებათ პრეპარატი რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ქალებს, რომლებიც არ იყენებენ საიმედო კონტრაცეპტივებს.

განსაკუთრებული მითითებები:
– ელექტროლიტური ბალანსის ცვლილება პლაზმაში. ტენზილინი სიფრთხილით ინიშნება კალიუმის მარილებთან ერთად, კალიუმის შემნახველ დიურეზულებთან კომბინაციაში და ასევე ისეთ პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებიც ზრდიან კალიუმის დონეს სისხლის პლაზმაში (მაგ; ჰეპარინი).
– თიაზიდურ დიურეზულებით მკურნალობის პროცესში შესაძლოა განვითარდეს ჰიპოკალიემია, ასევე ჰიპონატრემია და ჰიპოქლორემიული ალკალოზი, რის შედეგადაც იზრდება არითმიისა და გლიკოზიდური ინტოქსიკაციის განვითარების რისკი. რეკომენდებულია კალიუმის დონის ხშირი კონტროლი სისხლში.
–  ნატრიუმის ან მოცირკულირე სისხლის მოცულობის დეფიციტი ორგანიზმში:
ტენზილინით მკურნალობის სწყის ეტაპზე, პაციენტებში ნატრიუმის ან მოცირკულირე სისხლის მოცულობის დეფიციტით, შესაძლოა განვითარდეს კლინიკურად გამოხატული არტერიული ჰიპოტონია. ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე უნდა მოხდეს ნატრიუმისა და მოცირკულირე სისხლის მოცულობის დეფიციტის კორექცია, რაც გულისხმობს დიურეზულების დოზის შემცირებას.
ჰიპოტონიის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიიღოს ჰორიზონტალური მდგომარეობა და საჭიროების მიხედვით მოხდეს ფიზიოლოგიური ხსნარის ი/ვ ინფუზია. არტერიული წნევის დარეგულირების შემთხვევაში შესაძლებელია ტენზილინით მკურნალობის გაგრძელება.
– თირკმლის არტერიის სტენოზი.

სიფრთხილე: პრეპარატის უსაფრთხოება თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზის დროს დადგენილი არ არის. პაციენტები თირკმლის ფუმქციის დარღვევით (>30მლ/წთ) დოზის კორექციას არ საჭიროებენ.

* პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება, თუმცა არ არის საჭირო დოზის კორექცია პაციენტებში ქოლესტაზის გარეშე მიმდინარე ღვძლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დარღვევის დროს.
* თიაზიდურმა დიურეზულებმა შესაძლოა გამოიწვიონ სისტემური წითელი მგლურას გამწვავება, შეცვალონ ორგანიზმის ტოლერანტობა გლუკოზის მიმართ, ასევე ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდებისა და შარდოვანას კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. სხვა ჰიპოტანზიურ საშუალებებთან ერთდროული მიღებისას შესაძლოა გაძლიერდეს ტენზილინის ჰიპოტენზიური ეფექტი.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:
– ტენზილინის ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროული მიღება აძლიერებს ამ უკანასკნელის ტოქსიურ ეფექტს, ამიტომ მსგავსი კომბინაციების დანიშვნისას რეკომენდებულია ლითიუმის კონცენტრაციის კონტროლი შრატში.
– ვალსარტანის სხვა სამკურნალო საშუალებებთან, როგორიცაა ციმეტიდინი, ვარფარინი, ფუროსემიდი, დიგოქსინი, ატენოლოლი, ინდომეტაცინი, ჰიდროქლორთიაზიდი, ამიოდარონი და გლიბენკლამიდი, კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის.
– ტენზილინის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან, სალიცილის მჟავა და ინდომეტაცინი, ერთდროული მიღებისას შესაძლებელია შემცირდეს პრეპარატის დიურეზული და ჰიპოტონური ეფექტი.
– ჰიპოკალიემიის რისკი იზრდება ტენზილინის ისეთ პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას, როგორიცაა სალურეზულები, კორტიკოსტეროიდები,

– ამფოტერიცინი, კარბენოქსოლინი, პენიცილინი და სალიცილის მჟავას წარმოებულები; თიაზიდური დიურეზულები ზრდიან ალოპურინოლის მიმართ მგრძნობელობას; ამანტადინის გვერდითი მოვლენების გამოვლენის რისკს; აძლიერებენ დიაზოქსიდის ჰიპერგლიკემიურ ეფექტს; ამცირებენ თირკმელების მიერ ციტოტოქსიური პრეპარატების გამოყოფას (როგორიცაა ციკლოფოსფამიდი, მეთოტრექსატი), და შესაბამისად, აძლიერებენ მათ მიელოსუპრესიულ ეფექტს.
– ტენზილინით მკურნალობის ფონზე შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინისა და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექცია. მეთილდოფასა და თიაზიდური დიურეზულების ერთდროული მიღებისას შესაძლოა განვითარდეს ჰემოლიზური ანემია.
– ქოლესტირამინი ამცირებს ჰიდროქლორთიაზიდის შეწოვას. ვიტამინებთან ან კალციუმის მარილებთან ტენზილინის ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს პლაზმაში კალციუმის დონის მატება, ხოლო ციკლოსპორინთან ერთდროული მიღბისას შესაძლოა განვითარდეს ჰიპერურიკემია ან პოდაგრის მსგავსი სიმპტომები.
ტენზილინი სიფრთხილით ინიშნება მექანიკური საშუალებებისა და ავტოტრანსპორტის მართვისას.

შენახვის პირობები: მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეიძლება ტაბლეტის დაღეჭვა ან გაყოფა.

აფთიაქიდან გაცემა: გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი: შ.პ.ს. „ელ ფარმის“ შეკვეთით, ფარმაცევტული საწარმო შ.პ. ს. „ბიოფარმი–ლ“ – საქართველო

გაფრთხილება

ტენზიომინი – TENSIOMIN

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): კაპტოპრილი/CAPTOPRIL

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანგიოტენზინმაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორი, ანტიჰიპერტენზიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
კაპტოპრილი…………  12.5 მგ
1 ტაბ.
კაპტოპრილი………..   50 მგ
ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
კაპტოპრილი………   50 მგ
1 ტაბ.
კაპტოპრილი………  100 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
არტერიული წნევის რეგულაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს რენინ-ანგიოტენზინის სისტემა. სხვადასხვა ეტიოლოგიის არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების და მისი სტაბილიზაციის მიზეზია ამ სისტემის მხრივ ფუნქციური დარღვევები. ამ პრესორული სისტემის აქტივობა მნიშვნელოვნად მცირდება ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბირებით, რაც ხელს უშლის ანგიოტენზინ I გარდაქმნას ანგიოტენზინ II-ში, რომელიც ორგანიზმში წარმოადგენს ერთ-ერთ ძლიერ ვაზოკონსტრიქტორს. კაპტოპრილის მოქმედების ძირითადი ფარმაკოლოგიური ეფექტი რეალიზდება აგფ ინჰიბირების შედეგად არტერიოლებისა და ვენულების დილატაციით, სისხლძარღვების წინააღმდეგობის შემცირებით. მათი საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის დაქვეითებით, რაც ამცირებს გულზე პრე- და პოსტდატვირთვას და იწვევს სისხლის არტერიული წნევის დაქვეითებას.
ტენზიომინის რაციონალური კომბინირება შესაძლებელია სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან. სხვა ვაზოდილატატორებთან შედარებით იგი არ იწვევს წყლის შეკავებას ორგანიზმში. ჰიპერტენზიის გარკვეული ფორმების დროს (რენოვასკულური ჰიპერტონია და რენული ჰიპერტენზიის სხვა ფორმები), ტენზიომინი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად სამკურნალო პრეპარატს.

ჩვენებები:
ესენციური ჰიპერტონია (ასევე ჰიპერტენზიის რეზისტენტული ფორმები, რომლებიც რეფრაქტერულია სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების მიმართ), ავთვისებიანი ჰიპერტონია;
რენოვასკულური ჰიპერტენზია (მონოთერაპიის სახით ან კომბინაციაში კალციუმის ანტაგონისტებთან, ბეტა-ბლოკატორებთან ან დიურეზულ საშუალებებთან);
აუტოიმუნური ნეფროპათია (სკლეროდერმია, წითელი მგლურა სწრაფად პროგრესირებადი);
ხანდაზმულ ავადმყოფებში;
ჰიპერტონული დაავადება თანმხლები შაქრიანი დიაბეტით;
გულის უკმარისობის დროს პრე- და პოსტდატვირთვის შესამცირებლად (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც არაეფექტურია დიურეზული საშუალებების კომბინირება საგულე გლიკოზიდებთან);
კონგესტიური კარდიომიოპათია;
როგორც დიაგნოსტიკური საშუალება რენოვასკულური ჰიპერტენზიის და კონის სინდრომის დროს.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.
ჩვეულებრივი დოზები მოზრდილებისათვის:
ჰიპერტონია:
საწყისი დოზა 12.5 მგ 3-ჯერ დღეში. არასაკმარისი ჰიპოტენზიური ეფექტის შემთხვევაში დოზას ზრდიან 50 მგ-მდე. დასაშვებია ტენზიომინის კომბინაცია თიაზიდურ შარდმდენ საშუალებებთან, ბეტა-ბლოკატორებთან ან სხვა ვაზოდილატატორებთან (კალციუმის ანტაგონისტები, პრაზოზინი, დიჰიდრალაზინი). თუ პრეპარატის დღეღამური დოზა აღემატება 300 მგ-ს, საგრძნობლად მატულობს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
რენოვასკულური და რენოპარენქიმატოზული ჰიპერტონია:
6.25 -12.5 მგ 3-ჯერ დღეში, შემანარჩუნებელი დოზა თანდათანობით იზრდება 25 მგ-მდე (3-4-ჯერ დღეში).
თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს მაქსიმალური სადღეღამისო დოზა:

კრეატინინის კლირენსი
(მლ/წამი/კვ.მ)
დოზა
(მგ)
0-41 300
40-21 150
20-11 75
10 37.5

გულის უკმარისობა:
მკურნალობა იწყება დოზით 6.25 მგ 2-3-ჯერ დღეში, შემდგომში დოზას თანდათანობით ზრდიან.
პედიატრია:
პრეპარატი დიდი სიფრთხილით ინიშნება მკაცრი ჩვენების მიხედვით (პირველ რიგში რენოვასკულური და რენოპარენქიმატოზური ჰიპერტენზიის დროს).
რეკომენდებული დღეღამური დოზაა 1-2 მგ/კგ. ტაბლეტები ინიშნება ჭამამდე 1 საათით ადრე. პრეპარატის დოზის დადგენა ხდება სტაციონარში.
ამბულატორიულ პირობებში აუცილებელია პირველი დოზის (6.25 მ ან 12.5 მგ) ეფექტის შეფასება: არტერიული წნევის გაზომვით 3 საათის განმავლობაში ყოველ 30 წუთში ერთხელ.
ადექვატური დოზის დასადგენად საჭიროა უფრო ხშირი კონტროლი.

გვერდითი მოვლენები:
♦ მაღალი დოზების მიღების დროს ხშირად ადგილი აქვს:
♦ პროტეინურიას, რომელიც ვითარდება მემბრანულ გლომერულოპათიასთან ერთად, აგრეთვე შესაძლებელია ნეფროზული სინდრომის განვითარება;
♦ ნეიტროპენია ან აგრანულოციტოზი, რომელიც ვლინდება მიელოიდური ჰიპოპლაზიის შედეგად;
♦ გამონაყარი კანზე, კვინკეს შეშუპება, სახის სიწითლე;
♦ გარდამავალი ძლიერი ჰიპოტენზია, განსაკუთრებით ავადმყოფებში გულის უკმარისობით, რომლებიც მკურნალობდნენ დიურეზული საშუალებებით;
♦ ტაქიკარდია, ტკივილი გულმკერდის არეში, პალპიტაცია;
♦ მადის დაკარგვა, პირის სიმშრალე, აფტოზური გამონაყარი პირის ღრუში, გულისრევა, ღებინება, პეპტიური წყლული, ქოლესტაზი, აბდომინალური ტკივილი, დიარეა ან ყაბზობა.
♦ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, პარესთეზიები;
♦ ღვიძლის ფერმენტების, აზოტის, კრეატნინის მაჩვენებლების მომატება, სისხლის შრატში კალიუმის დონის გაზრდა, ცრუ დადებითი რეაქცია აცეტონზე შარდში.
♦ გვერდითი მოვლენები ხშირად ვითარდება აუტოიმუნური პროცესების დროს, რის გამოც ასეთ პაციენტებში საჭიროა სისხლის სურათის და ღვიძლის ფუნქციების სისტემატური კონტროლი.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
* ორსულობა;
* ლაქტაციის პერიოდი;
* ლეიკო- ან თრომბოპენია.

განსაკუთრებული მითითებები:
◄ თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის დროს მკურნალობა იწყება დაბალი დოზებით (6.25 მგ 2-3-ჯერ დღეში). დოზის გაზრდა ხდება თანდათანობით. მკურნალობის დაწყებამდე შემდგომში კი ყოველთვიურად საჭიროა შარდში ალბუმინურიის კონტროლი. თუ მისი მაჩვენებელი აღემატება 1 გ/დღეში, მკურნალობის გაგრძელება ხდება სასიცოცხლო ჩვენების მიხედვით. მისი გაზრდა ხდება მკურნალობის პირველი 8 თვის განმავლობაში, ამიტომ მე-9 თვიდან კონტროლი აუცილებელია ყოველ 3-6 თვეში ერთხელ.
◄ ავადმყოფებში რენოვასკულური ჰიპერტონიით, მარილებისა ან წყლის დაკარგვით, რენინის გაძლიერებული გამოყოფა იწვევს კაპტოპრილის ჰიპოტენზიური ეფექტის გაზრდას.
◄ ავადმყოფებში გულის უკმარისობით პრეპარატით მკურნალობა ტარდება სტაციონარის პირობებში. პრეპარატის საწყისი დოზა ავადმყოფებში, რომლებიც მკურნალობდნენ დიურეზული საშუალებებით შეადგენს 6.25-12.5 მგ-ს 2-3-ჯერ დღეში.
◄ ლეიკოციტების რაოდენობა სისხლში მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში უნდა შემოწმდეს ყოველთვიურად, ხოლო შემდგომში 3 თვეში ერთხელ.
◄ ავადმყოფებში აუტოიმუნური დაავადებებით, ლეიკოციტების რაოდენობის სისხლში კონტროლი წარმოებს პირველი 3 თვის განმავლობაში 2 კვირაში ერთხელ, შემოდგომში 2 თვეში ერთხელ. თუ ნეიტროფილების რაოდენობა შემცირდა 1.109/ლ-მდე პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ავადმყოფმა უნდა მიმართოს ექიმს:
– ინფექციის და შეშუპების პირველი ნიშნების დროს;
– მკურნალობის თვითნებური შეწყვეტისას;
– სითხის გაძლიერებული დაკარგვის, ოფლიანობის, ღებინების, დიარეის დროს.
– ავადმყოფს ეკრძალება ფიზიკური დატვირთვის გაზრდა.

ჭარბი დოზირება:
ჰიპოტონიის შემთხვევაში საჭიროა ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიური ხსნარის გადასხმა. კაპტოპრილის ელიმინირება სისტემური სისხლმიმოქცევიდან წარმოებს დიალიზის საშუალებით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– დაუშვებელია კაპტოპრილის ერთდროული გამოყენება პრეპარატებთან, რომლებიც ზრდიან კალიუმის დონეს სისხლის შრატში (სპირონოლაქტონი, ამილორიდი, ტრიამტერენი), ვინაიდან შესაძლებელია ჰიპერკალიემიის განვითარება.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება:
– ვაზოდილატატორებთან (შესაძლებელია ჰიპოტონია);
– ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან (ჰიპოტენზიური ეფექტის შემცირება).

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

მწარმოებელი: EGIS Pharmaceuticals, უნგრეთი

გაფრთხილება


ტენზისპესი – TENSISPES

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ბუსპირონის ჰიდროქლორიდი/
BUSPIRON HCL

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: არაბენზოდიაზეპინის ჯგუფის ანქსიოლიზური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
ბუსპირონის ჰიდროქლორიდი ……….  10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
უწყლო ლაქტატი, ნატრიუმის სახამებელი, გლუკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები:
მოუსვენრობა, განგაში, პანიკური შიში;
მსუბუქი დეპრესია;
ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია;
დიფუზური და ტოქსიური ჩიყვი;
კლიმაქტერული და პრედმენსტრუალური სინდრომი;
ალკოჰოლიზმით შეპყრობილ ავადმყოფებში აბსტინენციის სინდრომის  კუპირება;
ორგანული ნევროზები.

მიღების წესი და დოზირება:
საწყისი დოზა არის 5 მგ დღეში 2 ან 3-ჯერ, რომელიც შეიძლება გაიზარდოს ყოველ 2 ან 3-ჯერ დღეში საჭიროებისამებრ, მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 45 მგ-ს. ოპტიმალური თერაპიული შედეგი მიიღწევა დოზით 20-30 მ გ დღეში გაყოფილი 2 ან 3 მიღებად.
თირკმლისა და ღვიძლის დარღვევების დროს დოზა უნდა შემცირდეს.

გვერდითი მოვლენები:
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, და გულისრევა.

უკუჩვენებები:
* ორსულობა, ლაქტაცია;
* 18 წლამდე ასაკი;
* თუ პაციენტს აქვს ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქცია) ბუსპირონის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
* თირკმლის მძიმე უკმარისობა ან ღვიძლის დაავადება;
* წარსულში ეპილეფსიური კრუნჩხვები ან ეპილეფსია.

განსაკუთრებული მითითებები:
სედატიური ან ჰიპნოზური საშუალებები, რომლებსაც ბუსპირონის ჰიდროქლორიდით მკურნალობის დაწყებამდე ღებულობდა პაციენტი, უნდა მოიხსნას თანდათანობით.
ბუსპირონის ჰიდროქლორიდი დამოკიდებულების ეფექტს არ იწვევს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– პაციენტმა განსაკუთრებით უნდა აცნობოს ექიმს თუ ის ღებულობს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედ წამლებს „ანტიდეპრესანტებს ან ანტიფსიქოზურ საშუალებებს“, ანტიკოაგულანტებს ან საგულე საშუალებებს.
– ალკოჰოლთან გამოყენება: მიუხედავად იმისა, რომ ბუსპირონის ჰიდროქლორიდი განსხვავებით დიაზეპამისა ან ლორაზეპამისა არ აძლიერებს ალკოჰოლის მიერ გამოწვეულ ფსიქომოტორულ ფუნქციებს, ალკოჰოლთან ბუსპირონის ჰიდროქლორიდის ერთდროული გამოყენება დაუშვებელია.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის პირობებში 25-300C ტემპერატურაზე, მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ, უსაფრთხო ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: SPECIFAR S.A., საბერძნეთი

გაფრთხილება

ტენიკამი / TENIKAM

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ტენოქსიკამი/tenoxicam

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება. ოქსიკამების კლასი

შემადგენლობა
საინექციო პრეპარატის ერთი ფლაკონი შეიცავს აქტიური ნივთიერების – ტენოქსიკამის 20 მგ-ს და გამხსნელს ამპულაში – საინექციო წყალი 2 მლ.
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ტრომეტამოლი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ნატრიუმის ედეტატი.

მოქმედების მექანიზმი

ტენოქსიკამს ახასიათებს ხანგრძლივი და კარგად გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი თვისებები.
მოქმედების მექანიზმი დამყარებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირების პროცესზე (თრგუნავს ცოგ-1 და ცოგ-2-ის აქტივობას), რაც იწვევს არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმის დარღვევასა და ანთების კერასა და ორგანიზმის სხვა ქსოვილებში პროსტაგლანდინების სინთეზის ბლოკირებას. გარდა ამისა, ტენოქსიკამი ამცირებს ანთების კერაში ლეიკოციტების დაგროვებას.
სახსრების სინდრომის დროს ამცირებს ტკივილს როგორც მოსვენების, ასევე მოძრაობის დროს, ამცირებს დილის შებოჭილობასა და შეშუპებას.
პრეპარატის განმასხვავებელ თავისებურებას წარმოადგენს  მოქმედების დიდი ხანგრძლივობა.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება. ბიოშეღწევადობა – 100 %. Cmax მიიღწევა 2 საათის შემდეგ. პლაზმის ცილებს უკავშირდება 99%.
ჰიდროქსილირდება ღვიძლში. ადვილად გაივლის ჰისტოჰემატოლოგიურ ბარიერს. T1/2 – 60-75 სთ.
ძირითადი ნაწილი არააქტიური მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა შარდთან ერთად, დანარჩენი – ნაღვლის გზით.

ჩვენება
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების სიმპტომატური მკურნალობა:
-ოსტეოართროზი, რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი;
-ტკივილის სინდრომის მოსახსნელად შემდეგი დაავადებების/მდგომარეობების დროს: ტენდინიტი, ბურსიტი, რადიკულიტი, პოლიართრიტი, მიოზიტი;
-ოსტეოქონდროზი, ხერხემლის ტკივილი;
-ნევრალგია და მიალგია;
-ტკივილის სინდრომი ტრავმების დროს;
-ტკივილის კუპირება მწვავე პოდაგრული ართრიტის დროს;
-ალგოდისმენორეა.

უკუჩვენება
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება (მათ შორის ანამნეზშიც);
– სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (მათ შორის ანამნეზშიც);
– მძიმე მიმდინარეობის გასტრიტი;
– ანამნეზში აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასას-ის მიღების ფონზე ბრონქული ასთმის, ცხვირისა და ცხვირის დანამატი ღრუების მორეციდივე პოლიპოზის არსებობა;
– ჰემოფილია;
– ჰიპოკოაგულაცია;
– თირკმლის უკმარისობა;
– ღვიძლის უკმარისობა;
– თირკმლისა და ღვიძლის პროგრესირებადი ან აქტიურ ფაზაში მყოფი დაავადებები;
– აორტოკორონარული შუნტირების შემდგომი პერიოდი;
– დადასტურებული ჰიპერკალიემია;
– სმენის დაქვეითება და ვესტიბულური აპარატის დაზიანება;
– ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.
– ტენოქსიკამისა და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები
ტენიკამის მიღებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საჭმლის მომნელებელი სისტემის მდგომარეობას. ულცეროგენეზისა და კუჭ-ნაწლავის სიტემაში სისხლდენის პირველივე ნიშნების აღმოჩენისას, აუცილებელია ტენოქსიკამის დაუყოვნებლივ მოხსნა.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თირკმლის ფუნქციის (მათ შორის დიაბეტური ნეფროპატიის დროს) და ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, ნეფრიტული სინდრომით, გულის უკმარისობის დროს, ასევე პაციენტებში რომლებიც მკურნალობენ დიურეზული საშუალებებით ან პოტენციური ნეფროტოქსიკური პრეპარატებით, აგრეთვე უშუალოდ ქირურგიული ოპერაციის შემდეგ.
თირკმლის უკმარისობის დროს (კკ>25 მლ/წთ) აუცილებელია ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა, თუმცა არ არის საჭირო პრეპარატის დოზის კორექცია. როცა კკ<25 მლ/წთ პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება, რადგან ამ შემთხვევაში გამოყენების საკმარისი გამოცდილება არ არსებობს.
ტენიკამი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით.
იმის გამო, რომ ტენოქსიკამის მიღებისას ორგანიზმიდან მცირდება კალიუმისა და ნატრიუმის იონების, აგრეთვე – წყლის გამოყოფა, შესაძლებელია არტერიული ჰიპერტენზიის ან გულის უკმარისობის მიმდინარეობის გაუარესება.
ტენოქსიკამის დანიშვნისას აუცილებელია პაციენტების მდგომარეობის კონტროლი, რომელთაც აღენიშნებათ არაკონტროლირებული არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიებისა და/ან ცერებროვასკულარული დაავადებები,  ასევე აუცილებელია პაციენტების მდგომარეობის კონტროლი მკურნალობის დაწყებამდე, თუ ისინი კარდიოვასკულარული დაავადებების რისკ-ფაქტორების მატარებელნი არიან – არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, მწეველები.
ტენოქსიკამი ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციასა და ზრდის სისხლდენის დროს, რაც გასათვალისწინებელია ოპერაციული ჩარევების დროს.
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში, რადგან მიმდინარე მკურნალობის ან თირკმლის, ღვიძლის ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის დარღვევის ფონზე გვერდითი ეფექტების გამოვლინების ზრდის ალბათობა მეტია ვიდრე ახალგაზრდა პაციენტებში.
პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული სალიცილატებთან ერთად.
ბავშვებში პრეპარატი ინიშნება განსაკუთრებული სიფრთხილით, რადგან ტენოქსიკამის ბავშვებში გამოყენების შესახებ ინფორმაცია არასაკმარისია.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
ტენოქსიკამი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული, რადგან მოსალოდნელია ფეხმძიმობის პერიოდის გახანგრძლივება და მშობიარობის პროცესზე უარყოფითი გავლენა (პროსტაგლანდინების სინთეზის შეფერხება იწვევს მიომეტრიუმის რიტმული კუმშვადობის აქტივობის დაქვეითებას).
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში აუცილებელი ძუძუთი კვების შეწყვეტა.

დოზის გადაჭარბება
კლინიკური მონაცემები პრეპარატის დოზის გადაჭარბების შესახებ არ მოიპოვება.
თუმცა, ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება, უნდა ჩატარდეს ჩვეული პრევენციული ღონისძიებები და ზოგადი დამხმარე თერაპია.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ანტაციდები აფერხებენ ტენოქსიკამის შეწოვის პროცესს, მაგრამ არ მოქმედებენ მისი აბსორბციის ხარისხზე.
ციმეტიდინთან, დაბალმოლეკულურ ჰეპარინთან, პარენტერალურ პენიცილინებთან და ოქროს პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთგავლენა არ ვლინდება.
ტენოქსიკამი ადვილად უკავშირდება შრატის ალბუმინს და სხვა ასას-ის მსგავსად აძლიერებს ვარფარინისა და სხვა ანტიკოაგულანტების მოქმედებას. ამიტომ ანტიკოაგულანტებთან და პერორალურ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან ერთად მისი გამოყენებისას, რეკომენდებულია პაციენტებზე განსაკუთრებული დაკვირვება, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე.
დიგოქსინთან ურთიერთქმედება არ არის გამოვლენილი.
ტენოქსიკამი, სხვა ასას-ის მსგავსად ამცირებს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ეფექტურობას.
საგულე გლიკოზიდებთან ერთობლივი გამოყენებისას შესაძლოა დამძიმდეს გულის უკმარისობა, შემცირდეს გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე, გაიზარდოს საგულე გლიკოზიდების კონცენტრაცია პლაზმაში.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება:
-ციკლოსპორინთან (იზრდება ნეფროტოქსიკურობის რისკი);
-ფტორქინოლონებთან (იზრდება კრუნჩხვის განვითარების რისკი);
-ლითიუმის პრეპარატებთან (იზრდება ლითიუმით ინტოქსიკაციის რისკი). თუ ასეთი კომბინაციის გამოყენება აუცილებელია, საჭიროა სისხლში ლითიუმის კონცენტრაციის ხშირი კონტროლი და პაციენტის ინფორმირება მოსალოდნელი სიმპტომების შესახებ.
-დიურეზულ საშუალებებთან (მცირდება დიურეტიკების ეფექტი და იზრდება ასას-ის ნეფროტოქსიკურობის რისკი);
-მეტოტრექსატთან (ამცირებს მეტოტრექსატის ელიმინაციას და იზრდება ინტოქსიკაციის რისკი);
-კორტიკოსტეროიდებთან (იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სისხლდენის რისკი).
არასასურველია ტენიკამის მიღება სხვა ასას-თან ერთად, რადგან იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის მხრივ).
არ არის რეკომენდებული ტენიკამის მიღება სალიცილატებთან ერთად, რადგან ისინი ცილებთან შეკავშირების დროს ანაცვლებენ ტენოქსიკამს და ამით იზრდება ტენოქსიკამის კლირენსი და განაწილების მოცულობა, აგრეთვე იზრდება გვერდითი ეფექტების რისკი (განსაკუთრებითკუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ).
ასას-ები არ გამოიყენება მიფეპრისტონის მიღების შემდეგ 8-12 დღის განმავლობაში (ამცირებს მის ეფექტურობას).

დოზირება და მიღების წესი
ტენიკამის საინექციო ფორმა ინიშნება კუნთში ან ვენაში ინექციის სახით.
პოდაგრის მწვავე შეტევისას ინიშნება ი/მ ან ი/ვ ინექცია 20 მგ 1-2-ჯერ/დღეში 2-3 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ტენოქსიკამის ტაბლეტირებული ფორმა – 20 მგ ტაბლეტი, ერთხელ დღეში, 5 დღის განმავლობაში.
რევმატოიდული ართრიტის ან შემაერთებელი ქსოვილის ანთებითი და დეგენარიციული დაავადებების დროს პრეპარატი შეყავთ ი/მ ან ი/ვ 20 მგ 1-ჯერ/დღეში 2 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ტენოქსიკამის ტაბლეტირებული ფორმა – 20 მგ ტაბლეტი ერთხელ დღეში, ერთი თვის განმავლობაში.
ტკივილის სინდრომისას ინიშნება 20-40 მგ (პარენტერალურად ან შიგნით მისაღებად) ერთხელ დღეში, ტკივილის შეწყვეტამდე.
ალგოდისმენორეის დროს – 20 მგ (ერთი ტაბლეტი) 1-ჯერ/დღეში მენსტრუალური ციკლის დაწყების წინ ან მიმდინერეობის პერიდში.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მწვავე დაავადებების დროს ტენოქსიკამით მკურნალობის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ, არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. გამონაკლის შემთხვევაში თერაპია შეიძლება გაგრძელდეს 14 დღემდე.

გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება (მათ შორის ულცეროგენული მოქმედება, რაც გამოწვეულია კუჭის ლორწოვან გარსში პროსტაგლანდინების სინთეზის დარღვევით), დიარეა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, გასტრიტი, ეზოფაგიტი, სისხლდენა ეროზიიდან და წყლულიდან, აგრეთვე რექტალური და ჰემოროიდული სისხლდენა;
ცნს-ის მხრივ: შესაძლებელია თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტრემორი, აღგზნებადობა, ძილიანობა ან უძილობა;
მხედველობის ორგანოების მხრივ: შესაძლებელია – თვალის გაღიზიანებადობა და შეშუპება;
ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია – ჭინჭრის ციება, ქავილი, ლაიელის სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი.
დერმატოლოგიური რეაქციები: შესაძლებელია – ალოპეცია, ფოტოსენსიბილიზაცია, ფრჩხილის შეცვლა.

ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა – 3 წელი.
ინახება 15-25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა
1 ფლაკონი შეიცავს 20 მგ ტენოქსიკამის ლიოფილიზირებულ მასას საინექციო ხსნარის მოსამზადებლად; გამხსნელი – 2 მლ საინექციო წყალი ამპულაში.
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია ერთი ფლაკონი გამხსნელთან და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ჯი-ემ-პი, საქართველო

გაფრთხილება

ტენონიტროზოლი – TENONITROZOLE

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

ფარმაკოლოგიური თვისებები
იგი წარმოადგენს ანტიტრიქომონადურ საშუალებას. ტენონტიროზოლი აქტიურია Trichomonas vaginalis-ის მიმართ. მოქმედებს ტრიქომონაციდურად, ასევე აქტიურია Candida albicans-ის მიმართ.

ჩვენებები
შარდ-სასქესო სისტემის ტრიქომონიაზი (ქალებში და მამაკაცებში).

დოზირების რეჟიმი
პერორალურად 200-250 მგ 2-3-ჯერ დღეში ჭამის დროს. ინტრავაგინალურად 100 მგ 1-2-ჯერ დღეში. პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია განვითარდეს გულისრევა, უმადობა, პერორალური მიღებისას დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, სკლერების მოყვითალო შეფერილობა, ძალიან იშვიათად – ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები
* ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები;
* მომატებული მგრძნობელობა ტენონიტროზოლის  მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
♦ საჭიროა ორივე სქესობრივი პარტნიორის ერთდროული მკურნალობა.
♦ ტენონიტროზოლით მკურნალობისას არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება;
♦ აკრძალულია ალკოჰოლის მიღება.
♦ თუ ჩატარებულია პრეპარატით მკურნალობის რამოდენიმე კურსი, მისი დამთავრების შემდეგ საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი.
♦ არ არის რეკომენდებული ტენონიტროზოლის ერთდროული გამოყენება დისულფირამთან.

გაფრთხილება

ტენორეტიკი – TENORETIC

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო არაპატენტირებულიდასახელება: ატენოლოლი და ქლორტალიდონი

შემადგენლობა:
გარსით დაფარული ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 100 მგ ატენოლოლს (ევროპ. ფარ.) და 25 მგ ქლორტალიდონი (ევროპ. ფარ.).

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფარმაკოდინამიკა

ტენორეტიკს გააჩნია ორი კომპონენტის კომბინირებული ჰიპოტენზიური მოქმედება – ბეტა-ბლოკატორი (ატენოლოლი) და დიურეზული (ქლორტალიდონი) საშუალება.
ატენოლ ბეტა-1 –სელექტურია, ანუ მოქმედებს უპირატესად გულის ბეტა-1 ადრენორეცეპტორებზე. სელექტიურობა ქვეითდება დოზის მომატებასთან ერთად. ატენოლოლს არ გააჩნია შიდა სიმპტომატური და მემბრანომასტიმულირებელი ეფექტი. სხვა ბეტა-ბლოკატორების მსგავსად ის ახდენს უარყოფით ინოტროპულ მოქმედებას, ამასთან დაკავშირებით არ არის რეკომენდებულიმისი გამოყენება არაკონტროლირებადი გულის უკმარისობის დროს. ისევე, როგორც სხვა ბეტა-ბლოკატორების გამოყენებისას, ატენოლოლის მოქმედების მექანიზმი ჰიპერტონიის მკურნალობის დროს სრულად არ არის გამოკვლეული. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ატენოლოლისთვის დამახასიათებელი მოქმედება შესაძლოა გახდეს თერაპიული ეფექტების მიზეზი, რაც განსხვავდება რაცემიული ნარევისგან მიღებული ეფექტისგან.
ქლორტალიდონი არის მონოსულფონამილის ჯგუფის დიურეზული საშუალება, რომელიც აძლიერებს ნატრიუმისა და ქლორიდის გამოყოფას. მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ქლორტალიდონი ამცირებს წნევას სრულიად უცნობია, მაგრამ შესაძლებელია მისი შედარება ადამიანის ორგანიზმში არსებული ნატრიუმის გამოყოფასთან და გადანაწილებასთან. ატენოლოლი ეფექტურია და მას კარგად იტანს ეთნიკური ჯგუფების უმრავლესობა. აღინიშნა, რომ ატენოლოლის შეხამება თიაზიდურ დიურეზულებთან არის დასაშვები და, როგორც წესი, უფრო ეფექტური, ვიდრე ამ სამკურნალო საშუალებების ცალკ-ცალკე გამოყენება.

ფარმაკოკინეტიკა
შინაგანი მიღების შემდეგ ატენოლოლი შეიწოვება საჭმლის მომნელებელი სისტემის მიერ 40-50%-ით. მაქსიმალური კონხცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ. ატენოლოლზე არ ახდენს გავლენას ღვიძლის მეტაბოლიზმი და აბსორბირებული პრეპარატის 90% გამოდის უცვლელი სახით. პრეპარატის ნახევრადაშლის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 6 საათს, მაგრამ ის შეიძლება გაიზარდოს თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს, ვინაიდან აღნიშნული სამკურნალო საშუალების გამოყოფა ხდება ძირითადად თირკმელებიდან. ატენოლოლი აღწევს ქსოვილებში, რადგან ძნელად იხსნება ლიპიდებში და მისი კონცენტრაცია თავის ტვინის ქსოვილებში მცირეა. პლაზმის ცილებთან კავშირი დაბალია (დაახლოებით 3%).
ქლორტალიდონის აბსორბიცია შინაგანი მიღების შემდეგ სტაბილურია, მაგრამ არასრული (დაახლოებით 60%), კონცენტრაციის პიკი სისხლის პლაზმაში შეიმჩნევა პრეპარატის მიღებიდან დაახლოებით 12 საათის შემდეგ. ქლორტალიდონის კონცენტრაცია სხვადასხვა ადამიანების სისხლში მდგრადია და მცირევარიაბელური. ნახევრადგამოყოფის პერიოდი პლაზმაში შეადგენსდაახლოებით 50 საათს და მისი გამოყოფა ხდება ძირითადად თირკმელებიდან. ქლორტალიდონი კარგადაა დაკავშირებული პლაზმის ცილებთან (დაახლოებით 75%-ით). ქლორტალიდონის და ატენოლოლის ერთდროული გამოყენება ახდენს უმნიშვნელო ზემოქმედებას ყოველი მათგანის ფარმაკოკინეტიკაზე. ტენორეტიკი ეფექტურია სულ მცირე 24 საათის დღე-ღამის დოზის პერორალურად მიღების შემდეგ. ასეთი მიღება მოსახერხებელია პაციენტებისათვის.

ჩვენება:
არტერიული ჰიპერტონია

დოზირება და მიღების წესი:
უფროსებისთვის
ერთი ტაბლეტი დღე-ღამეში. ჰიპერტონიით დაავადებულთა უმრავლესობისთვის ტენორეტიკის ერთი ტაბლეტის მიღება დღე-ღამეში იძლევა დამაკმაყოფილებელ შედეგს. დოზის გაზრდის შედეგად წნევის შემდგომი დაქვეითება ან არ აღინიშნება, ან უმნიშვნელოა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა დამატებით დაინიშნოს სხვა ჰიპოტენზიური სამკურნალო საშუალება, ისეთი, როგორიცაა ვაზოდილატატორი.
ხანდაზმულებში
ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის ხშირად საჭიროა შედარებით უფრო დაბალი დოზა.
ბავშვებში
ტენორეტიკის ბავშვებში გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ამიტომ აღნიშნული პრეპარატის ბავშვებისთვის დანიშვნა არ არის რეკომენდებული.
თირკმელების უკამრისობის დროს
თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში მკურნალობის დროს საჭიროა სიფრთხილე. პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს მიღების სიხშირის შემცირების გზით (იხ. თავი „გაფრთხილება“).

უკუჩვენება:
ტენორეტიკი არ უნდა დაენიშნოს პაციენტებს შემდეგი შემთხვევებში:
* ცნობილია მომატებული მგრძნობელობა მისი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
* ბრადიკარდია;
* კარდიოგენური შოკი; ჰიპოტონია.
* მეტაბოლური აციდოზი:
* სერიოზული პერიფერიული ცირკულარული არტერიული დარღვევები;
* გულის II ან III ხარისხის ბლოკადა;
* სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი;
* ფეოქრომოციტომა, რომლის მკურნალობა არ ჩატარებულა;
* არაკონტროლირებადი გულის უკმარისობა.

გაფრთხილება
განპირობებულია ტენორეტიკის შემადგენლობაში შემავალი ბეტა-ბლოკატორით
(ატენოლოლი):
არაკონტროლირებადი გულის უკმარისობის დროს (იხ. თავი „უკუჩვენება“), მაგრამ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას იმ ავადმყოფებში, რომელთა გულის უკმარისობის ნიშნები კონტროლზეა აყვანილი. აუცილებელია სიფრთხილე ავადმყოფებთან გულის შემცირებული რეზერვით.
პრინცმეტალის სტენოკარდია კორონარული არტერიის ვაზოკონსტრიქციის შედეგად, რაც განპირობებულია ალფა-რეცეპტორების გააქტიურებით ბეტარეცეპტორების ბლოკადის ფონზე. ტენორმინი არის ბეტა-1 სელექტური ბეტაბლოკატორი, ამგვარად, შესაძლოა განვიხილოთ მისი გამოყენების შესაძლებლობა, მაგრამ საჭიროა სიფრთხილე; მიუხედავად იმისა, რომ უკუნაჩვენებია სერიოზული პერიფერიული ცირკულარული არტერიული დარღვევების დროს (იხ. თავი “უკუჩვენება”), მას ასევე შეუძლია ნაკლებად მძიმე პერიფერიული ცირკულარული არტერიული დარღვევების გამწავება; გატარების დროს უარყოფითი გავლენის შედეგად, პირველი ხარისხის ბლოკადის მქონე ავადმყოფებისთვის დანიშვნის დროს საჭიროა სიფრთხილე; პრეპარატს შეუძლია ტაქიკარდიის სახის შეცვლა ჰიპოგლიკემიის დროს; აგრეთვე თირეოტოქსიკოზის მოვლენების შენიღბვა; თავისი ფარმაკოლოგიური მოქმედების შედეგად ამცირებს გულის შეკუმშვის სიხშირეს. იშვიათ შემთხვევებში, თუ ავადმყოფს გაუჩნდება გულის შეკუმშვის დაბალი სიხშირით განპირობებული სიმპტომები, შესაძლებელია დოზის შემცირება; დაუშვებელია გულის იშემიური დაავადების მქონე ავადმყოფებისთვის ტენორეტიკის ერთბაშად შეწყვეტა;შესაძლოა ის გახდეს შედარებით უფრო მძიმე რეაქციის მიზეზი მთელ რიგ ალერგენებზე მისი იმ ავადმყოფებისთვის დანიშვნის დროს, რომლებსაც აქვთ ამ ალერგენებზე ანაფილაქტიური რეაქცია ანამნეზში. ამ პაციენტებს არ შეუძლიათ რეაქციის მოხდენა ადრენალინის ჩვეულებრივ დოზებზე, რომელიც გამოიყენება ალერგიული რეაქციების საკმურნალოდ; შეუძლია ასთმით დაავადებულთა საჰაერო გზების წინააღმდეგობის გაძლიერება.  ატენოლოლი არის სელექტური ბეტა-1-ბლოკატორი, ამიტომ ტენორეტიკისგამოყენება შესაძლებელია, მაგრამ აუცილებელია სიფრთხილე. საჰაერო გზებისწინააღმდეგობის გაძლიერების შემთხვევაში ტენორეტიკის მიღების შეწყვეტა და,საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს თერაპია ბრონქოდილატატორით (მაგალითად, სალბუტამოლომი); ტენორეტიკის შემადგენლობაში შემავალი ქლორტალიდონის მოქმედებით განპირობებული: შესაძლოა წარმოიქმნას ჰიპოკალიემია. მიზანშეწონილია კალიუმის დონის განსაზღვრა, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, იმ პაციენტებში,რომლებიც იღებენ ფუტკარას პრეპარატს გულის უკმარისობის სამკურნალოდ, პაციენტებში დასაბალანსირებელი დიეტით (საკვები კალიუმის დაბალი შემცველობით) ან პაციენტებს, რომლებსაც აწუხებთ საჭმლის მომნელებელი სისტემა. იმ პაციენტებს, რომლებიც იღებენ ფუტკარას პრეპარატებს, ჰიპოკალემიამ შესაძლოა გამოიწვიოს არითმია; გამოიჩინეთ სიფრთხილე სერიოზული თირკმელების უკმარისობით დაავადებულ პაციენტებთან (იხ. თავი “დოზა და გამოყენების წესი”); შესაძლოა დაირღვას ტოლერანტობა გლუკოზის მიმართ. გამოიჩინეთ სიფრთხილე იმ შემთხვევაში, თუ ქლორტალიდონი გამოიყენებაავადმყოფებისთვის შაქრიანი დიაბეტის მიმართ ცნობილი მიდრეკილებით; შესაძლოა წარმოიქმნას ჰიპერურიკემია. საერთოდ, ადგილი აქვს შრატში მხოლოდ შარდმჟავა უმნიშვნელო მატება, მაგრამ ხანგრძლივი მომატების დროს ორგანიზმიდან შარდმჟავა გამოყოფისთვის.

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთმოქმედებისსხვა ფორმები.
ბეტა-ბლოკატორების გამოყენებამ კალციუმის არხებთან ერთად, რომლებიც ახდენენ უარყოფით ინოტროპულ გავლენას, მაგალითად ვერაპამილთან, დილთიაზემთან ერთად, შესაძლოა გამოიწვიოს ამ ეფექტის გაძლიერება, განსაკუთრებით გულის პარკუჭის ფუნქციის დარღვევის ან სინოატრიალური  ნომალიებისა და ატრიოვენტრიკულური გამტარობის მქონე ავადმყოფებში. ეს შესაძლოა გახდეს მწვავე ჰიპოტონიის, ბრადიკარდიის და გულის უკმარისობის მიზეზი. არ გამოიყენოთ ბეტა-ბლოკატორი ინტრავენუად 48 საათისგანმავლობაში კალციუმის არხების ბლოკატორის გაუქმების, ასევე ბეტაბლოკატორისშემდეგ. თანმხლებმა თერაპიამ დიჰიდროპირიდინების, მაგ. ნიფედიპინის, გამოყენებითშესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოტონიის რისკი, ასევე გულის უკმარისობა შესაძლოაგამოვლინდეს ავადმყოფებში ლატენური გულის უკმარისობით. ფუტკარა გლიკოზიდები ბეტა-ბლოკატორებთან ერთად ზრდიან ანტრიოვენტრიკულარუსი გამტარობის დრო.
ბეტა-ბლოკატორებს შეუძლიათ “რიკოშეტული” ჰიპერტონიის გამწვავება, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას კლონიდინის მიღების შეწყვეტის  შემდეგ. თუ დანიშნულია აღნიშნული ორივე სამკურნალო საშუალება, ბეტა-ბლოპკატორის შეყვანა უნდა შეწყდეს კლონიდინის შეყვანის შეწყვეტამდე რამდენიმე დღით ადრე. კლონიდინის ბეტა-ბლოკატორის თერაპიით შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში, უკანასკნელის შეყვანა საჭიროა კლონიდინის შეყვანისშეწყვეტიდან რამდენიმე დღის შემდეგ. სიფრთხილეა გამოჩენაა საჭირო ბეტა-ბლოკატორის დანიშვნის დროს 1 კლასის არითმიის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, როგორიცაადიზოპირამიდონი. სიმპტომატური საშუალებების მიღებას, მაგ. ადრენალინის, შეუძლია ბეტაბლოკატორის ეფექტის განეიტრალება. იმ პრეპარატების თანმხლებ გამოყენებას, რომლებიც ახდენენ პროსტაგლადინსინთეთაზის ინჰიბირებას (მაგ. იბუპროფენი, ინდომეტაცინი) შეუძლია ბეტაბლოკატორების მოქმედების შემცირება.
დაუშვებელია ლითიუმის შემცველი პრეპარატების გამოყენება დიურეზულებთან ერთად, ვინაიდან მათ შეუძლიათ მისი თირკმელის კლირენსის შემცირება. გამოიჩინეთ სიფრთხილე ანესთეზიის საშუალებების გამოყენების დროს “ტენორეტიკთან” ერთად. აუცილებელია ანესთეზიოლოგის ინფორმირება “ტენორეტიკის” გამოყენების შესახებ და არჩეულ უნდა იქნას ანესტეთიკი, რომელსაც აქვს შეძლებისდაგვარად ნაკლები უარყოფითი ინოტროპულიმოქმედება. ბეტა-ბლოკატორების გამოყენებამ ანესთეზიის საშუალებებთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს რეფლექს-ტაქიკარდიის დასუსტება და ჰიპერტონიის რისკის მომატება.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
აკრძალულია ტენორეტიკის დანიშვნა ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის.

გავლენა ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე:
პრეპარატის გამოყენება არ იწვევს რაიმე გავლენას ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე. მიუხედავად ამისა, გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ შესაძლოა ავადმყოფს აღენიშნებოდეს თავბრუსხვევა და დაღლა.

გვერდითი მოვლენები:
ტენორეტიკი კარგი ამტანობით გამოირჩევა. კლინიკური გამოკვლევების დროს გამოვლენილი არასასურველი მოვლენები ძირითადად მიეკუთვნება მისი კომპონენტების ფარმაკოლოგიურ მოქმედებას. ტენორეტიკის ან მისი ნებისმიერი კომპონენტის გამოყენებისას აღინიშნება
შემდეგი არასასურველი მოვლენები:
ბიოქიმიური: ჰიპერურიკემია (დაკავშირებულია ქლორტალიდონთან); ჰიპოკალიემია: გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა (იხ. თავი
“გაფრთხილება”).
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია; გულის უკმარისობის გაძლიერება; ორთოსტატური ჰიპოტენზია, რომელსაც შესაძლოა ახლდეს გულყრა; ქვედა კიდურებში სიცივის შეგრძნება. მაღალი მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში: გულის ბლოკადის პროვოცირება; შესაძლოა კოჭლობის გაძლიერება, თუ ეს აღინიშნებოდა მანამდე; რეინოს ფენომენი.
ცნსის მხრივ: გონების არევა; თავბრუსხვევა; თავის ტკივილი; ხასიათის ცვლილება;კოშმარები; ფსიქოზი და ჰალუცინაციები; ძილის დარღვევა იმის მსგავსი, რაც შეინიშნება სხვა ბეტა-ბლოკატორების გამოყენებისას.
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე; კუჭ-ნაწლავის აშლილობა; იშვიათ შემთხვევებში ტრანსამიზანის დონის მომატება; ასევე იშვიათია ჰეპატოტოქსიკური შემთხვევები ღვიძლის შიდა ქოლესტაზით (დაკავშირებულია ქლორტალიდონთან).
ჰემატოლოგიური: ლეიკოპენია; პურპურა; თრომბოციტოპენია.
კანი და ლოწროვანები: ალოპეცია; თვალის სიმშრალე; კანის ფსორიოზული რეაქცია; ფსორიაზის გმწვავება; კანის გამონაყარი.
ნევროლოგიური: პარესტეზია.
რესპირატორული: ბრონქოასთმა შესაძლოა აღენიშნოთ ავადმყოფებს, რომლებსაც აქვთ ბრონქიალური ასთმა ან ანამნეზში აქვთ ასთმური ხასიათის ჩივილები.
მგრძნობელობის სპეციალური სახეობები: მხედველობის დარღვევა.
სხვა: დაღლილობა; ანტიბირთვული სხეულების რაოდენობის მომატება, თუმცა ამ ფაქტის კლინიკური დანიშნულება გაურკვევევლია. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი ზემოთჩამოთვლილი რეაქციებიდან რომელიმემ მოახდინა უარყოფითი გავლენა პაციენტის ჯანმრთელობაზე, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბების სიმპტომებს მიეკუთვნება ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, გულის მწვავე უკმარისობა და ბრონქოსპაზმი.
საერთო მკურნალობა უნდა მოიცავდეს შემდეგს:
დაკვირვება;
მკურნალობა ინტენსიური თერაპიის პალატაში;
კუჭის გამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის და საფაღარათო საშუალების გამოყენება პრეპარატის აბსორბირების თავიდან ასაცილებლად, რომელიც ჯერ კიდევ არის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.
პლაზმის ან პლაზმის შემცვლელის გამოყენება ჰიპოტენზიისა და შოკის სამკურნალოდ. შესაძლოა ჰემოდიალიზისა და ჰემოპერფუზიის გამოყენება. გადაჭარბებულ ბრადიკარდიისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია 1- 2მგ-ს. ატროპინის ინტრავენურად შეყვანით და/ან რითმის დაყენებით. საჭიროების შემთხვევაში შემდეგ შესაძლებელია ბოლუსური დოზის 10მგ. გლუკაგონის ინტრავენურად შეყვანა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ამ პროცედურის გამეორება ან გლუკაგონის ინტრავენური შეყვანა 1-10მგ/სთსიჩქარით საპასუხო რეაქციის შესაბამისად. გლუკონატის არ არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ბეტა-ადრენორეცეპტორის სტიმულატორის ინტრავენური შეყვანა, ისეთი როგორიცაა: დობუტამინი დოზით 5-10 მკგ/კგ/წთ. დობუტამინის გამოყენება, მისი დადებითი ინოტროპული ეფექტის შედეგად, შესაძლებელია ჰიპოტონიისა და გულის მწვავე უკმარისობის სამკურნალოდ. სავარაუდოდ, ეს დოზები არ არის საკმარისი ბეტა-ბლოკატორებთან დაკავშირებული კარდინალური სიმპტომების დახშობა, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში. ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, დობუტამინის დოზა უნდაგაიზარდოს საჭირო საპასუხო რეაქციის მისაღებად პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად. საერთოდ ბრონქოსპაზმის დახშობა ხდება ბრონქოდილატატორის მეშვეობით.
გადაჭარბებული დიურეზის კომპენსირება შესაძლებელია ნორმალური თხევადი და ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებით.

შენახვის პირობები:
ინახება 25ºC ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. აკრძალულია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:
14 ტაბლეტი ალუმინის ფოლგის და ПВХ ბლისტერებზე, ორ-ორი ბლისტერი მუყაოს ყუთში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი

აფთიაქში გაყიდვის წესი: რეცეპტით.

მწარმოებელი: ასტრაზენეკა, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება

ტენორმინი – TENORMIN

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ატენოლოლი/ATENOLOL

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბეტა1-ადრენორეცეპტორების ბლოკატორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.
1 ტაბ.
ატენოლოლი…………….  50 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
იგი მიეკუთვნება ბეტა1-ადრენობლოკატორების ჯგუფს. ხასიათდება ანტიჰიპერტენზული, ანტიანგინალური და ანტიარითმული მოქმედებებით.
ატენოლოლი სელექტურად აბლოკირებს ბეტა1-ადრენობლოკატორებს, იგი ამცირებს სინუსური კვანძის ავტომატიზმს, გულის შეკუმშვის ძალას და მიოკარდის ჟანგბადზე მოთხოვნილებას. ამავე დროს, ქვეითდება გულისცემის სიხშირე და ხანგრძლივდება ატრიოვენტრიკულური და პარკუჭშიდა გამტარებლობა.
ჰემატოენცეფალურ ბარიერს გაივლის პრეპარატის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი. სხვა ბეტა-ბლოკატორების მსგავსად, მისი მოქმედების ზუსტი მექანიზმი ჰიპერტენზიის მკურნალობის დროს უცნობია.
ატენოლოლი, არასელექტურ ბეტა-ადრენობლოკატორებთან შედარებით, საშუალო თერაპიულ დოზებში ნაკლებად მოქმედებს ბრონქების გლუვი კუნთების ტონუსზე.

ფარმაკოკინეტიკა
ატენოლოლი კარგად აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. ღვიძლში იგი არ განიცდის მნიშვნელოვან მეტაბოლიზმს.
სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაციები აღინიშნება 2-4 სთ-ის შემდეგ მისი მიღებიდან. თერაპიულ დოზებში ატენოლოლის მოქმედება გრძელდება დაახლოებით 24 სთ-ის განმავლობაში.
ორგანიზმიდან იგი გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. პრეპარატის ნახევრადდაშლის პერიოდი სისხლის პლაზმაში შეადგენს დაახლოებით 6 სთ-ის.
ატენოლოლის კონცენტრაცია თავის ტვინის ქსოვილში დაბალია, რაც დაკავშირებულია მისი მოლეკულის ჰიდროფილურ თვისებებთან. სისხლის პლაზმის პროტეინებთან მისი კავშირი შეადგენს დაახლოებით 5%-ს.

ჩვენებები
არტერიული ჰიპერტონია;
სტენოკარდიული შეტევების პროფილაქტიკა (დაძაბვის სტენოკარდი);
სინუსური ტაქიკარდია;
სუპრავენტრიკულური და პარკუჭოვანი არითმიები.

დოზირების რეჟიმი
– ჰიპერტენზია: ენიშნებათ 50-100 მგ ერთ ან ორ მიღებაზე დღეში.
მაქსიმალური ეფექტი აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან მხოლოდ 1-2 კვირის შემდეგ. იმ შემთხვევაში, როდესაც საჭირო ხდება არტერიული წნევის უფრო ძლიერი დაქვეითება, სასურველია ჰიპოტენზიური დამწევი პრეპარატების გამოყენება, მაგ. დიურეზული საშუალებების (ან მათთან კომბინაცია).
– სტენოკარდია: 50-100 მგ ერთ ან ორ მიღებაზე, იშვიათად 200 მგ-მდე დღეში.
შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება ნიტრატებთან, კალციუმის ანტაგონისტებთან ერთად (დიჰიდროპირიდინის ჯგუფის).

გვერდითი მოვლენები
იშვიათად
– ცივი კიდურების შეგრძნება, კუნთების სისუსტე, ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის დარღვევა, ძილის დარღვევა, კანზე გამონაყარი, კონიუნქტივის სიმშრალე, რომელიც განსაკუთრებულ პრობლემებს უქმნის კონტაქტური ლინზების მატარებელ პაციენტებს.

უკუჩვენებები
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ;
* გულის მწვავე და გამოხატული ქრონიკული უკმარისობა, II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა და ბრონქული ასთმა. პრეპარატის მიღება ეკრძალებათ ბავშვებს.

ორსულობა და ლაქტაცია
რადგან ატენოლოლი გაივლის პლაცენტალურ ბარიერს, ორსულობის დროს მისი გამოყენება აბსოლუტური სასიცოცხლო ჩვენების გარდა რეკომენდებული არ არის.
ატენოლოლი ექსკრეტირდება დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვება შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები
– ატენოლოლი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ ხანდაზმულ და თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ პირებს. თირკმელების უკმარისობის დროს, როდესაც კრეატინინის კლირენსი 35 მლ/წთ/1.73 კვ.მ.-ზე უფრო მაღალია, პრეპარატის მნიშვნელოვან დაგროვებას ადგილი არა აქვს (ნორმალური მაჩვენებელი შეადგენს 100-150 მლ/წთ/1.73კვ.მ.) პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 15-35 მლ/წთ/1.73 კვ.მ. (ე.ი. შრატში კრეატინინის მაჩვენებლით 300-600 μმოლი) რეკომენდებულია 50 მგ ან 100 მგ ატენოლოლის მიღება 2-ჯერ დღეში. პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი 15 მლ/წთ/1.73 კვ.მ.-ზე ნაკლებია (ე.ი. შრატში კრეატინინის კონცენტრაცია 600μ-მოლ-ზე მეტია, რეკომენდებულია 2 დღეში ერთხელ 50 მგ ატენოლოლის მიღება.
– ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებს შიგნით მისაღებად ენიშნებათ 50 მგ ატენოლოლი სტაციონარის პირობებში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ვინაიდან ამ დროს შესაძლებელია სისხლის წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება.
– შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ატენოლოლის მიღების დროს საჭიროა სისტემატური კონტროლი, რადგან იგი ხელს უწყობს ჰიპოგლიკემიური საშუალებების ეფექტის პოტენცირებას და ამავე დროს შეუძლია შენიღბოს ჰიპოგლიკემიის სიმპტომები, როგორიცაა ტაქიკარდია, კანკალი და ოფლიანობა. ატენოლოლით მკურნალობის დროს საჭიროა სისხლში შაქრის რაოდენობის სისტემატური მონიტორინგი.
– პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადების დროს. ბრონქული ასთმით დაავადებულ პირებში პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის პროცესში ადგილი აქვს სუნთქვის გაძნელებას, რომლის თავიდან აცილება შეიძლება ბრონქების გამაფართოვებელი საშუალებების გამოყენებით (მაგ. სალბუტამოლი, იზოპრენალინი).
– გულის იშემიური დაავადებით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატით მკურნალობის სწრაფად შეწყვეტა რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ამ დროს შესაძლებელია იშემიური ტკივილების ინტენსივობის მომატება, ან მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის განვითარება.
– სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში ქვედა კიდურების ოკლუზიური დაავადებებით, რადგან ამ დროს არსებობს დაავადების გართულების საშიშროება; აგრეთვე სტენოკარდიით დაავადებულ პირებში, რომლის დროსაც არსებობს კორონაროსპაზმის განვითარების საშიშროება.

ჭარბი დოზირება
დოზის მწვავე გადაჭარბება (ბავშვის მიერ პრეპარატის შემთხვევით მიღება, ან მისი მაღალი დოზებით მიღება) ვლინდება მკვეთრად გამოხატული ბრადიკარდიით.
მკურნალობა: 1-2 მგ ატროპინის ვენაში ინექცია. გადაუდებელ შემთხვევებში საჭიროა ვენაში ერთჯერადად 10 მგ გლუკაგონის შეყვანა. პაციენტის რეაქციის მიხედვით შესაძლებელია ინექციის განმეორება, ან გლუკაგონის 1-10 მგ/სთ ვენაში ინფუზია. გლუკაგონზე ან მასზე რეაქციის არ არსებობის შემთხვევაში იყენებენ სიმპათიკური ნერვული სისტემის აღგზნები საშუალების დობუტამინის ვენაში ინფუზიას 2.5-10 μგ/კგ/წთ-ში, ან პრენალტეროლის შემდგომ ინფუზიას ვენაში 5 მგ/სთ-ში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
რეზერპინის, ალფა-მეთილდოფას, გუანფაცინის და საგულე გლიკოზიდების ატენოლოლთან კომბინაციით ადგილი აქვს მკვეთრად გამოხატულ ბრადიკარდიას და უარყოფით ქრონოტროპულ ეფექტს.
კალციუმის ბლოკატორებთან, კერძოდ ვერაპამილთან ატენოლოლის კომბინაციით, შესაძლებელია გულის გაჩერება, განსაკუთრებით გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. განსაკუთრებული სიფრხილით ენიშნებათ ატენოლოლი და I  ჯგუფის ანტიარითმული პრეპარატები, მაგ. როგორიცაა დიზოპირამიდი, ჰიპოტენზიის, ბრადიკარდიის და არითმიის თავიდან აცილების მიზნით.
ანესთეზია: სიფრთხილეა საჭირო ისეთი საანესთეზიო საშუალებების გამოყენების დროს, როგორიცაა: ეთილის ეთერი, ციკლოპროპანი ან ტრიქლორეთილენი. ვეგეტატური ნერვული სისტემის პარასიმპათიკური ტონუსის გაძლიერებისას საჭიროა 1-2 მგ ატროპინის ვენაში ინექცია.
ატენოლოლი, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში იწვევს დაღლილობის შეგრძნებას და თავბრუსხვევას, ამიტომ პაციენტებს, პრეპარატის მიღების პერიოდში ეკრძალებათ ავტომობილის მართვა და იმ სამუშაოების შესრულება, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცეტრაციას.

მწარმოებელი: ASTRAZENECA

გაფრთხილება

ტენოტენი / TENOTEN

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა:
აქტიური კომპონენტები: თავის ტვინის სპეციფიკური ცილების აფინურად გაწმენდილი ანტისხეულები შ-100– 0.003გ*. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
* შედის წყალ-სპირტოვანი ნარევის სახით მოქმედი ნივთიერების აქტიურ ფორმაში1.

აღწერილობა
ბრტყელცილინდრული ფორმის ტაბლეტები, თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე. ნაზოლით და ნაჭდევით. ერთ ბრტყელ მხარეს არის წარწერა MATERIA MEDICA, მეორე ბრტყელ მხარეზე TENOTEN.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ახდენს დამაწყნარებელ, შფოთვის საწინააღმდეგო (ანქსიოლითიურ) მოქმედებას, ამავე დროს არ იწვევს არასასურველ ჰიპნოგენურ და მიორელაქსანტურ ეფექტებს. აუმჯობესებს ფსიქოემოციური დატვირთვების გადატანას. გააჩნია სტრესპროტექტორული, ნოოტროპული, ანტიამნეზიური, ჰიპოქსიის საწინააღმდეგო, ნეიროპროტექტული, ანტიასთენური, ანტიდეპრესული მოქმედება. ინტოქსიკაციის პირობებში, ჰიპოქსიის და ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის დროს ახდენს ნეიროლეპსიურ მოქმედებას, ზღუდავს დასნებოვნების ზონას. ახდენს შესწავლის და მეხსიერების პროცესის ნორმალიზებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ახდენს შ-100 ცილის ფუნქციური აქტივობის მოდიფიცირებას, რომელიც ხორციელდება ტვინში სინაპსური (ინფორმაციული) და მეტაბოლური პროცესების ერთობლიობით. ახდენს გაემ-მიმეტურ და ნეიროლეპსიურ მოქმედებას, ზრდის სტრეს-მალიმიტირებელ სისტემათა აქტივობას, ხელს უწყობს ნეირონული პლასტიკურობის პროცესების აღდგენას.

1 მოქმედი ნივთიერების აქტიური ფორმა _ მოქმედი ნივთიერების აქტიური ფორმა შემცველობით არაუმეტეს 10-15ნგ/გ.

გამოყენების ჩვენება:
ნევროზული და ნევროზის მსგავსი მდგომარეობები, ფსიქოსომატური დაავადებები; სტრესული აშლილობები მომატებული ნერვული დაძაბულობით, გაღიზიანებადობით, შფოთვით და ვეგეტატური რეაქციებით. ცენტრალური ნერვული სისტემის ზომიერად გამოხატული ორგანული დაზიანება, მათ შორის ტრავმული და დისცირკულარული წარმოშობის, რომელსაც თან ახლავს ემოციური ფონის არამდგრადობა, გაღიზიანებადობა, მეხსიერების დაქვეითება, ვეგეტატიური დარღვევები.

უკუჩვენება
მომეტებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, საბავშვო ასაკი 18 წლამდე; ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის პირთათვის ნაჩვენებია საბავშვო ტენოტენის გამოყენება.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ტენოტენის გამოყენება არ შესწავლილა. პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს რისკი/სარგებლის თანაფარდობა.

გამოყენების წესი და დოზირება
მიიღება შიგნით. ერთ მიღებაზე _ 1 ან 2 ტაბლეტი (ჩერდება პირის ღრუში სრულ გახსნამდე _ არა კვების დროს). მიიღება 2-ჯერ დღეში; აუცილებლობის შემთხვევაში _ 4 მიღება დღეღამეში. მკურნალობის კურსი _ 1_3 თვე; აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი შესაძლოა გაიზარდოს 6 თვემდე ან განმეორდეს 1_2 თვის შემდეგ. მკურნალობის დაწყებიდან 3_4 კვირის შემდეგ, მდგომარეობის მდგრადი გაუმჯობესების არარსებობისას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები
აღნიშნული ჩვენებების და მითითებული დოზირების დაცვისას გვერდითი მოქმედება არ გამოვლენილა. შესაძლოა განვითარდეს ინდივიდუალური მგრძნობელობის რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ჭარბი დოზირება
დღევანდელ დღემდე ჭარბი დოზირების შემთხვევები გამოვლენილი არ ყოფილა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შემთხვევები დღემდე გამოვლენილი არ ყოფილა.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის შემადგენლობაში შედის ლაქტოზა, ამასთან დაკავშირებით არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა პაციენტებში, რომელთაც აქვთ თანდაყოლილი გალაქტოზემია, გლუკოზის ან გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი, ან თანდაყოლილი ლაქტაზური უკმარისობა. იმის გამო, რომ პრეპარატ ტენოტინს გააჩნია გამააქტივირებელი თვისებები, მისი მიღება უნდა მოხდეს დაძინებამდე არაუგვიანეს 2 საათით ადრე.

შენახვის პირობა
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა
3 წელი. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ

გამოშვების ფორმა: საწუწნი ტაბლეტი №40

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: იბერი+,  რუსეთი

გაფრთხილება

ტენოქსი / Tenox

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): amlodipine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  დიჰიდროპირიდინის წარმოებული –  კალციუმის ნელი არხების ბლოკატორი.

ათქ კოდი: C08CA01

შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ამლოდიპინის მალეატს 5 მგ ან 10 მგ ამლოდიპინზე გაანგარიშებით.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინირებული სახამებელი, ნატრიუმის სახამებელი გლიკოლატი, კრემნიუმის ოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.

აღწერილობა
მრგვალი, ორმხრივამობურცული თეთრი ფერის ტაბლეტები დამრეცი გვერდებით და ნაჭდევით ერთ მხარეზე.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
დიჰიდროპირიდინის წარმოებული – II თაობის “ნელი” კალციუმის არხების ბლოკატორი, ახდენს ანტიანგინალურ და ჰიპოტენზიურ მოქმედებას. უკავშირდება რა დიჰიდრორიპიდინულ რეცეპტორებს, ახდენს კალციუმის არხების ბლოკირებას, ამცირებს უჯრედში კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ გადასვლას (უმეტესწილად სისხლძარღვთა გლუვკუნთოვან უჯრედებში, ვიდრე კარდიომიოციტებში). ანტიანგინალური მოქმედება განპირობებულია კორონარული და პერიფერიული არტერიების და არტერიოლების გაფართოვებით: სტენოკარდიის დროს ამცირებს მიოკარდის იშემიის გამოხატულებას; აფართოვებს რა პერიფერიულ არტერიოლებს, ამცირებს სისხლძრღვთა საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას, ამცირებს დატვირთვას გულზე, ამცირებს მიოკარდის ჟანგბადის მოთხოვნილებას. აფართოებს მთავარ კორონარულ არტერიებს და არტერიოლებს მიოკარდის უცვლელ და იშემიზირებულ ზონებში, ზრდის ჟანგბადის მიწოდებას მიოკარდში (განსაკუთრებით ვაზოსპასტიური სტენოკარდიის დროს); ხელს უშლის კორონარული არტერიების კონსტრიქციის განვითარებას (მათ შორის მოწევით გამოწვეულს). სტენოკარდიით დაავადებულებში ერთჯერადი დღიური დოზა ზრდის ფიზიკური დატვირთვის შესრულების დროს, ანელებს სტენოკარდიის და იშემიური დეპრესიის შთ სეგმენტის განვითარებას, ამცირებს სტენოკარდიის შეტებევის და ნიტროგლიცერინის მოხმარების სიხშირეს. ახდენს ხანგრძლივ დოზადამოკიდებულ ეფექტს. ჰიპოტენზიული მოქმედება განპირობებულია სისხლძარღვთა გლუვ კუნთებზე პირდაპირი ვაზოდილატაციური მოქმედებით. არტერიული ჰიპერტენზიისას ერთჯერადი დოზა უზრუნველყოფს არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვან დაქვეითებას 24 საათის განმავლობაში (ავადმყოფის “მწოლიარე” და “მდგომარე” პოზიციაში). არ იწვევს არტერიული წნევის მკვეთრ შემცირებას, ტოლერანტობის შემცირებას ფიზიკური დატვირტვისადმი, მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის შემცირებას.
ამცირებს მარცხენა პარკუჭის მიოკარდიის ჰიპერტროფიის ხარისხს, ახდენს ანტიათეროსკლეროზულ და კარდიოპროტექტორულ მოქმედებას გულის იშემიური დაავადების დროს. არ ახდენს გავლენას მიოკარდის შეკუმშვაზე და გამტარობაზე, არ იწვევს გულის შეკუმშვების სიხშირის რეფლექტორულ ზრდას, ამუხრუჭებს თრომბოციტების აგრეგაციას, ზრდის გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარეს, გააჩნია სუსტი ნატრიურეზული მოქმედება. არ ზრდის მიკროალბუმინურიის გამოხატულებას დიაბეტური ნეიროპათიის დროს. არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას ნივთიერებათა ცვლაზე და პლაზმის ლიპიდებზე. ეფექტის დადგომის დროა – 2-4- საათი, ეფექტის ხანგრძლივობა 24 საათი.
კონტროლირებადი კლინიკური კვლევების შედეგები აჩვენებენ, რომ პაციენტებში გულის უკმარისობით ამლოდიპინი არ ახდენს ნეგატიურ გავლენას დაავადების სიმპტომებზე, ავადობაზე და სიკვდილიანობის დონეზე.
პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში პაციენტებში გულის უკმარისობით (II-IV კლასი NYHA-ს მიხედვით), რომლებიც იღებდნენ სტანდარტულ თერაპიას (ანგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, დიურეტიკები და დიგოქსინი), არ იზრდებოდა არც კარდიოვასკულარული, არც ზოგადი სიკვდილიანობის რისკი.

ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღების შემდეგ ამლოდიპინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ნელა აბსირბირდება. საშუალო აბსოლუტური ბიომისაწვდომობა შეადგენს 64-80%-ს, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში აღინიშნება 6-12 საათის შემდეგ. სტაბილური წონასწორობის კონცენტრაცია მიიღწევა თერაპიის 7 დღის შემდეგ. საკვები არ მოქმედებს ამლოდიპინის აბსორბციაზე.
განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს 21ლ/კგ სხეულის მასაზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პრეპარატის უმეტესი ნაწილი იმყოფება ქსოვილებში, მცირე ნაწილი კი – სისლხლში. სისხლში არსებული პრეპარატის უმეტესი ნაწილი (95%) უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.
ამლოდიპინი ექვემდებარება ნელ, ექსტენსიურ მეტაბოლიზმს (90%) ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით, გააჩნია ღვიძლში “პირველი გავლის” ეფექტი. მეტაბოლიტებს არ გააჩნიათ მნივნელოვანი ფარმაკოლოგიური აქტივობა.
ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ ნახევრად გამოყოფის პერიოდი (T1/2) ვარირებს 31-დან 48 საათამდე, განმეორებითი დანიშვნისას თ1/2 შეადგენს დაახლოებით 45 საათს. მიღებული დოზის დაახლოებით 60% ექსკრეტირდება შარდით ძირითადად მეტაბოლიტების სახით, 10% უცვლელი სახით, 20-25 % კი განავალით, ასევე დედის რძით. ამლოდიპინის საერთო კლირენზი შეადგენს 0,116 მლ/წმ/კგ) (7 მლ/წთ/კგ, 0,42 ლ/სთ/კგ).
ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელზე ზევით) ამლოდიპინის გამოყოფა შენელებულია (T1/2 65სთ) ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით, მაგრამ ამ სხვაობას არ გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა. T1/2 -ის გახანგრძლივება პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით გულისხმობს, რომ ხანგრძლივი დანიშვნისას პრეპარატის აკუმულაცია ორგანიზმში იქნება უფრო მაღალი (T1/2 65სთ-მდე). ღვიძლის უკმარისობა არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ამლოდიპინიდ კინეტიკაზე. პრეპარატი აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. არ განიდევნება ჰემოდიალიზით.

გამოყენების ჩვენება
• არტერიული ჰიპერტენზია (მონოთერაპია ან კომბინაცია სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან)
• სტაბილური და ვაზოსპასტირური სტენოკარდია (პრინცმეტალის სტენოკარდია).

უკუჩვენებები
• მომატებული მგრძნობელობა ამლოდიპინის და დიჰიდროპირიდინის სხვა წარმოებულებისადმი;
• მძიმე არტერიული ჰიპოტენზია;
• კოლაფსი, კარდიოგენური შოკი;
• ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
• 18 წლამდე ასაკი (ეფეტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი).
სიფრთხილით: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი (გამოხატული ბრადიკარდია, ტაქიკარდია), დეკომპენსირებული ქრონიკული უკმარისობა, მსუბუქი ან ზომიერი არტერიული ჰიპოტენზია, აორტალური სტენოზი, მიტრალური სტენოზი, ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია, მიოკარდის მწვავე ინფარქტი (და 1 თვის განმავლობაში შემდეგ), შაქრიანი დიაბეტი, ლიპიდური პროფილის დარღვევა, ხანდაზმული ასაკი.

გამოყენების წესი და დოზირება
პერორალურად, საწყისი დოზა არტერიული ჰიპერტენზიის და სტენოკარდიის სამკურნალოდ შეადგენს პრეპარატის 5 მგ-ს ერთხელ დღეში, საკვების მიღების მიუხედავად. დოზა შეიძლება იქნას მაქსიმალურად გაზრდილი 10 მგ-მდე ერთჯერადად დღეში. არტერიული ჰიპერტენზიის დროს შემანარჩუნებელი დოზა შეიძლება იყოს 2,5-5 მგ დღეში. დაძაბვის სტენოკარდიის და ვაზოსპასტიურო სტენოკარდიის დროს – 5-10 მგ დღეში, ერთჯერადად. სტენოკარდიის შეტევების   პროფილაქტიკისათვის – 10 მგ/დღეში.
გამხდარ პაციენტებს, საშუალო სიმაღლის პაციენტებს, ხანსაზმულ პაციენტებს, პაციენტებს ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ჰიპოტენზიური საშუალების სახით, ტენოქს უნიშნავენ საწყისი დოზით 2,5 მგ, ანგიალური საშუალების სახით – 5 მგ.
არ არის საჭირო დოზის შეცვლა თიაზიდურ დიურეტიკებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან და აგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან ერთდროული დანიშვნის დროს.
არ არის საჭირო დოზის შეცვლა პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით.
2,5 მგ დოზის მიღება შეიძლება 5 მგ ტენოქსის ტაბლეტის შუაზე გაყოფით.

გვერდითი მოქმედება
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულისცემა, ქოშინი, არტერიული წნევის გამოხატული შემცირება, გულის წასვლა, ვასკულიტი, შეშუპება (კოჭის და ტერფის შეშუპება), “სისხლის მიდინება” სახესთან, იშვიათად – რითმის დარღვევა (ბრადიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, წინაგულის ფრიალი), ტკივილი გულმკერდის არეში, ორთოსტატური ჰიპოტენზია, ძალიან იშვიათად – გულის უმარისობის განვითარება და გამწვავება, ექსტრასისტოლია, შაკიკი.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილიანობა, განწყობის ცვლილება, კრუნჩხვები; იშვიათად – გონების დაკარგვა, ჰიპესთეზია, ნერვოზულობა, პარესთეზიები, ტრემორი, ვერტიგო, ასთენია, შეუძლოდ ყოფნა, უძილობა, დეპრესია, უჩვეულო სისზმრები, ძალიან იშვიათად – ატაქსია, აპათია, აჟიტაცია, ამნეზია.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიის არეში, იშვიათად – ღვიძლის ტრანსამინაზების დონის მომატება და სიყვითლე (ქოლესტაზით განპირობებული), პანკრეატიტი, სიმშრალე პირში, მეტეორიზმი, ღრძილების ჰიპერპლაზია, შეკრულობა ან დიარეა, ძალიან იშვიათად – გასტრიტი, მადის მომატება.
შარდსასქესო სისტემის მხრივ: პოლაკიურია, მტკივნეული შარდვა, ნიქტურია, სექსუალური ფუნქციის ადრღვევა (მათ შორის პოტენციის დაქვეითება), ძალიან იშვიათად – დიზურია, პოლიურია.
კანის საფარის მხრივ: ძალიან იშვიათად – ქსეროდერმია, ალოპეცია, დერმატიტი, პურპურა, კანის ფერის ცვლილება.
ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, გამონაყარი (მათ შორის, ერითემული, მაკულოპაპულეზური გამონაყარი, ჭინჭრის ციება), ანგიონევროტული შეშუპება.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: იშვიათად – ართრალგია, ართროზი, მიალგია ხანგრძლივი გამოყენების დროს, ძალიან იშვიათად – მიასთენია.
სხვა: იშვიათად – გინეკომასტია, პოლიურიკემია, სხეულის მასის მომატება/შემცირება, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ჰიპერგლიკემია, მხედველობის დარღვევა, კონიუქტივიტი, დიპლოპია, თვალის ტკივილი, ხმაური ყურებში, ზურგის ტკივილი, დისპნოე, ცხვირიდან სისხლდენა, ოფლის მომატებული გამოყოფა, წყურვილი; ძალიან იშვიათად – ცივი წებოვანი ოფლი, ხველა, რინიტი, პაროსმია, გემოს შეგრძნებების დარღვევა, აკომოდაციის დარღვევა, ქსეროფტალმია.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, ტაქიკარდია, ჭარბი პეროფერიული ვაზოდილატაცია.
მკუნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის დანიშვნა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის შენარჩუნება, გულის და ფილტვების მაჩვენებლების კონტროლი, კიდურების მაღალ პოზიციაში მოთავსება, ცირკულირებადი სისხლის მოცულობის და დიურეზის კონტროლი. სისხლძრღვთა ტონუსის აღსადგენად – სისხლძარღვთა გამაფართოებელი პრეპარატების გამოყენება (მათი გამოყენების უკუჩვენების არარსებობის შემთხვევაში); კალციუმის არხების ბლოკადის შედეგების აღმოსაფხვრელად – კალციუმის გლუკონატის ინტრავენური შეყვანა. ჰემოდიალიზი არ არის ეფექტური.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მიკროსომალური ჟანგვის ინჰიბიტორები ზრდიან სისხლის პლაზმაში ამლოდიპინის კონცენტრაციას, ზრდიან რა გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს, ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების ინდუქტორები კი – ამცირებენ. ჰიპოტენზიურ ეფექტს ასუსტებენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, განსაკუთრებით ინდომეტაცინი (ნატრიუმის შეკავება და თირკმელებით პროსტოგლანდინების სინთეზის ბლოკადა), ალფა ადრენოსტიმულატორები, ესტროგენები (ნატრიუმის შეკავება), სიმპათომიმეტიკები. თიაზიდური და “მარყუჟოვანი” დიურეტიკები, ბეტა-ადრენობლოკატორები, ვერაპამილი, ანგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები და ნიტრატები აძლიერებენ ანტიანგინალურ და ჰიპოტენზიურ ეფექტებს. ამიოდარონს, ქინიდინს, ალფა 1 – ადრენობლოკატორებს, ანტიფსიქოტურ სამკურნალო საშუალებებს (ნეიროლეპტიკებს) და “ნელი” კალციუმის არხების ბლოკატორებს შეუძლიათ ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლიერება.
არ ახდენს გავლენას დიგოქსინის და ვარფარინის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე.
ციმეტიდინი არ მოქმედებს ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკაზე.
ლითიუმის პრეპარატებთან ერთობლივი გამოყენებისას შესაძლებელია მათი ნეიროტოქსიურობის გამოვლინების გაძლიერება (გულისრევა, ღებინება, დიარეა, ატაქსია, ტრემორი, ხმაური ყურებში).
კალციუმის პრეპარატრებს შეუძლიათ “ნელი” კალციუმის არხების ბლოკატორების ეფექტის შემცირება.
პროკაინამიდი, ქინიდინი და სხვა სამკურნალო საშულებები, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას, აძლიერებენ უარყოფით ინოტროპულ ეფექტს და შეუძლიათ  QT ინტერვალის მნიშვნელოვანი გახანგრძლივების რისკის გაზრდა.
ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება ციმეტიდინთან ერთდროულად დანიშვნისას.
გრეიფრუტის წვენს შეუძლია სისხლის პლაზმაში ამლოდიპინის კონცენტრაციის შემცირება, მაგრამ ეს შემცირება იმდენად მცირეა, რომ მნიშვნელოვნად არ ცვლის ამლოდიპინის მოქმედებას.

განსაკუთრებული მითითებები
ტენოქსით მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სხეულის მასის და ნატრიუმის მოხმარების კონტროლი, შესაბამისი დიეტის დანიშვნა.
აუცილებელია კბილების ჰიგიენის დაცვა და სტომატოლოგთან ხშირი ვიზიტი (ტკივილების, სისხლდენის და ღრძილების ქსოვილების მოცულობის გაზრდის პრევენცია). ხანდაზმულ პაციენტებში შესაძლებელია პრეპარატის ნახევრად გამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება და კლირენსის გაზრდა. ხანდაზმული პაციენტებისათვის დოზირების რეჟიმი ისეთივეა, როგორც სხვა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებისათვის. დოზის გაზრდისას აუცილებელია ხანდაზმული პაციენტების საგულდაგულო დაკვირვება. მიუხედავად იმისა, რომ “ნელი” კალციუმის არხების ბლოკატორებს არ გააჩნიათ “მოხსნის” სინდრომი, მკურნალობის შეწყვეტის წინ რეკომენდირებულია დოზების თანდათანობითი შემცირება.

გავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე
არ ყოფილა შეტყობინებები ტენოქსის გავლენის შესახებ ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან  მუშაობის უნარზე. მიუხედავად ამისა ზოგ პაცინეტში, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, შეიძლება გაჩნდეს ძილიანობა დაა თავბრუსხვევა. მათი გაჩენისას პაციენტმა უნდა დაიცვას სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის დროს.

გამოშვების ფორმა
5 და 10 მგ ტაბლეტები. 10 ტაბლეტი ბლისტერში. 3 ან 9 ბლისტერი მუყაოს ყუთში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა 4 წელი.

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: KRK d.d., Novo mesto, სლოვენია

გაფრთხილება


ტეოტარდი – TEOTARD

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): თეოფილინი/THEOPHYLLINE

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბრონქოდილატაციური საშუალება – ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: ბლისტერზე 1 კაფს. შეფუთვაში 4 ბლისტერი.
1 კაფს.
თეოფილინი……………….     200 მგ
1 კაფს.
თეოფილინი………………..  350 მგ

მწარმოებელი: KRKA

გაფრთხილება

ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატი SERUM ANTITRTANICUM

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

მოქმედი ნივთიერება: ანტიტოქსინი

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინეციო ხსნარი: ამპულაში 2, 3 და 5 მლ.
1 დოზა
ანტიტოქსინი…………….      300 სე
საინექციო ხსნარი: ამპულაში 10 და 2 მლ.
1 დოზა
ანტიტოქსინი………….         10000 სე
1 დოზა
ანტიტოქსინი………………..   20000 სე
1 დოზა
ანტიტოქსინი………………..  50000 სე

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს სპეციფიკური იმუნოგლობულინების შემცვლელ ცხენის სისხლის შრატის ცილოვან ფრაქციას, ჰიპერიმუნიზირებულს ტეტანუსის ანატოქსინით ან ტოქსინით, რომელიც გაწმენდილია და კონცენტრირებულია პეპტიური გადახარშვის ერთ-ერთი მეთოდით. კონსერვანტი – ქლოროფორმი 0.5%.
პრეპარატი წარმოადგენს გამჭირვალე ან სუსტად ოპალესცირებულ უფერო ან მოყვითალო ხსნარს ნალექის გარეშე.
ბიოლოგიური და იმუნობიოლოგიური თვისებები: პრეპარატი შეიცავს ანტიტოქსინებს, რომლებიც ანეიტრალებენ ტეტანუსის ტოქსინს.

ჩვენებები:
ტეტანუსის მკურნალობა და მისი სწრაფი სპეციფიკური პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:
ტეტანუსის მკურნალობა:
სამკურნალოდ პრეპარატი შეყავთ დაავადების დაწყებიდან ადრეულ პერიოდში დოზით 100000-200000 სე. შრატში შეჰყავთ ინტრავენურად ან ზურგის ტვინის არხში. დაავადების სიმძიმის მიხედვით შრატის შეყვანა მეორდება რეფლექსური კრუნჩხვების გაქრობამდე.
ტეტანუსის სასწრაფო პროფილაქტიკა:
იგი ითვალისწინებს ჭრილობის პირველად ქირურგიულ დამუშავებას და აუცილებლობის შემთხვევაში ტეტანუსის საწინააღმდეგო სპეციფიკური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას.
ტეტანუსის სწრაფი პროფილაქტიკა ტარდება:
– ტრავმების, კანისა და ლორწოვანი გარსების მთლიანობის დარღვევისას;
– მოყინვისა და დამწვრობის დროს (მეორე, მესამე და მეოთხე ხარისხი);
– აბორტები, ჩატარებული სტაციონარის გარეთ;
– მშობიარობა სამედიცინო დაწესებულების გარეთ;
– ქსოვილების ნებისმიერი სახის განგრენა ან ნეკროზი, აბსცესი;
– ცხოველების ნაკბენები;
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამჭოლი დაზიანებები.
ტეტანუსის სწრაფი პროფილაქტიკისათვის გამოიყენებენ:
– ტეტანუსის საწინააღმდეგო ანატოქსინს;
– ტეტანუსის საწინააღმდეგო ადამიანის იმუნოგლობულინს, ან ტეტანუსის საწინააღმდეგო თხიერ შრატს გაწმენდილს პეპტიური გადახარშვით.
ტეტანუსის საწინააღმდეგო ანატოქსინი შეჰყავთ კანქვეშ ბეჭის ქვეშ.
ტეტანუსის საწინააღმდეგო ადამიანის იმუნოგლობულინი დოზით 250 სე შეჰყავთ კუნთებში დუნდულოს ზედა გარეთა კვადრატში.
ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატი სასწრაფო პროფილაქტიკის მიზნით შეჰყავთ კანქვეშ დოზით 3000 სე. მისი შეყვანის წინ აუცილებელია კანის სინჯის ჩატარება უცხო ცილაზე მგრძნობელობის დასადგენად განზავებული 1:100 შრატით, რომელიც ინახება კოლოფში პრეპარატით (ამპულა მარკირებულია წითელი ფერით).
კანქვეშა სინჯის ჩასატარებლად იყენებენ ინდივიდუალურ ამპულას, აგრეთვე სტერილურ შპრიცს დანაყოფით 0.1 მლ და წვრილ ნემს. განზავებული შრატი შეყავთ კანში წინა მხრის მომხრელ ზედაპირზე. რეაქციის აღრიცხვა ხდება 20 წუთის შემდეგ. სინჯი უარყოფითია, თუ შეშუპება ან სიწითლე შეყვანის ადგილას ნაკლებია 1 სმ-ზე. სინჯი დადებითია, თუ შეშუპება ან სიწითლე აღწევს დიამეტრში 1 სმ-ზ მეტს.
კანის უარყოფითი სინჯის შემდეგ ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატის 0.1 მლ (ამპულა მარკირებულია ლურჯი ფერით) შეყავთ კანქვეშ.
თუ რეაქცია არ აღინიშნება, 30 წუთის შემდეგ შეჰყავთ სტერილური შპრიცით დარჩენილი დოზა. ამპულა დარჩენილი შრატით ინახება დახურული სტერილური საფენით. პაციენტებში დადებითი კანქვეშა სინჯით, ან ანაფილაქსიური რეაქციის შემთხვევაში კანქვეშა ინექციის 0.1 მლ-ის შეყვანის დროს, დარჩენილი დოზის შეყვანა წინააღმდეგნაჩვენებია. ასეთ შემთხვევაში, შეყავთ ტეტანუსის საწინააღმდეგო ადამიანის იმუნოგლობულინი.
ტეტანუსის სპეციფიკური პროფილაქტიკა ხორციელდება შემდეგი პირობების დაცვით:
– ამპულის გახსნა და ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატის და ანატოქსინის შეყვანა ხდება ასეპტიკის და ანტისეპტიკის წესების მკაცრი დაცვით;
– დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება, თუ დარღვეულია ამპულის მთლიანობა, მარკირება, მისი ფიზიკური თვისებების შეცვლით (ნალექი, მინარევი, მღვრიე შრატი);
– ტეტანუსის ანატოქსინის შეყვანის წინ საჭიროა ამპულის შენჯღრევა ჰომოგენური სითხის მიღებამდე;
– გახსნილი ამპულის შენახვა დაუშვებელია.
პრეპარატის შეყვანა რეგისტრირდება სპეციალურ ფორმებში, სადაც მითითებულია აცრის თარიღი, დოზა, პრეპარატის გამომშვები დაწესებულება, სერიის ნომერი, რეაქცია პრეპარატის შეყვანაზე.

უკუჩვენებები:
* პრეპარატის შეყვანის შემდეგ შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ალერგიული რეაქციები: მაშინვე, ან რამდენიმე საათის შემდეგ. ადრეული – მე-2-6 დღეს შეყვანიდან და მოგვიანებით – შეყვანიდან მეორე კვირას და უფრო გვიან. აღნიშნული რეაქციები ვლინდება შრატის მიერი დააავადების სიმპტომოკომპლექსით (სხეულის ტემპერატურის მომატება, ქავილი, გამონაყარი კანზე, ტკივილი სახსრებში და სხვა), იშვიათ შემთხვევაში ანაფილაქსური შოკით. შოკის განვითარების საშიშროების გამო აცრილი პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ 1 საათის განმავლობაში. აცრების ჩატარების ადგილი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შოკის საწინააღმდეგო თერაპიის საშუალებებით.
* ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატით აცრილი პირები უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას შრატისმიერი დაავადების სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში.
* ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატის შეყვანისას აღინიშნება როგორც ზოგადი რეაქციები, რომელიც გამოიხატება შეუძლოდ ყოფნაში და სხეულის ტემპერატურის მომატებაში, ასევე ადგილობრივი რეაქციები – სიწითლე, შეშუპება, მტკივნეულობა, რომელიც გაივლის 24-48 საათის შემდეგ. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს შოკი.
* ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატის სამკურნალოდ გამოყენებას წინააღმდეგჩვენება არ აქვს.
*  წინააღმდეგჩვენება სპეციფიკური საშუალებების გამოსაყენებლად ტეტანუსის სასწრაფო პროფილაქტიკისათვის: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ ანამნეზში.

ორსულობა და ლაქტაცია:
! ორსულობის პირველ ნახევარში წინააღმდეგანაჩვენებია ტეტანუსის საწინააღმდეგო ანატოქსინის და ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატის შეყვანა;
! მეორე ნახევარში წინააღმდეგნაჩვენებია ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატის შეყვანა.

განსაკუთრებული მითითებები:
1. ტეტანუსის სასწრაფო პროფილაქტიკისათვის შეიძლება გამოვიყენოთ ადს-მ-ანატოქსინი.
2. შეიძლება გამოვიყენოთ ტეტანუსის საწინააღმდეგო ადამიანის იმუნოგლობულინი, ან ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატი. უპირატესობა ეძლევა ტეტანუსის საწინააღმდეგო ადამიანის იმუნოგლობულინს, ხოლო თუ იგი არ არის, საჭიროა ტეტანუსის საწინაღმდეგო შრატის შეყვანა.
3. აღნიშნული ეხება როგორც ბავშვებს, ასევე მოზარდებს, რომლებსაც აცრები ჩაუტარდათ კალენდარული ცხრილის გარეშე, მაგრამ გაიარეს რევაქცინაცია: გეგმიური ან სასწრაფო რევაქცინაცია ტრავმების გამო შეიძლება ჩატარდეს არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ;
4. დაინფიცირებული ჭრილობების დროს, თუ უკანასკნელი რევაქცინაციის შემდეგ გასულია 5 წელზე მეტი, შეჰყავთ ტეტანუსის საწინააღმდეგო ანატოქსინის 0.5 მლ.
5. ტეტანუსის საწინააღმდეგო ანატოქსინით სრული იმუნიზაციის კურსი მოზრდილებისთვის შედგება 2 აცრისგან. თითოეული 0.5 მლ, ინტერვალით 30-40 დღე და რევაქცინაციით 6-12 თვის შემდეგ იგივე დოზით. შემოკლებული კურსი მოიცავს ერთჯერად პირველად ვაქცინაციას ტეტანუსის საწინააღმდეგო ანატოქსინით გაორმაგებული დოზით (1 მლ) და რევაქცინაციას 6-12 თვის შემდეგ, დოზით 0.5 მლ;
6. ორი აცრა იმუნიზაციის ჩვეულებრივი სქემით (მოზრდილებისათვის და ბავშვებისათვის) და 1 აცრა იმუნიზაციის შემოკლებული სქემით მოზრდილებისათვის.
7. ინფიცირებული ჭრილობების დროს შეჰყავთ ტეტანუსის საწინააღმდეგო ადამიანის იმუნოგლობულინი, ან ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატი.
8. ყველა პირი, რომელმაც გაიარა აქტიურ-პასიური პროფილაქტიკა, იმუნიზაციის კურსის გასავლელად და ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატის 6-12 თვის შემდეგ განმეორებითი შეყვანის თავიდან ასაცილებლად, საჭიროებს რევაქცინაციას 0.5 მლ ტეტანუსის საწინააღმდეგო ანატოქსინით.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ბნელ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, ჰაერის შედარებითი ტენიანობით არა უმეტეს 60% 5±30C ტემპერატურის პირობებში; შრატი, რომელიც დაექვემდებარება გაყინვას შემდგომი გალღობით, მაგრამ არ შეიცვალა ფიზიკური თვისებები, ვარგისია გამოყენებისათვის.
დასაშვებია მისი ტრანსპორტირება ყველა სახის დახურული ტრანსპორტით 5±30C  ტემპერატურის პირობებში. არ შეიძლება ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: IMMUNOPREPARAT, რუსეთი

გაფრთხილება

ტეტესეპტი ბრონქიალ აქტივი 10 გ-100 მლ სიროფი /Tetesept

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული პრეპარატები

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: 100 გ სიროფი შეიცავს: მრავალძარღვას თხევად ექსტრაქტს 10 გ. გამხსნელი: ეთანოლი 24.6% შეიცავს 2.5 მოც.-% ალკოჰოლს.
დამხმარე ნივთიერებებია: მეთილ-4 ჰიდროქსიბენზოატი (პარაბენი E218), პროპილ-4 ჰიდროქსიბენზოატი (პარაბენი E217), საქაროზა, გამოხდილი წყალი.

ჩვენებები: სასუნთქი გზების კატარალური დაავადებების მკურნალობა. პრეპარატი ნაჩვენებია რესპირატორული დაავადებების დროს, პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანი გარსის ანთებითი ცვლილებების დროს.

დოზირება და მიღების წესი:
1-4 წლის ასაკი: 5 მლ 3-4-ჯერ დღეში.
4-12 წლის ასაკი: 7.5 მლ 3-4-ჯერ დღეში.
12 წლიდან 10 მლ 3-4-ჯერ დღეში.
პრეპარატის მიღება შესაძლებელია სანამ პაციენტს აღენიშნება სიმპტომები. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმათვა, თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ტეტესეპტი ხველის საწინააღმდეგო ბრონქიალ-აქტივის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია.

გვერდითი მოვლენები: შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული ტიპის რეაქციები, მათ შორის დაყოვნებული ტიპის.

უკუჩვენებები: თუ პაციენტი ალერგიულია მრავალძარღვას თხევადი ექსტრაქტის, მეთილ-4-ჰიდროქსიბენზოატის (პარაბენი E218), პროპილ-4-ჰიდროქსიბენზოატის (პარაბენი E217) ან ტეტესეპტი ხველის საწინააღმდეგო ბრონქიალ-აქტივის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნივთიერებების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი მედიკამენტი. არ არსებობს რაიმე კვლევები მედიკამენტების ურთიერთქმედების შესახებ.

განსაკუთრებული მითითებები: საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფრმაცევტთან კონსულტაცია ტეტესეპტი ხველის საწინააღმდეგო ბრონქიალ-აქტივის მიღებამდე. სიმპტომების გახანგრძლივების, ქოშინის, ცხელების, რომელიც გრძელდება 3 დღეზე მეტ ხანს ან აჭარბებს 39C ტემპერატურას, ჩირქიანი ან სისხლიანი ნახველის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. არ გამოიყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში. ტეტესეპტი ხველის საწინააღმდეგო ბრონქიალ-აქტივი შეიცავს 2.5 მოც.-%. ალკოჰოლს. ტეტესეპტი ხველის საწინააღმდეგო ბრონქიალ-აქტივი შეიცავს საქაროზას, ამიტომ მის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა რომელიმე შაქრის მიმართ. 10 მლ შეიცავს 6.79 გ საქაროზას, რაც შეესაბამება 0.57 პურის ერთეულს. 5 მლ შეიცავს 3.40 გ საქაროზას, რაც შეესაბამება 0.29 პურის ერთეულს. ტეტესეპტი ხველის საწინააღმდეგო ბრონქიალ-აქტივის დოზის გამოტოვებისას, დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. ტეტესეპტი ხველის საწინააღმდეგო ბრონქიალ-აქტივის მიღების შეწყვეტა უსაფრთხოა.

ორსულობა და ლაქტაცია: ეს სამედიცინო პროდუქტი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: ეს პრეპარატი არ ახდენს გავლენას მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება: ტეტესეპტი ხველის საწინააღმდეგო ბრონქიალ-აქტივის დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია უფრო მეტად გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა, რომელიც გადაწყვეტს სხვა დამატებითი ღონისძიებების ჩატარების საჭიროებას.

გარეგნული სახე და შეფუთვა: შეფუთვაში მოთავსებულია 150 გ სიროფი

შენახვის პირობები: ინახება ბაშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250 C ტემპერატურაზე. პირველი გახსნის შემდეგ გამოიყენება 6 თვე.

ვარგისიანობის ვადა: წარმოდგენილია შეფუთვაზე.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Tetesept Pharma GmbH, გერმანია

გაფრთხილება

ტეტესეპტი გინკგო და ჟენშენი 100 / Tetesept

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
კონცენტრაციის უნარისა და სასიცოცხლო ძალების მასტიმულირებელი საშუალება.

ჩვენი ტვინი მონაწილეობს ორგანიზმის ყველა მნიშვნელოვან ფუნქციაში. სამწუხაროდ ცხოვრების ყოველდღიურ სირთულეებს, სტრესს და ორგანიზმის დაბერების ბუნებრივ პროცესებს შესაძლოა თან სდევდეს მეხსიერების გაუარესება.
ტეტესეპტი გინკგო ჟენშენ 100-ში შემავალი B1 და B3 ვიტამინები ზრდიან გონებრივ შრომისუნარიანობას, კონცენტრაციის უნარს და აუმჯობესებენ მეხსიერებას. ვიტამინი B2 ხსნის დაღლილობას, აქვს მაცოცხლებელი ეფექტი. გინკგო და ჟენშენი ტრადიციული აზიური მცენარეებია, რომლებიც ცნობილია როგორც სიცოცხლისუნარიანობის სიმბოლო.

საკვები ნივთიერებები 1 ტაბლეტი შეიცავს დღიური მოთხოვნილების % *
გინკგოს ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (50:1) 100 მგ **
ჟანშენის ფესვების მშრალი ექსტრაქტი 100 მგ **
ვიტამინი B1 3,3 მგ 300%
ვიტამინი B2 4,2 მგ 300%
ვიტამინი B3 16,0 მგ 100%

*ევროპის საკვების რეგულირების სააგენტოს (LMIV) მიერ მოწოდებული ყოველდღიური მოთხოვნილების საბაზისო მაჩვენებლის %, NRV=საკვები ნივთიერებების ღირებულება.
** LMIV-ის რეკომენდაციის გარეშე

შემადგენლობა 100 ში:
მიკროკრისტალური ცელულოზა; კალციუმის კარბონატი; გინკგოს ფოთლების მშრალი ესტრაქტი (19,5%); ჟენშენის ფესვების მშრალი ექსტრაქტი (19,5%), ნიკოტინამიდი (ნიაცინი) (2,9%); ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა; რიბოფლავინი (0,8%); თიამინმონონიტრატი (0,8%); ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა; ტალკი, სილიციუმის ოქსიდი, მცენარეული ზეთი, შავი და ყვითელი რკინის ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი, ინდიგოკარმინი.

მიღების წესი და დოზირება:
მიიღება 1 ტაბლეტი სითხესთან ერთად. სასურველი ეფექტის მისაღებად რეკომენდებულია ტეტესეპტი გინკგო ჟენშენი 100-ს რეგულარული მიღება ხანგრძლივი დროის მანძილზე.
ინფორმაცია დიაბეტით დაავადებულთათვის: 1 ტაბლეტი შეესაბამება 0,005 პე-ს.
ტეტესეპტი გინკგო ჟენშენი 100 არ შეიცავს გლუტენს და ლაქტოზას.

შენიშვნები:
დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. პრეპარატი ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი # 30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Tetesept Pharma GmbH, გერმანია

გაფრთხილება

ტეტესეპტი ომეგა 3 / Tetesept

$
0
0

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა:
ყოველი 100 გ-ის შეიცავს:
ორაგულის და ზღვის თევზის ქონი (68,3%), ქონის შემცველობა ორაგულის ქონში არა უმცირეს 50%;
დამხმარე ნივთიერებებია: ჟელატინი; გლიცეროლი; ვიტამინი E (1,02%).

ტეტესეპტი ომეგა-3 წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ საკვებ დანამატს გულ-სისხლძარღვთა სისტემის კვებისთვის. ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის და თავისუფალი რადიკალების რაოდენობას. საუკეთესოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, რევმატოიდული დაავადებების დროს.

ტეტესეპტი ომეგა-3 შეიცავს ცხიმოვან მჟავებს და ვიტამინ E-ს კონცენტრირებული სახით. ერთი კაფსულა ყოველდღიურად ამარაგებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას ჯანმრთელი საკვებით.

საკვები ნივთიერებების კომბინაცია, დღიური დოზა (1 კაფს) % დღ. მოთხ*
ორაგულის და ზღვის თევზის ქონი  1000 მგ  **
ექვივალენტური
ომეგა-3-ცხიმოვანი მჟავა  350 მგ  **
დოკოზაჰექსაენოის მჟავა (DHA)   120 მგ  **
ეიკოზაპენტაენოის მჟავა (EPA)   180 მგ  **
ვიტამინი E   15 მგ a-TE  125%

* რეკომენდებული დღიური დოზა რეგულირებადი საკვები პროდუქტების მარკირების (NAB) მიერ
** NAB-ის რეკომენდაციის გარეშე

რეკომენდებული მიღების წესი: 1 მთლიანი კაფსულა მიიღება დღეში ერთხელ დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად.
ინახება მშრალ ადგილას არა უმეტეს 25CO ტემპერატურაზე.
მითითებები დიაბეტით დაავადებულთათვის: 1 კაფსულა შეიცავს 0,01 BE.

არ შეიცავს: გლუტენს და ლაქტოზას.

გამოშვების ფორმა: 1000 მგ კაფსულა #80

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Tetesept Pharma GmbH, გერმანია

გაფრთხილება

Viewing all 4381 articles
Browse latest View live